ქაშაპი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V   1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
ქაშაპი, Squalis Cephalus - Голавль
ნოსო
პოსტი May 16 2009, 11:51
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



სიგრძე__45სმ. წონა__1.2კგ.


ბ ი ნ ა დ რ ო ბ ს : მდინარეში და ტბაში,იტანს წყლის ტემპერატურის დიდი მერყეობას.


ი კ ვ ე ბ ე ბ ა : როგორც ცხოველური , ისე მცენარეული საკვებით--- წყლის მწერებითა და მათი მატლებით, ტევზებითა და მათი ქვირითით, ბაყაყებით, წყალმცენარეებით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
sergeevich
პოსტი Sep 14 2009, 22:05
პოსტი #2


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 348
რეგისტრ.: 18-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ბარემ ამის ცოცხალ სურათსაც დავაგდებ, ხარჯი ხარჯია.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Oct 7 2009, 22:43
პოსტი #3


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



sergeevich
ხომ ვერ გააკეთებდი ჩამონათვალს კონკრეტულად რომელ მდინარეებში და ტბებში შეიძლება შეგვხვდეს ეს თევზი,
განსაკუთრებით აღმოსავლეთი მაინტერესებს, რაცხანაირად ხომ უნდა გავიღრმავო სპინინგის ხელობა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
troutbaiter
პოსტი Oct 7 2009, 23:37
პოსტი #4


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 730
რეგისტრ.: 13-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



აღმოსავლეთი არ ვიცი და სამეგრელოში ტეხურაზე, ხობისწყალზე, აბაშაზე, ცივზე, ტარჩელზე და კიდევ ბევრგან კარგადაა... გუბისწყალიც ცნობილია...
აღმოსავლეთში კი მტკვარი ვარძიასთან newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Fuego
პოსტი Dec 1 2009, 14:38
პოსტი #5


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 78
რეგისტრ.: 1-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



როდესაც გინდათ რომ, თევზის რომელიმე სახეობის ლათინური დასახელება გადაამოწმოთ - არსებობს სამეცნიერო-საძიებო სისტემა http://www.fishbase.org/search.php, სადაც ქვეყნდება თანამედროვე სისტემატიკის უახლესი ინფორმაცია.
კიდევ ერთხელ ბოდიში - ჩემს ცოდნას ვენდე newsmile019.gif - შემოწმება სჭირდწბა. (20 წელიწადია იქთიოლოგიასთან მხოლოდ გასტრონომიულ-სამოყვარულო კავშირში ვარ.) small3d029.gif

ქაშაპი იხ.: http://www.fishbase.org/summary/SpeciesSummary.php?id=4482
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
(dila)adriano
პოსტი Jan 25 2010, 13:06
პოსტი #6


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 520
რეგისტრ.: 4-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მახსოვს თავის დროზე სასაცილოდაც არ გვეყო
როდესაც ერთ-ერთმა მეთევზემ (მარგალ კოჩმა) newsmile015.gif
ამ თევზს ქაშაპი უწოდა
დიდხანს ვღადაობდით:
ქაშაყის და ვეშაპის ნაჯვარს მეგრულად ქაშაპი რქმევიაო newsmile035.gif

ჩვენ "გალავჩიკს" ვეძახდით
მეგობარი იყო
ფაქტიურად

მახსოვს ლექსიც დავეწერე:
"ორმოცი ბუზი უნდა იკისრო
ჭამა თუ გიყვარს გალავჩიკისო"
ანდაზაა თითქმის newsmile071.gif

ბუზის დაჭერასაც ცოდნა უნდა
და ამ საქმის პროფი ჩვენს საძმაკაცოში ანზორი იყო მამარდაშვილი
მატსახელად "ბუზი"
თევზაობის არაფერი გაეგებოდა
მაგრამ ჭამა კი უყვარდა
ნამეტნავად
გალავჩიკის - განსაკუთრებით
მისი ხათრით სულ ლურჯტრაკა ჩასუქებულ ბუზებს გვიჭერდა ხოლმე
ნახევარლიტრიანი შუშის ქილით მოგვართმევდა
და
ჩვენც მივდიოდით სოფელ მერხეულში
მდინარე მაჭარკაზე სათევზაოდ.
ჩვენი არსენალი იყო:
გადასაბმელი ბამბუკები
ძუა - რომელიღაც ნომერი newsmile053.gif
შამპანურის საცობისაგან გამოთლილი
შიგგულშიასანთისღერგაყრილი ტივტივები
მუცელგამობზეკილი ნემსკავები
და რაც ყველაზე მთავარია
კოჭებთან ჩოგბურთისბურთმიხატული კედები newsmile027.gif

მდინარეზე უამრავი მცირე
მაგრამ საკმაოდ ღრმა მორევი იყო
ჩვენი წარმატებული თევზაობის და
ანზორის გემრიელი ვახშმის გარანტი newsmile035.gif

ჩემი მამიდაშვილი ავთო
ანკესის წყალში ჩაგდებამდე
წაუჩურჩულებდა ნემსკავზე გამობმულ ბუზს:
ბუზო ბუზი მშიერი არ დაგვიტოვოო newsmile05.gif
რა გამოლევდა მაჭარკაში გალავჩიკს

ერთხელ ისეც მოხდა
რომ ავთომ ორი ნახევარკილოიანი თევზი დაიჭირა
ადრე მაქსიმუმ 200 გრამიანებს ვიჭერდით
(ეტყობა შელოცვამ გაამართლა) newsmile05.gif
ჰოდა ავდექით
სანაპიროზე კოცონი დავანთეთ
შამფურებზე წამოვაგეთ თევზები
შევწვით და იქვე შევჭამეთ
სახლში დაბრუნებულებმა ეს ამბავი ბუზის ვუამბეთ
ისე ეწყინა რომ სულ ბებიები გვიგინა newsmile035.gif
აწი ბუზებს კი არა
ამ ჩემს იმას დაგიჭერთო
ბლიად (მიაყოლა)
მერე ომიც დაიწყო
და ყველამ ერთად დავიჭირეთ ის
რასაც ბუზი გულისხმობდა.

ნოსტრადამუსი იყო ფაქტიურად
ეგ ვეშაპის და ქაშაყის ნაჯვარი ეგა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დემი
პოსტი Jun 12 2010, 20:02
პოსტი #7


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 456
რეგისტრ.: 12-June 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi





Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Pendragon
პოსტი Jun 14 2010, 22:29
პოსტი #8


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 211
რეგისტრ.: 17-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



demi

შესანიშნავი ნადავლია!
ქაშაპზე თევზაობა ძალიან აზარტულია იმისდამიუხედავად, რომ დიდი წინააღმდეგობის გაწევა არ იცის... ჩოლოქზე დავიჭირე კილოიანი ქაშაპი და ისე ამოვიყვანე, თითქმის ვერც გავიგე newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Pendragon
პოსტი Jul 5 2010, 17:20
პოსტი #9


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 211
რეგისტრ.: 17-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



demi

მე სულ ლაითი სპინინგით ვთევზაობ newsmile05.gif

აი გუშინდელი ნადავლის ყველაზე დიდი ეკზემპლარი:

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დემი
პოსტი Jul 8 2010, 13:16
პოსტი #10


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 456
რეგისტრ.: 12-June 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



პენდრაგონ მოგესალმები ეს დღეები გასული ვიყავი სამსახურის საქმეებზე და ვერ შეგეხმიანე, ნამყოფი ვარ მაგ ადგილებში ომის დაწყებამდე, ჭერეხის დასაჭერად, გვითხრეს ადგილობრივებმა თითქოსდა დაუჭერიათო მაგ ადგილებში ჭერეხი, ბევრი ვეცადე მე პირადად, მაგრამ სპინინგით მხოლოდ ქაშაპი იჭირებოდა, კიდევ ვეძებე ტეხურა რომ უერთდება რიონს(ლოქოს ვიჭერდით მანდ, ახალსოფლის მიმართულებით), მაგრამ იქაც მხოლოდ ქაშაპი და რამოდენიმე წითელფარფლა დაჯდა. ქაშაპი მანდეთ ყველგან კარგადაა, ერთადერთი ჯუმზე ვერ დავიჭირე(ალბათ არაა?) არის ენგურზეც(განსაკუთრებით ლია-ფახულანის მონაკვეთი). ერთი სიტყვით ვისაც ქაშაპის სპინინგით დაჭერა უყვარს, სამარგალო ნამდვილი ქაშაპის "სამეფოა". newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Pendragon
პოსტი Jul 8 2010, 18:52
პოსტი #11


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 211
რეგისტრ.: 17-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ფიჩორში შესასვლელად როგორც ვიცი ძრავიანი ნავია საჭირო... თორემ მართლა წაითევზავებდა მანდ კაცი newsmile05.gif

თუმცა თემას გადავუხვიეთ და ქაშაპის ჭერა ქარიყლაპიაზე არანაკლებ აზარტულია რადგან გამჭვირვალე მდინარეში კარგად ჩანს რა და როგორ ხდება newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დემი
პოსტი Jul 16 2010, 11:44
პოსტი #12


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 456
რეგისტრ.: 12-June 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



უმორჩილესად გთხოვთ, რომ ამ თემაში დავდოთ მხოლოდ საქართველოში არსებული და დაჭერილი ქაშაპის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია(უცხოური ფოტო-ვიდეოს გარეშე), აგრეთვე განვიხილოთ ზემოთ ხსენებული მიზნების და რიგი გამოკვლევების განხორციელებისათვის ექსპედიციების დაგეგმვა, ორგანიზება და შედეგების დადება.ჩემი პირველი თემაა, ძალიან ვღელავ(აი ისე პალიასტომის ტბამ რომ იცის) და ... თქვენი თანადგომის იმედი მაქვს blashe.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
troutbaiter
პოსტი Jul 16 2010, 15:10
პოსტი #13


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 730
რეგისტრ.: 13-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



2 დღის წინ ვიყავი ჩოლოქზე. ძლიერი სიცხეები უჭირავს. დილაუთენია ტყუილა ვცდილობდი ქარიყლაპიას მოტყუებას. როგორც კი მზე გამოვიდა ქაშაპზე გადავედი პატარა ტრიალათი და შედეგმაც არ დააყოვნა - 2 ცალი 250-300 გრამიანი დავიჭირე. კიდევ 2 ცარიელი ჩარტყმა მქონდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დემი
პოსტი Jul 16 2010, 22:09
პოსტი #14


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 456
რეგისტრ.: 12-June 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ჩემი პირველი ქაშაპი სპინინგით დავიჭირე ეგრეთ წოდებულ უხამუთო MARTIN-ის №4 და №6 ბზრიალაზე, შემდეგ ისევ უხამუთო mepps-ის №3 და ხამუთიან №3 aglia-ს ტიპის ბზრიალებზეც, რომლებიც ჩემი დაკვირვებით მდ.ხობზე ივლისის მეორე ნახევარში და აგვისტოს თვეში სხვა ტიპის ბზრიალებთან შედარებით შედეგს მეტს გვაძლევს, ჩემს ხელთ არსებული ვობლერებიდან კარგი შედეგი მაჩვენა RAPALA-ს COUNTDOWN CD-5 SINKING-მა, Mini Fat Rap Floating და Salmo Hornet sdr 4sm. ვობლერებზე სწორხაზოვან გატარებულს მეტი დარტყმები ჰქონდა. სექტემბრის თვე კი მხოლოდ ვობლერით იყო წარმატებული. (ეს ჩემი მცირედი დაკვირვება) neam.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jul 17 2010, 00:16
პოსტი #15


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



დემი

ხობის წყალზე, კონკრეტულად რომელ ადგილებში? მოგეხსენებათ რომ ყველგან ვერ ითევზავებ ქაშაპზე, მთელი ბავშვობა იქ მაქვს გატარებული და არასდროს მსმენია ქაშაპის ჭერაზე, მე სადაც ვთევზაობდი მანდ ნამდვილდ არ იყო ყოველშემთხვევისთვის


P.S. ბატონო დემი, ის პოსტებიც ხომ არ გადმოვიტანო ამ თემაში, ქაშაპის თემიდან?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 07:58