თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სხვა თემები _ ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება .

პოსტის ავტორი: aragveli Jan 8 2014, 09:26

ზეცამ ძველებურად იმგლისფერა
რიჟრაჟს ვეგებები თვირთვილიანს
ისევ ვემზადები სანადიროდ
ღმერთიმც დამაბრუნებს სახელიანს.
ფრთხილად ვიპარები სოფლის ბოლოს
ლანდი შეერია უკვე ტყიანს
მთებში ღამით ჭინკა დააბოტებს
დღისით ხარ- ირემის ყვირილია
უკვე მერამდენედ მივაბიჯებ
ბილიკს სიპებიც კი გაელია
ხევში სადღაც ჭოტი ისე კივის
მგონი ხვალ ცოცხალს ვერ მიპოვნიან
აი ავახწიე ჭიუხებს და
ცოტას მივეფიცხე პირით მზიანს
აგერ ცის კიდეზე ჯიხვთა ხოროც
მგელ-კაცს დავემსგავსე პირ-სისხლიანს
ისევ ვინადირებ უხიფათოთ
დედის ლოცვებმაც თუ მომაწია
თავზე გადავევლე ზვავიანებს
მერე დავუყევი ქარაფიანს
ზედვე წავადექი მთის ნადირებს
ჩემში ვაღვიძებდი სულ-ფეთიანს
თოფმა იგრიალა კვლავ უღმერთოდ
ნადირს უკან მივდევ ტყავ-სისხლიანს.
აგერ სულთნ-მბრძოლსაც მივადექი
სევდაც შემეპარა გულით-ქვიანს
ვისთვის გმირობაა ჯიხვის მოკვლა
ვისთვის ცოდვააა და სირცხვილია.
გული გავიგრილე ნაკადულით
მაგრამ სულს რას ვშველი ცოდვილიანს?
დაბლა დავუყევი მოწყენილი
ფიქრით მოვყვებოდი ბალახს ცვრიანს.
გულში ცეცხლი მენთო სინანულის
სხვები მილოცავდნენ სახელიანს.

ეს ჩემი ნაჯღაბნი

პოსტის ავტორი: სვანი Jan 8 2014, 17:28

არაგველი საღოლ ძმაო მთელი ეს პროცესი წარმომიდგა თვალწინ, ყოჩაღ მაგარი ლექსია. ეგრე გააგრძელე.

პოსტის ავტორი: aragveli Jan 8 2014, 17:44

ციტატა(სვანი @ Jan 8 2014, 18:28) *
არაგველი საღოლ ძმაო მთელი ეს პროცესი წარმომიდგა თვალწინ, ყოჩაღ მაგარი ლექსია. ეგრე გააგრძელე.

მადლობა ძმაო გაიხარე

პოსტის ავტორი: ლეკი Jan 8 2014, 20:03

ციტატა(aragveli @ Jan 8 2014, 10:26) *
ეს ჩემი ნაჯღაბნი


შენ გენაცვალე ძმაო.. ხშირად "ჯღაბნე" მასეთი ლექსები.. small3d018.gif

პოსტის ავტორი: aragveli Jan 9 2014, 09:13

დილით ფანჯრებია დაჭირხლული
წუხელ მთებში ისევ უთოვია
გარეთ ამინდია შლეგიანი
ღამით მთვარეს მზესთან უომია
ისევ ყურშა ყმუის უმადური
ტყეებს წამიყვანე ნადირიანს
ავდექ ავითრიე ტანსაცმელი
ხირიმს ავიტაცებ სპილოს ძვლიანს
კარში გამოვედი ჩავისუნთქე
მადლი შევუთვალე დალის მზიანს
ყურშას წკმუტუნმა და სიხარულმა
უკვე ცხრა მთასაც კი მიაღწია.
ქშენით მივუყვები ნაბილიკარს
ყურშამ ტყიანსაც კი მიაწია
ნისლით დაფარული ძირს ხევები
უკვე მივამგვანე ფარდაგიანს
ტყეებს ზამთრისაგან შეწუხებულს
უკვე სუდარაც კი ჩაუცვიათ.
თოვლმა აირეკლა მზის სხივები
უკვე მზერას მჭრიან თვალ სევდიანს
აი ყურშამ სადღაც ხევს ჩაჰყეფა
ყორნები მოსმენასაც არ მაცდიან
აი ამომიჩნდა მურა დათვი
ავსულნი თოფის ხმაზე კვლავ კრთებიან
ასე ნადირობდა ალბათ ჯარჯი
მთები მის ნაკვალევს მისტირიან
უკან დავბრუნდები უკუნეთში
სახლში ჯალაბობა კვლავ მიცდიან.
ბუხარს გაახურებს პაპა გოლა
მერე არყის სმასაც მოჰყვებიან
ზღაპრებს მოგვიყვება უხუცესი
სასმლით ლეგენდები ცოცხლდებიან
ისევ კოპალა და იახსარი
დევებს ხევ-ხუვებში თავქვე ყრიან
ღამე გაილევა ჩვენს ქუხილში
ლექსებში ერთმანეთს არ აცდიან,
მოდი გაბედე და სადმე წადი
სულში დაბნელებას მოგისჯიან.
სხვისთვის ნადირობა ხიფათია
ჩემთვის რისკია და სხვა ხიბლია.

ესეც თუ მოგეწონებათ.

პოსტის ავტორი: kajuberi Jan 9 2014, 09:18

aragveli
შენ აღარ ხუმრობ small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: Hubert Jan 9 2014, 09:23

aragveli small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif საღოლ ძმაო!! შენი ლექსებიდან ჩანს რა შეხედულებების ადამიანი ხარ d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: aragveli Jan 9 2014, 09:27

მადლობა გაიხარეთ.

პოსტის ავტორი: hunter88 Jan 9 2014, 15:46

aragveli
small3d018.gif small3d018.gif საღოლ მაგრებია !

პოსტის ავტორი: aragveli Jan 10 2014, 10:33

მინდა გავეხიზნო უგულოებს
აღმა შევუყევი გზა-წვრილიანს
ქალაქს ულოკია ჩემი სული
მარილს მიმატებდა ჭრილობიანს.
უკან მომკიოდა მიკიოტი
წინ სულ მთებია და ველებია
უკან მიმათრევდნენ უფსკრულებში
სადაც სისხლის მსმელი ქაჯებია
უნდა გავეცალო უღმერთოებს
სადაც მთებია და ხატებია
თქვენთან უკვე დადის ცოცხლად მძორი
იქ კი უფლის წმინდა გულებია
ქუჩებს ბევრი ახსოვს ცოფიანი
სახლი თქვენი- "ქავის კარებია"
გზაზე ბევრი შემხვდა უმადური
ბევრჯერ სიყალბესთან მიომია
უნდა გავეხიზნო პარაზიტებს
ვნანობ აქამდე რაც მიცხოვრია.
თქვენთან ომია და დუღილია
იქ კი მხოლოდ ზვავის ქუხილია
თქვენთვის უცხო არის ილია და
ჩემთვის საუკუნო საგზალია.
ჩემთვის მთებში არის სიცოცხლე და
თქვენთვის აქეთ მხოლოდ ტრამალია.
გზები მახსოვს მხოლოდ სისხლიანი
იქ კი ყვავილების ბილიკია.
ზოგჯერ თქვენც გიყვარდათ გაგიჟებით
გრძნობა ისევ ვერცხლმა გადაძლია.
მთაში ქოხებია გულით სავსე
თქვენთან ბაბილონის გოდოლია
მთები სპეტაკია თოვლისფერი
თქვენთან სოდომი და გომორია.
ჩემთვის მთავარია ერთგულება
თქვენთვის მითია და ზღაპარია.
არც მე არ ვყოფილვარ ანგელოზი
ბევრი ვიმრუშე და მიპარია
მერე ავედევნე ტატოს "მერანს"
მერე უფლის გზებით მიარია.
ნელა გამოვძვერი ჭაობიდან
ახლა მთებში ვარ და მიხარია.

ესეც იყოს თუ მოგეწონებათ.

პოსტის ავტორი: kajuberi Jan 10 2014, 10:38

aragveli
small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif საღოლ მაგარია .დადე კიდე თუ გაქვს ლექსები

პოსტის ავტორი: Hubert Jan 10 2014, 10:42

aragveli small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: aragveli Jan 10 2014, 11:07

მხოლოდ რწმენა და მთა მინდა
სიმშვიდე , მინდვრის სურნელი
სადმე მიმაგდეთ ჭიუხებს
ცა იყოს ჩემი მკურნელი.
არ დავნებდები საწუთროს
ლექსის ვიქნები მთხუპნელი.

d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif შემოგევლეთ მიხარია თუ მოგწონთ.

პოსტის ავტორი: megreli Jan 11 2014, 13:04

aragveli

სხვების სიტყვებს არ ვიცი რა დავამატო... newsmile027.gif

ისე კი შენი ლექსების თემა ცალკე რო გახსნა არ გინდა ?

პოსტის ავტორი: aragveli Jan 11 2014, 13:58

არ არის საჭირო იყოს აქ. ამასაც დავდებ მაშინ.

იყო წალკოტი და უფლის ბინა,
ზეზვა-მზიას სანამ მოუგვნია.
უფალს დაუთმია მოწყალებით,
თავად ზეცად ყოფნა მოსურნია.
მერე კერპებით და ზარ-ზეიმით
თურმე უფალიც კი დაგვიწყნია.
გონი გაუნათა უღმერთოებს
ნინოს ჯვარით როცა ულოცნია.
იყო უღრანი და შიგ ხოხობი,
ახლა თბილისად რომ უძახიან.
გონი დაუკარგავთ შიშისაგან,
მტერს რომ გორგასალი უნახია.
იყო დავითი და დარუბანდი,
დიდგორს სელჩუკნი რომ გვიკაფნია.
აბა ვინ შეჰბედავს დამარცხებას,
სადაც დემეტრეს და ცოტნეს ზრდიან.
ზეცა გაყინულა სიმწრისაგან
სამას არაგველს რომ თავებს ჭრიან
ჩვენი ღალატი და ჩვენი მარცხი
აქ ხომ მინდორ -ველებს ზედ ატყვია.
ჩვენი ცოდვითა და სიმწრისაგან
გარეჯს უდაბნოებს უტირია.
როცა ეგონათ რომ გავნადგურდით ,
ჩვენში ალგეთის მგლებს აღარ ზრდიან,
მაშინ კვლავ ვანახეთ შინდისი და
ქაჯნი ისევ ისე შიშით ჰკრთიან.
მოდი ნუ წავლეკავთ ამ ქვეყანას
ჩვენც ხომ ქართველები გვრქვია.
მოდი ვუპატრონოთ სიკვდილამდე
სანამ ახალ გმირებს ზრდიან.

პოსტის ავტორი: aragveli Jan 13 2014, 10:23

მთვარეს შესცივნია იანვარში
ზეცას მგლის ყმუილი შეჰყინვია
ირმებს უკვალიათ მთებზე თოვლი
ჭადარს სამოსი არ შერჩენია.
ტყეში გაუფატრავთ ტოტია და
თოვლზე სისხლის კვალი ამჩნევია.
ისევ შიმშილობენ ბეღურები
რა ქნან სამშობლოს ვერ ელევიან.
სულში საამური სიმშვიდეა,
მთები ზამთრის ძილს რომ ეძლევიან.
სერზე მიაბოტებს მონადირე
ნადირს ძილი არც დღეს უწერია.
ღამეს მოუკვლია მზის სხივი და
ყინვას ჩემს ფანჯრებზე უქარგია.
ისე გულადათ დგას იანვარი
თითქოს დღეებს მასაც არ უთვლიან.

ეს იანვარსსსსს

პოსტის ავტორი: kajuberi Jan 13 2014, 10:28

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif aragveli
წიგნის გამოცემას არ აპირებ?

პოსტის ავტორი: aragveli Jan 13 2014, 10:34

არა მგონია ღირდეს. ეს ლექსები უბრალოდ ჩემი უსაქმურობის წამალია.

პოსტის ავტორი: aragveli Jan 15 2014, 16:29

მე რომ მეგონა უშენოდ
დავიღვრებოდი ცრემლადა
დავიღამებდი სამზეოს
შენი ღიმილის ჩრდილადა
ვერ გამკურნავდა წამალი
სულ ვიავდრებდი წვიმადა
მივეგდებოდი ძაღლივით
წასული გრძნობის მცველადა,
სულ გამთელავდა საწუთრო,
გადვიქცეოდი რეტადა.
არ გავივლებდი სხვის სახელს
სულს ექმნებოდი კერპადა.
თურმე არც მასე ყოფილა,
როგორაც გული ღელავდა.
თურმე არც მასე იწვიმებს
როგორც ჭექდა და ელავდა.
დრომ სულ მილოკა ჭრილობა
მალამო გამიზიარა.
ახლა ფერმკრთალად მაჩნიხარ
წლები წაგშლიან მთლიანად.

პოსტის ავტორი: aragveli Jan 16 2014, 10:53

ღამით სიზმარი მეწვია
ამიტაცა და ამრია
სადღაც საფლავებს მიმაგდო
სადღაც სულეთში გამრია.
აქეთ უმკლაო მუცალი
იქით ჯოყოლაც სტანია.
სისხლი გმართებსო შენ ჩვენი
ცოდვებით დანაღვარია.
კაცმა კაცურად უნდა ზღო
რაც დატოვილი ვალია.
თვალი ვარიდე გავწიტლდი
ავტირდი როგორც ქალია.
თვალი მარიდა ორივემ
შეცბა და ზიზღიც გარია.
წახდენილანო ბეჩავნი
ზვიადაურის გვარია.
ასეთ ცოცხალსა რით ვერ სჯობს,
ის ჩვენი ხანჯლით მკვდარია ???
გული ცოცხლობსო იმისი,
ღირსებაც ისევ საღია.
ეს ცოცხალ ლეშად ქცეულა,
ფეხს გვილოკს როგორც ძაღლია.
ამას ჩვენს გვერდით რა უნდა
გულჩვილი ჩვენ რას გვარგია,
სად იყო, იქვე მიაგდეთ,
იქ უღირსების ტახტია.

პოსტის ავტორი: kajuberi Jan 16 2014, 11:48

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif aragveli

პოსტის ავტორი: Hubert Jan 16 2014, 12:05

aragveli small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif არა ძმაო უეჭველად უნდა გამოუშვა კრებული რა,ფორუმის სასტავს მაინც გვექნება

პოსტის ავტორი: aragveli Jan 16 2014, 13:53

ვნახოთ ვნახოთ თუ ექნა მომავალი ამ ლექსებს.

პოსტის ავტორი: aragveli Jan 16 2014, 15:52

მზე იძინებდა კავკასიონზე
მწუხრი მოადგა ქედებს თოვლიანს
მობანცალებდა მშიერი დევი,
შეჭმას უპირებს დამბულ ამირანს.
ყორნებს მიჰქონდათ ქართული სული
ვერ გვივარგია დაჭრილ არწივათ.
გამოგვლევია სულისთვის საზრდო
გადავქცეულვართ ერი არიფათ.
დაგვიწყებია ჩვენი ვარძია და
სხვისი ლუვრი გაგვკვირვებია.
გაგვკვირვებია სპარტა და ჰუნი,
არაგველები დაგვიწყებია.
მშვიდობით გვყავდეს ათენი, რომი
ქართლს თუნდაც ცეცხლი წაკიდებია.
სხვის ხელს შევყურებთ კუდის ქიცინით
ღირსება ჩირად გადვიქცევია.
ვერ დაგვიცვია წინაპრის მიწა
უფლის იმედათ დაგვირჩენია.

პოსტის ავტორი: aragveli Jan 19 2014, 10:06

უნდა ვცოვრობდეთ, სადაც ღრუბლები,
ჩვენი ქოხის წინ დაირწევიან
სადაც მოვარდნილ ვნებათა დასი
ჩვენს სარეცელზე დაიწვებიან.
სადაც ბოროტი ქაჯი და ალი
ჩვენი ყურებით დაისჯებიან.
სადაც ნისლები მწვერვალთა თავზე
ღამე წვიმისგან დაიცლებიან.
სად სასთუმალთან ამბორს გიტოვებ,
მე სანადიროთ მთები მელიან.
მერე ფოფინა თვალები ალბათ,
გზებზე ყურებით დაილევიან.
სად დათოფილი ჯიხვების არვე
კაცთა მტრობისგან დაფეთდებიან.
ჩემი ლექსები და ოცნებები
შენს სასთუმალთან დაიფქვებიან.
ჩვენი ქოხის წინ მყინვარებიც კი,
შენი თვალების მზერით თბებიან.
უნდა ვცხოვრობდეთ ზეცასთან ახლოს
სადაც ღრუბლები შენით თვრებიან.

პოსტის ავტორი: aragveli Jan 20 2014, 11:23

ნისლები, სავალ ბილიკებს შლიან,
ზვავი ჩემს სავალს დასჯახებია.
სხვათა საუფლოს სიმსვიდე სუფევს,
ჩემს სუნთქვას მგლები ჩასაფრებიან.

მეც ხომ ვიდექი ერთ დროს დროს თქვენს გვერდით,
თქვენთვის გმირობაც ჩამიდენია.
სისულელეა ვინ დაგიფასებს
გმირთათვის კბილი ჩაუბჯენიათ.

ზოგჯერ ღვთის გლახა სალამს არ გეტყვის,
ზოგჯერ მეფეც კი მომსალმებია.
მე განდეგილი მთები მეძახის,
იქ ბერად ყოფნა მომსურვებია.

პოსტის ავტორი: aragveli Jan 21 2014, 10:23

ჩემს ტკივილს, უცხოს არასდროს ვანდობ
მავანნი მყისვე გიჟათ ჩამთვლიან.
მე სხვანაირი ტკივილით მტკივა,
ჩემი დარდები სხვა გზით დადიან.
მე დაჩეხილი მუხები მტკივა,
პეპლის სიმცირე, გულში გამჩრია.
მტკივა ზამთარში დამზრალი მიწა,
ნისლი საკუთარ სუნთქვად მაჩნია.
მე ამ გაყინულ ენძელებს ვჩივი,
ყინვამ დაღები რომ დაამჩნია.
მთაში ჩამოშლილ ზვავებზე ვდარდობ,
სიბრალული რომ არ გააჩნიათ.
ზღვის თავზე დაღლილ ფრინველზე ვგლოვობ,
თბილი ქვეყანა რომ აირჩია.
მე დაკოდილი ირემი მტკივა
სისხლი ფოთლებს რომ უკვე არია.
ხმელი ფოთლების სიკვდილი მტკივა,
ხეებს სამოსი რომ არ აცვიათ.
მე გაჩეხილი ვაზები მტკივა,
მე ეს ბუნება დარდად მაჩნია.
თქვენ მხოლოთ თქვენი ტკივილი გტკივათ,
ყვავილზე დარდი მე გამაჩნია.

პოსტის ავტორი: kajuberi Jan 21 2014, 10:37

aragveli
საღოლ .შენზე კრებული ალალიაა თავის პრეზენტაციით.იფიქრე მაგაზე

პოსტის ავტორი: Hubert Jan 21 2014, 10:40

ციტატა(kajuberi @ Jan 21 2014, 11:37) *
aragveli
საღოლ .შენზე კრებული ალალიაა თავის პრეზენტაციით.იფიქრე მაგაზე



მართალია!! პოეზიის საღამოს მოწყობაც შეიძლება და ჩვენც წავიკითხოთ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: aragveli Jan 21 2014, 10:53

მადლობა ბიჭებო გაიხარეთ. თქვენი გვერდში დგომა მაძლიერებს.

პოსტის ავტორი: aragveli Jan 25 2014, 13:02

ბარო რათა ხარ ჩუმადა,
რა თავი ჩაგიღუნია.
ვერ ხედავ მოძმეს , შენს მთასა,
ხანჯალს შიგ გულში უყრიან.
ბარო არ გმართებს ლაჩრობა,
როცა მთას საფლავს უთხრიან.
ნასახლარები გამრავლდა,
სოფლებში მგლები ყმუიან.
აქ სიმარტოვის ყრუ კვნესა,
შენთან ჩაკრულოს მღერიან.
ჭირისუფალი არა ჰყავთ,
დაუმარხავათ კვდებიან.
ბარო მთამ ბევრჯერ გიშველა,
ახლა ქაჯები კეჭნიან.
ამოდი გვერდში დაუდექ,
გამოაცოცხლე კერია.
ამოდი სანამ დრო არის
მთები უცრემლოდ კვდებიან.

პოსტის ავტორი: aragveli Jan 27 2014, 15:35

ესეც აქ იყოს

გარიყული

მზე ჩაიწვერა კავკასიონზე, სხივებს ჯერ კიდევ გამოჰყოლიათ, ზაფხულისგან შერჩენილი სითბო, არა და ზაფხული უკვე, უფსკრულის პირას იდგა და საცაა უკანასკნელად კრავდა ხელს, ოქოსფერი შემოდგომა ბოლომდე გადასაჩეხათ.
ირგვლივ უკვე ყველაფერი შეეწუხებინა და ყველაფრისთვის დაემჩნია თავისი კვალი, აბეზარ ბუღსა და სიცხეს.
ყველაფერს ოქროსფერი დაჰკრავდა და ხმობა ეტყობოდა. ეს ყველაფერი შორიდან რაღაც ზღაპრულ ფერთა პალიტრას ქმნიდა. სულ უბრალო ბალახებიც კი , გმირულად ხვდებოდნენ სიცოცხლის ციკლის დამთავრებას და ნიავზე ნარ-ნარად ირწეოდნენ, შემოდგომის გრილ ნიავს გულ-მკერდს ისე უშვერდნენ , როგორც უკანასკნელ ამოსუნთქვას.
სულ უბრალო ჭიანჭველაც კი გრძნობდა, ზამთრის მოახლოებას და ისინიც შემოდგომის ფუსფუსში ჩამბულიყვნენ.
შემოდგომის მთვარიანი ღამე ფეხაკრეფით შემოიპარა, მთის პატარა სოფელში. მთელი დღის ფუსფუსში დაღლილ სოფელს , უკვე ღრმა ძილით ჩასძინებოდა. მხოლოთ სოფლის ძაღლები თუ შეუყეფავდნენ , ღამეულ ლანდებს შიგა და შიგ.
ერთი განაპირა ქოხიდან მკრთალად მოჩანდა სინათლე. ქოხი თქო ვახსენე და ან სად ეცალა მის პატრონს, ნორმალური სახლის ასაშენებლად.
მთელი თავისი სიცოცხლე , ტყე -ღრეში ხეტიალსა და ნადირობაში დაეღამებინა. თვითონ კიდევაც განიცდიდა თავის მდგომარეობას, მითუმეტეს რომ უკვე ხანში შესულ ბერ-ბიჭად ქცეულიყო და უშვილძიროდ დარჩენილიყო.
ერთხელ ყვარებოდა კიდეც , მაგრამ თქმა ვერ გაებედა, ქალი სხვას შეუღლებოდა, მას კი დღემდე ისევ უანგაროდ , იმდენად წრფელი სიყვარულით უყვარდა, რომ სხვა ქალისკენ არც კი გაუხედავს.
თავის გულის ნადებსა და საიდუმლოს მხოლოთ მთებს, ყვავილებს, ხეებს და ჩანჩქერებს უმხელდა.
ბევრჯერ სცადა მოეშალა ეს თავისი ახირება და ტყე-ღრეში წანწალი, მასაც სხვებივით ეცხოვრა, მარა არაფერი გამოუვიდა, ეს მისი ავადმყოფობა იყო, უკურნებელი სენი. ამისთვის იყო დაბადებული და ასე უნდა ეცხოვრა, ბუნება მისი სულის ნაწილი გამხდარიყო და ადამიანებისგან დაკლებულ სითბოს ის უვსებდა.
აი ახლაც სანადიროთ ემზადებოდა, თვალები უელავდა, რაღაც სხვანაირი სხივი უკრთოდა, სხივი ხვალინდელი დღის ნეტარებისა.
გაამზადა ყველაფერი, იქვე ბუხრის გვერდით, თავისივე გაკეთებულ ტახტზე მიწვა, მარა მთელი ღამე არ დაუძინია. თავში ათასი ფიქრი და დარდი უტრიალებდა.
მისი ფიქრი და დარდიც კი ყველასგან განსხვავებული იყო. გადახედავდა ბუხართან დაგროვილ ხმელ კუნძებს და ნაღვლიანი ხმით ჩაილაპარაკებდა, გუშინ შუა გორზე ნედლი მუხები დაუჭრიათ და ამ სიტყვებს მთელ ნაღველს თან ამოაყოლებდა.
თავად ნედლ ხეს არასდროს მოსჭრიდა, დადიოდა და ეძებდა ხმელ , გადაქცეულ ხეებს და მათაც რუდუნებით , ბოდიშის მოხდით მოათრევდა სახლში. მთელი ღამე სტკიოდა მოჭრილი მუხები.
გამთენიისას წამოდგა , აუშვა ჯიშიანი მეძებარი, თავისებურად მოეფერა , წინ აიდევნა და დაადგა ვიწრო ბილიკს მთებისკენ.
მიდიოდა და თვითვეულ ხესთან, თვითვეულ ბალახთან ჩერდებოდა და როგორც საკუთარ შვილს ისე ათვალიერებდა, თბილად ესაუბრებოდა. იქ ხეს ჩამოხრილ ტოტს გაუსწორებდა, გახმობის პირას მისულ ყვავილებს, წყალს აპკურებდა.
ვისაც შემოდგომა მთებში არ უნახავს, მისთვის ვერანაირი ლამაზი სიტყვებით ვერ აღვწერ ამ ზღაპრულ სილამაზეს, ეს უბრალოდ საკუთარი თვალით უნდა ნახო და შეიგრძნო.
უყურებდა ფშაური ფარდაგივით აჭრელებულ ტყეს გიგია და გულში სითბო ეღვრებოდა.
ნადირობა ვახსენე და სანადიროთაც , მხოლოთ და მხოლოთ ლამაზი განცდებისთვის დადიოდა. რამდენჯერ გასცინებია ირონიული ღიმილით, როდესაც რომელიმე ვაი მონადირე, მთავარ აქცენტს ნანადირევის რაოდენობაზე აკეთებდა და ამით თითქოს ყველას უმტკიცებდა, თავის უპირატესობას ამ სათუთ და ფაქიზ საქმეში.
გიგია თითქოს ადამიანი არც იყო, შემთხვევით იყო ამ დედამიწაზე მოვლენილი, ან იქნებ ზუსტად ის იყო ადამიანი და სხვები იყვნენ, მუტაცია გამოვლილი მაქციები.
მთელი დღე იხეტიალა გიგიამ, ტკბებოდა ბუნებით და მეძებრის ლამაზი მუშაობით. ყოველი ამოფრენილი ტყის ქათმის თუ როჭოს შემდეგ , პატარა ბავშვივით აღფრთოვანებას ვერ მალავდა. რამ დაგაფრთხო შე ქათამო შენა, არაფერს გერჩი, იფრინე თავისუფლად, გაალამაზე ბუნება, მიაძახებდა უკან და თვალს ჰორიზონტამდე გააყოლებდა.
საღამოს დაღლილ დაქანცული, სოფლის ორღობეს რომ მოატანდა, გამოლაგდებოდნენ გულ-ქვა მეზობლები და გიგიას ირონიული ტონით კითხავდნენ, კიდევ ცარელა დაბრუნდი გიგია? ოო როგორ ეჯავრებოდა ეს კითხვა გიგიას. არავის ესმოდა რომ ყველაზე სავსე სწორეთ მაშინ ბრუნდებოდაა.
მიდიოდა გიგია და თან მიჰყვებოდა ბანებზე გადმომდგარი მეზობლების, ქირქილი და ხორხოცი.
ამ დროს ყველაზე მეტად წყევლიდა გიგია თავისი გაჩენის დღეს და უფალსაც ყველაზე მეტად საყვედურობდა, სადმე უღრან ტყეში მუხის ხედ რომ არ დაბადა და მისთვის გაუცხოვებულ, მოაზროვნე ნაძირალებში გააჩინა.

პოსტის ავტორი: kajuberi Jan 27 2014, 16:17

small3d018.gif small3d018.gif aragveli


პოსტის ავტორი: aragveli Jan 27 2014, 16:40

ღმერთო გაიმეტე ოცნებები
სანამ რეალობამ გადამძლია,
სანამ კიდევ ცოცხლობს იმედები,
სანამ ქარაფიდან გადაყრიან.
ისევ ვიჯდე ჩემთვის, მეცხრე ცაზე,
სადაც ცისარტყელის ფერებია.
ღმერთო გაიმეტე ეს მცირედი,
ღმერთო სანამ გულში იმედია.
მოდი ამადევნე ოცნებები,
თორემ პრობლემები იმდენია.
მოდი დამიბრუნე აღმაფრენა
სანამ იარები ცოცხლდებიან.
ღმერთო არ წამართვა ოცნებები,
და თუნდ ნურასოდეს ახდებიან.

პოსტის ავტორი: marco-polo Jan 27 2014, 18:07

aragveli small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: aragveli Jan 28 2014, 14:52

ყელში ამოვიდა გაჩუმება,
მთების ვარამი უნდა ვიყვირო.
თქვენ თუ არ გტკივათ დაჭრილი მუცო,
მარტომ რამდენიც გინდა ვიტირო.
ვერ გაამთელებს მარტოდენ ცრემლი,
ძალთა ერთობა თუ არ ვიხილო.
ვერ გადავარჩენთ ჩამოშლილი არდოტს,
მთა რომ სულ ყველამ ფეხქვეშ ვითრიოთ.
ვერ გავამრავლებთ არხოტში ხევსურს,
ჩვენ რომ თბილისის თავზე ვიფრინოთ.
რა გაამხნევებს ჩარგალში ფშავლებს,
ლექსი რომ მხოლოთ ბარში ვიკითხოთ.
სადღა შემორჩა არაგვს მოსახლე,
არაგველები ცაში ვიძოთ.
უქმათ დაღვრილა წინაპრის სისხლი,
მთა რომ დაცლილი ობლად ვიხილო.
თქვენც თუ არ გტკივათ, თქვნ თუ არ გესმით,
მთებმა რამდენიც გინდა იტიროს.

პოსტის ავტორი: ზახარა Jan 28 2014, 14:54

aragveli
newsmile027.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: aragveli Jan 30 2014, 15:07

თოვლმა მრავალი გზები წაშალა,
სოფელი თეთრად, ხელით დახატა.
შენს ბილიკს მაინც, ვერაფერს შველის,
ჩემი გული რომ მზესთან დამარხა.

ან როგორ წაშლის თოვლი იმ ბილიკს,
ბეწვის ხიდი რომ გამომატარა.
რა გაუხდება, შენს მზერას ფიფქი,
მზის სხივები თუ გამოაყარა.

მე მეეჭვება, სიკვდილი წაშლის??
მას რაც ზვავებმაც ვერ გადაშალა.
მთას შერცხვა ჩემი თანაგრძნობისა,
მიწვა და თოვლი გადაიფარა.




##################

ღმერთო შემინდე ყოველი სუნთქვა,
ღმერთო სულიდან ეშმაკს გამყარე.
ღმერთო წამართვი ეს ბოლო ჯუბა,
რომელიც თურმე გლახაკს გავხადე.
ღმერთო წაიღე ყოველი გროში,
რომელიც თუნდაც ყაჩაღს გავაძრე.
ღმერთო მაპკურე სულ ცოტა მადლი,
სანამ ეს სული ცოდვით გავახმე.
ღმერთო შემინდე ყოველი წუთი,
ამპარტავნება რომ ვერ დავამხე.
ღმერთო წამართვი ის ბილწი ფიქრი,
მეძავ ქალებშიც რომ ვერ დავახრჩე.
ღმერთო შენ იცი ჩემი ღირსება,
რამდენჯერ სადღაც ხევში დავმარხე.
ღმერთო მოვმდგარვარ სულეთის საზღვარს,
მუხლზე დაყრდნობით შემოგცახცახებ.
ჯანდაბას იყოს წავალ ჯოჯოხეთს,
ოღონთ თვალები შემომანათე.


#############

ხელი დამრია წუხელ ქარებმა
სიზმრები ცხადად აატივტივა,
საღამო იყო მშვიდი და უტყვი,
და მწვერვალებზე ზეცას ეძინა.
დავაბიჯებდი მთვარეულივით,
და ფეხქვეშ თითქოს ნისლი მეფინა.
მე სიმარტოვით რათ მჩაგრავ ღმერთო,
ყველა ვარსკვლავი სხვებს თუ ეტრფიან.
მე სიმარტოვის რათ გავხდი მგზავრი,
როცა მთებზეც კი ზეცას ეძინა.


###############

ჩემო ტკივილო და მთებით კუზიანო,
ვისთვის სიამაყევ, ვისთვის ჭირიანო.
ძვლებიც საქართველოს ჭირზე ტირიანო.
სვავნი დაჭრილ არწივს ისევ ებრძვიანო.
მუმლი ბებერ მუხას ისევ ერჩიანო.
ყორღანაშვილებიც ისევ რჩებიანო.
ისე გაგზიდავენ, ვითომ რთველიაო.
ცრემლს არ მოგწმენდავენ, არა სველიაო.
შენი მიწა უკვე, ნაგვის ტევრიაო.
ქართლის დედაც უკვე შენი მტერიაო.
ისე გაფურთხებენ, ვითომ მტვერიაო.
ტაძრის მეთვალყურე, მხოლოთ მტრედიაო.
შენი მგალობელი, მხოლოთ მთებიაო.
ქაჯნი შენი სისხლით, ხრამში თვრებიანო.
ხევში შენი დაწვით , ბევრი თბებიანო.
სხვები ამის ნახვით, შორით ტკბებიანო.
ბაზალეთზე ისევ სისხლის ტბებიაო.
შენთვის დავიწვები, შენთვის დავიხ**ჩები,
ჩემო მთებიანო, ჩემო კუზიანო.

პოსტის ავტორი: kajuberi Jan 30 2014, 15:22

aragveli
შენი შემოქმედებაა?

პოსტის ავტორი: aragveli Jan 30 2014, 15:59

კი ჩემებია.

პოსტის ავტორი: kajuberi Jan 30 2014, 16:00

იფიქრე რაც გითხარი იმაზე. newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: aragveli Jan 30 2014, 16:21

გაზაფხულის პირზე თოვა,
ზამთრის ბოლო ბრძოლად მოვა.
ყინვის ბოლო გაბრძოლებას,
მზის სხივები დაუტოლდა.
დედამიწის გაყინულ გულს,
ენძელები დაუგროვდა.
გაზაფხულის თბილ მარწუხებს,
ყინვა სადღაც გაურბოდა.
სადღაც ნამქერს, მზის სხივები,
ქარებს უცებ გაუქრობდა.
სადღაც მთებში ხარ ირემი,
მწვანე ბალახს , ფურს უყოფდა.
ბოლო ფიფქებს ობლებივით,
გულს არავინ გაუყოფდა.
შემოპარულ მარტის თვეში,
მხოლოდ მთებსღა გაუთოვდა.
მოდიოდა გაზაფხული,
ენძელების გულს ათბობდა.

##########

მომბეზრდა ბრძოლა ნისლში გახვეულს,
ირგვლივ ქაჯები რომ დამხვევიან.
მოჩანდა სადღაც სინათლის სხივი,
ჯანღი იმასაც გადაეხვია.
ზოგჯერ ხელებზე მთას დავატევდი,
ზოგჯერ მარცვალიც არ დამტევია.
ზოგჯერ ოცნებას ცხადად ვაქცევდი,
ზოგჯერ ოცნებაც არ მაბადია.
სიზმრები ღმერთმა თქვენთვის ინება,
მე აბა ძილი სად გამაჩნია.
სიმდიდრე თქვენთვის, ბროლის კოშკია.
მე კი ეს მთებიც სახლად მაჩნია.
ვიბრძვი სადამდეც საწუთრო მაცლის,
სანამ სამშობლოს ცულით მაჭრიან.

პოსტის ავტორი: Hubert Jan 30 2014, 19:55

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: gonchatniki Jan 30 2014, 20:30

aragveli, ალიკ რატომ ფიქრობ რომ უსაქმურობის შედეგია? იქნებ ეგ არი შენი საქმე ცხოვრებაში, ღმერთმა შენი გრძნობების გამოხატვის საოცარი ნიჭი მოგცა ძმაო, ეგ ნიჭი ყველას არ აქვს

პოსტის ავტორი: aragveli Jan 30 2014, 20:55

გაიხარეთ მადლობა ყველას შექებისთვის. ჩემო ნუკრი , პოეზია როგორც ნადირობა ისეა, უკვე ჩემთვის, დიდი ხანია. იმის გულისთვის რომ ნაწერებს არ ვინახავდი, ბევრი დაიკარგა. ძაან ფაქიზად და ფრთხილად ვეპყრობი ამ საკითხს და ვნახოთ.

პოსტის ავტორი: aragveli Jan 31 2014, 14:59

თოვდა ისეთი სინაზით თოვდა,
თითქოს უფალი სუდარას ქსოვდა.
თოვდა და ცოტა ქარებიც ქროდა,
სივრცეს სიკვდილის სურნელი ჰქონდა.
სურნელი ჰქონდა, სურვილიც ჰქონდა,
მაგრამ უფალი სხვა გვარად ბჭობდა.
კარი შეაბა ნისლმა ჰორიზონტს,
და მის შეღებას ვირაცა მთხოვდა.
მთხოვდა და ალბათ იმედიც ჰქონდა,
ჩემს თვალებში ხომ ჭინკები ჰკრთოდა.
გადავაბიჯე ნისლში შევცურე
და თურმე წასვლას, დარჩენა სჯობდა.
დარჩენა სჯობდა, რადგან წასვლაში,
გმირობის მხოლოთ სურვილი მქონდა.

პოსტის ავტორი: aragveli Feb 1 2014, 11:13

მე სხვანაირი სამყარო მსურდა,
ჩემთან ზღაპრების ცეცხლი ელავდა.
ჩემს ბედთან ძაღლი რას გახდებოდა,
ძაღლის მაგივრად მგლები ყეფავდა.

თვალწინ დამიკლეს წლებმა წიქარა,
და ასფურცელა სადღაც ფეთქავდა.
თავი მომიჭრეს ნაცარქექიას,
დევი მის თავზე ხანჯლებს ფერავდა.

დამინაკუწეს წლებმა სამეფო,
წლები სულისთვის ჩარჩოს ჰკერავდა.
გამინაპირეს რეალობაში
და ბედი ჩემთვის ხანჯალს ლესავდა.




**************************
შემოდგომაა ტატნობზე
ნისლის ფთილები ყრიაო.
ბევრი ვიარე მგელივით,
გადავიარე ფრიალო.
გადავიტყავე მუხლები,
ხევებში ზვავი ყრიაო.
სული შემბერე ნიავო
სანამ შარს გადამყრიანო.
მთიდან რომ სივრცეს გავცქერი,
მეფენიც თავს მიხრიანო.
მკლავზე რომ ღრუბლებს დაიწვენ,
ბატონი ვინ მიგდიაო.
თავისუფლების აკვანი
სწორეთ მთამ დაარწიაო.
მე აქ სიკვდილსაც ყაბულს ვარ,
თუ წერამ მომიწიაო.
წამოუბერეს ქარებმა,
ნისლი მთას გადადიანო.
ღამეს ეხებში ვათენებ,
სიპები ძილში მცდიანო.
დღისით ასას წყალს მივტოპავ,
მხრით ზეცა მიკავიაო.
ჯიხვები უნდა მოვხელო,
ცოდვები გავიმთლიანო.
თუ ერთხელ ჯიხვი დათოფე,
მოწამლული ხარ ტიალო.
მერე თუნდ ცოლი გაგექცეს,
მაინც ვერ დაგიშლიანო.
თუკი შუნ -ჯიხვი დავთოფო,
ნუ გამითენებ მზიანსო.
ცის ნამი ქუჩის ღერებზე
ცრემლებად ჩამოდიანო.
გული ხარ- ჯიხვზეც შემტკივა,
ისიც ხომ ვაჟკაციაო.
როგორც ალუდას, მუცალი
ხან ისე სულში მჭრიანო.
რა ვქნა უფალო შემინდე,
გული არ დამიზიანო.
ჩემი ბრალი ხომ ის არის,
მონადირე რომ მქვიანო.

პოსტის ავტორი: Hubert Feb 1 2014, 11:35

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif ყოჩაღ არაგველო !! d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: aragveli Feb 6 2014, 09:50

სადაც ნისლები ფეხქვეშ მიყრია
და ზეცამდეა არც ისე შორი,
იქ ამიყვანეთ იქ დამასახლეთ,
სადაც არ არის შფოთი და ჭორი.
სადაც ღრუბლებმა გადამიარა
და შუბლზე თბილი დამისვა ტორი.
იქ ამიყვანეთ ,იქ დამასახლეთ,
უნდა ფიქრების დავიდგა გორი.
ჩემი ცხოვრება მგლის ყმულია,
ან ცის კიდეზე, დაღლილი ქორი
და ნუ მომძებნით რათგან თქვენამდე
ამ მთის გარეშეც შორია, შორი.

პოსტის ავტორი: aragveli Feb 7 2014, 16:03


ჩემი დეიდაშვილია , ჩემს ლექსზე ააწყო და მგონი კარგი გამოვიდა.

პოსტის ავტორი: giuli Feb 7 2014, 20:18

ალიკ დათოს ველაპარაკე და გინდა მომიტანოს გინდა გადმოაგზავნოსო.

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Feb 7 2014, 21:06

სიმღერა ძალიან კარგი გამოსულა. "ჩემი ცხოვრება მგლის ყმუილია, ან - ცის კიდეზე დაღლილი ქორი". ამ სტრიქონების ავტორობას კიდე ბარე ორი მაგარი პოეტი ინატრებს. დამიჯერეთ small3d018.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Feb 7 2014, 21:27

aragveli

შემატოკა რასაც ქვია. საღოლ ძმა ძაან მაგარი სიტყვებია small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი Feb 7 2014, 21:52

aragveli
კარგია ქართველო ბოლომდე მიაწექი

პოსტის ავტორი: aragveli Feb 8 2014, 06:53

დიდი მადლობა ყველას d778bc34f693c93907196ff195628213.gif , გადავგზავნე ძია გიულ მადლობა.

პოსტის ავტორი: aragveli Feb 20 2014, 12:01

შენ სასთუმალთან, აპრილი გიწევს,
მაისის სიომ გადაგიარა.
გადაგიარა შენ არ გაჰყევი,
და დარდით მთებში იბორიალა.

შენ სასთუმალთან იები ყვავის
და დეკემბერი გაჩნდა იარად,
ვერ შეითვისე იანვრის სუსხი,
ყვავილები რომ გაგიტიალა.

შენი თვალებით დათვრა ივნისი
და ივლისამდე მთვრალმა იარა.
შენ გვირილებში მაშინ გიპოვეს,
გაზაფხულმა რომ იმშობიარა.

**********************

მთები ხომ ჩვენი , თითქოს არცაა,
მხოლოდ ზე-კაცთა გამხდარა ტახტი.
დევები ბარში გადმოხვეწილან,
ზურგზე ემჩნევათ კოპალას ლახტი.

მთები ხომ უფლის ტახტრევანია
კლდის ეხებშია ზე-კაცთა სახლი.
მთები ღირსეულ კაცთა ხვედრია,
ჩვენ ვინ გვარგუნა ,მირონის საცხი.

და ამიტომაც არ გაგიკვირდეს
გულში დარჩები ყველას არაკად,
მწვერვალზე ასულს, ცა თუ მოგერგო,
დედამიწა კი გეპატარავა.

პოსტის ავტორი: kajuberi Feb 20 2014, 12:02

aragveli

small3d018.gif small3d018.gif საღოლ

პოსტის ავტორი: aragveli Feb 20 2014, 12:06

ხომ შეიძლება გეცხოვრა მთაში,
ყოფილიყავი შენ მწყემსის ქალი.
დილით ნისლები მთებზე გეწველა,
დაისვენებდა სივცეში თვალი.
ხომ შეიძლება მთაში გეცხოვრა,
გეტოლებინა ზეცესთვის თავი.
სადაც მთის ნიავს თავბრუ დახვეულს,
დაადგებოდა აღმართზე ჭვალი.
ხომ შეიძლება მთაში გეცხოვრა,
არ გდომებოდა ქალაქის მჭვარტლი.
ხომ შეიძლება თვალით გენახა,
მთის ხეობიდან ასული ჭავლი.
მე ვიცი სჯობდა იქ შევხვედროდით,
ვერ მოგვეწყვიტა ერთურთზე თვალი
და სიბერეშიც ბრმას მყვარებოდა,
შენი სავალი შარა და კვალი.
ხომ შეიძლება მთებზე გემარხა,
ჩემი დაღლილი ხორცი და ძვალი.
მაგრამ განგებამ ბევრი იცინა
და მოიქნია ნაფერი ხმალი.
გზები ერთურთზე ისე გაჰკვეთა,
რომ ქაჯებს დარჩათ ოცნების ქალი.

********************


ნისლები, მთების ნასუნთქი ორთქლი,
ნიავმა თავზე გადამაყარა.
ჩამოიწია ზეცა მოქუფრდა
და ცრემლი თმებზე ჩამომაღვარა.
თავისუფლების ღვთიურმა განცდამ,
მთელი ცხოვრება მთებში მატარა.
მატარა როგორც ჭიუხის ქარი
და მწვერვალებზე ფერფლად დამყარა.
თავისუფლება ფერფლადაც გიჯობს,
სანამ განგებამ მონად დაგმარხა.
თავისუფლებას აქ მთებზე სძინავს
და თავი უკვე თერგში ჩახარა.
მოდით იყვირეთ , მოდით აღვიძეთ,
სანამ ზვავებმა, სულ მთლად დაფარა.

*********************
ამოიწია მზე ამოცურდა
და მთებს კალთებზე ჩვილივით უზის.
ჩვილივით უზით, მზე გაზაფხულის
და ზამთარს უკვე ყორღანებს უთხრის.
ზვავის ნაჟური თერგმა იშვილა
და მღვრიე ტალღებს ჭინკები უხტის.
მუხლი მოღალა ზამთროს ქარებმა,
ნამქერებს უკვე ფიფქებიც უჭირს.
ნასოფლარები მზეზე ჰკიდია
და წუთისოფელს ჩირივით უღირს.
იქნებ გაზაფხულს მთაში შემოსვლას,
უჩვენოთ უკვე უფალი უშლის.

***********************
მე თვითონ მიკვირს , როგორ გავუძლე
როგორ ვათრიე სული წყეული.
როცა გამვლელი ზარმაციც მგლეჯდა
და ჩავამთავრე ასე წლეული.

როცა სამართალს ბრბოში ვეძებდი
და ციციკორე ჰყავდათ მოთავე.
როცა ლინჩის წესს ისე გიდგენენ,
რომ ღვთისნიერი ვერვინ მონახე.

ჩაჩოქილი ხარ პირველ ქვას უცდი,
უცდი თვალები შეაგებო შენზე უარესს.
ჯერ არ მომკვდარხარ, მაგრამ რაც დაგრჩა,
იმას მათ უკვე წილი უყარეს.

მე უკვე მიკვირს როგორ გავუძლე,
როგორ აღვსდეგი ფერფლად ფენიქსი,
ახლა სფინქსივით როგორღა ვდგავარ!?
როცა დამისვეს გულზე დეფისი.

პოსტის ავტორი: kajuberi Feb 20 2014, 12:06

small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Feb 25 2014, 00:37

small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ამური Feb 25 2014, 01:10

არაგველო
xoshian.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 25 2014, 08:03

aragveli
დალევა და ქეიფი მომინდა, ან მთაში გაქცევა newsmile05.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: aragveli Feb 25 2014, 09:05

გაიხარეთ მადლობა. ზახარ ჯიგარი ხარ.

******************

ჯაჭვის პერანგი ისე ჩაგვხსნია
რომ წინაპარი მიწიდან კერავს.
გალავნის კედლებს გასვლია ყავლი
და ხალხი იმედს, მიწიდან კენკავს.

რამდენ ანგელოზს ვერ გავუფრთხილდით,
გოლგოთას უკვე სისხლისფრად ფერავს.
ჩვენ ხომ იმდენი მადლი დავმარხეთ,
რომ სიყვარული მიწაში ფეთქავს.

ჩვენ ხომ იუდა უნდა განვსაჯოთ
და მხოლოდ ჩვენი სიმართლის გვჯერა.
სხვის სიმცირეზე უნდა ვიცინოთ,
ჩვენსას ვერ ვამჩნევთ, არა და ვერა.

ანგარებისთვის უნდა ვილოცოთ,
მხოლოდ ხორცისთვის, გაძღება ძერა.
ვერ მოვიშალეთ უმადურობა
და სასწაულის უნდობლად მზერა.

აქ საქართველოს ყავლი გასვლია,
მხოლოთ წინაპრის საგზალით ძღება.
აქ სასთუმალთან ბიბლია გვიდევს
და სული მაინც ეშმაკით თვრება.

**********************
მე მარტოობის ბღავილი შემშლის
და განთიადზე ცოლად მოგიყვან.
შენ ზღვა ოცნების ახდენას უცდი,
მე კი ამ ზღვიდან ერთ წვეთს მოგიტან.

შენ აბრეშუმის გზას ელოდები,
მე ნარ-ეკალზე, წყლულებს მოგიბან.
შენ ბავშობიდან უფლისწულ უცდი,
მე კი უბრალო გლახა მოგივალ.

მოვალ და ვიცი ჩუმად დაწყევლი,
დედამიწაზე ბედ-იღბლის სარწყავს.
რომ ბროლის კოშკი ჩამოიშალა
და მიახწია ეშმაკმა საწადს.

ბოლოს კი ბოლოს მე ვიცი ჩემო,
დატრიალდება ეგ ფიქრი წაღმა.
ამ დაღლილ სულში ჩამოიხედავ
ჩამოიხედავ და არსად წახვალ.

მიხვდები მერე ის ერთი წვეთი,
რომ ათას ზღვაზე უკეთა სჩანდა.
ვინც აბრეშუმის გზა აირჩია,
ფუფუნებაში უღმერთოდ წახდა.

უფლისწულს თურმე გლახაშიც სძინავს,
და ერთ დღეს თურმე აგიხდენს ზღაპარს.
სულში უღმერთოდ ჩაგისახლდები,
ვეღარ გაავლებ, ჩვენს შორის საზღვარს.


****************************
დაუშვით ფარდები სინათლე არ მინდა,
მაგ თვალთა ნაშუქი სხივები მეყოფა.
დაუშვით ფარდები, მზეს ჩამოაფარეთ
და ჩემთვის დაიწყოს მაგ თვალთა მეფობა.

შეკარით სივრცე და ჰაერი არ მინდა,
მე შენი ნასუნთქი ორთქლიც კი მეყოფა.
შეკარით, შებოჭეთ სხვა სივრცე არ მინდა,
შენს გულში პატარა ადგილი მეყოფა.

ნისლი მიუსიეთ , ეს მთვარე დამარხეთ,
შენს თავს მეცილება და გულზე მესობა.
გააქრეთ ზაფხული , სხვა სითბო არ მინდა,
მაგ გულზე მე თავის მიდებაც მეყოფა.

დახურეთ კარები არავინ არ მინდა,
საკმარი მავნეს და ნაჭრევი მეტყობა.
მზე თუნდაც ჩავიდეს, დადგეს აღსასრული,
მაგ თვალთა ნათელი სამყაროს ეყოფა.


********************
ერთი ნახვით, შევიყვარო მინდა,
ერთი გვქონდეს, დადებული ზავი.
ზაფხულივით მწველი მზერა მინდა,
ერთი ნახვით, შემაყვარო თავი.

მე ერთგული, ორი გული მინდა,
რომ სხვას, არც როს გავაპარო თვალი.
მთელ სამყაროს ვანაცვალო მინდა,
მისი თუნდაც პაწაწინა ხალი.

ჩვენს სავალად ცის ლაჟვარდი მინდა,
სანთელივით დავუტოვოთ, ჩვენს მომავალს კვალი.
მსურს წვიმაში მივდიოდეთ, მე და შენ და ბავშვი,
ნაფეხურებს ასდიოდეს, სიყვარულის ჭავლი.

პოსტის ავტორი: achiko-l Feb 25 2014, 09:06

მალადეც ალიკ,ლექსებიც კაია და სიმღერამ დაგლიჯა xoshian.gif

პოსტის ავტორი: aragveli Feb 25 2014, 09:12

***********************
ქარი აღვიძებს სისხამზე ნისლებს,
სერებს საკინძე გადაუშალა.
გადაუშალა აბღავლდა ზეცა,
დორბლები ღრუბლებს გადმოაყარა.
და იყო ზეცა შეშლილი მამრი,
მდედრის მწვერვალებს რომ ენაცვალა.
დედამიწა კი გარყვნილი ქალი,
დრომ ნაოჭიც რომ ვერ დააკარა.
ჩამოიფარეს შავი ღრუბელი
და ერთმანეთან შემოაღამდათ.
შემოაღამდათ მათი ნაყოფი,
მთებს გაზაფხულად გამოაყარა.


*****************
მანძილი ასჯერ გავზომე,
გაჭრამ კი დააგვიანა.
ფიქრებმა როგორც ალამუტს,
ასი წრე შემოგიარა.
ვევნე, ვეწამე , მამტვრიეს
შიგნიდან მღრნიდა იარა.
ნისლსში ნაბანმა ვიარე,
ნაკლული გაჩნდით მთლიანად.
ჩემს ტკივილს როგორ იგრძნობდით,
ქრისტე გაყიდეთ ჯვრიანად.
თურმე ბევრ ფიქრსაც ნაკლი აქვს,
ცხოვრებას გიქცევს მტვრიანად.
ზოგჯერ არც უნდა გაზომო,
უნდა გაჰკვეთო მთლიანად.


*************************
არა არ ვდარდობ კიდევ მითხარით,
კიდევ მეძახეთ თქვენ რომ არ გგავართ.
კიდევ მითხარით რომ ვარ შეშლილი
და ჩემს სიგიჟეს ვეღარ დავმალავ.
რომ სხვანაირად ვხედავ სამყაროს,
მზეს რომ მთის წვერზე მხოლოდ მე ვმარხავ.
რომ ფერადია ჩემთვის ზამთარი
და კლდის ქიმებზე ქარებს ზედ ვაბავ.
მე ხომ ცხ**ის ტყავში ვერ გავეხვიე
და ახლა მშიერ მგელივით ვჩანვარ.
მოდი ჩამქოლეთ, თქვენგან გამრიყეთ
რომ დავიჯერო, სწორ გზაზე ვდგავარ.


*********************
ვის რით ვუშველო, რით ვემსახურო
რით ვუფანტო ბებერ ირემს , მშიერი მგლები.
ვერ გადაარჩენ რაც საწუთრომ უკვე გასწირა,
რაც ბედისწერამ გადაჩეხა, წაართვა წლები.
ვერ გადავარჩენ ამიტომაც ტკივილი მტანჯავს,
ამიტომაც სინდისი მქეჯნის.
მე ხომ ბუნებამ უჩაჩქანო თავი მარგუნა,
მე ხომ განგებამ, ჯავშნად მხოლოდ მარგუნა მთები.
რით შეგეშველოთ, რით შეგეწიოთ,
როცა სიკვდილთან, მე თვითონაც, მოსათიბი ბალახი ვხდები.
სასჯელად ალბათ მხოლოდ ის კმარა,
როცა მშობლის წინ დამხობილი, უმწეოთ კვდები.
რით განუგეშოთ, რით გაგამხნეოთ,
როცა აღსასრულს მე თვითონაც შიშველი ვხვდები.
ვერ გაგიფრთხილდით , ვერ გიპატრონეთ
და ალბათ უკვე ამიტომაც, არ შემდგარი გმირივით ვკვდები.


გაიხარე აჩი ერთი სიმღერა კიდევ ჩაიწერება ეხლა.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Feb 25 2014, 09:14

რაც კარგია, მაინც კარგია......

პოსტის ავტორი: გოგიტა Feb 25 2014, 10:55

ეს თემა პირველად ვნახე რატომღაც, გაოგნებული ვარ, ყოჩაღ მთიულო

პოსტის ავტორი: kajuberi Feb 25 2014, 11:09

aragveli
small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif საღოლ მაგარიააა

პოსტის ავტორი: dato6 Feb 25 2014, 11:42

aragveli რაც კარგია-კარგია. ყოჩაღ მარტო არ შველის ამ ნიჭს. f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: aragveli Feb 25 2014, 11:52

მადლობა ყველას შემოგევლეთ. ბევრია და ნელ-ნელა დავამატებ. d778bc34f693c93907196ff195628213.gif
***********************
მოდი მიწამლე ნაკლული ფრთები,
რომ მხოლოდ შენთვის ავაფრიალო.
მოდი შეხსენი სულს საკეტური,
რომ ერთხელ მაინც ავაბრიალო.
მოდი ჩამხსენი გულიდან მწუხრი,
რომ გაზაფხული გაგიმთლიანო.
მოდი მოჰყევი ყვავილების მტვერს,
მთებში წავიდეთ სახეტიალოდ.
გამოგვეტიროს მარტის ნიავი,
და შენს კალთებზე ილოლიავოს.
მე ამას უკვე სიზმრებში ვხედავ,
და გაღვიძება მიჭირს ტიალო.

**************************
სანამ ბოლომდე ჩაინაცრები
და გულს დაგიხრავს წყეული მახრა,
მანამდე უნდა იყვირო ძმაო,
მანამდე უნდა გაუსწრო სავალს.

ოქროთი სავსე სკივრი რათ გინდა,
თუ კი არ ახდი არასდროს, არსად.
ჩაინაცრები და უკან მოგდევს,
ამოუთქმელი სიმდიდრის დასტა.

უნდა იყვირო უნდა , იტირო
უფრო მსუბუქად რომ შეძლო წასვლა.
ქვიშაზე ისე უნდა დაწერო,
ცხრა ოკიანემ ვერ შეძლოს წაშლა.

ისე ძლიერად უნდა იყვირო,
შეაზანზარო ეშმაკის შარა.
დღეს უკვე ისიც უნდა იყვირო,
რაც მხოლოდ ღმერთმა იცოდა შარშან.

უნდა იყვირო, უნდა იტირო,
ყველა წყაროზე მოასწრო ჩავლა.
შენ ყველას კოკა უნდა აავსო,
უფრო მსუბუქად რომ შეძლო წასვლა.

პოსტის ავტორი: Hubert Feb 25 2014, 13:17

არა ძმაო მართლა მაგარ ლექსებს წერ!!! small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif ცოდო ხარ კრებულის გარეშე! newsmile045.gif ფორუმელებმა მოვინდომოთ და იქნებ გამოსცე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: longi Feb 25 2014, 15:29

aragveli
მალდეც ძმაო newsmile05.gif ყოველთვის მსიამოვნებს შენი ლექსების კითხვა

პოსტის ავტორი: marco-polo Feb 25 2014, 16:06

aragveli გაიხარე ძმაო,კარგი კაცი ხარ შენ.მშვენიერი ლექსია

პოსტის ავტორი: ilara Feb 25 2014, 18:58

გადასარევია წერე ძამიკო წერე მიეცი ნიჭსა გზა ფართო.შეგძლებია და ნუ დააყოვნებ

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Feb 25 2014, 19:04

newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: aragveli Feb 26 2014, 16:20

ვეღარ მოვქაჩე, თავ -აწყვეტილ გრძნობებს სადავე,
მივყევი ზვირთებს მაგრამ თურმე , თურმე სადამდე.
თურმე სუყველა რაღაც ზღვრამდე , უნდა გიყვარდეს
და თუ დაკარგე გულს არც, ისე უნდა გიწვავდეს.

მე უკუღმართმა დავივიწყე ყოველი ზღვარი
და ჩემი გული ნაფეხურზე გელოლიავა.
ამ სიყვარულმა გაგზარდა და ისე გატარა,
რომ ცამდე ასულს, თვითონ ღმერთი გეპატარავა.

*******************

აბა სიკვდილით ვინ შეგაშინებს,
თუ კი საფლავად ზეცას გითხრიან.
აბა სიცოცხლე რა სათქმელია,
როცა პარაკლისს მკვდრები გიხდიან.

სიკვდილი მხოლოთ მაშინ იღვიძებს,
როცა მშობლისთვის გოდორს დაწნიან.
როცა არ იცი სამშობლოს ფასი,
და უფალს შენი ხელით დაჭრიან.

სიკვდილი მხოლოდ მაშინ გამარცხებს
როცა სიძულვილს თავზე გაცრიან.
როცა არ იცი თეთრი და შავი
და ჩოხის ნაცვლად, მტრობა გაცვია.

როცა სიყვარულს ანდერძს აუგებ
და კაცის მოკვლას აღარ გაცდიან.
მაშინ სიკვდილით მართლა მოკვდები
და შენს სახელსაც წლები წაშლიან.

პოსტის ავტორი: aragveli Feb 26 2014, 18:05

მონადირის ჩანახატი

არ ვიცი ამას ტკბილ მოგონებას რამდენად დაარქმევთ, მე უბრალოდ მომინდა მეწერა, მარამ ერთიცაა ყველაზე მეტი ტკბილად მოსაგონარი ამ ქვეყნად ალბათ სწორეთ, მონადირეებს გვაქვს, ჩვენ ხომ თვითვეული ლამაზი მომენტი, ძაღლის ლამაზი ნაბული, მისი ლამაზი მუშაობა, ლამაზი ნასროლი და დაცდენაც კი ცხოვრების ბოლომდის გვამახსოვრდება. სულ რომ ყველაფერი წაგვიშალონ და მეხსიერების დაკარგვა დაგვემართოს, ყველაზე უწინ სწორეთ ეს კადრები ამოგვიტივტივდება ალბათ თავში. ჩვენთვის თვითვეული ტყეში გასვლა, იმის იმედით იწყება რომ ეს დღეც აუცილებლად მიემატება ,წარსულის სხვა ლამაზ დღეებს. სწორეთ ეს იმედი მიგვარბენინებს ტყე-ღრეში სახეტიალოდ , იმედი იმისა რომ წუთის სოფელს ,ლამაზ წამებს გამოვტყუებთ.
საშინლად არ მიყვარს ზაფხული, არც ზამთარი, შემოქმედს რომ ჩემთვის ეკითხა, მხოლოთ გაზაფხულს და შემოდგომას დავტოვებდი, ალბათ კითხვა გაგიჩნდებათ სიცოცხლის დაბადებას(გაზაფხულს) ,ზედვე გარდაცვალებას რატომ მოაყოლებო(შემოდგომას) . მართალიც იქნებით, მაგრამ რა ვუყო ეს ორი პერიოდია ზუსტად, როცა ჩემი სხეული და სული ბუნებას ბოლომდის განიცდის, ზაფხულის სიცხეც და ზამთრის სითეთრე და ყივვა ბუნებას ერთფეროვანს ჰქმნის, იქ ახალს ვერაფერს აღმოაჩენ, აი სულ სხვაა გაზაფხული , სისხლი გიდუღს, გული ბუნებისკენ თავისით იწევს, ბუნების ჰანგები და ჩიტების გალობა თავისკენ გიზიდავს, პირველი კომპოზიტორი და მუსიკის შექმნის იდეაც უთუოდ ბუნებაში დაებადა, ჩიტების საამურ გალობას რომ უსმენდა, ადამიანს. თანაც უთუოდ გაზაფხულზე და უთუოდ მონადირე იყო.
დგები დილით ჩიტებს ჯერ არ გაუღვიძიათ, მაგრამ მამალმა იყივლა უკვე, ფეხაკრეფით მოძრაობ რომ ოჯახის სხვა წევრებს ძილი არ დაუფრთხო, მაგრამ დედას ღვიძავს, არაფერს ამბობს , საყვედურს მის თვალებში ვკითხულობ. საყვედური კი ისაა რომ უნდა მოვიშალო ეს ჩემი ახირება და დრო ასე უქმად არ უნდა დავკარგო. სახლიდან გასვლის წინ მაინც მივდივარ და თმებზე ვკოცნი, ამით თითქოს ჩემს დანაშაულს ვისყიდი.
ჩემს განზრახვას პირველი ძაღლი ხვდება და დილით სინათლე თუ ანთო ჩემს ოთახში ,მერე მას ვერაფერი გააჩერებს, ყეფს და წკმუტუნებს, ჩემზე მეტად მას ეჩქარება, რადგან ჩემგან განსხვავებით ის უსაქმური არ არის. სოფელს ჩუმად სწრაფი ნაბიჯით ვცდები, ძაღლსაც კი ვერ ვამჩნევ თითქოს, ისე ვარ ფიქრებში გართული და მხოლოთ მაშინ ვფხიზლდები როცა გაზაფხულის ხასხასა ბალახზე დაძინებული ნამი, ფეხსაცმელში ატანს. ვიღაცისთვის ეს ალბათ დიდ დისკომფორტს წარმოადგენს, ჩემში კი პირიქით კმაყოფილებას იწვევს, ცვარი კარგად აქვს, მაშასადამე მდევრის უკეთესი კონცერტი მელის. ფეხის დასველებას კი რა უშავს, ამოიწვერება მზე და გამაშრობს, ცვარსაც ააციმციმებს, აუჟუჟუნებს თვალებს და თავისთან წაიყვანს. საეჭვო ადგილას ძაღლს საყელოს ვხსნი და გარემოს მყუდროებას ჩემი გამამხნევებელი შეძახილი არღვევს, აბა ნახე "გოგო" . ეს სიტყვები ძაღლზე ჯადოსასნურად მოქმედებს, მაშინვე ენერგიული კუდის ქიცინით, მსუბუქი ნავარდით ტყეს შეერევა. შენ კი ისევ ფიქრებთან რჩები, მაგრამ ამ დროს მხოლოდ იმაზე ფიქრობ, ტყეს როდის შეაზანზარებს ხმები, რომელიც ვიღაცისთვის უბრალო ძაღლის ყეფაა და ვიღაცისთვის მუსიკის უმაღლესი მწვერვალი. ჩამოჯდები და აკვირდები ახლად გაფურჩქნილ ყვავილებს, ამდროს ნატრობ ხატვის ნიჭიც მოეცა უფალს რომ, ეს ყოველივე უკვდავებად გექცია და ტილოზე გადაგეტანა. ყეფა იგვიანებს და შენც ნერვიულობ, ვაი თუ მუსიკოსმა , ბარაბანი ვერ აღმოაჩინა რომელზეც უნდა დაუკრას.
ადგილს ინაცვლებ და აი უცებ, ნანატრი ბგერები, ჩერდები აღარ ინძრევი, ცდილობ არცერთი ბგერა არ გამოგრჩეს. ვცდილობ ისეთი ადგილი აღმოვაჩინო, საიდანაც მთელ დევნას ხელის გულივით დავინახავ და არაფერი გამომრჩება.
აღმოსავლეთი წითლდება, გავარვარებული ბურთი ნელ-ნელა მოცურავს უკიდეგანო სივრცეში და აცხუნებს. დევნაც წყდება, დროა სახლში წამოსვლის, საყვირს იმარჯვებ და მდევარს უხმობ. მდევარი კი უხალისოთ მოდის და მის თვალებში საყვედურს კითხულობ რომ, თვითონ გაისარჯა, შენ კი არ მოინადირე. ამ დროს მინდა მას ჩემი ესმოდეს და ვუთხრა : დღეს გაზაფხულია , ახლა სიცოცხლეს მხოლოთ თუ აჩუქებ ვინმეს, თორემ წართმევა ,ჯოჯოხეტისკენ კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია.
სახლში ბრუნდები, სულიერად დამშვიდებული და ამაღლებული, რადგან გაზაფხული განიცადე.
შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ფასობს შენითაო. ვაჟას უთქვამს და ძნელია გენიოსს არ დაეთანხმო. სიკვდილიც შეიზლება ალბათ ლამაზად, იმდენად ლამაზად რომ აღაზას, ზვიადაური შეაყვაროს. დგახარ შემოდგომის, 100 წლოვან მუხნარში ან და თუნდაც ალპურში მთის წვერზე და საკუთარი თვალით ხდები მოწმე, ბუნების მიძინების. მიძინების რომელიც ისევ სიცოცხლედ იფეთქებს გაზაფხულზე. გიყვარს ეს მიძინება, იმიტომ რომ ლამაზად ხდება, აქ ზედმეტ სიცოცხლეს და უკვდავებას არავინ ითხოვს, მხოლოთ ნაძვი და ფიჭვი დგას მარადმწვანეთ. ყველაფერი შეგუებულია თავის ბედს და შენ მათ თანაუგძნობ, ალბათ ამიტომაც შეიმოსება ხოლმე ნისლის სუდარით მთები შემოდგომით.
ვხვდები რომ ჩემი ბედნიერება, რომელსაც ყველა მთელი ცხოვრება ვეძებთ, ამის გარეშე სრულყოფილი არასოდეს იქნება.

ტკბილი მოსაგონებელი ზოგისთვის ალბათ ის დღეა როდესაც ბევრი ფული იშოვა, ახალი ავტომობილი შეიძინა, ჩემთვის კი ბუნებაში გატარებული ლამაზი წუთები, წუთები რომელმაც სიცოცხლე შემაყვარა.

პოსტის ავტორი: zurakaxeloo' Feb 26 2014, 18:14

ეხლა ვნახე ეს თემა.არაგველი ყოჩაღ ძმაო შენ, მაგარი ლექსები და ჩანახატები გაქ. რამდენიმე მათგანზე ჟრუანტელმა დამიარა small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: aragveli Feb 27 2014, 09:44

ისევ წვიმები, ეს ბოლო წვეთი,
თითქოს ჩემს დაღლილ, სხეულზე ფეთქავს.
უნდა გავიდე ვიხეტიალო ,
ვერ მიმაჩვევენ დაბმას და ყეფას.

უნდა გავიდე გადავეფარო,
თორემ ეს ქარი გვირილებს პენტავს.
გვირილებს პენტავს და ზეცას უკვე,
თითქოს ყვავილის ფურცლები ფერავს.

უნდა გავიდე გადავეფარო,
უენოებსაც სჭირდებათ შველა.
უსულო აბა როგორ ვუწოდო,
როცა ბავშვივით ტიროდა ყველა.

მერე რა თუკი გიჟათ შემრიცხავთ,
ღობის შიგნიდან დაიწყებთ ყეფას.
ეს ქარავანი ზეცამდე მიდის,
ძაღლი სამადლო სალაფავს თქვლეფავს.

პოსტის ავტორი: aragveli Feb 28 2014, 16:28

ვუყურებ წარსულში,
ჩემს აღთქმულ სამყაროს
და უკვე დაღრუბლულ,
დანისნულ ჩემს თვალებს,
ნათელი ფერები მგელივით მოშივდა.

დედის მოყოლილი გმირების ზღაპარი,
როცა სასთუმალთან დილამდე რჩებოდა.
როცა ცისარტყელა ღრუბლებში ნაბანი,
ბოლო წვეთებისგან ზეცაზე შრებოდა.

ცხრა თავა დევს ენთო სიკეთის ლამპარი
და უსიყვარულოდ არავინ კვდებოდა.
როცა უანგარო იმ პირველ სიყვარულს,
თითქოს ღვთიშობელის თვალები შვენოდა.

ახლა კი წლებისგან ჯურღმულში ჩავარდნილს,
ის წლები მშიერი მგელივით მშიოდა.
ფანჯრიდან მოჩანდა ხოჯა და შამანი,
მოლა კი შორიდან სულში ჩამკიოდა.

სატანა მოადგა ხმელეთზე ზღვის ნაპირს
და ყველა წამსვლელი მის ნავში ჯდებოდა.
ქვეყნად სიყვარულის უკვე უკვდავება,
სამყაროს კი არა, მეც აღარ მჯეროდა.

წლებმა შეგვიჭამა ნათელი ფერები,
სულმა ბავშობიდან ზურგით რომ ეზიდა
და უკვე ეშმაკის ნალოკი რწმენისგან,
სული იმედებზე წრიაპით ეკიდა.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Feb 28 2014, 18:22

ალექს, გამომცემლობაში სადმე არ მიგიტანია?

პოსტის ავტორი: aragveli Feb 28 2014, 18:52

არა ნუკრი არსად, პოეზიის საღამოს ჩავატარებ სავარაუდოთ უახლოეს მომავალში. სრულიად უცნობი ადამიანი დამიკავშირდა ქალბატონი ირინე ექვთიმიშვილი, არტ-კაფე თიფლისი ბრუნჩის მენეჯერი. გავეცანი შემოქმედებას და გვინდა სრულიად უსასყიდლოდ დაგითმოთ დრო და ადგილი, თქვენი პოეზიის ჩასატარებლადო და სავარაუდოდ გამოვიყენებ, ამ შემოთავაზებას. კი ვფიქრობდი რომ ჯერ ადრე იყო, მარა ვნახოთ რა გამოვა.

პოსტის ავტორი: ზახარა Feb 28 2014, 20:28

ციტატა(aleksandre @ 28th February 2014 - 19:52) *
არა ნუკრი არსად, პოეზიის საღამოს ჩავატარებ სავარაუდოთ უახლოეს მომავალში. სრულიად უცნობი ადამიანი დამიკავშირდა ქალბატონი ირინე ექვთიმიშვილი, არტ-კაფე თიფლისი ბრუნჩის მენეჯერი. გავეცანი შემოქმედებას და გვინდა სრულიად უსასყიდლოდ დაგითმოთ დრო და ადგილი, თქვენი პოეზიის ჩასატარებლადო და სავარაუდოდ გამოვიყენებ, ამ შემოთავაზებას. კი ვფიქრობდი რომ ჯერ ადრე იყო, მარა ვნახოთ რა გამოვა.

small3d018.gif elementarno-vatson.gif

პოსტის ავტორი: aragveli Mar 2 2014, 10:37

დედამიწა სამყაროს ვინა სთქვა რომ გულია?
სოდომს, გომორს დავარქმევ, შემედავო რთულია.
ცაშიც ასე ფიქრობენ, რომ ეშმაკი გვწყურია.
თურმე ადამიანი, დედამიწის წყლულია.

აპოკალიფს ჩვენ თვითონ, მოვისწრაფებთ სრულიად,
სიბნელეში ნათელი, ჩვენთვის მხოლოდ ფულია.
აზრს ვერ შემაცვლევინებს, რომ მედავოს დუნია.
თხაზე უწინ გავყიდეთ, საკუთარი რჯულია.

ჯოჯოხეთი გაშინებთ? ჯოჯოხეთი რთულია?
რა გაშინებთ ეს მიწა ჯოჯოხეთის გულია.
ვინც სამოთხეს დატოვებს, თურმე აქა ხვდებიან.
სამოთხიდან პირდაპირ, ჩვენს ხომალდში ჯდებიან.

ჩვენს საშველად ვინ მოვა, საზღვრად კუპრის ზღვებია.
რაც ჩვენ უფალს დავმართეთ, დაივიწყეს გგონია?
კიდობანი ააგოს ნოე ვნახოთ სჯობია,
ნოეს ნაცვლად დღეს უფრო დემონები გვყოლია.

ნათელ ფერებს დაეძებ და იპოვი გგონია>?
აღმოაჩენ რომ მხოლოდ, ბავშვის ნახატს ჰქონია.

სიყვარული გვიშველის ეგ ხომ ძველი ჭორია,
როცა უფლის გულამდე ისევ შორზე, შორია.
ჩვენი სულიც დღეს უკვე, სხეულივით მძორია.

ზოგს სამყარო არ ჰყოფნის, მგლების წინამძღოლია.
ავიწყდება ბეჩავს რომ დრომ გაფატრა ტოტია.
სამოთხეს ელოდებით? სადმე წახვალთ გგონიათ?
ჩვენი სულის ადგილი, ჯურღმულებში მგონია.

პოსტის ავტორი: kajuberi Mar 3 2014, 08:53

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: aragveli Mar 3 2014, 10:03

გაზაფხულს ქალაქში ვერ იგრძნობ ძვირფასო,
გაზაფხულს ქალაქში ფერმკრთალად ხვდებიან.
ვერც მე დავიტიე სულში მოსართმევად,
გაზაფხულს ამბოხი ხომ იცი სჩვევია.

ნუ ღელავ, სიმორცხვის მანდილი მოიძრე,
ჩვენ არა, ქორწილი ბუნებას სწვევია.
შური მორევიათ მინდორში ყვავილებს,
და შენს სილამაზეს ტირილით წყევლიან.

წამოდი გაზაფხულს გვირგვინი დაადგი,
სანამ ყინვები და სუსხხი მორევია.
თორემ მე ჩავამწყვდევ შენთვის მოსართმევად,
ჩემს თავს ყვავილები შეგეცილებიან.

პოსტის ავტორი: aragveli Mar 4 2014, 08:46

************************
ზეცა დაბზარა წუხელ ქუხილმა,
უმწეო გმინვა არვინ იწამა.
მე კი ვამჩნევდი გასამთელებლად,
დილით ღრუბელმა როგორ იწვალა.

ზეცა არ კვდება ერთი ნაჭრევით ,
ღრუბელი უფრო მეტად იტანჯა.
მე უფრო მომკლავს ეგ ნაკაწრები,
თუ კი ზეცაზე უფრო იმატა.

მე უფრო სხვისი ტკივილი მომკლავს,
საკუთარს ვშველი, ნისლით ვიფარავ.
მე ყოველ დილით ფრთხილად გამოწმებთ,
და თქვენს ტკივილებს ჩუმად ვიპარავ.

პოსტის ავტორი: masterjoni Mar 5 2014, 06:48

small3d018.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Mar 5 2014, 08:49

ციტატა(aleksandre @ 28th February 2014 - 19:52) *
არა ნუკრი არსად, პოეზიის საღამოს ჩავატარებ სავარაუდოთ უახლოეს მომავალში. სრულიად უცნობი ადამიანი დამიკავშირდა ქალბატონი ირინე ექვთიმიშვილი, არტ-კაფე თიფლისი ბრუნჩის მენეჯერი. გავეცანი შემოქმედებას და გვინდა სრულიად უსასყიდლოდ დაგითმოთ დრო და ადგილი, თქვენი პოეზიის ჩასატარებლადო და სავარაუდოდ გამოვიყენებ, ამ შემოთავაზებას. კი ვფიქრობდი რომ ჯერ ადრე იყო, მარა ვნახოთ რა გამოვა.

არაა ხელიდან გასაშვები.ჩემი ძმაკაციც პოეტია წერს ლექსებს და იმისგან ვიცი რომ ყველას ესეთი შემოთავაზება არ აქვს newsmile05.gif აქაც დაწერე როდის დააპირებთ და მე პირადად წამოვალ

პოსტის ავტორი: aragveli Mar 5 2014, 12:47

რატომ გავრბივარ ყოველთვის სადღაც !?
ან ამ მთებს რატომ ვეპოტინები!?
რატომ მგონია რომ გასათბობად ,
ყველას დაღლილ სულს ვემყოფინები!?

ჭაობში ვდგავარ მაგრამ ოცნებით,
სულ სხვა სივრცეებს ვეფოფინები.
ისიც საქმეა თუ სიყვარულში,
ერთ თქვენგანს მაინც ვემჯობინები.

თავად ვიხრჩობი, გადასარჩენად
ათას თქვენთაგანს ვეჯაჯგურები.
ჩამწყვდეული ვარ ბოთლში ჯინივით
და კედლებს ისე ვეჯახუნები.

მე უკვე ალბათ თავხედი მქვია,
ალბათ სატანას ვეფოფინები,
ადამიანად როცა დამბადეს,
და სხვა სივრცეებს ვეპოტინები.

**********************
მე მოვალ ძვირფასო შორეულ მთებიდან
და ამ აღსარებას ბელტებად ამოვყრი.
მე მოვალ ძვირფასო ზამთარ გამოვლილი,
გაზაფხულს მაგ შენი სულიდან ამოვთხრი.

მოვალ და უბრალოდ თვალებით მითხარი ,
სანამ მოვიდოდი, მანამ რომ მიწამე.
მოვალ დაჭრილი და ჯავშან დალეწილი,
ჭრილობებს თუ არა, სულს მაინც მიწამლე.

მოვალ და არაფრად არ ჩავთვლი მას უკვე,
რამდენიც ვევნე და რამდენიც ვიწვალე.
მე მინდა უბრალოდ იმისი მჯეროდეს ,
სანამ მოვიდოდი, მანამ რომ მიწამე.

პოსტის ავტორი: nikoloz dvali Mar 5 2014, 14:07

ჯიგარი ხარ ... მაგრად მომეწონა ... ფბში დაგიმატებ D.gif D.gif D.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: achiko-l Mar 5 2014, 14:27

ციტატა(kajuberi @ Mar 5 2014, 09:49) *
არაა ხელიდან გასაშვები.ჩემი ძმაკაციც პოეტია წერს ლექსებს და იმისგან ვიცი რომ ყველას ესეთი შემოთავაზება არ აქვს newsmile05.gif აქაც დაწერე როდის დააპირებთ და მე პირადად წამოვალ

მეც დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებით,წარმატებები ალიკ small3d018.gif

პოსტის ავტორი: aragveli Mar 5 2014, 15:03

გაიხარეთ მადლობა. ვიყავი მაგ არტ-კაფეში ლექსების წაკითხვაც მომიხდა, მარა მანდ საღამოს ჩატარება არ გამოვა, ძალიან ბევრია მსურველი და ვერ დავეტევით.

პოსტის ავტორი: nikoloz dvali Mar 5 2014, 15:25

ცუდია მეც მაინტერესებს .. წამოვიდოდი

პოსტის ავტორი: aragveli Mar 6 2014, 09:35

როცა მზის სხივებს ჭიუხში ვხვდები,
მზე რომ მტკაველზე ალაპლაპდება.
ეს გული უკვე ლოქოდ ნაქცევი,
იქ კალმახივით აფართხალდება.

შემოერია ნისლი ხეობას ,
იქვე ხევებში სადმე მიწვება.
შემომეხიზნა ეხებში ქარი
და დევ-გმირების ზღაპარს მიყვება.


მიყვება როგორ უყვარდათ ძველად,
როგორ დავმარხეთ ძველი დიდება.
მიყვება როგორ დავკარგეთ მადლი
და ჭირისუფლად გვერდით მიჯდება.


ღმერთო ამიტომ მხოლოდ ერთს შეგთხოვ,
მე მხოლოდ ერთი თხოვნა მექნება.
ღმერთო დღესვე ვარ ყაბულს სიკვდილზე,
თუ ჭირისუფლად ქარიც მეჯდება.

პოსტის ავტორი: achiko-l Mar 6 2014, 10:15

ციტატა(aragveli @ Mar 5 2014, 16:03) *
გაიხარეთ მადლობა. ვიყავი მაგ არტ-კაფეში ლექსების წაკითხვაც მომიხდა, მარა მანდ საღამოს ჩატარება არ გამოვა, ძალიან ბევრია მსურველი და ვერ დავეტევით.

ოღონდ შენ ჩაატარე და ჩვენგან ხელის შეშლა არ იქნება,თავს შევიკავებთ წაოსვლაზე newsmile045.gif

პოსტის ავტორი: aragveli Mar 6 2014, 12:56

არა აჩი იქ არ გამოვა .

პოსტის ავტორი: aragveli Mar 7 2014, 13:17

სადაურობას როდესაც მკითხავთ,
მე წამით პასუხს დაგიგვიანებთ,
და იმ ერთ წამში ჩემში რა ხდება,
იმას მაინც ვერ გაგიზიარებთ.

მერე წმსკდება ამაყი მზერა
და არწივივით თვალს ვაბრიალებ.
ჩემს წარსულს, მერე ისე გიყვებით,
თითქოს დაჭრილი დევი ვღრიალებ.

მე იმ ბერმუხის ერთი ტოტი ვარ,
სამასი ფესვი კრწანისს რომ ჩარგო
და იმ ფესვების ოფლმა და სისხლმა
მთელ საქართველოს მალამოდ არგო.

მე იმ მთებიდან ერთი კენჭი ვარ,
წანარებმა რომ არაბებს ავნო.
არაგვზე მდგარი ნისლის ნაგლეჯი
და მამულს უნდა წულულები ვბანო.

ვაჟას ლექსიდან ერთი ნაწყვეტი
და გუდამაყარს გოდერძის წყარო.
კრწანისამდე რომ ვეღარ ჩავედი,
ცრემლები უნდა მცხეთაში ვღვარო.

მე ის ჯარჯი ვარ ჯიხვებს რომ სდევდა
და დამიფარე გუდანის ჯვარო.
ზვავმა უფსკრულში ვერ გადამჩეხა,
შენ როგორ დამღრღნი სევდავ და ჯავრო.

არაგველი ვარ ბოლოს კი გეტყვით,
საფლავიც უნდა ამ მთებში ვთხარო.
მაგრამ სამშობლოს თუკი დასჭირდა
ეს სისხლი უნდა კრწანიშიც ვღვარო.

პოსტის ავტორი: kajuberi Mar 7 2014, 13:39

aragveli
ესეთი ლექსი ჯერ აქ არ დაგიდია, საღოლ მაგარია ძაან. small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ilariona Mar 7 2014, 13:41

ციტატა(kajuberi @ 7th March 2014 - 14:39) *
ესეთი ლექსი ჯერ აქ არ დაგიდია, საღოლ მაგარია ძაან.

+100000000000

საღოლ, მართლაც კარგია.


პოსტის ავტორი: ზახარა Mar 7 2014, 13:47

aragveli
უმაგრესია newsmile05.gif))

ნიჭიეროო !!! შენი ადგილი ქალაქშია ქალაქშიიი D.gif

პოსტის ავტორი: aragveli Mar 7 2014, 15:33

გაიხარეთ ლომებო. d778bc34f693c93907196ff195628213.gif ქალაქში მუზა არ მოდის ზახარ.

პოსტის ავტორი: aragveli Mar 9 2014, 13:05

ან მერამდენედ აფრინდა გნოლი,
ან მერამდენედ ვლეწო ტაძრები,
უმჯობესია მუხრანზე მომკლან ,
თუ უსაშველოდ მომენატრები.

როგორც მთის ფერდზე, ცხ**ების ფარეხი,
ზეცაზე ყრია ღრუბლის ფარები.
სივრცეს აშრება მზერა ყმულით,
ყაბარდოს როცა მოეფარები.

თუ გაზაფხული შემომაღამდა,
სიცოცხლეს აბა რას ვეხარბები.
მუხრანზე ვაზის გვერდით დამმარხეთ,
ბადაგს იქ მაინც დავეწაფები.

მე თვითონ მოვალ, მგლისფერი მოყმე,
ხმალსაც მე თვითონ დავეტანები.
ოღონთ ნისლებთან ერთად მიტირე,
საფლავში როცა ჩავეტანები.

ვიცი ჩაგრჩება ის ბოლო მზერა
სიზმრებში ბევრჯერ შეეფარები.
თუ პემანი საფლავთან შედგა,
ოო, სიკვდილს როგორ შევიყვარებდი.


პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Mar 9 2014, 13:21

aragveli
აი ამდენიხანია ჩუმად წავიკითხე ყველა ლექსი. ყველაგნ იქრძნობა რათქმაუნდა გულიდან ამოსული სათქმელი.. რათქმაუნდა კარი ლექსებია.. ზოგი მაგრი.. ზოგის ძალიან მაგარი..მაგრამ

ციტატა(aleksandre @ 7th March 2014 - 15:17) *
სადაურობას როდესაც მკითხავთ,

ეს მართლა სუპერია. ნამდვილად ვერ ვიტყვი..რომ ეს ლექსი..რომელიმე დიდი პოეტის ლექზე ნაკლებია რამით.(მეტი თუ არა)
მოკლედ..საღოლ არაგველო.. ნამდვილი მთიელი ხარ.
small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: aragveli Mar 9 2014, 14:36

გაიხარე ლევან უღრმესი მადლობა.

პოსტის ავტორი: გოგიტა Mar 9 2014, 18:17

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif ashh.gif

პოსტის ავტორი: aragveli Mar 9 2014, 18:58

გაიხარე გოგიტ d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: kupra Mar 10 2014, 00:32

მალადეც სიტყვებიც არ მყოფნის მაგარია ალიკ. small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: aragveli Mar 10 2014, 10:10

მადლობა ლაშა.

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Mar 10 2014, 11:50

აქაც LIKE...

პოსტის ავტორი: general Mar 10 2014, 14:55

შემოგევლე ძმაო მაგარი ლექსებია, ვისიამოვნე ნამდვილად.... newsmile027.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: aragveli Mar 12 2014, 11:20

ჩამნაცრეს ძმაო, უკვე ჩამნაცრეს ,
ფერფლად ვედები მინდვრის ყვავილებს.
დანაშაული მხოლოდ ერთია,
რომ ვერ მოვარგე სული ყალიბებს.

რომ ბოთლის პროპკათ არ გამოვდექი
და მომისროლეს უცხო ნაპირებს.
რომ სხვები კლავდნენ და მე მტკიოდა,
ვეღარ გითვლიდით გულზე ნაბიჯებს.

რომ თვითონ ღმერთიც ვეღარ მარგლავდა,
ეშმაკის თესლით გავსილ ყამირებს.
რომ ეკლიანი ბალახი გვერქვა
და ყოველ ქარში ვჩხვლეტდით ყვავილებს.

რომ ვითომ უფლის სამწყემსო ვიყავ
და ღმერთის თვალში ვგავდით კალიებს.
უფლის მაგივრად სასჯელს ვზომავდი
ასე ვავსებდი დილეგს, გალიებს.

ჩამნაცრეს ძმაო უკვე ჩამნაცრეს
სადაც არაგვი ამტვრევს ნაპირებს
გამიხარდიას სადმე ვიპოვნი,
სადმე ვიპოვნი და გამოვგზავნი,
თევზის წერილებს მის დანაპირებს.

პოსტის ავტორი: უიარაღო Mar 12 2014, 11:32

small3d018.gif ქედს ვიხრი თქვენი ნიჭიერების წინაშე.

პოსტის ავტორი: aragveli Mar 23 2014, 18:33

გვერდით ხარ ჰაერს ჭარბად ვისუნთქავ,
ჩემი სუნთქვა ხარ, დამარცვლით ვამბობ,
სამყარო თითქოს ჩემს ირგვლივ ბრუნავს,
მზე დედამიწას ჩვენიდან ათბობს.

გვერდით ხარ თითქოს ჩერდება წამი,
თითქოს სამყაროს იები ათოვს.
გვერდოთ ხარ შუა დეკემბერია,
მაგრამ სუნთქვაში აპრილი ჭარბობს.

გვერდით ხარ მხოლოდ ახლა ვიგრძენი
რომ ბედი ჩემი ცოტათი მწყალობს.
თითქოს თვალებში კუპიდონია
და ჩემს დაისვრას ახლიდან ლამობს.


მოდი მივადგათ ჰორიზონტს კიბე,
მოდი შევუყვეთ , ნელ-ნელა ტატნობს.
თორემ ძვირფასო გაჩერდა წამი
და სიყვარული სამყაროს ადნობს.

************************
მახსოვს ის ძველი ღამეები,თივის ზვინები
და ჩემი მისვლა , მახსოვს როგორ გაახარებდა,
თავს მომადებდა მკერდზე მიბჯენით
და თვალს ზეცისკენ გააპარებდა.

მთვარე ღრუბლებში, ჩადრიანი ლამაზი ქალი,
ჩადრიდან მაინც გაანათებდა.
მას ჩემს თვალებში, ერთი ჩახედვა,
მეცხრე ცასაც კი დაანახებდა.

არ იწვიმებდა მაგრამ ნისლები,
იმ რძისფერ საბანს ზედ გვახურებდა.
ზედ გვახურებდა და იმ საღამოს
სამყაროს სევდა არ გვაწუხებდა.

მოგვადგებოდა დილა ფოფინით
და ღამე როგორ იწუწუნებდა.
იწუწუნებდა შენი თვალებიც
და ეგ ტუჩები იბუზგუნებდა.

ჩამოივლიდა მრავალი წყალი,
წლებს სიზმარივით ჩაატარებდა
და ეგ თვალები ზეცისკენ მზერას,
სხვისი მკერდიდან გააპარებდა.

************************
ხან რომ ნაღველი გვღრღნის,
ხან რომ ფიქრები გვტანჯავს,
და აღსარების სიტყვებს
შორ უდაბნოში ვფანტავთ.
ხან ერთი სიტყვა გვავსებს,
ხან ერთი სიტყვა გვჩაგრავს,
თურმე გროში ღირს კაცი,
თან თუ სიმხდალე ახლავს.
ხან გაზაფხულის სიო ,
პირდაპირ ძვალში ატანს,
ხან კი დეკემბრის ქარი
დაწნავს ყვავილთა ფატას.
კითხვა რატომ და რისთვის?
ყველა განსაცდელს ახლავს.
იქნებ იმიტომ ჩემო,
ღმერთი იმიტომ გვტანჯავს,
რომ სიამაყემ გვძლია
და აღსარების სიტყვებს
მხოლოთ თვალები ფანტავს.

**********************

დღესაც გვირილებს ვეხვევი,
დღესაც ხმელ ფოთლებს ვბღუჯავ,
სისხლს იმ ფერ მიხდილ ყაყაჩოს,
ჩემი ვენიდან ვუსხავ.
მოდით და ის ხე მოჭერით,
რისგანაც ჟანგბადს ვსუნთქავ.
მოდით და ძირში მოთხარეთ,
მერე ჩამჩხავლეთ ყურთან,
რომ მართალი ხართ უფალთან,
რომ მართალი ხართ რჯულთან,
მოდით და ცოცხალს დამისვით
ჯვარი ამ წყეულ გულთან.

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 23 2014, 18:46

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: aragveli Mar 31 2014, 11:45

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: aragveli Apr 7 2014, 17:00

სანამ ტალღებმა ჩაიტანა ქაღალდის ნავი,
სანამ უდაბნოს ქარები მღლიან.
აგერ გამომდო ღრუბელმა მკლავი,
და უშენობის დღეები მღრღნიან.

მანამდე მოდი, მანამდე ჩემო,
სანამ დღეები მიწისკენ მცლიან.
სანამ მწყურვალე ტუჩების გემოს,
ცივი სამარის ბელტებზე ცვლიან.

მანამდე მოდი, მანამდე ჩემო,
სანამ ჯერ კიდევ ქარიშხლად მთვლიან.
სანამ სხეულზე , ნეკნ- ნაკლულ ღრეჩოს,
სულ ძალის -ძალით, სხვის ნეკნით სცვლიან.

****************************




"ვერ დამდგარი გაზაფხულები"

გაზაფხული- ეს მხოლოთ სეზონი როდია, მე უფრო სულის მდგომარეობა მგონია. მდგომარეობა სიყვარულის, სიცოცხლის დაბადების, იმედის, ნათელი ფერების, ცისარტყელის და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი დადებითი ემოციის. გაზაფხული სიცოცხლის ციკლია და ის ყოველ წელიწადს მაინც მოვა, თავისი კუდ-მაკრატელა მერცხლებით და ატმის დაორსულებული კვირტებით. მოვა და გადმოეფინება მთასა თუ ბარზე, სამოთხის ფერებით. გაზაფხული მოვა მაგრამ ბევრს, დაუპატიჯებელი სტუმარი ჰგონია, კარებს ურაზავს, ხელს კრავს და გულში მაინც განიცდის , განიცდის რომ სულში არ შეუშვა და დარაბებს მიღმა მიატოვა. მიატოვა იმიტომ რომ სულის მდგომარეობამ აიძულა, იმ ჩაბუდებულმა ტკივილებმა აიძულა , ომში დაღუპული შვილის გამო, სულის შავი სამოსი დღემდე რომ არ გაუხდია. შიმშილისაგან აბოჟირებულმა შვილებმა აიძულა, ხვალინდელი დღის დაკარგულმა იმედმა აიძულა.
თქვენ ფიქრობთ მხოლოდ ადამიანები? მხოლოდ ადამიანები უკეტავენ გაზაფხულს დარაბებს? თქვენ შეცდით ბატონო, აბა გახედეთ იმ გადამწვარ სერს , მიდით შემდეგ იმ დიდრონ , ფესვ გამხმარ მუხასთან და დააკვირდით, ყური მიადეთ, მოუსმინეთ, ქერქი ააცალეთ, ცრემლი თუ წამოუვა. მისთვისაც ვერ დამდგარი გაზაფხულია და უკვე მერამდენეთ, უკვე მერამდენეთ უყურებს, ირგვლივ ბუნების მეჯლისს, თვითონ კი დგას , განწირული კეთროვანივით, ჩიტებიც კი აღარ იკეთებენ ზედ ბუდეს, მხოლოდ ძველი მეგობარი მხარ-კვერიანი არწივი თუ დააჯდება იშვიათად, ისიც თითქოს გასამხნევებლადო, ცოტას შეყოვნდება და მიაშურებს ისევ ცის კამარას.
გაზაფხული, გაზაფხული ყოველთვის მოვა , მაგრამ არა მათთვის, ვისი სიცოცხლეც ბოლომდე ჩანაცრეს ტკივილებმა.

*************************
ყველა მისტირის სხვების "ძაღლის ბედს",
საკუთარს ყველა მწარეთ ტიროდა.
ტიროდა ყველა და თვით ბედის მჭედს
მაღლა ზეცაში როგორ სტკიოდა.

როგორ სტკიოდა არავინ იცის,
უმადური რომ ბედზე ჩიოდა.
ზეცის სამართალს არავინ იცდის,
ყველა საკუთარ წესებს ყვიროდა.

ჩიოდა მეფე, ჩიოდა გლეხი
და ღმერთს კი მეფე უფრო სტკიოდა.
ან რატომ გვიკვირს რომ აქეთ მეხი,
უფრო და უფრო ხშირად ცვიოდა.

ზოგს ირმის მწვადი ენატრებოდა,
როცა ბუხარი წითლად ღვიოდა,
ზოგს კი უბრალო ბუხარის სითბო,
და გრილ მიწურში ბავშვებს შიოდა.


საკუთარ ბედზე, ნასროლი მეხი
უფრო და უფრო ხშირად ცვიოდა.
ჩიოდა მეფე, ჩიოდა გლეხი
და ღმერთს კი მეფე უფრო სტკიოდა.



********************
შენ გაზაფხულზე ვარსკვლავებს მოწყდი
და მწვერვალებზე ღრუბელს მოსდევდი,
მე იალბუზის წვერიდან მოგწვდი
და როგორც თერგი ისე მოგყეფდი.

მოგდევდი როგორც უდაბნოს ქარი,
მის იქით გზას რომ ვეღარ მოძებნი
და მერე თუნდაც ბევრი გეტირა,
წასვლის უფლებას აღარ მოგცემდი.

მერე კი მერე ღრუბლების სახლი,
ძილის წინ შვილთან ზღაპარს მოჰყვები,
თუ როგორ მოწყდა ზეცას ვარსკვლავი
ღრუბლის კიდეზე როგორ მოგდევდი.


******************
ტყუილად აქვთ იმედი,
მინდვრად დამჭკნარ ყვავილებს,
გაზაფხულის მეჯლისზე,
მარტო უნდა წავიდე.
აღარავინ არ მინდა,
გულში ლოდი ჩავიდე,
ჩემს თავს თვითონ შევუნდობ,
თუ კი ცოდვა დავიდე.
გაზაფხულის მეჯლისზე
თვითონ უნდა წავიდე,
სანამ ბედი ხაფანგად,
შაგრენის ტყავს დამიგებს.
პეგასს თვითონ შევკაზმავ
და სამყაროს ნაპირებს,
გვერდით ისე ჩავუვლი,
თითქოს მოცვლილ კბილივით,
გადავაგდო ვაპირებ.
***********

პოსტის ავტორი: aragveli Apr 12 2014, 16:57

შეგიმჩნევიათ მოხუცის მზერა,
მაღალ მწვერვალებს როგორ აშრება?!
ორივე თვალში ჩამქრალ ვულკანებს,
გეიზერივით ცრემლი წასკდება.
მწყრალად დახედავს დაბორკილ მუხლებს
და გულში ერთი სიმიც ჩაწყდება.
უკვე წლებია მზის ჩასვლა ზარავს,
ამოსვლას ყველას უწინ დახვდება.
ჩამოჰკრავს თავის მჭვარტლიან ჩონგურს,
და თითქოს მთიდან ექოც აჰყვება,
იქამდე იმღერს "ბინდისფერ სოფელს"
სანამ სიკვდილის ჯავრით გაძღება.
მერე შვილიშვილს ჯარჯის ლექსს ეტყვის
და თითქოს უფსკრულს ჩაჩეხილ ჯიხვებს,
ჯარჯის მაგივრად თვითონ ჩაჰყვება.
შეგიმჩნევიათ მოხუცის მზერა,
მაღალ მთებს როგორ თრთოლვით აშრება?!
შეიშრობს ერთ დღეს ამ მოხუცს ზეცა
და მწვერვალებზე ისე დაწვება.

პოსტის ავტორი: aragveli Apr 30 2014, 20:19

ერთი ცა ვერ გვიტევს მე და შენ მთვარეო,
სამყაროს ზედმეტი ნაღველი აწვება.
მოდი და გაუძლე მთვარის ჯავრს ღამეო,
მისი მზე როდესაც ღრუბელთან დაწვება.
მოდი და გაუძლე ჩემს ყმუილს ღამეო,
ჩემი მზე როდესაც, სხვის სულში ჩადნება.
არ შეგეკითხები, "მიამბე რამეო",
ეგ ლურჯი სიზმრები , მაინც არ ახდება.
ერთი ცა ვერ გვიტევს, მე და შენ მთვარეო,
ეს ღამე ორივეს დიდხანს ვერ გაგვწვდება.
მე ჩავალ, ვერ ვუძლებ, ისევ შენ უყურე,
შენი მზე ურცხვად რომ ღრუბელთან დაწვება.

ალეკო მიშელაშვილი

***********

სად დავსრულდები?! საით მიჰქრის ჩემი იაბო?!
ვინ განმიკითხავს?! ყვავილები გადავთელო, გადავიარო.
იქნებ უფალო, უსულონი სულ ერთი დღით აახმიანო,
იქნებ ერთი დღით ქვათა ღაღადს, ჩვენც გვაზიარო.

თორემ ყრუ ვარ და ყრუა სამყარო,
კაცის არ მესმის, ყვავილისას რას ვეზიარო?!
ხატობას დაკლულ ხარის თვალებით,
იქნებ მლოცველად არც მაღიარო.

სად დავსრულდები?! საით მიჰქრის ჩემი იაბო?!
არ გამიგია, არ მიგრძვნია, ჩემგან ნაფლოქვარ ყვავილებზე, როგორ გიამბო?!
რომ დავსრულდები , მერე მოდი, მოდი ნიავო,
რაც ვატკინე და ვერც ვიგრძენი, როგორ მტკივა უნდა გიამბო.


**********
ნიავს ავაყოლოთ ნაბიჯები,
აპრილის ყვავილებს სუნთქვა.
სადღაც ცის კიდესთან დამეღლები,
შემომეკედლები სულთან.

მერე ღრუბელივით გაიშლები,
მთები გეძახოდნენ სულთანს.
სახლი ავიშენოთ როშკის ტბებთან,
ჯვარი დავიწეროთ ღულთან.

სანამ აულივით ჩავიშლები,
მანამ ჩამეკონე გულთან.
ხორცი თუნდაც სულ სხვას დაუტოვე,
სული შემაკედლე სულთან.

პოსტის ავტორი: სვანი Apr 30 2014, 22:53

მაგარი ხარ ძმაო საღოლ. ვაჟა იამაყებდა შენით. ისე ჩემი აზრით ბუნებაზე და მთაზე უფრო ხალასად გამოგდის. ეგრე გააგრძელე.

პოსტის ავტორი: aragveli Apr 30 2014, 22:58

გაიხარე მადლობა.

პოსტის ავტორი: aragveli Jun 5 2014, 13:02

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: Rey - Jun 5 2014, 15:26

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif ბრავო

პოსტის ავტორი: aragveli Aug 5 2014, 19:30

მე ნუ მიმალავ მინდვრის გვირილავ,
მე შენს ტკივილებს არასდროს ვამხელ.
მე ისეც ვიცი ავდარი, ქარი,
როგორი ტანჯვის მანტიას გაცმევს.

ვერ მომატყუებ მზისფერი სახით,
ყველა ფურცელზე ტკივილი გაწევს.
როგორ არ გტკივა ავ-შარი ქარი,
წელში იმტვრევი და მაინც გარწევს.

მითხარი მიდი, ამოხეთქე, ამოიოხრე,
სათქმელი გტანჯავს , ვხედავ და ვამჩნევ.
მეც მოგიყვები თუ ჩემს საფლავზე,
ჭირისუფალად შენ რატომ გარჩევ.

რომ ყველა მომსვლელს, შეაგებო ეგ მზის ღიმილი,
რომ ყველა მომსვლელს სიცილით დახვდე
და ვერ გაიგოს ვერავინ ვერა,
რამხელა დარდის ლოდები მაწევს.

*********************

"გოდება მთისა"

სულში ვერ ჩამხედავთ , თვალები მაღლა მაქვს,
თვალები მაღლა მაქვს , ღრუბლებში ვტირივარ.
მოყოლით ისევე წარსულზე მოგიყვეთ,
აწმყოში "მითების" დაშლილი წიგნი ვარ.

ვიყავი ჯარჯი და ხოგაის მინდია,
ჭიუხში ჯიხვების ფეხ და ფეხ მივლია.
დღეს ვიღას ადარდებს ან სად რა მიქნია,
მე ხომ წლების ნაცვლად, ნასახლარს მითვლიან.

ვიყავი თორღვა და ვიყავი ნინია,
გმირები რომლებიც დღეს ჩემზე ტირიან.
რა გაგკვირვებია?! მე ვიყავ, მე ვიყავ,
მთებზე ამირანის , მშველელი ფინია.

ვიყავი არდოტის ამაყი კოშკები,
დღეს ბოლო ჩაშლამდე ან რაღა მიკლია.
დამჩა სიკვდილამდე ბოლო დედა ბოძი,
რადგან წლების ნაცლად ნასახლარს მითვლიან.
*******************

ჯიხვმა სთქვა უსამართლოა,
რაც ლეგენდები დაირხა,
რომ ვაჟკაცობას იყოფენ,
მგელი, არწივი, კაი ყმა.
არ გავჩუმდები ვიბღავლებ
შეგაზანზარებთ ჩემი ხმა.
ვაჟკაცებს სისხლითა ზომავთ,
ვინ სკალპი აჭრა ნედლი თმა.
ვინ კბილი გაჰკრა, გაჰკვეთა,
ვინ სისხლში ცვითა კლანჭის ფხა.
თუ სისხლში არ ხარ, კრავი ხარ,
დაწყებული გაქვს დროს თვლა,
"ვაჟკაცი" მგელი მოვა და
მაგ ქურქს დიდებად მოისხავს.
ასეა ნუ მედავებით,
თუ ჩემი ძმა ხარ მოიცა,
ვაჟკაცს იმ წამსვე დაგმობენ,
თუ ჰუმანურად მოიქცა.
ვისზე ნაკლები კაცი ვარ?!
სიმხდალეს რაში მოვიხმარ?!
თუ არა გჯერათ მომყევით,
ქარაფზე სიკვდილს მოვიბავ.
მოვიბავ ფეხ და ფეხ ვათრევ,
სულ გაფითრებულს მოგიყვან.
მაგრამ ვაჟკაცად ვინ ჩაგთვლის?!
თუ სხვის სისხლს ზედ არ მოიბან.
*********************


"დათვი"
გვიანი შემოდგომაა, წვიმს, სოფელს ნესტიანი ნისლი ახურავს, გულ ცივი საღამო , თავისი მრუმე ფერებით ,ფეხაკრეფით შემოიპარა და გაბატონდა. წვიმის წვეთებისგან დამძიმებული, სიკვდილის პირას მისული, ჭადრის ბოლო ფოთლებიც, გამოეთხოვნენ სიცოცხლეს და მიწას მიებარნენ, მიებარნენ იმიტომ რომ, ნეშომპალად იქცნენ და ახალი სიცოცხლის დაბადებას დაუდონ სათავე. მთაში შემოდგომის სილამაზეს, მხოლოდ იქ გაზრდილი ან ბუნებასთან შესისხლხორცებული ადამიანი თუ შეიგრძნობს ბოლომდე, დანარჩენისთვის ეს უბრალოდ მორიგი თვალ-სეირი ან და მორიგი ლამაზი პეიზაჟი იქნება.
წვიმის წვეთების მელოდიას, სოფლის ერთი ქოხიდან დედაკაცის ქოთ-ქოთი არღვევს. სოფელი მთის ერთ-ერთ სერზეა შეფენილი. სულ ოთხი ოჯახი ცხოვრობს, ისინიც ერთმანეთისაგან თითქმის კილომეტრით არიან დაცილებულები, დიახ ბატონო ეს არის მთის სოფელი, მთაში ამას ეძახიან სოფელს.
სოფელი ტყესთან საკმაოდ ახლოსაა, უკვე ერთი თვე იქნება ნინიას საქონელს , ბაბრი დათვი შემოეჩვია და ნელ-ნელა უნადგურებს. თოფიც აქვს ნინიას და მსროლელიც სანაქებოა, რამდენჯერმე შეეძლო კიდევაც დათვის მოკვლა, როდესაც საქონლის საცოდავ ბღავილზე გავიდა და საქონლის ბაკთან ზედ შეეჩეხა, თოფიც დატენილი ჰქონდა და ხელში ეკავა, მაგრამ მაინც მხოლოდ ყვირილით და ჰაერში სროლით სცადა, ნადირის დაფრთხობა.
დააფთხო კიდევაც მაგრამ , უმოწყალოდ დაგლეჯილი დეკეული ,მეორე დღეს მაინც მოკვდა.
სიტყვა აქვს ნინიას ნათქვამი , ხატზე შეჰფიცა რომ დათვს არასდროს დათოფავს. ამ შეფიცვამდე კი ნინიას ორი აზარი ჰქონდა ათავებული. ორი სპილოს ძვლიანი ხირიმი მიაბარა მიწას, ჟანგი შეჭამს და გამოისყიდის ალბათ ცოდვებს ორივე. კარგად იცის ნინიამ თავადაც მოუწევს უფლის სამსჯავროზე წარდგენა. მხოლოდ ეს უმოწყალოდ დახოცილი კეთილშობილი ნადირის ცოდვა აშინებს ნინიას, თორემ დანარჩენი ღვთის მოშის კაცად ცხოვრობს, ჭიანჭველა რომ ჭიანჭველაა მისთვისაც კი აურიდებია ხშირად ფეხი.
ერთ წელიწადს თავის თანასოფლელებთან ერთად ადრიან შემოდგომაზევე დაგეგმა, დათვზე მორეკვით ნადირობა. დაიწყო სარეკი , ნინიას მრეკავად მოუწია წასვლა, სხვებმა გეზი შეუკრეს. ფოთოლი არ იყო ჯერ ბოლომდის გაცვივნილი და მხედველობა ჭირდა, წვრილიანში გარკვევით დალანდა ნინიამ დიდი დათვი, როგორ ოსტატურად ცდილობდა უკან გაპარვას, არ დაუყოვნებია დამიზნებით ესროლა, დათვმა დაიღრიალა , რაც იმის ნიშანი იყო რომ ტყვიამ მიზანს მიახწია. მიახწია მაგრამ სწორეთ მაშინ დაიწყო ნინიასთვის ჯოჯოხეთი, დათვის ღრიალთან ერთად მის უკან ორი პაწაწუნა, ბელი აწკმუტუნდა და ატირდა. თავბრუ დაეხვა ნინიას, მხოლოდ მდევრების გააფთრებულმა ყეფამ გამოაფხიზლა. მდევრები კვალში ედგნენ , დაჭრილ დედა დათვს და მიჰყვებოდნენ. ნინიაც ყეფის მიმართულებით მიჰყვა, ყეფა ერთი ადგილიდან მოისმოდა, რაც იმის ნიშნავდა რომ გაჩერებულ ნადირს უყეფდნენ ძაღლები. ფრთხილად მიუახლოვდა, ძაღლები ერთ პანტის ბებერ ხეს, გარს უვლიდნენ და გამაყრუებელი ყეფით იკლებდნენ გარემოს. შეხედა ხეს ნინიამ და ორი პატარა ბელი დაინახა ზედ წამოსკუპებული, რომლებიც ტირილით უხმობდნენ, საშველად თავიაანთ საყვარელ, ყოვლის შემძლე დედიკოს. და ჰოი საოცრებავ , სწორეთ ამ დროს , ბელების ტირილზე დაჭრილი დედა უკან მობრუნდა, შეცბა ნინია ასეთ თავგანწირვას ნამდვილად არ ელოდა, მაინც რამდენი ადამიანი შეძლებდა გადაფარებოდა საკუთარ შვილზე ნასროლ ტყვიას? მოდიოდა დათვი ღრიალით და იცოდა ნინიამ რა დღეც ელოდა, მაგრამ წამითაც კი არ უფიქრია, ამ გმირ დედაზე ხელ მეორეთ თოფის აღმართვა. მხოლოდ ჰაერში სცადა გასროლა, მაგრამ ამაოდ, გამძვინვარებულ ნადირს ეს ნამდვილად ვეღარ შეაჩერებდა.
ნინია გონს მხოლოდ მეორე დღეს, საკუთარ საწოლში მოვიდა, მეუღლე მართა თავით ეჯდა და ცხარე ცრემლოთ ტიროდა. მართამ ყველაფერი უამბო რაც მის შემდეგ მოხდა, რაც ნინიამ გონი დაკარგა, მართას კი ეს ამბავი ნინიას "ნამგალა" მეგობრებმა უამბეს:
ღრიალზე მისახმარებლად ჩასულებს ნინია უკვე დაბეგვილი და გონ დაკარგული დახვდათ, დედა დათვი კი მდევრებს უტევდა და ორი მათგანი უკვე გამოესალმებინა სიცოცხლისთვის, დედა დათვმა მათ მიახლოვებაზე, მდევრებს თავი ანება და მათკენ წამოვიდა შეტევაზე, მაგრამ ვინ აცადა, მყისვე იქუხა თოფებმა და სამაგალითო დედა ჩაიკეცა გვიმრის ფოთლებში.
ყველაზე საშინელება კი შემდეგ მოხდა, გამწარებულმა მონადირეებმა როდესაც ცოცხლად ვერ შეძლეს, პაწაწუნა დაობლებული ბელების ხიდან ჩამოყვანა, დახოცეს და ისე ჩამოყარეს. ბელების ამბავი დაუმალა მართამ, ნინიამ ეს მხოლოდ რამოდენიმე თვის შემდეგ , იგივე მეგობრებისგან შემთხვევით გაიგო და მას შემდეგ გაწყდა კიდეც მათი მეგობრობა.
ამის შემდეგ დადო ნინიამ სიტყვა რომ დათვს არასდროს ესროდა და პირნათლადაც ასრულებდა, მაგრამ ახლა როდესაც დათვმა საქონელი თითქმის გაუნახევრა, მართა გასაქანს არ აძლევდა, ქოთობდა და ლანძღავდა, ემუქრებოდა რომ თავად აიღებდა იარაღს და ნადირს თავად გაუსწორდებოდა. ნინია მშვიდად იჯდა მართას ქოთ-ქოთს ყურსაც არ უგდებდა, უბრალოდ ფიქრებში იყო წასული.
გვიანი ღამეა წვიმამ იმატა, ნინია ღრმა ძილისგან , თოფის ხმამ და მართას განწირულმა კივილმა გამოაფხიზლა. წამოხტა იქვე ბუხართან დაკიდებულ ხანჯალს ხელი დასტაცა და საცვლების ამარა გავარდა გარეთ, დაჭრილი გაავებული დათვი მართას უმოწყალოდ ტორავდა, აზროვნების უნარი დაკარგა, ცნობაზე როდესაც მოვიდა , გულში ხანჯალ გაყრილი დათვი უსულოს ეგდო ნაწვიმარ მიწაზე და ნინიამ თვალ ნათლივ დალანდა დათვის გვერდით როგორ ესვენა მისი სიტყვა გატეხილი კაცობა და დათვის ნეშტთან ერთად როგორ უქადდა მიწა, მისი ორი დამარხული ხირიმივით შეჭმას.
ღირსება, გაუტეხელი ფიცი და სიტყვა, რომელიც მხოლოდ მართას სიყვარულს შეეძლო აეყარა მისთვის.

პოსტის ავტორი: aragveli Aug 5 2014, 19:34

************************
გაზაფხული რომ შეიხსნის ნაბადს,
მე უშენობას ვმკურნალობ ლოცვით
და დაუკოცნელ მაგ ტუჩთა ნაცვლად,
ატმის გაფურჩქნულ ყვავილებს ვკოცნი.

მე ყოველ ღამით ვამოწმებ ღრუბლებს
და მერე ზეცას რკალივით მოვხრი,
რკალივით მოვხრი და ზეცის ღრმულებს,
შენს საძებნელად მოვთხრი და მოვთხრი.

შენს ნაფეხურებს ღრუბლებზე ვეძებ,
და ერთ დღეს ალბათ მე მაგ ფრთებს მოგხსნი,
მე მაგ ფრთებს მოგხსნი ძვირფასო რადგან,
ჩემი სიმცირე ორივეს მოგვხ**ის.

სითავხედისთვის შემრისხავს ღმერთი,
რომ მიწიერი , ზეციერს გეტრფი.
და ზუსტად მაშინ, შენ აფეთქდები,
შენ აფეთქდები, როგორაც დენთი,
ფრთებს შევიხსნი და შენთან მოვდივარ,
თავს მომადებ და ჩურჩულით მეტყვი.

***********************
სადმე მწვერვალზე შემოვხვდეთ მზეო,
დუელი დავთქვათ აღსასრულისთვის,
თორემ უდროოთ, ღალატით ჩასვლა,
მარცხია ჩვენი ავანტურისთვის.

რით მემუქრები?! გული მაქვს მზეო,
გული მაქვს შენზე ათასჯერ მწველი.
ჩემს სადგომად რომ ვარჩიე ჩერო,
ამით ვარ შენზე მთელი და წრფელი.

ჯომოლუნგმაზე დავანთოთ ცეცხლი,
სხივები ჰგავდნენ ისრის კაპარჭებს.
გავტეყოთ ჩვენი ძმობის ფიც-ვერცხლი,
სისხლი ვანთხიოთ ღრუბლის ტრამალებს.

მერე კი თუ კი შეგეტყო დაღლა,
თავი თუ სადღაც მთებში ჩახარე,
იმ ჯალათივით არ მოვალ არა,
შენ რომ იყავ და ბევრი ჩამარხე.

სადმე ტატნობზე მე და შენ მზეო,
შემოვხვდეთ დავთქვათ დუელის მარში,
თორემ ღალატით , უეცრად ჩასვლა,
შენი მარცხია ღრუბლების თვალში.
************************
შენც დაგღლის ერთხელ, დაგღლის ღიღილოვ,
სხვაზე წუხილით გზაზე ყურება,
შენ როცა გიჭირს, შენი ტირილი,
ქვეყნად არავის არ ეყურება.
მე ვერ გავუძლე , ჩემო ღიღილო,
ჩემი ცა უკვე მრუმედ ხუნდება.
იქმებ შენ მაინც სადმე იხილო,
მადლი რომელიც უკან ბრუნდება.

************************
იწვიმებს ალბათ, დღეს იწვიმებს ზეცის თვალები
და ლელოსავით გაიტანენ, მზის სამყოფზე ღრუბელს ქარები.
შენ დედამიწავ, წვიმის ბანგით დღესაც დათვრები
და გადახსნილი ვენასავით დატბორავენ, სივრცეს მერე შენი ჭალები.

სადღაც უღრანში ირემი იდგა
და შებღავლებით შეელეწა, სურდა ზეცის ყველა კარები.
სათქმელი ჰქონდა, რაც სხვის გულშიც მრავალჯერ ითქვა,
ახლა მას უნდა წარედგინა, თვით უფლისთვის დანაბარები.

ჰეი შენ ღმერთო , სხვის საკბილოდ თუკი დაგვბადე,
თუკი "მგლის ხახა" წააწერე მაგ ჩვენს განაჩენს,
ან სამართალი სად არის და ან ბრმასავით გენდო სადამდე?
ახლა ამაზე მიპასუხე, მერე გეტყვი, გეტყვი დანარჩენს.

მე უცოდველი კრავი ვიყო, არ ვერჩოდე ქვეყნად არაფერს,
ამისთვის უნდა გამრიყო და ზედ შემაკლა ხელში ჯალათებს?!
მეც შემიძლია, რომ ჯიქივით გადავევლო თავზე ქარაფებს
და ფიწალ რქებით დავუხურო, კარი სუსტის მზიან დარაბებს.

თითქოს ადუღდა ნისლი მკათა-თვის
გადმოდიოდა , ამოევსო ხრამი პირამდის.
მთები კი ჰგავდნენ, უცნობ გმირთათვის ,
თვით უფლის ხელით ნაგებ პირამიდს.

უცებ გაისმა ხმა უფლისა, შეკრთა ირემი.
-შენ ახლა ცდილობ შემოლეწო ღია კარები.
უფლის კარები არ გეგონოს, საკუთარი ფურთა ჰარემი,
რადგან კრავი ხარ , იცოდე რომ ბევრს სცოდავენ თვითონ კრავები.

ვიცი რამდენჯერ ჩაიხედე, წყლის კამკამა წმინდა სარკეში,
მაგრამ არასდროს ჩაგიხედავს, საკუთარი სულის სარკეში.
მე ბევრჯერ ვნახე მყვირალობას, შენი ურცხვი, ურცხვი თარეში
და არასოდეს ჩაგიხედავს , შენგან ნაჩხვერ, მომაკვდავი მოძმის თვალებში.

თუ მტაცებელი კბილს გაგკრავს ზოგჯერ,
თავად ნედლ ყლორტებს სისხლივით წოვდე,
თუ ჯალათივით თავი არ მოსჭერ,
მხოლოდ ამიტომ სამოთხეს მოწვდე? !

დადუმდა ირემს მოეჭრა გზები,
ღმერთს სულის სარკე გამოეტანა.
დადამიწას კი დატოტილი, გაბმული მთები,
ირმის რქებივით ამოეზარდა.

****************************

შემომეფარე, უდაბნოში დარგული ხე ვარ
და წყალზე მეტად მენატრება, ვინმეს ხსნა და კეთილი საქმე.
შემომეფარე დასიცხული, სანამდის ვდგავარ,
სანამ უფალმა "უსარგებლოდ" შემრაცხა სადმე.
შემომეფარე მშიერი ხე ვარ
და ღვთის სტუმარით, მწყურია გავძღე.
ზოგჯერ ტოტებით ღრუბლებზე ვწევარ
და მსურს ღმერთის შვილს სულ ოდნავ ვგავდე.
აგერ ააა ქარმა მოწმენდილ ზეცას,
ღრუბლის ცუნამი გადაატარა.
დღეს ან ხვალ მოვა, მოვა და მეტყვის:
სიკვდილმა ცელი გამომატანა
და სანამ მოვა მანამდე მოდი,
რომ მე სიკეთით დავგმო სატანა.
გამომომეზარდოს სიკეთის მხრები,
ზეცამდე შევძლო მადლის ატანა.
მე უდაბნოში დარგული ხე ვარ,
და სხვის სულამდე სითბოს გატანა,
ისე მჭირდება, თუ არ მოხვედი,
თვით კაკტუსთანაც, ყაბულს ვარ შევძლო,
ჩახუტება და ხელში აყვანა.

**********************

ჩვენ ზოგჯერ წასვლით, ვიღაცის წასვლით,
იმ მატარებელს ვემსგავსებით,
შუა გზაზე ლიანდაგს რომ გადაუჭრიან.
ვჩერდებით ვიყინებით ერთ ადგილზე
და ის მგზავრებიც კი რომლებიც,
საკუთარი ზურგით აქამდე მოვიყვანეთ,
უკან მოუხედავად გვტოვებენ.
მიზანი დაკარგულია, გული მკვდარი,
უცნაურად მკვდარი(ფეთქავს, მაგრამ ვეღარ გრძნობს)
ობობების საყვარელი თავშესაფარი ვხდებით,
ხშირად გვსუმრობენ ქვეწარმავლები და
ამიტომაც გარედან გვაწერია "ფრთხილად საშიშია"
მხოლოდ გაზაფხულზე დაბრუნებული,
მერცხლები არ გვიფრთხიან,
შემოდიან ჩვენში ბუდეებს იშენებენ
და ჩვენი ერთად-ერთი მესაიდუმლე ხდებიან.
ზოგის ლიანდაგს ვიღაც აღადგენს,
გაჩნდება მიზანი და ქვეწარმავლები იმ წამში ტოვებენ.
ივსება სითბოთი და მგზავრებიც ძველებურად უბრუნდებიან.
ზოგი კი თავად არ ვაძლევთ,
ჩვენს მწყობრში მოყვანის უფლებას არავის.
რაღაც უცნაური, ერთგულების ქანდაკებად ვიქცევით
და მთელი ცხოვრება ჩვენში ნაგროვებ, გაუცემელ სითბოს,
უსულო საგნებსა და მერცხლებს ვუნაწილებთ,
რომლებსაც თბილ ქვეყნებამდე გასაფრენად ყოფნით,
ჩვენ კი მერცხლებმა რომც წაგვიყვანონ,
არასოდეს გავყვებით, რადგან შესაძლოა,
ამ დროს ის დაბრუნდეს და ლიანდაგი აღსდგეს.

******************************
ჩემგან გადაღლილ მფარველ ანგელოზს,
მე ვიცი ჩუმად დედა მფარველობს
და ამიტომაც ჩემს თავზე მტერმა,
ხმალი რამდენიც გინდა აელვოს.

რამდენიც გინდა გახსნან იარა,
ამ ვენებიდან სისხლი დალიონ,
შემომიჭირონ ტანზე ხვიარა,
მიმყიდონ ვინმე ნაიბ დარიოსს.

თხუთმეტჯერ დამკრას ჯალათმა ცული,
თხუთმეტჯერ ჰქონდეს სიკვდილს იმედი,
სანამ დედაა უკვდავად ვცოცხლობ,
სიკვდილამდე კი ბევრჯერ მივედი.

მე კი მშობელი მხოლოდ ლექსისა
რამდენჯერ ქვაზე ნაწერებს ვტოვებ
და სანამ ძილში ის ქვები კვნესის,
ალბათ სიმშვიდეს ვერასდროს ვპოვებ.

სიკვდილთან თამაშს დავიწყებ რადგან,
მტერი მოდგა და გული ქართველობს
და ჩემს გადაღლილ მფარველ ანგელოზს,
დედა თავისი სუნთქვით მფარველობს.

*************************

ვერ გაგიგებენ ჭიამაია,
შენ ჯერ არ ნახულ სიყვარულს ეტრფი,
სად გაგონილა უბრალო ჭია,
ჭრელ პეპელას რომ სიყვარულს ეტყვი.
იჭორავებენ, გაგრიყავენ ნუ გიკვირს ჩემო,
აქ სიყვარულმა, სიძულვილზე მეტი დაგლიჯა
და რადგან მაინც გაუსინჯე აკრძალულს გემო,
უნდა შეძლო და ყველაფერი გულში ჩაიკლა.
ვერ გაგიგებენ, გაგრიყავენ და მერე ჩემო
ერთგულად გულში, მხოლოდ შავი მიწა ჩაგიკრავს.
მზადა ხარ ქვეყნად უანგარო სიყვარულს ეყმოო??!
მაშინ შეძელი რაც გატკინეს, მიუტევო , გულში ჩაიფქვა.

******************************
შენ თუ ცა ხარ და ცხრათვალა მზე ხარ,
მე ცისარტყელად დაგემართები
და სანამ სადმე სხვის სულში ჩახვალ,
ჰორიზონტს სანამ ჩაეფარები,
ჩაგაცმევ ზღაპრულ პატარძლის კაბას
ცხელ გულში ჩუმად ჩაგეპარები.
მოვძებნით ცაში ვარსკვლავთა დაბას,
ღრუბლების იქით ჩავესახლებით.
რა პატივია მზის ქმარი გერქვას,
მე ასეთ პატივს ვერ გეახლები.
უბრალოდ გულის დამჩემდა თუთქვა,
დამჭირდი როგორც სულის თანმხლები.
ვინ იტყვის რომ ვარ ცივი და გულქვა,
თუ გულში სითბოს მზემ მიაგენი.
უნდა ვიყვირო რომ შენ ხარ სუნთქვა,
ჩემი ნატეხი და ტკბილი სენი.
რომ შენი სახით ჩამოდგა ზეცა,
და მე სამყარო მაშინ ვიგრძენი.
მე ცისარტყელა გახლავარ ჩემო,
ავდარს და დელგმას მე დაგიხსენი.


პოსტის ავტორი: გოგიტა Aug 6 2014, 09:47

ყოჩაღ ყოჩაღ მეამაყება

პოსტის ავტორი: ზახარა Aug 6 2014, 15:26

aragveli
small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: aragveli Aug 6 2014, 16:26

გაიხარეთ ლომებო d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: aragveli Sep 27 2014, 10:47

დილას არაგვთან იდგა აპრილი
ქსანზე მიმავალ ქარებს ათბობდა.
ეყარა დაჭრილ სულზე მარილი,
და მგლოვიარე ქართლის ქალობდა.
წყალი იმდენი იყო ჩავლილი,
უყმოც იმდენი იყო ხატობა,
ქარჩოხთან იდგა ქარი დაჭრილი
და გორგასალის მახვილს ნატრობდა.
თუ ბაყათარმა მოგვჭამა ჭირი,
არა გვჩვევია თუკი დათმობა,
დღეს საქართველოს ქსანთან აქვს ხიჭვი,
მაჩვენეთ ერთი თქვენი და-ძმობა.
მაჩვენეთ ერთი თვალებში სხივი,
ტატოს მერანის ერთი დაფრთხობა.
მისი ნაფრენი ცხრა მთა და ხევი,
მთვრალი ხევსურის ერთი გაფხორვა.
მაჩვენეთ ერთი სადმე ნაცემი,
იბრუხისაგან ტოტიას ხროვა.
რომ აღარა გვყავს ჩვენში გამცემი,
რომ ანტიქრისტე არასდროს მოვა.
რომ დავიქუხო, შევიშრო ცრემლი,
ქსანზე დაიწყოს იების თოვა.
ავახმაურო ხმალი და გრდემლი,
ახლა მტრის აპრილს დაუდგეს გლოვა.

***************************
"შემოდგომა"

მკვდარი ფოთლები მიაბარეს მიწას ქარებმა,
ორსული ზეცა, შემოდგომას მუცლით ატარებს.
ამოიბღავლეს ენკენის თვე ირმის ხარებმა
და ფიწალ რქებით, მშობიარე ზეცა გაფატრეს.
დაავადმყოფეს მთები სუსხის ურცხვმა თარეშმა,
ზედ ბოტკინივით, სულ ყვითელი პლედი დაფარეს.
კუდს აქიცინებს ცხვარში ძაღლი, ძაღლი თარეშა,
და კუდით უკრავს შემოდგომის მოსვლას დაფ-დაფებს.
სამყარომ ქარი ხის ფოთლებზე ისე დაგეშა,
ხეებს გაძარცვავს მოაწყდება მერე დარაბებს.
მწვერვალებიდან თოვლის ფარდა ქვემოთ დაეშვა,
ნისლს აუვსია, ბამბის გზაა, გადაივლი თავზე ქარაფებს.
ბაღებში უკვე, სულ გაკორტნეს ხურმა შაშვებმა,
შორს წეროს ფრთები, ქნევით თითქოს ღრუბლებს აქაფებს.
მკვდარი ფოთლები მიაბარეს მიწას ქარებმა,
ორსული ზეცა შემოდგომას მუცლით ატარებს,
ამოიბღავლეს ენკენის თვე ირმის ხარებმა,
და შემოდგომა გადმოვარდა, ზეცა რქებით ისე გაფატრეს.


**********************
მიდიხარ, ნაბიჯებს სიკვდილის სუნი აქვს,
არ ვნანობ მაინც რომ სიცოცხლე გიწოდე.
მიდიხარ და ქარიც ისეთი ჩუმია,
ჩუმად ჩურჩულით, რომ ერთ სიტყვას იტყოდე,
რომ ნანობ, რომ წასვლა შენთვისაც რთულია,
ჩემს ტანჯვას სულ ოდნავ მაინც რომ იყოფდე.
მოწვდება ყურსა და მერე კი სრულიად,
დანარჩენ ქვეყნისა თუნდ არც რა ვიცოდე.
მოგარგებ ნაბადს და მომდევდეს დუნია,
ქალს არა, ვიტაცებ საკუთარ სიცოცხლეს.
ნუ მეტყვი მიტაცებ?! ეგ სადაურია ?!
ის სადაურია წამართვა სიცოცხლე ? !
მე შენი სხეული კი არა მწყურია,
თვალებზე კოცნით მსურს, მაგ შენს სულს ვიწოვდე.
მიდიხარ ნაბიჯებს სიკვდილის სუნი აქვს,
არ ვნანობ მაინც რომ სიცოცხლე გიწოდე,
მიდიხარ და ქარიც ისეთი ჩუმია,
ეგება , ეგება ერთ სიტყვას იტყოდე.

პოსტის ავტორი: marco-polo Sep 27 2014, 14:37

ყოჩაღ ალეკო small3d018.gif

პოსტის ავტორი: aragveli Sep 27 2014, 16:17

marco-polo- გაიხარე. d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: aragveli Nov 29 2014, 20:38

მთის წვერზე გინახავთ მზის შარავანდედი?!
ან მოგისმენიათ ბღავილი ირმისა?!
გინახავთ არწივი, ან კლდის შევარდენი,
ჩანჩქერი კლდეებზე როგორა ტირისა ?!
გინახავთ ?! სამშობლო აქედან იწყება,
აქედან იწყება დათმენა ჭირისა.
მთებიდან იწყება, იწყება ყოველი,
და თერგიც გულდიდათ ამიტომ ყვირისა.
ამას უმღეროდა ვაჟა და ჩოხელი,
სული რომ ჩაუდგეს, კლდესა და ყვავილსა
და მე ვინ ოხერი და შენ ვინ ოხერი,
დრო -ჟამი გავიდეს, დღეს ამის ყავლისა.
მთა ის ბედაური მგონია მე ზოგჯერ,
მშიშარა მხედარს რომ არასდროს არ ისვავს
და თუკი მუცალს დღეს, მარჯვენა არ მოსჭერ,
მოგპარავს და თავის ბაგაზე დაიბავს.
თუ კი არ გინახავს ხვამლი და არხოტი,
მთვარე რომ ღრუბლის თმებს, არაგვში დაიბანს,
შენ ძმაო სამშობლო გიგრძვნია არც როდის,
და აბა არ ნანახს, ან როგორ დაიცავ ? !
მუცო ინგრეოდა, შენ სხვაგან გარბოდი,
და როცა საკუთრად მიიღე სხვისი ცა,
ანატორს შეტოკდა ძვლები და დაობლდი,
ისე რომ ფუძეც კი არ დაგრჩა სახლისა
და როცა მე გულში, ვერაფრით ვაქრობდი,
მთებისგან გაჩენილ, ვარ-ვარა სახმილსა,
შენ გვერდზე მიმწიე და ჩემი მთებითურთ,
კუზიანს მეძახდი, უქონელ მახინჯსაც.
მე მეცოდებოდი, ვიცოდი რამე თუ,
ქვეყნად ვინც ცხოვრებამ ბოლომდე აყინჩა,
მე თქვენთან ვიდექი, დღეს როგორც დემეტრე,
სამშობლოს გულისთვის რომ იდგა ყაენთან.
ალეკო მიშელაშვილი

პოსტის ავტორი: marco-polo Nov 29 2014, 20:53

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: aragveli Nov 29 2014, 21:21

ღამე მთაში
ბნელა ხევადან ამოიცმევს ბინდი ქალამნებს,
მთვარე მხედარი, ზურგს უმშვენებს ღრუბლის ფაშატებს.
დგება მყინვარი საპატარძლოდ მორთულ ქალივით
და ვარსკვლავები აბნევია ნისლის ფატაზე.

შეჰყმუვლებს მგელი და მწვერვალებს ექო დაივლის,
ჩაეჭიდება მთვარე ღრუბელს გაშლილ ფაფარზე.
შორს ოჩოპინტრე, კლდის ეხებში ნადირს დაითვლის,
წამოუწვება სადარაჯოდ ჯიხვებს ქარაფზე.

ვიღაც იბრუხი გათენებას აღარ დაიცდის,
გადაევლება სერებს თავზე ,ნისლის ფაფახზე.
სად მოეღება ერთხელ ბოლო კაცმა არ იცის,
მშობელს კი მზერა ეყინება ფანჯრის რაფაზე.

გათენებისას ქარიშხლებმა ვინ სად გალახეს,
მთვარე თავისთვის გადაითვლის, გადააფასებს.
ჩამოიბერტყავს ღამე ცრემლებს, დასხავს ბალახზე
და ხევში ნისლებს გააბოლებს ბოლო ნაფასზე.

აედევნება ბუხრებიდან კვამლი ლაჟვარდებს
იმშობიარებს ჰორიზონტი ნისლში ნაბან მზეს,
დაასხით ერთი, უნდა შევსვა ჯანიც გავარდეს,
იტყვის პაპა და ჯიხვის ყანწით ლოცვას აღავლენს.


პოსტის ავტორი: dima71 Nov 29 2014, 21:41

small3d018.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Dec 4 2015, 23:08

ალეკო არ მომწონს რაღაც მიმკვდარი რომ არის ეს თემა...
მიდი შეავსე და შეალამაზე არ დაიზარო....

პოსტის ავტორი: ჩელე Mar 21 2019, 21:15

სად დაგვეკარგა ეს კაცი კაცო, ვაწყენინეთ რამე?...

პოსტის ავტორი: ოთო. Mar 21 2019, 21:19

არ ვიცი მე არ ვიცნობ შენ უფრო გეცოდინება

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)