= სწორი სროლა = - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
= სწორი სროლა =
Bone
პოსტი Oct 4 2013, 07:03
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



შეეკაზმა მეფე, შეჯდა, ნადირობას გამოვიდეს;
მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყას გარე შემოჰკრვიდეს;
ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაჰფარვიდეს,
ნაძლევისა მათისათვის ისროდეს ერთგან სრვიდეს.




ეს სტროფი გახლავთ ამონარიდი ყველასათვის კარგად ცნობილი, მართლაც რომ გენიალური ქართული პოემიდან "ვეფხისტყაოსანი" სადაც პოეტი მხატვრულად გადმოგვცემს, პოემად თქმული რომანტიული ისტორიის ერთ ერთი პერსონაჟის მიერ, პირველყოფილი სატყორცნი იარაღის ფლობის სიმარჯვეს....ჩუბინობას.....

რომანების მსგავსად , ჩუბინები ყველა ეპოქაში, ნებისმიერი სატყორცნი იარაღის ხანაში გამორჩეულ პოპულარობით სარგებლობდნენ. პირველ რიგში როგორც გამორჩეული საბრძოლო თვისებების მქონე მეომრები, შემდეგ უკვე როგორც მონადირეები. მათ შესახებ წერდნენ პოემებს, არაკებს , მოიხსენიებდნენ სიმღერებში, რომანებში, უამრავ ლეგენდებში....რომელთაგან ბევრმა ჩვენ დრომდეც მოაღწია...უფრო მეტიც; თანამედროვე არმიის შემადგენლობაში, ქვეითი მებრძოლები რომლებიც შეიარაღებულები არიან თანამედროვე ზეზუსტი ცეცხლსასროლი იარაღით, იწოდებიან ერთ დროს ჩუბინ მონადირეების მეტსახელად - სნაიპერებად.


бесплатный хостинг картинок

გამორჩეული მსროლელის მიმართ ინტერესს ავლენდნენ და ავლენენ , როგორც მეოცნება მოზარდები , ასევე ზრდასრული სპორტსმენები თუ მაღალჩინოსანი სამხედრო პირები....მათ უნდათ მიბაძონ, მათი სახელები და ზოგჯერ დაბადების თარიღიც ზეპირად იციან...ბიოგრაფია და ჰობიც კი....
არსებობს ორგვარი მოსაზრება დიდი მსროლელებზე, ზოგის თქმით ვარჯიში ნებისმიერ სიმაღლეს დააბყრობინებს ჯანმრთელ ადამიანს, ზოგისთვის კი – დიდი მსროლელობისთვის უბრალოდ უნდა დაიბადო. ეს უკანასკნელი ალბათ ეხება სპორტულ მაჩვენებელს, ორივეს ვეთანხმები ნაწილობრივ...

ჩვენ , როგორც , XXI საუკუნის მონადირე საზოგადოებამ, ტყვიის სროლისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ყურადღება გავამახვილოთ ცეცხლსასროლი იარაღიდან საფანტის ზუსტ სროლაზე....
გლუვ ლულიანი თოფიდან ზუსტ სროლაზე უამრავი დაწერილა, ცოტაც იწერება და მომავალში ალბათ უფრო ცოტა მაგრამ მაინც დაიწერება !

პირდაპირ გადავიდეთ საქმეზე და პირველ რიგში დავიწყთ სწორი სროლის "ანა ბანადათი"
სწორი სროლის დროს უმთავრესი მაინც არის დგომი.
დგომი - შემტევი პოზიციაა, ადამიანის მოტორულ ვესტიბულარული სისტემა მზადყოფნაშია იმპულსური , მიზანმიმართული მოქმედებისთვის. სწორი დგომი პასუხისმგებელია; თოფის სწრაფი და უშეცდომო მოძრაობისთვის, ობიექტის სათანადოდ აღქმისთვის (სწორი კუთხით მიმართული მზერა) ,თოფის ლულების (ლულის) მდორე გაყოლებისთვის და რაც მთავრია უსაფრთხოებისათვის, მსროლელისთვის და გარშემომყოფთათვის. ნადირობის დროს სწორ დგომში სროლა იშვიათი სიამოვნება გახლავთ ასე ვთქვათ, სროლა ხშირად ხდება მუხლამდე ჭაობში, მაღალბალახში, ხშირ ტყეში, ლოდებზე სიარულის დროს , ნავში ყოფნისას ან წელამდე წყალში....ანდაც მოძრაობაში ყოფნის დროს.... ამიტომ სწორი სროლის ტექნიკის ათვისება სასურველია და უფრო აუცილებელი გაიმართოს მშვიდ გარემოში,კონკრეტულად სპორტული სროლისათვის განკუთვნილ მოედანზე, სახლის უკანა ეზოში ან იმავე ბინის ოთახში, ინსტრუქტორის ან გამოცდილი მსროლელის რჩევის გათვალისწინებით. შემდეგში ნადირობისას, არაერთგვარ გარემოში სროლის გასამარტივებლად. ბევრს რათქმაუნდა გაეცინება ამ წინაადების წაკითხვაზე.....

მრავალი დამწყები მონადირე, რამდენიმე სროლის შემდეგ უკვე ფლობს მეტ ნაკლებად მყარ დგომს, მაგრამ ეს არაა საკმარისი. გასაგებია ის გარემოებაც , რომ უმეტესობა მონადირე არავითარ სავარჯიშო ეტაპს არ გადის, ისე ეუფლება მისთვის წარმატებულ ტექნიკას, მაგრამ ეს წარმატება 50/50 ზეა პირველ ეტაპზე. თვითნასწავლი მსროლელის მაგალითისათვის ცნობილი აშშ ელი მსროლელი ბუფალო ბილი გამოგვადგება
ფეხები
როგორც ვახსენეთ სწორი სროლა იწყება დგომით. თოფის სროლის დროს ნორმალური იქნება ქუსლები მხრების სიგანეზე გვონდეს, უფრო ფართე არაა აუცილებელი თუმცა დასაშვებია მსროლელის კომფორტისთვის. შეიძლება ძალიან ახლოსაც მაგრამ არა მიტყუპებილი და არა სანადიროდ. ფეხებს თუ მხრების დონეზე დავდგამთ, მუხლები აუცილებელია ოდნავ მოვხაროთ. ოდნავ და არა ნახევრად ჩაცუცქული ! ეს დინამიური მოძრაობისათვის აუცილებელია. თუ ფეხის ტერფები მხრების სიგანეზე უფრო გარეთ გამოვა და ვინმეს ასე გრძნობს თავს კომფორტულად, ოდნავ მოხრა მუხლების მაინც საჭიოა ჩემი აზრით.
მაგრამ მხოლოდ ფეხების სწორი განაწილება არ არის საკმარისი. სწორ დგომს ტორსიც შესაბამისი მდგომარეობაც უნდა დავახმაროთ. ფეხების ზემოთ აღნიშნულ დგომთან ერთად
ტანი უნდა იყოს ოდნავ მოხრილი, "ჩავარდნილი მუცლით " ღიპიანებს არ ეხება. მხრები ჩამოწეული და მზად მყოფნაში,მაგრამ არავითარ შემთხვევაში დაჭიმული არ უნდა იყოს.
ბალანსი.
ნებისმიერი ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა, კორპუსის მზადყოფნასთან ერთად (ზოგიერთი შაშხანისა ჩათვლით) მოითხოვს სხეულის ბალანსის სწორ განაწილებას. ამ შემთახვევაში სხეულის სიმძიმე შეგნებულად უნდა გადავიტანთ იმ ფეხზე რომელიც იქნება აქტიური ხელის საპირისპირო მხარეს ჯვარედინად.
აქტიური ხელი ანუ ხელი რომელიც კონდახის ყელს იჭერს და სასხლეტსაც გამოკრავს.
მეორე ხელი დავარქვათ - ტიბჟირის დამჭერი.
ტიბჟირის დამჭერი.
თოფის მხარზე მოგდების დროს, მეორე ხელი ანუ ტიბჟირის დამჭერი, უნდა იყოს სადგარის ფუნქციით თოფის ლულებისთვის, თოფის მოგდების დროს ამ ხელის მოძრაობა უმნიშვნელოა, კონდახის ჩადგმის შემდეგ კი უნდა იმოძრაოს მოძრავი ობიექტის სინქრონული სიჩქარით. ტიპჟირი სხვადასხვა კონსტრუქიისა მაგრამ უფრო ჰორიზონტალურ თოფებში
თოფის კონდახი
ძალიან მორგებულიც კი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გვქონდეს იღლის ქვეშ ან მის გაყოლებაზე ფერდზე.
კისერი და თავი.
კისერი ყოველთვის უნდა იყოს წინ წაწეული დაჭიმვამდე. თავი მიმართული სავარაუდო ობიექტისკენ. წამყვანი თვალი და კორა ერთ წრფეზე. ეს უკანასკნელი აგრეთვე საყურადღებოა მაშინაც როდესაც აქტიური ხელი და წამყავნი თვალი ერთმანეთის საწინააღმდეგოდაა.

სურათი :

ლოყა ერთი შეხედვით უმნიშვნელოა, ზოგის აზრით მთავარია სწორი დგომი, თვალისა და სამიზნის შერწყმა, და ა.შ.
მაგრამ ლოყის კონდახზე მჭიდროდ მიდება იწვევს ობიექტის თვალებით სწორ დაფიქსირებას - არა უნდა მოხდეს სამიზნით დაფიქსირება მხოლოდ თვალებით.
ამიტომ ლოყა ყოველთვის უნდა მჭიდროდ მიეკრას კონდახს....

ფოტო : ლოყის ნახატი

მაშ ასე , ყველა სროლამდელი წესი "ავითვისეთ" მაგრამ, პირველსავე შეხვედრაზე, ნელა მოძრავი ობიექტის დანახვაზე , მსროლელმა მოიგდო მხარზე თოფი, თვალების და კორა კაუტოლდა ობიექტს ის კი სოლის მომენტში გაუჩინარდა, სინამდვილეში კი ის გადაადგილდა, რადგან მოძრავი ობიექტია. ე.ი. გვჭირდება თოფის ლულების მოძრაობა, თოფის ლულის სწორხაზოვანი მოძრაობა.
რათქმაუნდა 3 კილო ან მეტეი რკინა ხის კონსტრუქციის იარაღის მოძრაობა გარკვეულ ძალისხმევას მოითხვს...

საჩვენებელი თითი
ნადირობის დროს აქტიური ხელის საჩვენებელი თითი (როგორც სასხლეტზე მოქმედი) არასოდეს უნდა გვედოს სასხლეტზე, ეს არ არის უსაფრთხო, ის უნდა იყოს კალაპოტზე მიდებული, საჭიროების შემთხვევაში მარტივად გადავიტანთ სასხლეტზე. ამისათვის დაგვჭირდება დაახ 0,5 წამი.


სურათი :


ასევე საფრთხილო უნდა იყოს მოქმედებაში. მხოლოდ თითის მიჭერით უნდა გაითიშოს. ამისათვის ყოველთვის ცერა თითს ვიყენებთ, თუ რათქმაუნდა ტრავმის შედეგად არ ვართ მოკლებული ზემოთ ხსენებულ ფალანგას.
ამისათვის ასევე გვეხარჯება დაახ. 0,5
უმეტესობა ნახევრად ავტომატებში კი დაგვეხარჯება 1 წამამდე.

სურათი:

მარჯვენა ხელის მტევანი, დაძაბულობის გარეშე უნდა იყოს ჩაჭიდებული კონდახი ყელს, მაგრამ არა მტევნის მოჭერამდე.
მე პირადად ყურადღებას გავამახვილებდი არათითზე და შუა თითზე.
მეძებრით ნადირობისას, ან ხანგრძლივი სიარულის შემცველ ნადირობაზე , ჩემი პირადი აზრით, სწორი ან იგივე ინგლისური კონდახი ყველაზე მეტად სასურველია ორი სასხლეტის შემთხვევაში. ამაზე ცოტა ქვევით მოგახსენებთ.
მეორე ხელი, ანუ ტიბჟირის დამჭერი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს კალაპოტთან ძალიან ახლოში. ეს თოფთან პირველი ურთიერთობის შეცდომებია, რომელიც მონადირეს დიდი ხანი ან მუდან, თან მიყვება.

სურათი

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ; ნადირობისას მეძებრის ნაბულის დახმარებით ან სხვა, ნებისმიერი გარემოების გათვალისწინებით, ან სპორტულ სასროლ ნომერზე დგომისას, სროლის მზადყოფნაში ყოფნის დროს, თოფის კონდახი არ უნდა მოვათავსოთ იღლიაში. კატეგორიულად არა! რადგან სროლისას ეს არის -0.5 - 1 წამით და მეტი შეყოვნება.

თითის საწყისი პოზიცია 0,5 წამი
მცველი 1 წამი
ავტომატებში 1 წამზე მეტი
იღლიიდან სროლა 0.5 - 1 წამი.
თუ ორ ლულიანი თოფი , ორი სასხლეტითაა მაშინ კიდევ დამატებით 0,5 წამამდე. ერთიდან მეორე სასხლეტზე თითის გადატანა.
ამ ოპერაციებს შორის შუალედი თითოზე 1 წამი

ცუდად მორგებული კონდახის შემთხვევაში , კორას დასანახად შეიძლება 2-3 წამი

ჯამი: 6 წამი თოფის ჩასადგმელად ! ეს რომ დაუპირისპიროთ ჩვენთან მასობრივ სანადირო ოებიექტს - მწყერს, 6 წამში ის გადაადგილდება 1საათი 89 კმ. 1 წუთში 89/ 60წთ = 1,48 კმ ეს კი 1,48 / 60 წამზე = 0,024 კმ ეს მაქსიმალური სისწრაფეა მწყერისთვის, მაგრამ წონისა და ზომის ანუ ზრდასრულობის შემთხვევაში სისწრაფე ვარიაბელურია.
თუ
6 წამში ეს იქნება****************************************
როგორ შეიძლება ამ ძვირფასი დროის შემოკლება ?! თანაც საკმაოდ ?
მორგებული თოფით, ამ ოპერაციების ავტომატიზმამდე დაყვანით და ბოლოს ერთი სასხლეტით
მორალი, თოფი უნდა იყოს მორგებული დამწყებ მონადირეზე, სასურველია ამ თოფი დიდი ხანი ინადირკჯჯლკჰლკკჯჯ

არ შეიძლება არ შევეხოთ რუსულ ლიტერატურას თუ ტერმინოლოგიას. საქართველო როგორც პოსტ საბჭოთა ქვეყანა, ჯერ კიდევ განიცდის რუსული განათლების (სხვადასხვა სფეროში) ზეგავლენას, ავად თუ კარგად, ეს ეხება რუსულ ენოვან ლიტერატურას ნადირობაზე , თოფებზე თუ სანადირო ძაღლებზს. ძირითადი განათლება ამ სფეროში ქართველი მონადირე პუბლიცისტისთვის სწორედ რუსულ ენოვან იტერატუაზე არის მიღებული , იშვიათად უცხო ენაზე....მეც პირველი "სანტრელი" წიგნები რუსულ ენაზე წავიკითხე და გავეცანი საწყის ეტაპს ზუსტ სროლაზე, თოფის მოხმარების უსაფრთხოებაზე, ვაზნების დამზადების სხვადასხვა ხერხზე, მონადირე ძაღლებზე და ა.შ.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ - მინდა შევეხო რუსულ წინადადებას стрельба на вкыдку ამაზე დამაბნეველი და შეცდომში შემყვანი წინადადდება ალბათ არც არსებობს რუსულ სანადირო ლიტერატურაში. პირადად მემგონია ასე....
თავდაპირველად , როდესაცმოკლებული ვიყავი უფროსი მონადირის რჩევებს, ეს ვთარგნე როგორც თოფის მიბჯენისთანავე სროლა. რათქმაუნდა შედეგი კატასტროფული იყო რამდენიმე წელი.....

ნადირობისას , განსაკუთრებით ნადირით ღარიბ ქვეყნებში, სროლა ძირითადად ხდება ფრინველზე, უფრო კონკრეტულად კი ოძრავ სამიზნეზე.... ეს უკანსაკნელი კი იყოფა:
1. მსხვილ გაბარიტიან ან სხეულის დიდი ფართობის მქონე ფრინველებად , 2. საშუალო და 3. "წვრილმანებად"
ყველა მათგანის მოსაპოვებლად, სხვადასხვა , ერთმანეთისგან განსხვავებული სირთულეები ესახება მონადირე მსროლელს. როგორიცაა ჭრილობისადმი მედეგობა, სისწრაფე, შორი ან ზე შორი მანძილები გლუვი თოფისთვის
რასაკვირველია სხეულის ფართოფი პირდაირ კავშირშია ფრინველის მოძრაობის სისწრაფესთან...არის პირიქითაც .




თოფის მხარზე მოგდების დროს, მეორე ხელი ანუ ტიბჟირი, უნდა იყოს სადგარის ფუნქციით თოფის ლულებისთვის, მოგდების დროს იგი მინიმალურად უნდა მოძრაობდეს, კონდახის ჩადგმის შემდეგ კი იმოძრაოს მოძრავი ობიექტის სინქრონული სიჩქარით.
კისერი და თავი.
კისერი ყოველთვის უნდა იყოს წინ წაწეული დაჭიმვამდე. თავი მიმართული სავარაუდო ობიექტისკენ. წამყვანი თვალი და კორა ერთ წრფეზე ოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო


*****დამტკიცებული და შესაბამისად დასაბუთებულია რომ ადამიანის რექციის დრო 0,02 წამია . სდმ-ს მოქმედება ფისტონზე მოქმედებამდე შეადგენს 0,011 წამი. ფისტონის აფეთქება დენთის აფეტქება ჭურვის მოძრაობა ლულაში ლულის ტუჩამდე (დამოკიდებულია საფანტის წონაზე) 0,003 წამი.
ე.ი მსროლელის რეაქციიდან და სროლის გადაწყვეტილების მიღების ცათვლით საფანტის ლულიდან გამოფრენამდე საჭიროა 0,024 წამი ამ დროში კი ფრინველი რომელიც მოძრაობს 20მ/წ გაივლის 48 სმ–ს

ამიტომ ჭურვი გაივლის მიზნის უკან, ეს რომ არ მოხდეს კეთდება ე.წ. გაყოლება ანუ სროლისმომენტში თოფი არავითარშემთხვევაში არ უნდა გავაჩეროთ.
თუმცა არც გაყოლება არ გადაარჩენ სმონადირეს დაცილებისგან, უნდა გაითვალისწინოსდაახლოებითი დრო საფანტისფრენისთვისმიზნამდე, ამას კი მხოლოდ გამოცდილება თუ მოგვცემს. მაგალითისთვის 7ნომერისაფანტი 20 მეტრს გაიფრენს 0,07 წამში ეს უმოკლესიადოა თუმც ფრინველი რომელიც მოძრაობს 20 მ/წ -ით იმავე 0.07 წამში გაივლის 1,4 მეტრს
ე.ი. თოფის ლულები არა მხოლოდ უნდა ვამოძრაოთ სროლის დროს, არამედ მოვაქციოთ იმ წერტილშისადაც ვაირებთ გასროლას, უფრო გასაგებად კი სროლა წინსწრებით.


წინსწრების მანძილისგანსაზღვრა ხდება ფორმულით S=vt, где S სადაც ს-წინსწრებაა ვ - ობიექტის ფრენის ან გადაადგილების სიჩქარე და ტ - საფანტის ფრენის დრო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dima71
პოსტი Oct 4 2013, 08:50
პოსტი #2


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 313
რეგისტრ.: 23-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Bone კვლავ გვაოცებს თავისი შეუპოვრობითა და შრმისმოყვარეობით!!! სიამოვნებით დაველოდები, წარმატებებს გისურვებ!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
(Dato)
პოსტი Oct 4 2013, 08:58
პოსტი #3


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 51
რეგისტრ.: 30-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ვფიქრობ ძალზედ საინტერესო იქნება,დაველოდები სიამოვნებით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
rezident
პოსტი Oct 4 2013, 09:11
პოსტი #4


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 468
რეგისტრ.: 13-September 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



კარგად დაუმიზნე და ისე ესროლე D.gif. ყველაზე ხშირი, საკაიფო და არასწორე სწავლება D.gif.
აბა ველი ამ თემის განვითარებას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

> სწრაფი პასუხის ფორმა
სქელი
დახრილი
ხაზგასმული
სურათის ჩასმა
სიცილაკები
ციტატის ტეგებში ჩასმა
კოდის ტეგებში ჩასმა
 
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


 • Add image to post
 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელ-ფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?
   

Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 13:01