ერთი მეთევზის დღიური - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V  < 1 2  
Reply to this topicStart new topic
ერთი მეთევზის დღიური
amroci
პოსტი Sep 14 2010, 22:02
პოსტი #16


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



სკუმბრიისა და სარგანის მონტაჟი


სკუმბრიის მონტაჟი არის თავისი აგებულებით იგივე სტავრიდის სამადური, ოღონდ უფრო დიდი ზომების.
თუმცა არის რამოდენიმე განსხვავება

სიძიმე უნდა იყოს სარკისებრად მბზინავი და აეროდინამიული. ანუ არ უნდა ქონდეს მკვეთრი კუთხეები.
მე პირადად ადრე სკუმბრიისა და სარგანისათვის ტყვიას ვამზადებდი ძველებური საჭოთა წარმოების ტელესკოპური რადიოანტენებისაგან.
ისინი ძალიან კარგი ლითონებისაგან იყო დამზადებული ამიტომ იდალურად უხდებოდა ზღვის პირობებს ეროზიასთან გამძლების თვალსაზრისით.
ეხლა ეგეთი მასალა დიდი რერიტეტია ამიტომ ჩვეულებრივი ქოლგის ქრომირებური ტარით ვკმაყოფილდები. ერთ-ორ კვირას ძლებს და ბზინვაც ასე თუ ისე დამაკმაყოფილებელი აქვს.
ეხლა ეტაპობრივად თუ რას ვაკეთებთ.

1. მოვაჭრით ქოგის ტარს მონაკვეთს დაახლოებით ნეკა თითის სიგრძეს.
აქ სიგრძე და სიმსხო არის დამოკიდებული იმაზე თუ რამისიმძიმე ტყვიის მიღება გვინდა. მე პირადად ვიყენებ 35-45 გრამ ტყვიებს.
უფრო მჩატეები მიდის სარგანის მონტაჟისათვის, ხოლო უფრო მძიმეები კი სკუმბრიისათვის.

2. მოჭრილ მილში ჩავსვავთ რაიმე უჟანგავი ლითონი მავთულს ასეთნაირად:

კარგი იქნება თუ ეს ყუნწი საკმარისად იქნება გამჯდარი მილის სიღრმეში და გადაჯვარედინებული ბოლოებით. ეს სიმაგრისათვის.

ასეთი უსწორმასწორი და მბასრი გვერდები აუცილებლად შემოუქლიბეთ


მოკლეთ ასეთნაირად გავამზადოთ



3. ავიღოთ ეს გამზადებული მილი თავის ყუნწით და შემოვახვიოთ ქაღალდი, შემოვუკეცოთ მხოლოდ ყუნწის მხრიდან და ჩავარყოთ სილაში.
მე ამისათვის სპეციალურად მაქვს ერთი ჭიქა სილა აივანზე შემონახული.
სილაში რათქმაუნდა შემოკეცილი მხრიდან უნდა ჩავარჭოთ რომ მეორე ღია მხრიდან ჩავასხათ გამდნარი ტყვია.
შედეგად მივიღებთ ასეთ ნამზადს




4. ავიღოთ ბრტყელტუჩა, დანა და ჩაქუჩი და დავამუშაოთ. მივაღებინოთ დაახლოებით ასეთნაირი საბოლოო სახე.



საბოლოო სახით იგი ნაგანის ტყვიას ჩამოგავს newsmile05.gif

რაც შეეხება ძუას.
ძუა სკუმბრიისათვის საჭირო 0.3 მმ დიამეტრის წმინდა მონოლითი. ხოლო სარგანისათვის საკმარისია 0.25მმ. ასევე წმინდა მონოლითი.
კავებიც ესვე - სკუმბრიისათვის უფრო დიდი ხოლო სარგანისათვის უფრო მომცრო.
მე პირადად სკუმბრიისათვის ვუყენებ თოლიის მცირე მაგრამ მთლიან ბუმბულს. ვამაგრებ მას სამონტაჟო ძაფით და ვაფიქსირებ 50 თეთრიანი წამიერი წებოთი.
აი ყველაფერი რაც საჭიროა სარგანისა და სკუმბრიის მონტაჟისათვის.


სარგანისათვის ვუკეთებ დაახლოებით 9-11 ცალ კავს, ხოლო სკუმბრიისათვის 7-9 ცალ კავს.
უნდა ავღნიშნო რომ ადრე სკუმბრიისათვის ვაკეთებდი საკუთარი ხელით დაპაიანებულ სამკავებს. ის ნამდვილად შედეგინი იყო, მაგრამ დროთაგანმავლობაში დავრწმუნდი რომ ჩვეულებრი კავებიც კარგი საშუალებაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
amroci
პოსტი Oct 22 2010, 10:58
პოსტი #17


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



20 ოქტომბერი 2010წ.


სარღანები იჭირება ცვალებადი ინტენსივობით. სხვადასხვა ზომების.
სკუმბრიამ ბოლოს მოვიდა 25 სექტემბერს და მას შემდეგ არ ჩანს.
მე იმედს არ ვკარგავ. ვფიქრო ერთ შემოსვლას მაინც გააკეთებს კიდევ.
იჭირება:
- კეფალი ცომზე (საშუალო და პატარები)
- ქორჭილა დაჭრილ სტავრიდზე (ძირითადად პატარები. იშვიათად საშუალოები)
- სკატი დაჭრილ სტავრიდზე (საშუალო და მოზრდილები)
- ლოფა დაახლოებით 100 გრამიანები. მაგრამ დღეში სამი-ოთხი ცალი თუ ამოვა.
- სტავრიდა პატარები იშვიათად. მაგრამ ზოგ დღეებსი ძალიან კარგად 3-5 კილომდე თითო მოთევზავეზე.

მე მხოლოდ სარგანაზე ვნადირობ.
ახალი ანკესი ვიყიდე და ძალიან სახალისო და სასიამოვნოა ხარისხიანი სპინინგით თევზაობა
სანამ კარგა გვარიანადარ მომშივდება მანამ შეუჩერებლივ ვიქნევ და ვიქნევ ახალს პინინგს. შედეგიც ასე თუ ისე სტაბილურია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
amroci
პოსტი Jun 19 2011, 08:01
პოსტი #18


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



19 ივნისი 2011 წელი


წელს თევზი შემოვიდა 26 მაისს. ალბათ ბათუმის პარადს უნდა დასწრებოდა newsmile05.gif
შემოვიდა მარა რა შემოვიდა. 2 საათში 3.5 კილოზე ცოტა მეტი ამიგროვდა, თანაც მართლაც რომ მოზრდილები იყო.
დიდი ღორჯოები ძალიან ცოტა იყო. სულ 1 ან 2 ცალს თუ დაიჭერდა კაცი.
შარშანდელ სეზონს თუ შევადარებთ საინტერესო ფაქტი იკვეთება. შარშან ბარაბული და ზღვის ქორჭილა უფრო ადრე შემოვიდა ვინემ სტავრიდა. წელს პირიქითაა.
წელს მიდიები იგვიანებენ ძაილან. ეხლაც კი არ არის ბოძებზე არცერთი მიდია.
ეხლა მიწყნარდა თევზაობა. მოდის მხოლოდ ბარაბული, მომცრო სტავრიდები, ზღარბები და პატარა ღორჯოები. თუმცა ხშირად მოჩანს უზარმაზარი (4-5 კილოიანი) ლობანები მარა აფაერს არ კიდებენ პირს. არც ზღვის ჭიებს. ამინდის გამოსვლის შემდეგ ალბათ მეც ვსინჯავ თუ მოვახერხე.
ასევე იყო რამოდენიმე შემთხვევა კუზანას გამოკვრისა (უშედეგო).
უკვე 2 კვირაა რაც შედეგიანია ღამით თევზაობა სტავრიდაზე. ე.წ. ზაკიდუშკით. (რეზინით აგებული სამადური).
მე პირადად ვერ ვასწრებ თევზაობას.

P.S. ხო მართლა... ჩემი ახალი კარბონის ჯოხი გავტეხე. ჩინური მ%$ნერი newsmile042.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Mar 23 2012, 09:39
პოსტი #19


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ამირან აბა რა არის სიახლე მოგვიყევი.....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Saba.S
პოსტი May 6 2012, 13:25
პოსტი #20


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 24-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



amroci


small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V  < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 07:06