კობრის მოშენება - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
კობრის მოშენება, საინტერესო წინადადება
kamladzeguka
პოსტი Jul 2 2015, 13:55
პოსტი #1


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8
რეგისტრ.: 29-June 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



გამარჯობა ხალხო. ბევრ თემას გადავაწყდი ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ არ ვიცი რამდენად გასცდა ფორუმის დისკუსიას ეს საკითხი. მაქვს ასეთი წინადადება. მარაბდაში არის ერთი კარგი ადგილი, საკმაოდ დიდი ფართობის და სიღრმის ხევია. არის გასაწმენდ–გასასუფთავებელი ხეებისგან, ბუჩქებისგან და ა.შ. ყველაზე მთავარი ისაა რომ ხევის განაპირას მაქვს დაჩა, სადაც ზაფხულ–გაზაფხულ–შემოდგომა არის მუდმივი მაცხოვრებელი (ზამთრის ძალიან სუსხიან დღეებში პირობები არაა იმისთვის შექმნილი რომ დარჩე)
გასარკვევია რამდენად არის შესაძლებელი ხევის მიერთება ჩემს დაჩასთან (დაკანონება) და შემდეგ უნდა აეწყოს საქმე (ასე მგონია)
ხევის გვერდით გადის მდინარე ალგეთიდან წამოსული არხი, წყლის პრობლემა არ იქნება. თუ არ ვცდები ერთხელ მანდ ხევში ვიღაცამ წყაროსაც მიაგნო. მოკლედ იდეალური პირობებია თევზის მოსაშენებლად. ერთი ოჩოპინტრეს სახელობის ტბა არ უნდა იყოს ამქვეყნად? :დ
მოკლედ ხვალ მივდივარ ადგილზე და კარგად გავარკვევ ყველაფერს.

თუ დაინტერესდით აქავარ, ინფოსაც მოგაწვდით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jul 2 2015, 13:59
პოსტი #2


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გაარკვიე აბა ტერიტორია ვინმეს ხომ არ ეკუთვნის
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jul 2 2015, 15:51
პოსტი #3


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



kamladzeguka

კარგია კარგი ინიციატივები. უბრალოდ გასარკვევია შემდეგი საკითხები:

1. ვის ეკუთვნის კონკრეტულად ეგ ტერიტორია. ნაკრძალი ან დაცული ტერიტორია ხომ არ არის. გასარკვევია რეესტრში.
2. უფლება წყლით სარგებლობისთვის. ეს ალბათ გამგეობაში უნდა გაირკვეს.
3. საფრთხეს ხომ არ შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას ეს ტბა. რამდენად არის იმის შანსი, რომ წყალმა დატბოროს მიმდებარე ტერიტორია წყალდიდობის ან უბედური შემთხვევის დროს.
4. მეწყერსაშიში ზონა ხომ არ არის

კიდევ იქნება რაღაც საკითხები, რომლებიც უცბათ წამოყოფენ თავებს newsmile05.gif მოკლედ საკმაოდ რთული საკითხია, თუმცა ჩემი აზრით დაძლევადი. დიდი ხანია მიდის მსგავს პროექტზე ფიქრი კლუბში და იმედი მაქვს ოდესმე გვექნება საკუთარი ტბა.


იქნებ ფოტოები გადაუღო და მოგვაწოდო რამენაირად.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kamladzeguka
პოსტი Jul 2 2015, 19:10
პოსტი #4


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8
რეგისტრ.: 29-June 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



კი კი, ხვალ ადგილზე ჩავდივარ და მაქსიმალურად გავარკვევ მაგ საკითხებს.
ყველაზე მეტად მეწყერსაშიშროებაზე ვფიქრობ რადგან პირდაპირ კიდეზე ჩემი ბაღი (სადაც ვენახი და ხეხილი მაქვს გაშენებული)
გეოლოგი დამჭირდება მაგისთვის სავარაუდოდ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kamladzeguka
პოსტი Jul 7 2015, 23:03
პოსტი #5


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8
რეგისტრ.: 29-June 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოკლედ ხალხო, ორი ადგილია, ერთი მომცრო მეორე დიდი
წითლად არის მონიშნული ადგილი სადაც მთავრდება ხევი





ადგილზე მისვლა და დათვალიერებაა საჭირო. როგორც მითხრეს ქვევით ჭაობისმაგვარი ნიადაგია და კარგი პირობებია კარპისთვის და ა.შ
კამიშებიც კი არისო

ასეა და ამგვარად
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
არჩილ
პოსტი Jul 8 2015, 10:19
პოსტი #6


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 374
რეგისტრ.: 14-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ალგეთის ადიდების შემთხვევაში რას შვებით გვერდს აულის თბას? ხევის ჩაკეტვა არ არის სახუმარო საქმე ყველაფერს გაგება და მოDზიება უნდა მოხუცებში სადამდე იწევს წყალი წარგვნის სჰემთხვევაში და რამდენად მყარია ნაპირი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jul 8 2015, 11:07
პოსტი #7


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



რაღაც ვერ ვხვდები. პირველ ფოტოზე ხეებია ბევრი. სად შეიძლება, რომ მანდ ტბა გაკეთდეს ვერ მივხვდი. ასევე, მეორე ფოტოზე. ძალიან პატარა ადგილი მეჩვენება. თან თითქოს ჩავარდნილი ადგილია. ხევის ჩაკეტვის უფლებს არ მოგვცემენ. თუ მაინცდამაინც, ხევის გვერდით უნდა გაკეთდეს და არა ხევში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 17:46