ქართული ტერმინები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V   1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
ქართული ტერმინები
ვიტო
პოსტი Jun 16 2009, 23:33
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ეს პრობლემა ყოველთვის იყო ხოდა გავაქართულოდ ის სიტყვები რასაც არაქართულად ვამბობთ და ერთხელ და სამუდამოთ იყოს ყველასათვის მისაღები...
ბოლობოლო რუსულებს ხომ უნდა ჩამოვშორდეთ, დაწერეთ რა იცით ან თუ არ გვაქვს რამე მოუგონოთ და ამ პოსტში ჩავამატებ, მერე ბაზასავით გავაკეთოთ.



ლესკა-ძუა
პაპლაოკი-ტივტივა
კრუჩოკი-ნემსაკავი
კალენა-მუხლი
კატუშკა-კოჭა
კორკა-ქერქი
გრუზი-სიმძიმე/ტყვია
კარმუშკა-საკვებური
ნაჟივკა-სატყუარა
დონკა-ფსკერულა
მატილნიცა-"მატილნიცა"-კოღოს ჭუპრის ყუთი
პრაგლატუშკა-საყლაპავი
უდოჩკა- სათევზაოდ კაწყობილი ჯოხი, ანკესი
პავადოკი - სადავე
პრიკორმკა - მისაჩვევი,
პოდკორმკა - დასაკვები,
ნახლისტი/ფლაი ფიშინგი - შოლტი, შოლტაობა,
პოდსეჩკა - ამოკვრა,
"ზაკიდუშკა"- საგდები,უჯოხოდ საგდები სათევზაო.
"ოსნასტკა"- გაწყობა (სათევზაო ჯოხის გაწყობა)
სნასტი - გასაწყობი


ჰე, მიდით ეხლა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ქევხო
პოსტი May 7 2010, 17:28
პოსტი #2


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 181
რეგისტრ.: 13-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თელავი



ერთ ერთი მთავარი აკლია - სადოკი newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი May 7 2010, 17:32
პოსტი #3


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



შოგანბადე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი May 7 2010, 21:16
პოსტი #4


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



სადოკს გურიაში საოჩხეს ეძახდნენ - ოჩხიდან თევზის ამოსაყვანს. ოჩხი - ქვით ამოყორილ თევზის საჭერ ორმოს ერქვა.(საბას ლექსიკონშიც არის)
საგდებს ხელსაგდები ჯობია, ჩემი აზრით.
ისე, ანკესი რაღაა? ეს სიტყვა მოგვრჩა ზაპჩასტივით.. newsmile090.gif ასევე - მკედი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი May 7 2010, 23:38
პოსტი #5


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(nika @ 7th May 2010 - 18:32) *
შოგანბადე

ჩოგან ბადე."საჩოკი"-ა. "სადოკი" აი ის არის დაჭერილი თევზი რო უნდა ჩაუძახო. ალბათ რუსულდან პირდაპირ თარგმანში..ჩასმასთან უნდა იყოს კავშირში...
ისე ჩვენ შეგვიძლია..პირდაპირ "სათევზური" ვუწოდოთ.... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
919
პოსტი May 8 2010, 00:26
პოსტი #6


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



სიტყვა სარი - ჯოხის მაგივრად რატომ არ მოგწონთ.
აზრობრივად და ფიზიკურად გაცილებით ახლოს დგას
"удочка"-სთან...
ეს სიტყვა კი რუსულში წარმოიქმნა ზმნა удить-სგან
და სრულყოფილად გამოითქმის როგორც удилище.
რაც თევზობას ნიშნავს...
გამართულად იქნება - ან სათევზაო ჯოხი ან უბრაოდ სათევზაო.
ეჰ... ლინგვისტი ან ფილოლოგი არა გვყავს???
მე რაც ვიცი ეგაა. ვინმემ მეტი რომ დამატოს კომპეტენტურად,
მაგრი იქნება! newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი May 8 2010, 16:06
პოსტი #7


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჰო, შემეშალა - საჩოკს ეძახდნენ საოჩხეს, სადოკს კი არა. თუმცა შოგანბადეც მომწონს, ჩოგანბადეზე უფროც, იმიტომ რომ სპეციფიურია და ბუნებრივად დაძველებული სიტყვის ელფერი აქვს.
სადოკი, შეიძლება, ბადურად ითარგმნოს. ვისაც გახსოვთ, "სეტკა"- ხელჩანთები, ცარიელ ბოთლებს რო ვარაჩხუნებდით, იმას ერქვა ბადურა.
სამწუხაროდ, მარტო ლინგვისტობა და ფილოლოგობა არ შველის ამ საქმეს. ივანე მაჩაბელი არც ერთი იყო და არც მეორე, თუმცა საბაზისო ცოდნა მაგ დარგებისა უხეშ შეცდომებს ნამდვილად აგვაცილებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
akela1954
პოსტი May 8 2010, 22:03
პოსტი #8


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 246
რეგისტრ.: 18-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



შადი შამოდი
ციტატა(shadimani @ 7th May 2010 - 22:16) *
საგდებს ხელსაგდები ჯობია, ჩემი აზრით.

+ 100
ციტატა(Gigs13 @ 8th May 2010 - 01:26) *
სიტყვა სარი - ჯოხის მაგივრად რატომ არ მოგწონთ.

უხეშად ჟღერს; სარი, ჭიგო სოფლის მეურნეობასთან უფრო ასოცირდება.
ვიტო
ციტატა(vito @ 17th June 2009 - 00:33) *
ნახლისტ-გაწკეპვლა

ალბათ წასაშლელია, შოლტი, შოლტაობა უფრო ჟღერს.
შადი შამოდი
ციტატა(shadimani @ 7th May 2010 - 22:16) *
ისე, ანკესი რაღაა? ეს სიტყვა მოგვრჩა ზაპჩასტივით.. ასევე - მკედი.

"უდოჩკა"=ანკესი, სათევზაოდ გაწყობილი ჯოხი. ანკესაობა (ужение)=თევზაობას.
მკედი - ალბად უფრო მოუხდება წნულს, წნული მკედი, რაც ძუისგან განსხვავებულია. IMHO.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი May 8 2010, 23:29
პოსტი #9


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(archil kontuadze @ 8th May 2010 - 06:53) *
და ანკესი ვერა?

როგორ ვერა.... ეგ მუშაობ კიდეც...კაი ხანია. უბრალოდ ანკესი...მთელი მოწყობილობაა(უკვე გამართული) ცალკეულ დეტალებზეა საუბარი. ეგრედ წოდებულ "ანტენა"-ს რა უნდა ერქვას ქართულად??...
ლატანი რას ნიშნავს???.. ეგ არ წავა??..

ციტატა(shadimani @ 8th May 2010 - 17:06) *
სადოკი, შეიძლება, ბადურად ითარგმნოს.

ჩემი აზრით...კარგად მიდის. უხდება ეგ სიტყვა..დანიშნულებას.


ციტატა(shadimani @ 8th May 2010 - 17:06) *
თუმცა შოგანბადეც მომწონს, ჩოგანბადეზე უფროც,

ოგანბადე????....

ციტატა(kote @ 8th May 2010 - 23:03) *
სარი, ჭიგო სოფლის მეურნეობასთან უფრო ასოცირდება.

გეთანხმებით. სარი რაღაც ვერ ჟღერს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
919
პოსტი May 8 2010, 23:36
პოსტი #10


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



შადი შამოდი

ისე ჩემო ბატონო ჩოგანს რას უწუნებთ? ჩოგანი ვიცი 3 დანიშნულების: ჩოგანბურთის (რომელიც ძალიანაც ჰგავს ე.წ. საჩოკს),
ჩოგბურთის, და სამზარეულო საგანის გამომხატველი სიტყვაა...

akela1954
რატომ ჟღერს სარი უხეშად? ახლა თევზაობას ნატიფ ხელოვნებას ნუ შემიდარებთ პატივცემულო newsmile05.gif ეს ზუსტად რომ სოფლის
მეურნეობასთან უფრო ახლომდგომი ტერმინია ვიდრე პოეზიასთან და მუსიკასთან....

ლევანი
ანტენა საერთაშორისო ტერმინია newsmile045.gif ისე ტელესკოპიც არ არის ქართული ენის დამამცირებელი ტერმინი (შედგენილი სიტყვაა).
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი May 8 2010, 23:55
პოსტი #11


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Gigs13 @ 9th May 2010 - 00:36) *
ანტენა საერთაშორისო ტერმინია ისე ტელესკოპიც არ არის ქართული ენის დამამცირებელი ტერმინი

კი..მაგრამ...თუ არის საშუალება..ქართული ერქვას რაღა...("რაღა" ყარაჩოღლური ინტონაციით) საერთაშორისო სად გაგვექცევა???....
თან თუ ეგ ტერმინები..მართლა ნატიფ ხელოვნებასთან უფრო ახლოს იქნება და არა სოფლის მეურნეობასთან..უფრო გამეხარდება. არ ჯობია ლამაზი და ყურისთვის უფრო სასიამოვნო ერქვას??...

ციტატა(Gigs13 @ 9th May 2010 - 00:36) *
ისე ტელესკოპიც არ არის ქართული ენის დამამცირებელი ტერმინი

მერე მე მაგას ვამბობ???... what.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
919
პოსტი May 9 2010, 00:43
პოსტი #12


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



ლევანი

მაინც არ მესმის რა არის სარში ამისთანა უხეში???
სირი ხომ არ არის... და ხელოვნებაზე ხუმრობ თუ
მართლა ამ აზრზე ხარ?! newsmile035.gif newsmile035.gif თევზჭერა სოფლის მეურნეობაა
აბა რა არის?????? თოხს თოხი უნდა ერქვას და არა კალამი
ან ხემი! newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
akela1954
პოსტი May 9 2010, 00:49
პოსტი #13


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 246
რეგისტრ.: 18-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



919
ციტატა(Gigs13 @ 9th May 2010 - 00:36) *
ახლა თევზაობას ნატიფ ხელოვნებას ნუ შემიდარებთ პატივცემულო ეს ზუსტად რომ სოფლის
მეურნეობასთან უფრო ახლომდგომი ტერმინია ვიდრე პოეზიასთან და მუსიკასთან....

სწორედაც, რომ შესადარებელია, მაგრამ არც სოფლის მეურნეობის პოეზიას და მუსიკას არ გამორიცხავს newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი May 9 2010, 01:52
პოსტი #14


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Gigs13 @ 9th May 2010 - 01:43) *
მაინც არ მესმის რა არის სარში ამისთანა უხეში???
სირი ხომ არ არის.

სხვათაშორის გავს... newsmile035.gif newsmile035.gif გარდა მაგისა.... ლობიოს ბარდს მაგონებს. newsmile035.gif newsmile035.gif
ციტატა(Gigs13 @ 9th May 2010 - 01:43) *
და ხელოვნებაზე ხუმრობ თუ
მართლა ამ აზრზე ხარ?!

რათქმაუნდა ვხუმრობ....თორემ.....ხელოვნებას..მ
ეც დიდი მოწიწებით ვებყრობი...მეც ვაფასებ..მოდილიანს....ვივალდის..
... შექსპირს და კიდევ უამრავს....
ციტატა(Gigs13 @ 9th May 2010 - 01:43) *
თევზჭერა სოფლის მეურნეობაა
აბა რა არის??????

ეხლა..შენ თუ სარეწაო თევჭერას გულისხმობ...არ ვიცი და...მე...ახლებლებთან ერთად...ანკესს..რო ავიღებ..ბუნებაში გავდივარ. ნაპირთან ჩავჯდები...ლუდის წრუპვით რო მივჩერებივარ ტივტივას. საღამოს კიდე კარვის წინ...ცეცხლს დავანთებ...მწვადს შევწვავ და ღვინოს ამოვიღებ წყლიდან....მეეჭვება სოფლის მეურნეობას მივეკუთვნებოდე მაგ დროს... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი May 9 2010, 11:27
პოსტი #15


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(919 @ May 9 2010, 00:36) *
შადი შამოდი

ისე ჩემო ბატონო ჩოგანს რას უწუნებთ? ჩოგანი ვიცი 3 დანიშნულების: ჩოგანბურთის (რომელიც ძალიანაც ჰგავს ე.წ. საჩოკს),
ჩოგბურთის, და სამზარეულო საგანის გამომხატველი სიტყვაა...


ჩოგანს არაფერს ვუწუნებ, უბრალოდ ხელოვნურად "ვაძველებ".. newsmile090.gif ვწერთ ჩოგანს და გამოვთქვამთ შოგანს, პირველი ბგერა რაღაც შუალედურია ჩ-ს და შ-ს შორის, როგორც ქ და გ ნაცვალსახელში თქვენ [თგვენ]. ენაში ასე ბევრი სიტყვა-ტერმინი იქმნება ბუნებრივად დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით, როცა საერთო და ზოგადი სახელწოდება რაღაც უფრო კონკრეტულს, მომგვანოს,მაგრამ განსხვავებული დანიშნულების საგანს ერქმევა. მაგ.: ლამპა და ლამფა.
მაგრამ ჩვენ რაც არ უნდა არგუმენტები დავახვავოთ, მთავარია, ენა როგორ მოირგებს ახალ ტერმინს. ეს ამბავი კი კამათლის გაგორებასავითაა - ან დაჯდება, ან არა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 22:19