საველე შეჯიბრი ''ოჩოპინტრეს თასი -2014'' - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
საველე შეჯიბრი ''ოჩოპინტრეს თასი -2014''
ზახარა
პოსტი Aug 13 2014, 09:39
პოსტი #1


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მოგესალმებათ მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი ოჩოპინტრე , როგორც უკვე იცით კლუბი ოჩოპინტრე ყოველწელს სეზონის გახსნამდე ერთი კვირით ადრე ატარებს მონადირე ძაღლების , კონკრეტულად კი მეძებრების საველე შეჯიბრებას მწყერზე , რომელსაც ეწოდა "ოჩოპინტრეს თასი" . წელსაც ჩატარდა ეს შეჯიბრი , რამდენიმე დღით ადრე დაიგეგმა , გავრცელდა ინფორმაცია და მონაწილეებიც შეიკრიბნენ , შეჯიბრი ჩატარდა ,მჭადიჯვრის მინდვრებში და გაგრძელდა სამი დღე, 8, 9 და 10 აგვისტოს. მონაწილეობას იღებდნენ მხოლოდ დიპლომირებული ძაღლები , მათ შორის იყვნენ საკმაოდ გამოცდილები და ახალბედები. წარმოდგენილი იყო სულ სამი ჯიშის მეძებრები : ინგლისური სეტერები , პოინტერები და კურცჰაარები (რომლებიც ჩვენში ყველაზე მეტად გავრცელებული და პუპოლარულია). იყვნენ მოწვეულნი საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე ექსპერტები : ნოდარ როსტიაშვილი და გია ადიკაშვილი. თითო დღეზე განაწილებული იყო 6 მონაწილე , ჯამში 18 მეძებარი იღებდა მონაწილეობას. ზოგს გაუმართლა დაზოგს არა , მაგრამ მაინც კარგი იყო ნაცნობების ერთად შეკრება , იმ მიზეზით რომ ისინი დარწმინებულიყვენ თავიანთი ძაღლების შესაძლებლობებში. სწორედ ამიტომ ატარებს კლუბი ამ ღონისძიებას,სეზონის გახსნამდე ერთი კვირით ადრე, რადგან გავიგოთ თუ როგორი მომზადებულები არიან მეძებრები სანადირო პირობებში სეზონის გახსნის წინ !!

ახლა კი გადავიდეთ შეჯიბრის პირველ დღეზე და მივყვეთ თანმიმდევრობით მეორე და მესამე დღის ამბებს . 8 აგვისტოს დილის 5 საათზე შეკრება დაიწყო ნატახტარში , საიდანაც გადავინაცვლეთ შეჯიბრების ადგილამდე , გათენდა თუ არა , პირველივე მონაწილე შევიდა მინდორში , პირველს მეორე მიყვა , მეორეს მესამე და ა.შ. პირველ დღეს მხოლოდ 4 ძაღლი გამოვიდა გარკვეული მიზეზების გამო 2 მონაწილე არ გამოცხად და შეჯიბრზე , რომლებმაც სხვა დღეს მიიღეს მონაწილეობა. აღსანიშნავია რომ პირველივე დღეს გამოიკვეთა ყველაზე ძლიერი ფავორიტი , გია ესიავას კურცჰაარი "დებრა", მან მისთვის განკუთვნილ დროში მოახერხა 80 ქულის და მე-II ხარისხის დიპლომის აღება , რაც ძალიან სერიოზული შედეგი იყო ამ შეჯიბრზე !! .პირველ დღეს მეტი დიპლომი არ დაწერილა...

მეორე დღეც საკმაოდ საინტერესო გამოდგა , ისევ დათქმულ დროზე , დათქმულ ადგილზე შევიკირბეთ და წავედით მინდვრებისკენ... მეორე დღეს კი სრული შემადგენლობით იყვნენ მონაწილეები შეჯიბრზე , განახლდა შეჯიბრი და გამოიკვეთა კიდევ ერთი ფავორიტი , ვანო დონჯაშვილის ინგლისური სეტერი "ჯიმი" რომელმაც მიიღო 79 ქულა და მე- III ხარისხის დიპლომი. მეორე დღეს კი სხვა ძაღლებმაც მიიღეს დიპლომები,მაგრამ ჯიმის შედეგი ვერავინ გააუმჯობესა...

მესამე დღეს კი ისევ ისე , როგორც წინა ორ დღეს , შეკრება და მინდვრებში მისვლა დათქმულ დროს მოხდა. მესამე დღე კი ყველაზე დაძაბული იყო , წყდებოდა მთავარი თუ ვინ დაეუფლებოდა "ოჩოპინტრეს თასს" 2014 წელს . ზოგი მონაწილე ახალბედა იყო , ზოგიც გამოცდილი და ამანც განაპირობა შეჯიბრის დაძაბულობა. ისევ რამდენიმე ძაღლმა მიიღო დიპლომი მათ შორის ორმა ახალბედამ რომლებიც ჯერ ერთი წლისაც არ არიან. მესამე დღეს ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა სერგის გუგულაშვილის კურცხაარი პენელოპა რომელმაც მიიღო 74 ქულა მე-3 ხარისხის დიპლომი . ასე დამთავრდა მესამე დღე , გამოვლინდა გამარჯვებული გია ასეიავას კურცჰაარი დებრა მე- II ხარისხის დიპლომით და 80 ქულით , მეორე ადგილზე გავიდა ვანო დონჯაშვილის ინგლისური სეტერი ჯიმი , III ხარისხის დიპლომით და 79 ქულით , მესამე ადგილი დაიმსახურა სერგი გუგულაშვილის კურცხაარმა პენელოპამ რომელმაც მიიღო 74 ქულა მე-3 ხარისხის დიპლომი . აგრეთვე კლუბს დაწესებული ქონდა საუკეთესო მგეშავის და კლუბის სიმპათიის პრიზები . საუკეთესო მგეშავის ტიტული დაიმსახურა გია ესიავამ , საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ამ ადამიანს ამ საქმეში და დამსახურებულად მიიღო ეს ტიტულიც. კლუბის სიმპათია გახდა გივი ოქროპირიძის ხვადი ინგლისური სეტერი როკი , რომელიც ჯერ მხოლოდ 10 თვისაა და უკვე 2 მე- III ხარისხის დიპლომის მფლობელია. გამარჯვებულებს და სხვა პრიზორებს გადაეცათ პრიზები და სიგელები.


მადლობა კომპანია "მარსს " სპონსორობის გაწეული სამსახურისთვის !!
მადლობა სანადირო მეძაღლეობის და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოების ექსპერტებს :
გიორგი ადიკაშვილს და ნოდარ როსტიაშვილს დაუზარელი შრომისთვის .
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Aug 13 2014, 12:28
პოსტი #2


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



დღე პირველი newsmile05.gif








































































































































picture host

ფოტოგრაფი დავით პერტენავა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Aug 13 2014, 13:10
პოსტი #3


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



დღე მეორე newsmile05.gif

დასაწყისი newsmile05.gif








































































































































image hosting site

ასე ჩაიარა მეორე დღემ,ბევრიც ვიცინეთ,ვიხალისეთ და რაც მთავარია ძაღლებმაც იმუშავეს newsmile05.gif

გვაყვდა იტალიელი სტუმარი [b]"არნო"
ვანო დონჯაშვილის,ინგლისური სეტერი newsmile05.gif


image ru
იმასაც ვიტყვი,რომ პირველი დღის ფოტოებით უკმაყოფლიო ვიყავი ფორმიდან ამოვარდნილი ვიყავი აშკარად... newsmile090.gif newsmile090.gif მაგრამ მეორე დღის ფოტოებმა,ჩემ მოლოდინს გადააჭარბა,ბევრი კარგი კადრის მიუხედავად ერთ-ერთი საუკეთესო მაინც ავარჩიე და ვუწოდე შეჯიბრის ფოტო,თანაც თამამად newsmile045.gif newsmile011.gif
ნაბულზე მდგომი ინგლისური სეტერი ჯიმი და ამოფრენილი მწყრები newsmile05.gif


free screen capture software
სულ ეს იყო,კიდევ ერთხელ მერგო პატივი ღონისძიების გაშუქების,სამწუხაროდ მესამე დღეს ფოტოაპარატი პატრონს დაჭირდა და ვეღარ წამოვიღე....
კიდევ ერთხელ მადლობა ორგანიზატორებს,მონაწილეებს,ე
ქსპერტებს და დამსწრეებს newsmile05.gif

პატივისცემით... megreli...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Aug 13 2014, 13:31
პოსტი #4


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი


































хостинг изображений png

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Aug 13 2014, 13:40
პოსტი #5


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



დღე მესამე















































image uploader
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Aug 13 2014, 13:48
პოსტი #6


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი









Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Aug 14 2014, 10:23
პოსტი #7


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი




















დაჯილდოვება HD ხარისხით

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
jaba_gugesha
პოსტი Aug 15 2014, 10:02
პოსტი #8


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 387
რეგისტრ.: 20-August 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მართლაც, რომ ძალიან კარგად ორგანიზებული შეჯიბრი იყო. დიდი მადლობა ოჩოპინტრეს ამისთვის. კიდევ ერთხელ მივულოცავ გამარჯვებულს და პრიზიორებს. ასევე დიდი მადლობა ბატონ გია ესიავას, გამარჯვების ლამაზად აღნიშვნისთვის.



small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Aug 15 2014, 10:23
პოსტი #9


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ვულოცავ გამარჯვებულებს.

დიდი მადლობა კომპანია ''მარსს'' გვერდში დგომისთვის.
დიდი მადლობა ორგანიზატორებს.
დიდი მადლობა მონაწილეებს.
დიდი მადლობა ყველას ვინც პატარა წვლილი მაინც შეიტანა ამ შეჯიბრის ჩატარებაში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიზოვიჩი
პოსტი Aug 15 2014, 11:11
პოსტი #10


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,630
რეგისტრ.: 6-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კარგ ტრადიციას ჩაეყარა თავიდანვე საფუძველი, მიხარია რომ გრძელდება
უფრო მასშტაბური, მრავალრიცხოვანი და საყურებლადაც კარგი ხდება ღმერთმა
ხელი მოგიმართოთ... newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 09:39