ამინდი, წნევა, ტემპერატურა, ფსკერი და ადგილი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ამინდი, წნევა, ტემპერატურა, ფსკერი და ადგილი, ყველა ის დეტალი რაც უნდა გავითვალისწინოთ თევზაობის დროს.
giga_bai
პოსტი Oct 4 2011, 21:04
პოსტი #1


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 185
რეგისტრ.: 7-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi




ადგილის და ფსკერის თავისებურება, ამინდი, ტემპერატურა და წნევა კობრისთვის.


დღეს დღეობით თევზაობის სახეობებმა და საერთოდ კულტურამ საფეხურ-საფეხურ მაღალ განვითარებას მიაღწია. დაგროვდა ბევრი გამოცდილება თევზაობის სხვადასხვა მეთოდებთან დაკავშირებით. მაგრამ მიუხედავად ამ მრავალფეროვნებისა ბევრი ფაქტორი განაპირობებს თევზჭერის წარმატებულად განხორციელებას. ეს არის ამინდი, ტემპერატურა, წნევა, ფსკერის და ადგილის თავისებურება და რა თქმა უნდა თევზის დამახასიათებელი თვისებები. ამ კონკრეტულ თემაში მინდა ვისაუბროთ კობრზე, თუ როგორ მოქმედებს მასზე ეს ყველაფერი. რა უნდა გავითვალისწინოთ მასზე თევზაობისას, რა თქმა უნდა ამ ყველაფრის გათვალისწინებით. როგორ უნდა შევარჩიოთ შესაბამისი მონტაჟი, სატყუარა, ფსკერი და ადგილი. მოკლედ ამ თემაში მინდა ვისაუბროთ ყველა იმ ბუნებრივ პირობებზე და დეტალებზე რაც მნიშვნელოვანია კარპფიშინგში.

კარგი იქნება თუ გამოცდილი კარპფიშერები გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას ამ ყველაფერთან დაკავშირებით. იმედია ბევრ სასარგებლო რამეს გავიგებთ ერთმანეთისგან.

მე დავწერ ზოგადად ჩემს დასკვნას და გამოცდილებას, რაც დამიგროვდა. შეიძლება ბევრი რამ გამომრჩეს, მაგრამ პროლოგის სახით ზოგადად ჩემს აზრს გადმოვცემ.


ფსკერის შესწავლა

1. ფსკერის შესწავლა ხდება მარკერის საშუალებით
ჩაგდების შემდეგ ხდება მისი ნელ-ნელა წამოღება, რის მეშვეობითაც ვიგებთ ფსკერის ფაქტურას. თუ ხელზე ვგრძნობთ ხშირ ვიბრაციას, მაშინ ფსკერი ქვიანია და უხეშია, მაგრამ თუ მარკერს ვაჩერებთ და მძიმედ იწყებს დაძვრას, მაშინ ეს იმის მანიშნებელია რომ ფსკერი შლამიანია და სიმძიმე მასში ეფლობა. ბალახიან ფსკერის დროს სიმძიმეს ამოღებისას ხშირად ბალახი აქვს ხოლმე მოდებული.
მარკერით შეგვიძლია გავზომოთ წყლის სიღრმე და ასევე გამოვიყენოთ ადგილის მოსანიშნად რომ უფრო ზუსტად განხორციელდეს სტყორცნა.


ფსკერის შესწავლის შემდეგ ხდება შერჩევა მონტაჟის, რათა მოხდეს სატყუარის პრეზენტაცია სწორად და ბუნებრივად. ხშირად ხდება რომ სატყუარა შლამში იმალება და თევზი მას ვერ ამჩნევს, ამიტომ საჭიროა ფსკერის შესწავლის შემდეგ გადავწყვიტოთ თუ რა მონტაჯს გამოვიყენებთ.
შლამიანი ფსკერის დროს რომ მოხდეს სატყუარის სწორი პრეზენტაცია საჭიროა ის არ დაიმალოს შლამში. ამისთვის არსებობს რამდენიმე მეთოდი.
მაგ.

1. სიმძიმის მერე გაკეთდეს გძელი სადავე ( 25-30 სმ), რათა სიმძიმემ ის არ ჩაიტანოს შლამში.


2. პოპ-აპ მონტაჟი. ტივტივადი სატყუარა (ბოილი, სიმინდი და სხვა.).






3. სიმძიმის ზევით დამაგრდეს სადავე.



ყველა წყალსაცავს თავის დამახასიათებელი ფსკერი გააჩნია. მაგალითად ზოგი ტბის ფსკერი სულ ერთია ყველგან, ზოგის კი მრავალფეროვანია, ზოგან ღრმაა, ზოგ ადგილას შლამიანია და ა.შ. ამ დროს ბევრი რამ მოქმედებს თევზის მოძრაობაზე და აქტიურობაზე.

მაგალითად ავიღოთ თხელი და ერთფეროვანი ფსკერი, სადაც ყველგან ერთია ფსკერის ფაქტურა. ამ შემთვევაში ტემპერატურის ცვალებადობა ხშირია, რადგან წყალს როგორც ადვილად გათბობა, ისე ადვილად გაციება ახაიათებს.

ღრმა წყალსაცავებში წყლის ტემპერატურა უფრო ფენებად არის დაყოფილი. სიღრმეში უფრო სტაბილური და ერთია, ხოლო ზევით თბილი და ცვალებადი. ამიტომ არის რომ ქარის დროს უფრო აქტიურია თევზი, რადგან ხდება წყლის ფენების აღრევა და ამ წყლის ერთ ადგილას მოქცევა. თან ამ დროს საკვები უფრო ბევრია, რაც ყურადღებას იქცევს თევზში.

რაც შეეხება ტენიანობას და ატმოსფერულ წნევას, დიდად მოქმედებს თევზის თვისებებზე, მის აქტიურობაზე, თუ რა სახის საკვები უნდა და ა.შ. რაც უფრო მეტი ჟანგბადია, მით უფრო აქტიურია თევზი. ძალიან ბევრი დეტალია, რაც უნდა გავითვალისწინოთ თევზჭერის დროს. ბევრი რამ გამომრჩა ალბათ, მაგრამ ნელ-ნელა დავამატებ ინფორმაცია, რასაც მოვიძიებ. ეხლა კონკრეტულად მაინტერესებს კობრის თვისებები, ჩვევები, თუ როგორ ადგილებს ირჩევს და ა.შ.

თუ რამე არასწორია, თხოვნა იქნება ჩემი თქვენი აზრი გამიზიაროთ.







ერთ საინტერესო სტატიას წავაწყდი რომელიღაც ინგლისურ საიტზე, სადაც დეტალურად არის ახსნილი ყველა ის ბუნებრივი ფაქტორი, რაც მოქმედებს კობრზე. ამ სტატიამ ჩემს ბევრ შეკითხვაზე გამცა პასუხი და იმედია თქვენც ბევრ რამეს გაიგებთ. თარგმანი შეიძლება მთლად გამართული არ იყოს, მაგრამ შევეცდები აზრი სწორად გადმოვცე. მაშ ასტე newsmile05.gif

ამინდი,ქარი,ტემპერატურა და ატმოსფერული წნევა. როდის, სად და როგორ ვითევზაოთ კობრზე.

ამინდი

ამინდი დიდ გავლენას ახდენს ტემპერატურაზე, ქარის მიმართულებაზე და ძალაზე,ატმოსფერულ წნევაზე და ჟანგბადის შემცველობაზე წყალში. ეს პირობები დიდად მოქმედებს ადგილზე,თევზზე და მის კვებაზე. ამინდის უეცარმა ცვლილებამ შეიძლება შეცვალოს კენკვის აქტიურობა, ამიტომ ყოველთვის საჭიროა გავითვალისწინოთ ის დეტალები რაც დაგვეხმარება თევზის მოქმედების ამოცნობაში.

ქარი

ქარი ერთ-ერთი ის ნაწილია ამინდის, რომელსაც დიდ ყურადღებას აქცევენ მეთევზეები. ქარის მიმართულება ხშირად გვაძლევს ნიშანს, თუ სად და რომელ ადგილას ვითევზაოთ, ხანდახან იმაშიც გვეხმარება, თუ რა მანძილზე ვითევზაოთ. ხშირად ისმის რომ დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთის ქარი იდეალურია თევზაობისთვის. ეს იმაში მდგომარეობს, რომ სამხრეთ-დასავლეთის ქარს ხშირად მოაქვს თბილი ჰაერი, რაც თევზის კენკვას უფრო აქტიურს ხდის, ხოლო ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის ქარს უფრო ცივი ჰაერი მოაქვს, რაც ცუდად მოქმედებს კენკვაზე.
რაც შეეხება ქარის ძალას, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია თევზაობაში. ძლიერი ქარი უფრო ეხმარება თევზს კვებაში, რადგან ამ შემთხვევაში თბილ ჰაერთან ერთად საკვებიც უფრო მეტი გროვდება იმ მიმართულებით, საითაც ქარი უბერავს. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი რაც უფრო პროდუქტიულს ხდის ჩვენს თევზაობას. ერთ-ერთი ფაქტორი ის არის რომ, ის საკვები რაც ქარს მოაქვს, წყალქვეშა მიქცევას შემდეგ ის საპირისპიროდ მიაქვს (ამიტომ შეიძლება ითქვას რომ ამ შემთხვევაში, ადგილის დაკვებაც დიდ შედეგს მოგვცემს, რადგან ის თევზს შორი მანძილიდან მოიზიდავს) . კობრს რაც შეეხება, ის ირჩევს წყლის თბილ ფენებს და ქარი სწორედ ამ ფენას და მოქცევას წარმოქმნის.

ტემპერატურა

ზემოთ აღნიშნულ ფაქტორებთან ერთად ტემპერატურაც დიდ როლს თამაშობს თევზის კენკვაში. კობრის კვების აქტიურობა ხდება მაშინ, როდესაც წყლის ტემპერატურა შედარებით თბილია. წყლის ტემპერატურის დაცემის დროს კობრი წყლის თხელ ფენას ირჩევს ან წყალქვეშა თბილ მოქცევას. ჰაერის ტემპერატურის დავარდნა არ ნიშნავს იმას რომ წყლის ტემპერატურაც იკლებს. წყალს დროის რაღაც მონაკვეთი სჭირდება რომ ის იმ ტემპერატურამდე დავიდეს როგორც ჰაერია. ყველაფერი კი განპირობებულია წყლის სიღრმეზე.

ატმოსფერული წნევა

სტაბილური ატმოსფერული წნევა ძალიან გვეხმარება თევზაობაში. ამ დროს წყალში ჟანგბადის შემცველობა ზომიერია და კენკვაც უფრო აქტიურია. კობრს ჭირდება ჟანგბადი რათა საკვები მოიპოვოს. როდესაც ჟანგბადის შემცველობა მცირეა, თევზი ეშვება და ზარმაცდება, რადგან მას არ ყოფნის ენერგია და ძალა საკვების მოპოვებისა.



მაღალი ატმოსფერული წნევა (30.50+ჰგ)=უღრუბლო ცა=აქტიურობა საშუალოდან ქვევით=სასურველია ვითევზაოთ სიღრმეში ან ახლო თავშესაფრებში.

საშუალო ატმოსფერული წნევა(29.70-30.40ჰგ)=უღრუბლო=აქტიურობა ნორმალური=სასურველია ჩავატაროთ ექსპერიმენტები სატყუარებზე და მონტაჟებზე.

დაბალი ატმოსფერული წნევა (29.60-)=მოღრუბლული/წვიმიანი=აქტიურობა კლებულობს=სასურველია ვითევზაოთ სიღრმეში ან თავშესაფარში

ატმოსფერული წნევის აწევა = ცვალებადი ამინდი = აქტიურობას იწყებს თევზი= ვთევზაობთ სიღრმეში ან თავშესაფარში.

სტაბილური ატმოსფერული წნევა = კარგი ამინდი = აქტიურობა ნორმალური = საუკეტესო პერიოდია გავტესტოთ ჩვენი სატყუარები, მონტაჯები და ა.შ.

ატმოსფერული წნევის ვარდნა = ამინდის გაფუჭება = საუკეთესო პერიოდი თევზაობისთვის = თევზი იღებს ყველა სატყუარას რაც კი შეხვდება.


ესეც სპეციალური ატმოსფერული წნევის საზომი თევზაობისთვის






ეს იყო და ეს, რის გადათარგმნაც შევძელი. სხვათაშორის იმდენი კარგი რამ არის ამ საიტზე, რომ გადახედოთ (ვინც ინგლისური იცის) ურიგო არ იქნება. http://www.carp-fishing-tactics.com/

შემდეგ ვეცდები სხვა სტატიებიც გადავთარგმნო. ველი თქვენს აზრებს, შეხედულებებს, გამოცდილებას ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

წარმატებები ყველას.

დიდი პატიცისცემით

გიგა ბაინდურაშვილი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Oct 4 2011, 22:15
პოსტი #2


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



giga_bai
კარგი ნამუშევარია და სასარგებლო ინფორმაცია!!!
newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Oct 4 2011, 23:45
პოსტი #3


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



giga_bai

მართლაც რომ კარგი ნამუშევარია, რესფექთები! newsmile05.gif


კარგი და საჭირო თემაა, შესაბამისად ავპინე კიდეც.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giga_bai
პოსტი Oct 5 2011, 00:35
პოსტი #4


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 185
რეგისტრ.: 7-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



Davitus
გოგა


გაიხარეთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Oct 5 2011, 10:30
პოსტი #5


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



giga_bai
xoshian.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მიხაილ
პოსტი Oct 6 2011, 12:39
პოსტი #6


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 810
რეგისტრ.: 23-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: GEORGIA,TBILISI



giga_bai
ნამდვილად კარგი ნამუშევარია მეგობარო, ეგრე გააგრძელე, თუ მიამატებ კიდე ესე სასარგებლო ინფორმაციას ხო ვაფშე მაგარი იქნება small3d018.gif small3d018.gif xoshian.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
პროფესიონალი დამ...
პოსტი Oct 8 2011, 14:50
პოსტი #7


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 27
რეგისტრ.: 26-March 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



გამარჯობათ, giga_bai
ძალიან საჭირო სტატიაა, ერთი შეკითხვა მაქვს, კასიოს საათები ბარომეტრით რომელიც არის, რამდენად გამოდგება მაგ საქმეში, მგონი პასკალებში ზომავენ, ზუსტად ვერ გავიგე.

http://www.amazon.com/Casio-PAG240-1CR-Pat...5897&sr=8-1

http://www.amazon.com/Casio-GW9200-1-G-Sho...6049&sr=8-3
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
vajikoooo
პოსტი Sep 1 2013, 20:41
პოსტი #8


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1
რეგისტრ.: 1-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: veliscixe



კარგია Hემნაირი დამწყებისთვის
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
user023
პოსტი Oct 27 2014, 11:47
პოსტი #9


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1
რეგისტრ.: 27-October 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მოგესალმებით,
ერთი შეკითხვა მაქვს და თუ არასწორ ადგილას ვწერ მაპატიეთ.
ზემოთ მოყვანილ სტატიაში(ძალიან ინფორმაციული იყო) ნაჩვენები აწყობილი მონტაჟები სად შეიძლება შევიძინო?

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია user023: Oct 27 2014, 11:48
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 08:48