გამოფენა და მისი წესები . - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

13 გვერდი V  « < 10 11 12 13 >  
Reply to this topicStart new topic
გამოფენა და მისი წესები ., ბონიტირება . საველე დიპლომი
simona
პოსტი Jun 19 2012, 07:42
პოსტი #166


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 229
რეგისტრ.: 19-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



როდესაღაც მთელი საბწოთა კავშირი დაიშალა და დაინგრა საქართველოძეც მწარეთ იმოქმედა ამან, ზოგი მართლა სულისკვეთებით იბრზოდა საქართველოს კეთილ დღეობისკენ და მოღალათეთ და თავისი საქმის არამცოდნეთ აფასებდნენ რადგან ევროპა და ამერიკა რას გვიშველისოოო,. დოლარი კაია ევრო ორჯერ კაი მაგრამ ევროპა არ გვინდა, მე ვაფასებ იმ ადამიანების შომას და ჯაფას, ბატონ თენგო რომელიც ფორუმზეა , ბატონი შადიმანი, და ყვესას დანარჩენებსაც, ერთია ნადირობდე და კაი ადამიანი იყო, მეორეა კინოლოგი და მეძაღლეობის საქმის კ ა რ გ ა თ მცოდნე.მაგრამ დანარჩენს დრო გვაჩვენებს და მოდით დაველოდოთ. რაცშეეხება ჩემ უსაბუთოსს, მე ვაპირებ რომ ეს უსაბუთო სანან თავის სიცოცხლეს არ დაამთავრებს ჩემს გვერდით იყოს როგორც წინა 2 ძაღლი. მე გიგასაც მივწერე და მოვიბოდიშე თუ ჩემი პოსტებით შეორაწყოპა მივაყენე და აქაც ვწერ. აქ ჩემზე ბევრათ პროპესიონალები ხართ და ბევრი ისეთიც ვისაც მაგრათ ძალიან მაგრათ უნდა რომ მაგარი ევროპული ( ყველას არ ვგულისხმობ) ძაღლი გყავდეთ, მაგრამ როგორც კი საუბარი წაავა ამ საკითხზე ეგრევი უარყოპითი და რავი რა დავარქვა, რეაქცია მოდის, თუმცა მერე ბევრი ამბობს რომ ელოდება და აყავს ლეკვი. ალბათ იმითომ რომ კაია და იმედია მხოლოდ ერთმანეთის შესადარებლად ამდენ დროს და თანკებს არ დახარჯავენ და მართლა საუკეთესო ძაღლებს დააყენებენ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jun 19 2012, 08:21
პოსტი #167


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



simona
ევროპულებზე უარყოფითი დამოკიდებულება კი არ აქვს ვინმეს, უბრალოდ საქართველოში ჯერ არ არს მაგ ძაღლების ისეთი რაოდენობა რომ რამე ტურნირზე ან თუნდაც დასკვნებზე იფიქრო. გიგოს, ალეკოს, ივას და კიდევ რამოდენიმე პიროვნების შემართება და შრომა მისასალმებელია და სამაგალითოა. სწორედ მათმა შემოყვანილმა ძაღლებმა უნდა გასცეს პასუხი შორი გასვლა ჯობს, სწრაფი სირბილი თუ კიდევ რამე, რაც მაგ ძაღლებს გააჩნიათ. ჯერ შედეგი არ ჩანს და სხვაობა მინიმალურია (მაგრამ არის) უბრალოდ ეგ სხვაობა 1500 ევრო ნამდვილად არ უღირს უბრალო მონადირეს.

ჯერ რაც ჩანს ახალმა სისხლებმა უბრალოდ გააკეთილშობილა ჩვენი ძაღლების სისხლი და კარგ შთამომავლობას იძლევა.

ამიტომ სანამ ევროპული შორი გასვლის ძაღლები მასიურად არ შემოვა, მანამდე დასკვნების გაკეთება ნაადრევია.

იყო ესეთი თემა დაიხურა იმის გამო რომ არაარგუმენტირებული დავა მიდიოდა, ამიტომ ამ თემაშიც იკრძალება ევროპულებისა და საბჭოთა ძაღლების შედარება.

დაწერეთ თემის ირგვლივ, გამოფენებზე და მათ წესებზე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ირაკლი
პოსტი Jun 19 2012, 10:45
პოსტი #168


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 442
რეგისტრ.: 16-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(simona @ Jun 19 2012, 08:42) *
აქ ჩემზე ბევრათ პროპესიონალები ხართ და ბევრი ისეთიც ვისაც მაგრათ ძალიან მაგრათ უნდა რომ მაგარი ევროპული ( ყველას არ ვგულისხმობ) ძაღლი გყავდეთ, მაგრამ როგორც კი საუბარი წაავა ამ საკითხზე ეგრევი უარყოპითი და რავი რა დავარქვა, რეაქცია მოდის, თუმცა მერე ბევრი ამბობს რომ ელოდება და აყავს ლეკვი. ალბათ იმითომ რომ კაია და იმედია მხოლოდ ერთმანეთის შესადარებლად ამდენ დროს და თანკებს არ დახარჯავენ და მართლა საუკეთესო ძაღლებს დააყენებენ.



ამას თუ ჩემზე ამბობ, როცა ჩამოვიყვან და დადგება ისეთი რო ქების ღირსი იქნება მაშინ შევაქებ მანამდე კი ვერავის მოყოლილით და ვერც ვიდეოებით ვერ დავუწყებ ქებას . არციმაში ვარ დარწმუნებული რო გამომადგება , მარა მოვსინჯავ და მერე ვნახოთ შევაქებ თუ გავლანძღავ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giga_megu
პოსტი Jun 19 2012, 10:56
პოსტი #169


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 809
რეგისტრ.: 17-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(irakli# maxi @ Jun 19 2012, 11:45) *
ამას თუ ჩემზე ამბობ, როცა ჩამოვიყვან და დადგება ისეთი რო ქების ღირსი იქნება მაშინ შევაქებ მანამდე კი ვერავის მოყოლილით და ვერც ვიდეოებით ვერ დავუწყებ ქებას . არციმაში ვარ დარწმუნებული რო გამომადგება , მარა მოვსინჯავ და მერე ვნახოთ შევაქებ თუ გავლანძღავ.

არა ირაკლი ჩემზე ამბობს მაგას, სიმონ მისმინე არ არის ლამაზზი ფორუმზე შეხვიდე სადაც მრავალი მონადირეა და გაულანძღო ვაისვაგლახით გაზრდილი ძაღლები ,და თქვა რომ სხვა ჯობია თქვენს ძაღლბსო ,ყვლას თავისი აზრი აქვს ,მე მომწონს ევროპულები და ძალიან მინდა რომმყავდეს და ძაან მალე მეყოლება კიდე ც მარა ეგ იმას არ ნიშნავს რომ მე სხვას ძაღლი უნდა დავუწუნო და ვუგინო იმის გამო რომ საბჭოთა მოშენების ძაღლია არ მაქვს მაგის უფლება.მე კიდე ვიმეორებ მომწონს და მინდა ევროპული ძაღლი და სიც მინდა რომ როგორც ევროპაშია ესე იყოს ჩვენთან განვიტარებული ყველაფერ მარა სად არის როო??
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Jun 19 2012, 11:00
პოსტი #170


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მეგობრებო,
რამდენი ხანია თვალ ყურს ვადევნებ ამ უსაგნო კამათს და ვერ მივხვდი რა გინდათ

არ მოგწონთ ე.წ. '' მაჩაბლის'' კლუბის ჩატარებული გამოფენა? მოიფიქრეთ უკეთესი, გპირდებით რომ მონაწილეობას მივიღებთ
ისევ ევროპული თუ არა ევროპული, რა გჭირთ ხალხო? სად გაგონილა მონადირესთვის ძაღლის და თოფის გალანძღვა, არა ეს სწორი საქციელი

ყველას უნდა რომ კარგი ძაღლი ყავდეს, და ვისაც გულით უნდა ის ცდილობს კიდეც
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giga_megu
პოსტი Jun 19 2012, 12:07
პოსტი #171


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 809
რეგისტრ.: 17-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



Maverick dastur.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dato6
პოსტი Jun 19 2012, 13:52
პოსტი #172


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 278
რეგისტრ.: 1-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



დრო უნდა ყველაფერს ხალხო და გამოჩნდება ევროპელების ავკარგიანობა. ჩემი აზრით ეს გამოფენა ნორმალურად ჩატარდა, ამდენი ძაღლი თუ გამოუყვანიათ აქამდე? ესაც ხომ დიდი მიღწევაა. ისე თუ ყავდა ვინმეს ევროპული სისხლის ამ გამოფენაზე თუ იცით. ისე მომავლისთვის, თუ კიდევ მოიმატებს რაოდენობა, საუკეთესო ეკზემპლიარებიც გამოჩნდება. მე პირადად საკამათოს ვერაფერს ვხედავ ამ საკითხთან დაკავშირებით, რა და როგორ უნდა ჩატარდეს, იმიტომ რომ მაჩაბლის კლუბში ისეთი ხალხია წლობით რომ ემსახურებიან ამ საქმეს და ისე თუ ასე გადაარჩინეს ეს საქმე და აგერ უკვე ნელ-ნელა ზემოთაც მიიწევს, ჩემი აზრით. მე პირადათ დიდ მადლობას ვუხდი ყველას ვისაც კი წვლილი აქვს ამ საქმეში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giga_megu
პოსტი Jun 19 2012, 15:42
პოსტი #173


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 809
რეგისტრ.: 17-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ამ გამოფენაზე იყო ერთი ევროპული მოშენების ულამაზესი პოინტერი გიორგი ანდრონიკაშვილის კურაჟი (კაპონე+რიმკა) მიიღო ფრიადი ,ერთიც ფრანგი ინგლისური სეტტერი ბესარიონ გვასალიას ლარიჩე დელ ფრაგიმ,მიიღო ძლიერ კარგი (ასაკობრივი ჯგუფის გამო)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Jun 19 2012, 16:30
პოსტი #174


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ისე ასე თუ წავიდა საუბარი, ყველაზე მაგარი ვარიანტი იცით რომელია, 3 პოინტერი უნდა გყავდეს კაცს, ერთი შოუ კლასის, კუკლა , გამოფენაზე სატარებლად. მეორე ევროპული მუშა სისხლის, საველე შეჯიბრებისთვის და მესამე ჩვენს პრაქტიკულ ნადირობას მორგებული, კარგი სანადირო ხაზის აბორიგენი D.gif სანადიროდ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი Jun 19 2012, 17:25
პოსტი #175


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ძაღლებზე კი ვსაუბრობთ (ზოგს მითოლოგიური "ევროპული სისხლების" ლეკვი ყველა მომავალი ჩემპიონი გონია, ზოგი ევროპულებს, პირიქით, ეჭვის თვალით უყურებს, აბორიგენი იყოს და ნაღდი იყოს, ის მირჩევნიაო), მაგრამ სინამდვილეში პრობლემა ჩვენშია, ჩვენს უცოდინრობაში, ნაკლებ გათვითცნობიერებულობაში..ზერე
ლე, სადღაც ყურმოკვრით გაგონილი არგუმენტებით კამათის მოყვარულობაში..
აგერ, ამ თემას ქვია: "გამოფენა და მისი წესები; ბონიტირება, საველე დიპლომი". დიდი თემაა, მაგრამ სანამ აზრებს გამოვთქვამთ და კამათს დავიწყებთ, ხომ უნდა ვიცოდეთ, რაზეა ლაპარაკი.. "აქოური" გამოფენის წესები ჯობია, თუ "იქოური",- სანამ ამაზე ვიკამათებთ, ერთის და და მეორის წესებზე ზოგადი წარმოდგენა მაინც ხომ უნდა გვქონდეს? თუ არა გვაქვს, ხომ უნდა გვაინტერესებდეს მაინც? ჯერ გავერკვეთ რაღაცეებში და მერე შევებათ ერთმანეთს.. ან ეს ყბადაღებული ბონიტირება რას ნიშნავს, როგორ და რა მიზნით ხდება, თუ არ იცი, - რანაირად უნდა განიხილო მისი ავკარგიანობა?
ისე, დამერწმუნეთ, ბონიტირების გარდა უამრავი რამით განსხვავდებიან ფცი-ს და ჩვენი გამოფენის წესები ერთმანეთისგან.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nik@a
პოსტი Jun 19 2012, 18:43
პოსტი #176


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,183
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ისე კარგი იქნებოდა გამოფენის წესები რომ დაიდოს... ისე როგორც საველე გამოცდების წესები დევს ძირეულად...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Jun 19 2012, 19:21
პოსტი #177


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ხვალ ავკრეფავ და დავდებ , დღეს მეზარება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Jun 20 2012, 10:34
პოსტი #178


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



სანადირო ძაღლების გამოფენის ჩატარების წესები


სანადირო ძაღლების გამოფენა არის საჯიშე ღონისძიება. ტარდება ყოველ-წლიურად, სანადირო მეძაღლეობის მიღწევათა დემონსტრირებისა და პროპაგანდისთვის, საუკეთესო საჯიშე ძაღლების , მფლობელთა წასახალისებლად.
გამოფენაზე დაიშვებიან ძაღლები 10 თვის ასაკიდან , 10 წლის ასაკის ჩათვლით, კონტიგენტი იყოფა, სამ ასაკობრივ ჯგუფად:
უმცროსი- ათი თვიდან- 1,5 წლამდე.
საშუალო- 1,5 წლიდან -3 წლამდე.
უფროსი- 3 წლიდან -10 წლამდე.
ასაკი დგინდება ექსპერტიზის დღეს, წარმოშობის დოკუმენტების მიხედვით. ამავე დოკუმენტების საფუძველზე, ძარლის ყველა აუცილებელი მონაცემი, იწერება შესაბამის ფურცელზე, რომელიც წინასწარ და გადაეცემა საექსპერტო კომისიას, ფეფასების დაწყებამდე.
ექსპონატებზე რომლებსაც აქვთ საველე დიპლომები, წინასწარ მზადდება მასალები ბონიტირებისთვის.
გამოფენაზე დაიშვებიან მხოლოთ ცოფზე აცრილი ძაღლები, რომელთაც აქვთ საზოგადოების მიერ გაცემული მოწმობა.

ექსპერტიზა

ექსპერტიზას, როგორც რინგზე ასევე კომპლექსურ შეფასებას, ატარებს ექსპერტი ასისტენტების თანხლებით. ექსპერტებად ინიშნებიან, მხოლოდ ექსპერტ-კინოლოგიის წოდების მქონე პირები. ახალგაზრდა ექსპერტთა აღზრდისა მომზადებისთვის პრაქტიკის გასავლელად, რინგზე შეიძლება მიმაგრდეს, არა უმეტეს 2 პრაქტიკანტი. ( სტაჟიორი).

ძაღლის შეფასება გამოფენაზე ხდება, მხოლოთ მოცემული რინგის ექსპერტის მიერ და არის საბოლოო.

ექსპერტებსა და ასისტენტებს არა აქვთ უფლება შეაფასონ ძაღლები, რომლებიც ეკუთვნით მათ ან მათ ოჯახის წევრებს. ასეთი ძაღლების შეფასებას ახდენს, მთავარი საექსპერტო კომისია, რის მიხედვითაც ხდება კომპლექსური შეფასება ადგილის მიუნიჭებლად კლასში.
გამოფენაზე ძაღლები თავდაპირველად გადიან ,ექსტერიერულ, შემდეგ კი კომპლექსურ შეფასებას.

ექსპერტიზა ტარდება სქესისა და ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, სედარებითი ვიზუალურ-ზომვითი მეთოდით. მეთოდი ემყარება ექსპერტიზის ტექნიკასა და მეთოდიკას, აგრეთვე ჯისების სტანდარტებს.

თავიიაანთ ჯგუფში დაგვიანებულები რინგზე არ დაიშვებიან. მათი აღწერა და შეფასება ხდება ე.წ რინგის გარეთ. მათ არ მიეკუთვნებათ ადგილი კლასში და არ ჯილდოვდებიან.
პრეტენზიები და საჩივრები მიიღება და განიხილება მხოლოთ გამოფენის დამთავრებამდე.

ჯიშიანობა და ექსტერიერი ფასდება შემდეგნაირად: უფროს და საშუალო ასაკობრივ ჯგუფში-"ფრიადი", "ძლიერ კარგი", "კარგი", "დამაკმაყოფილებელი". უმცროს ასაკობრივ ჯგუფში "ძლიერ კარგი", "კარგი", "დამაკმაყოფილებელი".

ძაღლებს რომლებსაც ექსტერიერში აქვთ არაწმინდასისხლიანობის ნიშნები: ჯისისთვის არა ტიპიური შეფერილობა, ბეწვის საფარველი და სხვა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სტანდარტით, აგრეთვე კრიპტოხი ძაღლები რჩებიან შეუფასებლები. კოსმეტიკური მეთოდებით და ქირურგიული ჩარევით გარეგნობის შეცვლა ,აკრძალულია და ასეთი ძაღლები არ შეფასდებიან.

უმცროსი ასაკობრივი ჯგუფის თვითეულ ძაღლზე, რომელიც მიიღებს ექსტერიერულ შეფასებას არანაკლებ "კარგისა" გაიცემა სპეციალური ,მოწმობა, სადაც მითითებული იქნება ჯიშიანობისა და ექსტერიერის შეფასება, აგრეთვე დაკავებული ადგილი რინგზე.

კომპლექსურ შეფასებას გადის სამივე ასაკობრივი ჯგუფის საველე დიპლომის მქონე, ყველა ძაღლი, რომელიც მიიღებს შეფასებას არანაკლებ :"კარგი"-სა.

კომპლექსური შეფასება(ბონიტირება)

კომპლექსური შეფასებისას ჯამდება სემდეგი მონაცემები:1) ძაღლის წარმოშობა. 2) სანადირო თვისებები, 3) ჯიშიანობა, კონსტიტუცია და ექსტერიერი, 4) შთამომავლობა.

1). ძაღლის წარმოშობის შეფასება ხდება, მისი საგვარეულოს საფუძველზე. აღნისნული დოკუმენტი უნდა ადასტურებდეს, რომ შესაფასებელ ეგზემპლარს გააჩნია უშუალო წინაპართა ოთხივე მუხლი (მშობლები, ბებია-ბაბუის წყვილები, მათი მსობლები და ბებია-ბაბუები), ხოლო მის მშობლებს, ექსტერიერის შეფასება და საველე დიპლომი.

წინაპრები ფასდება გარკვეული წესით: ა) მშობლების არსებობა თითო ქულა, ამრიგად 2 ქულა.
ბ). იმ შემთხვევაში თუ მშობლებს გააჩნიათ, ექსტერიერული შეფასება არა ნაკლები "კარგი"-სა თვითვეულ მათგანზე მოიცემა 2 ქულა, ანუ 4 ქულა.
გ).თუ მშობლებს მიღებული აქვთ, ნებისმიერი ხარისხის საველე დიპლომი, თვითვეული იძლევა 2 ქულას, ე,ი, 4 ქულას. სრული მონაცემების შემთხვევაში გამოდის რომ ძაღლი იღებს მშობლებისთვის 10 ქულას.
დ) თვითვეული ბებია და ბაბუა იძლევა 1 ქულას, ანუ მთლიანობაში 4 ქულას. მათი მშობლები 0,5 ქულას, რაც ჯამში 4 ქულაა. ბოლო მეოთხე მუხლის წინაპრები თვითვეული 0,25 ქულას, ე,ი, 2 ქულას. ამ რიგად მშობლების გარდა ,წინაპრებისთვის ძაღლს ერიცხება 10 ქულა.

2). სანადირო თვისებების შეფასება ხდება სამი უმაღლესი ხარისხის საველე დიპლომის მიხედვით. ქულები დაირიცხება შემდეგი პრინციპით:
ა). პირველი ხარისხი-40 ქულა.
ბ) მეორე ხარისხი- 35 ქულა
გ) მესამე ხარისხი- 30 ქულა.
დამატებითი ქულა დაირიცხება განმეორებითი დიპლომის შემთხვევაში და ძაღლს ემატება პირველი ხარისხისთვის 10 ქულა, მეორე ხარისხისთვის 8 ქულა, მმესამე ხარისხისთვის 5 ქულა.


3). ჯიშიანობის, კონსტიტუციისა და ექსტერიერისთვის ძაღლს ქულები ერიცხება მხოლოთ ამ გამოფენაზე მიღებული შეფასების მიხედვით , შემდეგი წესით,: "ფრიადი"- 40 ქულა, "ძლიერ კარგი"- 30 ქულა, "კარგი"- 20 ქულა. "არადამაკმაყოფილებელზე " შეფასების ქულები არ იწერება.

4). შთამომავლობის შეფასებისას მხედველობაში მიიღება მხოლოთ უშუალო შთამომავლები (შვილები) , რომლებსაც მიღებული აქვთ ნებისმიერი ხარისხის დიპლომი და ექსტერიერული შეფასება არანაკლებ "კარგისა". შთამომავლობის რიცხვი, რომლებიც ქულას აძლებს მშობელს, უნდა იყოს არაუმეტეს ექვსისა. თვითვეული შთამომავლისთვის როგორც ძუს, ასევე ხვადს ქულები დაერიცხება შემდეგნაირად: ექსტერიერული შეფასებისთვის "ფრიადზე"- 3 ქულა, "ძლიერ კარგზე"- 2 ქულა, "კარგზე"- 1 ქულა.
საველე დიპლომისთვის: პირველი ხარისხისთვის 3 ქულა, მეორე ხარისხისთვის 2 ქულა, მესამე ხარისხისთვის -1 ქულა.

ბონიტირების დროს ძაღლები ნაწილდებიან ,შემდეგ კლასებში: ელიტა, პირველი და მეორე. ძაღლის ამა თუ იმ კლასისადმი მიკუთვნება, ხდება საექსპერტო კომისიის მიერ, ცალკეულ კლასთა მოთხოვნათა გათვალისწინებით, განსაზღვრული პრინციპით:
1). უმაღლეს კლასში ელიტაში მოსახვედრად ძაღლი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:
ა.) უნდა ჰქონდეს ერთი პირველი, ან ერთი მეორე და ერთი მესამე ხარისხის დიპლომი, რაც ჯამში უდრის 40 ქულას.
ბ). გამოფენაზე უნდა დაიმსახუროს შეფასება არანაკლებ "ძლიერ კარგი"-სა რაც ფასდება 30 ქულით.
გ). წინაპრებისთვის ძაღლს უნდა ერიცხებოდეს მინიმუმ 18 ქულა .
დ) უნდა ჰყავდეს რამდენიმე ისეთი კლასიანი შთამომავალი, რომელიც საერთო ჯამში ხვადს მისცემს 8 ქულას, ხოლო ძუს -4 ქულას.

ამგვარად უმაგლეს კლასში მოსახვედრად ხვად ძაღლს სჭირდება მინიმუმ- 96 ქულა, ხოლო ძუს- 92. ამ კლასის ყველა ძაღლი ჯილდოვდება ოქროს დიდი მედლით.

2). პირველ კლაში მოსახვედრად, ძაღლი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:
ა). უნდა ჰქონდეს ერთი მეორე ან ორი მესამე ხარისხის დიპლომი ,რაც ჯამში 35 ქულაა.
ბ). გამოფენაზე უნდა დაიმსახუროს შეფასება არა ნაკლებ "ძლიერ კარგისა". ანუ 30 ქულა.
გ). წინაპრებისთვის ძაღლს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 16 ქულა.

ამრიგად პირველ კლაში მოსახვედრად ორივე სქესის ძაღლს სჭირდება მინიმუმ 81 ქულა და დაჯილდოვდება ოქროს მცირე მედლით.

3). მეორე კლასში მოსახვედრად ერთი მესამე ხარისხის დიპლომი მაინც, შეფასება მინიმუმ "კარგი" წარმოშობისთვის 16 ქულა. რაც საბოლოო ჯამში 66 ქულაა და ძაღლი ჯილდოვდება ვერცხლის მედლით.
ძაღლის ადგილი მოცემულ კლასში განისაზღვრება მის მიერ დაგროვილი ქულების ჯამით. უმაღლეს ადგილს იკავებს ძაღლი რომელიც აგროვებს ქულების უდიდეს ჯამს. ორი ან მეტი ძაღლის მიერ დაგროვილი ქულათა ჯამის თანხვედრის შემთხვევაში დაკავებული ადგილი განისაზღვრება, კომპლექსური შეფასების ცალკეული მუხლების ქულების მიხედვით შემდეგი წესით:
1) შთამომავლობის მიხედვით, 2) მუშა თვისებების მიხედვით. 3) ექსტერიერის შეფასების მიხედვით. 4) წარმოშობის მიხედვით, 5) რინგზე დაკავებული ადგილის მიხედვით.
იმ შემთხვევაში თუ მფლობელი ძაღლს რინგიდან გაიყვანს შეფასების შეფასების გამოცხადების შემდეგ, მაგრამ ექსპერტის მიერ შეფასების ფურცლის შევსებამდე, იგი დისკვალიფიცირებული იქნება ორი წლით, რის შესახებ კეთდება შესაბამისი აღნიშვნა ძაღლის საგვარეულო მოწმობაში ან პასპორტში.. ანალოგიურ სასჯელს იმსახურებს ძაღლის პატრონი, რინგზე არაეთიკური ქცევისთვის.


სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Jun 20 2012, 15:14
პოსტი #179


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ვისაც აინტერესებს წაიკითხავს D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Jun 26 2012, 18:59
პოსტი #180


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(aragveli @ Jun 19 2012, 17:30) *
ისე ასე თუ წავიდა საუბარი, ყველაზე მაგარი ვარიანტი იცით რომელია, 3 პოინტერი უნდა გყავდეს კაცს, ერთი შოუ კლასის, კუკლა , გამოფენაზე სატარებლად. მეორე ევროპული მუშა სისხლის, საველე შეჯიბრებისთვის და მესამე ჩვენს პრაქტიკულ ნადირობას მორგებული, კარგი სანადირო ხაზის აბორიგენი D.gif სანადიროდ.

ესეც მართალია მაგარამ ხალხი იმაში უნდა გაერკვეს თუ რისთვის ჭირდება ძაღლი,ნადირობისთვის თუ შოუებისთვის და ა.შ.... ყველას არ ექნება არც დრო,არც პირობები და არც სახსრები რომ 3 ძაღლი ყავდეს და ყველას სხვადასხვა ფუნქცია ქონდეს )))) ამიტომ შეთანხმდით ვის რისთვის უნდა ძაღლი,უფრო დავაწვრილებ (ვინც არ იცის მათთვის D.gif ) და გეტყვიტ რომ "შოუ კლასის კუკლა" სანადიროდ არ გამოგადგებათ D.gif D.gif D.gif D.gif vot-tak.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

13 გვერდი V  « < 10 11 12 13 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 21:33