IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

სიონი აფსაიდ ლეიქ ვიქენდი, მწვანე, მზიანი და ხალისიანი გასვლა
Davitus
პოსტი Jul 18 2011, 13:00
პოსტი #31


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



1.ეკიპაჟი მანქანა: Nissan Mistral 2.7 TD

ჭალიმგელა
ნუკრიMAX
დაჩი


2.ეკიპაჟი მანქანა:Land Rover Discovery 2.5 TD

TAMPLIER
ვიტო
Davitus


3.ეკიპაჟი (კვირას ჩამოსული) მანქანა:Land Rover Discovery 2.5 TD

ჩელე
ეკა
გოგა
სერგო
ტასო

ამინდი: მზიანი,
მანძილი თბილისიდან: 75 კმ,
გზის სირთულე: მხოლოდ ჯიპის კატეგორიის მანქანებისთვის (გადასახვევიდან) მანამდე ნებისმიერი მანქანა მიდის
მგზავრობის დრო: მიახლოებით 80 წთ






ნელ-ნელა ჩამოცხა დედაქალაქში, მიუხედავად იმისა რომ შედარებით გრილი ზაფხულია, მზე მაინც არ გვავიწყებს თავს და ვიქენდებზე სითბო-მზრუნველობას გვპირდება, ეს ერთ-ერთი
მიზეზი, საკმარისია ხოლმე დაემატოს სხვა მცირე მიზეზების ერთობლიობას, ოჩოპინტრელების ტვინში უმალ წარმოიქმნება იმპულსი რომელიც სიმწვანის, სიმშვიდის და დასვენების დეფიციტის
გამანეიტრალებელია...

სწორედ ამ იმპულსის წყალობით შედგა ქვემოთ მოყოლილი და დასურათებული ერთ-ერთი უმაგრესი და ულამაზესი გასვლა...


გასვლასთან დაკავშირებული დილის პირველი ზარი ჩემს ტელეფონზე ვიტოსგან დაფიქსირდა, დააზუსტა ხომ არ ჩაგეძინაო, რათქმაუნდა იმიტომ რომ ჩვენს გადასაადგილებელ ბრორბლებიან ყუთს
მე ვმართავდი, ჩალაბარგებული ვიყავი, ამიტომ 5:30 სთვის ტამპლიერს გავუარე, ჩავლაგდით და ზუსტად დანიშნულ დროს 6:00-ზე ვიტოსაც დავადექით,ყველაფერიც ვიყიდეთ, ჯიპიესიც
გავამზადეთ ტრეკის ჩასაწერად და დავადექით მამკოდას გზას სიონისკენ... მინდა ვთქვარომ საკმაოდ პუნკტუალურად და ოპერატიულად გავედით (პრინციპში 3 კაცის შეკრებას მეტი არც ჭირდება
ხოლმე : ))) )



70 კილომეტრიანი გზა მეტნაკლებად გაიწელა, უფრო შუა მონაკვეთი, დანგრეული ასფალტის საფარი სწრაფად გადაადგილებაში ხელს გვიშლიდა და დამღლელიც კი იყო, სამაგიეროდ გზაზე
არსებული ტყე, ცოტათი მაინც გვიმსუბუქებდა მოწყენილობას, თუმცა ლაპარაკ ლაპარაკით სიონის გადასახვევთანაც მივედით, გრუნტის გზა ბევრად სასიამოვნო და საინტერესო გასავლელია თავის
”დიაგონალებით,” დაქანებით, გამხმარი ”კალეებით” და მჭიდროდ გარშემორტყმული ხე-ბუჩქნარებით, გაივლი ერთ დაღმართს და ფიქრობ რა ”სიამოვნება” გელოდება ამოსვლისას თუ გაგიწვიმდა

მშვენიერი დილა ისევ ინარჩუნებს თავის სიმშვენიერეს მწვანე წალკოტის და ამავე ფერის წყლის ფონზე, მივადექით დანიშნულ დისლოკაციის ადგილს, პირველ ეკიპაჟს უკვე აუთვისებია ტერიტორია
დაჩის პირველი შამაიაც დაუჭერია, ინფორმატორებმა ეგრევე გვამცნეს სიტუაცია, მოდის კარგად, საშუალოზე პატარები 10-12 სმ და ქვემოთ, ჩვენც მეტი რა გვინდა, სანამ ფსკერული
ანკესები თავის პასიურ საქმეს გააკეთებენ, ტივტივათი გართობა გარანტირებული გვაქვს

მეორე ეკიპაჟიც ვითვისებთ არეალს, თვალი ხარბად ისრუტავს მწვანეში ჩაფლულ ლანდშაპტის პეიზაჟს, ტვინი განცხრომაშია-პოზიტიურ ენერგიას იგროვებს, სხეულიც ბაირამობს-გრილ ნიავს და
დილის მზის სასიამოვნო სხივებს არ იკლებს. გარშემო იდეალური, ბუნებრივი სიმშვიდეა, ფრინველების ხმიანობა სასიამოვნოდ ხვდება სმენის ორგანოებს, გვედით მეზობლად რეინჯ როვერი ჩანს,
ბუნეის მოყვარული 2 მეთევზეები სრულ მზადყოფნაში არიან, ჩაგდებული ანკესების ძუებით გაკეთებული აბლაბუდას ქსელები ისეთი სასიამოვნო დასანახია, არ შეიგიძლია სურათის გადაღებისგან
თავი შეიკავო, ვიღებ აპარატს და ვიწყებ გამაოგნებელი სანახაობის სიფრულ ფორმატში გარდაქმნას, რათა სხვასაც მივანიჭო იმ სიამოვნების მცირედი რასაც ჩვენ აღვიქვამთ

დავიწყოთ

ნუკრამ, დაჩიზე ნაკლები რით ვარო და ეტაკა ეგრევე





მაგრამ ჭალოს უკვე დაჭერილი ყავდა, საკმაოდ არაუშავს და იმედისმომცემი ეგზემპლიარი : )))))) ამიტომ, ნუკრას "რეკორდი" ჩაუფლავდა : )))




ეს ვალოდია ჯინჭარაძე არც ვიცი საიდან გაიჩითა მაგრამ საკმაოდ კაი ვინმე იყო, კარგი რაღაცეები აკეთა




ხოოოდა, დაიწყო სამზადისი...










გაიხადა... იქნებ ოჩოპინტრეს ლოგო დავანახო და გაჭრასო, მაგრამ...



ბუნება იყო ისეთი... დისკომაც ფრთები გაშალა : ))




ფიქრი სიონის პირას, ანკესით ხელში: მოვა თუ არ მოვა... საკითხავი აი ეს არის









ნუ...ზოგი ფირობდა, ზოგიც სიზმრობდა : ))











კამუფლირებულად ფიქრი რომ მობეზრდა, ოჩოს მაიკით იფიქრა







ეს ყაზილარი, სულ არ ფიქრობდა, ოცნებობდა და იმიტირებდა

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- Davitus   სიონი აფსაიდ ლეიქ ვიქენდი   Jul 18 2011, 13:00
- - Bonehill   გამოცოცხლდა თქვენ...   Jul 19 2011, 10:33
- - ალთაზარ   როგორ დაკუნთულა ...   Jul 19 2011, 14:07
|- - sabo73   ციტატა(ალთაზარ @ Ju...   Jul 19 2011, 22:38
- - FISHERMAN   საღოლ ხალხო საღოლ, ...   Jul 19 2011, 20:45
- - hunter777   ეხლა ჩამოვედი სიონ...   Jul 19 2011, 23:04
- - ლევანი   hunter777 ვააა..შენც ყოჩა...   Jul 19 2011, 23:59
- - შუკა   ეხ რა დღეში ვართ ე...   Jul 20 2011, 00:20
|- - Davitus   ციტატა(შუკა @ Jul 20 2011...   Jul 20 2011, 06:28
- - ნუკრიMax   ციტატა(nikash4 @ 20th July 2011 ...   Jul 20 2011, 10:25
- - ჰერცოგი997   უეჭველი ცუდად არის...   Jul 20 2011, 10:29
- - hunter777   არადან გუშინ ვნახ...   Jul 20 2011, 10:36
- - ჭალიმგელა   სადაა დავითუსა, და...   Jul 20 2011, 11:19
- - ჰერცოგი997   დადეთ მერე სურათებ...   Jul 20 2011, 11:21
- - Davitus   ციტატა(Chalimgela @ 20th July 201...   Jul 20 2011, 18:02
- - T A M P L I E R   რავი მე შემეცით "...   Jul 20 2011, 19:08
- - ჭალიმგელა   Davitus მაინც არ ყოფნის...   Jul 20 2011, 23:16
- - ფეოლა   ეხ სად არ ვიყავი !...   Jul 20 2011, 23:21
- - ჰერცოგი997   სუპერ გასვლა ამდენ...   Jul 20 2011, 23:24
- - ნუკრიMax   ფეოლა ხო, სად იყავი...   Jul 21 2011, 08:39
- - ჭალიმგელა   მეორე გვერძეც დავა...   Jul 21 2011, 08:50
- - ჰერცოგი997   კარგი საზანჩიკები...   Jul 21 2011, 08:58
- - ჭალიმგელა   ესეც სახლში მოსვლი...   Jul 21 2011, 09:32
- - ფეოლა   სად ვიყავი და ფრია...   Jul 21 2011, 19:51
- - ჩელე   მოკლედ მეც დავყრი ...   Jul 22 2011, 23:46
- - ჰერცოგი997   ტიხარს მოგაწვდი   Jul 22 2011, 23:49
- - ჩელე   RE: სიონი აფსაიდ ლეიქ ვიქენდი   Jul 22 2011, 23:51
- - ჰერცოგი997   მორჩი ჭყუმპალაობა...   Jul 22 2011, 23:56
- - ჩელე   გაიხარე ჰერცოგიუს....   Jul 22 2011, 23:57
- - ჩელე   დავიტანჯე რაა ამის...   Jul 23 2011, 00:14
- - ჭალიმგელა   ჩელე სულ ეგა ხარ? ი...   Aug 2 2011, 11:36
- - Davitus   სერიოზული სურათია,...   Aug 3 2011, 00:29
- - გოგა   Davitus ეს რა არის კაცო,...   Aug 3 2011, 14:18
- - ჭალიმგელა   Davitus შენც ეგ სურათი ...   Aug 3 2011, 14:21
- - T A M P L I E R   როგორი ფერთა გამაა...   Aug 3 2011, 14:37


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th May 2024 - 07:48