რემინგტონ 870 - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
რემინგტონ 870, ეხება ამ თოფის პატრონებს
Shooter
პოსტი Jan 23 2013, 11:54
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



Remington 870 – კონსტრუქციის თავისებურებები და შესაძლო პრობლემები

ეს სტატია იქნება საინტერესო ყველა მოდიფიკაციის რემინგტონ 870 თოფის პატრონისთვის. სტატია არის შედეგი Remington 870-ის ტესტირების და მისი კონსტრუქციის შესწავლის.

მთლიანობაში რემინგტონ 870 არის კარგი თოფი მაგრამ მას აქვს მთელი რიგი თავისებურებების, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ და რომლებსაც მე აქ ავხსნი. გარდა ამისა არის რიგი პრობლემების, რომელიც ხშირია ახალი გამოშვების თოფებში. პრობლემა, რომელიც ყველაზე ხშირად უკავშირდება ახალ რემინგტონ 870-ებს ეხება მასრების ექსტრაქციას. იმ გამოკვლევის მიხედვით, რომელიც მე ჩავატარე ეს ნამდვილად არის საკმაოდ ხშირი პრობლემა სწორედაც, რომ ახალი გამოშვების რემინგტონ 870-ში და გამოიხატება ეს ორ რამეში. პირველი არის მასრის გაჭედვა სავაზნეში, როდესაც თქვენ ხელით ვერ ხსნით საკეტს იმისთვის, რომ მასრა ამოაგდოთ. მიზეზი არის სავაზნის გეომეტრია და არასრულყოფილი დამუშავება. იგივე მიზეზის გამო რემინგტონი როგორც წესი ვერ მოინელებს ხელით დატენილ ვაზნებს, რომელსაც ინელებდა სხვა თოფები. გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ხელით სავაზნის გაპრიალება. აქ აუცილებლად დრელი საჭირო არ არის, თუმცა ის ნამდვილად უფრო დაგეხმარებათ ამ საქმეში. საკმარისია ხელითაც გაპრიალდეს სავაზნე. ამისთვის კონკრეტულად მე გამოვიყენე აბრაზიული ქაღალდი (ე.წ. “შკურკა”) და რკინის ლულის სახეხ ჯაგრისზე გადახვეული შალის ნაჭერი და მწვანე ქვა. ჟღერს ძალზედ არაპროფესიონალურად მაგრამ ამ პროცედურის ჩატარების შემდეგ გახდა შესაძლებელი უკვე ერთხელ გასროლილი მასრების ექსტრაქცია სავაზნიდან თუმცა აქამდე ეს იყო შეუძლებელი. პრობლემა მეორე არის მასრის “სუსტი” ამოგდება საექსტრაქციო ფანჯრიდან (weak extraction). ეს გამოიხატება იმაში, რომ ექსტრაგირებული მასრა არ ტოვებს იარაღს ენერგიულად და იქვე ახლოს რამდენიმე სანტიმეტრში ვარდება. გადატენვისას არ არის გამორიცხული მასრის გაჭედვაც (stove pipe, იხილეთ სურათი დაბლა) ექსტრაქციის ფანჯარაში. ეს უფრო გამოხატულია რემინგტონის იმ მოდელებში, რომლებსაც აქვთ სქელი დაფარვა (პარკერიზაცია ან კომუფლირებული საღებავი). პრობლემის გადაწყვეტა გულისხმობს ექსტრაქტორის დაშლას, ზამბარის ამოღებას, და ექსტრაქციის მექანიზმის ყველა ელემენტის საფუძვლიან წმენდას. ასევე შესაძლებელია შიგნიდან გაპრიალდეს საექსტრაქციო ფანჯარა, რომ შემცირდეს დაბრკოლების წარმოქმნის ალბათობა. არსებობს უფრო რადიკალური გზაც, საექსტრაქციო ფანჯრის დრელის მეშვეობით გაფართოება.

პრობლემა მესამე არის მიწოდებისას ვაზნის გაჭედვა. დაშალეთ იარაღი და დააკვირდით სავაზნის ქვედა ნაწილს. თუ ერთ ადგილას ხედავთ ცვეთის ნიშნებს ესეიგი იმა დგილას მას ედება ვაზნა. ასვე შესაძლებელია მოხდეს პლასტმასის მასრის ათლა, და პლასტმასის ნაწილაკები იქნება იარაღის რესივერის შიგნით. ეს პრობლემა გვარდება სავაზნის ქვედა ნაწილის პოლირებით. არ არის საჭირო რკინის ფენის მოხსნა (როგორც წესი), პოლირება არის საკმარისი. იმისთვის რომ მიწოდება კიდევ უფრო გაუმჯობესდეს შესაძლებელია გაპრიალდეს საკეტის სარკე. ეს პრობლემა შედარებით იშვიათია.


ასეთი ტიპის დაბრკოლება არის ტიპიური ცუდი/სუსტი ექსტრაქციის დროს. ილუსტრაციისთვის გამოყენებულია კადრი ფილმიდან Blood Work.


ზოგიერთი რემინგტონი აღჭურვილია მჭიდის დამაგრძელებლით. მჭიდის დამაგრძელებელი მაგრდება მჭიდზე ბუშმით (ვტულკა). ჯერ უნდა დაუჭიროთ ბუშმა მჭიდზე და შემდეგ დაიწყოთ დამაგრძელებელის იგივე ბუშმაზე დაყენება. თუ პირიქით გააკეთეთ, ბუშმა ვერ დაეჭირება ბოლომდე ლულაზე და ლულას ექნება “ლუფტი” რესივერში. ამან კიდე შეიძლება გამოიწვიოს იარაღის დაზიანება გასროლის შემდეგ. კიდევე ერთი პრობლემა, რომელიც უკავშირდება მჭიდის დამაგრძელებელს არის მისი დეფორმაცია. სიმპტომი არის მჭიდის შევსებისას (სავარაუდოთ მეხუთე ვაზნაზე) ვაზნის გაჭედვა. ანუ მჭიდს ბოლომდე ვერ აავსებთ ან შეამჩნევთ რომ თითქოს ვაზნა შიგნით რაღაცას ედება. ამის მიზეზი არის მჭიდის დამაგრძელებლის კედლის დეფორმაცია. ვაზნა სწორედ ამ კედელს ედება. გამოსავალი არის, მოხსნათ დამაგრძელებელი, ვიზუალურად დაადგინოთ ადგილი სადაც არის დეფორმაცია და რაიმე მყარი ნივთით, რომელსაც შიგნით ჩაატრიალებთ დაუბრუნოთ დამაგრძელებელს მრგვალი ფორმა. ჩემ შემთხვევაში გამოდგა ჩაქუჩის ხის სახელური. დამაგრძელებელი იყო დეფორმირებული ახალ მაღაზიაში ნაყიდ თოფზე. ეს პრობლემა ადვილად სწორდება პირდაპირი მნიშვნელობით.


სრით ნაჩვენებია ბუშმა, რომელიც ჯერ უნდა დაეჭიროს მჭიდს და მხოლოდ შემდგომ მჭიდის დამაგრძელებელი უნდა დატრიალდეს ბოლომდე. თუ დამაგრძელებელზე დამატებით აყენია გადბმა მაშინ სანამ გადაბმას (barrel clamp) არ დაუშვებთ ბუშმას როგორც წესი ვერ დაატრიალებთ.


კიდევ ერთი რამ რასაც უნდა მიაქციოთ არის ეჟექტორი. თუ იარაღი დაშალეთ და საკეტი ამოიღეთ არ დააჭიროთ სასხლეტს თითი. დამრტყმელი დაარტაყვს ეჟექტორს, რომელიც არ არის დაპრესილი საკეტით. ეს დარტყმა გამოიწვევს მის დეფორმაციას და შემდგომში გატეხვას. წმენდისას დინჯად მოეპყარით მაგ დეტალ, რომ არ გაღუნოთ ის. ის არის ზამბარა, რომელიც ერთი ბოლოთი არის დამაგრებული რესივერზე, ხოლო მეორე მისი ბოლო თავისუფალია და ამიტომაც მისი გაღუნვა ადვილია. აწყობისას ასევე მიაქციეთ მას ყურადღება და ძალით ნუ დააწვებით საკეტს, რომ ის შიგნით მოათავსოთ. თუ რემ 870-ის ეჟექტორს სათაბადოდ მოეპყრობით ის დიდხანს იმუშავებს.



რემინგტონ 870 უნდა იყოს ე.წ. flexitab ელევატორით. ეს მოდიფიკაცია გამორიცხავს ვაზნის გაჭედვას ელევატორსა და საკეტს შორის. უფრო სწორედ თუ ვაზნა იქ გაიჭედა მაინც შეძლებთ ხელით გახსნათ საკეტი. სურათზე ისრით ჩანს დეტალი, რომელიც იბრიცება და იძლევა საშუალებას საკეტი გაიხსნას. ადრინდელ მოდელებზე ასეთ შემთხვევაში გახდებოდა საჭირო იარაღის დაშლა. გავიხსენებ რა მოსბერგის კონსტრუქციას, რომელიც გამორიცხავს ასეთი პრობლემის წარმოქმნას. აღნიშნული პრობლემა ერთადერთია, რომელიც ეხება ძველ რემინგტონებს. დანარჩენი რაც მე დავწერე ეხება უკვე ახალი გამოშვების რემინგტონ 870-ებს, რომელთა ხარისხის დონე, როგორც მე ვხვდები დაბლა დაიწია.

საერთოდ როდესაც ამერიკულ ფორუმზე შეკითხვაზე ვიყიდო თუ არა რემინგტონი ხშირად წერენ იყიდე ბენელი და არ მოგიწევს ქლიბვა და ხერხვა უკვე ბევრ რამეს ნიშნავს. ჩემი აზრით “აზრზე მოყვანილი” რემინგტონი 870 იქნება ძალიან კარგი თოფი, ისევე, როგორც Wilson Combat-ის მიერ მოდიფიცირებული 870-ები ყოველთვის იქნებიან “ჰაი ენდ” თოფები.

მე ვრჩები ჩემ აზრზე და ვთვლი რომ მოსბერგ 500/590 და ვინჩესტერ 1300 ჩემი აზრით ბევრად უკეთესი თოფებია და ბევრად მოსახერხებელიც. მიზეზი რემინგტონ 870-ის პოპულარობის არის ალბათ მისი გავრცელებულობა, მოდელების სიმრავლე, ნაწილების ხელმისაწვდომობა და ალბათ კონსტრუქცია, რომელსაც აქვს უფრო დიდი რესურსი, რაც ჩემი აზრით 99% იარაღის მფლობელებისთვის არის წმიდა თეორიული მნიშვნელობის საკითხი. გარდა ამისა ადრინდელი რემინგტონები ყოველთვის გაოირჩეოდნენ დამზადების მაღალი ხარისხით.

ასევე დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ნახოთ ეს ბმულები ვიდეო კლიპებზე, სადაც აღბეჭდილია პროცედურები, რომელზეც მე თქვენ მოგიყევით. თუ რომელიმე ბმული არ მუშაობს ძიებისთვის გამოიყენეთ მითითებული ინგლისური სიტყვები

ექსტრაქტორის გამოცვლა http://www.youtube.com/watch?v=resS020suPA

საქსტრაქციო ფანჯრის გეომეტრიის შეცვლა http://www.youtube.com/watch?v=nqLBJjhs-8U

ექსტრაქტორის დამუშავება http://www.youtube.com/watch?v=eu9LIroAEuw

სავაზნის გაპრიალება http://www.youtube.com/watch?v=gumB5bAROX4

თოფის სრული დაშლა და აწყობა http://www.youtube.com/watch?v=p2wWNsWj0GI

ექსტრაქტორის მოდიფიკაცია http://www.youtube.com/watch?v=BqcsTawCBak

და ბოლოს. სანამ რამის ქლიბვას და გადაკეთებას დააპირებთ კარგად აწონ დაწონეთ ყველაფერი. იქნებ ჯობია თოფი გამყიდველს დაუბრუნოთ და თავიდან აიცილოთ უფრო დიდი პრობლემების წარმოქმნა. კარგადაც უნდა გესმოდეთ რას აკეთებთ და მზად უნდა იყოთ შედეგებისთვის.



იმედია არ ჩამითვლით რეკლამაში მაგრამ ეს თემა საკმაოდ საინტერესო იქნება რემ 870-ს პატრონებისთვის.

და იქნებ აქ მითხრათ ბუშმა ქართულად მართლა ვტულკას ნიშნავს? newsmile05.gif


ცოტა ნაჩქარებად არის შედგენილი მაგრამ შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ქსოვრეთელი
პოსტი Dec 1 2013, 12:16
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,664
რეგისტრ.: 8-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ქსოვრეთელი
პოსტი Dec 1 2013, 12:35
პოსტი #3


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,664
რეგისტრ.: 8-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი





visit my website
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ქსოვრეთელი
პოსტი Dec 1 2013, 12:46
პოსტი #4


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,664
რეგისტრ.: 8-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი





Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Dec 1 2013, 13:02
პოსტი #5


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




ვა ტეხავს ახალ იარაღს რომ იყიდი და ამდენი პროცედურის ჩატარება მოუწევს გონზე მოსაყვანად, არადა არ ღირს იაფი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 31st May 2024 - 13:45