Huglu 202b - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

Huglu 202b, თურქი ჰორიზონტალურად განლაგებული ლულებით.
ახალციხელი
პოსტი Jan 26 2013, 21:37
პოსტი #1


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 885
რეგისტრ.: 23-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



გავხდი Huglu 202b-ს მფლობელი. კალიბრი 12/76, ლულის სიგრძე 71 სმ, ექსტრაქტორებზე, საცვლელი ჩოკებით, ფასი თუ სწორედ მახსოვს 1060 ლარი. როგორც მითხრეს თოფის მექანიზმი ზუსტი ასლია იჟ 54-ის მექანიზმისა, რომელიც თავის მხრივ მოპარულია ზაუერის რომელიღაცა მოდელიდან.

გეტყვით ჩემი აზრით პლიუსებს და მინუსებს:

პლიუსები:
კეისი მოყვება,
5 ჩოკი მოყვება ანუ ყველა ცილინდრიდან სრულ ჩოკამდე,
არის ნორმალური წონის (არც მძიმე და არც მსუბუქი) საიტზე უწერია 3.1-3.3 კგ რეალურად არ ვიცი, მაგრამ 3,3 ზე მძიმე არ იქნება.
კარგი ბალანსი აქვს,
საცდელად ვისროლე და საფანტის ჭრა მიტანა კარგი აქვს,
ტყვია დაახლოებით 45-50 მეტრზე კარგად წაიღო მიზანში და ყველაზე ძალიან რისიც მეშინოდა, სხვადასხვა ლულიდან ნასროლი არ გადააჯვარედინა,
უკუცემა დაბალი მუხტის (24-28 გრამი) ვაზნებზე არც იგრძნობა, 36 გრამიან ვაზნებზე და ასევე ტყვიაზე (მონოლითი 32) სავსებით ასატანი აქვს,
კონდახზე პიტჩს (ასე ქვია მგონი?) ზემოთა ნაწილზე აქვს პლასტმასის ჩანამატი რომ კონდახი ადვილად აცურდეს მხარზე.

მინუსები:
ხეზე არის წასმული ''მატოვი'' ლაკი და რომ შეხედავ კონდახი პლასტმასის გეგონება, საერთოდ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ხე არც თუ ისე კარგადაა დამუშავებული,
ჩოკები მოკლეა და რაც არ უნდა ძლიერად მოუჭირო ძალიან ადვილად ეშვება თავისივე ქანჩით, მეშინია თავისთავადაც არ მოიშვას ექსპლუატაციის დროს, ამიტომ სროლამდე აუცილებლად დაჭირდება ხოლმე შემოწმება,
ლულებზე აქვს დარჩენილი ერთი-ორი წერტილი სადაც დაფერვა გადასულია (ან თავიდანვე არ ყოფილა ნორმალურად), თუმცა ეს წერტილები არის იმ ადგილას სადაც ცევიო ჯდება და აწყობილ თოფზე არ ჩანს.

სხვა პლიუს მინუსებს დრო და ექსპლუატაცია გამოავლენს.
დროთა განმავლობაში, ამ თოფით ნადირობის გამოცდილების დაგროვებასთან ერთად კიდევ დავამატებ ინფორმაციას.


















Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
4 გვერდი V  « < 2 3 4  
Start new topic
გამოხმაურებები (45 - 49)
huglu104
პოსტი Nov 24 2015, 13:11
პოსტი #46


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 37
რეგისტრ.: 8-November 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ზუგდიდი



არავინ არ ხართ რომ დამეხმაროთ ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ქსოვრეთელი
პოსტი Nov 24 2015, 18:21
პოსტი #47


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,664
რეგისტრ.: 8-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(huglu104 @ Nov 24 2015, 14:11) *
არავინ არ ხართ რომ დამეხმაროთ ?

და ეს თემა დახმარება არაა..? გარანტიას ვერავინ მოგცემს რომ აუცილებლად კარგი იქნება შენ რომ იყიდი ის ეგზემპლარი. აქ უკმაყოფილო მფლობელი არგვინახავს. მე ვიცნობ ასეთი თოფის პატრონს ფორუმზე არშემოდის უზომოდ ბედნიერია თავისი არჩევანით. თუ რამეში დაგეხმარება ამის თქმა შემიძლია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
huglu104
პოსტი Nov 24 2015, 21:52
პოსტი #48


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 37
რეგისტრ.: 8-November 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ზუგდიდი



გაიხაარე, უბრალოდ ეგ წინა ხანებისაა და ახლანდელი მაინტერესებდა,დავვაშავე რამე?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ქსოვრეთელი
პოსტი Nov 24 2015, 22:29
პოსტი #49


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,664
რეგისტრ.: 8-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი





Visit My Website

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია PREDATOR: Nov 24 2015, 22:34
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
huglu104
პოსტი Nov 24 2015, 23:06
პოსტი #50


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 37
რეგისტრ.: 8-November 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ზუგდიდი



გაიხარე ეგ ვიდეო არ მქონდა ნანახი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

4 გვერდი V  « < 2 3 4
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th May 2024 - 14:54