თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სხვა თემები _ გადავარჩინოთ პატარა ნინა

პოსტის ავტორი: www.Ochopintre.ge Sep 26 2018, 11:01

მოგესალმებით მონადირეებო, მეთევზეებო და მეგობრებო.

არ გვინდოდა თქვენთვის მოგვეხვია ჩვენი ტკივილი, მაგრამ სხვა გზა აღარ დაგვრჩა. ჩვენი კლუბის წევრს ალეკო გურგენიძეს (გურგენას) წლის და 8 თვის ანგელოზი ჰყავს ძალიან რთულ სიტუაციაში. ბავშვს აქვს უმძიმესი დიაგნოზი ოსტეოსარკომა. ის ამჟამად მშობლებთან ერთად იმყოფება გერმანიაში, სადაც ითხოვენ 160 000 ევროს რომ ბავშვს ჩაუტარდეს გამოკვლევები და მკურნალობა. ეს თანხა რა თქმა უნდა ოჯახს სრულად არ აქვს, ამიტომ გთხოვთ დახმარებას რათა თანხის რაღაც ნაწილი მაინც შეიკრიბოს. ვიცით და გვჯერა, რომ პატარა აუცილებლად გამოჯანმრთელდება და დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ასევე გვჯერა თქვენი გულისხმიერების, მონადირული გვერდში დგომის და იმის, რომ ყველაფერი კარგად იქნება თქვენი თანადგომით. თითოეული ლარიც კი ძალიან მნიშვნელოვანია პატარას ჯანმრთელობისთვის. ნებისმიერი თანხა შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ ანგარიშზე: მიმღები: გიორგი გოგბერაშვილი
ანგარიში ნომერი: GE08BG0000000101541818 GEL
დიდი მადლობა ყველას თუნდაც 1 ლარისთვის. გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ: ნინასთვის

ღმერთი იყოს თქვენი შემწე და მფარველი.

პოსტის ავტორი: kajuberi Sep 26 2018, 11:23

უნდა გავერთიანდეთ ყველა და დავეხმაროთ...

პოსტის ავტორი: საბო Sep 26 2018, 19:28

მეგობრებო, ფორუმელებო.
დღეს კლუბი "ოჩოპინტრე" ერთ მუშტად არის ქცეული და მე ამაყი ვარ ამით. ამაყი ვარ იმით, რომ ასეთი ხალხის გვერდში ვარ.
უმოკლეს ვადაში შევძელით გარკვეული თანხის (არა მცირე) შეგროვება, თუმცა კი გვსურს მეტით დავეხმაროთ ჩვენს ძმას.
ფორუმელების გვერდში დგომისას მჯერა და მადლობა თვითოეულ თქვენთაგანს, ვინც გულთან მიიტანთ ჩვენს საერთო გასაჭIრს.

პოსტის ავტორი: გოგიტა Sep 27 2018, 10:39

მცირედი წვლილი მეც შევიტანე, ვისაც როგორ შეგიძლიათ დავუდგეთ გვერდით, თუნდაც მცირედი იყოს

პოსტის ავტორი: ოთო. Sep 27 2018, 16:17

იყოს თუნდაც ლარი, თუნდაც 50 თეთრი ყველაფრისთვის მადლობლები დაგრჩებით!..

პოსტის ავტორი: ჩელე Oct 3 2018, 10:32

ჯიგრები ხართ ყველანი...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)