თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ გამოკითხვები _ ჟურნალი "ნადირობა"

პოსტის ავტორი: ვიტო Jul 8 2009, 21:21

ეს გამოკითხვა Bonehill-ის თხოვნით გაკეთდა

პოსტის ავტორი: ბესო Jul 8 2009, 21:29

მე პირადად ძალიან იშვიათად ვკითხულობ და არა-ს მივეცი ხმა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Jul 8 2009, 21:31

სე აღარ ვკითხულობკაი ხანია, უინტერესო გახდა ჩქიმი უბიჟდენიით.

ლევი გზებით ბოლო ვარიანტს ვაძლევ ხმას newsmile045.gif

პოსტის ავტორი: დათო ბუ Jul 8 2009, 21:40

სზვა კარგი არაფერია, ამიტომ სულ ვყიდულობ.

პოსტის ავტორი: შალვა Jul 8 2009, 22:03

მე მაპატიეთ მაგრამ რუსეთიდან მაქვს გამოწერილი რამოდენიმე (ნადირობა მოგზაურ, იარაღი) ჟურნალი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ რა ვქნა ეს ჟურნალი ერთხელ ვიყიდე(მონადირე) და შარშანდელი რუსული ჟურნალიდან გადმოთარგმნილი რამოდენიმე სტატია ვიცანი, მაგას არსენალი ჯობია, ხანდახან ნადირობაზე საკაიფო მოგონებები იბეჭდება, ბოლოს ბაჩო ცინცაძეზე იყო კარგი სტატია.

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 8 2009, 23:08

მე სხვა რომ არარის და რავქნა..იმას მივეცი ხმა...რუსულები კი არის, მაგრამ ჯერ ძვირია და თან რუსულად კითხვა მეზარება(მიუხედავად იმისა რომ კარგად ვიცი რუსული)

პოსტის ავტორი: იკა კაპანაძე Jul 9 2009, 08:27

თავიდან ყონველ ნომერს ვყიდულობდი მაგრამ შემდეგ ცოტა უინტერესო გახდა და გული ამივარდა, აღარ ვკითხულობ

პოსტის ავტორი: Maverick Jul 9 2009, 10:02

სხვა არ არის და რა ვქნა? newsmile038.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 9 2009, 10:20

მე-2 მივეცი ხმა.ჯერ ერთი ამჟამად საქართველოში მეძაღლეობის განვითარებაზე მხოლოდ ეგ სასტავი ფიქრობს,ამისთვის საველეებსაც ატარებენ და გამოფენებსაც.ხარისხი რა თქმა უნდა რუსულთან ახლოსაც ვერ მივა,მარა ჩვენთან ხალხი ჯერ ისევ დვარნიაჟკებით ნადირობას ანიჭებს უპირატესობას და ჯიშიან ძაღლზე უარს ამბობს (ზოგს თანხა ენანება,ზოგი ლეკვს ვერ შოულობს, ზოგს არ სჯერა ჯიშიანის უპირატესობის ნაჯვარზე და ა.შ).მოწვეული მსაჯებით ჩვენც შეგვიძლია ერთ დროს რაიმე მაგდაგვარის ორგანიზება.
ვკითხულობ სხვა რომ არაა იმიტომ

პოსტის ავტორი: ჩიქო Sep 22 2009, 12:08

მე არ ვკითხულობ მაგ ჟურნალს,არა იმიტო რო არ მინდა,არამედ იმიტო რო ძვირი ღირს ტოოოო newsmile045.gif ხო გამიგეთ არააააა???? ასე რო მე სიმართლე დავაფიქსირე,არ მევასება ტყუილის თქმააააა newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Sep 22 2009, 13:12

სხვა არ არის და რა ვქნა? ისე ყველა ნომერი მაქვს და ბოლო 2 ნომერი არც წამიკითხია, მაგრამ აუცილებლად წავიკითხავ

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Sep 22 2009, 13:16

მე აბსოლიტურად ყველა ნომერი მაქვს, შესაბამისად ვკითხულობ

პოსტის ავტორი: ნოსო Sep 22 2009, 16:56

ძცირიც ღირს და არც ღირს წაკითხვა,ამის გარდა მე ლარი რა მიჭირს უბრალოდ ძვირია რა!!!

პოსტის ავტორი: ჩიქო Sep 22 2009, 17:19

რა ლარი ტოოოოოოო 15 ლარი მითხრააა

პოსტის ავტორი: ნოსო Sep 22 2009, 17:21

ჩიქო
არა კაცო 2 ლარი ღისრს!!!ჩვენთან 2 და 20

ჩიქო
არა კაცო 2 ლარი ღისრს!!!ჩვენთან 2 და 20

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 22 2009, 17:26

ჩიქო
ნოსო
რაის 2 ლარი და რაის 15 ლარი? 1 ლარი ღირს ყველგან

პოსტის ავტორი: ნოსო Sep 22 2009, 17:33

ვიტო ეგ ტბილისში,ფოთში 2 და 20 ღირდა,შეილება დაიკლო, ადრე 1,და 20 იყო!!!

პოსტის ავტორი: aragveli Sep 22 2009, 17:46

თბილიშიც 2ლარია უკვე 4, 5 თვე იქნება რაც მოიმატა

პოსტის ავტორი: ჩიქო Sep 22 2009, 18:02

რავიცი რუსული ჟურნალი იყო "ახოტა" და იმაში 15 ლარი მითხრა, აბა შენ ქართულს ამბობ?????????

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 22 2009, 18:05

ჩიქო
რა რუსული ტო, ქართულზე ვლაპარაკობთ, რუსული კიდე ნაღდად ღირს 15 ლარი

პოსტის ავტორი: ჩიქო Sep 22 2009, 18:07

ხო არა ქართულს კი მოვკარი თვალი მარა რავიცი აბაააააააააა, რუსული უფრო კარგი იქნე-მგონიააააა

პოსტის ავტორი: დათო ბუ Sep 22 2009, 21:08

2 ლარი ღირს

პოსტის ავტორი: იკა კაპანაძე Sep 23 2009, 08:15

2 და 50 ღირს ფოთში

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Sep 23 2009, 08:55

ვიტო
კაი ხანია უკვე 2 ლარი ღირს

პოსტის ავტორი: gogla Sep 23 2009, 10:53

კი თელავშიც 2 ლარი ღირს

პოსტის ავტორი: გრიზლი Oct 18 2009, 20:06

ძალიან კარგი ჟურნალია

პოსტის ავტორი: Davitus Oct 18 2009, 20:58

რა 2 ლარი საიდან მოიტანეთ... მე 20 ლარად მომყიდეს შპიონმა ბავშვებმა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

მე მეორეს მივეცი ხმა...

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Oct 18 2009, 22:17

მე ვკითხულობ სხვა ჟურნალი არ არის არაფერი ნადირობაზე ქართული და ...

პოსტის ავტორი: 919 Oct 19 2009, 09:44

ამ ჟურნალში მხოლოდ ქართული საავტორო სტატიები მიზიდავდა. მართლაც გამართული და
შესანიშნავი ქართულით იყო დაწერილი!
დანარჩენს რაც შეეხება - ნათარგმნია რუსული პირველწყაროებიდან. როგორც იცით ლიტერატურის
კითხვა ორიგინალში აჯობებს და მეც რუსულად ვკითხულობ. რა თქმა უნდა, არ მსურს არც რუსული
ჟურნალის რეკლამირება და არც საქონლის შეძენა, მაგრამ ალტერნატივა არ არის...

თუ ჩვენ ფორუმზე ამ ჟურნალის გამომცემელი ან მეპატრონე ტრიალებს, დიდი სიამოვნებით
გავუწევდი პროფესიონალურ დახმარებას ამ პროდუქტის შეკაზმვაში, გამდიდრებაში და რეკლამირებაში
უსასყიდლოდ!!! თუ მიგიწვდებათ ხმა ამ ხალხისადმი - PM-ში მომწერეთ!

პოსტის ავტორი: pepe7 Oct 21 2009, 13:17

მე მაგრად მომწონს ეგ ჟურნალი და ნომერს არ ვტოვებ, ისე სხვაც რო იკოს მაგარიე იქნებოდა.

პოსტის ავტორი: bejo Nov 10 2009, 13:52

რაც არ უნდა სამწუხარო იყოს არასდროს მიყიდია

პოსტის ავტორი: გიორგი Nov 10 2009, 17:09

არც მე newsmile05.gif მაგრამ რამდენად სამწუხაროა - არ ვიცი newsmile05.gif newsmile05.gif

ამ ფორუმზე კაი წასაკითხი არამგონია რომ იყოს რამე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 26 2009, 08:47

არც მასეა. ხანდახან კარგი საინტერესო თემები არის ხოლმე. მე გამოსვლიდან არცერთი ნომერი არ ჩამიგდია

პოსტის ავტორი: ბესო Nov 26 2009, 09:22

მე ვიოყიდე სულ 2-ჯერ - ერთხელ დამაინტერესა რა იყო. და მეორედ იმიტომ ვიყიდე, რომ ჩვენი სურათი იყო სამინისტროსთან შეხვედრის დროს გადაღებული newsmile035.gif

პოსტის ავტორი: leki_hunter Dec 3 2009, 20:30

ყველა ნომერი მაქვს და ძალიან მომწონს ეგ ჟურნალი

პოსტის ავტორი: hunter87 Jan 19 2010, 17:37

......

პოსტის ავტორი: sekreta Jan 30 2010, 19:18

მე მაქვს იდეა მოდით და გამოვუშვათ ჟურნალი ოჩოპინტრე მაგარი იქნება გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს

პოსტის ავტორი: 919 Jan 30 2010, 21:48

sekreta
იცი, ეს თემა უკვე აქტიურად მუშავდება ჩვენ ფორუმზე newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
ძალიანაც კარგი, რომ შენც მოგივიდა თავში ეს იდეა! ეს იმას ნიშნავს,
რომ სწორ გზას ვადგავართ და მოთხოვნაც არსებობს ამ ჟურნალზე newsmile045.gif

პოსტის ავტორი: თენგო Jan 31 2010, 00:11

919
აჰა პატივცემულო!
ვართ თუ არა მაგრები!?)newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif:

პოსტის ავტორი: 919 Jan 31 2010, 09:59

თენგო

ვართ, ვიყავით და ვიქნებით! newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Feb 1 2010, 01:45

ციტატა(sekreta @ 30th January 2010 - 20:18) *
მე მაქვს იდეა მოდით და გამოვუშვათ ჟურნალი ოჩოპინტრე მაგარი იქნება გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს

ეგ იდეა...ეს ფორუმი რო არსდებოდა..(სულ პირველ შეკრებაზე) ჯერ კიდევ იქ გაჟღერდა...(სამომავლოდ)

პოსტის ავტორი: koba(papa) Feb 4 2010, 13:26

აგვისტოდან არა. დევრირამ დასახვეწია

პოსტის ავტორი: dato6 Apr 1 2010, 15:57

ისე მაგ ჟურნალს 2ლარის, არაფერი აკვს. საკმაოთ ხშირათ ვყიდულობდი. ხარისხით არსენალს ვერ შეადარებ. ალბათ შეიძლება გაუმჯობესება ცოტათი მაინც.

პოსტის ავტორი: Aragvispireli Jul 21 2010, 22:14

ციტატა(sekreta @ Jan 30 2010, 20:18) *
მე მაქვს იდეა მოდით და გამოვუშვათ ჟურნალი ოჩოპინტრე მაგარი იქნება გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს


ნამდვილად კარგი იდეაა ჟურნალის გამოშვება, ჟურნალი მონადირე უკვე დაბერდა ასე ვტქვათ სიახლეები ნაკლებად იბეჭდება.
ისე წიგნის გამოშვებაც არ იქნებოდა ცუდი იდეა, ნუთუ ეს არავის მოსდის თავში უ ამის გამკეთებლები არ არიან? კარგი იქნებოდა ვინმე დაინტერესებულიყო ამ საკითხით, მაგრამ ჩვენ თუ არ დავინტერესდით და დავიწყეთ ეს საქმე მონადირეებმა, სხვამ არამგონია ეგ გააკეთოს newsmile05.gif და ალბათ ვერც გააკეთებენ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: hunter87 Jul 21 2010, 23:00

......

პოსტის ავტორი: BEK_M Jul 21 2010, 23:10

ამ გამოკითხვის აზრი რა არის ცოტა უხერხულია ანტირეკლამასავით გამოდის თან ვარიანტებშიც ნეგატიური ჭარბობს

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 21 2010, 23:58

ციტატა(BEK_M @ 22nd July 2010 - 00:10) *
ვარიანტებშიც ნეგატიური ჭარბობს

ხო..ეგ მეც მიკვირს...მე სიამოვნებით ვკითხულობ და ჩემთვის ბევრ საინტერესოსაც ვპოულობ. კარგი იქნებოდა უკეთესი ყოფილიყო..მაგრამ ეგეც მისაღებია..."დაჟე"...კარგიც კი..მაგ ფასისთვის (და ქართული ბაზრის მასშტაბებისთვის)

პოსტის ავტორი: Bonehill Jul 22 2010, 08:30

ეგაა რა ლეუშ, მეც პირადად ერთი ავტორის პატივცემით ვყიდულობ ხოლმე, ამ ბოლოდ როს კი ჩემი მეორე დიდი გატაცებაც დაემატა.

პოსტის ავტორი: Danelli Jul 22 2010, 08:48

ვყიდულობ და ვკითხულობ სიამოვნებით, და ლევანის თქმის არ იყოს - ბევრ საინტერესოს ვპოულობ პირადად ჩემთვის..

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 22 2010, 08:51

BEK_M
რატომ ნეგატიური 55% კითხულობს, ანუ უმეტესობა. მე ყველა ნიმერი მაქვს რაც გამოსულა. შეიძლება რამემ არ დაგაინტერესოს, მაგრამ საინტერესოს აუცილებლად იპოვნი.

პოსტის ავტორი: tommy Sep 7 2010, 23:43

,,ნადირობას'' ვკითხულობ რეგულარულად; თუმცა სამწუხაროდ აგვისტოს ნომერი ვერ შევიძინე და ეგება რამე მირჩიოთ ეხლა სადღა ავიღო... ისე ვისურვებდი, რომ ჟურნალი უფრო მაღალ თანამედროვე პოლიგრაფიულ
tema-wamoweulia.gif დონეზე იბეჭდებოდეს, გასაგებია, რომ ეს ფინანსებთანაა დაკავშირებული, მაგრამ თუ დაადგება საშველი იმას, რაც ამას წინათ შევთავაზე ქართველ მონადირეთა სამყაროს; ანუ: შეიქმნას საბანკო ანგარიშები სამონადირეო და სათევზაო საჭიროებისისათვის შემოწირულობებისათვის. ვფიქრობ ეს არ უნდა იყოს ცუდი აზრი, რადგან პირველ რიგში ჩგვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენ კაიფზე, თორემ სანამ მთავრობა (თავის ,,საპატიო'' შეცდომებით იზრუნებს ქართულ ნადირ-ფრინველზე და ქართულ ბუნებაზე, მანამ ჩვენი ,,ბუნდღა'' აღარ იქნება...
პატივისცემით /Tommy?/

პოსტის ავტორი: HollanD_HollanD Oct 29 2010, 23:05

ყველა ნომერი მაქვს პირველის გარდა..უბრალოდ გვიან გავიგე რომ გამოდიოდა და ვეგარ შევიძინე....მე მაგალითად არ ვემდური ხანდახან მეორედაც ვკითხულობ ხოლმე...... newsmile027.gif

პოსტის ავტორი: Aragvispireli Nov 23 2010, 19:01

ციტატა(HollanD_HollanD @ Oct 30 2010, 00:05) *
ყველა ნომერი მაქვს პირველის გარდა..უბრალოდ გვიან გავიგე რომ გამოდიოდა და ვეგარ შევიძინე....მე მაგალითად არ ვემდური ხანდახან მეორედაც ვკითხულობ ხოლმე...... newsmile027.gif


სამწუხაროდ საქართველოში ძლაიან მცირე სამონადირე ლიტერატურაა, კარგი იქნებოდა მრავალად რომ იყოს და ფართო არჩევანი.

პოსტის ავტორი: romeo 1 Nov 25 2010, 19:05

ციტატა(Aragvispireli @ Nov 23 2010, 20:01) *
სამწუხაროდ საქართველოში ძლაიან მცირე სამონადირე ლიტერატურაა, კარგი იქნებოდა მრავალად რომ იყოს და ფართო არჩევანი.

საქართველოში ბევრი მონადირეა, მაგრამ სამწუხაროდ სულ რამდენიმე პროფესიონალი მეიარაღე გვყავს, რომლებსაც შეუძლიად პროფესიონალურ დონეძე დაწერონ სტატიები იარაღზე, იმსჯელონ ამა თუ იმ მოდელების დადებით და სუსტ მხარეებზე, და მათაც დღეს ამისათვის არ სცალიად. ამიტომ ჟურნალში ძირითადათ უცხოულ ლიტერატურიდან გადმობეჭდილი სტატიები ჭარბობს იარაღებზე.

პოსტის ავტორი: Aragvispireli Nov 27 2010, 16:12

ციტატა(romeo 1 @ Nov 25 2010, 20:05) *
საქართველოში ბევრი მონადირეა, მაგრამ სამწუხაროდ სულ რამდენიმე პროფესიონალი მეიარაღე გვყავს, რომლებსაც შეუძლიად პროფესიონალურ დონეძე დაწერონ სტატიები იარაღზე, იმსჯელონ ამა თუ იმ მოდელების დადებით და სუსტ მხარეებზე, და მათაც დღეს ამისათვის არ სცალიად. ამიტომ ჟურნალში ძირითადათ უცხოულ ლიტერატურიდან გადმობეჭდილი სტატიები ჭარბობს იარაღებზე.


გააჩნია საიდან არის აღებული და გადმოთარგმნილი, მაგაში მე პირადად ცუდს ვერაფერს ვხედავ, გააჩნია პირველწყაროს. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: romeo 1 Nov 27 2010, 16:16

ციტატა(Aragvispireli @ Nov 27 2010, 17:12) *
გააჩნია საიდან არის აღებული და გადმოთარგმნილი, მაგაში მე პირადად ცუდს ვერაფერს ვხედავ, გააჩნია პირველწყაროს. newsmile05.gif

მანდ რაც იბეჭდებოდა, ძირითადათ ძველი სტატიების თარგმნებია და დღევანდელ საჭირბოროტო საკითხებს ნაკლებად პასუხობს, მე ეს ვიგულისხმე.

პოსტის ავტორი: chubini-1971 Nov 27 2010, 21:22

მოგესალმებით. აქა იქ მაქვს წაკითხული, ანუ ზოგიერთი ნომერი. მართალია ,რუსული ჟურნალებიდან გადმოთარგმნილი სტატიებია და ინტერნეტ საიტებიდან. ანალიზი ცოტაა. მერეა და ხარისხია საშინელი. არსენალი 1.50 ღირს და გაცილებით კარგი ხარისხისაა. მოკლედ მონადირეებს ერთი მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული კაი ჟურნალი გვინდა. აი ისეთი, "მასტერ რუჟიო",ოხოტა ი რიბალკა" ",საფარი" და მრავალი სხვა. კარგად გაკეთებულ ქართულ ჟურნალს ნადირობაზე ყოველთვის ეყოლება მრავალრიცხოვანი მკითხველი. დაველოდოთ და იქნებ ეგ საკითხიც მოგვარდეს.

პოსტის ავტორი: romeo 1 Nov 28 2010, 18:57

ციტატა(chubini-1971 @ Nov 27 2010, 22:22) *
მოგესალმებით. აქა იქ მაქვს წაკითხული, ანუ ზოგიერთი ნომერი. მართალია ,რუსული ჟურნალებიდან გადმოთარგმნილი სტატიებია და ინტერნეტ საიტებიდან. ანალიზი ცოტაა. მერეა და ხარისხია საშინელი. არსენალი 1.50 ღირს და გაცილებით კარგი ხარისხისაა. მოკლედ მონადირეებს ერთი მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული კაი ჟურნალი გვინდა. აი ისეთი, "მასტერ რუჟიო",ოხოტა ი რიბალკა" ",საფარი" და მრავალი სხვა. კარგად გაკეთებულ ქართულ ჟურნალს ნადირობაზე ყოველთვის ეყოლება მრავალრიცხოვანი მკითხველი. დაველოდოთ და იქნებ ეგ საკითხიც მოგვარდეს.

აი ზუსტად მაგაშია საქმე რომ ვის დაველოდოთ ? საქართველო საიარაღო ქვეყანა არაა(მე წარმოებას ვგულისხმობ)და სათანადო განათლების საინჟინრო კადრებიც არა ყავს, ვისაც შეეძლებათ საიარაღო თემებზე სტატიების წერა, კომპეტენტური მსჯელობა, და არა ძველ სტატიების თარგმნა.

პოსტის ავტორი: shavlego Dec 22 2010, 23:13

ამ ჟურნალის კოლექცია მაქვს newsmile035.gif პირველი გამოცემის შემდეგ ორი წელი ვყიდულობდი იმ იმედით, რომ ხელს შევუწყობდი მონკავშირისა და სამონადირეო კულტურის განვითარებას. მაგრამ მომბეზრდა ყოველწლიურად თითქმის ერთი და იგივე სტატიების კითხვა.. ახლა აღარ ვყიდულობ...

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 24 2010, 00:39

ციტატა(voldemari @ 27th November 2010 - 23:22) *
აქა იქ მაქვს წაკითხული, ანუ ზოგიერთი ნომერი. მართალია ,რუსული ჟურნალებიდან გადმოთარგმნილი სტატიებია და ინტერნეტ საიტებიდან.

პრინციპში არ არის გამორიცხული. თუმცა..რაც შეეხება სტატიებს იარაღზე...არ მგონია ეგრე გაუჭირდეს ბატონ თემურს. ვიცნობ და ვიცი მისი მუშაობის განრიგი. ალბათ ინტერნეტსაც გამოიყენებს რათქმაუნდა და სხვა ავტორების მოსაზრებებსაც...თუმცა ნამდვილად ვიცი..რომ თოფს არ ტოვებს შეუსწავლელს და გამოუკვლეველს. თუ სადმე რამეს იგებს(რომ ვიღაცას აქვს საინტერესო იარაღი) ყოველთვის ცდილობს ნახოს და გაშიფროს..(ვინ დაამზადა..როდის..რას წარმოადგენს იარღი და ა..შ..) საკმაოდ კარგი ნაცნობობა ყავს მაგ მხრივ და იმედნი მასლა შეუძლია აკრიფოს.....100 წელი ეყოფა სამუშაოდ. თან არამც თუ ეზარება..პირიქით...ისეთი აზარტით აკეთებს მაგ ყველაფერს... მეტი რომ არ შეიძლება. მართლა უყვარს ეგ ყველაფერი და ამიტომ ცოტა მეეჭვება..ეგრე პირდაპირ აკოპირებდეს რამეს და ვალის მოხდის მიზნით წერდეს.

პოსტის ავტორი: saba01 Feb 5 2011, 19:50

მე ძალიან იშვიათად ვკიტხულობ

პოსტის ავტორი: ტყიური Feb 5 2011, 22:33

ძალიან მომწონდა და ყიდვის შანსს არ ვუშვებდი საბჭოური ”ოხოტა ი ოხოტნიჩიე ხოზიაისტვო” -ს ყიდვისა, მართლაც ძალიან კარგი და ფართო პროფილის ჟურნალი იყო.
მომწონს ჟურნალი ”ნადირობა”, მაგრამ არ გეწყინოთ - უკეთესს ვისურვებდი ჩვენი მონადირეებისთვის.

პოსტის ავტორი: ლევანი Feb 6 2011, 19:23

ტყიური
dastur.gif
მეც ძალიან მომწონს. კარგად იყო რუბრიკები გადანაწილებული. ფაქტიურად ყველაფერს მოიცავდა და საკმაოდ საინტერესო სტატიებით იყო სავსე. განსაკუთრებით მომწონდა "იარაღი და ამუნიცია" და "ლიტერატურული გვერდი" საკმაოდ კარგი მონადირული თავგადასავლები იყო აღწერილი. მიუხედავად იმისა....რომ კომუნისტებს არ ვწყალობ newsmile035.gif newsmile035.gif ეგ ჟურნალი ძალიან მომწონს. დღემდე ვიყენებ და ვაბულბულებ. newsmile035.gif newsmile035.gif თან მაქვს 50-იანი წლების ნომრებიც(საკმაოდ) ბაბუაჩემის ნაქონი. დიდი სიამოვნებით დავძვრები მაგ ჟურნალებში.

პოსტის ავტორი: @bazierashvili@ Feb 24 2011, 09:41

ძალიან უინტერესოა

პოსტის ავტორი: Assasin Sep 15 2011, 22:37

ვაიმე რა წავიკითხე და გადავირიეო არ იტყვი, გარეკანს ზოგჯერ არაუშავს, მაგრამ ქართველი მონადირეებისთვის მართლაც უკეთეს ჟურნალს ვისურვებდი. ინტერნეტში ზღვა მასალაა ამ თემაზე გადმოაკოპირონ და წესიერად თარგმნონ მაინც. არ ეწყინოს ბატონ დავით ცხვედიანს - უბრალოდ სუბიექტური აზრი გამოვთქვი

პოსტის ავტორი: giuna Feb 26 2012, 23:16

რათქმაუნდა კი ტუ ახალია და საინტერესო

პოსტის ავტორი: megreli Feb 28 2012, 00:55

მე პირადად უკვე 2 წელია ვკითხულობ ამ ჟურნალს და ყველა ნომერი მაქვს,ცუდი არ არის რომ თვეში ერთხელ გამოდის მაგრამ ვისურვებდი უფრო მეტი გვერდი და მასალა დაემატოს(თვიდან თვემდე რომ გვეყოს ისე newsmile035.gifროგორც რუსული ჟურნალია,რათქმა უნდა ყველაპერთან ერთად ფასიც გაიზრდება მაგრამ არამგონია ხელმიუწვდომელი გახდეს ) რაც გვაქვს იმას დავჯერდეთ და მის გაუმჯობესებაზე ვიზრუნოთ))))))) იმედი მაქვს გამიგებთ რისი თქმაც მინდა d778bc34f693c93907196ff195628213.gif vot-tak.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Feb 28 2012, 10:55

მე მისი გამოსვლიდან ყველა ნომერს ვყიდულობდი,თავიდან მყოფნიდა და ინფორმაციულ გალადანიეს მიხსნიდა
მერე დიდი ნარკომანივით დიდი დოზა მომინდა და ვერ მომაწოდა მსგავსი ვერაფერი, ასე რომ დავანებე დიდი ხანია მის შეძენას თავი(ათასში ერთხელ თუ ვიყიდი ხოლმე)
მის მაგივრობას ინტერნეტი მიწევს

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Feb 28 2012, 18:57

მე ყველა ნომერი მაქვს უბრალოდ ვაგროვებ კითხვით უკვე თვალს თუ გადავავლებ ძველი მონადირეების მოგონებებს სხვა დანარჩენი ჩემთვის ყველაფერი ნაცნობია

პოსტის ავტორი: topiani dzia Feb 28 2012, 19:19


მეც პირადად ყოველთვე ვიძენ მიუხედავად იმისა ახალს ვსწავლობ თუ არა, ჩემთვის მთავარი ისაა რომ უნდა
იფუნქციონიროს იმიტომ რომ ახალ თაობას ესაჭიროებათ ქალაქსათუ რაიონებში თუარა სხვას რას გვთავაზობთ
ვინც წინააღმდეგნი ხართ?? მოდით რა უკექესს თუ ვერვქმნით რაც გვაქვს ის შევინარჩუნოთ.
vot-tak.gif

პოსტის ავტორი: megreli Feb 28 2012, 22:05

d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif dastur.gif elementarno-vatson.gif და გავაუმჯობესოთ !!!!!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: paresha Mar 1 2012, 09:35

ყველა ნომერს ვყიდულობ აბსოლიტურად და მაგრად მომწონს,ბევრი საინტერესო წერია.

პოსტის ავტორი: dimitri-ij27 May 27 2012, 10:26

კარგია, მე მომწონს და ვკითხულობ,იცით რა,აქამდე ეგეც არიყო,ეხლა კი გამოვიდა კიდევ ახალი "ნადირობა და თევზაობა"

პოსტის ავტორი: tornike9 Aug 4 2012, 19:18

საქმე იმაშია რომ შევეშვი, ვინ მასწავლის ამ ჟურნალის სიყვარულს 1-84 ნომერი მაქვს, ყოველთვე ვყიდულობდი არ ვაცდენდი მაგამ, ყველაფერს აქვს დასაწყისი და ბოლო, უინტერესო გახდა და თან რაც მე არ მომწონს ამ ჯურნალში ესაა- პოლიგრაფია, რაღადროს შავ-თეთრი ფურცლებია, თავფურცელი და შუა გვერდები კია მაღალი ხარისხის მაგრამ ეგ არ კმარა. მირჩევნია იყოს ბოლომდე მაღალი პოლიგრაფიის და ფასი იყოს თუნდაც 5 ლარი, ვისაც ყიდვა უნდა ის თვეში გაიმეთებს 5 ლარს ( მე 10საც გავიმეტებ ოღონდ დავრწმუნდე რომ ღირს ამად). კიდევ რაც არ მომწონს 99% ინტერნეტიდან ამოღებული მასალებია, უნდა ჰქონდეს თავისი "ხასიათი" ამ ჯურნალს, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრს ვერ ვხედავ ყიდვისას. მარტო copy-paste არ შველის საქმეს.

პოსტის ავტორი: peggi Aug 4 2012, 22:52

გულს ნუ დავწყვიტავთ ავტორებს, ჟურნალი ცუდი არაა, ვიდრე უკეთესი არ გვაქვს. გაუმჯობესება კი შეიძლება, მაგალითად სისტემატიურად თუ იქნება რუბრიკა ვეტერინარიაზე, ძაღლის სხვადასხვა ავადმყოფობების შესახებ და მკურნალობის მეთოდებზე არ იქნება ცუდი. ვეტერინარებისგან უნდა შეგროვდეს რეალური შემთხვევები და უნდა მოხდეს განხილვა და მკურნალობის შედეგები.

პოსტის ავტორი: tavadi baratashvili Aug 23 2012, 12:44

იყო დრო როცა ნომერს არ ვტოვებდი, მარა დღეს დღეობით საჭირო ინფორმაციას ვიღებ ინტერნეტიდან, ასევე მყავს ქართველი, უკრაინელი და რუსი უფროსი ასაკის მონადირე მეგობრები, და საჭირო ინფორმაციას ყოველთვის მიზიარებენ. მარა ნადირობაში რაც მაინტერესებს ეს ერთეული საინტერესო სტატიებია და ძველ მონადირეთა მოგონებები, მიუხედავად სხვადასხვა მინუსებისა ვთვლი რომ ეს ჟურნალი თავის საქმეს აკეთებს და გააკეთებს კიდეც, მე პირადად ბევრი ვისწავლე ამ ჟურნალიდან, მაშინ როცა სხვა საინფორმაციო წყარო ნადირობის შესახებ არ მქონდა, რისთვისაც მადლობას ვუხდი მის რედაქციას. მაგრამ ადამიანის ინტერესი იზრდება და ინტერესების სფეროც ფართოვდება, შესაბამისად შეუძლებელია ერთმა ჟურნალმა ამოწუროს შენი ცნობისმოყვარეობა, საბედნიეროდ ბუკინისტებში ვიპოვე საკმაოდ იშვიათი წიგნები ნადირობაზე, როგორც ქართულ ენაზე (საბჭოთა დროში გამოცემული, რომელიც დღესაც აქტუალურია ინფორმაციის საჭიროების გამო) ასევე რუსულად, მათ შორის საბჭოთა დროს გამოცემული ,,ნადირობა'' მცირე ზომის წიგნი და ყველაზე სასურველი ტროფეი, 1955 წელს რუსულ ენაზე გამოცემული ,,მონადირე სპორტსმენის სამაგიდო წიგნი'' მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთი ინფორმაცია გამოუსადეგარია, წიგნის 80 პროცენტი საჭირო ინფორმაციითაა სავსე, რომელიც დღესაც გამოადგება მონადირეს. ამ წიგნების წაკითხვის შემდეგ მივხვდი რომ ბევრი სტატია სწორედ აქედან იყო ამოკრეფილი, ასვე რუსული ჟურნალებიდან ,,მასტერ რუჟიო'' ,,ახოტა ი ახოტნიჩიე ხაზიაისტვა'', ,,ახოტა ი რიბალკა''. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს რომ ამ ჟურნალების ფასი 7 დან 10 ლარამდე მერყეობს რაც ბევრი ქართველი მონადირისათვის მიუწვდომელია, მითუმეტეს ინტერესიანი ბავშვისათვის რომელიც ახლის გაგებას ცდილობს ნადირობაზე, ამიტომ ყოველი ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ჟურნალი ნადირობა უდაოდ კონკურენციის გარეშეა და სრულიად საჭირო და აუცილებელი საინფორმაციო წყაროა მონადირეებისათვის, თუმცა ვისურვებდი, ყოფილიყო ინფორმაციულად ისევე ტევადი როგორც მისი უცხოური ანალოგები და გაკეთებულიყო უფრო საინტერესო თარგმანები, მაგარამ ეს დიდ თანხებს და დროს მოითხოვს, შესაბამისად გაიზრდება ჟურნალის ღირებულება რაც უკვე ნაკლებად ხელმისაწვდომს გახდის მას ფართო მასებისათვის. იმედი მაქვს უფრო და უფრო და ნელნელა დაიხვეწება ეს ჟურნალი , მის რედაქციას კი წარმატებებს ვუსურვებ ამ საქმეში.

პოსტის ავტორი: bashiachuki Dec 26 2013, 16:52

მე სულ ვყიდულობ ყველა ნომერიმაქ. ერთი აზრიმაქ. ნომრები რომლებიც არ იყიდება და უკან რო მიაქთ ერთი ორჯერ რაიონებში ან სოფლებში რო დაარიგონ მე ვფიქრობ რო მოთხოვნა და გაყიდვები მოემატებათ რაც ყველასთვის კარგია.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)