Spinning - სამომავლო გეგმები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

12 გვერდი V  < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
Spinning - სამომავლო გეგმები
გიორგი
პოსტი Sep 30 2009, 15:47
პოსტი #16


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



Pendragon

ციტატა
იქ კარგი იმიტომაა, რომ დროდადრო ყველასათვის გავხსნი ჩასწორების შესაძლებლობას


და დრო და დრო დახურავ მაგ შესაძლებლობას ??? newsmile05.gif newsmile05.gif

ფორუმზე როცა რამეზე ხდება მსჯელობა - ტექსტსაც აქ ვდებთ... ციტირებისთვისაც უფრო ადვილია და აზრის გამოსახატავადაც... ხვალე ეგ ფაილი რომ წაგეშალოს ან რავი კიდე რა მოხდეს - ეს თემა აზრს დაკარგავს მაშინ, იმიტომ რომ დისკუსიის საგანი დარჩება უცნობი... თანაც თუ რამეს კლუბის სახელს ვარქმევთ - უნდა იყოს ფორუმზე.... ამიტომ ძალიან თხოვნა იქნება, რომ აქ დადო ეგ ტექსტი....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Sep 30 2009, 15:48
პოსტი #17


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



Pendragon
და კიდევ ერთი პატარა ნიუანსი,

4 თავში უნდა დაემატოს ასეთი ფრაზა,ან მუხლი:
ეძლევა უფლება გამოიყენოს თევზჭერის ყველა ისეთი საშვალება რაც კანონში არარის აკრძალული.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Pendragon
პოსტი Sep 30 2009, 15:55
პოსტი #18


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 211
რეგისტრ.: 17-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჩემი აზრით, ისე იქნებოდა ბევრად უფრო მოწესრიგებული.
აქ შევჯერდებოდით ცვლილებებზე და ერთი კაცი შეიტანდა ფაილში...

მაგრამ როგორც გენებოთ:

შეჯიბრის წესები სპინინგით სპორტულ თევზაობაში

ზოგადი წესები:

შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც უკვე შეუსრულდა 16 წელი
შეჯიბრის ჩატარება შესაძებელია როგორც გუნდური ჩათვლის ისე ინდივიდუალური მეთოდით. გუნდური შეჯიბრისას თითო გუნდში წევრთა რაოდენობა უნდა განისაზღვროს ორი მონაწილით. ყველა გუნდში წევრთა რაოდენობა უნდა იყოს თანაბარი.
განაცხადი შეჯიბრში მონაწილეობის მიღების თაობაზე შესაძლებელია დაიწეროს პირდაპირ ფორუმზე შესაბამის თემაში ან მიწერილ იქნას პირადი შეტყობინება ორგანიზატორთა მისამართით.
მონაწილეობის ფულადი შენატანი, თუკი ასეთი რამ დაწესებულია, უნდა იქნას შეტანილი უშუალო რეგისტრაციისას დათქმულ დროს.
შეჯიბრის ყველა მონაწილე ვალდებულია დაემორჩილოს მოქმედ კანონს სამოყვარულო თევზჭერის შესახებ, ასევე იგი ვალდებულია პატივი სცეს ყველა მონაწილეს განურჩევლად ეროვნებისა, სქესისა და რელიგიური მრწამსისა.
შეჯიბრის ჩატარების შესახებ აფიშირებულ განცხადებაში აუცილებლად უნდა იყოს გამოქვეყნებული შემდეგი სახის ინფორმაცია:
ორგანიზატორი
შეჯიბრის ჩატარების დრო და ადგილი
ადგილამდე მისვლის მარშუტი
შეჯიბრის წესები
დამატებითი პირობები (თუ არსებობს)
სპინინგით დაჭერილი თევზების ჩათვლადი სახეობები
შედეგების დათვლის საერთო მექანიზმი
საპრიზო ფონდი
მიმდინარე შეჯიბრის სპონსორები და საინფორმაციო მხარდამჭერები
ორგანიზატორთა და მონაწილეთა საკონტაქტო ინფორმაცია

შეჯიბრის ჩატარების ადგილმდებარეობა

შეჯიბრის ჩატარების ადგილმდებარეობა განისაზღვრება ორგანიზატორის მიერ და თან ერთვის განცხადებას.
მონაწილეები წყალსატევზე ან მდინარეზე თევზაობენ სპეციალურად გამოყოფილ და მონიშნულ მონაკვეთზე. მონაწილეს ეკრძალება მიუახლოვდეს მოწინააღმდეგეს ხუთ მეტრზე უფრო ახლო დისტანციით.
(პუნქტი 2.6 ჩვენი რეალობიდან გამომდინარე აზრსმოკლებულია)

შეჯიბრის ჩატარების პერიოდები

შეჯიბრის ჩატარების პერიოდს განსაზღვრავს ორგანიზატორი
ამინდის გაუარესების შემთხვევაში შესაძლებელია შეჯიბრის შეჩერება ან გადავადება. იმ შემთხვევაში თუ 1–2 საათში ამინდი გამოკეთდება, შესაძლებელია შეჯიბრის კვლავ განახლება.
თუ უამინდობის ან სხვა მიზეზის გამო შეჯიბრი შეჩერდება, მაგრამ მისი მიმდინარეობის ხანგრძლივობა გადააჭარბებს 2 საათს, შეჯიბრი ჩაითვლება ჩატარებულად და გამოვლინდება გამარჯვებული.

ანკესი და სხვა დამატებითი ტექნიკური აღჭურვილობა

შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად მონაწილეს შეუძლია იხმაროს ნებისმიერი სასპინინგე ჯოხი, კოჭა და ძუა, ასევე ნებისმიერი ხელოვნური სატყუარა (ტრიალა, ვობლერი და სხვა...). სპინიგით თევზაობა ხორციელდება ერთდროულად მხოლოდ ერთი რომელიმე სატყუარით, რომელსაც აქვს ერთი ან რამდენიმე შესაბამისი ნემსკავი. ნებადართულია დამატებითი სიმძიმის ან დამატებითი უნემსკავო სატყუარის გამოყენება. სათადარიგო ანკესის და სატყუარების რაოდენობა შეზღუდული არ არის. ასევე შესაძლებელია სხვადასხვა დამხმარე ხელსაწყოების (მაკრატელი, თევზიდან ნემსკავის მოსახსნელი, ჩოგანბადე და სხვა) გამოყენება.
ნებადართულია სონარის (ექოლოტის) და ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალების გამოყენება.
მონაწილეებს ეკრძალებათ:
გამოიყენონ ფსკერულის, ფიდერის, მოსაქნევი და სხვა ტიპის ჯოხები, რომლებიც არ არის განკუთვნილი სპინინგით თევზაობისთვის.
დაარღვიონ შეჯიბრის წესები, ან მოქმედი კანონმდებლობა სამოყვარულო თევზჭერის შესახებ.
თევზის იმ ჯიშის დაჭერა და შემდეგ შენახვა, რომელიც შეტანილია წითელი წიგნის ნუსხაში.
სატყუარად იხმარონ ცოცხალი ან მკვდარი თევზი
ნემსკავს წამოაცვან ცოცხალი სატყუარა.
დაარღვიონ შეჯიბრისთვის გამოყოფილი ადგილის საზღვრები თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არ არის.
დაიწყონ თევზჭერა ოფიციალური სტარტის გამოცხადებამდე ან გააგრძელონ თევზაობა შეჯიბრის დამთავრების შემდეგ.
ითევზაონ სატყუარაზე დამაგრებული შეუსაბამოდ დიდი ზომის სამკავით.
მიუახლოვდნენ ერთმანეთს 5 მეტრზე ახლო დისტანციით, თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არ არის.
იხმაურონ და დაუფრთხონ თევზი სხვა მონაწილეებს.
შევიდნენ წელამდე წყალში, თუ ამის აუცილებლობა არ არის გამოწვეული გადაუდებელი დახმარების აღმოჩენისათვის.
ჩაერიონ მსაჯთა მუშაობაში.
წარმოადგინონ დაჭერილ თევზთა სახეობა ან ზომა, რომელიც მიმდინარე ჩემპიონატის წესებით ჩათვლადი არ არის.
წარმოადგინონ შეჯიბრის დამთავრების შემდეგ ან მანამდე დაჭერილი თევზი, ასევე გადაულაგონ თავისი ნადავლი სხვა მონაწილეს.
დატოვონ თავიანთი ნაგავი ან ძუის ნაგლეჯები.
შეჯიბრის ტერიტორიაზე შეიტანონ ნებისმიერი სახის ალკოჰოლური სასმელი ან შეჯიბრზე გამოცხადდნენ ნასვამ მდგომარეობაში.
შეურაცხყოფა მიაყენონ სხვა მონაწილეს.

მსაჯობა და შეფასების კრიტერიუმები

მსაჯეთა ჯგუფი შედგება კლუბის წევრებისგან და მოწვეული სტუმრებისგან, რომლებიც არ იღებენ შეჯიბრში უშუალო მონაწილეობას.
მსაჯები უნდა აღიჭურვონ საკონტროლო და საკომუნიკაციო საშუალებებით, როგორებიცაა ჭოგრიტი, რაცია და სხვა...
მსაჯთა ჯგუფი უნდა შედგებოდეს არანაკლებ ორი წევრისგან, რომელთა შორისაც ერთ–ერთი იქნება უპირატესი.
გამარჯვებულის გამოვლინება ხდება თოთოეული მონაწილის მიერ დაჭერილი თევზის აწონვის საფუძველზე.
ჩათვლადია ნებისმიერი მტაცებელი თევზი (თუ წესების მიხედვით სხვა რამ არ არის დადგენილი), რომელიც არ არის წითელ წიგნში შეტანილი.
შესაძლებელია გამარჯვებულის გამოსავლენად გამოყენებულ იქნეს სხვა კრიტერიუმები, რომლებიც აღწერილი იქნება განცხადებაში.
ყოველი შეჯიბრის დამთავრებისას გამარჯვებულებს გადაეცემათ სამახსოვრო პრიზები და დიპლომები. პრიზი და დიპლომი გადაეცემა ცალკე „ყველაზე დიდი ეკზემპლარის“ დამჭერს.

სანქციები

მონაწილის წინააღმდეგ გასატარებელი შესაძლო სანქციების სია:
შენიშვნა
გაფრთხილება
შეჯიბრიდან მოხსნა
ერთწლიანი დისკვალიფიკაცია
სამუდამო დისკვალიფიკაცია

სანქციის დაწესება:

შენიშვნა

დაწესებული დისტანციის დარღვევისთვის.
ხმაურისთვის.
მსაჯთან შეკამათებისთვის და უხეში მოპყრობისთვის.

გაფრთხილება

შეჯიბრზე გასამგზავრებელ შეკრებაზე დაგვიანებისთვის.
არაჩათვლადი თევზის წარდგენისთვის.
ადგილის დანაგვიანებისთვის.
შეჯიბრის გახსნის და დამთავრების გამოტოვებისთვის, თუ საპატიო მიზეზი არ არსებობს.
განმეორებითი შენიშვნისთვის.

შეჯიბრიდან მოხსნა

ისეთი ტიპის ანკესის და სატყუარების გამოყენებისთვის, რომელიც აკრძალუალია მიმდინარე შეჯიბრის წესებით.
ნადავლში ისეთი თევზის შეტანისთვის, რომლის დაჭერაც აკრძალულია კანონმდებლობით.
სატყუარაზე დამაგრებული შეუსაბამოდ დიდი ზომის სამკავით თევზაობისთვის.
არასპორტული ქცევისთვის. მონაწილეთა შეურაცხყოფისთვის.
შეჯიბრის ტერიტორიაზე ალკოჰოლური სასმელის შეტანისთვის.
სიმთვრალისთვის ან ნასვამი მდგომარეობის გამო.
განმეორებითი გაფრთხილებისთვის.

ერთწლიანი დისკვალიფიკაცია

შეჯიბრის შედეგების გაყალბებისთვის.
შედეგების გაყალბებაში თანამონაწილეობისთვის.
ნადავლის სხვა მონაწილისათვის ფარულად გადაცემისთვის.
შეჯიბრზე ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადებისთვის.
შეჯიბრიდან განმეორებითი მოხსნისთვის.

სამუდამო დისკვალიფიკაცია

შეჯიბრზე ჩხუბის ატეხვისთვის.
ერთწლიანი დისკვალიფიკაციის ხელმეორედ მიღებისთვის.


გაპროტესტება

ამა თუ იმ სანქციის გაპროტესტება მონაწილეს შეუძლია შეჯიბრის დამთავრებიდან მაქსიმუმ 1 საათის განმავლობაში. პროტესტს განიხილავს მსაჯთა ჯგუფი და მათი განაჩენი იქნება საბოლოო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Sep 30 2009, 15:58
პოსტი #19


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ციტატა
ჩემი აზრით, ისე იქნებოდა ბევრად უფრო მოწესრიგებული.
აქ შევჯერდებოდით ცვლილებებზე და ერთი კაცი შეიტანდა ფაილში.
..

დიდი მადლობა newsmile05.gif

აქაც ეგრე ხდება... ანუ შეჯერებული კორექტირებები - შენს პოსტშივე უნდა ჩაასწორო....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
troutbaiter
პოსტი Sep 30 2009, 16:03
პოსტი #20


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 730
რეგისტრ.: 13-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მშვენიერი ნაშრომია! გავეცანი და შინაარსი მთლიანად მაკმაყოფილებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Sep 30 2009, 16:08
პოსტი #21


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



Pendragon
რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.


ესეე უფრო სრულყოფილი იქნებაnewsmile05.gifnewsmile05.gifთქვენ შეგიძლიათ უკვე კორექტირება იქიდან გამომდინარე რომ ეს ჩემპიონატის წესებია.


ეს კონსტიტუიის მეორე თავის მე-14 მუხლია.

და კიდევ ერთი პატარა ნიუანსი,

4 თავში უნდა დაემატოს ასეთი ფრაზა,ან მუხლი:
ეძლევა უფლება გამოიყენოს თევზჭერის ყველა ისეთი საშვალება რაც კანონით არ არის აკრძალული.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
troutbaiter
პოსტი Sep 30 2009, 16:11
პოსტი #22


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 730
რეგისტრ.: 13-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მე ვთვლი, რომ წესებს ამ ადგილას არაფრის დამატება აღარ უნდა.

ციტატა(ნოსო @ Sep 30 2009, 04:48 PM) *
4 თავში უნდა დაემატოს ასეთი ფრაზა,ან მუხლი:
ეძლევა უფლება გამოიყენოს თევზჭერის ყველა ისეთი საშვალება რაც კანონში არარის აკრძალული.


და მაგალითად კონკრეტულად რა საშუალება იგულისხმე?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Sep 30 2009, 16:14
პოსტი #23


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



troutbaiter
ეგ არვიცი ,მაგრამ ყველა ნორმალურ კანონში ეგ უნდა იყოს, მე ეგრე ვფიქრობ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Sep 30 2009, 16:14
პოსტი #24


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ნოსო

კანონით სასროლი ბადეც არ არის აკრძალული newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif და აბა როგორ გამოვა ეგ სამქე ??? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Sep 30 2009, 16:15
პოსტი #25


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



გიორგი
კაცო თევზაობის ამ კანონში ვამბობ!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Sep 30 2009, 16:16
პოსტი #26


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ეგა თევზაობის კანონი კი არ არის - შეჯიბრების წესებია newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ჰამაც სპინინგით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Sep 30 2009, 16:17
პოსტი #27


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



Pendragon
კარგად გიმუშავია

ეს წესები რაზე სათევზაოდ არის გათვლილი? ვივარაუდებ რომ ყველაფერზე რაც ტბაში შეიძლება დაიჭიროს კაცმა.......

და კიდევ ერთი, შენ იქნები ამ შეჯიბრის ორგანიზატორი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Sep 30 2009, 16:17
პოსტი #28


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ციტატა
შეჯიბრის წესები სპინინგით სპორტულ თევზაობაში
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
troutbaiter
პოსტი Sep 30 2009, 16:17
პოსტი #29


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 730
რეგისტრ.: 13-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ნოსო, ეს კანონი არაა, ეს მხოლოდ შეჯიბრის წესებია.
თან რათ უნდა ჩავამატოთ ისეთი რამ, რისი არსიც არ ვიცით???
ვთვლი რომ საკითხი მოხსნილია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Sep 30 2009, 16:18
პოსტი #30


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



გიორგი
ეგ როგორ ახლა კაცო?მერე რა მნიშვნელობა აქ?თუ არ იქნება მითითებული ხარვეზი შეიქმნება,უნდა დაწერო რომ მერე არავინ შემოგედაოს თორემ შეილება 50% ამ წესებისა არასოდეს იქნეს გამოყენებული საქმეში!!!

კიბატონო როგორც იტყვით!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

12 გვერდი V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 08:11