IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
აფხაზები გვჯობნიან, ღმერთმა გაუმარჯოთ
Bone
პოსტი Nov 28 2011, 17:32
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ერთ ერთ რუსულენოვან მსროლელთა საიტზე , სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე , უფრო სწორად თვალი მოვკარი, ქართულ სახელსა და გვარს , ალბათ ყველასთვის თვალში საცემია, რომელიმე უცხო ენის ასოებით დაწერილი ქართული სიტყვა ან სახელი...ჩემთვის პირადად ასეა...
ვინც კარგად მიცნობს იმან იცის ჩემი ინტერესების შესახებ...მოკლედ მაგრად დამაინტერესა ადამიანის ვინაობამ სპორტულ ჯილეტში და სპორტული თოფით, რუსულ საიტზე , ქართული სახელით.
გავარკვიე, და ეს პიროვნება აღმოჩნდა ტარიელ ბჟანია. აფხაზეთის თვით გამოცხადებული რესპუბლიკის სროლის ფედერაციის პრეზიდენტი !
მას თურმე გაესაუბრა რუსეთიდან, ერთ ერთი რუსული, ცნობილი სპორტულ - მსროლელთა კლუბის წარმომადგენელი.


ოჩოპინტრელებს გთავაზობთ ამ ინტერვიუს თარგმანს:

ტარიელ ბჟანია:
სროლის სპორტული კომპლექსი "აშხა" (აფხაზურად მთა) დაარსდა 2010 წელს , აფხაზეთის სროლის ფედერაციის მხარდაჭერით. კომპლექსის დაარსების მიზანს წარმოადგენდა, სროლის ოლიმპიური სახეობების განვითარება, იმისათვის რომ შექმნილიყო მატერიალურ ტექნიკური ბაზა ბავშვებისა და ახალგაზრდების სპორტული სკოლისათვის, ასევე პროფესიონალი სპორცემნების სავარჯიშოდ, ან უბრალოდ მოყვარულებისათვის.
კომპლექსი "მთა" მდებარეობს სოხუმიდან 20-ოდე კილომეტრში.
კომპლექსის ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობი 5 ჰექტარია, მდებარეობს და ფუნქციონირებს მრგვალი სტენდის 1 მოედანი, უახლოეს მომავალში კი დასრულდება კიდევ 3 მრგვალი სტენდის მოედნის მშენებლობა და 2 სასანგრე სტენდის მოედნის. ამასთანავე 2 მოედანი დაეთმობა კომპაქტ სპორტინგს !



რუსული კლუბის წარმომადგენელი :
ძალიან დიდი, სასიამოვნო სიურპრიზი იყო ჩვენთვის იმის გაგება რომ, აფხაზეთში გამოჩნდნენ ენთუზიასტები რომლებმაც გადაწყვიტეს სროლის კლუბის ჩამოყალიბება. როდის და რა ვითარებაში იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება ?
ტარიელ ბჟანია :

ჩვენ უბრალოდ ძალიან მოგვინდა გაგვეცოცხლებინა აფხაზეთში სროლის სახეობათა სპორტი. ამისათვის გადაწყდა 2009 წელს დაგვეწყო მსენებლობა მიწის ფარტობზე 5 ჰექტარი. რომელიც არენდით დაქგვითმეს რაიონულმა ადმინსტარციამ. თვითონს მშენებლობას რაც შეეხება მთლიანად სპორტუული კლუბის წევრების პირადი დაფინასებით განხორციელდა.

რუსული კლუბის წარმომადგენელი :
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია , აფხაზეთის სროლის ფედერაცია სულ ცოტა ხნის წინ შეიქმნა , ჩვენ კი ვერავითარი ნფორმაცია ამის თაობაზე ვერსად მოვიძიეთ, თქვენ როგორც ფედერაციის წარმომადგენელს შეგიძლიათ გვიამბოთ მის შექმნის ისტორიაზე და მოღვაწეობაზე დაწვრილებით?

ტარიელ ბჟანია :
სპორტული კომპექსისი მშენებლობის დაწყებისთვის, აფხაზეთის სპორტის კომიტეტში სროლის სახეობათა სპორტი საერთოდ არ იყო. ამიტომ ჩვენ ყოველგავრი ძალ ღონე მოვიკრიბეთ და არაფერი დავიშურეთ, რის საფუძველზეც ზემოთხსენებული ორგანიზაცია იქნნა შექმნილი. აფხაზეთის საზოგადოების სროლის ფედერაცია. ჩვენი ორგანიზაცია ძალიან ახალგაზრდაა და გამოუცდელია ამიტომ ჯერ ჯერობით მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენები არ შეინიშნება, მაგრამ " მთას" აქვს დიდი გეგმები და მიზნები ისვე როგორც ნებისმიერ სროლის ფედერაციას მსოფლიოში. ამას ემატება ისიც რომ კომპლექსი ჯერ დაუსრულებელია მაგრამ დასრულების პირასაა, ეს უკანასკნელი მოგეხსენებათ დიდი შრომასა და დროს მოითხოვს. ამის გარდა ჩვენ გვქონდა ურთიერთობა და გვაქს კიდევას ჩვენ რუს კოლეგებთან , რომლებსაც მივმართეთ დახმარებისათვის და გამოცდილების გასაზირებლად. ჩვენ უკვე გვაქვს საქმიანი ურთიერთობები



რუსული კლუბის წარმომადგენელი :
პოპულარულია თუ არა თქვენთან აფხაზეთში სპორტის სასროლო სახეობა და არის თუ არა თქვნთან სხვა კლუბები ?

ტარიელ ბჟანია :
აფხაზები ისტორიულად ცნობილნი იყვნენ მეომრებით,იარაღით და ყველაფრი რაც მასთან ახლოსაა დიდ პატივისცემას იმსახურებდა ყოველთვის, ამიტომ სპორტული სროლა ძალიან პოპულარულია აფხაზეთში , შეიძლება ითქვა რომ ეს ჩვენ სისხლშია. სამწუხაროდ არსებული კლუბებიდან ჩვენი კლუბი "აშხა" ერთადერთია.




რუსული კლუბის წარმომადგენელი :
რა მდგომარეობაა ამ წუთისათვის კლუბში? მოხდა თუ არა ჩაფიქრებულის რეალიზაცია ბოლომდე? რა სირთულეებს წააწყდით და როგორ დაძლიეთ ისინი?

ტარიელ ბჟანია :
კლუბი "აშხა" განვითარების სტადიაზეა, ჯერ კიდევ დაუსრულებელია ყველა მოედნის მშენებლობა, პარალელურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მსენებლობაც. უნდა აღინიშნოს რომ, კომპლექსის შექნიდან დაწყებული დღემდე, შესაბამისი საბუტებისა და კომპლექსის რეგისტრაციასტან დაკავშირებიტ არავიტარი სირთულე არ ყოფილა. ყველა საღელმწიფო რორგანო რომლეტანაც ურთიერთობა გვქონდა დიდი სიამოვნებით თანამშრომლოდნენ ჩვენტან.

რუსული კლუბის წარმომადგენელი :
ამ კლუბის მშენებლობისას რა გეგმები გქონნდათ და რა მიზნებს ისახავდით, ოფიციალური შეჯიბრების ჩატარებას ხომ არ გეგმავთ ან ხომ არ ჩაგიტარებიათ უკვე ?

ტარიელ ბჟანია :
კლუბის "აშხას" მშენებლობისას და საერთოდ შექმნისას მიზანი იყო ერთი, აფხაზეთში სპორტის ფედერაციის შექმნდა და შემდგომსი მისი განვითარება. ჩვენ უკვე მოვასწარით რამდენიმე ტურნირის ჩატარება მაღალ დონეზე , სადაც კარგად გამოჩნდა ამ სპორტის პოტენციალი და პოპულარობა. სხვათაშორის ჩვენ ტურნირი დავამთხვიეთ აფხაზეთში ნადირობის სეზონის გახნსას. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს შევქმნათ მაქსიმალური პირობები იმისთვის რომ რუსეთის ფედერაციის ნაკრები, ზამთრობით ჩამოვიდეს აფხაზეთსი და ზამთრისათვის თბილ ამინდებში უპრობლემოდ ივარჯიშოს, რაც რუსეთის სიცივეებში გართულებულია.




რუსული კლუბის წარმომადგენელი :

ძალიან საინტერესოა ხელმზღვანელობდით თუ არა ანალოგიური მოდელით, კლუბის მშენებლობისას, თანამშრომლობდით თუ არა პროფესიონალებთან , თუ მთლიანად მიენდეთ საკუტარ თავს?

ტარიელ ბჟანია :
ასეთ საკითხებსი მხოლოდ საკუთარ ტავზე მინდობა გაუმართკებელია, ჩვენ გვქონდა ურთიერტობა მსგავსი კომპლექსების წარმომადგენლებთან, ჩვენ შემთხვევაში ეს იყო კრასნოდარში არსებული ცნობილი სპორტ კომპლექსი"დუბრავა" . ასევე ჩვენთან ჩამოდიოდნენ ჩვენი რუსი მეგობრები და გვიზიარებნდენ გამოცდილებას.


რუსული კლუბის წარმომადგენელი :
რასაკვირველი ჯერ ადრეა სამომავლო შორ გეგმებზე საუბარი, მიზნებზე რომელთა მიღწევასაც აპირებთ , ამიტომ გვინდოდა კლუბის დევანდელ ცხოვრებაზე გვესაუბრა.

ტარიელ ბჟანია :
როგორც მოგახსენეთ კლუბი დასრულების სტადიაზეა, მაგრამ აქტიურ მოღვაწეობას ეწევა, ტყვიაწამლის შემომტანია თურქული კომპანიები, თეფშები რუსეთის ერთ ერთი ქარხნიდან შემოგვაქვს. მოკლედ ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს და ისროლოს.


რუსული კლუბის წარმომადგენელი :
და მაინც სამომავლო გეგმებს შესახებ ორიოდე სიტყვით

ტარიელ ბჟანია :
რასაკვირველია გეგმები გვაქვს, დიდი. პირველ როგში დავასრულოთ ჩანაფიქრი და ბოლომდე მივიყვანოთ ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რაც უახლოეს მომავალში დასრულდება. შევქმნათ ძლიერი საწვრთნელი ბაზა. გავაცოცხლოთ სროლის სპორტი აფხაზეთში.
რაც მთავარია გვინდა ბევრი თასის და მედლების მოპოვება აფხაზი სპორცმენების მიერ.



p.s.
ეს ინტერვიუ რომ ვნახე კინაღამ ჭკუიდან შევიშალე, ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველა წესიერ ადამიანს, მათ შორის აფხაზებს რუსებს ან რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება, მაგრამ ძალიან საწყენია რომ ჩვენთანაც ამდენი წესიერი ადამიანია, მაგრამ რატომღაც ფეხებზე კიდიათ სასტენდო სროლა....
თითქმის 20 წელიწადია ვერ ეშველა საქართველოში სპორტის ამ ბრწყინვალე სახეობას , სადამდე შეიძლება ამის მოთმენა არ ვიცი , დალოდება აღარ ქვია ამას და იმიტომ ვამბობ მოთმენას...

... ისე კი კაი იქნეობა ენახა ეს წერილი შესაბამის პირებს , პრეტენზია რომ გვაქვს რაღაც რაღაცეებზე და მაინც სეპარატისტები გვჯობნიან...
პატივისცემით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 16:49