ვ.ვ. გრინერი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ვ.ვ. გრინერი
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Dec 16 2013, 20:48
პოსტი #1


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი




ვ.ვ. გრინერი

ინგლისის ქალაქ ბირმინგემში თითქმის ორასი წელია მოღვაწეობს გინერების მეიარაღეთა დინასტია. მას საფუძველი ჩაუყარა ვილიამ გრინერმა (Wiliam Greener). იგი ჯერ მეიარაღის პროფესიას ეუფლებოდა ქალაქ ნიუკასლში, ხოლო შემდეგ ლონდონში, ჯოზეფ მენტონთან. მან 1829 წელს საკუთარი სახელოსნო გახსნა ჯერ ნიუკასლში, ხოლო შემდეგ, 1844 წელს სამუშოად ბირმინგემში გადავიდა. როგორც ჩანს, აქ იგი საკმაოდ მაღალხარისხოვან თოფებს ამზადებდა და უფლება მიიღო თავის თოფებზე გაეკეთებინა წარწერა: „ვ. გრინერი, პრინცი ალბერტის კარის მეიარაღე“.
ვ. გრინერი გარდაიცვალა 1869 წელს, ხოლო მისი საქმე გააგრძელა შვილმა, ვილიამ ველინგტონ გრინერმა (1834-1921). მსოფლიოს ერთ-ერთმა გამოჩენილმა მეიარაღემ.
ყველაზე ცნობილი გამოგონება (1865 წ.), რომელიც ვ.ვ. გრინერს ეკუთვნის, ესაა ლულების ჩამკეტი მექანიზმი, ე.წ. გრინერის ურდული, რომელიც დღესაც სანადირო თოფების უმეტეს ნაწილში გამოიყენება. მან ეს ურდული 1873 წელს განივ ღერძთან და პერდეს ჩარჩოსთან ერთობლიობაში დააპატენტა და შეიძლება ითქვას, ამით დააპატენტა თავისი თოფის ტიპი, რომელიც ას წელზე მეტია, უცვლელად იწარმოება.
1877 წელს ვ.ვ. გრინერმა გააუმჯობესა ენსონისა და დილეის სისტემა და შექმნა ახალი, ე.წ. „ფაცილე პრინციპსი“ (Facile Princips), რომელიც თავის თოფებზე გამოიყენა.
ვ.ვ. გრინერის საიარაღო ფაბრიკა ითვლებოდა მსოფლიოს უმსხვილეს საწარმოდ. მამა-შვილი გრინერები კარგი მწერლებიც იყვნენ. მამამ, ვ. გრინერმა საიარაღო საქმის შესახებ წიგნი 1841 წელს დაწერა, ხოლო შვილმა, ვ.ვ. გრინერმა 1883 წელს ლონდონში გამოსცა ფუნდამენტური ნაშრომი „თოფი და მისი ევოლუცია“. რუსმა იარაღთმცოდნე გ.ვ. ტარნოვსკიმ 1887 წელს მოსკოვში გამოსცა ამ წიგნის თარგმანი, სახელწოდებით „თოფი“ (Ружьё). ეს წიგნი თბილისის ბიბლიოთეკებში არ არის. (ერთი წიგნი, ზეპირი ინფორმაციით თბილისელ მოქალაქეს აქვს).
აა.ბიტკოვი თავისი მაღაზიის 1910 წლის პრეისკურანტში ვ.ვ. გრინერს ასეთ სტრიქონებს უძღვნის: „როგორც ლანკასტერი, გრინეგიც განეკუთვნება სახელოვან მეიარაღეებს. მან ზუსტად ისევე დააჩნია კვალი სანადირო იარაღის სრულყოფის საქმეში, მოახდინა ისეთივე მნიშვნელოვანი გადატრიალება თავისი გრინერის ურდულის გამოგონებით. მაგრამ არა მხოლოდ თავისი ურდულის და სხვა გამოგონებებით, გრინერმა დიდება მოიპოვა ძირითადად მაღალმხატვრული მუშაობით. გრინერი ამარაგებს მრავალ მონადირეთა საზოგადოებას, მიღებული აქვს ბევრი ჯილდო და საჩუქრები თავისი თოფებისათვის. მისმა თოფებმა მტრედებზე სროლის შეჯიბრში მრავალი პრიზი მოიპოვეს. თუმცა გრინერი ჩემს შეკვეთილ თოფებზე უფრო ძვირსაც და უფრო იაფსაც ამზადებს, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილებით ვუკვეთავდი იმ მოდელს, რომელსაც ეს ფირმა სხვებზე უკეთესად ამზადებდა. ასე მაგალითად, ფირმა დიუმულენისათვის არასწორია 600 რუბლიანი თოფის შეკვეთა, და ასევე არასწორი იქნებოდა გრინერისათვის 125 რუბლიანის შეკვეთა.“
1921 წელს ვ.ვ. გრინერის გარდაცვალების შემდეგ მისი საქმე გააგრძელეს მისმა შვილებმა, ჩარლზ და ჰარი გრინერებმა. ერთი პერიოდი ფირმამ მფლობელიც კი გამოიცვალა, მაგრამ შემდეგ, დაახლოებით 1985 წელს, გრინერებმა ფირმა უკან გამოისყიდეს.
ერთხელ ზოოპარკში, ზღვარსგადასული სპილოს ლიკვიდაცია გახდა საჭირო ეს შესანიშნავად გააკეთა გრინერმა თავისი თოფის. ამის შემდეგ გრინერის ფირმის სავაჭრო ნიშანს (Trade Mark) წარმოადგენს სპილოს გამოსახულება.
გრინერების მეიარაღეთა დინასტიას უკავშირდება ერთი საინტერესო ისტორია, თუ ლეგენდა მე-19 საუკუნის ბოლოს მათ გადაწყვიტეს დაემზადებინათ უნიკალური საგამოფენო თოფი სახელწოდებით ‘წმინდა გიორგი“. საგულდაგულოდ შეირჩა საკონდახე კავკასიური კაკალი. კალაპოტის ლითონის ზედაპირზე განლაგდა წმინდა გიორგისა და გველეშაპის ბრძოლის რელიეფური გამოსახეულება. 1903 წელს თოფი მზად იყო. იგი რამდენჯერმე გამოიფინა დამთვარიელებლისათვის, არა გასაყიდად. 1913 წელს ერთმა სპარსელმა დიდებულმა მოინდომა მისი ყიდვა. გრინერებმა გააკეთეს ამ თოფის ასლი და სპარსელს 300 ფუნტად მიჰყიდეს. თოფისათვის ეს დიდი ფასი იყო. ამ დროს ჯეიმს პერდეს ყველაზე კარგი თოფი 90 ფუნტი ღირდა. ლეგენდა იუწყება, რომ „წმინდა გიორგი“ სპარსელს გაუგზავნეს გემით, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში ჩაიძირა. ლეგენდა იმასაც იუწყება, რომ თოფის ამოსაღებად სახელგანთქმული ფრანგი მყვინთავი, ჟაკ კუსტო (ალბათ შემდგომში სახელმოხვეჭილი ფრანგი მეცნიერის, ოკეანოლოგის ჟაკ ივ კუსტოს წინაპარი) მიიწვიეს. მან თითქოს მოინახულა ზღვის ფსკერზე გემი, მაგრამ იქ თოფს ვერ მიაგნო.
ბოლოს, პირველი „წმინდა გიორგი“ მაინც გაიყიდა აუქციონზე 1984 წელს, 10800 ფუნტად. შემდეგში გრინერების ოჯახმა თოფი უკან გამოისყიდა.
საინტერესოა, რომ პირველად თოფებზე წმინდა გიორგი გამოსახული იყო ხმლითა და ფარით, ფეხზე მდგომი, გველეშაპის პირისპირ, ხოლო შემდეგ დამზადებულ თოფებზე ისე, როგორც ქართულ ტრადიციაშია დამკვიდრებული - ცხენზე ამხედრებული, გველეშაპს შუბით განგმირავს.
1987 წელს გრეჰემ გრინერმა გადაწყვიტა კიდევ ერთი „წმინდა გიორგის“ დამზადება. თოფი დამზადდა და საიდუმლო ვითარებაში გაიყიდა ერთ ამერიკელ კოლექციონერზე. ამბობენმ რომ გრინერები კიდევ აპირებენ, ოღონდ ამჯერად წყვილი „წმინდა გიორგის“ მოდელის თოფების დამზადებას.
გრინრების სახელგანთქმული ფირმა დღესაც აგრძელებს საქმიანობას.
რუსული საიარაღო მაღაზიების პრეისკურანტებში ვ.ვ. გრინერის თოფებს საპატიო ადგილი ეჭირა. ყველაზე სრულად გრინერის თოფები წარმოდგენილი იყო ვარშავის მონადირეთა საზოგადოების მაღაზიის 1913/1913 წლების პრეისკურანტში. აქ იყო მოყვანილი ოთხი მოდელი: 1. მოდელი FH. 35 – 370 რუბლი; 2. სრულსაკეტებიანი მოდელი - 520 რუბლი; 3. მოდელი “Royal Quality” – 650 რუბლი და 4. მოდელი „Imperial Quality” – 750 რუბლი. ამავე პრეისკურანტში ჰოლანდ-ჰოლანდის „როიალი“ ღირდა 700 რუბლი, ხოლო პერდე 855 რუბლი.

წლების მიხედვით გრინერის თოფების ნუმერაცია ასეთია:
1878 – 19304;
1880 – 22860;
1895 – 38917;
1902 – 50911;
1915 – 59536;
1920 – 62621;
1930 – 68635;
1967 – 79259;


სტატია წიგნიდან "სანადირო თოფი", ავტორი ოთარ ლომთაძე



გრინერების სავაჭრო სახლი


ახალი "წმინდა გიორგი"





Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Dec 16 2013, 23:29
პოსტი #2


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Dec 16 2013, 23:38
პოსტი #3


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ლეონ-ბლექი
სტატია შესანიშნავია, მაგრამ იცი რას ვერ ვხვდები?
აი ეს პატენტები საიდან და როგორ ხდება? იქ პერდემ ვიღაცისგან იყიდა პატენტი, მერე გრინერმა პერდეს ჩარჩოთი თავისი კონსტრუქცია დააპატენტა და საბოლოო ჯამსი ისე გამოდის რომ ერთი და იგივე სისტემა აქვს ორ მეიარაღეს დაპატენტებლი.
არ მიწყინო დელეტანტური კითხვა, მაგრამ ცოტა დავიბენი, ჩვენი შენობის არ იყოს გაგარინიდან, რომ ჩადიხარ. ვისი ვისშიაო newsmile05.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია feroni: Dec 16 2013, 23:40
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Dec 17 2013, 01:10
პოსტი #4


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(feroni @ 17th December 2013 - 01:38) *
ისე გამოდის რომ ერთი და იგივე სისტემა აქვს ორ მეიარაღეს დაპატენტებლი.

არა..ეგ ის პერიოდია..როდესაც ახალი გამოგონებები მიდის და სისტემები უმჯობესდება. მანამდე იყო ქვემოდან რიჩაგებით ჩაკეტვა..დაუს სისტემა და ასევე ლეფოშეს სისტემა. მოკლედ სულ სხვანაირი დაკეტვა იყო. მერე პერდემ მოიგონა უძლიერესი დაკეტვის მექანიზმი.(ბიზლის სისტემაზე არ ვამბობ ლულას რომ იჭერს იმაზეა საუბარი და არა დამრტყმელ მექანიზმზე)"პერდეს ჩარჩო" მაგრამ ეგ პერდეს ჩარჩო..მაშინს სხვანაირად იხსნებოდა. სასხლეტების ქვემოდან უნდა გაგეწია ბერკეტი. მერე გრინერმა მოიგონა გრინერის ურდული. ეგ ის არის..გადასახსნელს რომ გაწევ გვერდზე და მეორე გვერდზე..პატარა შტირი გამოდის. ეგ დამატებითი ჩაკეტვაა. აი ეგ დააპატენტა გრინერმა..მაგრამ გამოიყენა პერდეს ჩარჩოც. ანუ ჩარჩო პერდესი აიღო და თავისი გამოგონებაც ზედ დაუმატა. საქმე ის არის..რომ ეგენი ცალცალკე იხსნებოდა.(ზუსტად არ მახსოვს როგორ) აი მანდ გამოჩნდა ბატონი ვილიმ სკოტი..რომელმაც მოიგონა ის ღერძი..რომლითაც ერთმანეთს დააკავშირა პერდეს ჩარჩო და გრინერის ურდული. ეგ უკვე სკოტმა დააპატენტა და თოფს მიეცა ის საბოლოო სახე..რომელიც დღესდღეობით გამოიყენება. სკოტზე ეხლა ვწერთ და ეგეც მალე იქნება. ეგეც უდიდესი მეიარაღე იყო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Dec 17 2013, 01:26
პოსტი #5


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ლეონ-ბლექი
მოკლედ ველოდები მორიგ სტატიას სკოტზე თორე ისეთ ინტრიგაში ჩავარდი საერთოდ ამებნა გზა კვალი newsmile05.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია feroni: Dec 17 2013, 01:28
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Dec 17 2013, 01:37
პოსტი #6


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(feroni @ 17th December 2013 - 03:26) *
ველოდები მორიგ სტატიას სკოტზე

მალე იქნება..და ვეცდები ჩემი ყოფილი სკოტის(შემომეყიდა) სურათებიც დავურთო. მაღლალი კლასის თოფია. საიდლოკი სისტემით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Dec 18 2013, 13:32
პოსტი #7


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კარგია !
კარგად გიშრომია small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Hubert
პოსტი Dec 18 2013, 17:47
პოსტი #8


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 429
რეგისტრ.: 16-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(feroni @ Dec 17 2013, 02:26) *
ლეონ-ბლექი
მოკლედ ველოდები მორიგ სტატიას სკოტზე თორე ისეთ ინტრიგაში ჩავარდი საერთოდ ამებნა გზა კვალი newsmile05.gif




ლეონ-ბლექი small3d018.gif ველოდები ლანკასტერს,ვუდვარდს...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Dec 18 2013, 18:44
პოსტი #9


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(niko @ 18th December 2013 - 15:32) *
კარგია !
კარგად გიშრომია

გაიხარე ბენი.
ციტატა(Hubert @ 18th December 2013 - 19:47) *
ველოდები ლანკასტერს,ვუდვარდს...

ეგენიც მალე იქნება. ბოსიც. ჯერ ინგლისურებს მივყვები.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 08:19