Auguste Francotte - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V   1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
Auguste Francotte , ოგიუსტ ფრანკოტი
მონადირე
პოსტი Jun 24 2009, 10:49
პოსტი #1


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 691
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სიტყვამ მოიტანა მეზობელ თემაში და მგონი არ მიწყენთ თუკი ამ ბრწყინვალე იარაღის დამამზადებელს და მის იარაღს მივუძღვნი ცალკე თემას.

აუგუსტ ფრანკოტი არის ერთ-ერთი გამონაკლისი სანადირო იარაღის წარმოების ისტორიაში, რომელმაც შეძლო ლონდონურ გიგანტებს შეჯიბრებოდა და ბოლომდე დაეცვა საკუთარი პრესტიჟი. ფრანკოტმა დადაამტკიცა, რომ ბელგიელებს და შესაბამისად კონტინენტური ევროპის შვილებს შეუძლიათ ამაყად იდგნენ ამ საქმეში ბრიტანელების გვერდით.

მსოფლიო აღიარება ფრანკოტმა XIX საუკუნის ბოლოს მოიპოვა. ამ პერიოდში, სახელოსნომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იარაღის წარმოების ხარისხზე. მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, იარაღი სერიული წარმოებისთვის იყო განკუთვნილი თუ ინდ.შეკვეთით მზადდებოდა. ფრანკოტის ოსტატები თანაბარი რუდუნებით ამზადებდნენ ყველა ტიპის იარაღს. ამან კი უდიდესი შედეგები გამოიღო ფირმისთვის - ჭრასა და მიტანაში ფრანკოტს მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელი მეიარაღეები თუ უწევდნენ კონკურენციას!

ფრანკოტის სახლს ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს - იგი სათავეს ჯერ კიდევ XVIII საუკუნიდან, კერძოდ, 1799 წლიდან იღებს. 1799-1805 წლების პერიოდში ჟოზეფ ფრანკოტმა იარაღის წარმოებით განთქმულ ქალაქ ლიეჟში (ბელგია), წმ. მარტინის გორაკზე ააშენა "პორტატიული იარაღის ფაბრიკა". წარმოება დაიწყო 1805 წელს, ამიტომ ფირმის დაარსების ოფიციალურ თარიღადაც ეს წელია მიჩნეული. თავდაპირველად, არსებული ისტორიული რეალობიდან გამომდინარე (ნაპოლეონის ომები), ჟოზეფ ფრანკოტი სამხედრო იარაღს აწარმოებდა. მხოლოდ XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო გლუვლულიანი სანადირო თოფების დამზადება და სწორედ ამ პერიოდიდან მიიღო ფირმამ დღემდე არსებული სახელი - Auguste Francotte. სახელს - აუგუსტი ამ გვარის მრავალი წარმომადგენელი ატარებდა, შესაბამისად, როდესაც ახსენებენ აუგუსტ ფრანკოტს, თავისთავად გულისხმობენ არა რომელიმე მეიარაღეს, არამედ, თავად სახელოსნოს, ფირმას. უკანასკნელი აუგუსტი (1901-1984) ფრანკოტების საგვარეულოდან, რომელიც ფირმას სათავეში 1944 წელს ჩაუდგა და 1972 წლამდე ეკავა ეს პოზიცია. იგი იყო არა მარტო დიდი მეიარაღე, არამედ უაღრესად განათლებული ადამიანი და სწორედ მისი დიპლომატიური ძალისხმევის წყალობით გადაურჩა ფირმა "დიდი დეპრესიის" პერიოდში არსებულ კრიზისს.

ფრაკოტისთვის დამახასიათებელია ერთი მნიშვნელოვანი რამ: იგი არასოდეს იჩენს ნოვატორობას იარაღის წარმოების განვითარების სფეროში, მაგრამ მისი სტილია სხვათა გამოგონებების დახვეწა იმ დონემდე, რომ დაჩრდილოს თავად გამომგონებელთა სახელი!

XX საუკუნის დასაწყისში ფრანკოტმა დაიწყო შიდაჩახმახიანი სანადირო თოფების წარმოება. ამ წარმოებას I მსოფლიო ომამდე ჰქონდა სერიული სახე. ამ პერიოდში გამოშვებული ფრანკოტის თოფები იყო შემდეგი მახასიათებლებით:

ყალიბი: 12, 16 და 20

წონა: 2,5-დან 3,1 კგ-მდე

საკეტი: ენსონ დილეის+სამმაგი ჩამკეტი: პერდეს ჩარჩო გრინერის ჭანჭიკით.

აღნიშნულ თოფები აღჭურვილნი იყვნენ ეჟექტორებით ან ექსტრაქტორებით.


მაგრამ მთელი ხიბლი იყო ამ თოფების ლულებში, რომელთაც ჰქონდათ მეტად საინტერესო, ე.წ. "ორსაფეხურიანი ჩოკი", რაც ბალისტიკურად იძლეოდა ფანტასტიურ შედეგებს! თუმცა ასეთ გაბურღულობას ჰქონდა ის ნაკლი, რომ ეს თოფები საჭიროებდნენ ნორმალურზე ნაკლები დოზის დენთს და საფანტს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა საფანტის ძლიერ დეფორმაციას და ძლიერ უკუცემას, რაც უარყოფითად აისახებოდა ჭრასა და მიტანაზე. მიუხედავად ამ მცირე ხარვეზისა, სათანადო დოზების დადგენის პირობებში, ამ პერიოდის ფრანკოტს მიტანაში და სროლის სიშორეში, ფაქტიურად კონკურენტი არ ჰყავდა თუ არ ჩავთვლით "ლიეჟის მანუფაქტურა"-ს და შვედურ ფირმას "გუსკვარნა".

სერიული წარმოების თოფების პარარელურად, ამავე პერიოდში, ფრანკოტი აწარმოებდა თოფებს ინდ.შეკვეთით. ეს იყო ძირითადად 12 ყალიბის თოფები, წონით 3,1-3,3 კგ. ლულებისთვის გამოიყენებოდა ჯოზეფ ვიტვორტის განთქმული ინგლისური ფოლადი. (ეს ლევანს დააინტერესებს!)

უკვე XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისიდან ფირმამ შეცვალა პოლიტიკა, კერძოდ, შედარებით იაფფასიანი სერიული წარმოებიდან ძვირადღირებულ ინდივიდუალურ წარმოებაზე გადავიდა. ამ პოლიტიკას მიჰყვება ფრანკოტი დღევანდელობამდეც.
თანამდროვე პერიოდში ფრანკოტი ინდ. შეკვეთებით ამზადებს როგორც ხრახნილლულიან ისე გლუვლულიან სანადირო თოფებს, ასევე კარაბინებს.

გლუვლულიანი თოფები მზადდება შემდეგი მახასიათებლებით:

ყალიბი: 12, 16, 20 და 28

ლულის გაბურღულობა და სიგრძე: სხვადასხვანაირი შეკვეთის შესაბამისად

სასხლეტების რაოდენობა: ერთსასხლეტიანი ან ორსასხლეტიანი

ეჟექტორები: შემკვეთის სურვილის მიხედვით

დამცემი მექანიზმი: ძირითადად განლაგებულია დაფებზე

საკეტი: საკეტი დაფებზე ან ენსონ დილეის მოდიფიცირებული საკეტი


არსებობს ფრანკოტის ერთი უნიკალური მოდელი - ბოკფლინტი "სუპერბრიტი" (Superbritte). თოფს სახელწოდება მიენიჭა მისი გამომგონებლის თეოფილე ბრიტის (Theophile Britte) პატივსაცემად.
თოფი დაპატენტებულია 1931 წელს. თოფის თავისებურება იმაშია, რომ მას გააჩნია ვერტიკალური შარნირის ბოლტი, რომლის წყალობითაც თოფის გადახსნის დროს ლულების სავაზნეების გადაწევა ხდება გვერდით, მარჯვნივ.
მას გააჩნია ასევე ყველაზე დაბალი კოლოფი (კალაპოტი) მსოფლიოში ცნობილ ბოკფლინტებს შორის. თოფი აღჭურვილია გამორთვადი ეჟექტორით.
მისი ჩამკეტი მექანიზმი იმგვარადაა შექმნილი რომ უზრუნველყოფს როგორც აბსოლუტურ უსაფრთხოებას, აგრეთვე მექანიზმის ხანგრძლივ სიცოცხლისუნარიანობას.
12 ყალიბის სუპერბრიტი ითვლება ზემსუბუქ სანადირო თოფად.
იგი გამოირჩევა საუკეთესო ბალანსირებით და შემკვეთს თავად შეუძლია მისი დამზადების პროცესში მიიღოს მონაწილეობა, რათა ზედმიწევნით ზუსტად მოერგოს მომავალი რჩეული იარაღი...



"შინაარსი განსაზღვრავს ფორმას" - ასეთია ფრანკოტის დევიზი!


აჰა, თქვენ ფოტოებიც!

ფრანკოტი 20 ყალ.


ფრანკოტი შტუცერი



ფრანკოტი 12 ყალ. "De Luxe"



ესეც ის სახელგანთქმული სუპერბრიტი "Superbritte"



დააკვირდით, რა უცნაურად იხსნება



http://www.littlegun.be/
http://www.hunter.ru

ეს კი თავად თეოფილ ბრიტი!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jun 25 2009, 16:51
პოსტი #2


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



უუუჰჰჰჰ.... მაგარია, დიდი მადლობა..ძალიან საინტერესოა(პირადად ჩემთვის) მალე მივამატებ ჩემი თოფის სურათებს...ისე ჩემი თოფი სწორედ.2-მაგი ჩოკებით+დახრით 13 კალობრისკენ..არის, მაგას მგონი"ტრიბლოტი" თუ რაღაც ეგეთი ქვია. თანაც სამტრედეა..(საკმაოდ მძიმეც)..მოკლედ მალე დავდებ სურათებს და თვითონ ნახავთ(როგორი ბიჭია) newsmile041.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jun 25 2009, 18:31
პოსტი #3


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კარგი სტატიაა ყოჩაღ მონადირე small3d018.gif newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Jun 25 2009, 20:22
პოსტი #4


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



იდეალურად დამუშავებული სტატიაა გაიხარე მონადირე! მომეწონა ამომწურავადაა განხილული , მე ვერაფერს დავამატებ!! გაიხარე ბრატ! small3d018.gif newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მონადირე
პოსტი Jun 26 2009, 13:30
პოსტი #5


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 691
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ფოტოებიც დადებულია.

ველოდები ლევანის "ცოცხალი" ფრანკოტის ფოტოებს newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jun 27 2009, 00:14
პოსტი #6


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ალბათ ხვალ(ან ზეგ) დავდებ.. სუპერბრიტი რა საინტერესოაა...ისე დელუქსიც ფანტასტიკაა..(თან "პოლნი ზამოკი") ეგეთი თოფი 80 დან...100 ათას ევრომდე ღირს..შტუცერიც...(ინტერნეტში წავიკითხე)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jun 30 2009, 18:24
პოსტი #7


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



აი ჩემი თოფის სურათრბიც












Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მონადირე
პოსტი Jul 6 2009, 21:12
პოსტი #8


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 691
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ლევანი
ლევან, ძალიან მომეწონა შენი ფრანკოტი. ბრწყინვალე თოფია!!! ღმერთმა ხელი მოგიმართოს და არასოდეს დაგჭირვებოდეს მის გასხვისებაზე ფიქრი!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 6 2009, 22:37
პოსტი #9


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



დიდი მადლობა.... newsmile041.gif newsmile041.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
shuba
პოსტი Jul 9 2009, 18:38
პოსტი #10


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 27
რეგისტრ.: 1-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi aeroportis das.




ესეც ჩემი Francotte








ცოტა ხელი აქვს შესავლები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Jul 9 2009, 19:51
პოსტი #11


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



მმმმმმმმმმაგარი კაი ტიპია!! საღოლ ბრატ!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 9 2009, 22:59
პოსტი #12


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ვაა. კიდევ გაიჩითა ფრანკოტი...კარგი თოფი ჩანს...(პატარა რესტავრაცია და ეგ არის) ლულები ვისი ფოლადია???
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
shuba
პოსტი Jul 10 2009, 15:33
პოსტი #13


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 27
რეგისტრ.: 1-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi aeroportis das.





საღოლ, ჯიგრები ხართ.....



არ ვიცი ძმა ჯერ ვერ ვერკვევი ეგრე კარგად... იქნებ როგორმე შევხვდეთ თოფსაც წამოვიღებ და დამაკვალიანო რა და როგორ???????
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jul 10 2009, 15:54
პოსტი #14


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



shuba
მშვენიერი ფრანკოტია, პატარა რესტავრირება არ აწყენდა, ფრანკოტების ცვენაა ფორუმზე რა small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 11 2009, 01:20
პოსტი #15


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Bonehill
მერე გიხაროდენ...(სასტავში ეგეთი იარაღი რო იჩითება)shuba
კი ბატონო..შევხვდეთ და რაც ვიცი ამ თოფებზე ყველაფერს აგიხსნი...ისე წინა თვის ჟურნალ ნადირობაში კარგი სტატიაა ფრანკოტიზე...ყველაფერში გაგარკვევს...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 00:23