სუმო - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

6 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
სუმო, ძალიან მაგარი სპორტი
ბალა
პოსტი Oct 30 2009, 17:47
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,254
რეგისტრ.: 28-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



სუმო ტრადიციული იაპონური ორთაბრძოლაა
ხანგრძლივი ისტორიული ფესვებით



სუმო ეს კონტაქტური სპორტის სახეობაა, რომლის ფესვებიც იაპონიაშია და რომელიც მთლიანად მხოლოდ ამ ქვეყანაშია განვითარებული. აქ არ ვგულისხმობთ სუმოს სამოყვარულო ნაირსახეობას, რომელიც ბევრ ქვეყანაშია (მათ შორის საქართველოში) ფეხმოკიდებული, თუმცა ის პეწი, კლასი არ აქვს, რაც პროფესიულ სუმოს. სამოყვარულო სუმოში ის სული დაკარგულია, რასაც სათუთად უფრთხილდებიან იაპონელები. სუმო მხოლოდ სპორტი არც არის, ის იაპონელთათვის გენდაი ბუდოა, ანუ თანამედროვე საბრძოლო ხელოვნებაა.
სუმოს ისტორია საუკუნეებს ითვლის. ამიტომაც ორთაბრძოლების წინ მრავალ ტრადიციულ რიტუალს ასრულებენ. მაგალითად, მარილის მოფრქვევის რიტუალი უძველესი, შინტოს რელიგიის დროიდან მოდის. რიკიშის, ანუ პროფესიონალი სუმოისტის ცხოვრება საკმაოდ მკაცრია და მას სუმოს ასოციაციის (ნიჰონ სუმო კიოკაი) წესები აკონტროლებს. პროფესიონალები ვალდებულები არიან თავიანთ კლუბებში (ე.წ. ჰეიებში) იცხოვრონ, მათი ყოველდღიური ცხოვრების ბევრი ასპექტიც წინასწარ გაწერილია და აუცილებლად უნდა შესრულდეს – ჭამის რაციონიდან დაწყებული ჩაცმულობით დასრულებული. ყველაფერი იაპონიის მრავალსაუკონოვან ტრადიცებს უკავშირდება. ცნობილია, რომ სუმომ შედარებით თანამედროვე სახე მეომარ ოდა ნობუნაგას დროს, მე-16 საუკუნეში მიიღო. მიუხედავას იმისა, რომ სუმო იაპონურ ფესვებზე აღმოცენდა მსგავსი საბრძოლო ხელოვნება განვითარებული იყო მონღლოთში (მონღოლური ჭიდაობა), ჩინეთში (შუაი იაო) და კორეაშიც (სირეუმი).


სუმოს ორთაბძოლაში გამარჯვებულია ის ფალავანი, რომელიც შეძლებს მეტოქის გაძევებას რკალის ფორმის რინგიდან, რომელსაც იაპონელები დოჰიოს უწოდებენ. გამარჯვებულია სუმოისტი იმ შემთხვევაშიც, თუ შეძლებს მეტოქის დაგდებას დოჰიოზე. პირველი ვინც კი დოჰიოს ტანის ნებისმიერი ნაწილით შეეხება გარდა ფეხისა, დამარცხებულია. თუმცა ხშირად საკამათო ეპიზოდში, შეიძლება გამარჯვება იმ სუმოისტს მიანიჭონ, რომელიც პირველად შეეხო მიწას. ეს მხოლოდ მაშინ ხდება, თუკი მსაჯები დაადგენენ, რომ მის მეტოქეს გამარჯვების არანაირი შანსი არ ჰქონდა. ორთაბრძოლისას არ არის შეზღუდვები, ამიტომაც წესების და მიზნის სიმარტივის მიუხედავად, სუმოში დიდი რაოდენობის და სხვადასხვა სახის ილეთებს იყენებენ. აკრძალულია მხოლოდ მუშტის დარტყმა, წელს ქვემოთ დარტყმა და თმების მოქაჩვა. ასეთ შემთხვევაში დამრღვევს მაშინვე წაგებას უთვლიან. სუმოისტის საბურველი ე.წ. მავაშია – აბრეშუმის ნაჭერი, რომელიც რამდენიმეჯერ დახვეულია სპორტსმენის ფეხებს შორის და ზურგთან განასკვულია. სხვათა შორის, თუკი ბრძოლისას სუმოისტი მავაშის დაკარგავს, მას წაგება ეთვლება. როდესაც გამარჯვებული გაირკვევა მას მსაჯი (გიოჯი) სახალხოდ აცხადებს, აქვე დააკონკრეტებს იმ ილეთს (კირიმატე), რომლის წყალობითაც იმარჯვა სუმოისტმა. მაშინ როცა ბრძოლა სულ რაღაც წამები გრძელდება, მისთვის მზადება, რიტუალის შესრულება, ბრძოლის შემდგომი რიტუალი გაცილებით მეტ დროს ითხოვს. დოჰიო 4,55 მეტრი დიამეტრის რკალია. საფარი თიხნარია, რომელზეც ქვიშაა მოყრილი. რკალი ბრინჯის სპეციუალური ღეროებისგან არის შეკრული. მასზე ფეხის დაბიჯება წესებით შეიძლება.
წელიწადში ექვსი სუპერტურნირი, ანუ ბაშო იმართება: იანვარში, მარტში, მაისში, ივლისში, სექტემბერში და ნოემბერში. აქედან ოთხი ტოკიოში, ორი კი პროვინციებში. სუპერტურნირების გარდა პროფესიონალები ვალდებულნი არიან სუმოს ასოციაციის ეგიდით საჩვენებელ გამოსვლებშიც მიიღონ მონაწეილოება, რომლებიც სუმოს პოპულარიზაციის მიზნით იაპონიის სხვადასხვა რეგიონში იმართება. რეიტინგზე (ბანძუკე) მხოლოდ სუპერტურნირების შედეგები აისახება. ბაშო 15-დღიანია ელიტის ორ დივიზონში (მაკუუჩი და ძურიო), ხოლო დაბალ ლიგებში - 7-დღიანი. სუმო კონტაქტური სპორტია და იქ ტრავმები ძალზე ხშირია. სპორტსმენებს ხშირად აქვთ პრობლემები ჯანმრთელობასთან ჭარბი, მაგრამ ორთაბრძოლისას აუცილებელი, წონის გამოც. სპორტსმენები სხვადასხვა კლუბის წევრები არიან. იაპონური წესის თანახმად კლუბს მხოლოდ ერთი უცხოელის ყოლის უფლება აქვს, თუმცა ზოგიერთ კლუბში უცხოელს არაფრის დიდებით არ აიყვანენ.
სუმოისტის ცხოვრება ჰეიაში დილით მზის პირველ სხივებთან ერთად იწყება. დილით გარკვეული რიტუალის შემდეგ, სუმოისტები ხუთსაათიან, მომქანცველ ვარჯიშს გადიან. მხოლოდ ამის შემდეგ სპორტსმენები საუზმობენ. ამ დროს ისინი დიდი რაოდენობით საკვებს იღებენ. სხვათა შორის, არ არის აკრძალული ალკოჰოლური სასმელიც. საუზმის შემდეგ სამსაათიანი ძილის დროა, შემდეგ კი – ვახშმის. თითოეული სუმოისტის წარმატებაზეა დამოკიდებული შეუძლია თუ არა მას „ფუფუნების საგნების“ გამოყენება. მაგალითად, მობილური ტელოფონის, ინტერნეტის, ცალკე ოთახში დაძინების.. ყველა სუმოისტს აკრძალული აქვს მანქანის მართვა.
პროფესიულ სუმოში 6 დივიზიონია. უმაღლეს, მაკუუჩიში 42 სუმოისტია, მეორე ელიტურ დივიზიონ ძურიოში - 28. ამ ორ დივიზიონში მოხვედრილი სუმოისტები რანგის შესაბამისად იღებენ ანაზღაურებას, მათ ემსახურებიან ცქიფიტოები (ცუკებიტო), ახალგაზრდა დამწყები სუმოისტები. მესამე დივიზიონ მაკუშიტაში 120 სუმოისტია, შემდეგი დივიზონებია: სანდანმე, ჯონიდანი და ჯონოკუჩი. დღეისათვის პროფესიულ სუმოში 59 უცხოელია, მათ შორის სამი ქართველი: ლევან ცაგურია (კოკაი), ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ). სამოვე მებრძოლი ელიტაშია
ელიტაში რიგითი სუმოისტის რანგი მაეგაშირაა, ისინი რეიტინგის მიხედვით 1-დან მე-16 (ან მე-17) ნომრამდე არიან განაწილებულნი. არსებობს აღმოსავლეთის და დასავლეთის დივიზიონი, თუმცა ეს დაყოფა პირობითია – აღმოსავლეთის დივიზიონი მხოლოდ ნახევარი საფეხურით წინ დგას დასავლეთისაზე. სპორტის ამ სახეობაში ყველაზე დიდი რანგი არის იოკოძუნა. ტერმინი წამოვიდა სიტყვებიდან ჰორიზონტი და თოკი. ახლაც იოკოძუნებს სარიტუალო ღონისძიებისას ერთგვარი თოკი აქვთ შემოხვეული, რომლის სიმძიმე ზოგჯერ 20 კილოგრამია. უმაღლესი ტიტულის მიღების წესი განსაზღვრულია ასე: ოძეკის, რომელსაც იოკოძუნობა სურს უნდა ჰქონდეს ძალა, ოსტატობა და ხიბლი (ჰინკაკუ). ყოფილა შემთხვევა, რომ „დიდი ჩემპიონის“ ტიტული არავის უტარებია და იყო დრო, როცა ერთდროულად ოთხი იოკოძუნა იყო რეიტინგში. ფაქტობრივად კი ოძეკი იოკოძუნა ხდება თუკი ზედიზედ ორ სუპეტურნირს მოიგებს, ან ერთს მოიგებს და ორჯერ გამარჯვებისთვის იბრძოლებს ბოლო დღემდე, ამასთან ბაშოზე არანაკლებ 12 მოგება ექნება (15-დან). იოკოძუნას ტიტულს არ ართმევენ, თუკი სუმოისტი უმაღლეს დონეზე ვეღარ ასპარეზობს ის აუცილებლად უნდა წავიდეს სუმოდან. დღეს ორი იოკოძუნაა მოქმედი, ორივე მონღლოა – რიგით 68-ე იოკოძუნა ასაშორიუ (2003 წლიდან) და 69-ე იოკოძუნა ჰაკუჰო (2007 წლიდან).
იოკოძუნას შემდეგ რანგით მეორე ტიტული ოძეკია (ჩემპიონი). დღეს ოთხი ოძეკია: ჩიოტაიკაი, კაიო, კოტოოშუ და კოტომიცუკი. კოტოოშუ ბულგარელია, დანარჩენები კი – იაპონელები. მესამე რანგი სეკივაკეა, მეოთხე – კომუსუბი. ქართველი ლევან ცაგურია ორი სუპერტურნირის განმავლობაში ატარებდა კომუსუბის ტიტულს. ჯერჯერობით ეს მისი უმაღლესი მიღწევაა. სუმოისტები ყოველთვიურ ხელფასს იღებენ თავიანთი რანგის მიხედვით. იოკოძუნას ხელფასი თვეში 24,5 ათასი დოლარია. ამაში რა თქმა უნდა, არ შედის ორთაბრძოლების დროს მიღებული ჰონორარები. ოძეკი თვეში 20 ათას დოლარს იღებს, სეკივაკე და კომუსუბი - 14,8 ათას დოლარს, რიგითი მაეგაშირა – 11,3 ათას დოლარს, ხოლო ძურიოს დივიზიონის წევრი – 9 ათასს.



სუმოს ლექსიკონი

ბანძუკე: სუმოს რეიტინგ-ლისტი, რომელიც წინა ბაშოს შედეგების მიხედვითაა შედგენილი და ქვეყნდება მომავალი ბაშოს დაწყებამდე ორი კვირით ადრე. ბანძუკე ხელნაწერი დოკუმენტია, რომელიც სუმოისტებს ურიგდებათ.

ბაშო: სუმოს სუპერტურნირი. წელიწადში 6 ბაშოა. უფრო ზუსტი დასახელებაა ჰონბაშო.

გიოჯი: სუმოს მსაჯი

დოჰიო: არენა სადაც მიდის ორთაბრძოლა. თიხნარზე დაყრილი ქვიშაა, რომელიც ბრინჯის მცენარის ღეროს რკალითაა შემოსაზღვრული.

დოჰიო-ირი: რინგზე გასვლის ცერემონიალი. მხოლოდ ძურიოს და მაკუუჩის დივიზიონის სუმოისტები ასრულებენ. დასავლეთის და აღმოსავლეთის სუმოისტები ცალ-ცალკე ასრულებენ რიტუალს, იოკოძუნა კი ცალკე.

იოკოძუნა: დიდი ჩემპიონი, ყველაზე მაღალი ტიტული სუმოში.

იუშო: ტურნირის მოგება ნებისმერ დივიზიონში. უმაღლეს დივიზიონში თან ახლავს იმპერატორის თასის მოგება.

კაჩი-კოში: ბაშოს დადებითი ბალანსით დასრულება, რაც რეიტინგში წინსვლის გარანტიაა.

კენშო-მავაში: სარიტუალო მავაში, რომელიც ინდივიდუალური გემოვნებითაა მოხატული. ადრე კენშო მავაშით ჭიდაობდნენ.

კირიმატე: ილეთი, რომლის წყალობითაც იმარჯვებს რიკიში. კირიმატე მრავალია.

კინბოში: ოქროს ვარსკვლავი. ეძლევა მაეგაშირას რანგის სუმოისტს თუკი ის ბაშოზე იოკოძუნას დაამარცხებს. აქვს ფინანსური დატვირთვაც.

კომუსუბი: მეოთხე რანგი სუმოში.

მაეგაშირა: უმაღლესი დივიიზონის სუმოსიტთა უდაბლესი რანგი. ბაშოს დროს მხოლოდ მაღალი რანგის მაეგაშირებს უწევთ ბრძოლა იოკოძუნასთან და ოძეკისთან.

მაკე-კოში: უარყოფოთი ბალანსი, რეიტინგში დაქვეითების გარანტია.

მაკუუჩი: უმაღლესი დივიზონის დასახელება.

მაკუშიტა: რანგით მესამე და ყველაზე მრავალრიცხოვანი დივიზიონი.

მავაში: სუმოისტის ქამარი-ტილო, რომელსაც ის ატარებს ვარჯიშისას და ორთაბრძოლისას. თეთრი, ბამბისა ვაჯიშისას და აბრეშუმის ფერადი – შეჯიბრებისთვის.

ნიჰონ სუმო კიოკაი: სუმოს ასოციაცია.

ოიაკატა: სუმოს მწვრთნელი, კლუბის ხელმძღვანელი

ოძეკი: ჩემპიონი, მეორე რანგი პროფესულ სუმოში.

რიკიში: პირდაპირი თარგმანით, ძლიერი მამაკაცი. სუმოისტი.

სანდანმე: მეოთხე დივიზიონი.

სანიაუკუ: იოკოძუნა, ოძეკი, სეკივაკე და კომუსუბი – ამ რანგის სუმოისტთა კრებსითი სახელი.

სეკიტორი: ის სუმოისტი, რომელიც ორი ელიტური დივიზიონიდან ერთ-ერთშია.

შიკონა: საბრძოლო სახელი. შეიძლება იყოს ნამდვილი სახელის იდენტურიც.

ძურიო: მეორე დივიზიონი, ითვლება ელიტად. ამ დივიზიონში მოასპარეზე სუმოისტს აქვს ხელფასი და პრივილეგიები.

ჯონიდანი: რანგით მეორე უდაბლესი დივიზიონი სუმოში.

ჯონოკუჩი: უდაბლესი დივიზიონი . ასეც ითარგმნება იაპონურდან – „ეს მხოლოდ დასაწყისია“.

ჰენკა: დაჯახების დროს ხერხით მეტოქის აცილება და ამ მეთოდით გამარჯვება. ხშირად ცუდ ტონად ითვლება იაპონელ პუბლიკის თვალში, განსაკუთრებით თუ ჰენკას მაღალი რანგის სუმოისტები მიმართავენ.

ჰეია: პორდაპირი მნიშვნელობით ოთახია, თუმცა იხმარება კლუბის აღსანიშნავად. ჰეია არის ადგილი, სადაც სუმოისტები ვარჯიშობენ და ცხოვრობენ.

ჰიკივაკე: ყაიმი, დღევანდელ სუმოში ძალზე იშვიათი მოვლენაა.


ამჟამად იაპონიაში სულ არის სამი ქართველი სპორცმენი: კოკაი (ლევან ცაგურია), ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) და გაგამარუ (გაგა ჯუღელი)
კოკაი
ტოჩინოშინი
გაგამარუ

ესენი კიი დღესდღეისობით ყველაზე ძლიერი სუმოისტები (იოკოძუნები)

ასაშორიუ
ჰაკუჰო


წარმოშობით ორივე მონღოლი სპორცმენია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Geoჟორჟიკა
პოსტი Oct 30 2009, 18:52
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,176
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



:)ZORAIDE:)
small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif საღOლ ძალიან საინტერესო იყო , დიდი მადლობა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბალა
პოსტი Oct 30 2009, 19:07
პოსტი #3


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,254
რეგისტრ.: 28-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



geojorjika
ციტატა(geojorjika @ 30th October 2009 - 07:52 PM) *
საღOლ ძალიან საინტერესო იყო , დიდი მადლობა

არაფრის მერე კიდე დავდებ ინფორმაციას პროსტა ეხლა მაგარი დავიღალე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Oct 30 2009, 19:49
პოსტი #4


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



:)ZORAIDE:)

ეგ ყველა სახელი რაღაცა ნიშნავს ხომ ?? რო თარგმნო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Oct 30 2009, 19:50
პოსტი #5


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



კოკაი შავზღვას ნიშნავსnewsmile05.gifnewsmile05.gif ეს აღსანიშნავია newsmile05.gifnewsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბალა
პოსტი Oct 30 2009, 19:53
პოსტი #6


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,254
რეგისტრ.: 28-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გიორგი
ციტატა(giorgixomeriki @ 30th October 2009 - 08:50 PM) *
ეგ ყველა სახელი რაღაცა ნიშნავს ხომ ?? რო თარგმნო

კიი
კოკაი (შავი ზღვა)
ტოჩინოშინი (წლის აღმოჩენა)
გაგამარუ (მრგვალი გაგა) newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Oct 30 2009, 19:55
პოსტი #7


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ციტატა(:)ZORAIDE:) @ 30th October 2009 - 08:53 PM) *
(მრგვალი გაგა)


newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

და შენი სახელი რას ნიშნავს ??
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბალა
პოსტი Oct 30 2009, 20:04
პოსტი #8


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,254
რეგისტრ.: 28-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გიორგი
ციტატა(dubidubiduu @ 30th October 2009 - 08:55 PM) *
და შენი სახელი რას ნიშნავს ??

რავიცი ამაასწინად სახლში მოვედი ცოტა ნასვამი და ქალები არჩევდნენ სერიალს... და ზორაიდეზე ჩხუბობდნენ... და მეც კაიფის პონტში დავირქვი.

ეხლა უნდა გადავირქვა ეგ სახელი თორე მე აქ როგორც ვუყურებ საკუთარი ნიკები კლიჩკად ააქვთ და მე ზორაიდეს ხომ არ დამიძახებენ ტეხავს...

ისე შეიძლება ნიკნეიმის შეცვლა??????????
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Oct 30 2009, 20:07
პოსტი #9


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ციტატა(:)ZORAIDE:) @ 30th October 2009 - 09:04 PM) *
ისე შეიძლება ნიკნეიმის შეცვლა??????????


კი შეგიძლია newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბალა
პოსტი Oct 30 2009, 20:09
პოსტი #10


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,254
რეგისტრ.: 28-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(dubidubiduu @ 30th October 2009 - 09:07 PM) *
კი შეგიძლია

ხო მაშინ კლიჩკად რასაც მეძახიან იმას დავირქმევ...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Oct 30 2009, 23:20
პოსტი #11


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



bala
საინტერესო იყო, შენ საიდან ამდენი ცოდნა?
სურათებიდან ძიუდოისტი მომეჩვენე......



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Oct 30 2009, 23:47
პოსტი #12


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ყოველთვის მეგონა რომ ძალიან უაზრო სპორტი იყო სუმო, მერე ცაგურია რომ გაიჩითა ამ სპორტში დავინტერესდი და დავიწყე უიტუბიზე ფორთხიალი, არ დაგიმალავთ და მაგრად ვიკაიფე, კარგი სპორტია.............
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შალვა
პოსტი Oct 31 2009, 11:50
პოსტი #13


EX მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,851
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



სუმოს ყურება ძალიან მიყვარს, მართალია ძალიან გვიან უჩვენებენ .. მაგრამ ღამის თევად ღირს(ფეხბურთზე მეძინება) დინამიური სპორტია, საყურებლად დღეს ყველა ჭიდაობის სახეობას ჯობია(მაყურებლის თვალით) სპორტის ბობოლებს (მსოფლიო) ტვინი რომ ჰქონდეთ ამ სახეობას ოლიმპიურ სახეობად გადაიყვანდნენ!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბალა
პოსტი Oct 31 2009, 21:47
პოსტი #14


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,254
რეგისტრ.: 28-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ვიტო
ციტატა(shalva @ 31st October 2009 - 12:50 PM) *
საინტერესო იყო, შენ საიდან ამდენი ცოდნა?
სურათებიდან ძიუდოისტი მომეჩვენე......

დღეს ხომ მიხვდი საიდან ვიცი??????????

შალვა
ციტატა(shalva @ 31st October 2009 - 12:50 PM) *
საყურებლად დღეს ყველა ჭიდაობის სახეობას ჯობია(მაყურებლის თვალით)

არა სპეციალურად არ შეააქვთ იაპონელებს სუმო ოლიმპიადაზე იმიტომ, რომ ჯერ სუმო ძაან გაბანძდება და ის ხიბლი დაეკარგება და ის ტრადიციები რაც ააქვს,,, და მერორე იმიტომ რომ იოკოძუნას თან შეხვედრა უკვე დიდი მიღწევა ანუ ყველა სუმოისტს არ შეუძლიან რომ შეხვდეს (არ ააქვს უფლება, უფლება ააქვთღ მარტო მაღალი რანგის მოებრძოლებს) და ოლიმპიადაზე კიდე შეიძლება ვიღაც ზიმბამბველი შეხვდეს და მაგი დიდი დამცირებაა იოკოძუნასთვის....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბალა
პოსტი Oct 31 2009, 22:06
პოსტი #15


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,254
რეგისტრ.: 28-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi











და ამ ვიდეოს ნახვის მერე როგორ უნდა თქვას ადამიანმა, რომ სუმოისტები მარტო მუცლებით ეტაკებიან და მარტო გაყავთო.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

6 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 09:24