შურთხი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

შურთხი, შურთხის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები
ზახარა
პოსტი Jun 6 2009, 22:37
პოსტი #1


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



[


შურთხი (Tetraogallus) Улар

ეკუთვნის ქათმისნაირთა ოჯახს. დედამიწის ზურგზე მობინადრე შურთხების, ანუ მთის ინდაურთა შორის ყველაზე მცირე ზომისაა ჩვენი, კავკასიური შურთხი. საქართველოში ბინადრობენ კავკასიური და კასპიური შურთხები (უკანასკნელი შეტანილია საქართველოს "წითელ წიგნში"). ვერტიკალურად ვრცელდებიან ზღვის დონიდან 1600-1400 მ-ზე. კავკასიონზე მობუდარ შურთხს ჯიხვების დარაჯს უწოდებენ, ვინაიდან იგი ხშირად თან სდევს ჯიხვების ფარას, ქექავს მათ განავალს, ეძებს შიგ საკენკს და რაიმე საშიშროების გამოჩენის დროს სტვენით განგაშს ტეხს, რითაც როგორც შურთხებს, ისე იქ მყოფ ჯიხვებსაც აფრთხილებს. შურთხის მუდმივი საყვარელი საბუდარი ადგილი მიუდგომელი, უდაბური, კლდოვანი მთებია. ზამთარში დიდი თოვლის დროს იგი უფრო ქვევით ჩამოდის. აქვთ მკვრივი ტანი, მაგარი ნისკარტი და ფეხები (მამლებს მოკლედეზებიანი). მათი სხეულის სიგრძე 50-70 სმ აღწევს. შეფერვაში ჭარბობს რუხი და თეთრი ფერები. შურთხები იკვებებიან მცენარეთა კვირტებით, ყლორტებით, თესლით, კენკრით, ბოლქვებით, იშვიათად მწერებით. შურთხი აპრილში იწყებს კვერცხის დებას, დებს 15-20 ცალს, გამოჩეკას 28 დღე უნდება. ბარტყები ივნისში იჩეკებიან. შურთხზე ნადირობის შენთხვევები მეტისმეტად იშვიათია მისი საბინადრო, ძნელად მისადგომი და მკაცრი ბუნებრივი პირობების გამო. შურთხზე ნადირობა აკრძალულია.

ინფორმაცია მოპოვებულია სხვადასხვა წიგნებიდან რომლებიც საკმაოდ ძველია,
განადგურებულია ყდები საიდანაც შეიძლებოდა ავტორების ამოკითხვა,
ამიტომ ზუსტ წყაროებს ვერ ვუთითებ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
berdalioni
პოსტი Dec 18 2016, 21:09
პოსტი #2


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4
რეგისტრ.: 29-November 16
ნიკის ჩასმა
ციტირება



1600 რო წერია ეგ მინიმალური სიმაღლეა, დათვის ჯვრის უღელტეხილი 2000ზე მეტია და იმაზე მაღლა ჩვეულებრივად არის.... სტვენა სცოდნია რაღაცნაირი, ჭიუხებს რო უხდება. მისი ნახვა ძნელია, არ მგონია ვინმე ან რამე მიეპაროს თუ კლდიდან კლდეზე გადაფრენის დროს შემთხვევით არწივმა ან შევარდენმა არ გამოიჭირა. მთაში კარგად იციად ეგ ფრინველი და ესე ამბობენ dastur.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th May 2024 - 07:46