free little library - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V   1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
free little library, საშვილიშვილო
nik@a
პოსტი Jun 1 2013, 01:22
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,183
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



free little library

მოკლედ ეს პატარა თავისუფალი ბიბლიოთეკები გამოჩნდა ევროპაში არც თუ ისე დიდიხნის წინ და პოპულარობაც მოიპოვა...




აი ეს გახლავთ ამ პატარა ბიბლიოთეკის ერთ ერთი უმარტივესი ნიმუში... ღია ცის ქვეშ ამგვარი ყუთები იდგმევა და შიგ ენთუზიაზმით აღსავსე წიგნომანები ალაგებენ წიგნებს, სანაცვლოდ სხვას იღებენ და ა. შ. ძალიან შეუწყო ხელი ამგვარმა გასართობმა ბიბლიოთეკებმა წიგნის პოპულარიზაციას...



მოკლედ არსებობს ახალგაზრდა წიგნომანთა პატარა საზოგადოება, რომლებსაც დიდი ხანია სურდათ რამოდენიმე ბიბლიოთეკის დადგმა ქალაქში, თუმცა ფინანსების არ არსებობის გამო იდეა ჩავარდა. თავი ვერ მოება. ამ საზოგადოებაში გახლავთ ჩემი საცოლეც, მინდა დავეხმარო(თ)... გავაკეთო რამოდენიმე მსგავსი ბიბლიოთეკა და დავდგა, ადგილს მოგვიანებით შევარჩევ. დასაწყისისთვის 3 ან 4 ცალი რომ გავაკეთო... მე ხეზე მუშაობასთან ძალიან შორს ვარ, საერთოდ არ მეხერხება. რომ შევუკვეთი დურგალს ან ცეხს თანხები ძალიან შორს მიდის და ჯიბეგაფხეკილსტუდენტს არც მაგისი თავი მაქვს. წიგნებიც საყიდელი მაქვს...





ბევრი რომ არ გავაგრძელო მჭირდება ენთუზიაზმით აღსავსე ხალხის დახმარება რომლებიც ხესთან ოდნავ მაინც მეგობრობენ, საჭირო მასალებს შევაგროვებ სამეგობროში და დამზადებაში რომ დამეხმარონ. სასიკეთო საქმეა და ვფიქრობ ცდად ღირს. ერთი ბავშვიც რომ მიბრუნდეს წიგნებისკენ ამის საშუალებით ესეც უდიდესი საქმე იქნება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Don-G
პოსტი Jun 1 2013, 01:47
პოსტი #2


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 397
რეგისტრ.: 18-April 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



xoshian.gif small3d018.gif წიგნებით დაგეხმარები.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Jun 1 2013, 01:50
პოსტი #3


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მაგას შარდენზე თუ დადგავ და ისიც დაცვას მიუჩენ თორემ ვინ გააჩერებს ბიჯო!მით უმეტეს ზამთრის პერიოდში

დღეს ორი დიდი ყუთი გეოლოგიური თუ რაღაც მაგარი წიგნები კინაღამ გადავყარეთ და ხვალ ბუკინისტებში უნდა გაბარიგდეს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nik@a
პოსტი Jun 1 2013, 02:00
პოსტი #4


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,183
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



Don-G
გაიხარე newsmile027.gif




ადგილებს ისეთს შევარჩევ სადაც მეტნაკლებად კამერები აფიქსირებს, მაინც საქართველოა...

ესეც ყველაზე მარტივი კონსტრუქციები ავარჩიე... რავიცი იქნებ გამოვიდეს.




T A M P L I E R
კი მაგის საშიშროება არსებობს, მაგრამ არც ასეა საქმე. მიხეილ ტყებუჩავა იგივე "მებაღე" გახლავთ ახალგაზრდა პოეტი, რომელმაც რამოდენიმე წლის წინ სადარბაზოში დიღომში გააკეთა არც თუ ისე პატარა ბიბლიოთეკა და დღესაც არსებობს, სრულიად ღიაში დაუცველად. შარშან ვესტუმრეთ და წიგნებით მოვამარაგეთ. თუ ის არ გაძარცვეს, იქნებ არც ამას გაეკარონ, რავიცი მაინც წიგნებია, გასაყიდი ფასი მაგას არ აქვს ღირებული...



თუ მასალა უშნო იქნება მხატვარი მეგობრები მყავს რამოდენიმე და მოვახატინებ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Jun 1 2013, 02:07
პოსტი #5


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



გასათბობი მასალაა უგუნურთათვის სამაგიეროდ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nik@a
პოსტი Jun 1 2013, 02:11
პოსტი #6


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,183
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ხოო მაგრამ არამგონია გასათბობი საშუალება პუშკინის სკვერში ან მთაწმინდის პარკში ეძებონ, კამერების წინ... რავიცი ვცდი ყოველშემთხვევაში, თუ გამოვა ხომ კარგი თუ არა და მოგვჭამა ჭირი. newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jun 1 2013, 02:12
პოსტი #7


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ეგ იდეა დიდი ხნის წინ მქონდა მე, გავაკეთე კიდევაც ერთი დავდგი და თავიდან ფანჯარა ცალეწეს, მერე სოფელში ვიყავი და დედაბუდიანად გააქრეს, ვანდალი და დედამოტ**ული ხალხი საქართველოში არ ილევა.

მაშინ კამერები არ იდგა ქუჩებში, ახლა შეიძლება მცდელობა, ოღონდ კამერის ქვეშ უნდა დადგეს თავიდან და უნდა მიწეროს რომ კონტროლოდება კამერით.

თავიდან წიგნები უნდა ჩაიდოს კითხვადი და ნაკლებად ღირებული, ასევე უნდა დაეწეროს, როგორც აიღებთ ასევე თქვენც დადეთ რამე წიგნი თქო.


შეიძლება გაამართლოს, იქნებ შეეცვალა ხალხს ცოტა მენტალობა.



მაგის გაკეთება მარტივია, მე ადრე ინტერენტში მოვიძიე სქემა და ჩემით გავაკეთე, ერთადერთი აუცილებლად ჩარჩოსთვის კუთხის მოსაჭრელი თარგი დაგჭირდება, მასალა, 2 პეტლი, მინა, ხერხი და ლურსმნები, სახურავი ხის არ უნდა დარჩეს თორემ მალევე დალპება

ხეს ბოლოს შეღებვა უნდა, ტერმიტები რომ არ გაუჩნდეს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jun 1 2013, 07:41
პოსტი #8


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ვანდალები ევროპაშიც არიან.....სადაც ეს ბიბლიოთეკები არსებობს, იქ რა ბავშვები გადაჭარბული სიცელქით არ გამოირჩევიან ?!

მაგრამ ზრდასრულ ვანდალებზე რა გითხრა აბა.....

ავტომანქანიდან სიგარეტის ნამწვის გადმოგდება და სხვა ნაგავის გადმოყრა შუა გამზირებზე და ა.შ. სანამ იქნება არანაირი აზრი არ ექნება ამ ლამაზ და საინტერესო წამოწყებას....

მააქსიმუმ დაცულ ტერიტორიაზე ვიდეო თვალითურთ, შეიძლება კიდევაც ქონდეს თეორიული დანიშნულება ამდაგვარ ბიბლიოთეკას

მე ძალიან ახლოს ვარ ხის ყველანაირ დამუშავებასთან, არ მაქვს სურვილი ნაოფლარის და ნაშრომის განადგურებას ვუცქიროოო....

ძალიან სასიამოვნო თუ ვცდები.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jun 1 2013, 09:22
პოსტი #9


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მოეწონა იდეა. ჩარჩო ყველაზე ნაკლები პრობლემაა. გენოს ცეხი და მისი ჯანი. აი გაუზრდელების მენტალიტეტია პრობლემა.

ი დღეს გენოს და ჩავლეს ღია აივანზე ასულა ვიღაც 2 ნაბიჭვარი. ჯერ შუა აივანზე მოუჯვავთ, მერე ბეტონის ნამსხვრევებს ესროდნენ ეზოში დაყენებულ მანქანებს. ჩავლეს ახალი მანქანაც 600 ლარიან მალიარკაზე აღმოჩნდა. მოდი და ესეთს მოთხოვე კულტურა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
game 91
პოსტი Jun 1 2013, 10:32
პოსტი #10


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 305
რეგისტრ.: 16-September 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ნიკა მივესამლმები მაგ იდეას, მაგრამ საქართველოში რამდენად შეისხამს ფრთებს არ ვიცი. ისე შენს გვერდზე მიგულე.
რაღაცის გაკეთება შემიძლია.....!

შემეხმიანე ფეისბუქით ან საერთო ნაცნობის საშუალებით. (თედო)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Jun 1 2013, 13:43
პოსტი #11


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



nik@a
ციტატა(bendeksi @ 1st June 2013 - 02:22) *
ამ საზოგადოებაში გახლავთ ჩემი საცოლეც, მინდა დავეხმარო(თ)...

მე რაც შემეძლება შენ გვერდით ვიქნები ამ შემთხვევაში newsmile045.gif
შეყვარებული კაცი ხარ და კარგი იდეაცაა newsmile05.gif
რომც არ გაამართლოს ამ იდეამ მე უარს არ გეტყვი მის განხორციელებაში newsmile05.gif
უბრალოდ მე არაფერი მაქვს აქ მხოლოდ შიშველი ხელებით ვარ ჯერჯერობით,ჩემზე გამოცდილი ხალხიცაა ამ საქმეში და მათთან ერთად მეც დაგეხმარები newsmile05.gif

100% შენ გვერდით ვარ newsmile05.gif ისე კი თხელი ფიცრები და რაღაც მასალები შეიძლება ვიშოვო newsmile05.gif ისედაც შეიძლება ცეხებში მივიდეთ და მათთვის გამოუსადეგარი ნაჭრები ვთხოვოთ თუ დაგვითმობენ,იდეაც გავაცნოთ და არამგონია რომ უგულოდ მოეკიდონ ამ იდეას newsmile05.gif ასე რომ ხელს არც მე ჩავიქნევ და შრომაც არ დამენანება newsmile05.gif კიდე ვეცდები ვინმე მოვძებნო ვინც დაგვეხმარება newsmile05.gif

რაც შეეხება ყუთების განთავსებას ისეთ ადგილებში უნდა განთავსდეს სადაც 24 საათიანი მორიგეობაა თუ არ ვცდები პარკებშია ეგეთი მორიგეობები... მაგრამ მოგვცემენ მაგის უფლებას და ქალაქის მერიაში მისვლა არ გახდება საჭირო ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jun 1 2013, 16:05
პოსტი #12


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ხოშიანი იდეაა, საღოლა ნიკაჯან, საღოლა. მე რითიც შევძლებ აქ ვარ....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Jun 1 2013, 18:08
პოსტი #13


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ერთ სუსხიან დილას ამერიკაში ერთი ადამიანი კაფეში შევიდა, ცხელი ყავა მოითხოვა,
დალია ეს ყავა, ამოიღო ჯიბიდან 2 ყავის ფული და ბარმენს უთხრა, თუ ვინმე მოვა და
ყავის ფული არ ექნება, იმას დაალევინეო.......
ეს ამბავი ზოგმა იქვე მოისმინა, ზოგმა მერე გაიგო და იმხელა მაშტაბები მიიღო,
რომ იმ შტატში ყოველ დილით კაფეებში გაჭირვებულებს უფასოდ ასმევდნენ ცხელ ყავას....

აქ რომ გამყიდველს ერთის ნაცვლად ორი ნაყინის ფული დაუტოვო და
უთხრა, ვინმე ბავშვს მიეცი ნაყინი თუ ფული არ ექნაო, მისცემს?
thinking.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Jun 1 2013, 18:43
პოსტი #14


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ვცადოთ და ხო ვნახავთ რაც მოხდება newsmile05.gif გვეცოდინება მაინც ღირს თუ არა მასშტაბურად ამის გაკეთება,მე ერთი იდეაც მაქვს ყუთების განთავსებას დაკავშირებით თუ უარყოფითი შედეგი არ მოყვა და თავი არ მოგვეჭრა საერთოდ D.gif

ისეთ ადილებში განვათავსოთ სადაც ხშირად დადიან ტურისტები და თუ საშუალება იქნა უცხოენოვანი წიგნებიც ჩავდოთ იქ newsmile05.gif
მაგრამ ის არ მინდა მოხდეს რომ იმ ტურისტებმა ნახონ ჩვენი უკულტურობა და ნახონ ჩალეწილი ყუთები დახეული წიგნები და ა.შ

რავიცი აბა თქვენ რას იტყვით ამ საკითხზე ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კალვერა
პოსტი Jun 1 2013, 18:56
პოსტი #15


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,386
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მაგარი იდეაა,მომეწონა მაგრაD.gif

მაგრამ ჩვნეთან ეგ არარსებობს,ჩვენ ქართველები ხო უღირსი და ყოვლად უარგისები ვართ!!!??? ასე რომ ჩვენთან არ გამოვა ეგ:(
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 03:11