24-26.07.2009 ფოთი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
24-26.07.2009 ფოთი |
Jul 27 2009, 11:34
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ტაკსსსსსსსსსსსსს
მონაწილეები: გიორგი ტამპლიერი როვერი ვიტო ნოსო ლევანი90 ბესო ლევანი ბათუმი გავედით 24-ში შუადღის შემდეგ მე, გიორგი, ტამპლიერი და როვერი. ბესო მეორე დღეს უნდა ჩამოსულიყ. ბათუმში უნდა დაგვეტოვებინა გიორგის უფროსი და თან შეუარეთ "ლვანი ბათუმი"-ს მოსატაცებლად გზაში აქ გამოვიკვებეთ, რესტორანი ზღაპარი, მდინარე რიკოთულასთან...... ეს უკვე ბათუმში ვართ ლევანისთან, დედის ხაჭაპური და რარა თქმა უნდა ორაყი ჩავცეცხლეთ, კაი გვიანი იყო და ძლივს დავწერეთ ჯვარი ჩაბარგებაზე ჩემ ზრდილობას საშველი აღარ აქვს ჩავედით ნოსოსთან ფოთში, გავიშალეთ და განვეწყეთ მეორე დღისთვის, ღამე თითქმის არ გვძინებია, კოღოებმა ჩაგვყლაპეს............................ მისტერ ლარგო მისტერ ბიმი ყინვა გასაქანს არ გვაძლევდა, თევზები გვესიზმრბოდა... |
|
|
Jul 27 2009, 13:53
პოსტი
#2
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
მოკლედ დილით გადაწყდა რომ უნდა წავსულიყავით "გაზკანტორის"
ტბაზე, მივედით და გავიშალეთ, მე გადმოვიღე ჩემი სპინინგი (პრინციპში სპინინგი იყო ჩემი წასვლის მთავარი მიზანი), ცნობისათვის პირველად მეჭირა, თეორიულად ხმარება ვიცოდი მაგრამ მაინც პირველი პრაქტიკული გასვლა მქონდა. სანამ პატარა ისტორიას მოვყვებოდე, წინასწარ მინდა დიდი მადლობა გადაუხადო იმ ყველას ვინც ჩემ სპინინგის განათლებაში მონაწილეობა მიიღო............. თავად მიხვდე ყველა ვინც ვიგულისხმე "ლევანი ბათუმის" პატარა კონსულტაციების შემდეგ, დავიწყე სანაპირო ზოლის ათვისება, სატყუარად დავაყენე პოპერი, ძალიან გაბალახებული იყო ყველაფერი და საუკეთესოდ ეგ იყო მიჩნეული ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე კარგად დავიღალე ტყუილი კოჭას ტრიალით, ცოტაც და უკვე მბეზრდებოდა ყველაფერი, უეცრათ ჰოი და რაღაცა დიდი თხლაშუნით ამოხტა წყლიდან ჩაიტაცა ეს შენი პოპერი და გადამიღუნა სპინინგის წვრი, გაოგნებული ვიყურებოდი წყალში, ვერ ვხვდებოდი რა მექნა, 2-3 წამის მანძილზე 1000 რაღაც გავიფიქრე, თან შიშის და თან სიხარულის შეგრძნება დამეუფლა, მაგრამ უმოქმედობის გამო მოშვება ვიგრძენი, მივხვდი რომ თევზი გამექცა სამაგიეროთ ჩავწვდი აზრს, რომ "თევზი არის და დაჭერაც შეიძლებოდა" გავაგრძელე სანაპიროს ჩხრეკვა და იგივე სიტუაცია კიდევ 2-ჯერ გამეორდა რაცხას ვშვებოდი არასწორედ, მივადექი საინტერესო გაბალახებულ ადგილს, მოვიხსენი ზურგჩანთა და დაუწყე გვერდებზე ჩამოტარება, ერთხელაც გადავაცილე ბალახებს დაახლოებით 5 მეტრით, ახვევის დროს როგორც კი პოპერი ბალახს მოუახლოვდა ისევ დაეტაკა ზვიანგი სატყუარას, აი მაშინ გავიფიქრე რომ თურმე "პადსეჩკა" უნდა გამეკეთებინა და გავაკეთე კიდევაც ხელშივე მივხვდი რომ საკმაოთ კარგად ქონდა ჩაყლაპული თევზს სამკავი, და ტროფეი ჩემი იქნებოდა, მაგრამ მაინც დაკვირვებულად ვცდილობდი რომ გამეკეთებინა, ვეჭიდავე 2-3 წუთი, უფრო მალეც ამოვიყვანდი მაგრამ ბალახებზე მომიწია გამოყვანა და ცოტა ნელა ვაკეთებდი ყველაფერს, შეგრძნება იყო უმაღლესი, კოჭაზე მოწნული ძუა მქონდა დახვეული და ყველა "რივოკს" ხელშივე ვატყობდი, ბოლოს ნაპირამდე რომ მოვაახლოვე "საჩოკის" უქონლობის გამო მომიწია უკან გაწევა და ნაპირზე ისე ამოგდება. მოფლიოს მეფე მეგონა თავი, არავინ არ იყო გვერძე და ჩემივე მობით მომიწია ჩემი პირველი ქარიყლაპიის გადაღება ამის მერე კიდევ მიყვა 2 ცალი მაგრამ ამ ზომისები აღარ, თუმცა როგორც ბიჭებმა თქვეს არც მე დამისვია პატარა ქარიყლაპიები დანარჩენი თქვენ შეაფასეთ ბიჭები საზანს უჯდებოდნენ ბოლოსკენ ბესოც შემოგვიერთდა ესე ჩატავდა დილის თევზაობის ნამცხვარი |
|
|
Jul 27 2009, 14:32
პოსტი
#3
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
დღის მეორე ნახევარში გადაწყდა კაპარჭინაზე კეფალზე გადასვლა.
იქ უკვე ბლომადვიყავით, თევზიც მაგრა მოდიოდა, მე ძუძუებამდე ჩავდექი წყალში და მაინც კარასების მეტი ვერაფერი ვერ დავიჭირე, ალბათ დღის ნორმა შესრულებული რო მქონდა თევზი აღარ გამეკარა ბესომ და მისიანებმა ბლომად ამოაგდეს, რამოდენიმე ნოსომაც მიაყოლა................. მშვენიერი დღის ბოლოს დაღლილები დავბრუნდით სახლში, ცოტა პარკშიც ჩავჯექით, ლუდიც მივაყოლეთ და დავიძინეთ, მარა კოღოები მაინც არ ისვენებდნენ [b] ესეც პირველი ჩამთავრდა |
|
|
Jul 27 2009, 14:58
პოსტი
#4
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
კვირას დილით გადაწყდა რომ გავსულიყავით გრიგოლეთის
ტბაზე, ავდექით,გავედიტ გვიან, ჩავედით მაგრამ შედეგი ნოლი, არც კარასი და არც არაფერი არ მოსულა, გვერძე მყოფებსაც არაფერი არ ყვადათ დაჭერილი, ღამე ნაწვიმარი იყო და ეტყობა თებზს ეზარებოდა ჭამა მარტო ნოსომ დაიჭირა კუ ბესო მთად გვიან დაგვადგა და გადაწყდა ჩოლოჷის მოსინჯვა, იქაც იგივე სიტუაცია დაგვხვდა, წყალი ძალიან ამღვრეული იყო, არაპერე არ მოდიოდა, ადგილობრივებს შამაიები ყვდათ დაჭერილები. სამაგიეროთ გურულო დაგვადგა და გემრიელათაც მოულხინეთ |
|
|
Jul 27 2009, 15:18
პოსტი
#5
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
|
|
|
Jul 27 2009, 15:21
პოსტი
#6
|
|
ო ფ ე რ ი ს ტ ი ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
ამ ყველაფრის წამკითხავი და მნახველი, მხოლოდ ერთი რამის კითხვა თუ შემიძლია: ფეხსაცმელი ვის დარჩა ჩემთან მანქანაში ?
|
|
|
Jul 27 2009, 15:24
პოსტი
#7
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
|
|
|
Jul 27 2009, 15:24
პოსტი
#8
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,041 რეგისტრ.: 19-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ...internatebi |
ვა რა მაგარია კარგად მოგილხენიათ
|
|
|
Jul 27 2009, 15:25
პოსტი
#9
|
|
ო ფ ე რ ი ს ტ ი ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
და მეორე: ვიტო, 1997 წელი ჩემკენ არის უფრო თუ შენკენ ???
|
|
|
Jul 27 2009, 15:29
პოსტი
#10
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
|
|
|
Jul 27 2009, 15:30
პოსტი
#11
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,041 რეგისტრ.: 19-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ...internatebi |
გიორგი ეგ ფეხსაცმელი ბარდაჩოკსი ჩადევი გამოგადგება
|
|
|
Jul 27 2009, 15:31
პოსტი
#12
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Jul 27 2009, 15:35
პოსტი
#13
|
|
ო ფ ე რ ი ს ტ ი ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
|
|
|
Jul 27 2009, 15:39
პოსტი
#14
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
|
|
|
Jul 27 2009, 15:40
პოსტი
#15
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
აუ თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო, აი ამას ქვია თევზაობა და დასვენება....
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 14:45 |