კალმახის ჭერის იურიდიული ასპექტები, რა წერია კანონში ამის შესახებ ?!!? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კალმახის ჭერის იურიდიული ასპექტები, რა წერია კანონში ამის შესახებ ?!!? |
Aug 27 2010, 18:05
პოსტი
#16
|
|
ო ფ ე რ ი ს ტ ი ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
კარგია... ველოდები ორშაბათს....
თუ არა და ბოლო ბოლო, შეგვიძლია კლუბის სახელით ოფიციალური წერილი გავუგზავნოთ და იქ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი კითხვები !! |
|
|
Aug 27 2010, 18:16
პოსტი
#17
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მოკლედ კიდევ 1 მომენტი:
კალმახს წითელ წიგნში აქვს დაცულობის სტატუსი - VU, რაც ნიშნავს, რომ ტაქსონი გადაშენების მოსალოდნელი საფრთხის წინაშე არ არის, მაგრამ მომავალში შეიძლება აღმოჩნდეს საფრთხის წინაშე! შესაბამისად და აზრობრივადაც, ამიტომ არის, (კანონებში და დებულებებში დაწერილებიდან გამომდინარე), რომ მისი რეწვა აკრძალულია, ხოლო მასზე ინდივიდუალური თევზაობა, (სპორტული ან სამოყვარულო) ვერ შეუქმნის მომავალში საფრთხეს მის გადაშენებას და ამიტომაც აზრობრივად უნდა იყოს დაშვებული!!! მოკლედ კიდევ განვმეორდები, რომ ცალკე საკითხია ის, რომ კალმახი საერთოდ არ უნდა იყოს წითელ წიგნში და მიხარია ისიც, რომ ჩვენი ეს მოსაზრება და სამინისტროს აზრი უნისონში მოდის ერთმანეთთან |
|
|
Aug 30 2010, 16:44
პოსტი
#18
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Aug 30 2010, 16:58
პოსტი
#19
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ისე რა მაგის პასუხია და ერთ-ერთ თემაში აი ეს აღმოვაჩინე:
კალმახზე თევზაობა ყველა ცნობილი და არაცნობილი მეთოდით საართველოს კანონმდებლობით იკრძალება 86 მუხლის პირველი ნაწილის თანამხად! ეს თემა დასახურია! და რომელი კანონის საფუძველზე მსჯელობს ჰანტერა ხომ არ იცით? თუ ეს მუხლი და მისი ნაწილიც "ფილკინა გრამოტაა"? |
|
|
Aug 30 2010, 17:08
პოსტი
#20
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 81 რეგისტრ.: 18-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
"დ) კალმახის (მდინარის და ტბის) – 1 ოქტომბრიდან 1 იანვრამდე;"
აღნიშნული ჩანაწერი გადაფარულია 2006 წელს დამტკიცებული საქართველოს წითელი ნუსხით, რადგანაც როგორც აქ უკვე ახსენეს წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად აკრძალულია ყოველგვარი ქმედება წითელი ნუსხის სახეობებთან მიმართებით. შესაბამისად კალმახზე თევზაობა აკრძალულია |
|
|
Aug 30 2010, 17:10
პოსტი
#21
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
baiateo
ძალიან მშრალი პასუხია, ეს თემა თავიდან ბოლომდე გადაიკითხე? |
|
|
Aug 30 2010, 17:16
პოსტი
#22
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 81 რეგისტრ.: 18-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
|
|
|
Aug 30 2010, 17:26
პოსტი
#23
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
baiateo
ეგ ფაქტი ნაღდად არ არის, ჩვენ რაც გვიწერია მაგაზე პასუხი შენ პოსტში ნამდვილად არის............ და კიდევ ერთი საკითხი მაინტერესებს დაზუსტებისთვის, სასროლი ბადით თევზაობა აკრძალულია თუ არა?, ჩვენ ყოველთვის გვეგონა რომ "არა" თუიმცა ამასწინათ ერთი მეთევზესგან გავიგე რომ გვართმევენ ბადეებსო |
|
|
Aug 30 2010, 17:31
პოსტი
#24
|
|
ო ფ ე რ ი ს ტ ი ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
აცადე ხალხს შემოსვლა - ეგება და რა ხდება? აღნიშნული ჩანაწერი გადაფარულია 2006 წელს დამტკიცებული საქართველოს წითელი ნუსხით, რადგანაც როგორც აქ უკვე ახსენეს წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად აკრძალულია ყოველგვარი ქმედება წითელი ნუსხის სახეობებთან მიმართებით. შესაბამისად კალმახზე თევზაობა აკრძალულია ენდე |
|
|
Aug 30 2010, 17:36
პოსტი
#25
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 81 რეგისტრ.: 18-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
baiateo ეგ ფაქტი ნაღდად არ არის, ჩვენ რაც გვიწერია მაგაზე პასუხი შენ პოსტში ნამდვილად არის............ და კიდევ ერთი საკითხი მაინტერესებს დაზუსტებისთვის, სასროლი ბადით თევზაობა აკრძალულია თუ არა?, ჩვენ ყოველთვის გვეგონა რომ "არა" თუიმცა ამასწინათ ერთი მეთევზესგან გავიგე რომ გვართმევენ ბადეებსო სასროლი ბადით თევზაობა დაშვებულია. ნახეთ 512-ის მუხლი#16 სამოყვარულო-სპორტული თევზჭერა |
|
|
Aug 30 2010, 17:38
პოსტი
#26
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 593 რეგისტრ.: 23-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ვიტო
მუხლი 15. სამოყვარულო და სპორტული თევზაობა. პუნქტი 2. სამოყვარულუ თევზჭერა ნებადართულია. ქვეპუნქტი ,,ე'' - სასროლი ბადეებით საქართველოს შიდა წყლებში ფორის ზომით არანაკლებ 20 მმ-სა 1 სექტემბრიდან შემდეგი წლის 30 აპრილამდე. წესით ზეგიდან ანუ 1 სექტემბრიდან და გარკვეული ზომის ფორის ბადით პრობლემა არ უნდა იყოს, მაგრამ მეც იგივე მესმის გვიშლიანო. |
|
|
Aug 30 2010, 17:59
პოსტი
#27
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
"დ) კალმახის (მდინარის და ტბის) – 1 ოქტომბრიდან 1 იანვრამდე;" აღნიშნული ჩანაწერი გადაფარულია 2006 წელს დამტკიცებული საქართველოს წითელი ნუსხით. აღნიშნული ბრძანების ბოლო რედაქტირება გაკეთებულია 2009 წლის 13 აგვისტოს და 2006 წელს დამტკიცებული საქართველოს წითელი ნუსხით რანაირად ხდება გადაფარვა? რადგანაც როგორც აქ უკვე ახსენეს წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად აკრძალულია ყოველგვარი ქმედება წითელი ნუსხის სახეობებთან მიმართებით. წითელი ნუსხა ერთმნიშვნელოვან აკრძალვებს არ აკეთებს ყველანაირ ქმედებებთან დაკავშირებით წითელი ნუსხის სახეობებთან მიმართებაში, არამედ აპელირებას აკეთებს სხვა კანონებზე და უშვებს გამონაკლისებსაც - გარდა ამ კანონით, "ცხოველთა სამყაროს შესახებ" საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული განსაკუთრებული შემთხვევებისა ხოლო იმ კანონებში, რომლებზეც კანონში წითელი წიგნისა და წითელი ნუსხის შესახებ არის საუბარი და რომლების მიერ დაშვებულ გამონაკლისებსაც წითელი ნუსხა დაუშვებს წერია შემდეგი - ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ საერთო სარგებლობის ფორმით თევზჭერისა და წყალსარგებლობის დადგენილი წესების დაცვით აწარმოონ სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა (მათ შორის წყალქვეშა ნადირობა) და წყლის უხერხემლოთა მოპოვება პირადი (ინდივიდუალური) მოხმარების მიზნით საერთო სარგებლობის ყველა წყალსატევში როგორ გავიგოთ ეს ყველაფერი?? შესაბამისად კალმახზე თევზაობა აკრძალულია კანონებზე დაყრდნობით, გამოდის, რომ კალმახზე თევზაობა დაშვებულია. თუ ესე არ არის იქნებ მიგვითითოთ, რომელი პუნქტებით/მუხლებით იკრძალება? |
|
|
Aug 30 2010, 18:00
პოსტი
#28
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 81 რეგისტრ.: 18-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
აღნიშნული ბრძანების ბოლო რედაქტირება გაკეთებულია 2009 წლის 13 აგვისტოს და 2006 წელს დამტკიცებული საქართველოს წითელი ნუსხით რანაირად ხდება გადაფარვა? ბოლო ვცლილება 2010 წლის 17 აგვისტოს არის გაკეთებული, მაგრამ ჩანაწერი კალმახის შესახებ გაკეთებული იყო წითელი ნუსხის დამტკიცებამდე. ყოველ შემთხვევაში დიდი მადლობა რომ ასეთ ყურადღება აქცევთ ამ საკითხს, ახლო მომავალში შევა ცვლილებები, რათა უფრო გასაგები იყოს მოსახლეობისათვის |
|
|
Aug 30 2010, 18:08
პოსტი
#29
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ბოლო ვცლილება 2010 წლის 17 აგვისტოს არის გაკეთებულ ნუ იმ ლინკში რაც თქვენ მოგვაწოდეთ ბოლო ცვლილება 2009 წლით იყო დათარიღებული, ალბათ მე ვერ შევამჩნიე, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ამ ეტაპზე. ვინაიდან წითელი ნუსხა კრძალავს იქნებ მიგვითითოთ რომელ მუხლზე დაყრდნობით იკრძალება? წინასწარ მადლობა. ჩანაწერი კალმახის შესახებ გაკეთებული იყო წითელი ნუსხის დამტკიცებამდე. ეს უბრალოდ ინტერესის სფეროდან არის, როდესაც ერთი მუხლი რაღაც სხვა კანონს ეწინააღმდეგება მისი ამოღება ან შეცვლა არ უნდა ხდებოდეს? თუ ბოლო რედაქტირება ავტომატურად ამ ბრძანების ვერსიას ხდის უზენაესს? |
|
|
Aug 30 2010, 18:09
პოსტი
#30
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 593 რეგისტრ.: 23-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
მუხლი 8. ჭერააკრძალული თევზის სახეობები.
პუნქტი 1. აკრძალულია ჭერა, რეალიზაცია და შენახვა თევზის შემდეგი სახეობების: ქვეპუნქტი ,,ვ'' - მდინარის კიბოების - მთელი წლის განმავლობაში. ამ პუნქტან დაკავშირებით მაინტერესებს, კონკრეტულად მდინარეში თუ მდინარის? რადგან დაუფიქრებლად ათზე მეტი ტბა შემიძლია დავასახელო სადაც ძალიან ბევრია. როგორც წითელ ნუსხაშია აღნიშნული აკრძალულია (კოლხური ... კიბო) და (პოვლევის) - დასახელებები ზუსტად არ მახსოვს რისთვისაც ბოდიშს ვიხდი, თუ კიდე სხვა სასეობაა ეს ,,მდინარის კიბო". ვერც ვერსად მოვიძიე მისი ჭერის დასაშვები მეთოდები, ვადები, ზომები და რაოდენობა (ეს იმ შემთხვევაში მაინტერესებს თუ დასაშვებია ტბებში მისი ჭერა) |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 11:16 |