ედა, ციმბირული ჰასკი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ედა, ციმბირული ჰასკი |
May 17 2016, 23:16
პოსტი
#31
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
გადავხედე თემას და კაი ხანია არაფერი დამიწერია ედას შესახებ.
მოკლედ, გავიზარდეთ, ცოტა დავჭკვიანდით, სინღერასაც ვცდილობთ ხანდახან მაგრამ ეს სიჯიუტე მაინც გვაქვს. ყველაფერ მოძრავს დასდევს ისევ. დღეს გველი მოკლა, ხოკერა. загрузить картинку на сайт რაც შეეხება ხასიათებს. ძალიან სრაფად ეცვლება ხასიათი. თანდათან დამჯერი ხდება. ჯიუტია, მაგრამ რა შედარებაა? ჭამით აღარ ჭამს როიალს, არც ჩაპის, არც პედიგრს. თითქმის ყველანაირი ამ სახის საჭმელი ვცადე და ძალიან დიდი საგონებელში ვარ ჩავარდნილი. ხალისით მხოლოდ ქათამს და ძროხის მოხარშულ ხორცს მიირთმევს. ძვლებზე აღარ მაქვს ლაპარაკი. თონის პური უყვარს ძალიან კიდევ. რა გავაკეთო აღარ ვიცი. თევზსაც თუ ხასიათზე არ არის არ შეჭმს. მეზობლის ძაღლთან მიგვაქვს ხოლმე და იქ ჭამს, იმის შიშით, რომ იმას არ ვაჭამოთ. 2 თვის წინ დაახლოვებით, ყბაზე რაღაც გამოუვიდა. ანალიზი გავუკეთე და ინფექციაა ჩვეულებრივიო. ძალიან ნელა ურჩება. დაუნიშნეს ანტიბიოტიკები, მაზი, ზილიონკა, მაგრამ ნელა მიდის პროცესი. დაახლოვებით 4 თვეში ''წეჩკა'' დაეწყება და შევაჯვარებ სავარაუდოდ. ასე რომ კარგ სასიძოს ვეძებ ტყეში უკვე აღარ მშორდება. გავა 20 მეტრზე დაახლოვებით და მერე ისევ უკან მორბის რომ ვიპოვნო. აქამდე სულ მე დავდევდი ერთი რაზეც გული მწყდება, თოფის სროლის ეშინია და არ ვიცი რა ვქნა. რანაირად შეიძლება ამის გამოსწორება ხომ არ იცით? არა და, პატარაობისას ასაფეთქებლებს ვუფეთქებდი ხოლმე და რეაქცია არ ჰქონდა. ეხლა რატომ დაემართა ასე არ ვიცი. მოკლედ კარგი გოგოა ჯერ-ჯერობით. ესეც მცირე ფოტო-ვიდეო |
|
|
May 18 2016, 06:57
პოსტი
#32
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,487 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
დაჭკვიანებული კი არი წყალს ჭიქით სვავს მეტი რა გააკეთოს
|
|
|
May 18 2016, 17:40
პოსტი
#33
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ოთო.
არა ბრატ, სანამ ''მამი''-ს არ დამიძახებს, არ მოვეშვები.... |
|
|
Sep 26 2016, 17:51
პოსტი
#34
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
კაი ხნაია ჩემ გოგოზე არეფრი დამიწერია. დასაწერი ბევრია. დიდი თავგადასავალი გადაგვხვდა ამ ზაფხულს. ზოგმა კი იცის, მაგრამ ბევრმა არა.
მოკლედ, 20 აგვისტოს ჩემი ედა გაქრა. აღიგავა მიწისაგან პირისა. 22-ში საბერძნეთში მივდიოდი და 20-ში მიმყავდა "ბალტო"-ში, უნდა მიმებარებინა დროებით და თან მინდოდა რაღაც ესწავლებინათ. რა თქმა უნდა შესაბამისის თანხის სანაცვლოდ . მოკლედ, რომ გამოვედი ეზოში და არ დამხვდა დავიწყე ძებნა. გადავაქოთე მთელი ჩემი არე-მარე, ქვედა დასახლება, ტყე-ღრე, მაგრამ რა დაგიკარგავს, რას ეძებ? 4 საათიანმა ძებნამ შედეგი არ გამოიღო. გავქანდი და დავბეჭდე განცხადებები და დავიწყე გამოკვრა. პოლიციაში განცხადება დავწერე, რომ ვაიდა საზღვარი გადააკვეთინეს, იქნებ იპოვნონ მეთქი. მოკლედ, ბევრი ვირბინე, ბევრი ვიჩალიჩე მაგრამ ვერაფერი სახეირო. წავედი 22-ში საბერძნეთში, დაბოღმილი, დაბღვერილი, სული და გული აქ მრჩებოდა. აჭრელდა მთელი ფაცე, ვინ აღარ მირეკავდა ფოტო აიტვირთა და ნახეთ თქვენი ხომ არ არისო და ა.შ. თურმე რამდენი კარგი ადამიანი ყოფილა კიდევ დარჩენილი ამ ქვეყანაზე. ცალკე მერიის თავშესაფარი, ცალკე ელიზბარაშვილი და მოკლედ მგონი მთელი საქართველო ეძებდა ამ მაიმუნს... ვერაფერს ვაკეთებდი, შორს ვიყავი და არ შემეძლო იმაზე მეტის გაკეთება რასაც ვაკეთებდი. მაგრამ იმედი სულ მქონდა, რომ ვიპოვნიდი. ჩამოვედი საბერძნეთიდან და მეროე დილით, გოგო სახლში მყავდა. როგორც მითხრეს "იპოვნეს". აღარ დავიწყე ჩაძიება, რადგან ხალხი იყო ჩარეული და შევეშვი. რაც მთავარია, სახლში მყავდა უკვე. კარგი ის არის, რომ გამოაჩინეს და არ გადამალეს და რამე არ დაუშავეს. ამ მხრივ ნამდვილად გამიმართლა. ახლა დავიწყე ფიქრი, როგორ შეიძლება დაკარგულის პოვნა. გამოვიწერე ტრეკერი, რომელსაც აქვს როგორც სიმ კარტა ასევე ჯი-პი-ეს მხარდაჭერა. ონლაინ ხედავ რუკაზე სად არის ესა თუ ის ნივთი ან არსება, რომლესაც უკეთია ეს ტრეკერი. ასევე აქვს ფუნქცია, რომლის დროსაც რუკაზე შემოუსაზღვრავ და საზღვრის გადაცდება თუ არა, მაშინვე მოგდის სმს ტელეფონზე, რომ გასცდა შემოსაზღვრულ ტერიტორიას. იდეაში კარგი რამეა და ვნახოთ თუ ივარგებს ჩვენ პირობებში. სავარაუდოდ იქით კვირას ჩამომივა და მაინტერესებს თუ იმუშავებს. იმედი მაქვს გაამართლებს. ესეც 17 დღიანი გაუჩინარების შემდეგ შეხვედრა... https://goo.gl/photos/ox8kJEY468gqTTm1A ესეც სანამ დაიკარგებოდა რამდენიმე კვირით ადრე დავტოვეთ სახლში და რომ მოვედით იქაურობა ნაომარს გავდა... https://goo.gl/photos/odkqNGt8zq3Vc8VPA |
|
|
Sep 27 2016, 10:39
პოსტი
#35
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,248 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ძაან გამოხარდა თქვენი ამბავი, გილოცავ.
ხოდა ეს ტრეკერი მეც მაინტერესებს იქნებ ლინკი დაგეგდო. |
|
|
Sep 27 2016, 11:00
პოსტი
#36
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
გოგიტა
ჯერ ჩამოვიდეს და გავტესტავ. თუ იმუშავა გეტყვით.... ან პრინციპში ნახეთ თქვენც. არჩევანი დიდია, უბრალოდ უნდა ეცადო, რომ ყოველთვე გადასახადი არ გქონდეს. ეს რაც გამოვწერე არ იხდი არაფერს გარდა იმისა, რომ ინტერნეტი სულ ჩართული უნდა გქონდეს იმ სიმ ბარათზე, რომელსაც ჩაუდგავ... https://www.amazon.com/TKSTAR-Waterproof-Tr...racker+for+pets |
|
|
Oct 22 2016, 00:08
პოსტი
#37
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
საკმაოდ ბევრი ძაღლი იკარგება ბოლო დროს. ზოგს იპარავენ, ზოგი თავისით გადის და აღარ მოდის და ა.შ. ვისაც არ გამოუცდია ალბათ ვერ მიხვდება ეს რა ტანჯვა-წამებაა. ვისურვებ არავინ გამოსცადოს. მეც ამ ზაფხულს დავკარგე ჩემი გოგო და თითქმის 20 დღიანი ნერვიულობის და ძებნის შემდეგ მივაგენი. ახლა სახლში მყავს და იმის ალბათობა, რომ გაიპაროს და აღარ დაბრუნდეს, დასულია 10%-ზე.
მას შემდეგ რაც ვიპოვნე ჩემი გოგო, დავიწყე ფიქრი იმის შესახებ თუ რა შეიძლებოდა მემოქმედა რომ მსგავსი არ განმეორებულიყო. ოცდამეერთე საუკუნეა. პროგრესი დღითიდღე მატულობს ჩვენ ცხოვრებაში და რაღაც უნდა ყოფილიყო ისეთი რაც გამაკონტროლებინებდა ჩემ ლამაზ ედას. ძიების შემდეგ მივაგენი ჯი-პი-ეს ტრეკერს, რომლის საშუალებითაც: 1. ვაკონტროლებ ძაღლის ადგილმდებარეობას ''ლაივ'' რეჟიმში 2. ვაკონტროლებ როდესაც სცდება ზონას 3. ვისმენ ირგვლივ რა ხდება 4. ტრეკერს აქვს როგორც ვინდოუს ასევე ანდროიდ აპლიკაცია და შეგიძლიათ როგორც ლეპტოპში ან პერსონალურ კომპზე, ისე მობილურითაც აკონტროლოთ. 5. არის წყალგამძლე მსგავსი ტრეკერები მრავალი სახის არის, მაგრამ ჩემი აზრით ოპტიმალური ეს ვერსიაა რადგან: 1. არ აქვს სააბონენტო გადასახადი პროვაიდერთან ( არის ტრეკერები, რომლებსაც აქვთ სააბონენტო გადასახადი ყველ წელს) 2. ერთი რაც ჭირდება ამ ტრეკერს არის, სიმ ბარათი, რომელზეც ჩართული იქნება მუდმივად ინტერნეტი და სმს მხარდაჭერა, რომ ზონის გაცელის შემთხვევაში, სმს მოგივიდეთ ტელეფონზე მინუსები: 1. როდესაც ზონას სცდება, სმს მომდის ჩინურ ენაზე. თუმცაღა აპლიკაციით ჩვეულებრივ მიჩვენებს სად იმყოფება მოცემულ მომენტში. 2. ამ ტრეკერს გააჩნია ე.წ. ''სლიპ მოუდ'' ფუნქცია. ამას რომ ვააქტიურებ, მერე წესით მოძრაობაზე უნდა ჩაირთოს, მაგრამ არ ირთვება. ეს სისტემა განკუთვნილია ენერგიის ხარჯის შემცირებისთვის. იმის გამო, რომ რაღაც ვერ გავუგე, გათიშული მაქვს ეს ფუნქცია და შესაბამისად სულ ჩართულია რაც იწვევს ბატარიის მოკლე დროში დაჯდომას. ეს მოკლე დრო კი 9-10 საათია. ისე კი ინსტრუქციით 350 სააათი უწერია. მოკლედ ჩემთვის მაინც კარგი რამეა და გირჩევთ შეიძინოთ, რათა დაიცვათ თქვენი ცუგა. შეიძლება ეს არ არის ყველაზე საუკეთესო ვარიანტი, მაგრამ გამოვიწერე და მუშაობს. რაღაც მინუსები აქვს. არის აპლიკაციაში რაღაც ნიუანსები, რომლის გამოსწორებასაც ვისურვებდი. ჩემთვის მთავარი იყო, ზონას რომ გაცდებოდა მცოდნოდა. ამ ტრეკერის საშუალებით ამას ვახერხებ უკვე. წარმატებებს გისურვებთ პ.ს. ვინმეს არ ეგონოს, რომ წილში ვარ ამ ტრეკერების. ესეც ლინკი, საიდანაც გამოვიწერე. https://www.amazon.com/TKSTAR-Waterproof-Tr...racker+for+pets |
|
|
Mar 21 2019, 21:35
პოსტი
#38
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,487 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ედს რო აქ დღიური ოლივერამ რა დაგიშავა ?
|
|
|
Mar 21 2019, 21:39
პოსტი
#39
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ოლივერი და მარგო აქ დაემატება და წარმოგიდგენთ ჩემს ზოოპარკს...
|
|
|
Mar 21 2019, 21:41
პოსტი
#40
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,487 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
მარგო რომელი ლუჩკო ?
|
|
|
Mar 21 2019, 21:42
პოსტი
#41
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
არა, დედოფალი...
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:11 |