2012 - 2013 წლის სეზონის დახურვა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

22 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
2012 - 2013 წლის სეზონის დახურვა, ჭიაურის მეურნეობა
ჭალიმგელა
პოსტი Feb 24 2013, 08:51
პოსტი #1


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გავიდა სეზონი ბოლოში და ჩვენმა კლუბმაც ტრადიციისამებრ დავხურეთ სეზონი

განვიხილეთ რამოდენიმე ვარიანტი და გადავწყვიტეთ ჭიაურის მეურნეობას ვწვეოდით და დავხმარებოდით მტაცებლების ამოღებაში.

დავირაზმეთ და გავუდექით გზას შემდეგი შემადგენლობით:

1. ჭალიმგელა
2. საბო
3. ნუკრი MAX
4. ჯეი
5. კალვერა
6. ზახარა
7. Davitus
8. კუდიგორელი
9. Maverick
10. gacho
11. გოგიტა
12. ჩავლე
13. Fishman
14. ვიტო
15. გურგენა
16. ნოსო
17. ბაბუ (თენგო)
18. Hunter 777
19. ნიკა
20. TAMPLIER
21. ბონე
22. ლეკი
23. შოთა
24. ირაკლი
25. Kondoli
26. მამუკა
27. ზაზა
28. გოგა
29. ჩიკა
30. paata 71

შევიკრიბეთ აეროპორტის ტრასაზე, ანუ G.W. Bush ის გამზირზე newsmile05.gif


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Feb 24 2013, 09:00
პოსტი #2


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



შევიკრიბეთ მოვიკითხეთ ერთმანეთი და კოლონათ გავუყევით გზას ჭიაურისკენ

ეს სურათები მოვა ცოტა ხანში, ვამჟღავნებ ფირებს ჯერ newsmile05.gif





















host images
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Feb 24 2013, 09:07
პოსტი #3


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ადგილზე ჯერ კიდევ ღამიანათ ჩავედით. მივდექით მოვდექით, ვეცადეთ რამე დაგვეთვალიერებინა, მაგრამ ვერაფერი დავინახეთ, ჰოდა სახვა გზა არ იყო ისევ რასმუსენის ბოლო გამოსვლის შედეგების განხილვაზე გადავედით.



















Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Feb 24 2013, 09:32
პოსტი #4


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



სად იყო და სად არა გამოჩნდა მასპინძელი და გადავედით სატაო ოფისისკენ. ჯერ დილის საუზმეს შევუდექით









Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Feb 24 2013, 09:40
პოსტი #5


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ამის შემდეგ გავიარეთ ფორმალური მხარე და რეგისტრაცია



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი Feb 24 2013, 10:03
პოსტი #6


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,792
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



ვა მაგარია მომწონს შემართება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Feb 24 2013, 10:12
პოსტი #7


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ეგერმა ჩაგვიტარა ინსტრუქტაჟი და გავეშურეთ პირველი სარეკისკენ.

ძაღლებიდან ვიყენებდით მყეფარებს, იაგებს და ერთადერთ მდევარს რომელსაც მოკლე გასვლა ქონდა

გავნაწილდით ნომრებში, გაისმა ძაღლების ყეფა და მარეკების სეძახილები, რაც უფრო ახლოვდებოდა ხმა, მით მეტად გვიწევდა ადრენალინი.

ცოტაც კიდევ და ატყდა სროლა, პაუზა..... ისევ სროლები..... ისევ პაუზა ისევ სროლები....... რა სასიამოვნო მოსასმენია ეგეთი სროლები. დგახარ, ელოდები, თავლებს აფაციცებ..... მოკლედ მაგარია.

მარეკიც გამოვიდა. ავიშალეთ. გზადა გზა ნადავლიც ავკრიბეთ. ჯამში სამი ტურა ემსხვერპლა პირველ სარეკს














Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი Feb 24 2013, 10:31
პოსტი #8


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,792
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



ტურსაშენია small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Feb 24 2013, 10:38
პოსტი #9


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გადავედით მეორე სარეკისკენ. მანამდე გაგვაფრთხილეს ერთი დიდი მგელია 5 თუ 6 წელია ვერ მოვიხელთეთო. გაგვიჩანაგა აქაურობაო.

საკმაოდ ჩუმად შევედით ნომრებისკენ და ჩუმადვე ჩავმწკრივდით. დაიწყო მოლოდინი. აქა იქ ძაღლის წაყეფებაც გაისმა. შორიდან მარეკის მოგუდული შეძახილებიც ისმოდა. და აი იქ დაიწყო რაც დაიწყო....

ატყდა სროლა, მაგრამ რა სროლა. ყველა მხრიდან. ორ ორი, სამსამი. ოთხოთხი. სროლაზე უფრო ხმამარალი ღრიალიც გავიგე. მივხვდი ნუკრი იყო, მაგრამ რას ყვიროდა ვერ გავიგე. ყრუმუნჯს რომ კვერცხებზე ხელი წაუჭირო, რაღაც ეგეთ ხმებს გამოსცემდა newsmile05.gif

მიწყნარდა სროლა, მარეკებიც მოვიდნენ. აქა იქ ტურები ეყარა, გვაინტერესებდა იქით რა მოხდა, ნუკრა მიასაფანტეს თუ ტავისი ნებით ყვიროდა.

გაირკვა რომ 3 მგელი გამოვიდა მაგათ უყვიროდა ნუკრა, არ მომეკაროთო newsmile05.gif ჰოდა ერთს თოფიც მიაყოლა შემთხვევით, თან შვიდჯერ. არა და თოფში 5 ეტევა newsmile05.gif მოკლედ ის ცნობილი ნუკაბადი ნუკრამ მიასუხარა. მეორე მგელი ჩავლეს და გოგლიკას მიუწვენიათ. მესამე მგელი დაჭრილი წავიდა. როგორც გაირკვა მეოთხე მგელი საწინააღმდეგო მხარეს კონდოლთანაც გასულა. ჰანთერამ დუპლით დატოვა ორი ტურა.

მესამე ნოკლე ნომერიც მივაყოლეთ სადაც კიდევ ერთი ტურა დაემატა. ასევე შეგვხვდნენ ხოხბები და ვალდშნეპები

საერთო მონაგარი ორი მგელი, + ერთი დაჭრილი და შვიდი ტურა. შედეგი მართლაც კარგი გამოდგა

































Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Feb 24 2013, 10:43
პოსტი #10


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



როგორც ხდება გადავიღეთ სურათები ფეხზე, დაჯდომილმა, დაწოლილმა, წაქცეულმა, წაკუზულმა და თქვენ წარმოიდგინეთ ნახტომშიც კი newsmile05.gif































Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი Feb 24 2013, 10:44
პოსტი #11


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,792
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



ვაა აი მესმის მგელი კარგი მსუქნები არიან
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Feb 24 2013, 10:44
პოსტი #12


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi













Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Feb 24 2013, 10:47
პოსტი #13


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჭალიმგელა
newsmile027.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Feb 24 2013, 10:50
პოსტი #14


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ვახ ვახ რა მაგრობაა ბიჯოოოოოოსააა
newsmile05.gif
შთამბეჭდავი და ემოციურად დატვირთული ღონისძიება იყო იმედია კიდევ მრავალჯერ მოეწყობა ეგეთი ნადირობები newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Feb 24 2013, 10:52
პოსტი #15


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



newsmile027.gif
ტრადიციისამებრ როგორც ვიქცევით ხოლმე"ოჩოპინტრელები"წელსაც ისე მოხდა და არ დაგვიშვია გამონაკლისი!
დიდი ბჭობის დაგეგმვის და მონადირეთა ფორუმზე სიების შედგენის შემდეგ დაითქვა შეხვედრის ადგილი!(შეხვედრის ადგილი ყოველთვის ჩემი სახლი იყო მაგრამ ამჯერად ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩა ვამჯობინეთ პრაქტიკულობიდან გამომდინარე)
დილის 4 საათზე დათქმულ ადგილას ყველამ მოვიყარეთ თავი,გადავნაწილდით მანქანებში რომლებსაც "კლუბ ოჩოპინტრე"-ს ლოგო ამშვენებდა და გავემართეთ კახეთს დიდი კოლონით.
ყველა მანქანა წესის მიხედვით კოლონით ვმოძრაობდით თავში და ბოლოში ორგანიზატორების მანქანები გვყავდა რომ გაუთვალისწინებელი გაჩერების დროს რაციის დახმარებით კოლონა გაეჩერებინა!
ასე ჩავედით კახეთს კერძოთ ჭიაურის ნაკრძალში
ჩასვლისას კიდევ ბნელოდა და ცა პირს არ ხსნიდა,გადმოვბარგდით და მოვთავსდით ერთერთ ბინასთან.
როგორც მონადირეების წესია მოიკითხეს კიდევ ერთხელ ერთურთი და გაება საინტერესო თემებზე საუბარი,საუბარი ერთია და 30 მონადირე რომ ერთად დაიწყებს საუბარს ამას უკვე სხვა რამეს თუ დავარქმევთ newsmile05.gif
ცოტაოდენი ყაყანის შემდეგ ცა მტრედისფრად განათდა და ჩვენს გაგვიხარდა!გაგვიხარდა და მღელვარებით აღვივსეთ! თუ კი ვინმეს ერთხელ მაინც უნადირია ან მოწამლულია ამ საუკეთესო ჰობით ის მიხვდება რა გრძნობაა როცა ელოდები ამ ყველაფერს.
ამასობაში მანქანის ფარები გამოჩნდა,თეთრი ჯიპი ტოიოტას ფირმის რომელიც საუკეთესოდ იყო მომზადებული ტალახის და გაუვალი გზების საკვლევად.გაჩერდა მანქანა და გადმობრძანდა ბნ ნუგზარი(ბნ ნუგზარ გიოშვილი სამონადირეო მეურნეობის უფროსი)
მისალმების მოკითხვის და თითო სახუმარი ფრაზის შედეგ გვითხრა რომ უნდა გადავსულიყავით მთავარ ბაზაზე სადაც იყო განლაგებული კოტეჟები.
გადავედით ბაზაზე და უკვე კარგად მონათებული იყო,გადმოვლაგდით მანქანებიდან და გამოჩნდა მონადირისთვის საუკეთესო ხედი,
ლამაზი ხითნაშენი კოტეჟები,მთავარი საბაზისო შენობა,ხოხბის ვოლიერები და უშველებელი ტბის ამომშრალი კალაპოტი რომელიც რეკონსტრუქცის შემდეგ იდეალურ სათევზაო ტბად იქცეოდა.
ბნ.ნუგზარმა ჩაგვიტარა მცირე ექსკურსია მეურნეობაში და მოგვიყვა როგორ გაუნადგურა ათობით ფრთა კოლხური ხოხობი(რომელიც ნაკრძალში გასაშვებად იყო მზად)ველურმა კატამ.
ამ მცირე ექსკურსის შემდეგ შევიკრიბეთ ბაზაზე და მანვე მოგვცა რჩევა დარიგებები მომავალ ნადირობაზე.
მცირე ტრაპეზის შემდეგ ჩავბარგდით მანქანებში და გადავედით უკვე სანადირო სავარგულებში,აღიკაზმა ყველა მონადირე თოფებიტ და ყველა საჭირო ინვენტარით და გავყევით ეგერს რომელმაც ჩაგვაყენა ნომრებში.
ყველა მივყვებოდით ეგერს და მისი მითითებით ვდგებოდით ნომრებში,ჩემი თვალით შევარჩიე საუკეთესო ნომერი კარგი მხედველობის მქონე არეალით და ეგერის ნებართვით იქ დავდექი.
ამასობაში წამოგვეწიენ საბო და ქბ.მარიამი(ჟურნალ გზის ჭურნალისტი და საბოს მეგობარი)და საბოს თხოვნით დავუთმე ნომერი.
ბევრი რომ არ გავაგრძელო მომიწია ირაკლის(hunter fredy) და ნუკრის(nukri max) შუაში მდებარე ნომერში დადგომა რამაც როგორც მოგვიანებით გამოჩნდა გაამართლა!
დაიწყო სარეკი!შორიდან ისმოდა მარეკების სროლა და ყიჟინი,ძაღლების გაბმული გალობა და ეს ყველაფერი ერთიანობაში ისე სასიამოვნოდ ხვდებოდა მონადირის ყურთასმენას რომ მონადირე თუ მიხვდება მხოლოდ ამ ამბავს!
სულ უფრო და უფრო გვიახლოვდებოდა ძაღლების ხმა და მეც გაფაციცებიტ ვიყურებოდი ნომრიდან, ერთიც მოვკარი თვალი ჩვენი ნომრისკენ გამოქცეულ ორ ტურას და გავიტრუნე.თან ვფიქრობდი ცოტასაც მოვუშვებ და მერე ვესვრითქო ,ამ ფიქრებში ვიყავი და უკვე კარგა მოახლოებულ ტურებს დაუშინა ნუკრიმ,ამან ტურები აიძულა ჩემი ნომრისკენ აეღოთ გეზი და ასეც მოიქცნენ,გამოვიდა სასროლზე ორი ტურა და მეც არდავაყოვნე ,გამოვუწიე სასხლეტი და ვესროლე,პირველი სროლა უშედეგო აღმოჩნდა რომლის მერეც ერთმა ტურამ პირი იბრუნა და უკან გავარდა ტყეში მეორე კი იდეალურ სასროლ პპოზიციაზე გამოვიდა რომელსაც გაქცეულზე ორი ტყვია ვესროლე,უკანასკნელმა ტყვიამ წააყირავა ნადირი მაგრამ არ მოუღო ბოლო.
ჩემგან მარცხნივ ირაკლის ნომერი იყო და ისიც კარგად ხედავდა ამ ყველაფერს და მანაც უძილადა 36 გრამი საფანტი.
რომლის მერეც უკვე ტურას მოძრაობის სურვილი არ გასჩენია.
ასე დამთავრდა პირველი ნომერი ჩემთვის რომელსაც როგორც სარეკის დამთავრებისას აღმოჩნდა სამი თურა ემსხვერპპლა.

გადავინაცვლეთ მეორე ნომერში და იქ სხვა სიტუაცია დაგვხვდა!ეგერებმა გვითრეს რომ ამ ნომერში მგელი იყო მოსალოდნელი და ისიც დასძინეს რომ ბებერი მგელი ყოფილა ერთი რომელსაც 5 წელია დასდევენ და ვერ იხელთებენ და რომელსაც წინა დღეს ხბო შეუჭამია!
დაიწყო ისევ ნომრებში განაწიოლება და გავიშალეთ ტყეში ეგერების მითითებით!
სარეკის დაწყება გვამცნო ჰაერში გასროლილმა თოფმა და ყველა გავირინდეთ
ცოტა ხნის შემდეგ მარეკების და ძაღლების ხმებიც მოგვიახლოვდა და აი მაშინ დაიწყო რაც დაიწყო.
ნომრებში ერთი მეორეს მიყოლებით ვარდებოდა თოფი და არაერთჯერ!
იმ მომენტში სისხლი გეყინება და გული გამალებით იწყებს ფეთქვას მხედველობა და სმენა აასმაგებს თავის აღქმის უნარს!
მეც ვარ გატრუნული ჩემს ნომერში და ველოდები ნადირს როდის გამოვა და როდის მოვპპატიჟებ ერთ მუჭა საფანტზე...
დიდი ლოდინის და მეზობელ ნომრებში გაგონილი ზალპის შემდეგ გამოძუნძულდა ჩემთანაც მგელი.
ძალიან შორს იყო და ბევრი ბუჩქი თუ ახალწამოზრდილი ტყე ეფარებოდა რამაც არ მომცა სროლის საშუალება,ვიდექი ხეს სიბერისგან წაქცელ და ფუღურო გამომპალ ხეს ამოფარებული და ვუყურებდი,ერთ ხანს ისიც შედგა და დამიწყო თვალიერება სასროლზე კი არ მომეკარა!
ამ მომენტში ვიყავით მე და ის მგელი,მე მას ვუყურებდი და ის მე როდესაც მეზობელ ნომერში გავარდა თოფი და ამ მგელმა მოკურცხლა ტყისკენ საითაც არავინ მეგულებოდა.
დამთავრდა სარეკი,გამოვიდნენ მარეკები და ძააღლები და დავიწყეთ აშლა!
მანქანების მიმართულებით.
პირველი ნუკრი შეგვხვდა!ისედაც ეს დიდი ცისფერი თვალები სულ დამრგვალებოდა და იყრებოდა გაფაციცებით!
ისეტი აჟიტირებულ იყო ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა და პაპიროსს აბოლებდა!
გავხედეთ და ერთი უშველებელი მგელი მოვლანდეთ(რომელსაც ნუკრაზე დიდი თავი ჰქონდა D.gif D.gif )
მივედით დავხედეთ და ალბათ ყველამ ერთდროულად გავიფიქრეთ ეს ის ბებერი მგელია რომელიც ვერ მოიხელთა ვერავინ!
ბევრი მილოცვების შემდეგჩამივკიდეთ ეს მგელი მონადირულად გრძელ ძელზე და გამოვეშურეთ სხვა ნომრებისკენ!
სადაც კიდევ ერთი მგელი დაგვახვედრეს გოგამ დ(გიორგევიჩ)და კახამ(ჩავლე)რამაც ერთი ორადგაგვახარ!
ასე ავკიდეთ ორივე მგელი ძელზე და ამაყად გამოვეშურეთ გასასვლელისკენ.
გზაში კიდევ ვნახეთ ბიჭები რომლებსაც თითო ტურა ჰყავდათ მონადირებული და ამან კიდევ უფრო გაგვახარა(მართალია ისე არა როგორც მგლების მონადირებამ მაგრამ არც ბევრად ნაკლებად)
გამოვედით ტყიდან და რომ შევაგროვეთ ნანადირევი აღმოჩნდა რომ 4 ტურადა 2 მგელი იყო ამ სარეკიც ნადავლი,ამას მივუმატეთ დანარჩენი სამი ტურა და ხალხის თავლები სიამაყით აღივსო!
გადავედით კიდევ ერთი სარეკის მოსაწყობად და გავნაწილდით
ყველა ემორჩილებოდა ეგერის ნათქვამს და ყველა იქცეოდა ისე როგორც ეკადრებათ ჭეშმარით მონადირეებს და ჯენტლმენებს!
გაკეთდა კიდევ ერთი სარეკი რომელიც მალე დამთავრდა და მხოლოდ კახამ(ჩავლე)ივაჟკაცა და ერთი ტურა შეჰმატა საერთო ნადავლს!
ამით მორჩა ჩვენი ნადირობა და ყველა დავბრუნდით ისევ ბაზაზე სადაც დაგვხვდა ბნ.ნუგზარი
ისევ შეიკრიბა ერთად 30 მონადირე და ისევ ოღონდ გაათმაგებული ჭინით და ინტერესით უყვებოდნენ ერთმანეთს მათ გადახდენილ ნადირობის ისტორიას!
ბნ. ნუგზარიც ერთგვარი კმაყოფილებით უყურებდა ნანადირევს და ისმენდა ერთი ლამაზი ნადირობის ამბავს!
მთელი ნადავლი ერთად შევაქუჩეთ და გადავიღეთ ერთობლივი სანადირო ფოტო და გამომშვიდობების შემდეგ გამოვეშურეთ თბილისს!
მოგეხსენებათ ქართველები ვართ და მართო კუჭს რომ არ ვუყუროთ ტრადიცია და ადათი გვავალდებულებს ასეთი ამბის შემდეგ ტრაპპეზს.
ასეც მოხდა ჭიაურის ნაკრძალიდან გამოსვლისას დავრეკეთ კაჭრეთში და დაგვახვედრეს ტრადიციული ქართული პპურმარილი რომელიც დამაგვურგვინებელი შტრიხი იყო ამ დღის!ვიქეიფეთ ვისაუბრეთ მივირთვით ოჩოპპინტრეს წარმოებული ღვინო და დავლოცეთ ახალი კლუბის წევრები.ყველაფერი კარგია რაც კარგად მთავრდებაო,გამოვეშურეთ ეს ამდენი სიკეთით ნასიამოვნები ხალხი და ჩამოვედით თბილისს.
ყველას მინდა მადლობა მოვუხადო ვინც ამ ლამაზი დღის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა!.კერძოდ:ბნ.თემურ ტყემალაძეს, ნუგზარ გიოშვილს და ჭიაურის მეურნეობის მთელ კოლექტივს ამ დაუვიწყარი ნადირობის მასპინძლობისთვის.
ასევე ნიკოლოზ რიჟამაძეს, გიორგი მეტრეველს და კლუბის ყველა გამგეობის წევრს იდეალურად ორგანიზებული ერთობლივი ნადირობისთვის.
ასევე ჟურნალ გზის კორესპონდენტს, ხათუნა (გვარი არ მახსოვს), ჟურნალ “გზა”-ში პროფესიონალურად მაღალ დონეზე ამ დღის გაშუქებისთვის.
და ბოლოს, მადლობა Oოჩოპინტრეს ყველა კლუბის წევრს, ასევე ყველა ფორუმელს და ყველა იმ მონადირეს, ვინც ღირსეული მონადირის სახელს ატარებს.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

22 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 03:43