Carp Fishing ''ტყუპი ტბები'' 2016, - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V   1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
Carp Fishing ''ტყუპი ტბები'' 2016,, შიდა საკლუბო შეჯიბრი სპორტულ თევზჭერაში
ჩელე
პოსტი Jun 12 2016, 22:42
პოსტი #1


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მოგესალმებით მეგობრებო

2016 წლის 11 ივნისს, კლუბმა ''ოჩოპინტრე''-მ კახეთში, ყვარლის რაიონში, სოფელ შილდასთან ტყუპ ტბებზე ჩაატარა რიგით მეოთხე შიდა საკლუბო შეჯიბრი წყვილთა შორის სპორტულ თევზჭერაში. მონაწილეობა მიიღო კლუბის ოცმა წევრმა, შესაბამისად ათმა გუნდმა. წყვილები კი ასე დაკომპლექტდა:

1. ჯოლა - ფიშმენი
2. თაზო - ილარიონიჩი
3. საბო - კონდოლი
4. ნუკრი MAX - მამუკა შილაკაძე
5. ჭალიმგელა - გენოძია
6. ჩავლე - გენერალი
7. ტამპლიერი - ჩელე
8. დონ-G - გიორგი კაკულია
9. ბლექი - baroni
10. ალთაზარი - ნიკა რაზმაძე

გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

1 ადგილი- წონით ყველაზე დიდი თევზი 1.470 გრამი-სრკისებრი კობრი

ნუკრი მახარაშვილი და მამუკა შილაკაძე


фотохостинг png

2 ადგილი- წონით მეორე თევზი 1.270 გრამი საზანი

გიორგი მეტრეველი და გენო მეტრეველი


фотохостинг

3 ადგილი- წონით მესამე თევზი 1.200 გრამი საზანი

გიორგი ნინოშვილი და კახა ჩავლეიშვილი


бесплатный хостинг картинок

სპეციალური პრიზი- ჯამური წონა 8.660 გრამი

გიორგი მეტრეველი და გენო მეტრეველი

შეჯიბრი ძალიან მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ ტბებზე პირველად ვიყავით, ამიტომ არავინ იცოდა თუ რაგველოდა. შესაბამისად ყველა ერთ თანაბარ სიტუაციაში ვიყავით.

ყველაფერი კი ასე დაიწყო. წინა დღისით მე, ზახარა, თაზო და დავითუსი წავედით მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად. მთელი გზა წვიმდა, ამიტომ თანდათან იმედი გვიცრუვდებოდა. მაგრამ რომ ჩავედით, მშვენიერი ამინდი დაგვხვდა. რა თქმა უნდა გაგვიხარდა და გაცრუებულ იმედებს ცოტა იმედები მიეცათ. newsmile05.gif მოკლედ, გავაწყვეთ სექტორები, დავნომრეთ და ამასობაში დაღამდა კიდეც. დავითუსი მოგეხსენებათ თავისი ინოვაციებით და სეფასთან რომ ამოვედით, ტელევიზორი დაგვახვედრა. კი ვიფიქრეთ: რად უნდა ქა ტელევიზორიო და მერე მივხვდით რატომაც. ევროპის ჩემპიონატის გახსნა იყო იმ ღამეს. გავშალეთ სუფრა, მოვიმარჯვეთ ლუდი და ჩავუჯექით ტელევიზორს. ამასობაში ტბების მეპატრონე, ბატონი ალეკო მოვიდა მეგობრებთან ერთად და გაიშალა დიდებული სუფრა. თან სუფრა, თან ფეხბურთი და მოკლედ ვიმხიარულეთ მთელი საღამო.











გათენდა, ცეცხლის მზე აენთო, აცურდა ჩელე გაიღვიძე მოვიდნენ- ნაზად ჩამესმის ყურში ზახარას ყვირილი. ცალი თვალი გავახილე და ვიკითხე: ვინ მოვიდა მეთქი... მერე მივხვდი სად ვიყავი და ვინ მოვიდნენ. დილა მშვიდობისა ვუსურვეთ ერთმანეთს და დავიწყეთ შეჯიბრი. ყველა ძალიან მომართული იყო. ყველას სურდა მოგება. იმუქრებოდნენ ჩვენ გავიმარჯვებთო, მე ეს მაქვს, მე ის მაქვს, ამიტ დავკორმავ, იმით დავკორმავ და მოკლედ ყველა კარგ ხასიათზე იყო.























შუადღისით ზოგმა წაუძინა, ზოგი პაპიროსს აფუილებდა, ზოგმა არ დაანება თევზაობას თავი, ზოგმა ხელი ჩაიქნია, ზოგმა ფეხიც, მოკლედ ჩვეულებრივი სათევზაო სიტუაცია იყო.

















































მოგეხსენებათ თითქმის მთელი თვე წვიმდა. ამიტომ არც ამ დღეს ველოდით კარგ ამინდს, თუმცა მთელი დღე გვაცადა და ბოლოს უკვე შეჯიბრის მიწურულს დასცხო, მაგრამ რა დასცხო. ეს იყო დელგმა, წარღვნა და საშინელება. ნოეს მოვკარი თვალი, მაგრამ არ ვთქვი... newsmile05.gif








ასე იყო თუ ისე, მოვიდა საღამოს 5 საათი და მსაჯებმა ჩაჰყვირეს ბუკს. ეს კი იმის მანიშნებელი იყო, რომ შეჯიბრი დამთავრდა. რას ვიზამდით? ავიკარით გუდა-ნაბადი და ავედით ხიჟინასთან, სადაც მსაჯებს უკვე ჰყავდათ გამოვლენილი გამარჯვებულები და პრიზებს ამზადებდნენ.







ასე იყო თუ ისე, შეჯიბრი შედგა. მიუხედევად დაღლილობისა, მე პირადად ძალიან ვისიამოვნე.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ტბის მეპატრონეს ბატონ ალეკოს და გიორგის.
დიდი მადლობა ყველა მონაწილეს, ნამდვილად ღირსეული კონკურენტები იყავით.
დიდი მადლობა კლუბის გამგეობას რომლებმაც დიდი შრომა გაწიეს, რათა ასე დიდებულად ჩატარებულიყო ეს შეჯიბრი.
განსაკუთრებული მადლობა მსაჯებს:ზახარას, დავითუსს და დაჩის. ზახარა და დავითუსი ნამდვილად დღის გმირები იყვნენ. გაიხარეთ ბიჭებო, ვამაყობ და ყოველთვის დიდი იმედი ხართ ჩემი და ამ კლუბის.


ესეც საბოლოო შედეგები:














რაც შეეხება ჩემ აზრს ამ ტბებზე და შეჯიბრზე. ტბები იდელურად არის მოწყობილი იმისთვის, რომ ისიამოვნო თევზის ჭერით. არის შემდები სახეობის თევზი: კობრი, საზანი, ამური, ლოქო, ''ოკუნი'', ხრამული. მოწყობილია საპირფარეშო და შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის პატარა მოედანი საიდანაც შეუძლიათ ითევზაონ. ერთი დისკომფორტი რაც არის, ეს არის კოღო. მაგრამ არის უამრავი საშუალება კოღოს მოსაშორებლად. გზა გომბორის გავლით საშუალოდ 130-დან 150 კილომეტრის ჩათვლით. (გააჩნია თბილისის რომელი უბნიდან მიდიხარ) ჩემი აზრით ღირს ამხელა გზის გავლა. რეკომენდაციას ვუწევ. ათ ბალიანი სისტემით მივანიჭებდი ათივეს. newsmile05.gif თუ გადაწყვეტთ წასვლას, ძალიან ისიამოვნებთ დამიჯერეთ. უბრალოდ კარგ ამინდში წადით. უამინდობისას კი უმჯობესია მაღალი გამავლობის მანქანით.

შეჯიბრიც კარგად ჩატარდა. არანაირი ექსესი არ ყოფილა. ყველა დამჯერი და მომართული იყო, რაც ერთი-ორად სასიამოვნოს ხდიდა შეჯიბრს. ყოველ წუთს და წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ისე ჩემი მეწყვილე ძალიან მეურჩებოდა. ვერაფერი მოვუხერხე. რომ დაეჯერებინა, იქნებ მოგვეგო კიდეც, მაგრამ... newsmile05.gif
დაველოდოთ შემდეგ წელს. ვნახოთ ვინ იმარჯვებს. მანამდე კი ისიამოვნეთ რეპორტით. newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jun 13 2016, 01:50
პოსტი #2


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კი..მართლაც მაგარი იყო. ბევრი რამით ვისიამოვნე. ადგილი მართლას სამოთხეა. ისეთი სიმშვიდე და სიწყნარე..მეტი რომ არ შეიძლება. ზედ კავკასიონის მთების ძირში. უცნაურად მაგარი ადგილია. აი ზიხარ შენთვის ლამაზი ტბის პირას. მაგარი სიმწვანე და სითბო. და ამ დროს...ზედ ხვირწინ უყურებ თოვლიან მწვერვალებს. ისე ახლოს არის..გეგნონება იქვე აირბენ და იგუნდავებ. მოკლედ..მართლა მაგარი ადგილია.
ჩემპიონატს რაც შეეხება..გადასარევი გამოდგა. თავზიც საკმაოდ წამოვიდა.. გართობა და მხიარულება საკმაოზე მეტიც იყო. წვიმაც ძალიან მაგარი იყო. მაგარი ექსტრემი შემატა ჩემპიონატს.(წვიმამ რა..მეხმა და ელჭექმა) ზევსი აშკარად ცდილობდა ჩვენ დახოცვას. მაგრამ ვერ გვიპოვნდა და დაგვანება თავი. ეგ ელჭექი მთელი ცხოვრება მემახსოვრება..რადგან სწორედ წარღვნის ყველაზე მწვავე მომენტში ამოვიყვანეთ თევზი. ნამდვილად არ ვიყავი დარწმუნებული..რომ თევზს..ჩემ ხელებში არ მოუწევდა შეწვა.
და ბოლოს..დიდი ოფროუდი. უკანა გზა..მაგარი ექსტრემალური აღმოჩნდა. მოდიდებულ მდინარეში გავლის ჩათვლით.. ტალაში გზიდან გადაცურებები და მთელი ამბავი. მოკლედ..მაგარი დავიღალე..მაგრმ..ძალიან მაგარი იყო. აი ეგ არის ნამდვილი ცხოვრება. newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Jun 13 2016, 08:41
პოსტი #3


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



სასიამოვნო შეგრძნებაა გამარჯვება....
მაგარი ტურნირი გამოვიდა, ჩემთვის ორმაგად სასიამოვნო იყო, მონაწილეობა+თევზაობა+გამარჯვ
ება...
მეტი რა უნდა ინატრო კაცმა, მშვენიალურ ბუნებაში, მაგრამ ბოლოს ნამეტანი მანერვიულეს გვერდზე მეზობლებმა newsmile05.gif
სანამ აწონიდნენ მე და შილაკას ჩვენი დაგვემართა
დიდი მადლობები არგანიზატორებს, ტბის მეპატრონეებს, მონაწილეებს, სრულიად ოჩოს და რათქმაუნდა ზევსს, რომ არ ჩამოგვათხლიშა თავისი ცეცხლოვანი ისრები თავზე.'

ძაან კი დავიღალე, მთელი შეჯიბრის მანძილზე არ გავჩერებულვართ მე და ჩემი მეწყვილე, დაკორმვა, სატყუარას ცვლა, ადგილის მონაცვლეობა. რა აღარ ვცადეთ, ვისი აწყობილი მონტაჟი აღარ ვიხმარე, მაგრამ საკუთარი ხელით აწყობილმა მაინც თავისი ქნა, ეტყობა მოწყალება გაიღეს დიადი ოლიმპოს ღმერთებმა newsmile05.gif

ეს ტურნირი მოვიგეთ, მედლებიც გვეღირსა,
მომავალიშიც ვიბრძოლებთ, დილამშვიდობისა!

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Jun 13 2016, 09:12
პოსტი #4


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



გილოცათ პრიზიორებო d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif

ყოჩაღები ხართ.ჯიგრები ხარ, კარგი შეჯიბრი კარგი კონკურენტებით.მიყვარხართ და მევასებით f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif kiss.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Jun 13 2016, 10:27
პოსტი #5


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ამინდის მიუხედავად მშვენიერი დღე და მშვენივრად ჩატარებული ტურნირი გამოვიდა.
მადლობა ორგანიზატორებს, ტბის მეპატრონეებს, მონაწილეებს და გულშემატკივრებს.

ვულოცავ გამარჯვებულებს და პრიზიორებს. ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი დღეები.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
general
პოსტი Jun 13 2016, 11:05
პოსტი #6


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,443
რეგისტრ.: 6-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სახლებიდან გამოსვლის თანავე დაიწყო და რა დაიწყო, შეკრებამ "ფრესკოსთან" თავისი შედეგები გამოიღო და სად არ ნახავდი "ოჩოელებს" ყველა სექცია ოკუპირებული იყო. როგორც იქნა დავიძარით დანიშნულების ადგილისკენ თუმცა გომბორის გადასახვევთან შეკრებილებს არასასიამოვნონ ძრავის ხმამ ცოტა ხასიათი წაგვიხდინა თუმცა ოჩოელი რისი ოჩოელია რომ რამემ შეაშინოს, იქვე დავტოვეთ "მაშინა" საბო და კონდოლი სხვა მანქანაში განთავსდნენ და განვაგრძეთ გზა. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა მივადექით ნანატრ ტბებს, სადაც გველოდებოდნენ ორგანიზატორ სუძიები. კენჭიყრა შედგა, ჩემი და ჩავლეს ნომერი დემეტრეს ხელმა გაარკვია (ცრუ მორწმუნეები არ ვართ) newsmile05.gif და გაჩაღდა ერთი ამბავი დავკვებეთ და დავკვებეთ, ჩავლეს მომზადებული 30 ლიტრიანი ვედროდან newsmile05.gif წავიდა თებზაობა და პირველი თებზი კარასი ამოვიყვანე რომელიც ძალიან გავდა საზანს newsmile05.gif იქეთ ვიღაცამ დაიძახა, დაწინაურდა ერთი ბილეთიო (ძმები მეტრეველები ისევ მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ) და ავნერვიულდით, წავიდა სატყუარების ცვლა, მერე პრეზიდენტის დაჭერილი თევზი დაწინაურდა, გვერძე მდგომებმა მეზობლებმა მესამე ადგილი დაბრონეს მაგრამ არ დავნებდით. ბოლოსკენ ზემოთ აღნიშნულმა ზევსმა გაიღვიძა და ანკესებზე წარწერამ თავისი ქნა (ელვაში არაო, არაო ) newsmile05.gif მოკლედ 40 წუთი იყო დარჩენილი შეჯიბრის დასრულებამდე რომ დარეკა ზარმა და გახშირებული გულისცემის ხმაც გავიგონე, ჩავლეს ანკესი იძახდა არიქაო, არიქაო. ამოვიყვანეთ თებზი და მთავარი სანახავი მამუკას და ნუკრას სახეები იყო, რამის თავისი სასწორით მოვიდნენ წონაში რომ არ მოეტყუებინა ვინმე უნამუსო "გარე მოვაჭრეს" D.gif სასწორზე ციფრების ამოტვიფრის შემდეგ დამშვიდნენ, ჩვენ კი გადავინაცვლეთ მესამე ადგილზე შეჯიბრის დამთავრებამდე. მეკლედ ყველა ბევრს ეცადა არ დაუკლიათ არაფერი. ვულოცავ ჩმს მეწყვილეს და ყველა გამარჯვებულს წარმატებით გამოსვლას.

მადლობა ყველა მონაწილეს შაუპოვარი ბრძოლისთვის, მადლობა ორგანიზატორებს მაღალ დონეზე ჩატარებული შეჯიბრისთვის, მსაჯებს, ტბის მეპატრონეებს, დამსწრე საზოგადოებას ყველაფერი იყო კარქი.... მადლობა ყველას ამ შესანიშნავი დღისთვის.

ერთს დავამატებ ცოტა არ გვიმართლებს ზედიზედ სამი შეჯიბრია, რაღაცნაირი ამინდები ამთხვევა და თევზიც მაინცდამაინც მაგდღეს არ აქტიურობს ხოლმე რამე ასტიბუ უნდა მაგ ამბავს ეტყობა (ან ცხვარი დავკლათ ან ქათამი ან რაღაც მაინც) newsmile01.gif

პ.ს. ბარონ შენ რა გითხარი რა.... newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jun 13 2016, 11:07
პოსტი #7


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



დიდებული დღე გამოვიდა. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე კარგად ვისიამოვნე. 10 საზანი და 2 კარპიც გავკოჭეთ და დიდად ნასიამოვნებიც დავრჩი

ამინდსაც დიდად არ შევუწუხებივარ, მშვენიერი აღჭურვილობა მქონდა

დიდი მადლობა ორგანიზატორებს და მსაჯებს


ხო და კიდევ!!! თევზები ლეგალიზაციას ითხოვენ chali.png
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩავლე
პოსტი Jun 13 2016, 14:37
პოსტი #8


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,764
რეგისტრ.: 29-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კარგი იყო ყველაფერი, დემეტრე რაც მთავარი იყო ჩემთვის კმაყოფილი დარჩა,მითუმეტეს ამდენ კაცებში გაერია და თასიც დაიჭირა ხელში,ეს მისთვის დაუვიწყარი იქნება,რისთვისაც მადლობას გიხდით ყველას,ორგანიზატორებს,მსაჯებ
ს,დამხმარეებს და თვით თევზაც,რომელმაც ბოლოს გაგვახარა და ასე უცებ წავართვი საპრიზო ადგილი ლევანის და გიორგის. ვიცი არ ეწყინებათ რადგანაც მათაც გაიხარეს დემეტრეს გახარებით. დიდი მადლობა ყვალას კოცნით გეხვევით თქვენი მონა მორჩილი კახა ( ჩავლე)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jun 13 2016, 15:10
პოსტი #9


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი


































gif image hosting


image url
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
baroni
პოსტი Jun 13 2016, 16:22
პოსტი #10


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 337
რეგისტრ.: 16-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჩემთვის კარგი დღე იყო. ვულოცავ კიდევ ერთხელ პრიზიორებს! ჩავლე და გენერალ ჯიგრები ხართ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლაშა თევზაძე
პოსტი Jun 13 2016, 16:31
პოსტი #11


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,130
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



დღე იყო ფანტასტიური! კი, მართალია ამინდმა არ შეგვიწყო ხელი, მაგრამ სადღაც ეგეთი ამინდიც მაგრად ასწორებს!

ორგანიზატორებს მადლობები დიდები მუხლჩაუხრელი შრომისთვის, ნათევი ღამისთვის და თავგანწირვისთვის.

პრიზიორებს გილოცავთ გამარჯვებას და გისურვებთ შემდეგში ჩემთვის მოგელოცოთ kiss.gif kiss.gif kiss.gif

მიუხედავად იმისა, რომ დამამთავრებელი სიგნალის დროს დავიჭირე ზუსტად პირველი და უკანასკნელი კარასი(რომელიც არ ითვლება),
მიუხედავად იმისა, რომ მაგრად დავიღალეთ, მიუხედავად ნიკას მანქანის შლანგისა და მიუხედავად იმისა,
რომ კონდოლმა და მანქანის მატორმა ბავშვობა გაიხსენეს, დამალობანა ითამაშეს და მატორმა დაასტუკა,
მაინც მაგარი, დასამახსოვრებელი და კარგი დღე გამოვიდა!

გკოცნით, გეხვევით და გივარდებით წელში!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯოლა
პოსტი Jun 13 2016, 18:30
პოსტი #12


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 4,450
რეგისტრ.: 30-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მომიშალეთ ნერვები...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩავლე
პოსტი Jun 13 2016, 18:35
პოსტი #13


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,764
რეგისტრ.: 29-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



newsmile041.gif newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Jun 14 2016, 07:17
პოსტი #14


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,485
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მოკლედ გილოცავთ ყველას გამარჯვებულ პრიზიორებს, ორგანიზატორებს ასეთი კარგი ივენთის ჩატარებისთვის, გული მწყდება რო ვერ წამოვედი არადა მოვიგებდი მე xexe.gif მშვენიერი გამოსულა აწი სულ უკეთესები და უკეთესები გკოცნით გეხვევით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Jun 14 2016, 09:11
პოსტი #15


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



სურათები არავის გაქვთ კიდევ კაცო? უკვე ეჭვი შემეპარა მეც ვიყავი თუ არა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 19:57