ნადირობის სეზონის გახსნა 2016-2017 - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
ნადირობის სეზონის გახსნა 2016-2017
თაზო
პოსტი Aug 23 2016, 12:30
პოსტი #1


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 832
რეგისტრ.: 27-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ ყველა პატიოსან და წესიერ მონადირეს სეზონის გახსნა. ყოფილიყოს ხვავრიელი და ყოველგვარი ექსცესების გარესე ჩაევლოს. როგორც იქნა დადგა აგვისტოს ბოლო შაბათი, რომელსაც ყველა ასე ველოდით. ზოგი დღეებს, ზოგიც საათებს ითვლიდა, გახსნამდე დარჩენილს. ჩვენ როგორც ყოველთვის, ადრე დავიწყეთ მზადება იმ ლამაზი ტრადიციის ლამაზად ჩატარებისათვის, რასაც წლებია ჩაეყარა საფუძველი. ადგილი ტრადიციულად შეირჩა წალკაში, დაშბაშის კანიონის სასწაული ხედით. წალკის გამგეობამ შესანიშნავი საჩუქარი გაგვიკეთა, ჩვენი მაგიდა კოხტად გადაუხურავთ და შეუღებავთ. დამატებით რამოდენიმე მსგავსი ფაცხა არის გაკეთებული მიმდებარედ. იმის გამო, რომ სავსეა იქაურობა ტურისტებით და ადგილობრივებით, შეიძლებოდა საერთოდ მაგიდის გარეშე დავრჩენილიყავით ამდენი ხალხი. ამიტომ მე და დავითუსამ წინა დღით დავიჭირეტ თადარიგი, გავძეძგეთ ჩემი მანქანა და გავსქურეთ წალკაში. ნელა ნელა სუნთქვა გაადვილდა და ტემპერატურამაც კლება იწყო ყოველ კილომეტრზე)) ავედით საღამოს 11 საათისთვის. გავაკეთეთ განათება, ავანთეთ ცეცხლი, გავშალეთ კარავი. კარგი სიგრილე დაგვხვდა, რამაც გადაგვაწყვეტინა ცოოტა გავმთბარიყავით, რაშიც თბილისიდან "შემთხვევით" წაყოლებული წიწაკის ნემიროვი გადასარევად გამოდგა. მართალია დავითუსამ 200 გრამიანზე მეტი რად გვინდაო, მაგრამ ჩემმა დაჟინებამ და გამოცდილებამ გადაწონა, რამაც გაამართლა და ცოტა ხნის მერე ყელგამომშრალი ბოთლი მიესვენა მაგიდაზე))) 15-15 კილო სამწვადე და სახაშლამე ხორცი გვქონდა წაღებული. ვიფიქრეთ მწვადის დეგუსტაცია ჩაგვეტარებინა და ხორცი წინასწარ დაგვეტესტა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შამფური არც ერთს არა გვქონდა. აქ გამოჩნდა ის, რომ ადამიანს თუ შია ან რამე ძალიან სურს, ყველაფერს მოახერხებს. დავითუსამ გაიხსენა, თუკი რამე ჰქონდა ნანახი და და წაკითხული მსგავსი სიტუაციების შესახებ და თეორიიდან ეგრევე პრაქტიკაზე გადავედით)) ამოვაცალეთ ზურგჩანთას ალუმინის სამაგრი, ნაჯავით გავუკეთეთ წვეტი, იქვე ნაპოვნი მავთულით დავახვიეთ დანაზე და გადასარევი მივიღეთ "სუპერ შამფური 2016". მოკლედ. ამ ყველაფრის შემდეგ წავუძინეთ სიგრილეში გემრიელად. დილით ათისკენ დაიწყეს ბიჭებმა ნელანელა ამოსვლა. თორმეტისკენ თითქმის ყველა ადგილზე ვიყავით. წავიდა მოყოლა თუ ვინ სად იყო, როგორ ინადირა, რამდენი აიყვანა და ძაღლებმა როგორ იმუშავეს)) ცოტა ხანში აწრიალებულმა კუჭმა თავისი გაიტანა და დავიწყეთ მზადება სუფრის გასასლელად. შეიწვა მწვადი, მოიხარშა ხაშლამა, დაიჭრა სალათი, ყველი, ძეხვი, ჩამოისხა ოჩოს ღვინო და წავიდა გუგუნი))) შილაკამ ისეთი დელიკატესი გაგვიმზადა, ისე გამოიყურებოდა, ჭამა დაგვენანა. მაგრამ ისეთი სასწაული გემოსი აღმოჩნდა, ცოტა ხანში პატარა ნაჭერიც არ დარჩა. შორიახლო მდგომი ფაცხიდან, სადაც აზერბაიჯანელი ჯიგრები ქეიფობდნენ ოჯახებით, სამი თეფში აზერბაიჯანული ხინკალი მოგვაწოდეს. სხვათაშორის ძალიან გემრიელი. იმავე თეფშებით აქედან ხაშლამა გავუგზავნეთ და ასეე გავუმაგრეთ საძირკველი ორი ერის მეგობრობას))))) რამოდენიმე სადღეგრძელოს შემდეგ დადგა დრო ახალი წევრის მიღებისა, რაც ტრადიციულად სკამებზე ასვლით და ბატონი რეზოს სადღეგრძელოს შესმით დაგვირგვინდა. კიდევ ერთი კარგი ადამიანი, ბუნების მოყვარული და ქომაგი შეგვემატა კლუბში რეზოს სახით. საღამოსკენ, ვინც თბილისში დაბრუნებას აპირებდა, ნელა ნელა დაიწყეს ბანაკის დატოვება. დარჩენილებმა განვაახლეთ სუფრა, აინთო შუქი და ქეიფი ახალი ძალით განახლდა. უმაგრესი საღამო გამოვიდა, კოცონით, სიმღერებით, მეგობრების წრეში დროსტარებით და იუმორით. მერე არ მახსოვს.. მერე მახსოვს რომ გავიღვიძე დილით 7 საათზე და დავითუსას კარვის მეტი ტყეში არცერთი კარავი არ იდგა და სულიერი არ ჭაჭანებდა. სიგარეტი გამთავებია და ზოგოერთებს, სახელს და გვარს არ დავასახელებ, ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე რომაა, დავიწყებია დატოვება და დავრჩი ასე. ერთადერთი კოლოფი ეგდო მაგიდაზე, ვოგის მენთოლიანი))) გადავხსენი სასწაულის მოლოდინში და ჰოი საოცრებავ, ერთი ღერი არ მიყურებს მორცხვად? newsmile045.gif თან ხარბად ვეწეოდი, თან ვლოცავდი დამტოვებელს, რომელიც ახლაც არ ვიცი ვინ იყო. კიდევ მადლობა მას, იმედია გამოჩნდება))) მოკლედ, ავალაგეთ და მივალაგეთ წინა დღის ნაომარი მე და დავითუსამ, ჩავბარგდით და ის იყო წამოსვლას ვაპირებდით დარეკა ჩავლემ, ფეხი არ გაადგათ მოვდივართ და სიგარეტსაც ამოგიტანთო. ამოვიდნენ მართლაც და არა მარტო სიგარეტი, ნახევარი მაღაზია წამოუყოლებიათ. ვიღაცის მადლი რომ მოისხეს მადლია, იმდენ რამეს ერთ თვეში ვერ გაყიდდა ის მაღაზია))) გაიშალა სუფრა კიდევ ერთხელ, კიდევ ერთხელ მოვეფერეთ ერთმანეთს, კიდევ ერთხელ დაიცალა ჭიქები. ამასობაში რეზომ დარეკა გამგეობაში ნაცნობთან და ნახევარი საათი არ იყო გასული და ამოვიდა დასუფთავების სამსახური. რაც წლების განმავლობაში კანიონში ნაგავი იყრებოდა, მოაგროვეს და გაიტანეს. ჯიგრები.. მოგვიანებით მე და დავითუსა დავემშვიდობეთ ბიჭებს და რადგანაც ისინი კიდევ აპირებდნენ ნადირობას, ჩვენ თბილისისკენ დავეშვით. გზაზე ისეთი ამბავი გავიგეთ, ისეთი რომ მაგარი)))) ჩვენ ძმას, გიორგი ნინოშვილს პატარა ლუკა შეძენია, პატარა ვაჟკაცი. დავრეკეთ დარჩენილებთან და ვახარეთ ეს ამბავი. იქ ღრიანცელი ატყდა... მოკლედ, ჩამოვედით ადუღებულ თბილისში მე და დავითუსა და დავიშალეთ ბიტლზებივით)) ჭირი იქა, ლხინი აქა))) სულ რამოდენიმე ფოტო მაქვს და იმედია ბიჭებიც დაამატებენ ფოტომასალას. გილოცავთ კიდევ ერთხელ!!! vot-tak.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
თაზო
პოსტი Aug 23 2016, 12:35
პოსტი #2


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 832
რეგისტრ.: 27-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება













Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Aug 23 2016, 13:31
პოსტი #3


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



დიდებული დღე გამოვიდა, დიდებული საზოგადოება და განწყობა.

იმის მიუხედავათ რომ მწყერი არც ისე გვანებივრებდა მაინც მაგარი ვისიამოვნე. 2 დღე აბსოლიტური განტვირთვა.

ყოველივე ამისთვის დიიიიიიიიიიიიდი მადლობა თაზოს და დავითუსას და რა თქმა უნდა ყველა მონაწილეს

































Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Aug 23 2016, 13:41
პოსტი #4


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi












































how to do a screen shot
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Aug 23 2016, 13:44
პოსტი #5


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ტიხარ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Aug 23 2016, 13:46
პოსტი #6


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi


























pic upload
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Aug 23 2016, 13:50
პოსტი #7


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
























pic hosting

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Aug 23 2016, 14:46
პოსტი #8


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ტიხარ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Aug 23 2016, 16:07
პოსტი #9


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი






















































free jpeg images
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Aug 23 2016, 16:14
პოსტი #10


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი




































image upload no limit
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩავლე
პოსტი Aug 23 2016, 22:29
პოსტი #11


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,764
რეგისტრ.: 29-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



თაზოზ და დავითუსას ყველაზე დიდი მადლობა,გაწირეს თავიც და ნადირობაც კლუბის საკეთილდღეოთ რომ ლამაზათ ჩატარებულიყო ჩვენი შეკრებაც და ქეიფიც. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Aug 23 2016, 23:44
პოსტი #12


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მშვენიერი რეპორტია. სამწუხაროდ წელსაც გამოგაკლდით რიგი მიზეზების გამო. გილოცავთ სეზონის გახსნას და აბა თქვენ იცით. წარმატებული სეზონი გქონოდეთ....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Aug 24 2016, 13:16
პოსტი #13


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




კარგია კარგი გუდ ჯობ small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gacho
პოსტი Aug 24 2016, 15:50
პოსტი #14


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 918
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



საღოლ მაგარი სეზონის გახსნა გამოგვლიათ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
general
პოსტი Aug 24 2016, 18:26
პოსტი #15


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,443
რეგისტრ.: 6-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მოვიცალე ცოტა აქაურობისთვისაც newsmile045.gif ვა თქვენ შემოგევლეთ კარგი რამე რუმეები ხდებოდა მანდ როგორც ყოველთვის ხო .. ის მოწყობილობები მომეწონა ნამეტნავად სახაშლამე და რამე ვისი კრეაწივია ? D.gif

გილოცავთ ყველას სეზონის გახსნას d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 08:37