ნადირობის სეზონი - 2010, შეჯიბრების წესები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ნადირობის სეზონი - 2010, შეჯიბრების წესები |
Aug 6 2010, 19:35
პოსტი
#16
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
GIGO
გეთანხმები. შეჯიბრის ორგანიზატორებთან ერთად განვიხილოთ,მე მგონი შევთანხმდებით. ისე შენც თუ მიიღებ შეჯიბრში მონაწილეობას ,ურიგო არ იქნება): |
|
|
Aug 6 2010, 20:06
პოსტი
#17
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ძაღლის მიერ კვალზე მუშაობით, აგრეთვე შეფეთებული, ძაღლის მიერ ახლოს მიწევით უნაბულოდ ფრინველის მოპოვება ფასდება 5 ქულით. ჩემი აზრით უნაბულოდ ამოსულ ფრინველზე, არც სროლა და მიტუმეტეს ქულის დაწერა აქტივში არ შეიძლება. ეს ხომ მეძებრების შეჯიბრია და არა სპანიელების. წერია წესებში,ასეთ შემთხვევაში 5 აკლდებაო და განმეორებისას იხსნება შეჯიბრებიდანო.ძალიან მარტივი წესებია.ბატონმა შადიმანმა ყველასათვის გასაგები შემოგვთავაზა და საინტერესო შეჯიბრი უნდა ჩატარდეს. მეც ვეთანხმები თენგოს და გიგოს მივმართავ:მე მივდივარ შეჯიბრზე,შენ? |
|
|
Aug 6 2010, 23:08
პოსტი
#18
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 236 რეგისტრ.: 28-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
|
|
|
Aug 7 2010, 19:20
პოსტი
#19
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
Giorgi_M
ბნ. შადიმანმა მოგვაწოდა |
|
|
Aug 8 2010, 13:32
პოსტი
#20
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia |
ზაზა
წერია წესებში,ასეთ შემთხვევაში 5 აკლდებაო და განმეორებისას იხსნება შეჯიბრებიდანო.ძალიან მარტივი წესებია.ბატონმა შადიმანმა ყველასათვის გასაგები შემოგვთავაზა მეძებრის დანიშნულებაა ნაბულით ამოიყვანოს ფრინველი, ამიტომაც უნაბულოდ ამოყვანის არცერთი ვარიანტი არ უნდა ჩაითვალოს ე.ი. კონკურსანტს ქულა არ უნდა მიემატოს. პირიქით - უნდა დაჯარიმდეს. მე როგორც გავიგე, 5 ქულა სხვა შემთხვევაში აკლდება... აი, ამ დროს - ფეხში ამოფრენილ და/ან ძაღლის მუშაობის არეალის მიღმა ’’თავისით’’ ამოფრენილ ფრინველზე სროლა დაუშვებელია:
|
|
|
Aug 8 2010, 13:54
პოსტი
#21
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia |
ძაღლის მიერ კვალზე მუშაობით, აგრეთვე შეფეთებული, ძაღლის მიერ ახლოს მიწევით უნაბულოდ ფრინველის მოპოვება ფასდება 5 ქულით. კვალზე მუშაობით ნაბულით თუ უნაბულოდ? ჩემი აზრით, მუშაობის ჩათვლა-არჩათვლის გამმიჯნავი ერთადერთი და უალტერნატივო ფაქტორი არის ნაბული. იყო ნაბული - მუშაობა ჩაითვლება, შესაბამისად - მონადირეს ექნება სროლის უფლება, და თუ ნაბული არ იყო - არ ჩაითვლება. ორგანიზატორები ამას თუ არ ეთანხმებიან, მაშინ არ აქვთ მორალური უფლება, კონკრეტულად - მეძებრით ნადირობის შეჯიბრი დაარქვან ამ ღონისძიებას (მეძებარი ნაბულის გარეშე მეძებარი არაა - მგონი ამის მტკიცება არ მჭირდება!). და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, მეძებარი კვალით იმუშავებს თუ მაღალი ყნოსვით, ნაბულის შემთხვევაში მუშაობა ჩასათვლელია. ზემოთქმულიდან გამომდინარე, არასწორად მიმაჩნია ქულების დარიცხვა (თუნდაც მცირე რაოდენობით), უნაბულოდ ამოყვანილ (მონადირებულ) ფრინველზე. არამედ, ამ შემთხვევაში კონკურსანტი წყვილი უნდა დაჯარიმდეს შესაბამისად, რადგან პრაქტიკული თვალსაზრისით, მონადირეს ფრინველის მოპოვების შანსი უმცირდება, როცა უნაბულოდ მუშაობის შემთხვევაში მოუმზადებელი ხვდება ფრინველის ამოფრენას, ან საერთოდაც ვერ ასწრებს სასროლ მანძილზე მიახლოებას. |
|
|
Aug 8 2010, 15:40
პოსტი
#22
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia |
შეჯიბრებიდან მონაწილე იხსნება, მეძებრის მიერ 3 ცრუ ნაბულის შემთხვევაშიც და თითოეულ ცრუ ნაბულზე მონაწილეს აკლდება 5 ქულა. აქ ყველაფერი გასაგებია მაგრამ, ცრუ ნაბულს შედეგიანობის თვალსაზრისით თუ შევადრით უნაბულოდ ფრინველის ამოყვანას, დაფრთხობას ან გამოტოვებას (ძებნის არეალში), მაშინ ეს შემთხვევებიც უნდა დაჯარიმდეს არანაკლები დოზით. ცრუ ნაბულის შემთხვევაში მონადირე უბრალოდ ზედმეტად წვალობს - ზედმეტის გავლა უხდება, ტყუილად ემზადებასასროლად, ნერვიულობს და ა.შ. ხოლო დანარჩენ შემთხვევებში, საქმე გვაქვს ფრინველის გაშვებასთან ანუ პოტენციური ნადავლის დაკარგვასთან, რაც უფრო მნიშვნელოვანი მინუსი უნდა იყოს. ამიტომაც, გთავაზობთ შემდეგს - ისეთი შეცდომები, როგორიცაა: უყნოსველად ფრინველის დაფრთხობა ან გამოტოვება, დაუმთავრებელი მუშაობა, კვალზე მუშაობით ან მაღალი ყნოსვით მიახლოებისას, უნაბულოდ ამოყვანა, ხანმოკლე ნაბულის ან შეჩერების შემდეგ დამოუკიდებლად მიტანება, რაც გამორიცხავს შედეგიან სროლას - გაერთიანდეს ერთ ჯგუფში და დაერქვას "გაშვებული ფრინველი", მაგალითად. ეს შეცდომები უკავშირდება ყნოსვასა და ნაბულს, მეძებრის უმთავრეს, თუმცა სხვადასხვა თვისებებს, მაგრამ საერთო ჯამში (პრაქტიკული თვალსაზრისით) იწვევს ფრინველის უსროლელად გაშვებას. ეს მაინც მონადირისა და მეძებრის ტანდემის პრაქტიკული შეჯიბრია, საბოლოო შედეგზე - ფრინველის წესისამებრ მონადირებაზე გათვლილი და არა ძაღლის საველე თვისებების დეტალური შეფასება-აღწერა სანაშენე თვალსაზრისით. თითოეულ "გაშვებულ ფრინველზე" კონკურსანტს დააკლდება მაგ. 5 ქულა, შეიძლება მეტიც, მე რომ მკითხოთ, მაგრამ არანაკლები, ვიდრე ცრუ ნაბულის შემთხვევაში. |
|
|
Aug 8 2010, 16:56
პოსტი
#23
|
|
ადმინი გიყურებს შენ! ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
AlekoN
სავსებით ლოგიკურად გაქვს ჩამოყალიბებული... |
|
|
Aug 8 2010, 17:01
პოსტი
#24
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ALEKO_N
მეც გეთანხმები,რომ მხოლოდ ნაბულის შემდეგ მონადირის ბრძანებით მიტანებისას ამოფრენილ ფრინველს ესროლონ და სხვა შემთხვევები გამოირიცხოს,უფრო სწორედ,დაფიქსირდეს საჯარიმო ქულები.მე ჩავთვალე ეს წესებში იყო მითითებული.რადგან შენ თვლი,რომ წესებში ეს ხაზგასმით არაა,მაშინ შენი შემოთავაზებული ვარიანტი განვიხილოთ და შევცვალოთ.ბატონი შადიმანიც ჩამოვა და გვეტყვის თავის მოსაზრებებს. |
|
|
Aug 8 2010, 19:59
პოსტი
#25
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
AlekoN
აბსოლიტურად გეათანხემები, ვაფასებ შენს ცოდნასა და გამოცდილებას. |
|
|
Aug 8 2010, 21:01
პოსტი
#26
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia |
მოგესალმებით ყველას!
შემოგთავაზებთ მსგავსი შეჯიბრის ჩატარების ორნაირ კონცეპტუალურ მიმართულებას, რომელთა შორის განსხვავება, ძაღლის მუშაობის შეფასების დოზაა საბოლოო შეფასებაში. პირველი ვარიანტი (რაზეც ზემოთ ვსაუბრობდი) - მხედველობაში მიღება ძაღლის მუშაობის პრაქტიკული მხარეები: ფრინველის არგამოტოვება, ნაყნოსი ფრინველისთვის მყარი ნაბულის გაკეთება, რაც მონადირეს ახლოდან სროლის საშუალებას მისცემს, ცრუ ნაბულების გარეშე მუშაობა - ეს ყველაფერი, საერთო ჯამში, ამაღლებს მეძებრის პროდუქტიულობას. შედეგად, დაშვებული შეცდომების გამო, კონკურსანტი წყვილი ჯარიმდება მათი რაოდენობის მიხედვით. მოხსნას რაც შეეხება, პირველ რიგში მოვხსნიდი ძაღლს, რომელიც უნაბულოდ იმუშავებდა. ასეთი ძაღლით მონაწილეობა შეჯიბრში აზრს კარგავს, რადგან მონადირეს სროლის ნებართვა და (ან) საშუალება არ მიეცემა. მეორე ვარიანტში - ძაღლის მიერ დაშვებული შეცდომები (გაშვებული (გამოტოვებული, ამომფრთხალი და ა.შ.) ფრინველი, ცრუ ნაბული) მხედველობაში არ მიიღება, თუმცა აქაც აუცილებელი მოთხოვნაა - მხოლოდ ნაბულიდან სროლა; ასევე, უნაბულოდ ან ხანმოკლე ნაბულით მუშაობისას (3 ჯერ) იხსნება შეჯიბრიდან. ამ ვარიანტში ძაღლის შესაფასებელი თვისებების ნუსხა მცირდება - მოწმდება მხოლოდ ნაბული, როგორც მეძებრის ძირითადი და სხვებისგან განმასხვავებელი თვისება და ჩამოგდებულის მოძებნა-მოტანა, როგორც სასარგებლო უნარი. |
|
|
Aug 9 2010, 09:10
პოსტი
#27
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
.იქნებ ერთი შევიკრიბოდ და წესების საბოლოო ვარიანტი შევიმუშაოთ.
|
|
|
Aug 9 2010, 09:16
პოსტი
#28
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
თენგო
რაიმეს თქმა გინდოდა? |
|
|
Aug 9 2010, 09:17
პოსტი
#29
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
Maverick
მე მგონი გავჭედე): |
|
|
Aug 9 2010, 09:30
პოსტი
#30
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი |
ერთი გამარკვიეთ ჩემი და ჩემი რეის ამბავი როგორ იქნება?
დევიშვებით მაგ რონისძიებაზე თუ არა?? |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 21:48 |