საქართველოში მობინადრე თევზები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V  < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
საქართველოში მობინადრე თევზები, სად და რა ჯიშის თევზები ბინადრობს
gocha-tita
პოსტი Jul 12 2011, 23:11
პოსტი #16


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 766
რეგისტრ.: 19-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ჭანარი:ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 4, დატოტვილი 7-8, ანალურ ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 5, გვერდის ხაზში 56-68 ქერცლი. ლაყუჩის კბილაკები 12-16. ულვაში ორი წყვილია, ზევითა ულვაშები აღწევენ ნესტოებამდე, ან თვალის შუამდე. შუბლი ბრტყელია, ფარტო, კუდის ფარფლი ძლიერ ამოჭრილი, ზურგის მხარე მუქია, მუცელი მოყვითალო. სიგრძე 105 სმ-მდე, წონა 6-7კგ-მდე.

გავრცელება. საქართველოში გავრცელებულია მდ. მტკვრის აუზში. მტკვარში გვხვდება ახალციხემდე. მდ. არაგვის ქვემო და შუა დინებაში, ხრამში, ქსანში, დიდსა და პატარა ლიახვში, ალაზნის ქვემო და შუა დინებაში, იორში პალდომდე, ბინადრობს აგრეთვე ჯანდარის ტბაში, თბილისის წყალსაცავში.

ბიოლოგია. არსებობს ადგილობრივ ბინადარი და გამსვლელი ფორმა. საქართველოს წყლებში გვხვდება მხოლოდ ადგილობრივი ბინადარი, აზერბაიჯანის წყლებში ცხოვრობს როგორც ადგილობრივი ისე გამსვლელი ფორმა, ეს უკანასკნელი ძირითადად იმყოფება კასპიის ზღვის გამტკნარებულ ადგილებში და გასამრავლებლად შედის მდინარეებში.
იკვებება წყლის ფსკერის ბინადარი უხერხემლო ცხოველებით (ზოობენთოსით): ლოკოკინებით, მწერების მატლებით, ქირონომიდებით, ოლიგონტებით, ტრიქოპტერებით, აგრეთვე წყალში ჩაცვივნული ხმელეთის მწერებით: ჭიანჭველებით, კალიებით, მახრათი და სხვა. სხვადასხვა მცენარეებით, მათი თესლითა და დეტრიტით. საკვებად იყენებს აგრეთვე ბაყაყებს, თევზებსა და სხვ.
სქესობრივად მწიფდება მამალი 4 წლიდან, დედალი 5 წლიდან. მრავლდება მაისიდან აგვისტოს ბოლომდე. ნაყოფიერება აღწევს 115 ათასიდან 1 მილიონ ქვირითამდე, რომლის დიამეტრიც 1.17-1.80მმ-მდეა ტოფობს რამდენიმე ჯერად.

სამეურნეო მნიშვნელობა. საქართველოში მისი მოპოვება შედარებით ნაკლებია. მდ. ალაზანში თევზის სარეწაოს მიერ 1956-1960 წლებში მოპოვებულია 104.2 ცენტნერი. მდ. მტკვარში 1956-1960 წლებში 20.5 ცენტნერი, ჭერა ხდება მოსასმელი, ჩასადგმელი, სასროლი ბადეებით, ვენტერნით, ანკესითა და სხვა. გემრიელი, ცხიმიანი თევზია. (4.5-3.8%) გამოიყენება ნედლი, დამარილებული, შებოლილი, დაკონსერვებული.

ოოოო დიდი მადლობათ f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif

ქარიყლაპია ნერი:ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 6-10, დატოტვილი 12-16, ანალურში დაუტოტავი სხივი 3-8, დატოტვილი 10-16. გვერდის ხაზში 110-144 ქერცლია. მალები 56-65. სხეული წაგრძელებულია. თავი დიდია, გრძელი, შეტყლეჟილი დინგით. პირი დიდი, შეადგენს თავის სიგრძის ნახევარს. ქვედა ყბა წინაა წამოწეული. კბილები ყბათაშორისზე, ქვედა ყბაზე (ძლიერი), სასაზე, სახნისსა და ენაზეა. ლაყუჩის კბილაკები ბორცვაკისებრია. ზურგის ფარფლი მდებარეობს საკმაოდ უკან.
შეფერილობა ძირითადად მომწვანო-ნაცრისფერია, მოყვითალო-ნაცრისფერი ან მურა-ნაცრისფერი; ზურგი მუქია, გვერდები ნათელი, მსხვილი მუქი-მომწვანო, ყომრალი ან მოშავო ლაქებით. ზურგის, ანალური და კუდის ფარფლები მოყვითალო-ნაცრისფერია, მოწითალო-ყომრალი ელფერით და დიდი ყომრალი ან მოშავო ლაქებით.
სიგრძე 1-1,5 მ-მდე, წონა 16-24 კგ-მდე.

გავრცელება. ბინადრობს დასავლეთ საქართველოს მდინარეებში: ჩოლოქი, ნატანები, სუფსა, რიონი, ფიჩორა, ხობი, ოჩხამური, ჭურია, ენგური, კოდორი, შავწყალა; ტბები: პალიასტომი, ჯაპანის, სკურჩია, ბებესირი; კასპიის, არალის, შავი, აზოვის, ბალტიის ზღვების აუზები, ჩრ. ყინულოვანი ოკეანე, ევროპა, ჩრ. და დასავლეთი აზია, ჩრ. ამერიკა.

ბიოლოგია. მტკნარი წყლის თევზია, ეგუება მომლაშო წყლებსაც. ბინადრობს მდინარეებში, ტბებში. ამჯობინებს სანაპირო თხელწყლიან, მცენარეულობით მდიდარ ადგილებს. მტაცებელია, იკვებება ძირითადად თევზებით, აგრეთვე ბაყაყებით, წყალში ჩავარდნილი თაგვებით და წვრილი ფრინველებით, ხოლო ლიფსიტები ნახევარ წლამდე – წვრილი პლანქტონური ორგანიზმებით – კიბოსნაირებით, ფარვანებით და სხვ.
სქესობრივად მწიფდება 3-4 წლიდან. ტოფობს მარტ-აპრილში, წყლის 3-60 ტემპერატურის დროს: ქვირითს ყრის 0,5-1 მ სიღრმეში მცენარეულ სუბტრატზე. ნაყოფიერება აღწევს 17-350 ათას ქვირითამდე. მისი დიამეტრი 2,5-3 მმ. ახალგამოჩეკილი ლიფსიტები 6,5-7,6 მმ-მდეა.

სამეურნეო მნიშვნელობა. საქართველოში რაოდენობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. სხვაგან მისი მოპოვება საკმაო რაოდენობით წარმოებს. მოპოვება ხდება მოსასმელი, ჩასადგმელი ბადეებით, ვენტერით, ანკესღობურათი და სხვ. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, ქვირითს, ამზადებენ კონსერვებს

კავკასიური ქაშაპი:ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 7-8, ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 8-10 , გვერდის ხაზში 38-47 ქერცლი. ხახის კბილები 25-52. ლაყუჩის კბილაკები 8-11. ზურგი მუქია, გვერდები მუქი ნაცრისფერი, მუცელი მოთეთროა .ლაყუჩის სახურავის უკან მუქი ლაქაა. სიგრძე 45 სმ-მდე. წონა 1.2 კგ-მდე. იშვიათად გვხვდება უფრო მეტი ზომა-წონისა.

მონათესავე ფორმა. ჯუჯა ქაშაპი – laucsicus borystheniucus (kasller) ბინადრობს დასავლეთ საქართველოს მდინარეებში.

გავრცელება. ბინადრობს საქართველოს უმეტეს წყალსატევებში – მდინარეები: მტკვარი, ხრამი, არაგვი, ალაზანი, იორი, ჭოროხი, კინტრიში, სუფსა, ნატანები, რიონი, ხობი, ენგური, კოდორი, ბზიფი; ტბები: ჯანდარი, ფარავანი, საღამო, ბაზალეთი, პალიასტომი, ბებესირი; წყალსაცავები: ხრამის, თბილისის, სიონის.
სხვაგან მოიპოვება სომხეთში, აზერბაიჯანში, ჩრდილოეთ კავკასიაში, კასპის ზღვის ირანის სანაპიროების მდინარეებში, ურმიის ტბის აუზში, ჩრდილო ირანში.

ბიოლოგია. მტკნარი წყლის თევზია. ადვილად ეგუება, როგორც მდინარის, ისე ტბის პირობებს, იტანს წყლის ტემპერატურის დიდ მერყეობას. იკვებება როგორც ცხოველური, ისე მცენარეული საკვებებით: წყლის მწერებითა და მათი მატლებით, თევზებით და მათი ქვირითით, ბაყაყებით, წყალმცენარეებით. ზრდის ტემპი სხვადასხვა წყალსატევში განსხვავებული აქვს, მდინარეში იზრდება ნელა, ტბასა და წყალსაცავში – სწრაფად.
სქესობრივად მწიფდება 2-3 წლის ასაკიდან. მრავლდება მაისიდან აგვისტოს ბოლომდე, წყალსატევის სანაპირო, თხელწყლიან და ქვა-ქვიშიან ადგილებში. ნაყოფიერება აღწევს, ხრამის წყალსაცავში 14-121 ათას ქვირითიამდე, ხოლო მდ. ხრამში 4-23 ათასამდე, მისი დიამეტრიც 1.1-1.7 მმ-დეა, იგი ნარინჯისფერია, წებოვანი, ეწებება ქვებზე და სხვა საგნებზე.

სამეურნეო მნიშვნელობა. მცირე აქვს, მოპოვება ძირითადად ხდება სხვა სახეობის თევზებთან ერთად ფარავნის და საღამოს ტბებში, თბილისისა და სიონის წყალსაცავებში, მდ. მტკვარში და სხაგან. მაგალითად: ფარავნისა და საღამოს ტბებში წლიურად იჭერდნენ 10-120 ცენტნერამდე. დაბალი ხარისხის თევზია, იყენებენ ძირითადად ნედლს.

კობრი:სხეული მაღალია, დაფარული მსხვილი ქერცლით. პირი პატარა, ქვედა ორი წყვილი მოკლე ულვაში, ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3-4, დატოტვილი 15-23. ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 5-6. აღნიშნულ ფარფლებში თითო დაკბილული სხივია. გვერდის ხაზში 32-41 ქერცლია. ხახის კბილები 1.1.3-3.1.1, ლაყუჩის კბილაკები 20-30. მალები 32-35. გვერდები მოყვითალო, ზურგი მუქი, ქერცლის ფუძესთან მუქი ლაქაა. შეფერილობა იცვლება ადგილსამყოფელის მიხედვით. სიგრძე აღწევს მეტრზე მეტს, წონა 20 კგ-მდე. ჩვეულებრივ გვხვდება უფრო პატრა.

გავრცელება. გვხვდება საქართველოს შემდეგ მდინარეებში: მტკვარი, ალაზანი, იორი, ჭოროხი, სუფსა, რიონი, ხობი, ჯუმი, ჭურია, თიქორი, ენგური, კოდორი;

ტბებში: ჯანდარა, ფარავანი, საღამო, პალიასტომი, შავნაბადა, ბებესირი.

ხელოვნურად გადაყვანილია: ბაზალეთის, ტაბაწყურის, გომარეთის, ინკიტის ტბებსა და ხრამის, თბილისის, ტყიბულის, შაორის წყალსაცავებში.

საქართველოს გარდა აკლიმატიზირებულია; თურქმენეთში, ყაზახეთში, დასავლეთ ციმბირის-ბარაბინის ტბებში. მოიპოვება დასავლეთ ევროპაში, წყნარი ოკეანის აუზის მდინარეებში, უსურიდან ბირმამდე. გადაყვანილია ჩრდილო ამერიკაში და ინდო-მალაის არქიპელაგზე.

ბიოლოგია. ძირითადად მტკნარი წყლის თევზია, გვხვდება აგრეთვე ზღვების მომლაშო უბნებში; ირჩევს მცენარეებით მდიდარ, მდორე და მდგარ ადგილებს.. არსებობს ადგილობრივ ბინადარი და ნახევრად გამსვლელი ფორმა. იკვებება მცენარეული და ცხოველური საკვებით, ზოგჯერ ჭამს სხვადასხვა მცირე ზომის თევზებს, ლიფსიტებს, ქვირითს და სხვა. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3-4 წლის ასაკში, მამალი მწიფდება ერთი წლით ადრე. ნაყოფიერება აღწევს 96-1840 ათას ქვირითს, რომლის დიამეტრი აღწევს, 1.5მმ-მდე. ტოფობს აპრილიდან სექტემბრამდე 2-3 ჯერად მცენარეულ სუბსტრატზე. ინკუბაცია გრძელდება 3-8 დღემდე. ახალგამოჩეკილი ლარვის სიგრძე აღწევს 4.5მმ-მდე.

სამეურნეო მნიშვნელბა. ტბორული მეთევზეობის ძვირფასი ობიექტია; ახასიათებს სწრაფი ზრდა და მაღალი პროდუქტიულობა, მისგან გამოყვანილია საუკეთესო სატბორო ჯიშები, ამათგან სარკისებრი კობრი საქართველოში ტბორული მეურნეობის ძირითადი ობიექტი იყო. იჭერენ უმთავრესად მოსასმელი ბადეებით. საქართველოს მტკნარი წყლის თევზის ჭერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. 1940-1960 წლებში საქართველოს შიდა წყლებში სულ მოპოვებული იქნა დაახლოებით 400 ცენტნერამდე. ფორუმზე განხილვა
იყენებენ ნედლს, დამარილებულს, ამზადებდნენ კონსერვს

კოლხური ზუთხი / თართი/:ზურგის ფარფლში სხივი 27-48, ანალურში 16-36. ფარეკლები: ზურგისა 7-19, გვერდისა 24-44, მუცლისა 6-13. თავის ზედა ფარები რადიალურ მარცვლოვანია, ერთიმეორისაგან მცირედაა დაშორებული, ფარეკლების რიგებს შორის სხეული დაფარულია რამდენიმე მწკრივად განწყოფილი ვარსკვლავისებური ფირფიტებით. ლაყუჩის კბილაკები სადაა, 16-36. ქვედა ტუჩი შუაზეა გაყოფილი. ულვაშები სადა, უკან პირამდე ვერ აღწევენ, ხოლო წინ დინგის ბოლომდე აღწევენ. სიგრძე 230 სმ-მდეა, წონა 80 კგ-მდე, ჩვეულებრივ გვხვდება უფრო მცირე ზომისა.

გავრცელება. ბინადრობს შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან. გასამრავლებლად შედის მდინარეებში: ჭოროხი, სუფსა, რიონი, ხობი, ენგური, ოქუმი, ერისწყალი, ღალიძგა, კოდორი, გუმისთა, ბზიფი, ფსოუ. საქართველოს გარეთ ცნობილია: შავი და აზოვის ზღვებში. შედის მდინარეებში: ყუბანი, დონი, დნეპრი, ბუგი, დნესტრი, დუნაი და სხვ.

ბიოლოგია. გამსვლელი თევზია. ძირითადად ცხოვრობს ზღვაში. გასამრავლებლად შედის მდინარეებში. ენგურში ადის სოფ. ჯვარამდე, ხოლო რიონში – სამტრედიამდე (რიონჰესის აგებამდე ადიოდა ქუთაისამდე). იკვებება ძირითადად ლოკოკინებით (75%), კიბოსნაირებით, ჭიებით, თევზებით და სხვ.

მამალი სქესობრივად მწიფდება 8-14 წლისა, დედალი – 10-20 წლისა. ტოფობს მაისიადან სექტემბრამდე. ნაყოფიერება აღწევს 72-837 ათას ქვირითამდე. ქვირითის დიამეტრია 3-3,5 მმ.

სამეურნეო მნიშვნელობა. ძვირფასი სარეწაო თევზია. შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან მოპოვება ხდება: ფოთის, ანაკლიისა და სხვა პუნქტებში. ადრე მოპოვება ხდებოდა დიდი რაოდენობით. გასული საუკუნის 70-იან წლებში რიონში დაჭერილ იქნა 480-640 ცენტნერამდე, 1927-1928 წლებში კი მხოლოდ 125 ცენტნერი; ასევე მცირე რაოდენობით იჭერენ მდ. ენგურის შესართავთან, 1955 წელს აქ მოიპოვეს ზუთხი 13 ეგზემპლარი. საერთო წონით 250 კგ. აზოვ-შავი ზღვის სხვა ადგილებში ამზადებენ გაცილებით მეტს. მისი მოპოვება ხდება მცურავი, ჩასადგმელი ბადეებით და სხვა იარაღებით. ამჟამად მისი ჭერა აკრძალულია. იყენებენ ნედლს, ამზადებენ: დოშს, ზურგიელს, ხიზილალას, კონსერვს, საცურავი ბუშტისგან მიიღება უმაღლესი ხარისხის წებო.

ატლანტური ზუთხი:ზურგის ფარფლში სხივი 31-46, ანალურში 22-32, ფარეკლები: ზურგისა 9-15, გვერდისა 24-36, მუცლისა 9-12(14). ლაყუჩის კბილაკები 18-25. ქვედა ტუჩი შუაზეა გაყოფილი. ულვაშები სადა, განწყობილია პირსა და დინგის ბოლოს შორის, ახალგაზრდებში მდებარეობს პირთან უფრო ახლოს. დინგი წაგრძელებულია, მახვილი. მკერდის ფარფლის სხივეკალი ძლიერია. სხეულია ზურგისა და გვერდების ფარეკლებს შორის დაფარულია 10-12 მწკრივად განლაგებული რომბული ფირფიტებით, რომლებიც ზოგიერთ ახალგაზრდა ინდივიდს არა აქვს. სიგრძე 3,5 მ-მდეა, წონა 300 კგ-ზე მეტი. ჩვეულებრივ გვხვდება უფრო პატარა.

გავრცელება. ბინადრობს შავ ზღვაში საქართველოს სანაპიროებთან. შედის მდინარე რიონში, შესაძლებელია ენგურშიც. საქართველოს გარეთ საბჭოთა კავშირში მოიპოვება შავი ზღვის ანატოლიის სანაპიროებთან და იქ ჩამავალ მდინარეებში (ყიზილ-ირმაკი, ეშილ-ირმაკი), ყირიმის სანაპიროებთან, ოდესასთან, დუნაის დელტასთან, ლადოგის ტბაში, სხვაგან ცნობილია შავი ზღვის რუმინეთის და ბულგარეთის სანაპიროებთან, ატლანტიის ოკეანის ჩრ. ნაწილში, ევროპისა და ამერიკის სანაპიორებთან. აგრეთვე ბალტიისა და ხმელთაშუა ზღვებში. ეს სახეობა ამჟამად მსოფლიოში საკმაოდ შემცირებულია, შედარებით მრავლადაა შემონახული შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებში მდ. რიონის პოპულაციის სახით.
ბიოლოგია. ზღვის ბინადარი, გამსვლელი თევზია. გასამრავლებლად შედის მდინარეებში. ტიპობრივი მტაცებელია. იკვებება ძირითადად წვრილი თევზით, უმეტესად ქამსათი, რის სახითაც შავ ზღვაში მას მდიდარი საკვები ბაზა გააჩნია, იკვებება აგრეთვე ცხოველური ბენთოსით – ჭიებით, კიბოსნაირებით, ლოკოკინებით და სხვა ორგანიზმებით.

ატლანტური ზუთხის რიონის პოპულაციის ინდივიდები სწრაფად მზარდია.

მამალი სქესობრივად მწიფდება 7-12 წლიდან, დედალი 8-14 წლიდან. ტოფობისათვის მდინარე რიონში შესვლას იწყებს აპრილის ბოლოს, უმეტესად მაისში, წყლის 12-17,50 ტემპერატურის დროს; მდინარეში შესვლა გრძელდება ივლისამდე; მისი სატოფე ადგილები მდებარეობს შესართავიდან 110-115 კმ-ზე, სამტრედიასთან და ზევით ახალსოფლამდე, მდ. ენგურში ადის სოფელ ჯვარამდე. ტოფობს მაისიდან აგვისტომდე წყლის 10-200 ტემპერატურისას. ნაყოფიერება აღწევს 0,2-5,7 მილიონ ქვირითამდე. ქვირითი წებოვანია, ეკვრის ქვებსა და სხვა საგნებს, მისი დიამეტრი უდრის 2,6-3 მმ-ს, ინკუბაცია გრძელდება 3-13 დღე-ღამემდე, წყლის ტემპერეატურის მიხედვით. ახალგამოჩეკილი ლარვა აღწევს 9,3-11 მმ-ს. ყვითრის შეწოვა გრძელდება ორ კვირამდე, რის შემდეგ ლიფსიტები გადადიან დამოუკიდებელ კვებაზე. მწარმოებლები ტოფობის შემდეგ მალე ეშვებიან ზღვისკენ, არც ლიფსიტები ჩერდებიან მდინარეში დიხანს, ჩადიან ზღვაში შემოდგომისათვის.

სამეურნეო მნიშვნელობა. ძვირფასი სარეწაო თევზია. საქართველოში 1936-1939 წლების ცნობებით წლიურად იწერდნენ 25 ცენტნერამდე. ამჟამად მისი ჭერა აკრძალულია დაცვისა და მომრავლებისათვის. ტარდება აგრეთვე ღონისძიება ამ თევზის ხელოვნური მოშენებისათვის. მისი მოპოვება მსოფლიო მასშტაბით აღწევდა 1300 ცენტნერამდე (1936-1939 წ).
იჭერენ უმეტესად მდინარეში შესვლის დროს ჩასადგმელი, მცურავი, მოსასმელი, სათრევი ბადეებით, ადრე იჭერდნენ ჩანგლებითაც.
იყენებენ უმთავრესად ნედლს, ქვირითისაგან მზადდება შედარებით დაბალი ხარისხის ხიზილალა.

ლოქო მაგარია:სხეული წაგრძელებულია, ტიტველი, უქერცლო; თავი დიდი; პირი ფართო – განიერი. ზედა ყბაზე ერთი წყვილი გრძელი ულვაშია, ხოლო ქვედაზე – ორი წყვილი მოკლე ულვაში. ლაყუჩის კბილაკები 11-15. მალები 71-75. ზურგის ფარფლი პატარაა – სხივი 3-5. ანალური ფარფლი გრძელია, აღწევს კუდის ფარფლამდე – სხივი 77-94. კუდის ფარფლი მომრგვალებულია, მკერდის ფარფლი ძლიერი ქიცვით. სხეულის ფერი ცვალებადია, დამოკიდებულია ადგილსამყოფელზე – ზურგის მხარე მწვანეა, მუცლის მხარე – თეთრი, გვერდებზე უფორმო ლაქებია, რომლებიც მუცელზე ჩვეულებრივ მოცისფროა, ფარფლები მუქია. სიგრძე 5 მ-დეა, წონა 300კგ-მდე, ჩვეულებრივ უფრო პატარაა.

გავრცელება. საქართველოში ბინადრობს შემდეგ მდინარეებში: მტკვარი, ალაზანი, იორი, ჭოროხი, სუფსა, რიონი, ხობი, ენგური; ტბებში: ჯანდარის, ლისის, ბებესირის, პალიასტომის. მოიპოვება: ჩრდილო კავკასიის წყლებში, კასპიის, არალის, შავი, ბალტიის ზღვების აუზებში. ევროპაში – მდ. რეინიდან აღმოსავლეთით.

ბიოლოგია. ნახევრად გამსვლელი თევზია, კარგად ეგუება ტბის პირობებს, მდინარეებში ირჩევს ღრმა, მდორე ადგილებს. მტაცებელია, იკვებება ძირითადად თევზებით და სხვა წვრილი ცხოველებით, წყალმცურავი ფრინველებით და სხვა ხერხემლიანებით. ცოცხლობს 30 წელზე მეტს. გამრავლებას იწყებს 3-4 წლის ასაკიდან. ტოფობს მაისიდან აგვისტომდე, ნაყოფიერება აღწევს 11-500 ათას ქვირითამდე. ქვირითის დიამეტრი 2,5-3,0 მმ-მდეა. ინკუბაცია გრძელდება 3-4 დღე.

სამეურნეო მნიშვნელობა. კარგი სარეწაო თევზია, ხორცი აქვს ცხიმიანი (4-11%). გემრიელი. იჭერენ უმთავრესად ჩანგლებით და სხვადასხვაგვარი ბადეებით. საქართველოში მისი სარეწაო მოპოვება ხდება ჯანდარისა და პალიასტომის ტბებში, მდ. ალაზანსა და მტკვარში. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილს, დაკონსერვებულს.
მიზანშეწოლილი იქნება მოეწყოს სალოქოე ტბორები და მასთან ერთად იქვე

კალმახი:ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი (3) 4-5, დატოტვილი 9-11, ანალურში დაუტოტავი სხივი (2) 3-5, დატოტვილი (6) 7-10. გვერდის ხაზში 103-129 (124-136, ტაბაწყური – კავრაისკი, 1896) ქერცლი. ლაყუჩის კბილაკები 15-25. მამლები 54-59. პილორული დანამატები 55-71. ყბებზე, ენაზე, სასაზე ძლიერი კბილებია. ზურგისა და კუდის ფარფლებს შორის – ცხიმოვანი ფარფლი. სხეულის შეფერილობა ხასიათდება მრავალ ფერთა შერწყმით, ძლიერ ცვალებადობს ადგილსამყოფელის, წლის, დროის, ასაკის, სქესის, სასქესო ორგანოების მდგომარეობის მიხედვით; ძირითადად ზურგის მხარე მუქია, გვერდები და მუცლის მხარე შედარებით ღია ფერისაა; სხეულზე გაბნეულია სხვადასხვა ფერის, ზომისა და ფორმის ლაქები. მდინარის კალმახის სიგრძე ძირითადად 20-25 სმ, წონა 100-200 გ. იშვიათად მეტი.
ტბაში ბინადარი კალმახი მდინარის კალმახისგან განსხვავდება შეფერილობით – ახასიათებს უმეტესად შავი ლაქები და სხეულის დიდი ზომა – წონა, სიგრძით აღწევს, საშუალოდ 50-60- სმ-ს, წონით 4-5 კგ-ს (იშვიათად 100-120 სმ, 15-20 კგ). ამგვარად, კალმახი მეტად ლაბილური ბუნებისაა, მდინარეში ამჟღავნებს ნელი, ხოლო ტბაში და წყალსაცავში სწრაფი ზრდის უნარს.
გავრცელება. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული; უმეტესად ბინადრობს მთის მდინარეებსა და ტბებში, მდინარეების უმეტესობაში ცხოვრობს მხოლოდ ზემო დინებაში, ასეთებია: მტკვარი, ალაზანი, იორი, სუფსა, რიონი, ზობი, ზოგ მდინარეში ვრცელდება მტელ სიგრძეზე – სათავიდან ზღვამდე: ენგური, კოდორი, გუმისთა, შავწყალა, ბზიფი, ჭოროხი და სხვ; გვხვდება ტბებში: ტაბაწყური, ფარავანი, საღამო, რიწა, გორაფი, მზი, ერწო; წყალსაცავებში: ხრამის, თბილისის, სიონის, შაორისა და სხვ.
საქართველოს გარეთ ცნობილია: აზერბაიჯანი, სომხეთი, შუა აზია, ჩრ. კავკასია, შავი, აზოვის, კასპიის, ბალტიის, თეთრი ზღვების აუზები (მდინარეები: ყუბანი, დნესტრი, დნეპრი, ვოლგა, ურალი), კოლის ნახევარკუნძული, მცირე აზია, ირანი, მაროკო, ალჟირი.
ბიოლოგია. ცივი, ჟანგბადით მდიდარი წყლის მოყვარულია. მდინარეში კარგად ეგუება ჩქარ დინებას, ადის დიდ სიმაღლეზე, სადაც სხვა თევზები ვერ არწევენ. მისთვის წყლის ოპტიმალური ტემპერატურაა 8-160; უფრო მარალი ტემპერატურისას, როცა ნაკლებია აგრეთვე ჟანგბადი, მიდის უფრო ზემო დინებაში. იკვებება მწერებით, მათი მატლებით, კიბოსნაირებით, ლოკოკინებით, წურბელებით, ჭიებით; ნაწილობრივ ეწევა მტაცებლურ კვებას, უმეტესად ტბებსა და წყალსაცავებში, ჭამს თევზებსა და მათ ქვირითს, ბაყაყებს და სხვ.
კალმახი სხვადასხვა გარემო პირობებში იზრდება მეტ-ნაკლები ტემპით; მაგალითად, მდ. იორში და სიონის წყალსაცავში მისი ზრდა იძლევა მნიშვნელოვან განსხვავებას.
კალმახი სქესობრივად მწიფდება 3-4 წლის ასაკში, მრავლდება სხვადასხვა წყალსატევში სხვადასხვა დროს – სექტემბრიდან – თებერვლამდე. ტოფობს თხელწყლიან, ქვა-ქვიშიან ადგილებში, წყლის 4-80 ტემპერატურისას. ნაყოფიერება აღწევს 200-27000 ქვირითამდე, მისი დიამეტრი 4-6 მმ-მდეა. ქვირითს ყრის თავის ამოთხრილ ორმოში და განაყოფიერების შემდეგ ფარავს ქვიშით.
ქვირითის განვითარება დამოკიდებულია წყლის ტემპერატურაზე, მაგალითად: მდ. შავწყალაში 9-200 დროს ლარვა 35-40 დღის შემდეგ იჩეკება, იგი აღჭურვილია ყვითრის პარკით, რომელსაც შეიწოვს 20-30 დღის განმავლობაში, შემდეგ გადადის აქტიურ კვებაზე.
სამეურნეო მნიშვნელობა. ძვირფასი სარეწაო თევზია; ჩვენს მდინარეებში ამჟამად მის ჭერას აქვს ადგილობრივი, სპორტული ხასიათი, მაგრამ ზოგიერთ ტბასა და წყალსაცავში სარეწაო მნიშვნელობისაა, მაგალითად, ტაბაწყურის, ფარავნის, საღამოს ტბებში, ხრამის, სიონისა და შაორის წყალსაცავებში.
ახლო წარსულში ზემოსხენებულ ტბებში ყოველწლიურად იჭერდნენ 50-80 ცენტნერს, ბოლო წლებში მისი მოპოვება შემცირდა 10-20 ცენტნერამდე.
ამჟამად ტარდება ღონისძიებები კალმახის დაცვისა და მომრავლებისათვის.

კამბალა მდინარის:სხეული ასიმეტრულია, ბრტყელი, დაფარული ქერცლით. თვალები მოქცეულია ერთ მხარეზე, უმეტესად მარჯვნივ. სხეულის ზედა-თვალების მხარეზე მცირე რაოდენობის ფარეკლებია, რასაც კუდის ღერო მოკლებულია. ზურგის ფარფლში სხივი 52-65, ანალურში 36-45, მკერდის ფარფლში 7-14, ლაყუჩის კბილაკები 9-14, მალები 32-39; სხეული რუხი-მომწვანოა, წაბლისფერი ვარსკვლავისებრი ლაქებით. კენტ ფარფლებზე მრგვალი ლაქებია, ქვედა მხარე შედარებით ღია ფერისაა. სიგრძე 25 სმ-მდეა, იშვიათად მეტი.
გავრცელება. ბინადრობს საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში; შედის მდინარეების შესართავებში (რიონი, ხობი, ჭურია, თიქორი), პალიასტომის ტბაში. სხვაგან ცნობილია: შავი, აზოვის ზღვების სანაპიროებში, ყურეებში, მათთან დაკავშირებულ მდინარეებში (ბუგი, დნესტრი, კამჩია, ყუბანი) და ტბებში.
ბიოლოგია. ზღვის მომლაშო წყლის თევზია, ბინადრობს ლამქვიშიან ფსკერზე; იტანს სხვადასხვა კონცენტრაციის მარილიან წყალს. იკვებება მრავალჯაგრიანი ჭიებით, ქირონომიდებით, კიბოსნაირებით, ლოკოკინებით, თევზებითა და სხვ. სქესობრივად მწიფდება 2-3 წლის ასაკიდან. ტოფობს შავი ზღვის სხვადასხვა ადგილში – იანვრიდან სექტემბრამდე. ქვირითს ყრის რამდენიმე ჯერად, 86-2751 ათასამდე.
სამეურნეო მნიშვნელობა. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროებთან სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. იჭერენ სხვადასხვა ბადეებით და ჩანგლებით. იყენებენ ნედლს, შებოლილს, დამარილებულს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gocha-tita
პოსტი Jul 12 2011, 23:14
პოსტი #17


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 766
რეგისტრ.: 19-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მე მეტი იმფო აღარმაქვს ეხლა თქვენ დაამატეთ. thinking.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gocha-tita
პოსტი Jul 12 2011, 23:49
პოსტი #18


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 766
რეგისტრ.: 19-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მეთევზის დღიური დაღეჭილ დამუშავებული აბა თქვენიცით ბევტი დაგეჭიროთ.ბასთუმნისწყალი–გო

ბასთუმნისწყალი–გოჭალა, თაღლითა
აბაშის წყალი– ვიმბა, კალმახი, კობრი, ლოქო, სალამურა, ტაფელა, ტობი, ფარგა, ქაშაპი, ქარიყლაპია, ქორჭილა, ღორჯო, წვერა.
აკავრეთა–გოჭალა, ხრამული
ალაზანი–ბლიკა, გველანა, გოჭალა, გოჭა, თაღლითა, თეთრულა, თვალთეთრა, კასპიური ვიმბა, ვიმბა, კალმახი, კვირჩხალა, კობრი, კარჩხანა, კაპარჭინა, ლოქო, მურწა, ნაფოტა, კასპიური ნაფოტა, ლურჯა, ტობი, ფრიტა, ქაშაპი, შამაია, ციმორი, წვერა, ჭანარი, ჭერეხი, ხრამული, ღორჯო.
ალგეთი–გოჭალა, გოჭა, გველანა, ვიმბა, კობრი, კარჩხანა, თაღლითა, თეთრულა, ფრიტა, ციმორი, წვერა, ჭანარი, ხრამული, კალმახი, კვირჩხალა, მცირე ფსევდორაზია, ღორჯო.
არაგვი–გოჭალა, გველანა, თაღლითა, კალმახი, მურწა, ნაფოტა, ტობი, ქაშაპი, ციმორი, წვერა, ჭანარი, ხრამული, ღორჯო.
არდანუჯისწყალი–ტობი.
არტაანისწყალი–ნაფოტა, ტობი, ხრამული.
აჭარისწყალი–გოჭალა, ხრამული.
ახალქალაქისწყალი–გოჭალა, თაღლითა, მურწა, წვერა.
ამყელის ტბა–კალმახი, ქაშაპი, ტობი, ფრიტა, წვერა.


ბესლა–კეფალი, ტობი.
ბესლეთი–გველთევზა, ტობი, ფარგა, ქარიყლაპია, ღორჯო, შამაია.
ბზიფი–ვიმბა, ზუთხი, კალმახი, ლობანი, ორაგული, სალამურა, სვია, ტაფელა, ტობი, ქაშაპი, წვერა.
ბორჯომისწყალი–გოჭალა, გველანა, თაღლითა, ნაფოტა, წვერა, ღორჯო, ხრამული.
ბაზალეთის ტბა–გოჭა, თეთრი ამური, კობრი, კარჩხანა, თეთრულა, თაღლითა, სქელშუბლა, ვიმბა, მცირე ფსევდორაზია.
ბატეტის ტბა–კალმახი.
ბებესირის ტბა–გუწუ, თაღლითა, თეთრულა, კაპარჭინა, კობრი, ლოქო, ნაფოტა, სალამურა, ტაფელა, ფარფლწითელა, ქარიყლაპია, ქაშაპი, ქორჭილა.
ბუღდაშენის ტბა–კალმახი, ფრიტა, ქაშაპი, ხრამული.


გუმისთა–ვიმბა, ზუთხი, კალმახი, კეფალი, ორაგული, სალამურა, ტარაღანა, ტობი, ჭერეხი.
გუჯარეთისწყალი–თაღლითა, მურწა, ხრამული.
გომარეთის ტბა–კობრი.
გორაფის ტბა–კალმახი.
გრემისხევი–თეთრულა, თაღლითა, გველანა, ციმორი, ქაშაპი, კობრი, კარპი, კარჩხანა, წვერა, ხრამული.


დეგვა–შამაია.


ენგური–ბლიკა, ბერში, გამბუზია, გველანა, გოჭა, გუწუ, გველთევზა, ვიმბა, თეთრულა, თართი, თვალთეთრა, კალმახი, კაპარჭინა, კარჩხანა, კეფალი, კობრი, კვირჩხალა, კუდმერცხალა, ლობანი, ლოქო, ლურჯა, მდინარის კამბალა, ნემსთევზა, ნაფოტა, ზღვის ნაფოტა, ორაგული, სალამურა, სამეკალა, სვია, ფორეჯი, ფორონჯი, ფრიტა, ტარაღანა, ტაფელა, ტობი, ხმალთევზა, ფარგა, ფარფლწითელა, ქარიყლაპია, ქაშაპი, ქაშაყი, ქორჭილა, შამაია, ჭერეხი, ჭიჭყინა, ღორჯო, წვერა, ციმორი.
ერისწყალი–ზუთხი, ლოქო.
ერწოს ტბა–კალმახი.


თიქორი–ბლიკა, ბერში, გამბუზია, გველანა, გოჭა, გველთევზა, გუწუ, ვიმბა, თეთრულა, თართი, თვალთეთრა, კაპარჭინა, კარჩხანა, კეფალი, კობრი, ლობანი, ლოქო, ლურჯა, მდინარის კამბალა, ნემსთევზა, ნაფოტა, ზღვის ნაფოტა, ორაგული, სალამურა, სამეკალა, ფრიტა, ტარაღანა, ტაფელა, ტობი, ხმალთევზა, ფარგა, ფარფლწითელა, ქარიყლაპია, ქაშაპი, ქაშაყი, ქორჭილა, ჭერეხი, ჭიჭყინა, ღორჯო.
თბილისის წყალსაცავი–გოჭა, თეთრი ამური, კობრი, გველანა, ლოქო, თაღლითა, თეთრულა, კარჩხანა, მურწა, ნაფოტა, ვიმბა, ტაფელა, ქაშაპი, შამაია, ციმორი, წვერა, ჭანარი, ხრამული, სქელშუბლა, მცირე ფსევდორაზია.


იმერხევი–ტობი.
იორი–ბლიკა, გველანა, გოჭალა, გოჭა, თაღლითა, თეთრულა, თვალთეთრა, კასპიური ვიმბა, ვიმბა, კალმახი, კვირჩხალა, კობრი, კარჩხანა, კაპარჭინა, ლოქო, მურწა, ნაფოტა, კასპიური ნაფოტა, ლურჯა, ტობი, ფრიტა, ქაშაპი, შამაია, ციმორი, წვერა, ჭანარი, ჭერეხი, ხრამული, ჩიქვი.
ინკიტის ტბა–გამბუზია, გველანა, ვიმბა, კობრი, ლობანი, ნაფოტა, ნემსთევზა, ფარგა, ღორჯო, შამაია, ციმორი.


კამისწყალი–ნაფოტა.
კელასური–სალამურა, ღორჯო.
კინტრიში–გველთევზა, ვიმბა, ორაგული, ტობი, ქაშაპი, შამაია, წვერა.
კოდორი–ვიმბა, ზუთხი, კალმახი, კეფალი, კობრი, ლობანი, ორაგული, სალამურა, სვია, ტარაღანა, ტაფელა, ტობი, ქარიყლაპია, ქაშაპი, ღორჯო, ციმორი, წვერა.
კუმისის ტბა–თეთრი ამური, გოჭა, კობრი, კარჩხანა, სქელშუბლა, მცირე ფსევდორაზია.
კუს ტბა–გოჭა, თეთრი ამური, თეთრულა, თაღლითა, კარჩხანა, კობრი, ხრამული, მცირე ფსევდორაზია.


ლიახვი–გოჭალა, თაღლითა, მურწა, ციმორი, წვერა, ჭანარი, ხრამული.
ლისის ტბა–თეთრი ამური, კობრი, გოჭა, სქელშუბლა, თეთრულა, თაღლითა, კარჩხანა, ნაფოტა, მცირე ფსევდორაზია .
ლაჯანურის წყალსაცავი–წვერა.


მალთაყვა–ქაშაყი.
მაშავერა–გოჭალა, შამაია.
მაჭარა–სალამურა, ტობი, ღორჯო.
მაჭახელა–გოჭალა, ორაგული, ხრამული.
მოქვი–ლოქო, ტობი.
მტკვარი–ბლიკა, გველანა, გოჭალა, გოჭა, თაღლითა, თეთრულა, თვალთეთრა, კალმახი, კობრი, კვირჩხალა, კარჩხანა, კაპარჭინა, ლოქო, მურწა, ნაფოტა, კასპიური ნაფოტა, კასპიური ვიმბა, ვიმბა, ლურჯა, ტაფელა, ტობი, ფრიტა, ქაშაპი, ღორჯო, შამაია, ციმორი, წვერა, ჭანარი, ჭერეხი, ხრამული.
მზის ტბა–კალმახი.
მარაბდის წყალსაცავი–ამური.


ნაბადას ტბა–გამბუზია, გოჭა, გუწუ, ნაფოტა, ფარფწითელა, თეთრულა, კარჩხანა, ტაფელა, ქორჭილა, ქარიყლაპია, ღორჯო.
ნატანები–ვიმბა, ტაფელა, ტობი, ქარიყლაპია, შამაია, ციმორი.
ნურიის ტბა–კეფალი, ლობანი, ნემსთევზა, ფარფლწითელა, ღორჯო.
ნოღელა–გამბუზია, გველანა, გოჭა, ვიმბა, თეთრულა, კარჩხანა, კეფალი, კობრი, კვირჩხალა, ლოქო, ნაფოტა, ფრიტა, ტაფელა, ტობი, ქარიყლაპია, ქაშაპი, ქორჭილა, შამაია, ჭერეხი, ღორჯო, წვერა, ციმორი.


ოკამი–ხრამული.
ოქუმი–ზუთხი, ლოქო, ტობი, ქარიყლაპია.
ოჩხომური–გამბუზია, გველანა, გოჭა, ვიმბა, თეთრულა, კარჩხანა, კობრი, კვირჩხალა, ნაფოტა, ფრიტა, ტაფელა, ტობი, ქაშაპი, ქორჭილა, შამაია, ჭერეხი, ღორჯო, წვერა, ციმორი.
ოცხისწყალი–ხრამული.
ოქროწყალის ტბა–კალმახი.


პალიასტომის ტბა–ბლიკა, ბერში, გამბუზია, გველანა, გოჭა, გუწუ, გველთევზა, ვიმბა, თეთრულა, თართი, თვალთეთრა, პელენგასი, კაპარჭინა, კარჩხანა, კეფალი, კობრი, კუდმერცხალა, ლობანი, ლოქო, ლურჯა, მდინარის კამბალა, ნემსთევზა, ნაფოტა, ზღვის ნაფოტა, ორაგული, სალამურა, სამეკალა, სვია, ფორეჯი, ფორონჯი, ფრიტა, ტარაღანა, ტაფელა, ხმალთევზა, ფარგა, ფარფლწითელა, ქარიყლაპია, ქაშაპი, ქაშაყი, ქორჭილა, ჭერეხი, ჭიჭყინა, ღორჯო, ხამსია.
ერისწყალი–ზუთხი, ლოქო.


რიონი–ბლიკა, ბერში, გამბუზია, გველანა, გოჭა, გუწუ, გველთევზა, ვიმბა, თეთრულა, თართი, თვალთეთრა, კალმახი, კაპარჭინა, კარჩხანა, კეფალი, კობრი, კვირჩხალა, კუდმერცხალა, ლობანი, ლოქო, ლურჯა, მდინარის კამბალა, ნემსთევზა, ნაფოტა, ზღვის ნაფოტა, ორაგული, სალამურა, სამეკალა, სვია, ფორეჯი, ფორონჯი, ფრიტა, ტარაღანა, ტაფელა, ტობი, ხმალთევზა, ფარგა, ფარფლწითელა, ქარიყლაპია, ქაშაპი, ქაშაყი, ქორჭილა, შამაია, ჭერეხი, ჭიჭყინა, ღორჯო, წვერა, ციმორი.
რიწის ტბა–კალმახი.


სურამულა–გოჭალა, თაღლითა.
სუფსა–გველთევზა, გუწუ, ვიმბა, ზუთხი, კალმახი, კაპარჭინა, კეფალი, კობრი, ლობანი, ლოქო, ტაფელა, ტობი, ქარიყლაპია, ქაშაპი, ქაშაყი, ქორჭილა, ღორჯო, შამაია, ციმორი, წვერა, ჭერეხი, ხრამული.
სხალთა–გოჭალა, ხრამული.
საღამოს ტბა–კალმახი, კობრი, კარჩხანა, რიპუსი, ფრიტა, ქაშაპი, წვერა, ხრამული.
სკურჩიის ტბა–ტაფელა, ქარიყლაპია.
სიონის წყალსაცავი–გველანა, გოჭალა, თაღლითა, თეთრი ამური, კალმახი, კარჩხანა, კობრი, მურწა, ქაშაპი, ციმორი, წვერა, შამაია, ხრამული, ღორჯო.
სულორი–ბლიკა, გამბუზია, გველანა, გოჭა, ვიმბა, თეთრულა, კალმახი, კარჩხანა, კობრი, კვირჩხალა, ლოქო, ნაფოტა, ფრიტა, ტაფელა, ტობი, ქარიყლაპია, ქაშაპი, ქორჭილა, შამაია, ჭერეხი, ღორჯო, წვერა, ციმორი.


ტამიში–ტობი.
ტარიბანა– გველანა, გოჭალა, გოჭა, თაღლითა, თეთრულა, თეთრი ამური, ვიმბა, კობრი, კარჩხანა, ლოქო, მურწა, ნაფოტა, ფრიტა, ქაშაპი, სქელშუბლა, შამაია, ციმორი, წვერა, ჭანარი, ჭერეხი, ხრამული, ჩიქვი, მცირე ფსევდორაზია.
ტეხური–თეთრულა.
ტაბაწყურის ტბა–თაღლითა, კალმახი, კობრი, კარჩხანა, რიპუსი, ხრამული, ღორჯო, სიგი, ჭაფალა.
ტყიბულის წყალსაცავი–თეთრულა, თაღლითა, კარჩხანა, კვირჩხალა, კალმახი, კობრი, თეთრი ამური, სქელშუბლა, ქაშაპი, წვერა, ციმორი, ღორჯო.


ფიჩორა–ბლიკა, ბერში, გამბუზია, გველანა, გოჭა, გველთევზა, გუწუ, ვიმბა, თეთრულა, თართი, თვალთეთრა, კაპარჭინა, კარჩხანა, კეფალი, კობრი, ლობანი, ლოქო, ლურჯა, ნემსთევზა, ნაფოტა, სამეკალა, ფრიტა, ტაფელა, ხმალთევზა, ფარგა, ფარფლწითელა, ქარიყლაპია, ქაშაპი, ქაშაყი, ქორჭილა, ჭერეხი, ჭიჭყინა, ღორჯო.
ფოცხოვი–მურწა, წვერა, ხრამული.
ფსოუ–ზუთხი, სვია, ტობი, ციმორი, წვერა.
ფარავანის ტბა–თეთრულა, თაღლითა, კალმახი, კობრი, კარჩხანა, რიპუსი, ფრიტა, ქაშაპი, წვერა, ჭაფალა, ხრამული, ღორჯო.


ქსანი–გოჭალა, თაღლითა, მურწა, ციმორი, წვერა, ჭანარი, ხრამული.
ქვედის ტბა–კალმახი.


ღალიძგა–ზუთხი, ლოქო, სვია, ტარაღანა.


ყვირილა–გველანა, კალმახი, თაღლითა, ტობი, ქაშაპი, ღორჯო, წვერა, ხრამული.


შავწყალა–კალმახი, ორაგული, ტობი, ქარიყლაპია.
შავნაბადის ტბა–კაპარჭინა, კობრი, ქორჭილა.
შაორის წყალსაცავი–გოჭა, თეთრულა, თაღლითა, კარჩხანა, კვირჩხალა, კალმახი, კობრი, თეთრი ამური, სქელშუბლა, ქაშაპი, წვერა, ციმორი, ღორჯო.


ჩაისუბნის წყალი–სალამურა.
ჩაქვისწყალი–სალამურა, ტობი.
ჩოლოქი–ვიმბა, ტაფელა, ქარიყლაპია, წვერა.
ჩოლაბური–თეთრულა, თაღლითა, ქაშაპი, ქორჭილა, ტობი, ციმორი, წვერა, ღორჯო.
ჩხოუშია–თეთრულა, ტობი, ქაშაპი, ტაფელა, წვერა, ციმორი, ღორჯო.


ცივი– გამბუზია, გველანა, გოჭა, ვიმბა, თეთრულა, კარჩხანა, კობრი, კვირჩხალა, ლოქო, ნაფოტა, სალამურა, ფრიტა, ტაფელა, ტობი, ქაშაპი, ქორჭილა, შამაია, ჭერეხი, ღორჯო, წვერა, ციმორი.
ცხენისწყალი–ციმორი, ხრამული.


ძირულა–გველანა, თაღლითა, ტობი, ქაშაპი, ღორჯო, წვერა, ხრამული.
ძევრულა–თეთრულა, თაღლითა, ქაშაპი, ქორჭილა, ტობი, ციმორი, წვერა, ღორჯო.


წყალწითელა–გველთევზა.
წალკის წყალსაცავი–კობრი, კარჩხანა, თაღლითა, კალმახი, ხრამული, ქაშაპი.


ჭოროხი–გველთევზა, გოჭალა, ვიმბა, ზუთხი, კალმახი, კეფალი, კობრი, ლობანი, ლოქო, ორაგული, სალამურა, სვია, ტარაღანა, ტობი, ფარფლწითელა, ფორეჯი, ქაშაპი, ღორჯო, შამაია, წვერა, ხრამული.
ჭურია–ბლიკა, ბერში, გამბუზია, გოჭა, გუწუ, გველთევზა, ვიმბა, თეთრულა, თართი, თვალთეთრა, კაპარჭინა, კარჩხანა, კეფალი, კობრი, კუდმერცხალა, ლობანი, ლოქო, ლურჯა, მდინარის კამბალა, ნემსთევზა, ნაფოტა, ზღვის ნაფოტა, ორაგული, სალამურა, სამეკალა, სვია, ფორეჯი, ფორონჯი, ფრიტა, ტარაღანა, ტაფელა, ტობი, ხმალთევზა, ფარგა, ფარფლწითელა, ქარიყლაპია, ქაშაპი, ქაშაყი, ქორჭილა, ჭერეხი, ჭიჭყინა, ღორჯო.


ხანისწყალი–გველანა, გოჭალა, კალმახი, კობრი, ლოქო, ტობი, ფრიტა, ქაშაპი, ღორჯო, ციმორი, წვერა, ხრამული.
ხობი–ბლიკა, გამბუზია, გველანა, გოჭა, გუწუ, გველთევზა, ვიმბა, თეთრულა, თართი, კალმახი, კაპარჭინა, კარჩხანა, კობრი, კვირჩხალა, ლობანი, ლოქო, მდინარის კამბალა, ნემსთევზა, ნაფოტა, ზღვის ნაფოტა, ორაგული, სალამურა, სამეკალა, სვია, ფორეჯი, ფორონჯი, ფრიტა, ტარაღანა, ტაფელა, ტობი, ხმალთევზა, ფარგა, ფარფლწითელა, ქარიყლაპია, ქაშაპი, ქაშაყი, ქორჭილა, შამაია, ჭერეხი, ჭიჭყინა, ღორჯო, წვერა, ციმორი.
ხრამი–ბლიკა, გველანა, გოჭალა, გოჭა, თაღლითა, თეთრულა, თვალთეთრა, კალმახი, კობრი, კვირჩხალა, კარჩხანა, კაპარჭინა, ლოქო, მურწა, ნაფოტა, კასპიური ნაფოტა, კასპიური ვიმბა, ვიმბა, ლურჯა, ტაფელა, ტობი, ფრიტა, ქაშაპი, ღორჯო, შამაია, ციმორი, წვერა, ჭანარი, ჭერეხი, ხრამული.
ხრამის წყალსაცავი–კალმახი, კობრი, ქაშაპი, წვერა.


ჯუმი– გამბუზია, გველანა, გოჭა, ვიმბა, თეთრულა, კარჩხანა, კობრი, კვირჩხალა, ლოქო, ნაფოტა, სალამურა, ფრიტა, ტაფელა, ტობი, ქაშაპი, ქორჭილა, შამაია, ჭერეხი, ღორჯო, წვერა, ციმორი.
ჯანდარის ტბა–თეთრი ამური, ბლიკა, გველანა, გოჭა, თაღლითა, თეთრულა, თვალთეთრა, კობრი, კარჩხანა, კაპარჭინა, ლოქო, ნაფოტა, კასპიური ვიმბა, ვიმბა, ლურჯა, ტაფელა, ფრიტა, ქაშაპი, ღორჯო, შამაია, ჭერეხი, ხრამული, სქელშუბლა.
მზის ტბა–კალმახი.
ჯაპანის ტბები–ამური, ბლიკა, გეწუ, კაპარჭინა, კობრი, ლოქო, სქელშუბლა, ფარგა, ქარიყლაპია, ქორჭილა, ღორჯო, წვერა.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gocha-tita
პოსტი Jul 17 2011, 21:12
პოსტი #19


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 766
რეგისტრ.: 19-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



დღეს ჩამოვედი გომარეთიDან ვისიამოვნე მაგრამ პირველ დღეს მაგარი კლოვები მქონდა მარა დანარჩენი ორი დღე ძილის და Dალევა ჭამის მეტი არაფერი გამიკეთებია. მოკლეთ ბოლო კლოვებს მივასწარი, ეხლა დაიწყო კაეპმა და საზანმა ქვირითობა. სურათებს დავყრი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gocha-tita
პოსტი Jul 18 2011, 22:38
პოსტი #20


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 766
რეგისტრ.: 19-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ესკიდევ თუ რომელი ამინდია სათევზაოდ შედეგის მომტანი:

სათევზაოდ წასვლის წინ გაითვალისწინეთ, რომ დასვენება და შესაბამისად თევზაობა არ შედგება თუ:

ატმოსფერული წნევა იწევს დაბლა;
აღამოსავლეთის ქარი ძლიერდება და იცვლის მიმართულებას საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგოდ;
ქარი ქრის ჩრდილო-აღმოსავლეთით, აღმოსავლეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით, სუსტი-ცვალებადი ან ძლიერი კორიანტელია;
საღამოს დაისი მეწამული – ზაფხულში წითელი და ზამთარში მოყავისფრო;
მზე ამოსვლისას და ჩასვლისას ოქროსფერია;
მზის ან მთვარის ირგვლივ წრეები წარმოიქმნა, რომლებიც დაფარულია თეთრი თხელი ნისლით და ღრუბელით;
ფქელი ღუბლების ფენა ნელ-ნელა იცვლება თხელი ღუბლების ფენით;
მზე ჩადის ფართო თხელ ღუბელში, ხოლო როდესაც მისი სხივები მუქდებიან – ჭექა-ქუხილი იქნება;
მოღუბლულობა ძლიერდება – საგრძნობლად ფუჭდება ხილვადობა;
იზრდება ჰაერის ტენიანობა;
მიწას ბურუსი ეფინება;
ნამი საღამოს მდელოზე არ ჩნდება, დილით კი ჩამოკიდულია ფოთლების ან ბალახის წვერებზე და არ შრება თითქმის შუადღემდე;
დილა ბურუსიანი ნისლიანია;
ღრუბლების სელი ფენა ვიწრო ზოლებად იკლაკნება, ან ცის თაღი ამღვრეულია ტალღებივით და დაფარულია წვრილ-წვრილი ღუბლებით;
წვიმა ან თოვლი მოდის თანაბრად მცირეოდენი შესვენებებით;
ზაფხულში, ცივ წვიმიან ამინდში ჭექა – ქუხილის შემდეგ მოსალოდნელია ხანგრძლივი სიცივეები, ხშირად კი ტემპერატურის დაცემა;
მდინარეებში წყალი მუქდება, ელოდეთ ჭექა – ქუხილის;
ყინვების წინ ჭებში წყალი მატულობს;
თოლიები ბევრს ბანაობენ – წვიმა იქნება;
ქათმები, იხვები, ბატები ისუფთავებენ და იპოხავენ ბუმბულებს, მამლები და ხშირად ყივიან;
მოლაღური ყივის, წეროები მდუმარედ დაფრინავენ დაბლა და სწრაფად;
ზამთარში ყვავების გუნდი ჩხავის – ყინვა იქნება;
ზამთარში ყვაყების გუნდი ხეებზე დაბალ ტოტებზე სხედან – ელოდეთ ქარს;
ჭიანჭველები ბუდესთან იკრიბებიან;
ჭრიჭინები იმალებიან ბუჩქების, ფოთლებისა და ბალახების ქვეშ;
ჩვეულებრივი მჟაველა, მდელოს სამყურა, იები, მინდვრის ხვართქლა კეცავენ თავიანთ ყვავილებს და ფოთლების ყუნწებს ეწებებიან;
ნარშავის ეწკლები არ იჩხვლიტება;
ნაძვის ტოტები მოშვებულია და გირჩების ქერცლი შემჭიდროვებულია;
წვიმის წინ ტირიფის ტოტებზე წარმოიშობა ნამი;
ასეთივე “ცრემლები” წარმოიშობა წაბლის ფოთლებზე წვიმის დაწყებიდან ორიდღე-ღამით ადრე;
მამალი გვიმრის ფოთლები ეხვევიან;
ქალაქის ბინებში წვიმის წინ, ცივი წყლის მილები ტენიანდება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Jul 23 2011, 11:28
პოსტი #21


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



თემა გაწმენდილია
თუ ვინმეს რამე თემატურის დაწერა გინდათ დაწერეთ თუ არა და "ვა რა კარგიათ"-ი და საღოლ გიჩა-თი თემას ნუ გააბახებთ

მადლობა gocha-tita-ს ასეთი ვრცელი და ინფორმაციული პოსტებისთვის


gocha-tita
ეს ინფო საკუთარია თუ საიდანმე ამოიღეთ??თუ სხვისია მაშინ ავტორის სახელიც უნდა ეწეროს პოსტს









T
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gocha-tita
პოსტი Jul 23 2011, 16:58
პოსტი #22


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 766
რეგისტრ.: 19-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ძველი ლიტერატურებიდან და ზოგი რამ საკუთარი გამოცდილება დაკვირვებიდან.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Jul 23 2011, 19:51
პოსტი #23


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



გასაგებია
ეს პოსტებიც წაიშლება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gocha-tita
პოსტი Jul 24 2011, 19:23
პოსტი #24


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 766
რეგისტრ.: 19-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ხო ალბათ ბევრის პოსტებს ჯობნის და უნდა წაიშალოს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gocha-tita
პოსტი Jul 24 2011, 19:34
პოსტი #25


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 766
რეგისტრ.: 19-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ხოდა აქ ისეთი არაფერი წერია რაც ეხლა ვინმეს გამოეგონოს ეს ყველაფერი სამეცნიერო კვლევებით არის დამოწმებული და გარდა იმ მეცნიერმუშაკებისა რომლებიც ათასობით იყვნენ ყველას სახელს ვერ მიუთითებ და საავტოროც მათ ეკუთვნით, ვერავინ დაიბრალებს რომ ახალი რამე დაწეროს ამ ფორუმში, თუ ასე ხელს უშლის ფორუმს ბატონი ბრძანდებით წაშალეთ.

რამდენი ბოროტია ამ ქვეყანაზე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jul 24 2011, 19:42
პოსტი #26


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



gocha-tita

newsmile035.gif თავის დაწერილ დისკუსიებზე თქვა წაიშლებაო, რაც დაიწერა და შრომა ჩაიდო, მაგის წამშლელს, მე წავშლი ფორუმიდან, ნეტა ვინმემ გაბედოს newsmile05.gif

კიდევ ერთხელ მადლობა, ამდენი შრომისთვის, პირადად და კლუბის სახელით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gocha-tita
პოსტი Jul 24 2011, 20:17
პოსტი #27


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 766
რეგისტრ.: 19-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



Davitus
პატივისცემით: ბოდიშით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Jul 26 2011, 02:05
პოსტი #28


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



gocha-tita
რათ მეჩხუბი გოჩა ბატონო რა დაგიშავე newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gocha-tita
პოსტი Jul 26 2011, 20:38
პოსტი #29


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 766
რეგისტრ.: 19-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jul 26 2011, 21:53
პოსტი #30


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



gocha-tita

თემის ავტორის ნებართვით, ზედმეტ და არაფრის მომცემ პოსტებს წავშლი, ამის ჩათვლით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V  < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 13:39