მეცოდება რომ ვკლავ! - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

4 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
მეცოდება რომ ვკლავ!
გოგიტა
პოსტი Sep 27 2011, 18:20
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,248
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ამ ბოლო დროს ძაან მეცოდება, რო ვკლავ. თუ დაიჭრა საერთოდ ხელშიც ვეღარ ვიყვან.

მერე მახსენდება და ნერვიულობა მეწყება.

რა მჭირს? თქვენც იგივეს განიცდით?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Sep 27 2011, 18:24
პოსტი #2


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



gogita.m
ვაიმეეე გოგიტ ეს შენ ხარ???
სიბერე ხომ არ შემოგეპარა??D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Sep 27 2011, 18:29
პოსტი #3


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



gogita.m

ეხ ჩემო ძმაო, ზუსტად მაგიტომ ვერ ვნადირობ.......
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Sep 27 2011, 18:40
პოსტი #4


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



QUOTE (gogita.m @ Sep 27 2011, 19:20) *
ამ ბოლო დროს ძაან მეცოდება, რო ვკლავ. თუ დაიჭრა საერთოდ ხელშიც ვეღარ ვიყვან.

მერე მახსენდება და ნერვიულობა მეწყება.

რა მჭირს? თქვენც იგივეს განიცდით?

დანამდვილებით იცი რომ ინგლისური სეტერის ლეკვი გინდა ? D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Sep 27 2011, 18:54
პოსტი #5


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



gogita.m
მთლად მასე არ ვარ, მაგრამ მეც რაღაც ცვლილებებს ვატყობ ჩემს თავს vava.gif ilcry.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Sep 27 2011, 18:57
პოსტი #6


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



gogita.m
ციტატა(gogitam @ 27th September 2011 - 19:20) *
ამ ბოლო დროს ძაან მეცოდება, რო ვკლავ. თუ დაიჭრა საერთოდ ხელშიც ვეღარ ვიყვან.

ეუფ!
მედიცინაც კი უძლურია აქ... D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Sep 27 2011, 19:04
პოსტი #7


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



შარშან დამემართა მასეთი რამე, ქათამზე ნადირობისას, საწყალი დაჭრილი იყო, უზარმაზარ სევდიან შავ თვალებს , იუმედოდ ახამხამებდა.......რას მერჩოდიო ამბობდა ალბათ....
არასოდეს დამავიწყდება , მაგრად შევწუხდი მაშინ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Sep 27 2011, 19:07
პოსტი #8


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



რა გჭირთ ხალხო? დაბერდით?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგიტა
პოსტი Sep 27 2011, 19:18
პოსტი #9


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,248
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(Maverick @ Sep 27 2011, 19:40) *
დანამდვილებით იცი რომ ინგლისური სეტერის ლეკვი გინდა ? D.gif D.gif


კი ეგ კი ნამდვილად მინდაnewsmile05.gif




შოთა რა დაუნდობელი ხარnewsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Sep 27 2011, 19:33
პოსტი #10


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



gogita.m
Bonehill
ზახარა


ჩაგვაბარეთ იარაღი, შიებით ზანზალაკები და გრინპისში გაწევრიანდით.
რა გჭირთ ხალხნო?! vava.gif

"გულჩვილობა შემოგპარვია ჩემო დათა"! vava.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Sep 27 2011, 19:41
პოსტი #11


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



იცი მეც მასე გავხდი რაღაც რაც ბრაუნინგი ვიყიდე.

ადრე კონდახზე ვარტყმევინებდი თავს, ეხლა ბათინკის ქუსლზე ვარტყმევინებ ხოლმე. ეტყობა მეც მეცოდება........ კონდახი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Sep 27 2011, 20:04
პოსტი #12


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Maverick
ციტატა
რა გჭირთ ხალხო? დაბერდით?


სხვათაშორის რაც უფრო კაცი ბერდება მით უფრო მეტად უნდება ნადირობა (თევზაობა არა ეგ ეზარება)

ეს ვირუსის ბრალია თბილისში რომ დაიარების D.gif თორე მასე არ იტყოდნენ D.gif


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შუკა
პოსტი Sep 27 2011, 20:08
პოსტი #13


.
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,130
რეგისტრ.: 29-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მეც დამეწყო უკვე ეგეთები... newsmile039.gif (სტარასც ნე რადასწ) newsmile045.gif ბევრს რომ მოვკლავ მერე მეცოდება ხოლმე newsmile058.gif .... მწყერი არა newsmile058.gif ... ჩემი სიდედრი... newsmile039.gif (ამდენი გასაპუტი მწყერი რომ აქვს) D.gif newsmile05.gif newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Sep 27 2011, 20:09
პოსტი #14


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



gogita.m
ციტატა(gogitam @ 27th September 2011 - 20:18) *
შოთა რა დაუნდობელი ხარ

ჩემთან რა გინდა კაცო?
მედიცინა მე ხო არ ვარ?
D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Sep 27 2011, 20:10
პოსტი #15


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



შუკა
ჩემი სიდედრი... (ამდენი გასაპუტი რომ აქვს)

newsmile090.gif newsmile090.gif


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Sep 27 2011, 20:13
პოსტი #16


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



ეჰ, ხუმბრობა იქით იყოს და თუ დავჭერი მაშინ მართლა მეცოდება....
ხო და დაჭრილს ვეღარ ვკლავ...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Sep 27 2011, 20:18
პოსტი #17


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მგელს თუ დაჭრი და მაინც შენსკენ მოიწევს საკბენად მაშინ რას იზამ ? D.gif


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Sep 27 2011, 20:20
პოსტი #18


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



შოთა.03
შენ გგონია აქ ხუმრობა დავწერე? newsmile045.gif newsmile05.gif

ციტატა(ჭალიმგელა @ Sep 27 2011, 20:41) *
იცი მეც მასე გავხდი რაღაც რაც ბრაუნინგი ვიყიდე.

ადრე კონდახზე ვარტყმევინებდი თავს, ეხლა ბათინკის ქუსლზე ვარტყმევინებ ხოლმე. ეტყობა მეც მეცოდება........ კონდახი

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Sep 27 2011, 20:48
პოსტი #19


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



ალთაზარ
ციტატა(AJLTA3AP @ 27th September 2011 - 21:18) *
მგელს თუ დაჭრი და მაინც შენსკენ მოიწევს საკბენად მაშინ რას იზამ ?

ფრინველზე მაქვს მე აქ საუბარი D.gif
ჭალიმგელა
ციტატა(Chalimgela @ 27th September 2011 - 21:20) *
შენ გგონია აქ ხუმრობა დავწერე?

არა რა სისულელეა, სრული ჭეშმარიტებაა, დაჯე სროლისთვის ლულა რო არ გეცოდება ეგეც კი მიკვირს D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Sep 27 2011, 21:51
პოსტი #20


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



პაწაწა ვარ, ობოლი. ბედმა დამიბრიყვა: ცუდ დროს დავობლდი; ტანზედ მაცვია პატარა, მოკლებეწვიანი, თეთრის თვლებით მოწინწკლული თხელი ქათიბი. ჯერ რქები და კბილები არ ამომსვლია, ჩლიქებიც არ გამმაგრებია.

გზადაკარგული დავდივარ. აი დახედეთ ჩემს სისხლიან ფეხსა, - ეს წყლის დასალევად რომ ჩავედი ხევში, მაშინ ვიტკინე... გული მიწუხს... გული... საბრალო დედაჩემი! მანამ დედა მყვანდა ცოცხალი, სულ ალერსში ვყვანდი: ძუძუს მაწოებდა, მიალერსებდა, მაფრთხილებდა. რაღა მეშველება მე საბრალოს ეხლა! ძუძუს აღარა ვწოვ, მხოლოდ ბალახის ნამსა ვსუტავ დილით და საღამოთი, როდესაც ნამია, და რძის ნდომას იმითი ვიკლავ. უპატრონო რომ ვარ, სულ მეშინიან, ვკანკალებ, მუდამ დღე სიკვდილს ველი, გზაარეული დავეხეტები... ღმერთო, რამდენი მტერი გვყავს!

წეღან ველის პირად გავედი დაღონებული... იქით-აქეთ თვალს ვავლებდი. უცებ ჩემს თავზედ ჭექა გაისმა. ავიხედე მაღლა: მხრებ-შეკუმშული, ნისკარტდაღებული, უზარმაზარი ლეგა ფრინველი მოდიოდა პირდაპირ ჩემკენ. მე, შეშინებული, ტყეში გადავხტი. წამოვიდა ის წყეული ფრინველი, ტანი ვეღარ შეიმაგრა და ჩემს ნადგომ ადგილს დაეცა. ჟრუანტელი მივლის, როდესაც იმისი მოკაკული ნისკარტი და ალმასივით ბრჭყალები მაგონდება. პირდაპირ მოვიდა და, იქ რომ არ დავხვდი, ბალახებზედა და მაყლოვანზედ მხრებით ტყლაშუნი გაადინა. მიავლ-მოავლო საზარელი ყვითელი თვალები, ეწყინა ჩემი გაქცევა, აიწია, ძლივს განთავისუფლდა, კინაღამ მაყვლებში ჩაება. მე ერთს ხეს ვეფარე და იქიდან გულის ფანცქალით ცალის თვალით გავყურებდი.

გენაცვალე, ტყეო! შენ ბევრს მშველი, თორემ აქამდის ჩემის ქათიბის ბეწვიც არ იქნებოდა! გული მეუბნება, რომ მტრის მსხვერპლად გავხდები. ჯერ მე გამოუცდელი ვარ, მხოლოდ ერთი კვირა ვიყავი დედასთან. ის მასწავლიდა, ვინ იყო ჩემი მტერი და ვინ მოკეთე. ეხლა ვინღა მასწავლის? სულ შამბში ვწვები, ვიმალები, მუმლისა და კოღოებისაგან მოსვენება აღარა მაქვს. დედასთან კარგად ვცხოვრობდი, თავისუფლად ვსუნთქავდი...

მე და დედაჩემი, აგერ ტყიანი სერი რომ წამოწოლილა და აქეთ-იქით ხევები ჩაუდის, იქ ვცხოვრობდით, მუდამ დაჩრდილულნი გაბურულის ტყით; უხვედრი იყო ჩვენი ბინა. დედაჩემი დაწვებოდა ხოლმე გორაკზე, მე გვერდით მოვუწვებოდი. სამივე მხრიდამ ხეები გვეფარა, მეოთხეს თვითონ გაიყურებოდა. ხანდახან ყურებს დააცქვეტდა, მე შევყურებდი და ვბაძავდი იმის ქცევას, ჩემს პატარა ყურებსაც ავცქვეტდი. სამჯერ უჩვეულებრიო ხმაურობა შემოგვესმა: ის არა ჰგვანდა არც წყლის ჩხრიალს, რომელიც მუდამ მესმის, არც შაშვის ფაჩუნს, არც კოდალას რაკუნს, არც კიდევ ხმელის ხის წვერიდამ ჩამოვარდნილ ტოტის რახუნს და არც ნიავისაგამ გაშრიალებულ ფოთლების ხმას... ეს შევნიშნე მე: რა წამს ამ უცხო ხმას გაიგონებდა დედაჩემი, ზე წამოვარდებოდა და მეტყოდა: “შვილო! მომყე, მე მომყეო!..” გაიქცეოდა და მეც მივხტოდი, რაც ძალი და ღონე მქონდა; არც ვიცოდი და არც მესმოდა, თუ ვის უფრთხოდა. ეხლა-კი ვიცი... ოჰ! რამდენი მტერი გვყავს! ოჰ, ადამიანო!.. რატომ არ გებრალები მე, პატარა? რატომ არ მაძლევ თავისუფლებას, რომ გულდასვენებულმა თავისუფლად ვიარო, ვთელო ლამაზი მწვანე ბალახი, გადავდგე სერზედ და დავსტკბე საღამოს ნიავის სიოთი?!

ვერ გავცილებივარ ტყეს. თუ გავედი ველად, უნდა ტყის პირს არ მოვცილდე, - მაშინაც ნახევარი სიცოცხლე მაკლდება! სულ აქეთ-იქით უნდა ვიყურო, ვეფარო ხეებს, კლდეებს, ბალახებსა და კანკალით ვჭამო საჭმელი, შიშისაგან ზეზეურად უნდა დავდნე!.. რას გიშავებ, ადამიანო, მითხარი, რას? რა დაგიშავა საბრალო დედაჩემმა, რა შეგისვა, რა შეგიჭამა, რომ მოჰკალი და უპატრონოდ დამაგდე, დამაობლე?! ოჰ, ადამიანებო! თქვენ ხერხსა და ღონეზე ხართ დაიმედებულნი და ჩვენი ჯავრი არა გაქვსთ... არა ჰგრძნობთ, რომ ჩვენც გვიყვარს თავისუფლება, არა ჰგრძნობთ თქვენის შეუბრალებელის გულით, რომ ჩვენც გვიყვარს სიცოცხლე, ბუნება: ფოთლის შრიალი, წყლის ჩქრიალი, რომელსაც სულგანაბული ეგრე ხშირად ყურს ვუგდებ ხოლმე, ბალახის ბიბინი და ტყის ცხოველებთან ერთად ნავარდობა... შენ-კი, ოჰ, ადამიანო!.. თვალებდასისხლიანებული, გაფაციცებული დამეძებ მე და ჩემს ფერს სუსტსა და უპატრონოს ათასს სხვას... იარაღი გაქვს, მოგვეპარები, მუხთლად გკვრავ ტყვიას და გამოგვასალმებ წუთისოფელს...


II


როგორ არ უნდა მეშინოდეს?.. ჯერ სულ ერთი კვირაა, რაც მე წუთისოფელს ვხედავ, და რამდენი შიში და ვაება გამოვიარე! გუშინწინ წვიმიანი დღე იყო. სიცოცხლითა და სიმშვენიერით აღსავსე დედაჩემი წიფლის გვერდზედ იდგა და გემრიელად იცოხნებოდა... მეც გვერდით ვუდექი, მიხაროდა დედასთან დგომა, მტერი და სიკვდილი არც-კი მაგონდებოდა დედის იმედით. ხშირის ფოთლებიდამ წვიმის ნამი კამკამით ჩამოდიოდა... მე თავს ვუშვერდი, რომ სასიამოვნო წვეთებს გავეგრილებინე.

- არ გიამა, შვილო? - მკითხავდა დედა.

მე თავს ვუქნევდი და ვხტოდი, ხან ძუძუებში ვბურჩქნიდი.

ჩვენს წინ ერთ ხმელ ხეს გარშემო კოდალა ევლებოდა და ისე მაგრა უკაკუნებდა, რომ მიკვირდა, - დედაჩემი ამოდენაა და არ შეუძლიან ეგრე ტყის გახმაურება, როგორც ამ პატარა ჩიტს მეთქი! უვლიდა გარშემო ხეს ფეხების ფხაკუნით და ხან ერთსა და ხან მეორე ადგილას ჩაჰკრავდა ნისკარტს... კოდალას ცელქობას მე სიხარულით შევყურებდი; უცებ “ჩხი!” “ჩხი!” მომესმა. მივიხედე გვერდზე: თავზედ ერთი ჩხიკვი გვევლებოდა. “თავი მომაფარეო, - მითხრა დედაჩემმა, - თორემ ჩხიკვი თვალებს დაგთხრისო!..” მე თავი მოვაფარე. დედაჩემი იგერებდა თავით ამ საძაგელს. ჩხიკვი ჩემკენ იწევდა; ბევრი იცოდვილა, მერე დაგვანება თავი, თავმოკატუნებული წიფლის ტოტზე შესკუპდა და მოჰყვა კნავილს. იმისი ხმა სწორედ ჩემს ხმასა ჰგვანდა. დედას გაეცინა და მითხრა:

- დიდი ეშმაკი რამეა, შვილო, ეგ ჩხიკვი, გაუფრთხილდი!.. შენისთანა პატარა ნუკრებს ძლიერ ემტერება, შვილო... კრუსუნსა და კნავილს მოჰყვება და ახლო-მახლო რომ შენისთანა ბრიყვი და გამოუცდელი ნუკრი შეხვდეს, ბანს მისცემს, გადაეძრახნება, მაგასაც ის უნდა: მიახტება და თვალებს გამოსჩიჩქნის!..

მე ტანში ჟრუანტელმა დამიარა...

- ხმასაც არ გავცემ, დავემალები მაშინათვე!

- ჰო, ეგრე, ეგრე, შვილო! მანამ დედა ცოცხალი გყავს, ნუ შეგეშინდება; როცა მე აღარ გეყოლები, მაშინ სიფრთხილე გმართებს!

ოჰ, რამდენი გამოცდილება მაკლია ჯერ კიდევ მე, საცოდავსა!..


III


ერთხელ ძლიერ დაცხა. დედაჩემი საწოლიდამ ადგა და მითხრა, წყალზე წავიდეთო. წავედით, დავყევით წვრილიანს სერს, ჩავიარეთ შამბზე და ჩავედით ხევში. ხევი ღრმა იყო, მზის სხივები ვერ ჩასწვდომოდა, აქეთ-იქით ნაპირებზე ხეები ერთმანერთზე გადაკვანძულიყო წვერებით. ხის ძირებზე, იქვე ხევის პირად, ჟოლის ფესვები იყო ამოსული, წითლად თავი დაეხარათ და გადმოჰყურებდნენ წყლის დენას. ცივი ანკარა ხევი მოჩუხჩუხებდა გალიპულს ქვებზე, ერთის კლდიდამ მეორეზე გადადიოდა და გუბდებოდა. დედაჩემი მივიდა და ჩადგა შიგ გუბეში. მე ძლივს დავდიოდი ქვებზე, ჩლიქები მტკიოდა.

- მოდი, შვილო, ჩადექ წყალში, საამურია სიცხეში წყალში დგომა.

მე მივედი და კრძალვით ჩავსდგი ჯერ ერთი ფეხი; წყალი საშინლად ცივი იყო და გადმოვხტი ისევ უკან.

- ცივია, არ შემიძლიან დგომა.

- არაფერი გიშავს, უნდა ეხლავე შეეჩვიო, შვილო!

ცოტა ხანი დავდექი წყალში, და მერე გამოვბრუნდით უკან. ჩვენს ზევით ნაკაფიანებში ხმაურობა ისმოდა.

ეგ საშიში ხალხი არ არის, მითხრა დედამ. ერთი დედაკაცი და პატარა ბალღია. ჩვენი მტერი ეგრე არა ყვირის. ჩვენ მაინც სიფრთხილე გვმართებს: ისე წვრილიანზე ავიაროთ, ველის პირად ნუ გამოუჩნდებით, ნუ დავენახვებით.

დედაჩემი წინ წავიდა. მე გულმა არ მომითმინა და გავხედე; ტანი დავმალე, მხოლოდ თავი გამოვაჩინე. ამ დროს ქვეიდამ ხმა მომესმა: “ვაი, ვაი, დედილო, მგელი, დედილოჯან, მგელი!”

- ნუ გეშინიან, შვილო, გენაცვალე. აბა სად არის, დამანახვეო? - ჰკითხავდა დედა. - აგე, ყურები არ გადმოუცქვეტია, ადამიანო, ტყიდამ! - თვალცრემლიანი უჩვენებდა ბავშვი თითით ჩემზე.

- უი, შენ კი გენაცვალოს დედა, მგელი-კი არ არის, შვლის ნუკრია, შვილო! ქა, რა ლამაზია!

- დავიჭიროთ, შენი ჭირიმეო, - ეუბნებოდა პატარა დედას და თან მოუთმენლად ემზადებოდა ჩემკენ გამოსაქცევად.

- არა, გენაცვალოს დედა, ცოდოა, შვილო, როგორ იქნება, განა მაგას არა ჰყავს დედა! ხომ უნდა იტიროს იმან თავის შვილზე!

მე სულგანაბული ყურს ვუგდებდი და მიამა, რომ გავიგონე ერთადერთი სიტყვა ჩვენის შებრალებისა. მე კიდევ მინდოდა ყური მეგდო, მაგრამ დედაჩემი დაბრუნებულიყო, მოირბინა და მითხრა:

- ჰაი, შე ბრიყვო, გჯერა, რასაც ეგენი ამბობენ?! რას უყურებ იქა? წავიდეთ ჩქარა, მომყე! ეგენი წავლენ, ასწავლიან მონადირეს ჩვენს ბინას და გამოგვასალმებენ სიცოცხლეს.

საბრალო დედაჩემი წინადვე ჰგრძნობდა, რომ ისე იქნებოდა.


IV


შეკუნტრუშდა დედაჩემი, შევკუნტრუშდი მეც და გავსწიეთ ზეითკენ სკუპ-სკუპით. სულ ბოლო დროს მხოლოდ ეს-ღა გავიგონე: “უი, დედაც იქა ჰყოლიაო!”

შევუდექით შამბიანს, ბუერიანს გვერდობს, ბუერის ძირები ცივის წყაროებით იყო მორწყული. აქა-იქ ლაფზე ეტყობოდა ჩემსაებ პატარა ნუკრის ნაფეხურები. საშინლად ცხელოდა. ვწუხდით. დავწექით ბუერებში. იმისი განიერი ფოთლები არ გვაკარებდნენ მწვავე მზის სხივებს. უცებ გარშემო შემორტყმულ მთების წვერებიდან ამოცვივდნენ ღრუბლები, შეიყარნენ ერთად. ცამ დაიგრიალა, იჭექა, ელვა გაიკლაკნა.

წვიმა სვეტ-სვეტად ჩამოდგა გაღმა სერებზე, მალე ჩვენს გარეშემოც ხის ფოთლებსა და ნამეტნავად ბუერებზე დაიწყო ტლაშა-ტყლუში. ისეთი ხმაურობა დადგა, თითქოს ტყე და მთა-ბარი იქცეოდა. ყველა სულდგმულმა ხმა გაკმინდა: ჩიტები ვეღარ ჰბედავდენ ჭიკჭიკს, ცელქობას... საძაგელი ჩხიკვი, რომელიც ისე მაშინებდა წინათ, ეხლა სრულებით არ მეჩვენა ისე საზარელი; დამჯდარიყო წიფლის შიმელაზე, მიეხუჭა თვალები და ნისკარტიდამ ცინგლი ჩამოსდიოდა, მხრები საცოდავად ჩამოეშვა. იმის ახლოს იჯდა გულწითელი ჩიტი, “წიფლის-ჩიტა” უწყინარი, უვნებელი, ღაბუა. მშვენიერად მიეხუჭა თვალები! მოფრინდა “წიპრანა” და “წრიპ, წრიპ!” შესძახა. ჩხიკვს შეეშინდა, გაახილა თვალები, გაუსკდა გული, მიასკდა ხან იქით, ხან აქეთ, უშნო “ჩხიი, ჩხის!” ძახილით. მე გამეცინა. წინათ ყველაზედ ღონიერი ის მეგონა, ეხლა-კი გავიგე, რაც შვილი ბრძანებულა.

გადაიქუხა. ჩიტებმა მორთეს ერთხმად სიმღერა. ბალახებმა და ხის ფოთლებმა სიხარულის ცრემლს დაუწყეს ფრქვევა. დედაჩემს ნაწვიმზე სიარული უყვარდა... წავიდოდა ველად და მეც თან გამიყოლიებდა. ეხლაც წავედით, შევუდექით ველის პირებს, გავსწიეთ მთისკენ, ტკბილი ხმა ისმოდა სალამურისა. მთის ძირზე გაშლილიყო ცხვარი და ტკბილად სძოვდა ახლად დანამულს ბალახს. მზე გორის პირას იყო ჩამალული ნახევრამდე. იმისი მკრთალი სხივები მხოლოდ მთებისა და ტყის წვერებს ეთხოვებოდა.

გორის პირზე ზევით მხრივ იჯდა ნაბადწამოხვეული მეცხვარე და შეექცეოდა სალამურს. იმის გვერდით წამოყუნტებულიყო ბანჯღვლიანი, საზარელი შესახედავი ძაღლი; ცოცხლად აყოლებდა თვალებს ცხვრის ფარას და ხანდახან აჩერდებოდა ალერსიანად თავის პატრონს.

- ცუდს ადგილას მოვედითო, - მითხრა დედაჩემმა, - მეცხვარე უიარაღოა, იმისი ნუ შეგეშინდება, მაგრამ ის ძაღლი დაიყრის ჩვენს სუნს და იქნება გამოგვეკიდოსო. მობრუნდი უკან. თვალი გეჭიროს: თუ ჩვენსკენ გამოიქცა, მე დავენახვები და შენ ბალახებში ჩაიმალეო. ჩვენს დანახვაზე ცხვარი წაფრთხა და დაიწყო ჩვენკენ ყურება. მე ხშირსა და დაბერებულის არჯაკელის გროვაში ჩავიმალე და არ ვაშორებდი თვალს იმ კუდბუთქვა ძაღლს... ცხვრის დაფრთხობა და ძაღლის წკმუტუნი ერთი იყო. სცქვიტა ყურები და გამოექანა ჩემკენ...

მეცხვარემ დაგვცა კივილი. მე ავკანკალდი. დედაჩემს შეასწრო თვალი და გაექანა იმისკენ. დედაჩემი გასრიალდა და ერთს წამს დამეკარგა თვალიდამ. ცრემლი მომერია, გული მომიკვდა: ვაიმე, დედავ, თუ დაგიჭიროს მაგ წყეულმა! დიდი ხანი მესმოდა ბრაგა-ბრუგი და ხევიდამ ქვების ჩხრიალი.

ვაიმე თუ დაიჭირა დედაჩემი და თავის ალმასის კბილებით სწეწს! დაბინდდა. მეცხვარემ მოუსტვინა ცხვარს და შეაყოლა ბინისაკენ. გულის ფანცქალით ვადევნებდი თვალს იმის მოძრაობას. საწყალს ცხვრებს სცემდა ზოგს დიდის კომბლით და ზოგს ქვებს ესროდა. ერთს პატარა ჩემოდენა ბატკანს მიარტყა ქვა, საბრალო წაიქცა და საცოდავად დაიწყო ფეხების ქნევა. მეცხვარე ავიდა ზევით და დაუწყო ძახილი “ყურშიას”. ცოტა ხანს შემდეგ, ცის ტატანზე დავინახე, რომ იმისი ყურშია, წითელ-ენაგადმოგდებული, ედგა პატრონს გვერდით.

მე მეშინოდა; ვინ იცის, ჩემის დედის სისხლით აქვს-მეთქი გამურული ლაშ-პირი. დაბნელდა, დაუკუნეთდა. ხმაურობა აღარსაიდამ ისმოდა. რა იქნა დედაჩემი? იქნება ვეღარ მიპოვოს, თუ ცოცხალია?

ცოტა ხანს შემდეგ ხავილი შემომესმა. დედიჩემის ხმასა გვანდა. მეც გავეხმაურე. საბრალო აფორთქლებული მოიჭრა ჩემთან.

- აქა ხარ, შვილო? ნუ გეშინიან, შენი დედა ცოცხალია. ძაღლი და მგელი ვერაფერს დააკლებენ... ცოცხალი ხარო? - მკითხავდა.

- ცოცხალი ვარ, - ვუპასუხე მე.

მიალერსა დედამ... ნეტა ვის შევსტირო, ვის შევეხვეწო, ვინ არის ისეთი ძალუმი, რომ დედიჩემის თვალებში ჩამახედოს, დამატკბოს იმისის ალერსით.

როგორ უნდა მოვინელო ეს ჯავრი? ნეტა სისხლის მსმელ მტერს მეც მოვეკალი! რისთვის დავრჩი მე ცოცხალი!?

წინა დღეს ცოცხალს, მშვენებით სავსეს ჩემს ნუგეშს შევსტრფოდი, და რა მომაგონებდა, თუ მეორე დღეს დამეკარგებოდა სამუდამოდ!


V


მთელი ღამე დავდიოდით ველზე, აღარ გვეშინოდა; გავედით სვილში და ტკბილად შევექცეოდით. თენება დაიწყო, მივიქეცით ტყეში. წყეული იყოს იმ დღის გათენება. ველზედ სქლად იწვა ბალახი. ველში იდგა ორი-სამი ძირი ბალი; ჯგუფ-ჯგუფად ეხვეოდენ ჩიტები, შაშვები; ჟივილ-ხივილი ისმოდა; ზოგნი მოდიოდენ და ზოგნი მიდიოდენ, მიეზიდებოდენ შვილებისათვის საზრდოს. დედამ გამაფრთხილა და მითხრა: საშიშია ამ დროს სიარული, ჩვენი მტერი ნაწვიმზე დაგვეძებს, აქეთ-იქით თვალი გვეჭიროსო.

ეს იყო უკანასკნელი გაფრთხილება დედიჩემისაგან, დედაჩემი სწუხდა, თითქოს სიკვდილსა ჰგრძნობდა. მოჰკვნეტდა ერთს ფოთოლს და გაუყუჩდებოდა.

ჩვენ ზევით იყო დგნალები, ერთმანერთზე მიწყობით ამოსული. იმათ წინ იდგა სამი თუ ოთხი შეკუმშული და აწურწუტებული არყი.

უცებ, როგორც ცის ჭექამ, იგრიალა თოფმა. იმის ხმამ დაიარა მთები და კლდეები, ხის ფოთლებმა და მცენარეებმა კანკალი დაიწყეს, ბოლი გაერთხა ნამიანს ბალახზე. დედაჩემმა ერთი-კი ამოიკვნესა და წაიქცა. ვაიმე! მე იქვე გავისხიპე. დედაჩემი მიგორავდა, ვხედავდი, თავქვე და სისხლიანს კვალს სტოვებდა ბალახზე. არყების უკანიდამ გამოხტა ახალგაზრდა ბიჭი, ლეგა ჩოხის კალთები აეკვალთა. “გაუმარჯოსო!” დაიძახა და სასწრაფოს წკრიალით გამოეკიდა დედაჩემს უკან. საწყალი დედაჩემი ცდილობდა ადგომას, წამოიწევდა ხოლმე, მაგრამ ისევ ჩაიხვეოდა მუხლებში. დაეცემოდა და გაგორდებოდა. მე მოვკვდი, ტანში დავიშალე, როდესაც შეჩვენებულმა მონადირემ ამოიძრო პრიალა ხანჯალი და გამოუსო დედას ყელში. სისხლმა იფეთქა და გადაერწყია ხეებზე. ვაჰმე! სულ ცხადად ვხედავდი, მაგრამ რითი ვუშველიდი მე, საცოდავი?! აგერ ძუძუებზე, იმ ძუძუებზედ, რომლებსაც მე ვწოვდი, დაუსო ხანჯალი და გამოშეშხა. შეიდო კისერზედ და გასწია. მე დავიწყე ტირილი. გული შემიწუხდა. მას აქეთ ცოცხალ-მკვდარი ვარ; ვტირი და ეს არის ჩემი ნუგეში; დავდივარ და შევსტირი ხეებს, მთასა და კლდეებს, დავსტირი წყალსა და ბალახს, მაგრამ ჩემთვის დედა არა ჩნდება, დედაჩემს ვეღარა ვხედავ, ვარ ობოლი და, ვინ იცის, ვინ დამეპატრონება, ვინ შეიღებავს ჩემის სისხლით ხელებს?!

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Sep 27 2011, 21:56
პოსტი #21


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჭალიმგელა

რა გინდა კაცო შენ, რას გვერჩი.
მართლა გინდა გაგვაყრევინო ხელიდან იარაღი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Sep 27 2011, 22:01
პოსტი #22


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მოვკვდი ამის წერით, ძლივს მოვრჩი newsmile05.gif

sabo73
არა საბო. დიდი ხანია მინდოდა მეთქვა..... დედამისი მე მოვკალი Shooting.gif.....

მერე ჯიგარი იქვე ცეცხლზე შევწვი და ჭამის მერე დავაბოყინე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Sep 27 2011, 22:06
პოსტი #23


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ისე ამ ბუმბერაზი კლასიკოსის ნაწარმოებს თუ ჩაუღრმავდები და მომაკვდავ შველს თვალებში ჩახედავ დაფიქრდები ადამიანი ცხოვრებაზე neaa.gif wtfg.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Sep 27 2011, 22:14
პოსტი #24


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



საწყალი დედაჩემი ცდილობდა ადგომას, წამოიწევდა ხოლმე, მაგრამ ისევ ჩაიხვეოდა მუხლებში. დაეცემოდა და გაგორდებოდა. მე მოვკვდი, ტანში დავიშალე, როდესაც შეჩვენებულმა მონადირემ ამოიძრო პრიალა ხანჯალი და გამოუსო დედას ყელში. სისხლმა იფეთქა და გადაერწყია ხეებზე

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Sep 27 2011, 22:16
პოსტი #25


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Chalimgela @ 27th September 2011 - 22:51) *
აგერ ძუძუებზე, იმ ძუძუებზედ, რომლებსაც მე ვწოვდი, დაუსო ხანჯალი და გამოშეშხა. შეიდო კისერზედ და გასწია

მეორე ბუმბერაზი კლასიკოსის სიყვებს მოვიხმარ :

კაცია ადამიანიი ????

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Sep 27 2011, 22:19
პოსტი #26


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ხო ამაზე გამახსენდა, შველზე უშვებენ ნადირობას თუ არა? D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Sep 27 2011, 22:20
პოსტი #27


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ჭალიმგელა
რაც შენ დაწერე არ მგონია გადაიფიქრებენ D.gif D.gif D.gif D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Sep 27 2011, 22:58
პოსტი #28


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ნდააა...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Sep 28 2011, 01:35
პოსტი #29


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჭალიმგელა
რას მერჩოდი რა გინდოდა :( ამ ძილის წინ ამიცრემლიანდა თვალები :( newsmile039.gif


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ROVER
პოსტი Sep 28 2011, 06:47
პოსტი #30


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,336
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



სულ გადარეულხართ vava.gif newsmile039.gif newsmile039.gif newsmile039.gif vava.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შუკა
პოსტი Sep 28 2011, 07:34
პოსტი #31


.
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,130
რეგისტრ.: 29-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



შვლის ნუკრის ნამბობს რომ წერდა ვაჟა მეორე დღეს ალბათ სანადიროდ მიხდიოდა, D.gif როგორც ვიცი მაგარი მონადირე იყო D.gif
თუ გეცოდებათ აღარ ინადიროთ ეგაა გამოსავალი, newsmile05.gif ნადირობა სიამოვნებაა და თუ იქ მოკვლაზე ინერვიულეთ და ცრემლი წამოგივიდათ , ჯობია შეეშვათ...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Sep 28 2011, 08:33
პოსტი #32


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



შენ რა გითხარი ჭალიმგელა, ის არ მეყოფოდა ჩემი შვილი რომ მეუბნება დაანებე მამა თავი შვლის ნუკრის ნაამბობი ხომ გაქვს წაკითხულიო newsmile05.gif


ისე ვაჟა ძალიან მაფგარი მონადირე იყო, ჩაუქი მსროლელი, მაგრამ შვლის ნუკრის ნაამბობი რომ დაწერა უკვე ავად იყო და აღარ ნადირობდა :(

ნადირობა გასროლით მთავრდება, ნადირობის პროცესია ის რაზეც უარს ვერ ვამბობთ

ერთიც დავფიქრდეთ, რამდენი ფული და ფიზიკური შრომა ჭირდება ნადირობას, იმ ნარკოტიკს რომელსაც ვერანაირად ვერ შეველევით, სანამ მუხლში ძალა გვერჩის და თვალში ვიხედებით, ნადირობაა: ძაღლების გნიასი ტყეში, ტყეს გადაკიდებული მდევრების ხმა, ნაბულზე ლამაზად გაწოლილი ძაღლის ცქერა, ფრთხიალით ამოვარდნილი ამოვარდნილი მწყერის უკანასკნელი გაჭყიპინება, მისი უკანასკნელი გადმოსკლინტვა და თქაფათქუფით ტყეში წამოვარდნილი ტყის ქათმის და ხოხბის ფრთხიალი

ხოლო გასროლა??? გასროლა, წინადადების ბოლოს წერტილია, მეტი არაფერი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Sep 28 2011, 10:08
პოსტი #33


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ეგ ყველაფერი ასაკის ბრალია.(თუმცა ყველაზე არ მოქმედებს) ეხლა რომ ვთქვა...დაჭრილი მწყერი მეცოდება მეთქი...ტყუილი გამომივა. ჭალოსი არ იყოს...დღემდე კონდახზე თავის ჩამორტყმით ვუყომარებ. newsmile029.gif მე ქუსლი უფრო მეცოდება ვიდრე კონდახი... კონდახსაც ვუყომარებ თუ რამეა ქუსლისგან განსხვავებით. newsmile035.gif აი დათვს და შველს ნამდვილად ვერ ვესვრი. ეგ..თავისანვე ვიცოდი და არასდროს არ წავალ მაგათზე სანადიროდ. თან ახლა(10 წუთის წინ) ისეთი მოთხრობა წავიკითხე დათვებზე(გოგი თურმანაულის) კინაღამ ვიტირე. ilcry.gif აღწერეილი იყო..როგორ სრიალებდნენ ბელები ზვავზე და დედა იჭერდა ქვემოთ..რომ არ დაგორებულიყვნენ ხევში. მოკლედ..დათვი ცალტვინა ქათმისნაირი არ არის. მაგარი მეცოდებიან. აი ღორს კი დავაჭედებდი სიამოვნებით ბეჭის ძირში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგიტა
პოსტი Sep 28 2011, 11:01
პოსტი #34


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,248
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



პრინციპში ნადირობის პროცესი იმდენად სიმოვნებას მანიჭებს

თავს მართლა ვერ დავანებებ და რაც შეეხება შეცოდებას, ვფიქრობ ყველას

გექნებოდათ ეგ მომენტი. შუკას ერთი პოსტი მახსენდება, სადაც აღნიშნა რომ მწყერი პირველად შეეცოდა.

როგორც მავერიკმა აღნიშნა - ნადირობა ,,ნარკოტიკია" რომელსაც ვერანაირად ვერ შეველევით.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Sep 28 2011, 11:08
პოსტი #35


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



gogita.m
ციტატა(gogitam @ 28th September 2011 - 12:01) *
შუკას ერთი პოსტი მახსენდება, სადაც აღნიშნა რომ მწყერი პირველად შეეცოდა.

ეს დაწერა რომ ბევრი შემოაკვდა და მაგიტომ შეეცოდა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Sep 28 2011, 11:08
პოსტი #36


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



T A M P L I E R
+10000
D.gif D.gif D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Sep 28 2011, 11:27
პოსტი #37


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(nika @ 28th September 2011 - 13:08) *
ეს დაწერა რომ ბევრი შემოაკვდა და მაგიტომ შეეცოდა

მეეჭვება. ჩემი აზრით..მანდ..ავტორი...მთლად გულწრფელი არ უნდა იყოს. ალბათ ლულა შეეცოდა ბევრი ჯაფის გამო.
newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Sep 28 2011, 11:45
პოსტი #38


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ერთი ჩემი რეინჯერის და მონადირის დიალოგი გამახსენდა ეხლა!
რეინჯერი ეკითხება მონადირეს:_ ბიჯო რომ დადიხარ და შველი რომ არ გაუშვი ამ ტყეში მოუკლავი არ გეცოდებაა შვლის ნუკრის ნამბობი მაინც არა გაქვს წაკთხულიო ?
ამაზე მონადირემ უპასუხა:- შენ რა ხმელი წიფელი არ გაქ წაკითხული რო გააჩანაგე ტყეოო? newsmile01.gif newsmile01.gif მოკლედ ეგრეა რაღაცნაირ შეცოებას და სინანულს კი ვგრძნობ ხოლმე მარა კვდომის ეშხიც მაგაშია, ის სიამოვნება რასაც ნადირობა მანიჭებს იმენად იდია რომ სინანული და შეცოდება მეორე პლანზე გადაიწევს ხოლმე! ქათამი არ მყავს დაკლული და ცხვარზე და გოჭზე ხო ლაპარაკი ზდმეტია დანით ძმაო ყელს ვერაფერს გამოვჭრი მე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Sep 28 2011, 12:43
პოსტი #39


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



შუკა
Maverick

რაის მაგარი მონადირე იყო newsmile05.gif ვაჟა. ან რა ჩაუქი მსროლელი კაჟიანი გლუვი თოფით რისი მომკლავი იქნებოდა...
მიზანში სროლის ეფექტური მანძილი მაქსიმუმ 30 მეტრი. რაზე უნდა ენადირა წარმატებით ამიხსენით რა D.gif

ისე, ჩემი უსაყვარლესი მწერალი და პოეტია ! ! !
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Sep 28 2011, 12:50
პოსტი #40


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Bonehill
ვაი, ვაიიი
ხევში. ხევსურეთში და ზოგადად მთაში, საჯიხვეებში, მე-2 საუკუნის დასაწყისამდე ხრახნლულიანი თოფით არავინ არ ნადირობდა, მიზეზი: იმიტომ რომ არ ქონდათ უბრალოდ, და ფეხდაფეხ მიყვებოდნენ ჯიხვს ქარაფებზე, სასროლ მანძილზე მიახლოებისას ესროდნენ
და მერე მაგარი მონადირეები 100 ჯიხვის მოკვლის შემდეგ თოფს მიწაში მარხავდნენ

ყმაწვილო, გადაიკითხე ქართველი ბუმბერაზი კლასიკოსები

''ჯარჯი ნუ დასდევ ჯიხვებსა,
გადგიყოლიებს ტიალი . . .''

''მოყმემ თქვა, პირშიშველამა,
შიბნ გავიარე კლდისანი,
მოვინადირენ, დავლახენ,
ბილიკნი ჭიუხისანი.
შამამხვდეს კლდისა თავზედა
ხორონი ჯიხვებისანი,
ჯიხვსა თოფ დავკარ ბერხენსა,
ჭალას ჯახნ იქნენ რქისანი. . . .''

სხვათაშორის ცეცხლსასროლი იარაღის შემოსვლამდე მშვილდითაც კლავდნენ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Sep 28 2011, 12:54
პოსტი #41


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Maverick
ნიკო შენ ამბობ რომ მე აზარის ჯარჯის და თამბის შესახებ არაფერი მსმენია ? newsmile05.gif
საკითხი სხვაგვარადაა, სასარგებლო ნადირის რაოდენობა იყო უზარმაზარი იმ პერიოდისთვის...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შუკა
პოსტი Sep 28 2011, 12:58
პოსტი #42


.
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,130
რეგისტრ.: 29-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



Bonehill
ბებია მოხევე მყავდა (ცხონებული) newsmile058.gif რაც მამამის და ბიძამის გლუვით ჯიხვები ყავთ ნახოცი თრუსოში და გველეთში იმდენი შენ მწყერი არ გეყოლება. newsmile090.gif და კიდე 2 წლის წინ მეგობარმა მოკლა დაღესტანში იჯ-27-ით 2 ჯიხვი (ხრახნი ვერ გადაიტანა) newsmile029.gif


gogita.m
მაშინ ძალიან ბევრი მოვკალი და მწყერი კიარა თოფი, ლეკვი და სიდედრი შემეცოდა (ბევრი საქმე რომ გამოუჩინე) D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Sep 28 2011, 13:11
პოსტი #43


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



შუკა
და ვინ თქვა რომ არ კლავდნენ გლუვით ?! მაგრამ იმიტომ რომ ბევრი იყო ბევრიიი
შენ რა იცი მე რამდენი მწყერი მყავს მოკლული newsmile090.gif newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Sep 28 2011, 23:51
პოსტი #44


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Bonehill
კაცო..ჯერ კაჟიან თოფს რატომ აყენებ შეურაცხყოფას. რა 30 მეტრი.. მეტრნახევრიანი ლულები ქონდათ მგონი. მერე კიდე ვაჟას ბავშვობის რა მოგახსენო..მაგრამ..ვაჟას მოწიფული ასაკის დროს(ანუ როცა მონადირულ მწვერვალზე უნდა ყოფილიყო) ჩვეულებრივი კარაბინებიც საკმაოდ იშოვნებოდა. მათ შორის ინგლისურებიც. თვილისში.... არსენალის მთაზე. ინგლისური გარნიზონი იდგა(მაგ პერიოდში) ხოდა ისეთი კარაბინები ქონდათ...დღესაც რომ ბევრს გაუწევს მეტოქეობას. სხვათაშორის მაგ კარაბინების ფასი..დღეს..5000 დოლარამდეა. ხოდა იმ არეულ პარიოდში..არ იყო მაგისი შოვნა ძალიან რთული. ხოო.. და ეგრედწოდებული ''ყირიმი''-ც მაშინ იღებოდა შავ ბაზარზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლაშა თევზაძე
პოსტი Sep 28 2011, 23:58
პოსტი #45


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,130
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ლევანი

რა მაგის პასუხია და.... ნაწარმოებებში თოფს "ფრანგული"-თ რო მოიხსენიებენ ხოლმე, იმიტომ ხომ არა რო თვითონ ფრანგული თოფები იყო? ნუ როგორც დღესდღეობით სინთეზატორებს YAMAHA-ს ეძახიან ხოლმე newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Sep 29 2011, 00:19
პოსტი #46


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(khmaltevza @ 29th September 2011 - 01:58) *
ნაწარმოებებში თოფს "ფრანგული"-თ რო მოიხსენიებენ ხოლმე,

ევროპულს უწოდებდნენ ზოგადად ფრანგულს. ხმალსაც და თოფსაც. მეცხრამეტე საუკუნეში..საფრანგეთი მაგრად იყო ჩვენთან შემოსული(ფიროსმანმაც კი დახატა ''აქტრისა მარგარიტა'') ხოდა ძირითადად მაგათ შემოქონდათ ევროპული ნაწარმი. იყო ესპანურებიც..ინგლისურებიც და ფრანგულებიც. რადგან ძირითადი მომმარაგებლები ფრანგები იყვნენ..ადგენ და ფრანგული უწოდეს. ეგრევეა ''ყირიმც'' თოფებს ყირიმს ეძახდნენ იმიტომ..რომ ძირითადად (დღევანდელ სევასტოპოლში ყველაზე დიდ პორტში) ყირიმის ნახევარკუნძულზე იცლებოდა მთელი საქონელი და მაიდან მარაგდებოდა მთელი კავკასია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gocha311
პოსტი Aug 30 2014, 20:41
პოსტი #47


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 64
რეგისტრ.: 13-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: varketili



ციტატა(gogita.m @ Sep 27 2011, 19:20) *
ამ ბოლო დროს ძაან მეცოდება, რო ვკლავ. თუ დაიჭრა საერთოდ ხელშიც ვეღარ ვიყვან.

მერე მახსენდება და ნერვიულობა მეწყება.

რა მჭირს? თქვენც იგივეს განიცდით?






სიბრალულის გრძნობა ადამიანს დროდა დრო წლების შემატებასთან ერთად ემატება და ემატება ,ეს ბევრ ხანში შესულ მონადირეს უღიარებია ,,ადრე თითქოს მეც ომი მქონდა აგამოცხადებული გინდა ფრინველთან და გინდა ნადირთან ეხლა კიდე სინანულით მევსება გული:( და ვატყობ ჩემ თAვს რომ ეს გრძნობა უფრო ძლიერდება,ამის გაგება ცოტა ძნელი იქნება ახალბედა მონადირესთვის ,მაგრამ ეს გღზნობა როდისღაც აუცილებლად დაეუფლება წლების ამბავია მხოლოდ,,,,,,,,,,ათას რამეს ფიქრობ კაცი ,საკუთარ ოჯახს უყურებ იქნებ იგივე სიყვარულს განიცდიან ის არსებებიც რომლებსაც თოფს უმიზნებთ:(
ალბათ ვაჟა ფშაველასაც იგივე გრძნობა დაეუფლა როგორც შვლებზე უძლიერეს მონადირეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაწერა შვლის ნუკრის ნაამბობი,თითქოს შეეცადა გადმოეცა რომ ყველა არსებას აჩუქა ღმერთმა სიყვარული ...........

ცოდვა იქნება თუ იმდენს მოვკლავთ ერთ ნადირობაზე რომ ნახევარზე მეტ ნანადირევს ნაგავზე გადავყრით ,დასანანია მარა ბევრი მონადირე ამით ტრაბახობს რომ ერთ დღეში იმაზე მეტი მოკლა რაც არ ეკუთვნოდა.შედეგსაც ყველანი კარგად ვხედავთ სად გაქრა კურდღელი რომლითაც სავსე იყო საქართველოს ყველა კუთხის ჭალები თუ მთები თუ მინდვრები,, ივრის ჭალებში ჩემ ბავშვობაში ნებისმიერ ბუჩქში ქვას ჩააგდებდი და კურდღელი გარბოდა ,ეხლა ასი პროცენტით გაქრა ერთ კვალს ვერ ნახავთ სამწუხაროდ....ეს კიდევ ერთი მიზეზია სიბრალულის გაძლიერებისა მხოლოდ იმ მონადირეებისთვის რომლებიც ხედავენ რომ უამრავი ნადირი თუ ფრინველი გადაშენების პირას არის .......
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Aug 30 2014, 21:02
პოსტი #48


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ვაიმე როდინდელი თემაა newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Aug 31 2014, 02:07
პოსტი #49


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(gocha311 @ 30th August 2014 - 22:41) *
სიბრალულის გრძნობა ადამიანს დროდა დრო წლების შემატებასთან ერთად ემატება და ემატება ,ეს ბევრ ხანში შესულ მონადირეს უღიარებია

მართალია. ხანში შესული ალბათ ჯერ არ მეწოდება..მაგრამ მაგისკენ მივდივარ მეც აშკარად. ადრე თუ მონადირება იყო ჩემი მთავარი მისია, ეხლა, უბრალოდ გასვლა, თოფის გასროლა,დენთის სუნის შეყნოსვა და ფრინველის ნახვა(რომც ავაცილო) სრულიად საკმარისია. ყველა ვარიანტში ნასიამოვნები ვბრუნდები ნადირობიდან, მოვინაირებ თუ ვერა რამეს. მეტიც.. არაფერში არ მჭირდება ნანადირევი, მაგრამ იმ ინსტიქტს ვერ ვუგვარებ ვერაფერს. newsmile05.gif რაც შეეხება შეცოდებას..რაღაცა თავიდანვე მეცოდებოდა და რაღაცას ეხლაც სიამოვნებით დავახლიდი თოფს. მაგალითად ღორს.. ეგ ცხოველი რატომღაც არ მეცოდება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
koba1973
პოსტი Apr 26 2016, 10:25
პოსტი #50


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 327
რეგისტრ.: 16-March 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



სიბრალული ალბათ ყველა ადამიანს ეწვევე ხოლმე სხვადასხვა დოზით და სხვადასხვა დროს. მე ალბათ თავიდანვე ზომაზე მეტად. ქათმის დაკვლის დროს ვიმალებოდი, მერე მრცხვენოდა და საპატიო მიზეზს ვიგონებდი რომ თვალს მივფარებოდი და სისხლი არ დამენახა. ამავე დროს იარაღი მიყვარდა და რაკი არ მიშვებდნენ იარაღთან ჩემით ვაკეთებდი საკმაოდ რთული კონსტრუქციისას რომელშიც 16 კალიბრის გილზის ჩადება და სროლა იყო შესაძლებელი. მერე თანდათან ალბათ შევეჩვიე. სეზონის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე ერთი იხვი მოვინადირე ( ერთადერთი ნანადირევი მთელი სეზონის განმავლობაში). მივიტანე სახლში და უარი განაცხადეს გაკეთებაზე სხვას შევთავაზე არ მინდაო, მეორეს მესამეს და ძლივს გავასაღე. აი ძალიან მაგრად გამიტყდა (მაპატიეთ ჟარგონისთვის). რისთვის მოვკალი თუ საჭიროება არა მქონდა? მხოლოდ ინსტიქტისთვის? არ ვიცი. ალბათ ღრმადაა ეს ყველაფერი ჩამარხული ჩვენში და შეცვლა არ შეგვიძლია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Apr 26 2016, 10:57
პოსტი #51


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




ციტატა(koba1973 @ 26th April 2016 - 11:25) *
სეზონის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე ერთი იხვი მოვინადირე ( ერთადერთი ნანადირევი მთელი სეზონის განმავლობაში). მივიტანე სახლში და უარი განაცხადეს გაკეთებაზე სხვას შევთავაზე არ მინდაო, მეორეს მესამეს და ძლივს გავასაღე

ჩემთან მოდი ხოლმე ამის მერე ნანადირევის გამზადების პროცესი მაგრად მიყვარს newsmile045.gif + კაი რქაწითელი ან მწვანე ან საფერავი ან ჭაჭაც ჩემზეა D.gif
ციტატა(koba1973 @ 26th April 2016 - 11:25) *
იარაღთან ჩემით ვაკეთებდი საკმაოდ რთული კონსტრუქციისას რომელშიც 16

მე რამდენჯერმე ამიფეთქდა კიდეც ჩემი კონსტრუქციის იარაღი ოღონდ ეწ ბათქუნებს ვიყენებდი ხოლმე D.gif თითები როგორ მაქვს მიკვირს ეხლაც
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
koba1973
პოსტი Apr 26 2016, 16:59
პოსტი #52


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 327
რეგისტრ.: 16-March 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(levani mgebrishvili @ 26th April 2016 - 12:57) *
ჩემთან მოდი ხოლმე ამის მერე ნანადირევის გამზადების პროცესი მაგრად მიყვარს + კაი რქაწითელი ან მწვანე ან საფერავი ან ჭაჭაც ჩემზეა

მადლობა მოწვევისთვის. ალბათ შევხვდებით. მეუღლე ენისელიდან მყავს და ზოგჯერ ვარ ხოლმე თქვენსკენ. თვითონ სიღნაღიდან ვარ, მაღაროდან.
ციტატა(levani mgebrishvili @ 26th April 2016 - 12:57) *
მე რამდენჯერმე ამიფეთქდა კიდეც ჩემი კონსტრუქციის იარაღი ოღონდ ეწ ბათქუნებს ვიყენებდი ხოლმე თითები როგორ მაქვს მიკვირს ეხლაც

ანალოგიურად. მარცხენაზე ახლაც მეტყობა შრამები. ჩვენთან ბათქუნებს სამაპალებს ეძახდნენ ალბათ მალაკნების გავლენით. თავიდან მაგით დავიწყე. მერე გავაუმჯობესე. მერე როგორც იქნა მანდეს ოჯახში არსებული იჟ-კ და იმით ვნადირობდი. უფრო სწორედ დავწანწალებდით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Apr 27 2016, 08:22
პოსტი #53


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ახლა ამ თემამ ის ანეგდოტი გამახსენა ებრაელი რომ იძახის "ვსკლავ და ვტირიიი , ვსკლავ და ვტირიი...." ო. პირველი სიტყვა შეცვლილია D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

4 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th May 2024 - 15:23