მ.დ რიონი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
მ.დ რიონი |
Dec 14 2010, 19:55
პოსტი
#1
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,021 რეგისტრ.: 8-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ortachala |
წყარო lemil.net
ფოთი მდიდარია წყლის რესურსებით. მდინარე რიონი – საქართველოს ყველაზე წყალუხვი მდინარეა. მისი სიგრძე 327კმ-ია. წყალშემკრები აუზის ფართობი 13 400კმ2. შავ ზღვაში ყოველ წამში საშუალოდ 12.7კმ3 წყალი ჩააქვს. ძველ ბერძნულ წყაროებში მას მოიხსენებენ როგორც როანი, რეონი, ფაზისი, ფასიდი. სათავეს იღებს კავკასიონის მთებში. რიონი ძველთაგანვე დიდ როლს ასრულებდა დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში. რიონს და შემდეგ ყვირილას ,შორაპნამდე მოჰყვებოდნენ შავი ზღვიდან შემოსული გემები. ეს იყო დიდი საერთაშორისო მნიშვნელობის სავაჭრო გზა, რომელიც შემდეგ მტკვარზე გავლით ინდოეთისკენ მიემართებოდა. მდინარე ფაზისის ანუ რიონის ჭალებში უნახავთ ბერძნებს პირველად ჩვენი ბუნების დამამშვენებელი ხოხობი და სახელიც ამის მიხედვით დაურქმევიათ (ხოხობი-ბერძნული სახელწოდება ფაზანუს). ამასვე ადასტურებს ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი თავის ჩანაწერებში. ეს ულამაზესი ფრინველი უკვე იშვიათად გვხვდება და შეტანილია „წითელ წიგნში“ მდინარე რიონში მობინადრე ზუთხის იშვიათ სახეობებთან ერთად. |
|
|
Dec 14 2010, 20:10
პოსტი
#2
|
|
მონადირე ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ნიკოლოზა საიტებზე ჩვენც შევდივართ. დააკოპირე სურათები და ტექსტი დადადე ისე. პირველწყარო მიუთითე
|
|
|
Mar 30 2011, 18:49
პოსტი
#3
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 543 რეგისტრ.: 13-May 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
მდინარე რიონზე რაჭაში მიტევზავია, სო.ჭრებალოს დაბლა 2-3 კილომეტრის მოშორებით, მდ.შარეულა უერტდება, იქ ხიდია სამანქანო. აი ამ ხიდიდან, ეგრედ წოდებულ "ღოტავზე" (ღორღავი რაჭულად) და საკმაოდ მოზრდილი მთის წვერა დავიჭირეთ. ბოლოს კი სოპ.ღებსჰი ვითევზავე კალმახზე, სატყუარა იგივე.
მაგრამ გამოუცდელი ვიყავი და ვერ დავიჭირე :( . დღეს რა ხდება ვერ გეტყვით, მაგრამ ღების აყოლებაზე ნამდვილად იჩერენ კალმახებს. აგილობრივები. ფოთში კი რიონზე იჩირება ლოქო! ზაფხულში, სხვა და სხვა სატყუარით: ჩიაყელა, ბაყაყი, ბეგურა. |
|
|
Jul 22 2012, 16:00
პოსტი
#4
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 36 რეგისტრ.: 7-August 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ხვალე მივდივარ რაჭაში და ვაპირებ რიონზე თევზაობას.შედეგის შემთხვევაში ფოტოები იქნება აუცილებლად
|
|
|
May 29 2015, 04:05
პოსტი
#5
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4 რეგისტრ.: 24-August 14 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: საქართველო |
რიონში ძალიან ბევრი თევზია და ძალიანაც გემრიელი
|
|
|
May 29 2015, 09:18
პოსტი
#6
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 433 რეგისტრ.: 12-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
მთელი ჩემი ბავშვობა არდადეგებზე ქვიშარის ჭალებზე მაქვს თევზაობასა და ნადირობაში გატარებული.მანდ ვიცოდით ბაწრების დაგება ასე 5-7ანკესით საღამოს დავაგებდით ვტოვებდით და დილით მზის ამოსვლამდე ვამოწმებდით.მოდიოდა წვერა,ქაშაპი და როგორც მაშინ ვეძახდით თეგიპირა მე მგონი ეხლა რასაც კაპოტს ვეძახით ის.თევზი იყო უგემრიელესი.მაგ მეთოდით თევზაობა სხვაგან არსად მინახავს.
|
|
|
Sep 20 2015, 18:56
პოსტი
#7
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5 რეგისტრ.: 20-September 15 ნიკის ჩასმა ციტირება |
მეგობრებო რიონში როგორც ვიცი წურბელაზე მოდის მაგრად ლოქო და წურბელა როგორ მოვიპოვო მითხარით
|
|
|
Sep 20 2015, 19:44
პოსტი
#8
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 35 რეგისტრ.: 7-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:19 |