IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

Huglu 202b, თურქი ჰორიზონტალურად განლაგებული ლულებით.
ახალციხელი
პოსტი Jan 26 2013, 21:37
პოსტი #31


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 885
რეგისტრ.: 23-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



გავხდი Huglu 202b-ს მფლობელი. კალიბრი 12/76, ლულის სიგრძე 71 სმ, ექსტრაქტორებზე, საცვლელი ჩოკებით, ფასი თუ სწორედ მახსოვს 1060 ლარი. როგორც მითხრეს თოფის მექანიზმი ზუსტი ასლია იჟ 54-ის მექანიზმისა, რომელიც თავის მხრივ მოპარულია ზაუერის რომელიღაცა მოდელიდან.

გეტყვით ჩემი აზრით პლიუსებს და მინუსებს:

პლიუსები:
კეისი მოყვება,
5 ჩოკი მოყვება ანუ ყველა ცილინდრიდან სრულ ჩოკამდე,
არის ნორმალური წონის (არც მძიმე და არც მსუბუქი) საიტზე უწერია 3.1-3.3 კგ რეალურად არ ვიცი, მაგრამ 3,3 ზე მძიმე არ იქნება.
კარგი ბალანსი აქვს,
საცდელად ვისროლე და საფანტის ჭრა მიტანა კარგი აქვს,
ტყვია დაახლოებით 45-50 მეტრზე კარგად წაიღო მიზანში და ყველაზე ძალიან რისიც მეშინოდა, სხვადასხვა ლულიდან ნასროლი არ გადააჯვარედინა,
უკუცემა დაბალი მუხტის (24-28 გრამი) ვაზნებზე არც იგრძნობა, 36 გრამიან ვაზნებზე და ასევე ტყვიაზე (მონოლითი 32) სავსებით ასატანი აქვს,
კონდახზე პიტჩს (ასე ქვია მგონი?) ზემოთა ნაწილზე აქვს პლასტმასის ჩანამატი რომ კონდახი ადვილად აცურდეს მხარზე.

მინუსები:
ხეზე არის წასმული ''მატოვი'' ლაკი და რომ შეხედავ კონდახი პლასტმასის გეგონება, საერთოდ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ხე არც თუ ისე კარგადაა დამუშავებული,
ჩოკები მოკლეა და რაც არ უნდა ძლიერად მოუჭირო ძალიან ადვილად ეშვება თავისივე ქანჩით, მეშინია თავისთავადაც არ მოიშვას ექსპლუატაციის დროს, ამიტომ სროლამდე აუცილებლად დაჭირდება ხოლმე შემოწმება,
ლულებზე აქვს დარჩენილი ერთი-ორი წერტილი სადაც დაფერვა გადასულია (ან თავიდანვე არ ყოფილა ნორმალურად), თუმცა ეს წერტილები არის იმ ადგილას სადაც ცევიო ჯდება და აწყობილ თოფზე არ ჩანს.

სხვა პლიუს მინუსებს დრო და ექსპლუატაცია გამოავლენს.
დროთა განმავლობაში, ამ თოფით ნადირობის გამოცდილების დაგროვებასთან ერთად კიდევ დავამატებ ინფორმაციას.


















Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ახალციხელი   Huglu 202b   Jan 26 2013, 21:37
- - malkhaz_m   ახალციხელი ციტატა...   Jan 16 2015, 22:09
|- - ახალციხელი   ციტატა(malkhaz_m @ Jan 16 2015, 2...   Jan 25 2015, 19:06
- - ახალციხელი   ძალიან მძიმე სასხლ...   Jan 25 2015, 19:12
- - pirtaxa   ციტატა(ახალციხელი ...   Jul 16 2015, 15:19
- - ახალციხელი   pirtaxa თავის ფასში კარ...   Jul 16 2015, 16:58
|- - pirtaxa   დიდი მადლობა, გაიხ...   Jul 16 2015, 18:30
- - huglu104   მეგობრებო, დღევანდ...   Nov 17 2015, 19:17
|- - ახალციხელი   ციტატა(huglu104 @ Nov 17 2015, 20...   Nov 18 2015, 10:31
- - huglu104   რამე ისეთი ხო არ შე...   Nov 18 2015, 14:34
|- - ახალციხელი   ციტატა(huglu104 @ Nov 18 2015, 15...   Nov 18 2015, 16:06
- - huglu104   ისე მე ჰოორიზონტალ...   Nov 18 2015, 19:26
- - huglu104   იმ ღერძზე ამბობდი ...   Nov 18 2015, 19:44
- - ახალციხელი   huglu104 რავი აბა ხარის...   Nov 18 2015, 19:49
- - huglu104   მადლობა ძმა თუვინ...   Nov 18 2015, 20:53
- - huglu104   არავინ არ ხართ რომ ...   Nov 24 2015, 13:11
|- - PREDATOR   ციტატა(huglu104 @ Nov 24 2015, 14...   Nov 24 2015, 18:21
- - huglu104   გაიხაარე, უბრალოდ ...   Nov 24 2015, 21:52
- - PREDATOR   Visit My Website   Nov 24 2015, 22:29
- - huglu104   გაიხარე ეგ ვიდეო ა...   Nov 24 2015, 23:06


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st September 2024 - 05:04