ნადირობის სეზონი - 2010 - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

6 გვერდი V   1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
ნადირობის სეზონი - 2010, შეჯიბრების წესები
ვიტო
პოსტი Aug 4 2010, 16:23
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



სეზონის გახსნა

‘’სეზონის გახსნა’’- ჯიშიანი მეძებრების ძაღლებისა და მათი მფლობელების შეჯიბრი მწყერზე ნადირობაში - გახლავთ სანადირო სეზონის გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს სუფთა სისხლის მეძებრებით ფრინველზე მართებული ნადირობის პოპულარიზაციას, კულტურული სამონადირეო ტრადიციებისა და მონადირული ეთიკის პროპაგანდას. ასევე სანადირო მეძაღლეობის განვითარების ხელშწყობას საქართველოში.

შეჯიბრებას-‘’სეზონის გახსნა 2010’’ ატარებს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი ’’ოჩოპინტრე’’ - ‘’სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოების’’დახმარებით

შეჯიბრება ტარდება გადამფრენ ფრინველებზე სანადირო სეზონის გახსნის წინა დღეს, გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით და მათი ნებართვით.

შეჯიბრებაში მონაწილეობენ ჯიშიანი (საგვარეულო საბუთების მქონე) როგორც კუნძულელები ასევე კონტინენტალები (10 თვიდან 10 წლამდე ასაკის). ასპარეზობის მონაწილე მონადირეებს აუცილებლად უნდა ქონდეთ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის ლიცენზია და სანადირო თოფის ტარების ნებართვა

შეჯიბრებას მსაჯობენ ექსპერტთა ბრიგადა ან ბრიგადები -ორ-ორი მსაჯის შემადგენლობით.

შეჯიბრი ’’სეზონის გახსნა 2010’’ - წესები მარტივია:

თითოეულ მონაწილე წყვილს(მონადირე და მისი მეძებარი)საასპარეზოდ ეძლევა 20 წუთი და 10 ვაზნა. სროლა მოხდება მხოლოდ ძაღლის მიერ დამუშავებულ და ნაბულით ამოყვანილ ფრინველზე.

პირველი სროლით მოპოვებულისათვის ენიჭება 20 ქულა

მეორე სროლით მოპოვებულისათვის ენიჭება 10 ქულა

ფასდება ასევე ძაღლის მიერ მოპოვებული ფრინველის პოვნა და აპორტირება:

ა) პოვნა, აპორტირება, ხელში მიწოდება +5 ქულა;

ბ)პოვნა, აპორტირება, ძირს დაგდება + 4 ქულა;

გ) პოვნა, აპორტირება, ოღონდ ძაღლი ფრინველს კბილებს ზედმეტად უჭერს +3 ქულა;

დ) პოვნა, ადგილზე დარჩენა და პირით დაჭერა+2 ქულა;

ე) მოპოვებული ფრინველის ადგილმდებარეობის ხელმეორედ ნაბულით დაფიქსირება, აპორტირების გარეშე +1 ქულა;

ვ) ძაღლი მოპოვებულ ფრინველს საგრძნობლად აზიანებს(ღეჭავს) - იხსნება შეჯიბრებიდან

ძაღლის მიერ კვალზე მუშაობით, აგრეთვე შეფეთებული, ძაღლის მიერ ახლოს მიწევით უნაბულოდ ფრინველის მოპოვება ფასდება 5 ქულით.

ფეხში ამოფრენილ და/ან ძაღლის მუშაობის არეალის მიღმა ’’თავისით’’ ამოფრენილ ფრინველზე სროლა დაუშვებელია:

პირველ შემთხვევაზე მონაწილეს აკლდება 5 ქულა, პრეცენდენტის განმეორებისას მონაწილე იხსნება შეჯიბრებიდან.

შეჯიბრებიდან მონაწილე იხსნება, მეძებრის მიერ 3 ცრუ ნაბულის შემთხვევაშიც და თითოეულ ცრუ ნაბულზე მონაწილეს აკლდება 5 ქულა.

თუ ძაღლი გასროლამდე გაეკიდა ამოფრენილ ფრინველს ასევე დაუშვებელია ამ ფრინველის მოპოვება და მოასპარეზე წყვილს აკლდება 5 ქულა. პრეცედენტის განმეორების შემთხვევაში მონაწილე წყვილი იხსნება შეჯიბრებიდან

წესების მიხედვით მოასპარეზე წყვილის გამოსვლა მთავრდება:

ა) დროის ლიმიტის (20 წუთი) ამოწურვისთანავე(თუ ძაღლი ნაბულზე დგას, მოასპარეზეს ეძლევა ბოლო შანსი);

ბ) ათივე ვაზნის გახარჯვის შემთხვევაში;

გ) მოასპარეზის მოთხოვნით

[/size]შეჯიბრების მონაწილეები დაჯილდოვდებიან დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით:

1 ხარისხის დიპლომი - 130 ქულა და მეტი

2 ხარისხის დიპლომი - 100 -129 ქულა

3 ხარისხის დიპლომი - 70-99 ქულა

გამარჯვებულად ცხადდება ყველაზე მეტქულიანი წყვილი

ჩემპიონად ცხადდება წყვილი რომელმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა და თან I ხარისხის დიპლომი აიღო



თანაბარი ქულების შემთვევაში უპირატესობა ენიჭება წყვილსს, რომელმაც:

1) ყველაზე ნაკლები საჯარიმო ქულები დააგროვა;

2) ყველაზე ნაკლები დრო მოანდომა ასპარეზობას;

3) ყველაზე მეტი ფრინველი მოიპოვა



შადიმან შამანაძე

14/07/2010


პ.ს. ეს იქნება პირველი კომპლექსური ჩემპიონატი საქართველოში, ამიტომ ამ შემთხვევისთვის დაიშვა პრეცენდენტი და
მონაწილეობას შეძლებენ ე.წ. უსაბუთო ძაღლებიც, თუმცა ეს მოხდება მხოლოდ ერთჯერადად, მომავალი წლიდან
დაშვებულები იქნებიან მხოლოდ საგვარეულო ნუსხის მქონე ძაღლები..........

პ.პ.ს. ამ ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ მხოლოდ კლუბის წევრები...






Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Aug 4 2010, 19:40
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



აღნიშნულ თემსთან დაკავშირებით მინდა ავღნიშნო რომ აქტიურ მხრდაჭერას შეჯიბრის ჩატარებაში გვიწევს გარემოს დაცვის სამინისტრო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Aug 4 2010, 20:47
პოსტი #3


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ამის მსგავსი რაიმე შეჯიბრი ჩვენთან არ ჩატარებულა,ყოფილ სსრკ-ს სივრცეშიც ძალიან იშვიათია.ყველას ეძლევა შანსი წელს უსაბუთო ძაღლებითაც მიიღოს მონაწილეობა(კლუბის წევრებს ვგულისხმობ),ამიტომ მომავალში გირჩევთ საგვარეულო ნუსხის მქონე ლეკვების აყვანას.საველეები და შეჯიბრებები ხშირად ტარდება ასეთი ზაღლებისათვის და დამერწმუნეთ,თუ ჩაერთობით მასში,მოგეწონებათ,საკმაოდ აზარტულია და გამოცდილ და საინტერესო ხალხსაც გაიცნობთ.

რაც შეეხება ამ წესებს,მარტივი და მისაღებია,მონადირეს სწორედ ასეთი ძაღლი უნდა ჰყავდეს და თან თუ მეძებრით ნადირობის მოყვარული ხარ, ფეხიდან აფრენილს არც უნდა ესროლო.ნაბული ხომ ყველაზე მთავარია ფრინველზე ნადირობის დროს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Giorgi_M
პოსტი Aug 4 2010, 21:56
პოსტი #4


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 236
რეგისტრ.: 28-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



სად ტარდება შეჯიბრი?
თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება წყვილს, რომელმაც:

1) ყველაზე ნაკლები საჯარიმო ქულები დააგროვა;

2) ყველაზე ნაკლები დრო მოანდომა ასპარეზობას;

3) ყველაზე მეტი ფრინველი მოიპოვა
თუ ამ სამივე შემთხვევაში მოასპარეზე წყვილებს ერთნაირი შედეგი ექნებათ გამარჯვებული როგორ გამოვლინდება?

ძალიან მისასალმებელია ეს ფაქტი, ასეთი შეჯიბრი ყოველწლიურად უნდა ჩატარდეს. ბევრი მსმენია კონტინენტალების პატრონებისაგან, რომ არა თანაბარ პირობებში უწევთ ასპარეზობა კლასიკურ შეჯიბრებებზე. ეხლა კი ყველა თანაბრ პირობებში იასპარეზებს. ასევე ძალიან მისასალმებელია გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერა newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Aug 5 2010, 09:44
პოსტი #5


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Giorgi_M @ Aug 4 2010, 22:56) *
სად ტარდება შეჯიბრი?
თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება წყვილს, რომელმაც:

1) ყველაზე ნაკლები საჯარიმო ქულები დააგროვა;

2) ყველაზე ნაკლები დრო მოანდომა ასპარეზობას;

3) ყველაზე მეტი ფრინველი მოიპოვა
თუ ამ სამივე შემთხვევაში მოასპარეზე წყვილებს ერთნაირი შედეგი ექნებათ გამარჯვებული როგორ გამოვლინდება?


ორივე იქნება მაშინ გიო გამარჯვებული, ან დამატებით ბლიცს დავუნიშნავთ პირველ დაცილებამდე და ეგ იქნება newsmile035.gif, მაგაზე მერე შადიმანთან გავივლი კონსულტაციას

შეჯიბრი ს ჩატარება გვინდა წალკაში, სიგრილეა, ძაღლები კარგად იმუშავებენ და ფრინველიც არის
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Aug 5 2010, 10:45
პოსტი #6


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



Maverick
ციტატა(Nikolo @ 5th August 2010 - 10:44) *
ჩატარება გვინდა წალკაში, სიგრილეა, ძაღლები კარგად იმუშავებენ და ფრინველიც არის

ორი-სამი დღით ადრე ავიდეთ მაინც ავიდეთ და ადგილები შევამოწმოთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Aug 5 2010, 11:23
პოსტი #7


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მეც გეთანხმებით,თენგო.დაზვერვითი სამუშაოებია ჩასატარებელი,მწყერი კი არის,მაგრამ კონკრეტულად რომელ მინდორში შევიდეთ,უნდა ვიცოდეთ წინასწარ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შალვა
პოსტი Aug 5 2010, 12:09
პოსტი #8


EX მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,851
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(Nikolo @ 5th August 2010 - 10:44) *
შეჯიბრი ს ჩატარება გვინდა წალკაში, სიგრილეა, ძაღლები კარგად იმუშავებენ და ფრინველიც არის

შეჯიბრის შემდგომი ,,ღონიძიებაც" newsmile045.gif სიგრილეში აჯობებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Aug 5 2010, 12:30
პოსტი #9


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



შალვა
აბა რაა, ღონისძიებას რა მოყვება სიგრილეში????

ღვინისძიება !!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Aug 5 2010, 12:50
პოსტი #10


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



elementarno-vatson.gif xoshian.gif newsmile027.gif Maverick
ციტატა(Nikolo @ 5th August 2010 - 13:30) *
ღვინისძიება !!!

ვოტ ტაკ!!!!!!!!!!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Aug 5 2010, 12:57
პოსტი #11


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



სწორედ ამ ღვინისძიებას ველოდები მეც.აბა,მის გარეშე არაფერი გამოვა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Aug 6 2010, 09:40
პოსტი #12


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



Maverick
ზაზა
რაღაც აქტიურობას ვერ ვამჩნევ!
რა ხდება?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Aug 6 2010, 09:49
პოსტი #13


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ვიქრობენ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დემი
პოსტი Aug 6 2010, 10:16
პოსტი #14


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 456
რეგისტრ.: 12-June 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
GIGO
პოსტი Aug 6 2010, 18:45
პოსტი #15


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 228
რეგისტრ.: 30-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ძაღლის მიერ კვალზე მუშაობით, აგრეთვე შეფეთებული, ძაღლის მიერ ახლოს მიწევით უნაბულოდ ფრინველის მოპოვება ფასდება 5 ქულით.


ჩემი აზრით უნაბულოდ ამოსულ ფრინველზე, არც სროლა და მიტუმეტეს ქულის დაწერა აქტივში არ შეიძლება. ეს ხომ მეძებრების შეჯიბრია და არა სპანიელების.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

6 გვერდი V   1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 04:35