თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ თემატური საუბრები _ ვეტერინარია

პოსტის ავტორი: ზაზა Jun 11 2009, 11:49

ეს თემა მგონი არაა,არადა ძალიან საჭიროა,აი ჩემი ძაღლი 4 სხვადასხვა ვეტექიმთან დამყავს,აცრებზე არა,ერთი უკეთებს,მაგრამ რაღაც ბეცვის ცვენა დაეწყო კუდთან და ყველამ სხვადასხვა დიგნოზი დასვა:სოკო,ეგზემა და რა ვიცი კიდევ რა.
ფორუმზე თუ ხართ ამ სპეციალობის ხალხი,გამოგვეხმაურეთ და გავრცელებულ დაავადებებზე (როგორც ვიცი არის კონკრეტული ჯიშისთვის დამახასიათებელი დაავადებებიც)დაწერეთ.მერე შეკითხვებსაც დაგისვამთ,ინტერნეტში რო ეძებო,მაგას ასეთი კითხვა - პასუხი აჯობებს

პოსტის ავტორი: ლევანა90 Jun 13 2009, 20:06

მე ვსწავლობ ვეტერინარიაზე ჯერ მე 2 კურსზე ვარ .. დღეს კი გაგიცანი და გელაპარაკე ზაზა newsmile05.gif ისე ვაკ დერმი ბევრ დაავადებას შველის და პრობლემა იმაშია რომ ჩვენთან ვეტერინარებს ლაბორატორიები ან არააქვთ ან დზაან ცუდი . მაშასადამე ზუსტ დიაგნოზს ვერ სვამენ და ნა უგად მკურნალობენ .. რათქმაუნდა ყველა ექიმს არ ეხება .. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: დიტო Jun 13 2009, 21:53

ზაზა
ისე ერთ გლეხურ რჩევას მოგცემ თუ უშველის ხო კაი თორე ცუდს არაფერს უზამს,ეგრეთ წოდებულ მარგანცოვკიან ხსნარში ჩააყოფინე ზაზა კუდი,ჩემ ძაღლს ქონდა რაღაც მაგდაგვარი და ამ ხსნარმა უშველა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შალვა Jun 16 2009, 19:31

ნორმალური ვეტ ექიმი თუ იცით(მარიაჟის გარეშე) პმ- ში ტელ და სახელი დამიდეთ.(თბილისი) წინასწარ დიდი მადლობა. პმ-ში მომივიდა მისამართები ყველას მადლობა!

პოსტის ავტორი: CECEIRON Jul 12 2009, 10:37

ციტატა(შალვა @ Jun 16 2009, 08:31 PM) *
ნორმალური ვეტ ექიმი თუ იცით(მარიაჟის გარეშე) პმ- ში ტელ და სახელი დამიდეთ.(თბილისი) წინასწარ დიდი მადლობა. პმ-ში მომივიდა მისამართები ყველას მადლობა!

მე მYავს მეცხვარე,და მღავდა ძაან ცუდათ,მორვა ჩხუბში და ვიღაცა ახვა..........ჩარტღა ქვა თავში,მოკკლედ მიკვდებოდა ძაღლი,მივიყვანე ვეტკლინიკაში ზოოპარკთან და ვერ უშველეს და რჩევა მომცეს რომ დავაზინოთო და წYნარად მოკვდებაო,მარა მე უარი განვაცხადე,ამის შემდეგ ახლობელმა მიმასწავლა ნუცუბიძIს Qუჩაზე ვეტკლინიკა იყო,ერთი მახსოვს ქალი იყო იქ ექიმი არც სახელი მახსოვს არც გვარი და მაგ ქალმა 1 კვირაში თათებზე დააყენა ძაღლი,ნუცუბის ქუჩაზე მგონი მხოლოდ ეს კლინიკაა,მე პირადათ გირჩევ იქ მისვლას!

პოსტის ავტორი: დონ ოთარი Jul 12 2009, 13:34

ვეტერინარია საქართველოში არ არსებობ.

პოსტის ავტორი: BEK_M Jul 12 2009, 14:26

CECEIRON
ნათია ქვია მაგ ეიმს

პოსტის ავტორი: CECEIRON Jul 12 2009, 21:57

ციტატა(BEK_M @ Jul 12 2009, 03:26 PM) *
CECEIRON
ნათია ქვია მაგ ეიმს

ხო ,ნათია გამახსენდა,მე ფაკტს ვიძაიხ რომ უშველა ქალმა,ძაღლის მოკვლას ვაპირებდი ვიხაცა დებილი ვეტერინარის გულისთვის და ნათიამ გადაარჩინა

პოსტის ავტორი: ROMMEL Aug 19 2009, 15:27

მთელი თვე ვემზადებოდი სეზონის გახსნისთვის რაჭაში..ეხლა 3 დღით ადრე ჩამოვედი ჩემი ძაღლი (სპანიელი) რუსთავში მყავდა დატოვებული და გასაკრეჭი იყო. დღეს დილით შევათვალიერე და გული თუ არ გამისკდებოდა არ მეგონა;ფეხებს შუა მკერდზე გამონაზარდი აქვს newsmile038.gif
ვეტერინართან მივიყვანე და სიმსივნე აქვსო.შაბათს ოპერაცია უნდა გაუკეთონ და მინიმუმ 1 კვირა ვერ ვანადირებ, მაგრამ ისიც არ ვიცი ზუსტად გადარჩება თუ არა საბოლოოდnewsmile038.gif სხვა ექიმიც არავინაა რუსთავში რომ გადავამოწმო

არადა როგორი ძაღლია რომ იცოდეთ... სადაც მყოლია ყველა გააგიჟა.

ხო მართლა დღეს კლინიკაში რომ ვიყავი გამოკრული ჰქონდათ ჭიის ჭამლის ეტიკეტი და გამაფრთხილეს ამ წამლით არ დაამუშაოთ ღვიძლს უშლის ძაღლებსო.. მეგონა სახელს დავიმახსოვრებდი, მაგრამ ეხლა ვეღარ ვიხსენებ.ამ დღეებში დავდებ სრულყოფილ ინფოს.

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 19 2009, 23:33

ROMMEL
კაცო ეგეთ საქმეს რუსთავში რატომ აკეთებ, თბილისში ჩამოიყვანე და დაგაკვლიანებთ ტო, რას ქვია გადარჩება?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Aug 20 2009, 00:25

რას ამბობ ტო ეერთო ოლიაა რუსთავში მეტი არავინ და იმას ჩემი ძაღლი რომ მიუყვანე ჯობია გაუჩხიროო და იმის მერე 4 წელი გავიდა ძაღლი ფრინავსს ტო წაიყვანე თბილისში ბევრი კლინიკა არის და მაგარ ყურადღებას მიაქცევენ

პოსტის ავტორი: ROMMEL Aug 20 2009, 12:02

მგონი ისევ რუსთავში გავუკეთებ..სამსახურიდან არ მცალია და თბილისში ვერ მოვახერხებ სიარულს...თან ზუსტად არ ვიიცი სად უნდა მივიყვანო...მანდ ვეტერინარებს არ ვიცნობ.ზოოპლაზმა გაიხსნა რუსთავში და იქაც მივიყვან დღეს საღამოს..ვნახოთ ისინი რას იტყვიან

80 ლარი მომთხოვა ოპერაციაში ოლიამ...წამლები კიდევ ცალკეა

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Aug 20 2009, 18:33

თბილისში ზოოპარკში მიიყვანე ალიკასთან კარგი ვეტექიმია

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 21 2009, 01:11

ROMMEL

ციტატა(ROMMEL @ 20th August 2009 - 01:02 PM) *
თბილისში ვერ მოვახერხებ სიარულს...თან ზუსტად არ ვიიცი სად უნდა მივიყვანო...მანდ ვეტერინარებს არ ვიცნობ

ჩამოიყვანე და ჩვენ დაგამისამართებთ

პოსტის ავტორი: ROMMEL Aug 22 2009, 19:58

ვიტო
დიდი მადლობა..დღეს მყავდა წაყვანილი და ოპერაცია გადაიდო ოქტომბრამდე..მანამდე კი მემგონი მოვახერხებ თბილისშიჩამოყვანას.

პოსტის ავტორი: ზაზა Aug 23 2009, 11:42

რატო გადადეს,თუ მართლა ის ჭირს,მაშინ ჯობია სასწრაფოდ მიხედო.აქ როგორც დაწერეს ბიჭებმა,ან ნათიას ან ალიკას მიუყვანე,არ გადადო რა

პოსტის ავტორი: ლევანა90 Aug 23 2009, 21:52

ROMMEL თუ სიმსიმნე პატარაა და ჯერ ხელს არ უშლის მთლად საშიში არაა და საერთოდ ეგეთი სიმსივნის მოკვეთა დიდი პრობლემა არაა .. მე ხშირად მივხმარებივარ ასისტენტად ფოთში ვეტ ექიმს ბოლოს კურცხარს 500 გრ სიმსივნე მოვაჭერით და ძაღლი ძველებურათაა, ისე სწორია ბიჭები თბილისში ჯობია ფასი მაღალია მაგრამ პროფესიონალიზმიც .

პოსტის ავტორი: 919 Sep 1 2009, 15:08

აი ვდებ ერთი კარგი ვეტერინარის კოორდინატებს.
ეს არის ძველი თაობის წარმომადგენელი, ზოოვეტი ლექტორი:
ბატონი კაკო რუიძე, სოლოლაკი, სავანელის ქ.4
მიღების საათები 20.00-22.00
99.87.17
ჩელსი, დადუს ლეკვი 2 დღეში დამიყენა ფეხზე, რასაც სხვებმა
თავი 2 და 3 კვირაში ვერ გაართვეს. ერთმა კი ისე უმკურნალა,
რომ დამეჯერებინა 1 კვირაში ლეკვის ფეხი მოსაჭრელი გამიხდებოდა!!!

პოსტის ავტორი: ROMMEL Sep 2 2009, 18:08

მადლობა ყველას ყურადღებისთვის..

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Sep 3 2009, 08:38

რამოდენიმე დღეა უკვე სანადიროთ რო მიმყავს ჩემი ლეკვი, ბალახში შევა თუ არა მარჯვენა თვალი უცრემლიანდება. რისი ბრალია ან რას მირჩევით რა ვქნა? აქ ვეტერინარი ნორმალური არავინაა რო ვაჩვენო.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Sep 3 2009, 08:49

თვალში ხვდება ბალახის თავთავები და ბალახი და ხშირად უნდა ამოუწმინდო სუფთა ხელით ან სალფეტკით სახლში რომ მოიყვან თბილი ჩაის ნაყენით და სალფეტკით დაუმუშავე თვალები ჩემსასაც ეეგრე ეემართება და მაგ ხერხს მივმართავ ხოლმე

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Sep 3 2009, 08:58

კუდიგორელი
ეგ ჩემსაც ემართება. ბალახის მტვერი ხვდება თვალში. სახლში რომ მიიყვან ჩაის ნაყენით ამოწმინდე ხოლმე

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Sep 3 2009, 10:40

ჰერცოგი997
ჭალიმგელა
მადლობა რჩევისთვის.

პოსტის ავტორი: ზაზა Sep 3 2009, 20:37

აბუსალათინის ზეთი მირჩია ვეტექიმმა.სწორად გითხრეს ბიჭებმა,ბალახის ბრალია ეგ.ჩაის ნაყენი და ეს ზეთი ორ-ორი წვეთი თვალებში დილა-საღამოს

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Sep 3 2009, 20:43

ეერთი ეეს მაინტერესებს ჩემი ძაღლი რაღაც არ მომწონს არც საჭმელს ჭამს და ცოტა არ იყოს გახდა და ბ12 ხომ არ დავარჭო ჭიაზე დავამუშავე და ტკიპაზე და ეეგეთებზეე

პოსტის ავტორი: Maverick Sep 4 2009, 07:34

ციტატა(ჰერცოგი997 @ Sep 3 2009, 09:43 PM) *
ეერთი ეეს მაინტერესებს ჩემი ძაღლი რაღაც არ მომწონს არც საჭმელს ჭამს და ცოტა არ იყოს გახდა და ბ12 ხომ არ დავარჭო ჭიაზე დავამუშავე და ტკიპაზე და ეეგეთებზეე


რამდენი ხანია მასეა? კიდევ დააკვირდი, სისუსტე აღენიშნება?, სიცხე გაუზომე, ძაღლის ნორმალური ტემპერატურა არის 38 გრადუსი, შარდი რა ფერის აქვს?

თუ არ ჭამს, სუსტად არის, შარდი მუქი აქვს და სიცხეც აქვს, მაშინ პირის ლორწოვანი ნახე, თუ გათეთრებული აქვს, ეგრევე წაიყვანე ვეტექიმთან და დაიწყე პიროპლაზმოზის წინააღმდეგ მკურნალობა, ძალიან ცუდი დაავადება არის

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Sep 4 2009, 08:15

არა სიცხე არ აქვ პროსტა ძალიან ცოტას ჭამს და სახლში სულ წევს ეზოშო რომ ჩამყავს თავის საქმეს მოითავებს და არც დარბის არც თამაშობს დაგიჯდება გვერდით და არის განუნდზრევლად ცოტა მალეც იღლება მინდორში შარშანდელთან შედარებით

პოსტის ავტორი: ზაზა Sep 4 2009, 16:46

გიორგი,როკიც ბოლო ორი ნადირობაა,ვერაა რაღაც.სიცხე არა აქვს,მარა რაღაცნაირად მოითენთება ხოლმე,ნამი საერთოდ არაა სადაც ვნადირობ,მერე დავაძალე ემუშავა და მაგას ვაბრალებ,გადახურდა ეტყობა.შენი ინიციატივით არ გაუკეთო,ვეტექიმს ანახე

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Sep 4 2009, 17:17

ხო მართალი ხარ მაგრამ გაუკეთე დილით ბ 12 და მაგარი გამოაკეთა თამაშის ხასიათზეც მოვიდა თან მომგონი უფრო გადაღლილი იყო და მაგის ბრალი იყო უფრო იქითა კვირას დილის 6 საათიდან საღამომდე 7 ვანადირე და მეც ვაძალებდი მუშაობასს

პოსტის ავტორი: ლევანა90 Sep 4 2009, 22:47

ჰერცოგი997
ჩემიც ეგრეა ცოტას ჭამს და დასუსტდა ყველა მეუბნება სიცხეებიაო და მაგიტომო და ცოტახანში მადაც მოუაო .. რავი მეც ვნერვიულობ ბ12 ბ1 ბ6 და ც ვიტამინებიც უკეტე მარა რავი ისევ ისეა . newsmile038.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Sep 4 2009, 23:14

აი ეეხლაც დილით უჭამია ჩემსას სუპი და პედიგრი და იმის მერე არაფერი არ შეუჭამია

პოსტის ავტორი: გოგა Sep 7 2009, 22:41

მართალია,სიცხეებმა იცის მადის დაკარგვა.მაგრამ ამ ზაფხულში მგონია ისეთი სიცხეები არც ყოფილა ეგ რო დამართნოდა ძაღლს

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Sep 7 2009, 22:54

არა სიცხეები დიდი არ იყო მაგრამ რომ ანადირებ ისეთ გარემოსი სადაც წყალი არ არის და 5 საათი რომ მუშაობს ძაღლი ძალიან იღლება თან სულ დაძაბულია შენც და ისიც და ამიტომ რომ მოიყვან ხოლმე არანაირი ჭამის სურვილი არ აქვ ეეგრევე იძინებ და ჭამას ნაკლებად აქცევს ყურადღებას ამიტომ მემგონი ვიტამინები ურიგო არ იქნებოდა.

პოსტის ავტორი: giga_bai Sep 19 2009, 22:55

გამარჯობათ ყველას!

თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ. რა წამალი დავალევინო რო გაუყუჩდეს დგეს მაინც და ხვალ ვეტერინართან წავიყვან. მგონი ღვიძლი ტკივა და ანალგინი რო დავალევინო შეიძლება?

გთხოვთ მირჩიოთ რამე?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Sep 19 2009, 22:59

ვა და რა დაეემართა რატომ ატკივდა

პოსტის ავტორი: giga_bai Sep 19 2009, 23:06

ციტატა(ჰერცოგი997 @ Sep 19 2009, 11:59 PM) *
ვა და რა დაეემართა რატომ ატკივდა


ცუდად არის. 1 კვირაა ვმკურნალობ. რაგაც ინფექცია შეეჭრა ტკიპისგან, ან რაგაც ჭამა. და თან საგურამოში მყავდა და გახდა ძალიან და დაუქვეითდა ორგანიზმი. დაკარგული იყო. რა ვქნა რა წამალი მივცე?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Sep 19 2009, 23:17

წამალ ვერაფერს მიცემ ჯერ ჯერობით და ხვალ დილასვე წაიყვანე ექიმთან და გადასხმები დაჭირდება სასწრაფოდ თუ ტკიპისგან არის სისხლზე ხომ არ გადის შარდში ვგულისხმობ სასწრაფოდ ეექიმი ჯირდება. ვეტერინარის ომერსაც მოგცემ ვინც 4 წლის უკან გადამირჩინა ძაღლი ლექო ქვია ნუცუბიძის ქუჩაზეა 877585878

პოსტის ავტორი: giga_bai Sep 19 2009, 23:19

ციტატა(ჰერცოგი997 @ Sep 20 2009, 12:17 AM) *
წამალ ვერაფერს მიცემ ჯერ ჯერობით და ხვალ დილასვე წაიყვანე ექიმთან და გადასხმები დაჭირდება სასწრაფოდ თუ ტკიპისგან არის სისხლზე ხომ არ გადის შარდში ვგულისხმობ სასწრაფოდ ეექიმი ჯირდება


გადასხმებს ვუკეთებ. უბრალოდ ეხლა რო ცოტა მოეშვას ტკივილი და დაეძინოს. და ანალგინი რო დავალევინო?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Sep 19 2009, 23:20

და რამდენი გადასხმა გაუკეთე

პოსტის ავტორი: giga_bai Sep 19 2009, 23:23

ციტატა(ჰერცოგი997 @ Sep 20 2009, 12:20 AM) *
და რამდენი გადასხმა გაუკეთე


4 და ცოტა ჯანზე მოვიდა. და დღეს მაღალ კალორიული საჭმელი ვაჭამე, და მაგან მე მგონი აუტკია ღვიძლი, მანამდე დიეტაზე მყავდა, ანუ მძიმე საჭმელს არ ვაჭმევდი და ჯანზე იყო და ენერგიაზეც მოდიოდა ... ეხლა პროსტა მინდა რო დაიძინოს. ერთხელ უკვე გაათენა ტკივილში ღამე და რა დავალევინო არ ვიცი...

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Sep 19 2009, 23:25

აუ არ ვიც ტო ხო ისეთი დიეტური რომ მიცე და შეჯამოს ან წყალი დალიოს ჯობია ეეხლა მკაცრ დიეტაზე უნდა გყავდეს სხვა არაფერი არ მიცეე ჯობია

პოსტის ავტორი: giga_bai Sep 19 2009, 23:37

ციტატა(ჰერცოგი997 @ Sep 20 2009, 12:25 AM) *
აუ არ ვიც ტო ხო ისეთი დიეტური რომ მიცე და შეჯამოს ან წყალი დალიოს ჯობია ეეხლა მკაცრ დიეტაზე უნდა გყავდეს სხვა არაფერი არ მიცეე ჯობია


კარგი არ მივცემ წამალს. მე მგონი ცოტა მიეძინა კიდევაც. და ხვალ წავიყვან ვეტ-კლინიკაში.

ჰერცოგი997 მადლობა რჩევისთვის

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 20 2009, 00:21

აუ..არც 919-ია შემოსული და არც შოთა..თორე ეგენი გირჩევდნენ...მე აზრზე არ ვავ თორემ გირჩევდი რამეს...მაგრად შემეცოდა...

პოსტის ავტორი: 919 Sep 20 2009, 01:13

giga_bai
სალამი

1. პირღებინაბა თუ აქვს?
2. არასასიამოვნო სუნი პირიდან?
3. კუჭში როგორ გადის, სიხშირე, რა ფერის და კონსისტენციის განავალი აქვს?
4. როგორ შარდავს, ფერი, სისქე და სიხშირე?
5. უბზინავს თუ არა ბეწვი?

რა საჭმელს აჭმევ? ნატურალურს თუ მშრალ კორმს? რა ასაკის და სქესის არის ძაღლი?
როდის გაუკეთდა ბოლო დეგელმეტიზაცია - პარაზიტების (გელმიტი ჭიებს) პროფილაქტიკური ღონისძიება?

თუ განავალი ღია ფერის არის - ღვიძლის და ნაღვლისბუშტის გაღიზიანებაა. ალახოლი და LIV52 არის ყველაზე
ხშირად გამოყენებადი პრეპარატია. თუ ძალიან მუქი - კუჭნაწლავი.
თუ მოწამვლვას აქვს ადგილი - რეგიდრონი.


მე ვეტერინარი არა ვარ, უბრალოდ მყავს 3 ძაღლი სხვა დასხვა ასაკის და აქედან
გამოცდილებაც... მიიყვანე კაკო რუიძესთან მთაწმინდაზე, სავანელის 4.
ტელეფონი დევს ვეტერინარიის განყოფილებაში.

თუ ღვიძლია გაღიზიანებული - აბის მიცემა არ ღირს, მხოლოდ ინიექცია!
ანუ ტკივილის გაყუჩებას გირჩევ მხოლოდ ნემსით - ანალგინი, ბარალგინი, მაქსიგანი და ასე შემდეგ.

მაგრამ მიიყვანე ვეტთან ნებისმიერ შემთხვევაში!!!
აბა, გისურვებთ გამოჯანმრთელებას! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: giga_bai Sep 20 2009, 01:28

ციტატა(919 @ Sep 20 2009, 02:13 AM) *
giga_bai
სალამი

1. პირღებინაბა თუ აქვს?
2. არასასიამოვნო სუნი პირიდან?
3. კუჭში როგორ გადის, სიხშირე, რა ფერის და კონსისტენციის განავალი აქვს?
4. როგორ შარდავს, ფერი, სისქე და სიხშირე?
5. უბზინავს თუ არა ბეწვი?

რა საჭმელს აჭმევ? ნატურალურს თუ მშრალ კორმს? რა ასაკის და სქესის არის ძაღლი?
როდის გაუკეთდა ბოლო დეგელმეტიზაცია - პარაზიტების (გელმიტი ჭიებს) პროფილაქტიკური ღონისძიება?

თუ განავალი ღია ფერის არის - ღვიძლის და ნაღვლისბუშტის გაღიზიანებაა. ალახოლი და LIV52 არის ყველაზე
ხშირად გამოყენებადი პრეპარატია. თუ ძალიან მუქი - კუჭნაწლავი.
თუ მოწამვლვას აქვს ადგილი - რეგიდრონი.


მე ვეტერინარი არა ვარ, უბრალოდ მყავს 3 ძაღლი სხვა დასხვა ასაკის და აქედან
გამოცდილებაც... მიიყვანე კაკო რუიძესთან მთაწმინდაზე, სავანელის 4.
ტელეფონი დევს ვეტერინარიის განყოფილებაში.

თუ ღვიძლია გაღიზიანებული - აბის მიცემა არ ღირს, მხოლოდ ინიექცია!
ანუ ტკივილის გაყუჩებას გირჩევ მხოლოდ ნემსით - ანალგინი, ბარალგინი, მაქსიგანი და ასე შემდეგ.

მაგრამ მიიყვანე ვეტთან ნებისმიერ შემთხვევაში!!!
აბა, გისურვებთ გამოჯანმრთელებას! newsmile05.gif


1. ესეიგი ღებინება არ აქვს.
2. პირიდან ისეთი უცხო სუნი არ ამოდის, ჩვეულებრივ როგორც ყოველთვის
3.კუჭში დღეში სამჯერ გადის ან ორჯერ, ბერს არა მარა ნორმალურს. ნუ თხლად ძაან არ გადის მარა საშუალოდ გადის და ოდნავ მუქია.
4. შარდვით იცოცხლე, ბევრს შარდავს, მაგრამ მუქ ყვითლად
5. ბეწვზე რა გითხრა, ერთი კვირაა არ დამიბანია, თან ამას ცოტა გრძელი და უფრო უხეში ბეწვი აქვს ვიდრე სხვა დრატხარს, ამიტომ არ ბზინავს, ცოტა ცხიმიანი აქვს .

საჭმელს ვაჭმევ ხაჭოს, მაწონს, კონსერვის გვიძლი რომ არის "darling" მაგას, და მაღალ კალორიულ მშრალ კორმს. ძაღლი 8 წლის ხდება. ეს დეგელმეტიზაცია ზუსტად არ ვიცი რას ნიშნავს. მაგრამ ეხლა რომ ჩამოვიკვანე და მივიყვანე კლინიკაში რაღაც არცრები გაუკეთეს.

ეს არის და ეს. ეხლა ჩაეძინა. და ხვალ ალბათ გავაქანებ. მე მგონია რომ ღვიძლი ტკივა. რომ ვაჭერ ღვიძლის ადგილას ტკივა. მოკლედ დიდი მადლობა 919 რჩევისთვის. ღმერთმა ქნას მალე გამოჯანმრთელდეს, თორე დავიტანჯე ამის საცოდაობით. newsmile038.gif

აი რა ჯანზე იყო და ეხლა მაგარი გამხდარია. ფოტო არ მაქვს სამწუხაროდ
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: 919 Sep 20 2009, 13:02

giga_bai
როგორც ჩანს მე და შენ სეხნიები ვართ newsmile045.gif
მეც გიგა ვარ...
დეგელმეტიზაცია ნიშნავს ჭიების გაყვანას. აბის, ხსნარის ან ნემსის მეშვეობით.
პირველი ორი უფრო პოპულარულია.
3-ჯერ კუჭში გასვლა ცოტა არ იყოს ხშირია - ჩემი ლაბრადორი დღეში 2-ჯერ გადის,
დილა-საღამოს. ბევრს ხომ არ აჭმევ ეგ არის საკითხავი... დროზე მიიყვანე ვეტთან! newsmile020.gif

ისე ეს არრი-ფლექსია თუ მეჩვენება ?!

პოსტის ავტორი: giga_bai Sep 20 2009, 19:24

ციტატა(919 @ Sep 20 2009, 02:02 PM) *
giga_bai


ისე ეს არრი-ფლექსია თუ მეჩვენება ?!


ხო არრია... შარშან წინ პროექტი იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების და ერთ-ერთი ჩემი სცენარი გავიდა და გადავიღე ფილმი 10 წუთიანი. და ჩემი ძაღლიც ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელია. შენ გაქვს რამე კავშირი ამ სფეროსთან? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 20 2009, 22:20

giga_bai
დაგვიგდე რა შენი ფილმი სხვა თემებში

ეს ოფია და წაიშლება

პოსტის ავტორი: 919 Sep 20 2009, 22:26

giga_bai
ძაღლი როგორ არის?
მეც შევნიშნე ხოშიანი ანტურაჟია!!!
ძალიან მომეწონა ძაღლი და ფონი.

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 20 2009, 23:13

რაქენი..გყავდა ექიმთან ძაღლი???.. როგორ არის???..

პოსტის ავტორი: giga_bai Sep 21 2009, 02:06

ციტატა(ვიტო @ Sep 20 2009, 11:20 PM) *
giga_bai
დაგვიგდე რა შენი ფილმი სხვა თემებში

ეს ოფია და წაიშლება


ჯერ ვერ დავაგდებ, ფერის კორექცია კეთდება. ქართველების ამბავი არ იცი. გაწელავენ დროს და 2 წელი უნდები ერთი პატარა ფილმის გაკეთებას. თან 10 ფილმი არის ერთ ალმანახად გამოსული, ანუ ერთი თემა არის და ერთ პაკეტშია. ალბათ უახლოეს მომავალში იქნება მზად და აუცილებლად განახებთ.

აი ეს რამდენიმე კადრი კადრი ფილმიდან.
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

მე მგონი თემას გადავუხვიე და ჯობია აქ გავწყვიტო.


ციტატა(ლევანი @ Sep 21 2009, 12:13 AM) *
რაქენი..გყავდა ექიმთან ძაღლი???.. როგორ არის???..


დღეს არავინ არ მუშაობდა. კვირა იყო და დავურეკეთ ექიმს და შეილება ნანემსარი ტკივაო. თურმე ცუდი ტკივილები იცის მაგან. ან კიდე გუშინ რო ვაჩამე საჭმელი შეილება იმან დაამძიმა და კუჭი აატკია. თან ბევრი გაზები ქონდა. ეხლა ნორმალურადაა, ხვალ ალბათ მივიყვან ექიმთან.

პოსტის ავტორი: კოლხი Sep 23 2009, 00:42

ღვიძლი ექნება სუსტი

პოსტის ავტორი: გოგა Sep 23 2009, 14:31

ჰერცოგი997

მე მეგონა უბრალოდ არ ჩამდა.უწყლო ადგილში კი არა,ისედაც არ შეჭამს ნადირობის მერე აბა რა იქნება.მთელი დღე რო ძაღლი ინადირებს და 10 კილომეტრს გაიბენს ჭამის თავი აღარც ექნება.მე დრათხარი მყავდა და ნადირობიდან რო მოვდიოდი საღამოს მანქანიდან ძლივს გადმოდიოდა(პრინციპში ის ხნიერი იყო,მაგრამ მაინც)

პოსტის ავტორი: იკა კაპანაძე Sep 23 2009, 14:53

კაცო თქვენი ცოტას ჭამს და ჩემმა პუდელმა საერტოდ დაანება ჭამას თავი ანუ 2 კვირა იქნება რაც 2 დღეში ერთხელ ჭამს და ისიც რასაც დღეში ჭამდა იმის ნახევარსაც არა, მარა უხასიათობა არ ეტყობა. ნეტა რა უნდა ჭირდეს?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Sep 23 2009, 15:03

კოლხი
მართალი ხარ 4 წლის უკან ღვიძლზე პრობლემა ქონდა და იმის მერე სულ ეეგრეა სულ ვაკონტროლებ რამე ისეთი არ შეჭამოს

პოსტის ავტორი: davit006 Sep 26 2009, 20:25

ვინმეს ტუ გაგიგიატ დზაგლის ეპილეპსია? 4 ცლის გორდონი მკავს ბოლო 3 ნადირობაზე კრუნცხვები ემარტება, მერე ისევ აგრდზელებს მუსაობას, მარა იმ ტემპსი ვეგარ. აკამდე არასდროს მოსვლია ეგეტი რამე. რუსტავსი დამკავს ოლიასტან და მაგან დაუსვა ეგ დიაგნოზი. ტუ გსმენიატ ეგეტი რამე პრაკტიკასი ამიხსენიტ რა. პირველია ესეტი რაგაც რო ვნახე, დზაგლები კი კოველტვის მკავდა, მაგრამ ესეტი არცერტს არ კონია.

პოსტის ავტორი: mgm Sep 26 2009, 20:46

ციტატა(davit006 @ Sep 26 2009, 09:25 PM) *
ვინმეს ტუ გაგიგიატ დზაგლის ეპილეპსია? 4 ცლის გორდონი მკავს ბოლო 3 ნადირობაზე კრუნცხვები ემარტება, მერე ისევ აგრდზელებს მუსაობას, მარა იმ ტემპსი ვეგარ. აკამდე არასდროს მოსვლია ეგეტი რამე. რუსტავსი დამკავს ოლიასტან და მაგან დაუსვა ეგ დიაგნოზი. ტუ გსმენიატ ეგეტი რამე პრაკტიკასი ამიხსენიტ რა. პირველია ესეტი რაგაც რო ვნახე, დზაგლები კი კოველტვის მკავდა, მაგრამ ესეტი არცერტს არ კონია.


გამიგია და ჭირდა ჩემი ახლობლის ძაღლს, კრუნჩხვები ემართებოდა. ოლიამ მასაც ეპილეფსია დაუდგინა, მაგრამ საბოლოოდ სიმსივნე ქონდა ძაღლს, მაგის მიზეზით დასუსტებული ორგანიზმი ვერ უძლებდა დატვირთვას ან ზედმეტ დაძაბულობას(ეს ჩემი აზრია) სხვა ვეტერინარსაც ანახე.

პოსტის ავტორი: 919 Sep 26 2009, 23:13

ეპილეპსიის შემთხვევაში ცხიმოვანი დიეტა შველის ადამიანს და ძაღლსაც...
ანუ დღეში 2-ჯერ ჩაის კოვზი კარაქი აჭამე ძაღლს. ადამიანს 100-100გრ
კარაქს აჭმევენ...

პოსტის ავტორი: AlekoN Oct 11 2009, 11:33

tanne
ლეკვებს რომ ცრიან (ამერიკული ვაქცინით - დურამონით ოთხჯერ და რუსულით სამჯერ), მაგ ვაქცინებს ცოფთან კავშირი არ აქვთ.
ეგ ვაქცინები ლეკვს იცავს ჭირის, ენტერიტის, ვირუსული ჰეპატიტის, მგონი ლეპტოსპიროზისა და კიდევ სხვა დაავადებებისაგან.
იგივე ვაქცინა ჭირდება ზრდასრულ ძაღლს წელიწადში ერთხელ.

მე პირადად, ცოფზე არ ვცრი ერთ წლამდე, იმიტომ რომ, ქუჩაში არ გამყავს ჩემი ძაღლი.
საერთოდ, არა მგონია, აუცილებლობას წარმოადგენდეს ექვს თვემდე ცოფზე აცრა.

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Oct 11 2009, 12:32

ადრე ერთ წლამდე არ ცრიდნენ ცოფზე იმიტო რო ზრდას აფრეხებდა, მარა ეხლა უკვე არის ისეთი ვაქცინა რომელიც არ აფერხებს ზრდას და სამითვიდან შეგიძლია უკვე აცრა

პოსტის ავტორი: ნოსო Oct 11 2009, 13:21

ვანიჩკა
არაა ჭირის წამალი კავშირში ცოფთან,ცოფი ეცადე 8 თვისას გაუკეთო(თუ ზაფხული არ მოუწია)თუ არა და 6 სის მერე,და ჭირის უნდა პირველ წელს 3 თციდან 3 ჯერ 10 დღის ინტერვალით,და წლის ბოლოს 1 კიდევ,მერე უნდა 2 წლის რომ იქნება(წელიწადში ერთხელ და ა.შ.) ,მერე უნდა 3 რომ იქნება მერე 5 რო იქნება მერე 8 რომ იქნება და მეტი არ ჭირდება ძმაოnewsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Oct 11 2009, 13:34

ნოსო

ციტატა
ვანიჩკა
არაა ჭირის წამალი კავშირში ცოფთან,ცოფი ეცადე 8 თვისას გაუკეთო(თუ ზაფხული არ მოუწია)თუ არა და 6 სის მერე,და ჭირის უნდა პირველ წელს 3 თციდან 3 ჯერ 10 დღის ინტერვალით,და წლის ბოლოს 1 კიდევ,მერე უნდა 2 წლის რომ იქნება(წელიწადში ერთხელ და ა.შ.) ,მერე უნდა 3 რომ იქნება მერე 5 რო იქნება მერე 8 რომ იქნება და მეტი არ ჭირდება ძმაო


ჭირის წამალი ცოფთან რო არაა კავშირში ვიცი newsmile05.gif მე ჩემი ძაღლი 4 თვისა ავცერი ცოფზე და არანაირი პრობლემა არ ქონია newsmile05.gif ის რაც წინა პოსტში დავწერე ვეტექიმმა მელაპარაკა თორე ადრე რო მყავდა ძაღლი პირველად ერთი წლისა ავცერი ცოფზე

და კომპლექსური აცრები თვენახევრისას გავუკეთე 3 ნემსი ორი კვირის ინტერვალით, მერე 6 თვისას გავუკეთე და კიდე 1 წლისას ეკუთვნის ეხლა და მერე უკვე წელიწადში ერთხელ უნდა

პოსტის ავტორი: ნოსო Oct 11 2009, 13:42

ვანიჩკა
არაა მთალდ სწორი 1,5 თვის ძაღლის აცრა,აცრა არის დაავადება მცირე დოზით რომ იმუნიტეტი გამოუმუშავდეს და 1,5 ძაღლს ბოდიში და მოფსმა არშეუძლია მარტოnewsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

ამიტომ ჯობია 3 თვის აიცრას,7 თვის ცოფი,და როგორც მონადირეები ამბობენ 1 წლისას დაიგეშოსnewsmile05.gifnewsmile05.gifეგ არის სტანდარტი თორემ შენ როგორ გაგიხარდეს ძმაო ისე მოიქეციnewsmile05.gifnewsmile05.gif

ისე და ლავერაკი მაგარია ვიც ირომ ლავერაკისტი ხარnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Oct 11 2009, 16:53

ნოსო

ციტატა
არაა მთალდ სცორი 1,5 თვის ძაღლის აცრა,აცრა არის დაავადება მცირე დოზით რომ იმუნიტეტი გამოუმუშავდეს და 1,5 ძაღლს ბოდიში და მოსმა არშეუძლია მარტო

არ ვიცი ძამიკო ვერ შეგედავები newsmile05.gif მე რასაც ვეტექიმი მეუნება იმას ვაკეთებ ხოლმე newsmile05.gif

ცოფის აცრა tanne_ეს აინტერესებდა და რაც ვიცოდი ის ვუპასუხე newsmile05.gif

ციტატა
ისე და ლავერაკი მაგარია ვიც ირომ ლავერაკისტი ხარ

ლავერაკი მაგარია newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 12 2009, 01:36

ვანიჩკა

ციტატა(vanichka @ 11th October 2009 - 02:34 PM) *
და კომპლექსური აცრები თვენახევრისას გავუკეთე 3 ნემსი ორი კვირის ინტერვალით, მერე 6 თვისას გავუკეთე და კიდე 1 წლისას ეკუთვნის ეხლა და მერე უკვე წელიწადში ერთხელ უნდა

რა ამბავია, ჩემმა ვეტმა მაგდენი არ გამაკეთებინა, 6 თვისას რა არცრა გაუკეთე?
პირველად მესმის აგ აცრა

პოსტის ავტორი: ზაზა Oct 12 2009, 13:36

როკისაც ისე გაუკეთეს თვენახევრის ასაკში აცრები,როგორც ვანიჩკას უწერია.ცოფზე კი 3 თვის იყო.სულ გარეთ გამყავდა და თან ბავშვებიც რომ მყავს,შინ იმპიჩმენტს მომიწყობდნენ და იძულებული ვიყავი.თუმცა ამან მის ზრდაზე როგორ იმოქმედა კი ხედავთ.მაქსიმუმია წონაშიც და სიმაღლეშიც.

პოსტის ავტორი: AlekoN Oct 15 2009, 16:44

QUOTE (ნოსო @ Oct 11 2009, 02:42 PM) *
ამიტომ ჯობია 3 თვის აიცრას,7 თვის ცოფი,და როგორც მონადირეები ამბობენ 1 წლისას დაიგეშოსnewsmile05.gifnewsmile05.gifეგ არის სტანდარტი თორემ შენ როგორ გაგიხარდეს ძმაო ისე მოიქეციnewsmile05.gifnewsmile05.gif

სამი თვის ასაკში აცრების დაწყება სადაური სტანდარტია, ერთი ეგ გამაგებინე?!

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 15 2009, 17:07

AlekoN
ყველა ვეტერინარი მასე იწყებს, აბა შენ გაგვაგებინე სტანდარტი როგორ არის?

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Oct 15 2009, 20:11

რავი მე მეორე ძაღლი მყავს და იმასაც თვენახევრისას გაუკეთეს პირველი აცრა, თუ ზუსტად მახსოვს 1 თვის და 21 დღის უნდა იყოს პირველი აცრა რო გაუკეთო

პოსტის ავტორი: ნოსო Oct 16 2009, 00:38

AlekoN
მესმის რომ ფოთი დაბალი დონეა თბილისთან შედარებით, მაგრამ პარმენა(ფოთში ერთადერთი ვეტერინარი)ძალიან მაგარი ექიმია და მე ვენდობი მას.

რომ განახათ მისი 20 ლარად გაკეთებული ოპერაციები და სასწაულად გადარჩენილი ძაღლები ყველა ვეტერინარი 3 თვეზე გადავიდოდაnewsmile05.gifnewsmile05.gif

ასე მითხრა იმ დალოცვილმა და რავიცი აბა მეnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: შალვა Oct 26 2009, 14:42

მაგარი დაბნეული ვარ! ვინც იცით იმან დაპოსტეთ(კიდე დაბნევა მინდა!?) ჩემმა ძაღლმა (პირველი მშობიარობაა) ერთი ლეკვი დაბადა!!! მეგონა რაღაცა ვიცოდი.... ხომ ვერ დამაკვალიანებთ რა მოხდა?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 26 2009, 14:51

არაფერი. ერთი დაბადა რაnewsmile045.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Oct 26 2009, 15:08

ეეეხლა მსჰობიარობს ტუ როგორ არის საქმე შეიძლება მეტი არც დაბადოს, მაგრამ 15 წუთის შუალედში შეიძლება კიდევ მეორე

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 26 2009, 15:10

შალვა
რა უნდა მომხდარიყო? ერთია რა, რამეს ეჭვობ?

პოსტის ავტორი: შალვა Oct 26 2009, 15:22

არა ეჭვით არაფერს არ ვეჭვობ,გუშინ მე და ტამპლიერი ხაშს რომ ვურტყავდით 10 სთ-ზე დამირეკეს და მითხრეს რომ დაეწყო(აგული ნაჩინაეტსია) საღამოს 20სთ-მდე ბიჭებს ფანარი ჰქონდათ მინათებული ერთ ადგილზე და ერთის მეტი არ დაუგდია, კაროჩე დემოგრაფიულ ამბავში აქაც თუ პრობლემა იქნებოდა რას წარმოვიდგენდი, არადა ეხლა უხსენი ვიზეც შეპირებული ვიყავი ლეკვებს ერთის მეტი არ იყოო, ვინმე დამიჯერებს? მეტი არ იქნა ჩემი მტერი newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: შალვა Oct 26 2009, 15:22

newsmile040.gif

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Oct 26 2009, 15:25

შალვა

ჩემმა დრათხარმაც ერთი დაბადა.მემგონი არაფერი პრობლემა არ არის

პოსტის ავტორი: შალვა Oct 26 2009, 15:28

გიორგევიჩ მადლობა საჭირო ინფორმაციისათვის.


პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 26 2009, 15:32

შალვა
6 წელზე ზემოთ ზოგიერთ ძაღლებს ემართებათ. ისე ახალგაზრდებშიც ბევრჯერ გამიგია 1 ლეკვის ამბავი. დააკვირდი ძუძუ რამდენი განუვითარდა აბა? და შენი რა ხნისაა?

პოსტის ავტორი: შალვა Oct 26 2009, 15:35

2 წლის არ არის, ძუძუს დღეს ვერ შევხედავ ხვალ გავდივარ სანახავად და დავაკვირდები.

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Oct 26 2009, 15:45

ციტატა(Giorgi @ 26th October 2009 - 04:32 PM) *
6 წელზე ზემოთ ზოგიერთ ძაღლებს ემართებათ. ისე ახალგაზრდებშიც ბევრჯერ გამიგია 1 ლეკვის ამბავი. დააკვირდი ძუძუ რამდენი განუვითარდა აბა? და შენი რა ხნისაა?


კაკ რაზ ჩემიც 6 წელზე ზევით იყო.და ძუძუც ყველა ქონდა განვითარებული

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 26 2009, 15:48

შალვა
მერამდენე ლეკვობაა?

პოსტის ავტორი: შალვა Oct 26 2009, 15:50

ჭალიმგელა
პირველი

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 26 2009, 15:55

ოოოდა აგაშენა ღმერთმა. ეგეც იცის ხოლმე და ძაან ხშირად. არაფერი პრობლემა არ არის, ერთის გარდა: მამალი ძაღლის პატრონს რას მისცემ??? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შალვა Oct 26 2009, 15:58

ციტატა(ჭალიმგელა @ Oct 26 2009, 04:55 PM) *
ოოოდა აგაშენა ღმერთმა. ეგეც იცის ხოლმე და ძაან ხშირად. არაფერი პრობლემა არ არის, ერთის გარდა: მამალი ძაღლის პატრონს რას მისცემ??? newsmile05.gif

პრობლემა თუ არ არის ძალიან კარგი, რაც შეეხება მამალი ძაღლის პატრონს მაქაც პრობლემა არ არის ეგეც მე ვარ newsmile090.gif

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Oct 26 2009, 16:15

ციტატა(shalva @ 26th October 2009 - 04:58 PM) *
მამალი ძაღლის პატრონს მაქაც პრობლემა არ არის ეგეც მე ვარ newsmile090.gif


newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
ისე მაგ დროს მგონი სიძის პატრონი ისე რჩება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Oct 26 2009, 20:20

შალვა
რა ძაღლია და ერთი ლეკვი რატომ დაბადა რაგაც დარგვევა ხომ არ არის

პოსტის ავტორი: შალვა Oct 27 2009, 12:15

ჰერცოგი997
დრათხარის და სეტერის(ირლანდ) ნაჯვარია, მაგრად ნადირობს, ენერგია დრათხარის საქციელი სეტერის, მაგარი დამჯერეა, შევაჯვარე კურცხალზე(მამრ) ესეც კარგად ნადირობს, მაგრამ უკვე 7 წლისაა და დიდ დატვირთვას აღარ ვაძლევ, ძირითადად კაკაბზე და ხოხობზე(მეურნეობებში) მუშაობს, ეხლა ამათი რა გამოვიდა მაგრად მაინტერესებს, შესახდად ვის გავს? დღეს ვიყავი სანახავად და ლეკვი ვერვნახე ბუტკაში თივაში ყავს ჩაგორებული და აღარ შევაწუხე, ვიცი ზოგი მეტყვის სუფთა სისხლი ესაო ისაო ვეთანხმები სუყველას სუფთა სისხლი სუფთა სისხლია ,მაგრამ ორივე ვიცი რა გენების მატარებლებლები არიან, მაგრად ნადირობენ, გამოფენები 100 წელი არ მადარდებს და + ჩემ ჭიას ვახარებ newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Oct 27 2009, 17:38

ვა კარგად აგირევია სისხლები ალბათ გამოვა რამე, მთაარია თქვენთვის სანადირო მეურნეობებში ინადიროსს

პოსტის ავტორი: chika Nov 11 2009, 04:15

მე ფროფესიით ვეტერინარი ვარ და ერთს გეტყვით ბიჭებო 1.5 ლეკვს პირველად უკეთდება დეჰელმიტიზაცია ანუ ჭიების გამოყრა, მერე ერთი 10 დღის შემდეგ პირველი კომპლექსური აცრა ორი კვირის შემდეგ მეორე კომპლექსური. ხოლო რაც შეეხება ცოფის აცრას სამი თვის ასაკში ეს მომრავლებული ცოფის შემთხვევების გამო აუცილებელი გახდა და შევიდა ვეტერინარიის კანონში თუ არ ვცდები 2006 წლიდან.რაც შეეხება იმას, რომ ცოფის აცრა ზრდას აფერხებს ეგ მითია. მესამე აცრა კბილების გამოცვლის შემდეგ ხდება ანუ 6 თვის ასაკში და ერთი წელი თავისუფალია ეს ყველაფერი კეთდება მყარი იმუნიტეტის გამოსამუშავებლად

პოსტის ავტორი: chika Nov 11 2009, 04:32

შალვა

ხო რაც შეეხება ერთი ლეკვის დაბადებას ეს ხშირად ხდება პირველი შეჯვარებისას. საკონტროლო შეჯვარება თუ მოხდა ანუ მესამე დღეს კიდევ ერთხელ? ამასაც მნიშვნელობა აქვს, ის ფაქტორიც არის რომ ძაღლი ახალგაზრდაცაა ყოველთვის სასურველია ძაღლი 2 წლის ასაკში შეჯვარდეს, მაგრამ არა უშავს სემდეგში უკვე ერთი 5 ლეკვი მაინც იქნება

პოსტის ავტორი: ზაზა Nov 11 2009, 08:32

ციტატა(chika @ Nov 11 2009, 05:15) *
მე ფროფესიით ვეტერინარი ვარ და ერთს გეტყვით ბიჭებო 1.5 ლეკვს პირველად უკეთდება დეჰელმიტიზაცია ანუ ჭიების გამოყრა, მერე ერთი 10 დღის შემდეგ პირველი კომპლექსური აცრა ორი კვირის შემდეგ მეორე კომპლექსური. ხოლო რაც შეეხება ცოფის აცრას სამი თვის ასაკში ეს მომრავლებული ცოფის შემთხვევების გამო აუცილებელი გახდა და შევიდა ვეტერინარიის კანონში თუ არ ვცდები 2006 წლიდან.რაც შეეხება იმას, რომ ცოფის აცრა ზრდას აფერხებს ეგ მითია. მესამე აცრა კბილების გამოცვლის შემდეგ ხდება ანუ 6 თვის ასაკში და ერთი წელი თავისუფალია ეს ყველაფერი კეთდება მყარი იმუნიტეტის გამოსამუშავებლად


გეთანხმები
ზუსტად ეგრე გაუკეთეს როკის თავის დროზე.
ეს არის დღევანდელი სტანდარტი და უმრევლესობა ვეტექიმებისა ამას მიყვება

ციტატა(chika @ Nov 11 2009, 05:32) *
შალვა

ხო რაც შეეხება ერთი ლეკვის დაბადებას ეს ხშირად ხდება პირველი შეჯვარებისას. საკონტროლო შეჯვარება თუ მოხდა ანუ მესამე დღეს კიდევ ერთხელ? ამასაც მნიშვნელობა აქვს, ის ფაქტორიც არის რომ ძაღლი ახალგაზრდაცაა ყოველთვის სასურველია ძაღლი 2 წლის ასაკში შეჯვარდეს, მაგრამ არა უშავს სემდეგში უკვე ერთი 5 ლეკვი მაინც იქნება



2 წლის იყო როკის დედა და პირველივე მშობიარობაზე არც მეტი არც ნაკლები 9 ლეკვი დაბადა,7 ძუ 2 ხვადი.ამიტომ აქ პირველ მშობიარობაზე მეტად ე.წ. საკონტროლო შეჯვარება მოხდა თუ არა ეგაა საინტერესო.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 25 2009, 12:40

ხალხნო ძაღლი გამიხდა მაგრად, კარგად ვაჭმევ მაგრამ მაინც ვერ გავასუქე დამეხმარეთ ვისაც შეგიძლიათ

რჩევა მჭირია

პოსტის ავტორი: gogita.m Nov 25 2009, 12:48


T A M P L I E R ჭიები ხომ არ არის?

პოსტის ავტორი: Maverick Nov 25 2009, 12:50

T A M P L I E R
მადა როგორი აქვს?
პირველ რიგში ჭიებზე დაამუშავე, ჭიების მერე გაუკეთე ვიტამინები, B6, B12,
შეუცვალე საჭმელი, მიეცი მაღალი ხარისხის საკვები, თუ ამანაც არ უშველა, შესაძლოა ღვიძლის პრობლემა იყოს, პრინციპში ამ პრობლემას ეხლაც შეამჩნევ, თუ განავალს დააკვირდები,
თუ განავალი გადაუმუშავებელი საკვების ფერის არის, ან მოთეთროა, სავარაუდოდ ღვიძლია

პოსტის ავტორი: chika Nov 25 2009, 13:31

T A M P L I E R

რამხელაა ძაგლი რა ასაკის ანუ? რას აჭმევ? კიდევ სანადიროდ რამდენჯერ გყავდა მარტო ამ სეზონზე? ასე მართლა რთულია ვინმემ რამე რჩევა მოგცეს, თუ დრო გაქვს მიუყვანე ვეტერინარს შეგიძლია მეც მომიყვანო მე ეხლა ძველი ცირკის სასტუმროს ქვესჰ დავიწყე მუშაობა დილის 11 საათიდან საგამოს 19:00 მდე იქ ვარ. ვეტერინარზე კარგ რჩევას არავინ არ მოგცემს ძაღლი უნდა ინახოს თუ დამიჯერებ

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 25 2009, 13:36

gogita.m
ჭიებზე დამუშავების დრო კია მაგრამ არ მგონია მთლად მაგის ბრალი იყოს.
Maverick
მადა მაგარი აქვს კარგად ჭამს და ხალისზეც არის
ეს ვიტამინები B6, B12, ,რას აკეთებს

chika
ძაღლი 1.6 თვისაა ვაჭმევ ყველაფერს კორმა და სახლის საჭმელი

პოსტის ავტორი: chika Nov 25 2009, 15:15

T A M P L I E R
ჩემი რჩევაა როგორც ვეტერინარის მარტო კორმაზე გყავდეს საჭმელს ნუ ურევ ჩვენი საჭმელებიდან ძაღლში ბევრი არაფერი არ რჩება ყუათიანი, თუ მაინც და მაინც ცოტა გასუქება გინდა შეგიძლია სიმინდის ფქვილის ფაფა აჭამო, შიგ გაურიო გატარებული სტაფილო ვაშჰლი ხორციც ფაფა წყალზე უნდა იყოს მოხარშული, ეტყობა ძალიან ბევრს ატარებ და ვერ ასწრებს მოსუქებას ბევრ ენერგიას ხარჯავს აგსადგენად კი დრო არ აქვს იქნებ მაინც მაჩვენო

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 25 2009, 15:34

chika

ციტატა(giorgi chikaidze @ 25th November 2009 - 16:15) *
ეტყობა ძალიან ბევრს ატარებ და ვერ ასწრებს მოსუქებას ბევრ ენერგიას ხარჯავს აგსადგენად კი დრო არ აქვს იქნებ მაინც მაჩვენო

ეხლა ზოგზოგიერთები რო გისმენდნენ შემჭამდნენ საქმეც იმაშია რო ხშირად ვერ დამყავს და მაინც არაფერი ეტყობა

პოსტის ავტორი: chika Nov 25 2009, 15:38

მაშინ გირჩევ ერთი კბილი ნიორი გადააყლაპო უზმოზე და მერე დააკვირდე მოსაქმებულს უეჭველი გამოოაყოლებს თუ რამე აქვს, ან ხომ არ ახველებს კიდევ? მოკლედ იქნებ მოახერხო და მომიყვანო ამდენ მარჩიელობას?

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Nov 25 2009, 15:41

ციტატა(giorgi chikaidze @ 25th November 2009 - 16:15) *
ეტყობა ძალიან ბევრს ატარებ და ვერ ასწრებს მოსუქებას ბევრ ენერგიას ხარჯავს აგსადგენად კი დრო არ აქვს

newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
ეგრეა!!! newsmile035.gif თან წვიმაში რო დაყავს სველდება ხოლმე და ცხიმებს კარგავს newsmile035.gif newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 25 2009, 15:43

chika
ხო გითხარი newsmile040.gif newsmile040.gif

პოსტის ავტორი: chika Nov 25 2009, 15:48

newsmile05.gif newsmile01.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გოგა Feb 9 2010, 18:06

ხალხო დღეს მყვადა ძაღლი გასასეირბენლად,ეხლა მოვედი.მაყვლის ბარდში თავი შეყო და ყურიდან სისხლი წამოუვიდა.ეტყობა კაპილარი დაზიანდა და ერთი ნახევარი საათია სისხლი მოსდის.ყურის წვერში აქვს პირდაპირ.იოდიც წაუსვი,ცოტა შეუჩერა,მაგრამ მაინც მოსდის ცოტა.სხვა რა მოუხერხო,შეუხვიე და მოიძრო.ეხლა ველოდები იქნებ შეუდედდეს და გაუჩერდეს სისხლდენა.რამე სხვა საშუალება ხო არ არის კიდევ რო წაუსვა???

პოსტის ავტორი: თენგო Feb 9 2010, 18:13

გოგა
ყინულები დაადე.

პოსტის ავტორი: გოგა Feb 9 2010, 18:30

კარგი ვცდი აბა

ყინული კი დავადე და ცოტა შეუჩერდა,მაგრამ რაც შედედებული ქონდა გარედან ის გაულღვა.ისე თავიდან მაგრად მოსდიოდა,სულ წითელია ძაღლი.
ყველაფერი ხათაბალა მე როგორ უნდა დამემართოს

პოსტის ავტორი: Maverick Feb 9 2010, 20:51

ციტატა(გოგა @ Feb 9 2010, 19:30) *
კარგი ვცდი აბა

ყინული კი დავადე და ცოტა შეუჩერდა,მაგრამ რაც შედედებული ქონდა გარედან ის გაულღვა.ისე თავიდან მაგრად მოსდიოდა,სულ წითელია ძაღლი.
ყველაფერი ხათაბალა მე როგორ უნდა დამემართოს

თუ ძაღლს სისხლი კიდევ არ შეუჩერდა ამ დროისთვის, ვეტერინართან მიყვანე აუცილებლად, საკმარისად ბევრი სისიხლი შიძლება დაკარგოს და დასუსტდეს, ჩემი მეგობრის გონჩს ქონდა ეგეთი პრობლემა, ოღონდ მას გაგლეჯილი ქონდა ჩხუბისას და ექიმთან არ მიიყვანა, ფატალურად დასრულდა, სისხლისგან დაიცალა
ვეტერინარი ჟგუტს დაადებს და გააჩერებს სისხლდენას

პოსტის ავტორი: გოგა Feb 9 2010, 21:13

Maverick
გაუჩერდა უკვე.ოღონდ რო იფერთხავს ხანხან ეხსნება ჭრილობა.მემგონი საშიში არ არის უკვე.ისე ცოტა არ იყოს სისხლი კი დაღვარა.

პოსტის ავტორი: იკა კაპანაძე Feb 9 2010, 22:09

თუთუნი დაადე ან წვრილად დაფშვნილი კანიფორი

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Feb 14 2010, 23:42

ჩემ ძაღლს უწევს ეხლა 18ში ცოფის აცრა და რამდენიმე დღე რო გადავაცილო რამე ხო არ დაშავდება?

პოსტის ავტორი: ვიტო Feb 15 2010, 09:37

ვანიჩკა
არაფერი

პოსტის ავტორი: გოგა Mar 25 2010, 16:31

SOS! მიშველეთ ჩემი ძაღლი გახუნდა newsmile090.gif
ჩრდილში რო მყავდა ძალიან უპრიალებდა ბეწვი.ეხლა რაც მთელი დღე მზეშია ბეწვი თითქოს გახუნდაო და სიპრიალე აღარ აქვს.ალბათ რამე ვიტამინი აკლია არა? ვინმემ ხო არ იცით რა მივცე?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 25 2010, 16:41

ბეწვს იცვლის ალბათ ჩემსასაც ეგრე ჭირდა და რო გამოიცვალა გაპრიალდა

პოსტის ავტორი: გოგა Mar 25 2010, 16:49

T A M P L I E R
არც შენი ბზინავს მაინცდამაინც.მე მაინც მგონია ვიტამინები უნდა რაღაც

პოსტის ავტორი: MIMINO Mar 25 2010, 16:53

ბალისტოლი newsmile035.gif ყველაფრის წამალიაო ამბობენ და ცადე აბა იქნებ ეგეც გააპრიალოს newsmile01.gif

პოსტის ავტორი: თენგო Mar 25 2010, 17:00

გოგა
ბეწვს იცვლის ალბათ,ყოველდღე ასუფთავე ,იყიდება სპეციალური ხელთათმანი,მკვდარ ბეწვს გააცლის.

პოსტის ავტორი: გოგა Mar 25 2010, 17:32

თენგო როგორ არის იცი? სადაც მზე არ უდგება იქ პრიალებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Maverick Mar 25 2010, 17:42

მაშინ ვენიშში დაბანე,



ვხუმრობ, მართლა არ დაასხვა ვენიში newsmile035.gif:D

პოსტის ავტორი: GIZOVICHI Mar 25 2010, 18:30

გოგა
კვერცხის ნაჭუჭი გაახმე, შკოლნი ცარცი და დამწვარი ნახშირი
დაფშვენი კარგად აურია ერთმანეთში და საჭმელთან ერთად მიეცი,
ადრე კოსტნი მუკა იყიდებოდა ეხლა აღარ იშოვება თორე ეგეც კარგია

პოსტის ავტორი: გოგა Mar 25 2010, 18:32

დარიშახნი ხო არ მივცე კიდე newsmile035.gif

პოსტის ავტორი: GIZOVICHI Mar 25 2010, 18:35

ისე შეიძლება გაპრავებულ ძაღლებს აწყინოს

პოსტის ავტორი: გოგა Mar 25 2010, 18:37

ვაოფებ ეხლა ძალიან მაგრამ ერთი გნახავ როდესმე რო გეყოლება საბუთიანი ძაღლი როგორ იჭიკჭიკებ რა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: GIZOVICHI Mar 25 2010, 18:39

მყავს უკვე რუსული მდევარი ძაან მაგარი

პოსტის ავტორი: თენგო Mar 25 2010, 20:41

გოგა
ეხლა შემოდის თუ არა აღარ ვიცი იყო ესეთი რუსული პრეპარატი"шерстевит" გაიკითხე შეიძლება იყოს შემორჩენილი ან ანალოგი მაინც იქნება. ძვლის ფქვილი ნავთლუღის ბაზარში უნდა ქონდეთ წესით,ვეტაფტიაქში. ისე სიმინდის ფქვილის ფაფა კარგია ბეწვისთვის,თან ყუათიანიც არის. სინჯე მშრალ საკვებთან ერთად.

პოსტის ავტორი: გოგა Mar 25 2010, 20:44

თენგო
ანუ ეს "шерстевит" ან შემცვლელი რო ვიშოვო საკმარისი იქნება? არ მინდა ფაფები დაუმატო,კარგ ფორმაშია და გასუქდება მერე

პოსტის ავტორი: თენგო Mar 25 2010, 20:51

გოგა
ფაფით შეგიძლია რომელიმე კვება ჩაანაცვლო. ისე მე მაინც მგონია რომ ეგ მკვდარი ბეწვის ბრალია, კარგად გამოვარცხნე უფერული ადგილები. ვნახოთ რა შედეგს მიიღებ.

პოსტის ავტორი: გოგა Mar 25 2010, 21:00

ერთი დათბეს ცოტა და ვაბანავებ კიდეც,ეზოში მიწაზე მაინც ჭუჭყიანდება,შეიძლება მაგანაც მომცეს შედეგი ცოტა

პოსტის ავტორი: 919 Mar 25 2010, 21:54

გოგა

ყველაზე ნაღდი საშუალება, რაც მე მაქვს გამოცდილი ხუმრობის გარეშე-
მშრალ საკვებს 1 კოვზი ზეთი მოასხა ყოველ ჭამაზე, კუჭის მოქმედებაზეც
დადებითად მოქმედებს და ბეწვზეც... აგრეთვე კვირაში ერთხელ 1/2 ქილა ლუდი
დაალევინე ან დღეში 1 კოვზი საფერავი. არ გაგიკვირდეს newsmile045.gif 100%-ნი რეცეპტია.
დააკვირდი ქერტლი ხომ არა აქვს. და კიდევ, ახლა გაზაფხულია და ბეწვის ცვლის
დროა, ჩემსასაც გაუხუნდა (ტრაკზე)

პოსტის ავტორი: გოგა Mar 25 2010, 21:57

ზეთი სულერთია რომელი?
ჩემსას კაკ რაზ ტრაკზე დარჩა პრიალა,ანუ სადაც წოლის დროს მზე არ უდგება

პოსტის ავტორი: 919 Mar 25 2010, 22:36

გოგა

ზეთი ან მზესუმზირის ან ზეითუნის. სიმინდის არ არის რეკომენდირებულიო, ასე მითხრა ვეტმა...

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 25 2010, 23:58

MIMINO
ჯერ დაადგინეთ ტუტეა თუ არა და მერე ურჩიეთ კაცს newsmile05.gif
GIZOVICHI

ციტატა(gio2515 @ 25th March 2010 - 19:39) *
მყავს უკვე რუსული მდევარი ძაან მაგარი

ეგ რომელი პატარავ??

თენგო
მაგას არ ვეუბნები მაგრამ არ სჯერა ჩემზეც ეგრე დამემართა ჩემიც გახუნდა ეგრე newsmile090.gif newsmile090.gif

moderirebulia.gif

პოსტის ავტორი: Maverick Mar 26 2010, 10:20

T A M P L I E R
GIZOVICHI
ნუ ოფერისტობთ

პოსტის ავტორი: ლევანა90 Mar 30 2010, 11:27

გოგა
919 ამომწურავი პასუხი გითხღა .. ახლა მეც ერთ კარგ რამეს გეტყვი ძმარი გახსენი წყალში და ტილო დაასველე და მაგით გაწმინდე ხოლმე ძაღლი ,, სუნსაც აშორებს და ბზინვარებასაც უძენს .. ზეთს მეც უმატებ ხანდახან ლარგოს მშრალ საჭმელში და წყალძმრიანი ტილოთი ვწმინდავ ,, შედეგიც სახეზე აქ ლარგოს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გოგა Mar 30 2010, 13:41

გაიხარეთ ყველამ! ეგრე ვიზავ.ეს ძმარი და ზეთი ჭკუაში ჩამიჯდა. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: 919 Mar 30 2010, 22:26

გოგა

ისე ახლა აცალე ბეწვის გაცვენა, დაეხმარე შესაბამისი ჯაგრისით ან ხელთათმანით.
ძმარი, წყალი და არაყი კი არის ძალიან ეფექტური ძაღლი თუ ბინაშია და შენ გაქვს
ეს ბედნიერება რასაც საკუთარი ეზო ქვია newsmile045.gif მერე, როგორც კი დათბება გაკაჟებას
შეუდექით. ჯერ მზეზე დაუდგი წყლით სავსე ლახანკა თუ ბავშვის აბაზანა, ეს მარტო
გაკაჟებას კი არ ემსახურება, ბეწვსაც ამაგრებს! და საპონი არ იხმარო მხოლოდ სპეც.შამპუნი
ძაღლისათვის (ვეტ.აფთიაქიდან).

პოსტის ავტორი: გოგა Mar 30 2010, 22:31

ეზო მაქვს.გარეთ დარბის სულ ეზოში.ძაღლს სახლში რა უნდა როცა ეზო გაქვს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: 919 Mar 30 2010, 23:26

ხო და ძაღლის სუნს რაც ეხება, ეს ხშირად ორი რამის მიზეზია,
1. პირიდან სუნი, კბილების ან კუჭის გაღიზიანების მანიშნებელი
ამ შემთხვევაში ძაღლს სპეციალურ პასტას აჭმევენ და სუნი უქრება.
2. პროქტიტი ანუ უკანალში არსებული ჯირკველის ანთება, რასაც
ვეტერინარი შველის სათანადო ... newsmile042.gif ამორწყევით.
ეს არის ან მოხარშული ძვლების ან უვარგისი საკვების ბრალი, თუმცა
შეიძლება მაგრად უვლიდე და პროქტიტი მაინც ჰქონდეს.
ამიტომაც, არ მისცეთ ძაღლს მოხარშული ძვალი!!! მხოლოდ უმი
და სასურველია მხოლოდ სახსრის წილი, აი ხრტილი რომ აქვს ზედე.
ნუ სუნზე მემგონი სულ ეგ არის რა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვანიჩკა May 16 2010, 23:12

წეჩკის დროს ხშირი შარდვა ახასიათებს ძაღლს?

პოსტის ავტორი: თენგო May 17 2010, 09:25

ვანიჩკა

ციტატა(vanichka @ 17th May 2010 - 00:12) *
წეჩკის დროს ხშირი შარდვა ახასიათებს ძაღლს?

ველურ ბუნებაში ხშირი შარდვით ძუ ტოვებს შეტყობინებას ხვადებისთვის შეჯვარებისთვის მზადყოფნის შესახებ.შარდთან ერთად გამოიყოფა ნივთიერება,რომლის სუნიც ხვადს უადვილებს ატეხილი ძუს მიგნებას. ეს ჩვევა შემორჩენილი აქვთ შინაურ ცხოველებსაც,ასე რომ საგანგაშო არაფერია.

პოსტის ავტორი: Dr Regners May 17 2010, 18:53

პროფილაქტიკური აცრები – პრობლემა, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციონ არა მხოლოდ ძაღლების, არამედ კატების მფლობელებმაც. ძაღლთა ყველაზე საშიში და გავრცელებული ინფექციური ავადმყოფობებია: ხორცის მჭამელი ცხოველების შავი ჭირი, ჰეპათიტი, პარვოვიროზი, ლეპტოსპიროზი, ცოფი; კატებისა: ვირუსული რინოტრაქეიტი; კალცივირუსული ინფექცია, კატების პანლეიკოპენია და ცოფი. ცხადია, უფრო მარტივია ყველა ამ ავადმყოფობის შესახებ გაფრთხილება, ვიდრე მათი მკურნალობა. ჩატარებული აცრების შესახებ ყველა ცნობა შეიტანება ვეტერინარულ პასპორტში, რომელიც ფორმდება ვეტერინარის მიერ ვაქცინის სახეობის, ვაქცინაციის თარიღისა და ვაქცინაციის ჟურნალში რეგისტრაციის ნომრის მითითებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენ გეგმავთ გამოფენებზე მონაწილეობას ანაც ქვეყანაში ან მის ფარგლებს გარეთ ოთხფეხა მეგობართან ერთად მოგზაურობას.

ვაქცინაციის ვადები: ლეკვების აცრა პირველად 8-9 კვირის ასაკში ხდება, 3-4 კვირაში ატარებენ რევაქცინაციას იმავე აცრებით, ამ შემთხვევაში განმეორებით რევაქცინაციას ატარებენ 10 თვეში (წელიწადში), ამასთან ცოფის აცრასაც. კნუტებს ვაქცინაციას პირველად 9-12 კვირის ასაკში პოლივალენტი ვაქცინით უკეთებენ, შემდგომი რევაქცინაცია უნდა მოხდეს 3 კვირაში ამავე ვაქცინით, ამასთან უნდა გაკეთდეს ცოფის ვაქცინაც. უფრო ადრეულ ასაკში მაღალია დედისეული ანტისხეულების დონე, რომელთაც კნუტები და ლეკვები რძესთან ერთად იღებენ, ამიტომაც ამ პერიოდში ვაქცინაცია არაეფექტურია.

ზრდასრული ცხოველების ვაქცინირება საჭიროა წელიწადში ერთხელ ყოველწლიურად.

აქტიური იმუნიტეტის გამომუშავება არ ხდება ვაქცინაციის მომენტიდან 10 დღის შემდეგ, ამ პერიოდში აუცილებელია თვალი ადევნოთ იმას, რომ ცხოველები არ გაცივდნენ, არ შეიძლება მათთან ერთად ქუჩაში სეირნობა, არ არის რეკომენდირებული მათი დაბანვა.

თუ დაავადებულ ცხოველთან კონტაქტი უკვე მოხდა ან ავადმყოფობა განვითარების ადრეულ სტადიაზეა, მაშინ შესაძლებელია ჰიპერიმუნური შრატების გამოყენება. შრატი – ეს არის მზა ანტისხეულები ძაღლებისა და კატების ვირისული დაავადებებისათვის; იგი უზრუნვეყოფს პასიურ იმუნიტეტს 2 კვირის ვადით.

ვაქცინაციის წესები:
ვაქცინირებული შეიძლება იყვნენ მხოლოდ კლინიკურად ჯანმრთელი ცხოველები;
ვაქცინაციამდე 10 დღით ადრე აუცილებელია დეგელმინტიზაციის ჩატარება, რადგანაც გელმინტები გამოყოფენ ტოქსინებს, რომლებიც ასუსტებენ იმუნურ სისტემას და ვაქცინას არაეფექტურს ხდიან;
ვაქცინაცია (განსაკუთრებით პირველი ვაქცინაცია) უნდა ჩაატაროს ვეტერინარმა კლინიკაში, რადგანაც არაა გამორიცხული ვაქცინათა ისეთი ნეგატიური ქმედებები, როგორიცაა სხვადასხვა ალერგიული რეაქცია, მათ შორის ანაფილაქსიის უმძიმესი მდგომარეობები. ამიტომაც, ამ შედეგებისაგან პროფილაქტიკისათვის და დაცვისათვის აცრამდე იყენებენ რომელიმე ანტიჰისტამინ პრეპარატს (დიმედროლი, სუპრასტინი, ტავეგილი).


ლინკი წაშლილია, ადმინისტრაციასთან შეუთხანმებლად, ღია რეკლამა იკრძალება.

ადმინისტრაცია

პოსტის ავტორი: gogita.m May 17 2010, 19:31

ციტატა(Dr Regners @ May 17 2010, 19:53) *
ვაქცინირებული შეიძლება იყვნენ მხოლოდ კლინიკურად ჯანმრთელი ცხოველები;


კლინიკურად ჯანმრთელი რას ნიშნვას?

პოსტის ავტორი: Dr Regners May 17 2010, 21:11

ეს ტერმინი სამედიცინოა და ნიშნავს ჯანმრთელ ცხოველს

პოსტის ავტორი: gogita.m May 17 2010, 21:20

10 წლის კურცხარი მყავს და რამდენად უსაფრთხო იქნება მისი ცოფზე აცრა,
უკვე ხანში შესულია და ასაკის გამო უკუჩვენება ხომ არ ექნება?

დღემდე ყოველ წელს ვცრიდი. ფიზიკურადაც ძაღლი ჯანმრთელად გამოიყურება და ეს ყველფერი საკმარისია, რომ აიცრას?

პოსტის ავტორი: Dr Regners May 17 2010, 21:24

თქვენს ძაღლს უკბინა ტკიპმა, როგორ უნდა მოიქცეთ?

უპირველეს ყოვლისა – ტკიპა უნდა მოაშოროთ ძაღლს, რაც შეიძლება მალე. ამის გაკეთება შესაძლებელია. ამისათვის პინცეტით დააფიქსირეთ ტკიპა მის თავთან რაც შეიძლება ახლოს და ფრთხილად ამოიღეთ კანიდან. არ შეიძლება ტკიპის ამოწევა, რადგან ამ შემთხვევაში არსებობს კანში პარაზიტის პირის აპარატის ნაწილის დატოვების რისკი, ამან კი შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი ანთების განვითარება. თუ შიშობთ დამოუკიდებლად მოქმედებას – მიმართეთ ვეტერინარს, მას აქვს სპეციალური მოწყობილობები პარაზიტის უსაფრთხო მოშორებისათვის. მოშორების შემდეგ საჭიროა ნაკბენის ადგილის დეზინფიცირება იოდით ან “სპირტით”.

ძაღლების შემთხვევაში ტკიპა საშიშია იმით, რომ ზოგი მათგანი ინფექციური დაავადებების მატარებელია და მათი ათვისება შეუძლია თქვენს ძაღლს. ამიტომაც, ძალზე მნიშვნელოვანია კბენის მერე ყურადღებით ადევნოთ თვალი ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ყველაზე გავრცელებული და საშიში დაავადებაა – ძაღლების პიროპლაზმოზი ან ბაბეზიოზი. პიროპლაზმები – შიდაუჯრედოვანი უმარტივესი მიკროორგანიზმები – ტკიპისაგან ძაღლს გადაეცემა კბენისას (ნერწყვთან ერთად). საინკუბაციო პერიოდი შეადგენს 6-15 დღეს, რის შემდეგაც ჩნდება დაავადების პირველი სიმპტომები: ტემპერატურის ამაღლება, მოდუნებულობა, მადის დაკარგვა, შარდი მუქია ან სისხლნარევი. თუ ამ სიმპტომებიდან ერთი მაინც არსებობს, მალევე მიმართეთ ვეტერინარს ზუსტი დიაგნოზის დასადგენად. პიროპლაზომზი თავისით არ მორჩება, მკურნალობის გარეშე ცხოველი მოვკდება, შეყოვნება კი აუარესებს ხელსაყრელი შედეგის შანსებს. სამწუხაროდ, ამ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინები არ არსებობს.

უფრო იშვიათი, მაგრამ ასევე უსიამოვნო დაავადება – ეს არის ბორელიზო ან ლაიმას დაავადება. საინკუბაციო პერიოდი შეიძლება იყოს ძალიან ხანგრძლივი, რამდენიმე თვემდე, უმრავლეს ცხოველს კი სიმპტომები საერთოდ არ უვითარდება. თუმცა, ისეთი სიმპტომების გამოვლენისას, როგორიცაა სიკოჭლე ამაღლებულ ტემპერატურასთან, მოდუნებულობასთან, კანზე ეროზიასთან და გამონაყართან შეხამებით, აუცილებელია მიმართოთ ვეტერინარ სპეციალისტებს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სფეროში.

იმისათვის, რომ საკუთარი თავი და თქვენი ცხოველი მსგავსი უსიამოვნებებისაგან დაიცვათ, აუცილებელია ტკიპების თავდასხმის პროფილაქტირება სპეციალური პრეპარატების დახმარებით. 3-4 კვირაში ერთი დამუშავება მაღალი (მაგრამ არა 100%-იანი) ალბათობით გამორიცხავს ტკიპების თავდასხმას.

http://vet-express.ge/about_us.php

თუ სანადიროდ არ გაგაყავთ და არ არის კონტაქტში ცხოველებთან შეგიძლიათ არ აცრათ.

პოსტის ავტორი: ვანიჩკა May 17 2010, 23:25

თენგო

ციტატა
ველურ ბუნებაში ხშირი შარდვით ძუ ტოვებს შეტყობინებას ხვადებისთვის შეჯვარებისთვის მზადყოფნის შესახებ.შარდთან ერთად გამოიყოფა ნივთიერება,რომლის სუნიც ხვადს უადვილებს ატეხილი ძუს მიგნებას. ეს ჩვევა შემორჩენილი აქვთ შინაურ ცხოველებსაც,ასე რომ საგანგაშო არაფერია.


და 2 კვირის მანძილზეა ხო ატეხილი?

პოსტის ავტორი: გოგა May 17 2010, 23:35

Dr Regners
ჯერ ერთი კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენსკენ newsmile027.gif გაგვეცანი მეგობარო და გვითხარი რა გამოცდილება გაქვს ვეტერინარიაში(გეტყობა რო ცოდნა გაქვს),რამდენი წლის ხარ და ასე შემდეგ newsmile05.gif
ეს ყველაფერი შეგიძლია დაწერო ამ თემაში newsmile05.gif
http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=15



გურიკ რა ქენი შენი ძაღლი აჩვენე ვეტექიმს?გვითხარი რა ჭირს ბოლო ბოლო

პოსტის ავტორი: Maverick May 18 2010, 08:17

ციტატა(ვანიჩკა @ May 18 2010, 00:25) *
თენგო


და 2 კვირის მანძილზეა ხო ატეხილი?


თუ შეჯვარებას არ აპირებ, მაშინ მინიმუმ 1 თვე შენი უბნის მაწანწალებთან ერთად მოგიწევს ძაღლის გასეირნება, ''პაჩოტნი'' ყარაული მუდამ შენს გვერდით იქნება newsmile035.gif

პოსტის ავტორი: თენგო May 18 2010, 08:59

ვანიჩკა

ციტატა(vanichka @ 18th May 2010 - 00:25) *
და 2 კვირის მანძილზეა ხო ატეხილი?

მინიმუმ 21-22 დღე საფრთხილოა.

პოსტის ავტორი: 919 May 18 2010, 10:01

Dr Regners

მოგესალმებით, როგორც ახალ ვეტერინარსა და კლუბის წევრს.
მაქვს შეკითხვა თქვენს კლინიკასთან დაკავშირებით. გაქვთ თუ არა დამხმარე სასუნთქი აპარატი PO6
ხანგრძლივი ქირურგიული ოპერაციის ჩასატარებლად. მკითხავთ ალბათ თუ რათ მინდა.
მყავს 2 ძაღლი, უნცროს ესაჭიროება ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიული ოპერაცია, რომელიც
გაგრძელდება ~5 საათი. ნარკოზი გვესაჭიროება ინჰალაციური და არა პარენტელარული...
აგრეთვე ვეძებთ საოპერაციოს. წინასწარ მადლობა!

პატივისცემით
გიგა

პოსტის ავტორი: ვანიჩკა May 18 2010, 18:54

Maverick

ციტატა
თუ შეჯვარებას არ აპირებ, მაშინ მინიმუმ 1 თვე შენი უბნის მაწანწალებთან ერთად მოგიწევს ძაღლის გასეირნება, ''პაჩოტნი'' ყარაული მუდამ შენს გვერდით იქნება


ამ დროს მინდორში საგეშად გაყვანასაც არ ექნება ხო აზრი?

პოსტის ავტორი: 919 May 18 2010, 20:08

ვანიჩკა

არა, არც დასაგეშად გაყვანას აქვს აზრი. ამ დროს ხვადებს ძუებისათვის კრთამი
მოაქვთ ნადავლის სახით. ძუებს კი ყნოსვა ხვადის ძებნით აქვთ დაკავებული!
მყავს 2 ძუ და ვიცი საკუთარი გამოცდილებიდან newsmile045.gif

მა პერიოდში ხვადები საღამოს სერენადებს გვიმღერიან!
ისე გაგიზიარებ ერთ კარგ გამოცდილებას:
ვეტ-მაღაზიებში იყიდება ძუს საცვალი სტრინგები newsmile035.gif მართლა...
მერე ამ საცვალში იდება იაფფასიანი, 2-ად გაჭრილი საფენი, მაგ.: ბელასეტა.
არც სუნი და არც ლაქები არ შეგაწუხებს!!! newsmile045.gif მენდეთ!!!

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 May 18 2010, 20:18

აუ რას არ იტყვი ხოლმე გიგია მეც მყავ ძუ ეერთხელ შევაჯვარე მარტო 4 წლის უკან იმის მერე არაფერი არ მიკარებულა და ცოტა არ იყოს სწერვა გახდა და ცოტა აგრესიული ძაღლების მიმართ არანაირი ძაღლი არ ეევასება, და არც მაგ პრობლემები მაქვს ამ ძაღლის მხრიდან წელიწააში ეერთხელ ისიც 10 დღით და ვსიო დაილოცას დედალი ძაღლი

პოსტის ავტორი: 919 May 18 2010, 20:36

ჰერცოგი997

გეთანხმები ძმისგულო! მე მუდამ ძუ მყავდა და ძუ მეყოლება.
ისე მაგრად გაგიმართლა იმ ასპექტში, რომ დედალი გაგიკაპასდა!!! newsmile035.gif
ჩემს კი 2ვე ჯერ ისე ეამა, რომ ხვადზე აბოდებს newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 May 18 2010, 21:28

თან ჩემი მანქანა ეევასება მაგრად არცერთ ძაღლს და უცხო ადამიანს არავის აკარებს კბენის თავი არ აქვს, მაგრამ რომ აეებუზება ეეს ბეწვი მაგარი სანახავია.
და ეერთი რამე მაინტერესებს კიდე სად შეიძლება მივიყვანოთ სჰოტლანდიური სეტერი გორდონი როგორც პატრონმა ამიხსნა კანქვეშია დაავადება აქვს და ბეწვი ცვივა ორი კვირაა თვითონ მკურნალობს ეეს ძაღლი ფოთშია და უნდა დახმარება ტელეფონის ნომრები თუ ვინმემ იცით ექიმების რომ ძაღლი განკურნებაში რომ დავეხმარო.

პოსტის ავტორი: 919 May 18 2010, 21:53

ჰერცოგი997

ერთი რამ აუცილებელია, ფოტოსურათი უნდა გადაუღოთ დაზიანებულ მონაკვეთებს.
სასურველია დღის განათებაზე ე.წ. ვსპიშკის გარეშე, მაკრო-რეჟიმზე (კამერაზე ყვავილი რომ ახატია).
ხშირად თუ იქავებს ძაღლი და თუ დაუწყლულდა ქავილის უბნები?
როგორი ცხვირი აქვს, მადა როგორი აქვს, კუჭში როგორ გადის(ფერი, სისქე, საეჭვო ნამქერი), შარდის ფერი, ბეწვის ბზინვარების ხარისხი (თუ შერჩა ბეწვი და ბზინვარება),
სუნი, უცნაური ქცევა, პირღებინება, კრუნჩხვები, უძილობა თუ მოთენთილობა, მაღალი აღზნებადობა, საჯდომზე ხოხვა-სრიალი.
აი ეს იმ ინფორმაციის მინიმუმია, რაც დაჭირდება ნებისმიერ ვეტერინარს...

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 May 18 2010, 22:01

ხო მე ვიცი რაც ამიხნა რომ ბეწვი ზოგ ადგილზე აღარ აქ და იქექავს და სიწითლეები აქვს, ბეწვი შევკრიჭეო რომ მაზებით და ეეგეთებით არ გამჯირვებოდა დამუშავებაო საჭმელის ჭამას მოუმატა საგრძნობლად მე მივეცი ნუცუბიძის პლატოზე რომ არის კლინიკა მაგ კლინიკის ნომერი

პოსტის ავტორი: Dr Regners May 18 2010, 23:52

ლეიშმანიოზი ფატალური დაავადებაა! ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრძნობლად იმატა ძაღლებში ლეიშმანიოზის შემთხვევებმა, რამაც დიდი პრობლემები და საფიქრალი შეგვიქმნა, როგორც ჩვენ ვეტერინარ სპეციალისტებს, ასევე ცხოველის მფლობელებს. თუ სტატისტიკას გადავხედავთ 2003 წელს-39 პაციენტი, 2004 წელს -68 პაციენტი, 2005 წელს-62პაციენტი, 2006 წელს-68პაციენტი 2007 წელს -48პაციენტი , 2008 წელს-51 პაციენტი,2009 48 პაციენტი არის დაფიქსირებული. ეს დაავადება საქართველოში თითქმის არ არსებობდა თითო შემთხვევა თუ დაფიქსირდებოდა. ლეიშმანიოზი ცხოველებში წარმოადგენს გრანულემატოზურ დაავადებას კანის და შინაგანი ორგანოების, გამომწვევი უჯრედშიდა უმარტივესი მიკროორგანიზმები ტრიპანოსომატიდები leishmania donovani infantinumდა მიეკუთვნება ისეთ დაავადებას, რომელიც შემოტანილია ენდემური ადგილებიდან მაგ, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებიდან, ადამიანებში leishmania donovaniიწვევს ვისცერალურ ლეიშმანიოზს (კალა-აზარ), გარემოში ველური მტაცებლები ძაღლისებრთა ოჯახიდან,მღრნელები,ძაღლები და კატები წარმოადგენენ რეზერვუარს leishmani donovani, leishmani tropica - ადამიანში (ჩრდილოეთ აფრიკა, ხმელთაშუა ზღვა) იწვევს კანის ლეიშმანიოზს, დასნებოვნება ხდება ენდემური ადგილებიდან გადამტანად ითვლება მოსკიტები– ფლებოტომუსები . ინკუბაციური პერიოდი 3-7 თვე, ზოგ შემთხვევაში რამდენიმე წელიც, ვასხვავებთ ლატენტურ ფორმებს, რომელიც საწყის სტადიაზე შეუმჩნეველია და ენდემურ ადგილებში თითქმის ნახევარზე მეტ ძაღლს აღენიშნება ეს დაავადება. ლეიშმანიოზი ძაღლებში არასპეციფიკურად ვლინდება და ხშირ შენთხვევაში ძაღლის პატრონი არ აკითხავს ვეტერინარ ექიმს , რაც მოგვიანებით ართულებს სურათს. ზოგ შემთხვევაში ძაღლებს ახასიათებთ ლეტარგია, ბეწვის ცვენა-ალოპეცია, სიცხე-ჰიპერთერმია დასუსტება, ანემია, ბრჭყალების ზედმეტად ზრდა, თვალების გარშემო ბეწვის შეთხელება სათვალისებურად, ლიმფური ჯირკვლების გადიდება, პალპაციის დროს კი ტკივილი ღვიძლის გადიდება, კანის ეროზია. დიგნოზი ისმება ლაბორატორიულად,პრეპარატი-სისხლი ან ძვლის ტვინი. სეროლოგიური მეთოდი-ანტისხეულების გამოვლინებით ფლუოროსცენციით ან ჰემოაგლუტინაციით. პროგნოზი საფრთხილოა, ლეიშმანიოზი უმეტეს შემთხვევაში მკურნალობა გვაძლევს საშუალებას რემისიაში ჩავაგდოთ leishmania donovani თუმცა პერიოდულად დასჭირდება მკურნალობა რომ ამით გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე. თუმცა ჩვენს პრაქტიკაში გამოჯანმრთელებულა სრულიად პაციენტი რაც ლაბორატორიულად დადასტურებულა და ესეც კაზუისტიკურ შემთხვევას მიეკუთვნება, სწორედ ჩვენი მიზანია დროულად მოგვმართოდ დროულად ჩავუტაროდ მკურნალობა, რომ აღმოვფხვრად ეს საკმაოდ არასასურველი დაავადება. პროფილაქტიკური ღონისზიება, ვაქცინაცია თუ სხვა საშუალებები ადვანტიქსი დაიცავს თქვენს ოთხფეხა მეგობარს ამ დაავადებისაგან.

ლინკი წაშლილია, ადმინისტრაციასთან შეუთხანმებლად, ღია რეკლამა იკრძალება.

ადმინისტრაცია

პოსტის ავტორი: 919 May 19 2010, 00:42

Dr Regners

კიდევ ერთხელ გამარჯობა!
მე ერთი შეკითხვა დაგისვი როგორც გარეში აგრეთვე PM-ში.
ველი პასუხს...

პატივისცემით
გიგა

P.S. გთხოვ ცოტა ხშირად იხმარო "ენთერის" ღილაკი, ამით გაზრდი
შენს მიერ დაწერილი მოხსენებების კითხვადობასა და აღქმის სიჩქარეს.

პოსტის ავტორი: ლეკი May 19 2010, 14:32

ციტატა(ჰერცოგი997 @ May 18 2010, 22:28) *
ეეს ძაღლი ფოთშია და უნდა დახმარება ტელეფონის ნომრები თუ ვინმემ იცით ექიმების რომ ძაღლი განკურნებაში რომ დავეხმარო.

გიო აბა იქნებ რამეში გამოგადგეს ეს

თბილისი, კოსტავას ქ. 67 ტელ: 33-43-01
თბილისი, აღმაშენებლის 151 ტელ: 96-55-18
თბილისი, აბაშიძის ქ. 18 ტელ: 22-23-48
თბილისი, დადიანის ქ. 20 ტელ: 98-55-39
ბათუმი, ვახტანგ გორგასლის ქ. 124 ტელ: 899-53-39-63, 899-71-18-01

პოსტის ავტორი: gogita.m May 19 2010, 14:44

Dr Regners
ასევე მეც მაინტერესებს თქვენი კლინიკა რა ტიპის სერვისს გვთავაზობს.

1)გაქვთ თუ არა ლაბორატორია ცხოველის სისხლისა და შარდის ანალიზების გასაკეთებლად?

2)შესაძლებელია თუ არა თქვენს კლინიკაში ცხოველის გამოკვლევა პიროპლაზმოზზე, ლეპტოსპიროზზე და სხვა?

3) გაქვთ თუ არა რენტგენის აპარატი?

ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველა კლინიკა აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი მატერიალური ბაზით, რათა ცხოველის გამოკვლევა მოხდეს არა მხოლოდ მისი ვიზუალური დაკვირვებით, როგორც ეს ჩვენს უმეტეს კლინიკებში ხდება, არამედ თნამედროვე მეთოდებით.

პოსტის ავტორი: კუდიგორელი May 19 2010, 19:58

ძმებო მიშველეთ რამე ძაღლი მყავს ცუდათ

დილას უკანა პეხებზე ვერ დგებოდა, თხელი განავალი ქონდა, საჭმელს არ ჭამდა კიდე. საღამოსკენ ცოტა უკეთესობა დაეტყო ლამის 1 პური და 1 ლიტრი შრატი დალია, ცოტა გაურბენ გამოურბენია კიდეც.

ყვარელში ვინც არი ვეტერინარი თუ ვეტექიმი იმას გაუსინჯავს და ჭირიაო უთქვამს, მარა მე არ ვენდობი იმის დასკვნას და იქნებ ამ სიმპტომების მიხედვით რამე მირჩიოთ რა ვქნა.

პოსტის ავტორი: Maverick May 19 2010, 20:02

კუდიგორელი
შრატი არ მისცე, შესაძლებელია კუჭნაწლავის პრობლემა იყოს, ენტერო ვირუსი, ამიტომ შრატი კიდევ უფრო დაუმძიმებს მდგომარეობას,

ასევე დააკვირდი შარდს, თუ მუქია, ჩაის ფერის სასწრაფოდ სისხლის ანალიზია გასაკეთებელი

აცრები გაკეთებული ქონდა?

პოსტის ავტორი: კუდიგორელი May 19 2010, 20:04

Maverick
შრატი ვუთხარი მეც რო არ მისცენ, უცხიმო აჭამეო ნაცნობმა ვეტერინარმა მითხრა ტელეფონზე კონსულტაციის მერე და რეგიდრონი დაალევინეო მაინც ყოველი შემთხვევისთვისო. შარდი ნორმალური აქ როგორც ვიცი. შაბათს მყავდა მინდოღში გაყვანილი და იმის მერე სახლის ეზოს არ გასცდენია და...

პოსტის ავტორი: გოგა May 19 2010, 20:14

კუდიგორელი
უკანა ფეხების სისუსტე პიროპლაზმოსმა არ იცის?! გეჩვენებინა ნორმალური ვეტერინარისთვის

პოსტის ავტორი: Dr Regners May 19 2010, 20:16

gogita.m

მოგესალმებით!
ჩვენი ვეტერინარული კლინიკა უკვე 14 წელია რაც ფუნქციონირებს.გთავაზობთ ცხოველების მრავალდარგოვან მომსახურებას სტაციონარში და სახლში გამოძახებით;
• დიპლომირებული სპეციალისტების კონსულტაციებს: ვირუსოლოგის, ბაქტერიოლოგის, იმუნოლოგის, ტრავმატოლოგის, ოფტალმოლოგის, ტოქსიკოლოგის, მეან-გინეკოლოგის;
• ოპერაციები: პლასტიკური ქირურგია, ოსტეოსინთეზი, დახმარება მშობიარობის დროს, საკეისრო სტერილიზაცია, კასტრაცია, ორთოპედიული–ქირურგია; სხვა ქირურგიული ჩარევა, სასწრაფო დახმარების ჩათვლით და მრავალი სხვა;
• ეუთანაზია - (ცხოველების უმტკივნეულო, სამუდამო დაძინება);აუცილებლობის შემთხვევაში.

ლინკი წაშლილია, ადმინისტრაციასთან შეუთხანმებლად, ღია რეკლამა იკრძალება.

ადმინისტრაცია

პოსტის ავტორი: კუდიგორელი May 19 2010, 20:18

გოგა
იქ არავინაა ნორმალური გოგა, ერთი ბიძაჩემია და ჩემ ბედზე მივლინებაშია ეხლა

პოსტის ავტორი: gogita.m May 19 2010, 20:54

კუდიგორელი
თუ ფეხზე წამოდგა უკვე ალბათ საგანგაშო არაფერია, ისე ეხლა მაინც ტკიპებია გააქტიურებული და შაბათს, რომ გყავდა გაყვანილი ტკიპა ხომ არ შეგიმჩნევია სხეულზე?

და კიდევ სიხე გაუსინჯეს?

პოსტის ავტორი: კუდიგორელი May 19 2010, 20:56

gogita.m
ტკიპა კი შევამჩნიე და მოვაცილე კიდეც რამოდენიმე მარა მინდორში არ აუკვრია ეგ ნამდვილად ვიცი. არ გაუსინჯიათ

პოსტის ავტორი: gogita.m May 19 2010, 21:04

არა აქვს მნიშველობა სად აიკრა, უკანა ფეხების სისუსტე პიროპლაზმოზმაც იცის (ტკიპას გადააქვს). ხვალ დააკვირდნენ შარდის ფერს, თუ მუქი ექნება (მომწვანო) ან სისხლნარევი ჩათვალე ეგ დაავადებაა, მაგრამ მაინც ლაბორატორიული დადასტრურება სჭირდება. ამ შემთხვევაში დამიჯერე თითოეულ წუთს დიდ მნიშვნელობა აქვს. შეიძლება თავისით გადაიტანოს მაგრამ დროდარდო გამოუვლინდება თუ არ უმკურმალებ. სიცხეც გაუსინჯონ აუცილებლად, მომატებული უნდა ჰქონდეს ამ შემთხევაში

პოსტის ავტორი: კუდიგორელი May 19 2010, 21:19

gogita.m
ოკ, ხვალ რო ჩავალ უფრო ზუსტად დავწერ სიმპტომებს და იქნებ ჩამოვიყვანო კიდეც აქ

პოსტის ავტორი: Maverick May 20 2010, 08:18

კუდიგორელი
აუცილებლად სიცხე გაიზომე, თუ ტემპერატურა 40 გრადუსზე მეტია, მაშინ დააკვირდი ძაღლის მუცელს, ტუჩებს, თუ სიფერმკთალე დაკრავს ტუჩემში და მუცლის ღია ნაწილი მოვარდისფრო არაა, სავარაუდოდ ღვიძლის რაიმე პრობლემაა,

შესაძლებელია პიროპლაზმოზიც, მაგრამ პიროპლაზმოზს კუჭის აშლა არ ახასიათებს
მე უფრო ვვარაუდობ რომ ძაღლმა რაღაც ისეთი შეჭამა რომელმაც ღვიძლი გაუღიზიანა, ღვიძლის პრობლემებმა პერიოდული დამბლაც იცის, ძაღლს სიარული არ შეუძლია, აქვს კუჭი აშლილი, აღენიშნება ღებინება ან ღებინების იმიტაცია
თუმცა მარტივ ფორმებში გადატანილმა პიროპლაზმოსმაც იცის შემდგომი ღვიძლის პრობლემები

პოსტის ავტორი: Dr Regners May 20 2010, 10:46

კუდიგორელი
სანამ ვეტერინარს მოძებნი პირველ რიგშო ჰუმანას ელექტროლიტი დაალევინე, ასევე გაუკეთე ცეფტრიაქსონი05 1ფლ: 2მლ ლიდოკაინში2%+2მლ საინექციო წყალი და გაუკეთე კუნთში ჭონის მოხედვით. 2მლ დღეში ერთჯერ 3 დღე. შრატი არ დაალევინო ! ცოტა აშიმშილე,სითხით დატვირთე ორგანიზმი

ლინკი წაშლილია, ადმინისტრაციასთან შეუთხანმებლად, ღია რეკლამა იკრძალება.

ადმინისტრაცია

პოსტის ავტორი: 919 May 20 2010, 11:10

Dr Regners

PO6 გააქვს????
moderirebulia.gif

პოსტის ავტორი: gurika May 20 2010, 13:54

ყველაზე კაი ვეტერინარი ვინ არის ბიჭებო ხოარ იცით?

პოსტის ავტორი: Maverick May 20 2010, 13:59

ალიკა ზოოპარკში ან პაატა კეკელიძეზე
პაატას ტელეფონია:877476297

პოსტის ავტორი: გურგენა May 20 2010, 14:18

ალიკას ტელეფონია 877 425936

პოსტის ავტორი: კუდიგორელი May 20 2010, 14:51

დიდი მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის და კარგი რჩევებისთვის newsmile05.gif

Dr Regners
თქვენი დანიშნული წამლები გავუკეთე უკვე და ცოტა უკეთესობა დაეტყო. სიარულითაც დადის და ერთიორჯერ დაიყეფა კიდეც ომახიანად. რო დაწვება ცოტა ადგომა უჭირს ხოლმე მერე. ჯერჯერობით უკეთ გამოიყურება

პოსტის ავტორი: ლეკი May 20 2010, 21:04

ციტატა(gurika @ May 20 2010, 14:54) *
ყველაზე კაი ვეტერინარი ვინ არის ბიჭებო ხოარ იცით?

კაკო რურუა საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ვეტექიმია, მაგრამ სამწუხაროს ნომერი აღარ მახსოვს. თუ გავიგე მოგწერ. newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Dr Regners May 21 2010, 09:23

ცოფი საშიში დაავადებაა!

ცოფი საშიში დაავადებაა! ცოფი - ეს დაავადებაა, რომელიც სიკდვდილს იწვევს, როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებში. ეს დაავდება რეგისტრირებულია მსოფლიოს 113 ქვეყანაში და ასნებოვნებს 50 000 - მდე ადამიანს, რომლებიც იყვნენ კონტაქტში, როგორც შინაურ, ისე გარეულ ცხოველებთან. ბუნებაში ცოფის ვირუსის რეზერვუარს წარმოადგენენ გარეული ცხოველები: მგელი, ტურა, მელა, კურდღელი, მღრნელები და ა.შ. აღმძვრელს ნეირო ვირუსი წარმოადგენს, რომელიც კბენის საშუალებით, შეაღწევს ნერვულ ბოჭკოების გზით თავის თვინში, რის შედეგადაც ვითარდება ამ დაავადების კლინიკური ნიშნები. ინკუბაციური პერიოდი ერთი კვირიდან - ერთ წლამდე მერყეობს. ეს დამოკიდებულია თუ რა სისწრაფით გადაადგილდება ვირუსი თავის ტვინამდე. თავის ტვინიდან ვირუსი ვრცელდება სანერწყვე ჯირკვლებში და აქედან იწყევა ვირუსის გამოყოფა. ძაღლები თავიდან ალერსიანები არიან, შემდეგ აგრესიულები და შემდგომში ჰიდროფობია და ფოტოფობია (წყლის შიში და სინათლის შიში) უვითარდებათ რის შედეგადაც ცხოველები იღუპებიან. ის პირნი, რომლებიც იყვნენ კონტაქტში დაავადებულ ცხოველებთან, აუცილებლად უნდა მიმართონ რაბიოლოგიურ კაბინეტს, სადაც ჩაუტარებენ სათანადო სამედიცინო დახმარებას, პროფილაქტიკურ იმუნიზაციას. ცოფის პროფილაქტიკა - ეს არის ცხოველის დროული აცრა, ამით თავიდან ავიცილებთ მეტად საშიშ დაავადებას, რომელსაც ცოფი ჰქვია. ჩვენს ვეტერინარულ კლინიკაში ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ცოფის პროფილაქტიკურ ღონისძიებას. პაციენტის მფლობელებს ვუკავშირდებით და ვახსენებთ, რათა დროულად ჩაუტარდეთ იმუნიზაცია.

ლინკი წაშლილია, ადმინისტრაციასთან შეუთხანმებლად, ღია რეკლამა იკრძალება.

ადმინისტრაცია

პოსტის ავტორი: 919 May 21 2010, 21:26

ეს წევრი მე მგონი ბოტია, ანუ დაწერილი პროგრამა რეკლამის თანხლებით! engruss.gif

PM-შიც ვკითხე და ღიაშიც!!!

პოსტის ავტორი: Dr Regners May 21 2010, 21:50

შეგიძლია მობრძანდე და ნახო პირადად კლინიკა! ასეთ შეკითხვებს არ სვამენ რაც შეეხება შენს საქციელს მე მქონი არაეთიკურია და სცდება ზრდილობის საზღვრებს

პოსტის ავტორი: 919 May 21 2010, 23:07

Dr Regners

რა სცდება ზრდილობის საზღვარს????
რამდენი ხნის განმავლობაში გეკითხები ყველანაირი ეტიკეტის ფორმით,
გაქვს თუ არა PO6 თუ არა?!

კლინიკაში მოვალ მის მერე რაც პასუხს მაღირსებ. მე საუბარი თქვენობით
დავიწყე და შენგანაც სათანადო ყურადღებასა და პატივისცემას მოვითხოვ!
და რა შეკითხებს არ სვამენ? PM-ი თუ ნახე?
PO6 არ არის ნარკოტიკი, ეს არის ხელსაწყო!

Dr Regners

იხილე პოსტი #132

Dr Regners

მოგესალმებით, როგორც ახალ ვეტერინარსა და კლუბის წევრს.
მაქვს შეკითხვა თქვენს კლინიკასთან დაკავშირებით. გაქვთ თუ არა დამხმარე სასუნთქი აპარატი PO6
ხანგრძლივი ქირურგიული ოპერაციის ჩასატარებლად. მკითხავთ ალბათ თუ რათ მინდა.
მყავს 2 ძაღლი, უნცროს ესაჭიროება ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიული ოპერაცია, რომელიც
გაგრძელდება ~5 საათი. ნარკოზი გვესაჭიროება ინჰალაციური და არა პარენტელარული...
აგრეთვე ვეძებთ საოპერაციოს. წინასწარ მადლობა!

პატივისცემით
გიგა

პოსტის ავტორი: ლევანი May 22 2010, 20:42

ხალხნო...იქნებ რჩევა მომცეთ რაა...(გიგა..შენი იმადი მაქვს) გუშინწინ ავცერი ჩემი ლეკვი..არ ვიცი მაგისი ბრალია თუ კიდე სხვა რამის..მაგრამ...გასკდა შარდვით..ყოველ 2-3 წუთში გარეთ იქაჩება ... შარდავს და შარდავს გაუთავებლად......სად შოულობს ამდენ შარდს...ვერ ვხვდები..მოკლედ ლამის თავზე გადაგვაფსას.....რისი ბრალია ხომ ვერ მირჩევთ რამეს???...

პოსტის ავტორი: Dr Regners May 22 2010, 21:03

თქვენ გაგიცივდათ ლეკვი, უფრო სწორედ შარდის ბიშტის ანთება აქვს-ცისტიტი. ვინც აგიცრათ მიუყვანეთ ვეტერინარს და აუხსენით სიმპტომები, დაგინიშნავთ სულფანილამიდ პრეპარატებს და ამით მდგომარეობა გამოუსწორდება .

პოსტის ავტორი: 919 May 22 2010, 21:06

Dr Regners

164 პოსტი ნახე, ზედა მარცხენა კუთხეში არის გვერდების ნუმერაცია და
გადამყვანი ისრები. ამით ხდება გვერდის გადაფურცვლა...

პოსტის ავტორი: Dr Regners May 22 2010, 21:48

არსებობს ინტრამედიალური ანესთეზია რომელიც აძლევს ქირურგს ჩაატაროს ოპერაცია რამოდენიმე საათი, ამის პრაქტიკა ცნობილია მედიცინაში და ასევე დანერგილია ვეტერინარიაში

http://vet-express.ge/view_news.php?id=49

პოსტის ავტორი: ლევანი May 23 2010, 00:16

Dr Regners
დიდი მადლობა.
მგონი არასწორი ინფორმაცია დავდე. დავაკვირდი და უფრო აფერისტობასთან უნდა მქონდეს საქმე... newsmile035.gif newsmile035.gif იმის გამო..რომ გარეთ გაყვანას მიჩვეოდა....ყოველი გასვლის შემდეგ...სასუსნავს ვაძლევდი. ეტყობა დაამუღამა და ცოტა-ცოტას შვება...ხშირ-ხშირად...ბოლოს დავაფიქსირე....უბრალოდ ჩაიკუზა(თან თვალებში მიყურებდა ურცხვად) newsmile035.gif newsmile035.gif ეგრევე შემოვარდა და სამზარეულოსთან დაერჭო..... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif რო იკუზებოდა..მეგონა შარდავდა.....სინამდვილეში ან ცოტას შვებოდა..ან საერთოდ უბრალოდ იკუზებოდა.... newsmile035.gif newsmile035.gif აი ასეთი ჩათლახი ლეკვის პატრონი ვარ... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ზაზა May 24 2010, 19:56

დღეს სახლში რო მივედი როკი ვერ ვიცანი,თავი გასიებული,მთელ ზურგზე ამობურცული ბეცვი მრავალ ადგილას.ეგრევე ვეტექიმთან.ორი ნემსი გაუკეთა,მაგარი ალერგიააო.3 საათი გავიდა,ახლა ჩაუცხრა.ყურებზე ოდნავ ბეწვი დაუცვივდა ბოლო ერთი თვეა,მავერიკ ხო გახსოვს.შესაძლებელია სხვა საკვებზე რო გადავიყვანე მაგის ბრალიც იყოსო.

მცოდნეებო,რა შეიძლება იყოს???
ან რა ვაჭამო,ისევ ის საკვები რაც ადრე,თუ დიეტაზე იყოს 3-4 დღე???

დარბის,თამაშობს ჩვეულებრივ.

პოსტის ავტორი: Maverick May 24 2010, 20:03

მე გეტყვი ეგ რისი ბრალი იქნება, მერისაც ქონდა ოღონდ შარშან
სახლში რომ მოვედი ბულტერიერივით მიყურებდა newsmile035.gif
იქ სადაც საველეები ტარდება, უკვე მწიფობას იწყებბს ეკლიანი ბალახი, აი მწყრეი და ღალღა რომ იმალება,
იმ ბალახს ფოპთლების თავში აქვს ეკლები, ხოდა ძაღლი რომ დარბის მაგ ეკლებით იჩხვლიტება, როგორც ვიტოს ქონდა დაშუშხული ფეხები, ციციშვილზე რომ რეპორტიორობდა, ეგრე მოუვიდოდა როკისაც
ალერგიაა, დაცხრება და ისევ ისეთი ლამაზი გეყოლება როგორიც იყო

პოსტის ავტორი: გურგენა May 24 2010, 20:43

გამარჯობათ, რამდენიმე დღეა თვალები ეცრემლება და წირპლები აქვს. ვუსუფთავებ და ცოტა ხანში ისევ ისეა. ერთი მხარე თითქოს უფრო მეტად აქვს გაღიზიანებული. შეიძლება რომ გაზაფხულის ალერგიას დავაბრალო? თუ გავაქანო ვეტერინართან?

პოსტის ავტორი: ზაზა May 24 2010, 22:02

ნიკო ,ჯიგარი ხარ.შეიძლება მართლა ეგ იყოს,რას გავდა იცი?როკის არა აშკარად,რაღაც სხვა მხეცი იყო.


გურგენ,ვეტექიმი ჯობია,მარა მე მაინც გეტყვი ასეთ შემთხვევაში რა გვირჩიეს:ჩაის ნაყენი ან აბუსალათინის ზეთი,2-2 წვეთი ორივე თვალში დღეში ორჯერ.

პოსტის ავტორი: ლევანი May 25 2010, 01:14

გურგენა
ჩაის ნაყენი მირჩია ვეტექიმმა ამასწინად. გაღიზიანებული ექნება..თუ ვერ უშველა და ალბუციდი.

პოსტის ავტორი: Maverick May 25 2010, 08:20

ალბუციდი კარგია, ასევე ძალიან ეფექტურია სოფრადექსის წვეთები

მეძებარი ძაღლისთვის ამ პერიოდში როცა ბალახი მწიფობს, მასეთი პრობლემა ჩვეულებრივი მოვლენა, ამიტონ მუდამ უნდა იქონიო, ნადირობის დროსაც კი ზემოხსენებული წვეთები, მე მუდამ სოფრადექსს ვატარებ, საველე პირობებშივე ვუკეთებ თვალის გამორესხვას საჭიროებისას

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 25 2010, 10:31

ციტატა(ზაზა @ May 24 2010, 20:56) *
დღეს სახლში რო მივედი როკი ვერ ვიცანი,თავი გასიებული,მთელ ზურგზე ამობურცული ბეწვი მრავალ ადგილას.


როკი ნახე თუ ნუკრა? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გურგენა May 25 2010, 11:05

დიდი მადლობა, დავიწყებ ჩაის ნაყენით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Dr Regners May 25 2010, 15:06

ჩემი რჩევაა ყველა მონადირე ძაღლს ნადირობის წინ აუცილებლად ჩაუწვეთოთ აბუსალათინის ზეთი 2-2 წვეთი ეს ალტერნატიული მეთოდია და საუკეთესო ეფექტს იძლევა

პოსტის ავტორი: ლევანი May 25 2010, 17:06

ციტატა(Dr Regners @ 25th May 2010 - 16:06) *
ჩემი რჩევაა ყველა მონადირე ძაღლს ნადირობის წინ აუცილებლად ჩაუწვეთოთ აბუსალათინის ზეთი 2-2 წვეთი ეს ალტერნატიული მეთოდია და საუკეთესო ეფექტს იძლევა

გავითვალისწინებ.

პოსტის ავტორი: გოგა May 26 2010, 00:00

ბიჭებო იქნებ მითხრათ საერთოდ რას აკეთებს აბუსალათინის ზეთი,მჟავაა თუ რა არის.მიკვირს უბრალოდ.ახლობელს უთხრეს მეჭეჭზე იცხეო და მოწვავსო.რადგან წვავს მე ესე მგონია რო მჟავაა.და თუ მჟავაა თვალზე როგორ "დადებითად" იმოქმედებს!!!!

პოსტის ავტორი: ზაზა May 26 2010, 09:55

ციტატა(ჭალიმგელა @ May 25 2010, 11:31) *
როკი ნახე თუ ნუკრა? newsmile05.gif



ნუკრა მეგონა,მერე მივხვდი როკი რო იყო newsmile015.gif

გაუარა ალერგიამ,მარა რაღაც ბალახს ჭამს,ძროხად გადაიქცა მგონი newsmile011.gif როკიზე ვამბობ.

რაც შეეხება წირპლებს,კასტოროვოე მასლო მირჩია ვეტექიმმა.ჩვეულებრივ აფთიაქებში იყიდება,ადამიანისთვისაა,კუჭი
ს მოქმედების ზეთია,როგორც ვიცი,მაგრამ ცხოველებზეც მოქმედებს როგორც თავად ვნახე.2-3 დღეში მოურჩა.სეზონზე კი პროფილაქტიკის მიზნით მაღალ ბალახში ყოველი ნადირობის მერე ვუწვეთავ 2-2- წვეთს.
აბუსალათინის ზეთი ჰქვია ქართულად.

პოსტის ავტორი: ლევანა90 May 26 2010, 14:37

ზაზა
მგონი იგივე პრობლემა მაქვს მეც .. ჩემი ძაღლი ბალახს ძროხასავით ჭამს ,, ასევე ტვალებიდდან წკიპლები მოდის :(

პოსტის ავტორი: soso77 Jun 4 2010, 16:31

გაუმარჯოს. ვერ გავიგე რომელ ვეტერინართან ვატარო ლეკვი ვ თითქმის ყველა ერთმანეთს ლანძღავს.ერთი მეუბნება რახიტი აქვსო მეორეპირიქით..... მერე ზოოპარკში მირჩიეს თქვენი აზრი მაინტერესებს.

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 4 2010, 17:04

ციტატა(ლევანა90 @ May 26 2010, 15:37) *
ზაზა
მგონი იგივე პრობლემა მაქვს მეც .. ჩემი ძაღლი ბალახს ძროხასავით ჭამს ,, ასევე ტვალებიდდან წკიპლები მოდის :(

ლევან ეგ მგონი ჭიის ბრალი უნდა იყოს. ჩემი ძაღლიც მასე იყო და ექიმმა მითხრა ჭია ყავსო..

პოსტის ავტორი: ზაზა Jun 4 2010, 20:26

მართალია ლეკი,ჭიის დროს ჭამს,ასევე კუჭ-ნაწლავის პრობლემის დროსაც...

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 4 2010, 20:33

ჩემი ლეკვი მთელი დღეა შეუწყვეტლივ აცემინებს, უკვე სისხლიანს , სისხლის წვეთები ეტყობა დაცემინების მერე იატაკზე.

რაშია საქმე ხომ არ იცით newsmile040.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 4 2010, 20:46

რამე სურდოსავით ხომ არ აქვს ნიკუშ?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 4 2010, 21:30

ეერთი შეკითხვა მაქვს დღეს მინდოდა ძაღლის აცრა ცოფზე და კიდევ წელიწადში ეერთხელ რომ ცრიან რა და ვეტერინარმა ძაღლის ასაკი მკითხა და 7 წლისაა და მემგონი აღარ შეიძლებაო და ვერა გავიგე რა

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 4 2010, 22:26

ლეკი
არა სურდო არააქვს, ისე აცემინებს უაზროდ ბევრჯერ

პოსტის ავტორი: Giorgi_M Jun 6 2010, 09:09

ციტატა(Bonehill @ Jun 4 2010, 23:26) *
ლეკი
არა სურდო არააქვს, ისე აცემინებს უაზროდ ბევრჯერ

გენასთან წაიყვანე, წინამძღრიშვილის 86. ამ ვეტექიმით მართლაც კმაყოფილი ვარ და არა მარტო მე.

პოსტის ავტორი: ij18e Jun 6 2010, 13:36

რათქმა უნდა თუ ძაღლი გყავთ მოვლა სჭირდება მაგას ზამთარში ძაღლს ერთი ადგილი ეყინება ეს კაბელებს ემართება კვირაში ერთხელ მაინს უნდა წაიყვანოთ ვეთერინართან newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 9 2010, 21:52

ჩემ ლეკვს....მკბენარის საწინააღმდეგო სითხე უნდა წავუსვა. რაღაც პატარა ტუბიკი მომცეს მაღაზიაში(იაპონური წებოს ვარიანტში..ოღონდ მართკუთხედი ფორმის) 6 წვეთი დააწვეთე ტყავზე..ხერხემლის გასწვრივო. თუ იცით ეგ კარგია???... ანუ რამდენად ეფექტურია??? თუ გამოგიყენებიათ ვინმეს. დროზე თუ არ მივაშველე...შეესია რაღაცეები...2 დღეა რაც გარეთ გავიყვანე და ეგრევე დაესიენ. ეხლა დადის წკმუტუნით.
წინასწარ მადლობა.

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 9 2010, 22:51

ლევანი
ლევან რასაც შენ ამბობ მგონი ეგ "ბარსი" უნდა იყოს და მინდა გითხრა რომ საკმაოდ ეფექტურია. 1-2 თვით დაზღვეული ხარ რო აღარაფერი შეხვდება(მკბენარები). newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 9 2010, 23:26

ციტატა(leki_gio @ 9th June 2010 - 23:51) *
1-2 თვით დაზღვეული ხარ რო აღარაფერი შეხვდება(მკბენარები).

ალბათ ეგ არის...იქაც ეგ მითხრეს. 3 დღე არ დაბანოო და 2 თვე გარანტირებულიაო. ისე წეღან წავუსვი და 10 წუთში დაწყნარდა...ეგრე მაგრად იმოქმედა ვითომ???.. მართლა მაგარი რამე ყოფილა.

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 9 2010, 23:30

ლევანი
კი მაგარი რამეა მართლა. 3 დღე არ დაბანო და მერე რო აბანავებ წვრილი სავარცხლით ჩამოვარცხნე რო დახოცილი წილები ჩამოცვივდეს. newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 10 2010, 01:30

ლეკი
მადლობა. newsmile041.gif

პოსტის ავტორი: Dr Regners Jun 10 2010, 07:30

soso77
კარგი ვეტერინარი კოლეგას არ გალანძღავს, ეს არ არის სწორი და სამარცხვინო ფაქტია! იმედია ჩემი კოლეგები ჩაუფიქრდებიან და გამოასწორებენ ერთმანეთის დისკრედიტაციას.

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 10 2010, 08:19

Dr Regners
ადამიანმა(ლევანიმ) რჩევა იკითხა ზედა პოსტებში იქნებ მაგას ურჩიოთ რამე და პირადი გასარკვევები პარალელურად გაარკვიოთ.

ლევან ბარსი კადეგორიულად არ შეიძლება !
ლეკი შენ კიდე მაგას იმეორებ, ეგ არის არა მონადირე ძაღლების მკბენარების საწინააღმდეგო საშუალება

პოსტის ავტორი: Maverick Jun 10 2010, 08:39

Bonehill
რას შვება შენი ლეკვი ისევ აცემინებს?
სავარაუდოდ მნდვრიდან რაიმე ბალახის თესლი ექნებოდა ცხვირში

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 10 2010, 09:07

Maverick
არა მორჩა უკვე, მე მგონი ჭიანჭველა იყო newsmile040.gif

პოსტის ავტორი: Maverick Jun 10 2010, 09:14

ჭიანჭველაღა აკლდა რა . . . . . . ashh.gif

პოსტის ავტორი: გოგა Jun 10 2010, 09:25

ციტატა(niko @ 10th June 2010 - 09:19) *
ლევან ბარსი კადეგორიულად არ შეიძლება !
ლეკი შენ კიდე მაგას იმეორებ, ეგ არის არა მონადირე ძაღლების მკბენარების საწინააღმდეგო საშუალება

ვინ გითხრა ბონე ეგ ამბავი? მეც გამანათლეთ რა. მთელი ცხოვრებაა ბარსს ვხმარობ,ჯერ პრობლემა არ შემქმნია.თუ სანდო კაცისგან იცი თქვი რა უკუჩვენებები აქვს

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 10 2010, 10:15

ციტატა(niko @ 10th June 2010 - 09:19) *
ლევან ბარსი კადეგორიულად არ შეიძლება !

რატო??... რამე მოუვა???...გუშინ უკვე წავუსვი და თავს მშვენივრად გრძნობს. იმ ქალმა მითხრა სისხლში შეიწოვებაო და რამე საზიანო ხო არაფერია??..

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 10 2010, 10:30

გოგა
ლევანი
newsmile040.gif newsmile040.gif newsmile040.gif ვაიმე არგუმენტები არა მაქვს.
მე მირჩიეს ვეტექიმებმა(გამოცდილმა და ავტორიტეტულმა და არა ყველაფრის ექიმმა) მონადირე ჯიშს ნუ დაამუშავებო !

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 10 2010, 14:37

ციტატა(niko @ 10th June 2010 - 11:30) *
მე მირჩიეს ვეტექიმებმა

გელამ ხო არა???... მაგან აცრა ჩემი ძაღლი. ეხლა ცოფზე მყავს მისაყვანი.

პოსტის ავტორი: გურგენა Jun 10 2010, 15:00

გოგა
ლევანი
მე ადვანტიქსით ვამუშავებ, ამ განყოფილებაში არის თემა მკბენარებზე დამუშავებაზე, და იქ რომ ვიბოდიალე მაგის მერე გადავწყვიტე newsmile05.gif თუმცა იქითა თვიდან (6 თვის რომ გახდება) სავარაუდოდ შეიძლება საყელო გავუკეთო. ბაიერის საყელოებია სადღაც 35 ლარი ღირს და 4-5 თვე ყოფნის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 10 2010, 15:19

ციტატა(Bonehill @ Jun 10 2010, 09:19) *
Dr Regners

ლეკი შენ კიდე მაგას იმეორებ, ეგ არის არა მონადირე ძაღლების მკბენარების საწინააღმდეგო საშუალება

ეგ მართლა არ ვიცოდი ნიკუშ თუ მონადირე ძაღლებზე არ შეიძლებოდა(ბოდიშს ვიხდი), მაგრამ რა პრობლემაა მაინც ვერ ვხვდები?? რატო არ ეუბნებიან მაშინ ვეტერინარები თუ მასე თი საშიშია.. რავიცი აბაა.. ლევანის მე კი არ ვურჩიე ეგ წამალი, თვითონ როგორც ამიხსნა ვუთხარი რო ბარსია მეთქი ეგ (მე არ ვაქებ მაგ წამალს) newsmile040.gif

პოსტის ავტორი: Maverick Jun 10 2010, 18:22

საშიში არაა, განა ძაღლს მოკლავს?! ყნოსვაზე მოქმედებს ყნოსვაზე

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Jun 10 2010, 18:58

აბა რა ვიხმაროთ ბარსის ნაცვლად ეგეც თქვით მაშინ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: misha-bogveradze Jun 10 2010, 20:25

მცენარე არის ასეთი,რომელსაც ქვია იელი, მისი ფოთლები მოწყვიტეთ და ადუღებულ წყალში მოხარშეთ, როცა გაცივდება წყალი ძაღლი იმ წყალში დაბანეთ არავითარი წყილი,ტკიპა და სხვა პარაზიტები არ ეყოლებათ 24საათში

პოსტის ავტორი: ზაზა Jun 10 2010, 20:34

მე გირჩევთ ადვანტიქსს.შედით ინტერნეტში და ნახეთ.ბარსს მეძებრებზე და საერთოდ მონადირე ძაღლებზე არ ხმარობენ.შეიძლება იელის ფოთლებიც კარგი იყოს,მაგრამ ადვანტიქსი,ფრონტლაინი და სხვა ცნობილი მკბენარ-კილერები მოქმედებენ 1 თვემდე და მეტსაც.

საყელოს არ გირჩევთ,არ იცით როგორ პირობებში ინახებოდა,იქნება ვადა გასულია,ან ეფექტი არა აქვს.მე გავუკეთე,ძვირად ვიყიდე ზოოპლაზაში და მაინც დავასხი ადვანტიქსი.ფორუმებშიც წავიკითხე,სანდო არააო.

პოსტის ავტორი: Maverick Jun 10 2010, 20:39

ციტატა(კუდიგორელი @ Jun 10 2010, 19:58) *
აბა რა ვიხმაროთ ბარსის ნაცვლად ეგეც თქვით მაშინ newsmile05.gif

ფორტლაინი და ადვანტიქსი

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 10 2010, 20:39

Maverick
ნიკო სიკვდილზე უარესია მე თუ მკითხავ

პოსტის ავტორი: Maverick Jun 10 2010, 20:40

Bonehill
მაბნევ ბონე რაებს წერ? რა არის სიკვდილზე უარესი?


პოსტის ავტორი: Bonehill Jun 10 2010, 20:41

ყნოსვა რო არ ექნება მეძებარს ! რა არა?

პოსტის ავტორი: Maverick Jun 10 2010, 20:46

უუუფ შენ რა გითხარი, გული გამისკდა, ყნოსვა არ ექნებაო მე არ მითქვამს, უბრალოდ უქვეითებს, მაგრამ არა სამუდამოდ . . . .

ასევე ყნოსვაზე ძლიერ მოქმედებს თამბაქოს კვამლი, შეეცადცეთ მანქანაში ნადირობამდე, შეჯიბრებამდე არ მოწიოთ თუ თქვენი მეგობარი (ძაღლი) მანქანაშ გყავთ, სანდო ადამიანისაგან ვიცი, რუსები საღეჭ რეზინასაც კი არ ღეჭავენ ნადირობამდე, ძაღლს ''მარწყვის'' (ესეც პირობითია, შეიძლება პიტნა ან ნესვი იყოსnewsmile035.gif ) სუნით რომ არ გაუღიზიანონ რეცეპტორები

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 10 2010, 21:20

1 თვეა საყელო გაუკეთე ჩემსსას და არც ტკიპა და არც მკბენარა არ ყავს, მემგონი არ უნდა დასველდეს საყელო და კარგა ხანს იმუშავებს

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Jun 10 2010, 22:57

ბარსი (ფორტლაინიც და ადვინტიქსიც) ყნოსვაზე შეუდარებლად მცირედ და მცირე ხნით მოქმედებს, მხოლოდ პირველ დღეებში. კატეგორიულად არ შეიძლება საყელო, განუწყვეტლივ ყარს. ასევე დუსტი და კრეოლინი newsmile015.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 11 2010, 00:05

იმ ტუბიკს(მე რო ვიყიდე) არაფერიც არ აწერია. მარტო რუსულად აწერია "დააწვეთეთ ხერხემლის გასწვრივ"-ო და "დოზა 2-10 კილომდე ცხოველებისთვის"-ო მაინც ვერ დავადგინე რა წავუსვი.

პოსტის ავტორი: Dr Regners Jun 13 2010, 23:05

ლევანი
გირჩევთ გამოიყენოთ ძაღლისთვის ადვანტიქსი წვეთები რომელიც დაიცავს თქვენს ძაღლს არა მხოლოდ ტილებისაგან და ტკიპებისაგან არამედ ფლებოტომუსისგან -ლეიშმანიოზის გადამტანი მწერებისაგან

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 13 2010, 23:50

ციტატა(Dr Regners @ 14th June 2010 - 00:05) *
გირჩევთ გამოიყენოთ ძაღლისთვის ადვანტიქსი წვეთები

უკვე წავუსვი რაღაც..რაც აფთიაქში მომცეს და ალბათ 2 თვე მომიწევს ლოდინი. ისე ეგ წამალი როგორ გამოიყურება???...მე რაც წავუსვი...რაღაც პიპეტკაშია და დაწვეთება ხდება თავის წაჭრის მერე. ეგ რა არის ხომ არ იცით??...(ზედ არაფერი აწერია)

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Jul 18 2010, 20:49

ბეწვის ცვენა რისი ბრალი შეიძლება რო იყოს ამ დროს? ან ვისაც დიდ ბეწვიანი ძაღლები გყავთ ცვივათ თქვენს ძაღლებსაც?

პოსტის ავტორი: ნოსო Jul 18 2010, 20:55

ვანიჩკა
ცვენას გააჩნია? თუ ინგლისური სეტერი ხარ და ბევწ ყრის( რომელიც შეხედვით ჯამთელია) ეგ ნორმალურია ამდროს ,ჩემიც ყრიდა , მაგრამ თუ კანს რამე ფერი აქ შეცვლილი ან ძალიან ხშირად ცვივა მაშინ ვეტერინარმა უნდა ნახოს, ბევრი რამ შეიძლება იყოს.

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Jul 18 2010, 21:43

არა კანი არ აქვს გაღიზიანებული, ამ დროს ხო არ იცვლიან ბეწვს?

პოსტის ავტორი: ნოსო Jul 18 2010, 21:49

ვანიჩკა
ჩემ ლავერაკს ამდროს ქონდა newsmile05.gif პირველი ცვენა რომ ქვია ბეწვის.

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 18 2010, 22:35

რაც ლეკი შენ აღწერე ჩვეულებრივი მოვლენაა და არაფერი საგანგაშო არაა.დაბანე ძაღლი,დავარცხნე და ეგაა.ამ პერიოდში ცვივათ,მალე გაუვლის

პოსტის ავტორი: გოგა Jul 18 2010, 23:06

ჩემსასაც ეხლა ცვივა
რაც გახუნებული ქონდა იმას იცვლის და პრიალა ბეწვი ამოსდის

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Jul 18 2010, 23:21

რავი მე კიდე ვიფიქრე რამე ვიტამინები ხო არ აკლიათქო და მაგის ბრალი არ იყოსმეთქი

პოსტის ავტორი: ლევანა90 Jul 20 2010, 00:21

იმათ საყურადღებოთ ვის ძაღლებიც ხშირად მინდორში არიან .. დაამუშავეთ ძაღლები Вакдермით და დაიზღვიეთ თავი სხვადასხვა სოკოვანი თუ სხვა კანის დაავადებებისგან .. ეხლა პიკია მკრეჭავი მუნის ჩემ ძაღლს დაემართა მიუხედავად იმისა რომ სხვა ძაღლებთან კონტაქთი არ ქონია .. საბედნიეროდ ვუმკურნალე და მოვარჩინე და ვაქცინაც გაუკეთე რათა 1 წელი ძაღლი დაცული იყოს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Jul 20 2010, 13:25

ლევანა90
ცოტა დეტალურად განვგვიმარტე კაცურად, წარმოდგენა არ მქონდა სოკოსაგნ დამცავი საშუალება თუ არსებობდა, სამკურნალო გასაგებია მაგრამ დამცავი არ გამიგია.

პოსტის ავტორი: თენგო Jul 20 2010, 14:09

ლევანა90
ლევან აცრები სოკოს საწინააღმდეგოდ რამდენად ეფექტურია.
მე არ გამომიყენებია,მაგრამ ვიცი რომ არსებობს.
იქნებ რამე დაწერო.

პოსტის ავტორი: ლევანა90 Jul 23 2010, 17:37

რათქმაუნდა ეფექტურია .. გამოცდილია ჩემ ძაღლზე .. 1 წლამდე ასაკში მქონდა განაკეთები წელს კი ესე ვთქვათ დამავიწყდა და დაემართა კიდევაც , შეიძლება არც არაფერი დამართნოდა მაგრამ ხო ჯობს თავი დავიზღვიოთ..
არსებობს ვაკცინა VAKDERM ეს ვაკცინა მიუხედავად იმისა რომ უკვე დაავადებულ ცხოველს კურნავს ,, თუ ჯამრთელ ცხოველს გაუკეთდება დაზღვეული იკნები 1 წელი რომ არ დაემართება ,, ანუ თქვენ ძაღლებს ხომ უკეტებთ ყოველწლიურად ჭირის ვაქცინას , ცოფის ვაკცინას , ასევე გაუკეთეთ ვაკდერმი და ძალიან ბევრი კანის სოკოვანი დაავადებებისგან ძაღლი თუ კატა დაზღვეული იქნება .. ვაკცინაც ძვირი არ ღირს .. პატივისცემით მომავალი ვეტერინარი ლევანა90 newsmile035.gif

პოსტის ავტორი: თენგო Jul 23 2010, 17:48

ლევანა90
გაიხარე,ამომწურავი ინფორმაციაა.

პოსტის ავტორი: Davitus Jul 23 2010, 17:50

ლევანა90

ვაქცინა არსებობს როგორც პროფილაკტიკური ასევე თერაპიული, აი ერთიდაიგივე ვაქცინას რომ ორივე თვისება ქონდეს ერთად, რატომღაც მეეჭვებასავით, ნუ ადამიანებში ეგრეა და... რიავიცი რიავიცი

პოსტის ავტორი: ლევანა90 Jul 24 2010, 23:15

http://pix.ge/
Вакдерм (Vacderm)

Вакцина для профилактики и лечения дерматофитозов (трихофитии и микроспории) кошек, собак, пушных зверей и кроликов.

СОСТАВ
Ассоциированная вакцина представляет собой инактивированные споры дерматофитов (Microsporum canis, Microsporum gypseum и Trichophyton mentagrophytes).

ЛЕКАРСТВЕННАЯ ФОРМА
Вакцина выпускается в жидком и сухом виде и по внешнему виду представляет собой: жидкая — однородная взвесь желтовато-коричневого цвета; сухая — пористая масса желтовато-коричневого цвета. Ампулы по 1 – 5 мл, флаконы по 1, 15, 50, 200 и 500 мл.

ПОКАЗАНИЯ
Профилактика и лечение дерматофитозов (трихофитии и микроспории) кошек, собак, пушных зверей и кроликов.

Для кошек желательно применять вакцину Вакдерм-F

ПРОГРАММА ВАКЦИНАЦИИ
Вакцину применяют с профилактической и лечебной целями двукратно с интервалом 10 – 14 суток.

БИОЛОГИЧЕСКИЕ СВОЙСТВА
Иммунизация кошек, находящихся в инкубационном периоде заболевания дерматофитозами, провоцирует ускоренное появление клинических признаков микоза в местах локализации возбудителя (на коже животного появляются микотические очаги). Таких животных следует еще дважды привить вакциной в лечебных дозах. Лечебный эффект наступает спустя 15 – 25 суток после второй иммунизации и характеризуется разрыхлением, отторжением корок с микотических очагов и ростом нового волоса. Иммунитет у привитых животных против дерматофитозов наступает спустя 25 – 30 суток после второго введения вакцины и длится не менее 12 месяцев.

ДОЗИРОВАНИЕ
Собакам весом менее 5 кг — 0,5 мл, весом более 5 кг — 1 мл;

Кошкам от 3 до 6-месячного возраста — 0,5 мл, старше 6-ме-сячного возраста — 1 мл;

Кроликам 50-дневного возраста — 0,5 мл, старше 50-дневного возраста — 1 мл;

Пушным зверям с 30 до 50-дневного возраста — 0,5 мл, старше 50-дневного возраста — 1 мл.

ПОРЯДОК ПРИМЕНЕНИЯ
Перед применением вакцину в сухом виде растворяют, для чего используют растворитель для вакцин против дерматофитозов животных. Допускается использование стерильной дистиллированной воды или физиологического раствора. Вакцину растворяют из расчета 1 мл растворителя на 1 дозу вакцины.

Вакцину применяют с профилактической и лечебной целями внутримышечно, двукратно в область бедра сначала в одну конечность, а через 10 – 14 суток в другую.

ПОБОЧНЫЕ ЭФФЕКТЫ
У некоторых животных (преимущественно у собак) после иммунизации может возникнуть местная реакция в виде болезненного уплотнения. Реакция протекает доброкачественно и спустя 3 – 5 суток самопроизвольно исчезает. У кошек иногда отмечается повышенная сонливость в течение 2 – 3 суток. Животных, проявивших поствакцинальную реакцию, освобождают от нагрузок на 3 – 5 суток.

ПРОТИВОПОКАЗАНИЯ И ПРЕДУПРЕЖДЕНИЯ
Не разрешается прививать животных с повышенной температурой тела, во второй половине беременности, а также больных инфекционными и незаразными болезнями.

ХРАНЕНИЕ
В сухом, защищенном от света месте при температуре от 2 до 10 °С. Срок годности 12 месяцев со дня изготовления.

Davitus
აქ როგორც წერია გამოიყენება როგორც მკურნალობისთვის ასევე პროფილაკტიკისთვისო, და ვეტრინარმაც იგივე მითხრა ..

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 25 2010, 19:40

ლევან,
სასარგებლო რჩევა-ინფორმაციაა.მეც უნდა გავუკეთო თებერვალში სეზონის შემდეგ,გარკვეულ ადგილებში ბეწვი ცვივა-ხოლმე.
ასეთი საინტერესო სტატიაები მოიძიე და ხშირად მოგვაწოდე,შენ ამ საქმეს ეუფლები და ჩვენზე მეტი იცი.გაიხარე

პოსტის ავტორი: Bonehill Jul 25 2010, 21:22

ლევანა90
გაიხარე ლევანი საინტერესო და სასრგებლოა პირადად ჩემთვის და არა მარტო...

პოსტის ავტორი: ლევანი Aug 16 2010, 17:40

პატივცემულებო....ჩემ ძაღლს..ბეწვი ცვივა კატასტროფულად..ისე პარიოდი კი არის..თან ლეკვობიდან ძაღლობაში გადადის..მაგრამ სხვა მიზეზიც ხო არ შეიძლება იყოს???...(ვიტამინის ნაკლებობა ან რამე ემეთი) თუ რამე იცით...იქნებ დამაკვალიანოთ...წინასწარ მადლობა.

პოსტის ავტორი: თენგო Aug 16 2010, 18:33

ლევანი
მე გირჩევდი ექიმისთვის გეჩვენებინა,რამე არ გამოგეპაროს.

პოსტის ავტორი: ლევანი Aug 16 2010, 18:48

თენგო
მადლობა...კი ვაჩვენებ..მაგრამ რამე საშიშიც შეიძლება იყოს თუ??...

პოსტის ავტორი: ჯეკო Aug 16 2010, 18:53

ძაღლის მკბენარებზე დასამუშავებლად ყვეაზე კარგი წამალი რომელია? ხომვერმეტყვით? ! (ბარსი კარგიააა? )

პოსტის ავტორი: თენგო Aug 16 2010, 19:25

ლევანი
ავიტამინოზი თუ არის უპრობლემოდ რჩება,რამე სხვა ,კანის დაავადება არ იყოს.

ჯეკო
ბარსი უკიდურეს შემთხვევაში,თან თუ ნამდვილად დარწმუნებული ხარ რომ რუსთავის გამოშვება არ არის.
საუკეთესო-"ფრონტლაინია", "ადვანტიკსიც" ძალიან კარგია.

პოსტის ავტორი: ჯეკო Aug 16 2010, 19:26

თენგო დიდი მადლობა გაიხარეეეე ......

პოსტის ავტორი: gogita.m Aug 20 2010, 08:11

ნადირობის დროს ძაღლს თვალების დაზიანების შემთხვევაში რას ვუსმევთ ან ვაწვეთებთ?

პოსტის ავტორი: თენგო Aug 20 2010, 08:31

gogita.m
თვალების დაზიანებაში რას გულისხმობ?
თუ რაიმე მექანიკურ დაზიანებასთან გვაქვს საქმე,მაგალითად რაიმე უცხო სხეულის ჩავარდნა,უნდა გამოურეცხო წყლით და გიდროკორტიზონი ან კოლხუტი წაუსვა. თუ რამე შეერჭო და სისხლმდენია ,ექიმთან სასწრაფოდ.
ისე ,როგორც წესი,მინდორში ნადირობის შემდეგ ძაღლს თვალის უპეები ევსება მარცვლით და მთვრით,რაც შემდგომ გაღიზიანებას იჭვვევს.
შუალედში გადაუწიე უპეები და სული შეუბერე,თუ არ უშველა ,წყლით ამოყრეცხე.
თვალის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს კერატიტი-თვალის ამღვრევა,და სიბრმავე,
კერატიტზე მე კარგად მაქვს გამოცდილი ფრანგული"სოფრადექსი".

პოსტის ავტორი: gogita.m Aug 20 2010, 08:48

თენგო გმადლობთ,

საერთოდ ნადირობის შემდეგ თვალებს ვერ ახელს, ამღვრეული აქვს, გამონადენი აქვს, ქუთუთოები უზიანდება.

პოსტის ავტორი: თენგო Aug 20 2010, 08:54

gogita.m

ციტატა(gogitam @ 20th August 2010 - 09:48) *
საერთოდ ნადირობის შემდეგ თვალებს ვერ ახელს, ამღვრეული აქვს, გამონადენი აქვს, ქუთუთოები უზიანდება.

აჯობებს ექიმს აჩვენო.
შესაძლებელია კერატიტის საწყისი სტადია ქონდეს,არ არის გამორიცხული რაიმე ინფექციური დაავადებაც.
გამონადენი ჭიებმაც იცის. აუცილებლად ყურადღებაა მისაქცევი.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Aug 20 2010, 08:58

თითქმის ყველა ძაღლს ეემართება ეეგეთი რამე განსაკუთრეით დაბალი ყნოსვის მქონეს, სუფთა ხელით და თბილი წყლით ან ჩაის ნაყენში ბამბით ვუსუფთავებ გარედანაც და შიგნიდანაც და საკმაოდ ეფექტურია

პოსტის ავტორი: ROVER Aug 20 2010, 09:11

ციტატა(hercogi997 @ 20th August 2010 - 09:58) *
ჩაის ნაყენში ბამბით ვუსუფთავებ გარედანაც და შიგნიდანაც და საკმაოდ ეფექტურია


dastur.gif dastur.gif dastur.gif ყოველი ნადირობის შემდეგ

პოსტის ავტორი: თენგო Aug 20 2010, 09:38

ამღვრეული თვალი კერატიტის ნიშანია.მაგას ჩაის ნაყენი არ უშველის.

პოსტის ავტორი: Maverick Aug 20 2010, 10:56

ციტატა(gogita.m @ Aug 20 2010, 09:48) *
თენგო გმადლობთ,

საერთოდ ნადირობის შემდეგ თვალებს ვერ ახელს, ამღვრეული აქვს, გამონადენი აქვს, ქუთუთოები უზიანდება.


ძაღლს სავარაუდოდ თვალის ანთება აწუხებს, იხმარე სოფრადექსის წვეთები 5 დღე, შედეგს შეატყობ
მაგრამ უკეთესაია თავიდანვე ვეტერინართან გაიარო კონსულტაცია


რაც შეეხება იმას რომ ძაღლის თვალები დავიცვათ ნადირობისას მტვერისაგან და/ან მცენარეების თესლებისაგან, ნადირობამდე 2 წვეთი აბუსალათინის ზეთი ჩააწვეთეთ თვალებში, იცავს, ხოლო ნადირობის შემდეგ ჩაის ნაყენით ან სოფრადექსით გამოურეცხეთ

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Aug 20 2010, 11:16

ჩამობანეთ თვალები და ტეტრაციკლინის მაზი ჩაასხით,
ძალიან ეფექტურია

პოსტის ავტორი: Maverick Aug 24 2010, 09:58

პერის სიცხე აქვს 39,8, ვეტ ექიმმა არაფერი უჭირსო, შარშანაც ეგრე იყო, სანამ სისხლი არ გააყოლა შარდს, მერე ექიმმა, უი პიროპლაზმოზი აქვსო
რა ჯანდაბა მოვუხერხო არ ვიცი

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Aug 24 2010, 10:03

Maverick
პაატა ჩხეიძე 877476297, ნამდვილი ვეტერინარია
გირჩევ დაურეკო

პოსტის ავტორი: Maverick Aug 24 2010, 10:04

ეგაა პერის ექიმიც, მეზობელია ჩემი, დღეს საღამოს უნდა მივუყვანო შევუთანხმდი უკვე

პოსტის ავტორი: თენგო Aug 24 2010, 10:54

Maverick
ღრძილები გაყვითლებული ხომ არ აქვს/ სკლერებში ჩახედე.

პოსტის ავტორი: Maverick Aug 24 2010, 11:17

ციტატა(თენგო @ Aug 24 2010, 11:54) *
Maverick
ღრძილები გაყვითლებული ხომ არ აქვს/ სკლერებში ჩახედე.


არაფერი გაყვითლებული არა აქვს, არც სკლერები, არც მუცელი, არც ღრძილები და არც სისხლს არ აყოლებს შარდს
დღეს საღომოს ექიმთან მივიყვან და გაიგებს ალბათ რა ჭირს, ოდნავ უხასიათოდ არის, მაგრამ ეზოში რომ ჩამყავს ეგრევე უკეთესს ხასიათზე დგება, მაგრამ საჭმელზე ამბობს უარს

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 24 2010, 11:32

Maverick
აბა მე გახსნამდე 5 დღე გადასხმებს ვუკეთებდი, არაფერს არ ჭამდა. ცოტა ყველის ხინკალი შეჭამა newsmile05.gif ლანდია დარჩენილი. არც ვაპირებდი გახსნაზე წამოყვანას, მაგრამ მინდორში ვაჟქალურად მოიქცა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Aug 24 2010, 11:39

ბეწვიან ძაღლებში,ამ შემთხვევაში პერი სეტერია,ასეთი რამე შეიძლება გამოიწვიოს სხეულის გადახურებამ ან მზის დარტყმამ.უმადობა,მოთენთილობა ამანაც იცის.

მთელი დღე ირბინა და შესაძლოა ასეც იყოს.

საგანგაშო არაა არც ერთ შემთხვევაში

პოსტის ავტორი: ლევანი Aug 25 2010, 12:06

ჩემმა ძაღლმა..დღეს ბზიკი დაიჭირა პირით..ხოდა ეხლა დალასლასებს დრუნჩ გასიებული...რაღაც ვერ არის მარჯვედ და რამე ხო არ იცით მაგის თაობაზე???....რამე ხო არ დაემართება..თუ გაუვლის ჩვეულებრივად და დავიკიდო??...

პოსტის ავტორი: chika Aug 25 2010, 12:20

ლევანი

დაკიდება შეიძლება, მაგრამ ნესტარი ამოუღე? ყოველ შემთხვევისთვის ნახევარი ტაბლეტი სუპრასტინი დაალევინე მეტი ვერაფერს ვერ გაუკეთებ

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Aug 25 2010, 12:26

ჩემეც ვერ იყო კარგად 21 საღამოს გავაქენე და გადასხმები გაუკეთე მაგარი გადაიღალა და თან მაგარი სიცხეც იყო მე მაგას ვაბრალებ ორშაბათს მყავდა გაყვანილი კაგი სიგრილე იყო და კარგად ინადირა საჭმელის ნორმალურად ჭამს

პოსტის ავტორი: Maverick Aug 25 2010, 12:30

ძაღლი გამოკეთდა, კარგად არის, ექიმმა თქვა დეპრესია აქვსო, ემართება ეგრეო ან ამძუებული ძაღლი ნახა და რომ ვერ . . . . მაგიტომ არისო, ან კიდევ მინდორში უნდაო

ორივე ვარიანტი იყო, მეზობლად ჩემი მეგობრის სეტერია ამძუებული და კიდევ გიზოვიჩის ძაღლიც ნახა მინდორში ამძუებული და სანადიროდაც იყო

გავუკეთეთ დამაწყნარებელი საშუალება და დღეს უკვე ხოდზეა და საჭმელიც მაგრად ჭამა

პოსტის ავტორი: chika Aug 25 2010, 12:34

ეგ სეზონის დასაწყისში ბუნებრივია ჯერ კიდევ ცხელა თან მარტლაც ჩვენთვის გრილა მაგრამ არა ძაღლისთვის, ამ ხნის მანძილზე ფორმიდან ვარდებიან ძაღლები

ე.ი შენ ძაღლს ფსიქოლოგიც დაჭირვებია newsmile090.gif

Maverick


ეს მის ძაღლს ეხება

პოსტის ავტორი: ლევანი Aug 25 2010, 14:02

ციტატა(giorgi chikaidze @ 25th August 2010 - 13:20) *
დაკიდება შეიძლება, მაგრამ ნესტარი ამოუღე? ყოველ შემთხვევისთვის ნახევარი ტაბლეტი სუპრასტინი დაალევინე მეტი ვერაფერს ვერ გაუკეთებ

chika
მადლობა...

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Aug 26 2010, 20:53

გიზოვიჩი

ციტატა
პაატა ჩხეიძე 877476297, ნამდვილი ვეტერინარია

ტერიტორიულად სად მუშაობს ეს კაცი?

პოსტის ავტორი: Maverick Aug 26 2010, 20:59

კეკელიძეზე მუშაობს, ვარკეთილში ცხოვრობს

ციტატა(ვანიჩკა @ Aug 26 2010, 21:53) *
გიზოვიჩი

ტერიტორიულად სად მუშაობს ეს კაცი?

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Aug 26 2010, 22:08

ციტატა(Maverick @ Aug 26 2010, 21:59) *
კეკელიძეზე მუშაობს, ვარკეთილში ცხოვრობს

ჩემი ძაღლის მიყვანა მინდა და თუ იცი რომლამდე მუშოაბს? ან ვინმე ნორმალური ვეტერინარი ხო არ იცით ვინმემ რო ცოტა გვიანობამდე მუშაობდეს? სამსახურიდან 6ზე ადრე ვერ გამოვდივარ და

პოსტის ავტორი: ჯეკო Aug 26 2010, 22:30

ჩემს ძაღლს ნამკალში ნადირობისას ფეხის გულები და თითებს შორის აპკები აქვს დაზიანებული და რას მირჩევთ? თვითონ მოურჩება თუ რამე საშუალებას უნდა მივმართო?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Aug 27 2010, 06:43

მალამო წაუსვი თურმანიძისს

პოსტის ავტორი: gogita.m Aug 27 2010, 06:51

ჯეკო დაასვენე ცოტა ხანს, აღარ გაიყვანო.

პოსტის ავტორი: Maverick Aug 27 2010, 10:13

ციტატა(ვანიჩკა @ Aug 26 2010, 23:08) *
ჩემი ძაღლის მიყვანა მინდა და თუ იცი რომლამდე მუშოაბს? ან ვინმე ნორმალური ვეტერინარი ხო არ იცით ვინმემ რო ცოტა გვიანობამდე მუშაობდეს? სამსახურიდან 6ზე ადრე ვერ გამოვდივარ და


ვანიჩკა, დაურეკე და სახლში მიუყვანე 8-9 საათისთვის სახლშია უკვე
შენ ხომ ვაზისუბანში ცხოვრობ?
ის კიდევ ვარკეთილში

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Aug 27 2010, 10:20

ციტატა(Maverick @ Aug 27 2010, 11:13) *
ვანიჩკა, დაურეკე და სახლში მიუყვანე 8-9 საათისთვის სახლშია უკვე
შენ ხომ ვაზისუბანში ცხოვრობ?
ის კიდევ ვარკეთილში

დავურეკავ და თუ დამთანხმდება სახლში მივუყვან მასე მირჩევნია, ისე კვირამდე ვერ მოვახერხებ მიყვანას

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Sep 9 2010, 21:31

დგეს საღამოს გასული ვიყავი გარდაბნის მხარეს ცოტა ძაღლი არ მომეწონა ეეგრევე სახლში წამოვედი და სიცხე გაუზომე 39 აქვს, საჭმელი არ ჭამა დღეს რამე ხომ არ დაემართება?

პოსტის ავტორი: გურგენა Sep 10 2010, 10:48

ციტატა(ჰერცოგი997 @ Sep 9 2010, 22:31) *
დგეს საღამოს გასული ვიყავი გარდაბნის მხარეს ცოტა ძაღლი არ მომეწონა ეეგრევე სახლში წამოვედი და სიცხე გაუზომე 39 აქვს, საჭმელი არ ჭამა დღეს რამე ხომ არ დაემართება?



გიო, როგორ არის ძაღლი ? გყავდა უკვე ექიმთან?

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Sep 10 2010, 22:43

ჰერცოგი997
თუ არ ვცდები 39 ნორმალური ტემპერატურაა

პოსტის ავტორი: Maverick Sep 11 2010, 11:32

ნორმალური ტემპერატურაა 38-38,5

ციტატა(ვანიჩკა @ Sep 10 2010, 23:43) *
ჰერცოგი997
თუ არ ვცდები 39 ნორმალური ტემპერატურაა

პოსტის ავტორი: chika Sep 12 2010, 22:35

Maverick


39 მდე დსაშვებია თუ ძაღლი მოკლე ბეწვიანია მითუმეტეს

პოსტის ავტორი: გურგენა Sep 18 2010, 19:12

ჩემს ლეკვს გუშინ საღამოს რამოდენიმეჯერ წამოახველა (მე დავარქვი ეგრე, თორემ სადღაც წამოხველებასა და დაცემინებას შორისაა. უფრო სწორედ, თითქოს რაღაც გადაცდაო. დღესაც დღის განმავლობაში რამდენჯერმე გააკეთა ეგრე. სიცხე არა აქვს და ხასიათზეც კარგად არის, ერთადერთი საჭმელს თითქმის ძალით ვაჭმევ გუშინ საღამოდან. რამე ზედმეტი ზომების მიღება ხომ არ ჭირდება? თუ გადაუვლის თავისით? რამე ანტიბიოტიკი ხომ არ მივცე ?

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 18 2010, 19:29

გურგენა
ხაველ მიმყავს ჩემი ალიკასთან თუ გინდა გავიდეთ ერთად

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Sep 18 2010, 19:31

რავი მეორე დღესვე გავაქანე ზოპარკში სიცხე აღარ ქონდა მაგრად დასუსტდა, თითქმის ყოველდღე ვნადირობთ 3 კაცი ერთი ძაღლით, თვალის გუგაზე მოხვდა რაღაც და გაუთეთრდა ტეტრაციკლინს ვუსვამ ექიმმა გამოუწერა რავი გიგას არ ეშველაბაო იტოკში რა

პოსტის ავტორი: გურგენა Sep 18 2010, 19:45

ციტატა(Bonehill @ Sep 18 2010, 20:29) *
გურგენა
ხაველ მიმყავს ჩემი ალიკასთან თუ გინდა გავიდეთ ერთად


დაველოდები 1-2 დღე და თუ ასე გაგრძელდა, მერე წავიყვან. ჯილდას რა დაემართა?

ჰერცოგი997
ეგ ვერაა კარგი ამბავი

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)