IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

განცხადება: ახალბედა მეთევზეებისათვის
გიორგი
ახალბედა მეთევზეებისათვის 


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
მდებარეობა: ტიფლისი
წევრი №: 240



მოკლე ექსკურსი ახალბედა მეთევზეებისათვის

თევზჭერა ძალიან საინტერესო და აზარტული საქმიანობა. მე ამ სფეროთი წელს (2009) მოვიწამლე და დავინტერესდი ყველაფრით რაც კი თევზაობას ეხება. დავიწყე ინფორმაციის მოძიება: რა მჭირდება სათევზაოდ ? როგორ ვითევზავო ? სად ვითევზაო ?? ვისთან ერთად ვითევზაო ???

თავიდან მივადექი და თუ რამეს ეწერა თევზაობისთვის არის საჭირო - ყველაფერს ვყიდულობდი. მინდა გითხრათ ასეთი მიდგომა საკმაოდ მცდარი და ძვირად ღირებული გამოდგა.

ნელ ნელა დავიწყე ამ საკითხების შესწავლა და გარკვეული ცოდნა და გამოცდილებაც დავაგროვე ამ მოკლე პერიოდში. ზოგი ფორუმიდან, ზოგი ტელეგადაცემებიდან, ბევრი ხალხთან საუბრიდან და ასე შემდეგ.

დარწმუნებული ვარ ფორუმზე ბევრი ჩემნაირი ახალბედა შემოდის ხოლმე და მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება. გამოცდილება იმის შესახებ თუ სად რა ინფორმაციის გაგება არის შესაძლებელი.

დავიწყოთ იმით, რომ არსებობს თევზჭერის მრავალი სახეობა. მათ შორის:



და მრავალი სხვა, რომელთა ჩამოთვლას ძალიან დიდ ხანს მოვუნდებით. შესაბასამისად სათევზაო მოწყობილობები უნდა შეირჩეს თევზჭერის თქვენთვის სასურველი მეთოდის მიხედვით, ვინაიდან ისინი საკამაოდ გასნხვავდებიან ერთმანეთისგან მათი წყობისა და ფუნქციონალურობის მიხედვით.

დავიწყოთ იმით თუ რა ძირითითადი მოწყობილობები არის საჭირო თევზაობისთვის (მათი სპეციფიკის განურჩევლად):

  • ანკესი, იგივე ჯოხი
  • არაინერციული ან ინერციული კოჭა
  • სხვადასხვა ზომის ძუა
  • სიმძიმეები (განსხვავებულია მათი დანიშნულებების მიხედვით)
  • კარაბინები (განსხვავებულია მათი ზომების მიხედვით
  • რა თქმა უნდა ნემსკავები (ასევე განსხვავებულია მათი ზომის და მოყვანილობის მიხედვით)
  • ტივტივები (იმ შემთხვევაში თუ ტივტივათი თევზჭერა გხიბლავთ)


დროთა განმავლობაში ამ სიას მიემატება სხვადასხვა სათავსოები, მაკრატლები და სხვა მრავალი ინვეტარი, რომელიც უკვე გემოვნებისა და გამოცდილების შედეგად, ნელ ნელა მიემატება თქვენი მოწყობილობების ნუსხას.

თევზაობის დროს რა თქმა უნდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სწორი და გამძლე ყულფები, რომელთა შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიპოვოთ ამ თემაში. ხოლო ის თუ სად რა იყიდება თბილისში და დაახლოებით რა ღირს – განიხილება აი ამ თემაში

ფორუმზე ასევე მოიპოვება ინფორმაცია საქართველოში მობინადრე თევზების და მათი დაჭერის პრინციპების შესახებ, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ამ განყოფილებაში. ხოლო ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელი ადგილებია უფრო შედეგიანი თევზაობისთვის და რომელ ტბასა თუ მდინარეზე თევზჭერის რა მეთოდმა გაამართლა – შეგიძლიათ ნახოთ აი ამ განყოფილებაში

ერთობლივი გასვლები – ეს არის კიდევ ერთი, ყველაზე კარგი საშუალება ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად და გასაღრმავებლად. თვალყური ადევნეთ ამ განყოფილებაში არსებულ გეგმებს და სურვილის შემთხვევაში - შემოგვიერთდით კიდევაც.

აქვე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფორუმზე აკრძალულია წითელ ნუსხაში შეტანილი ჯიშების ჭერის და ასევე ბრაკონიერული მეთოდების განხილვა და პოპულიზაცია.

გისურვებთ წარმატებებს newsmile05.gif

პატივისცემით,


გიორგი

Go to the top of the page
 
მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 03:00