მოკლე რეპორტები გასვლებზე - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

36 გვერდი V  « < 34 35 36  
Reply to this topicStart new topic
მოკლე რეპორტები გასვლებზე
ახალციხელი
პოსტი Feb 15 2016, 11:29
პოსტი #526


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 885
რეგისტრ.: 23-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ამ სეზონზე (ერთი-ორ გაძრომას თუ არ ჩავთვლით) ნადირობა რასაც ქვია ჩამივარდა. გუშინ თავისუფალი ვიყავი და გადაწყდა ტურებს დავცემოდით.
დილიდან საკმაოდ თბილოდა, ადგილზე 7 მონადირე და 4 გონჩი მოვგროვდით. კარგი ნადირობის იმედი გვქონდა, დავგეგმეთ სარეკები და გავნაწილდით პირველ სარეკში.
ნომერში ჩავედი, თან ჩემთვის ვმსჯელობ: კარგი ადგილია, ბილიკი მარჯვნიდანაც ამოდის და მარცხნიდანაც, მაგრამ სულ ჯაგიანია, მხედველობა ძალიან ცუდია, მხოლოდ რამდენიმე წამი მექნება სასროლად, სამაგიეროდ ფოთლების შრიალს უეჭველი გავიგონებ, ფრთხილად უნდა ვიყო რომ არ გამეპაროს. თან ამას ვფიქრობ და თან მოხერხებულ ადგილს ვეძებ, სადაც ტოტები ნაკლებად შემიშლის ხელს და უცებ ტურამ არ ამოყო თავი ჯაგებიდან! ერთი წამი გაკვირვებულები ვუყურებდით ერთმანეთს, გული ამიჩქარდა, ადრენალინის მოძალება ვიგრძენი, თოფის მომარჯვებაც ვერ მოვასწარი ისე გაუჩინარდა ჯაგებში, ფეხის ხმაღა მესმოდა როგორ მშორდებოდა. გულში კაი გვარიანი გინება მივაყოლე, მაგრამ არ მიხმაურია, სარეკი ჯერ არ დაწყებულა და იქნებ სხვაც გამოვიდეს თქო. ეგრე აგიხდეთ ყველაფერი, სარეკის დაწყება და ძაღლების ყეფა ერთი იყო, ერთი გნიასი გაქონდათ, დაძაბული ვიდექი და ვაყურადებდი გარემოს, ჩემს შორიახლო ფოთლების შრიალი გავიგონე, უფრო დავიძაბე, ცოტა ხანს იტრიალა, მაგრამ სად წავიდოდა, ჩემს წინ ბილიკზე უნდა გამოჩენილიყო წამით მაინც, ძაღლების ყეფაც ახლოვდებოდა და აი ჩემი ტურაც გამოძვრა ჯაგებიდან, ორიოდ წამით გაიელვა და ისევ ჯაგებში შეძვრა, ჩემი ნასროლიც ჯაგებში მიეწია, ვერ დავინახე მოხვდა თუ არა, მხოლოდ ფოთლების შრიალით მივხდვი რომ წავიდა, აი ახლა კი კარგა ომახიანათ შევიგინე, იმავ წუთში დაბლა, ხევგაღმა ნომრიდან ორი გასროლა გაისმა, ალბათ ჩემი ტურა ჩავიდა, გავიფიქრე და იქვე ბუჩქთან ჩამოვჯექი, აჩქარებული გულისცემა რომ ჩაწყნარებულიყო. ამასობაში ძაღლი გამოჩნდა, ტურა სადაც მიიმალა იმ ბილიკს ყეფით გაყვა და ძალიან მალე საეჭვოთ მიჩუმდა. მოვუარე ჯაგებს, 15 ოდე მეტრი ჩავყევი ბილიკს და რას ვხედავ:



აღმოჩნდა ძაღლები სხვა ტურას ედგნენ კვალში, რომელიც ქვედა ნომერში გამოეთხოვა წუთისოფელს.







საბოლოოდ ყველაფერი რომ გავაანალიზეთ აღმოჩნდა, რომ ამ სარეკში ორი ტურა მოკვდა და კიდევ ორი გაიპარა, კარგი დასაწყისით გახარებულებმა კიდევ სამი მოკლე სარეკი გავაკეთეთ.
საბოლოო ჯამში ვნახეთ შვიდი ტურა, ორი პირველ სარეკში ავიღეთ, ორი მომდევნო სარეკებიდან დაჭრილი წავიდა (სავარაუდოდ ორივე დაიბრიდა. ძაღლები ჩაუდგნენ სისხლიან კვალში და და დიდი ალბათობით ორივე მკვდარი ნახეს რადგან დევნა არ გაგრძელებულა, იმ ჯაგებში კიდე ვინ შეძვრებოდა მაგის გადასამოწმებლად).

ესეც განწყობისათვის, უკვე იგრძნობა გაზაფხულის მოახლოვება:

http://up.ochopintre.ge/images/2016/02/15/...4_110008.md.jpg

http://up.ochopintre.ge/images/2016/02/15/...4_105444.md.jpg

http://up.ochopintre.ge/images/2016/02/15/...4_131611.md.jpg


შუადღისთვის ნადირობა დავამთავრეთ და კაი პურიც ვჭამეთ სუფთა ჰაერზე, მოკლედ ცოტათი დავიკმაყოფილე ნადირობის ჟინი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ახალციხელი
პოსტი Feb 15 2016, 11:36
პოსტი #527


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 885
რეგისტრ.: 23-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ბოლო სურათების ჩასწორება ვეღარ მოვასწარი. თუ ვინმეს შეგიძლიათ იქნებ ჩაასწოროთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Feb 15 2016, 12:03
პოსტი #528


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,485
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ახალციხელი
small3d018.gif მშვენივრად გინადირია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Feb 15 2016, 12:19
პოსტი #529


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



"სასარგებლო გართობა" მშვენიერი დღე გქონიათ . არ მოგაკლდეს ასეთები და უკეთესებიც. small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Feb 16 2016, 09:45
პოსტი #530


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



უიარაღო
ციტატა(uiaragho @ 21st December 2015 - 16:48) *
კოლხურები ვიყიდე და მეგობარს გადავუცვალე საყელოიანებში. მასაც აწყობდა სისხლის არევა.


ისე ჩემი რჩევა და თხოვნაც იქნება, რომ არანაირად არ აურიოთ სისხლი და არ შეაჯვაროთ კოლხური საყელოიანთან. დიდ შეცდომას დაუშვებთ და გაშვებისას ეცადეთ ერთიდაიგივე ადგილზე არ გაუშვათ. ისე კი კარგად მოგიფიქრებია. : ) newsmile05.gif newsmile05.gif

პ.ს. ფოტოების ატვირთვისას, მიაქციე ყურადღება ზომას. უნდა იყოს 800/600-ზე. თორე დიდი ფოტოები იტვირთება და საათი უნდება გახსნას.

ახალციხელი

ვეცადე, მაგრამ ვერ ვასწორებ. ლინკებს არ მიგდებს...

ტესტ: http://up.ochopintre.ge/images/2016/02/15/...4_110008.md.jpg
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Feb 18 2016, 20:26
პოსტი #531


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



დილის გასიერნება






imag
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Nov 9 2018, 09:20
პოსტი #532


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



რაღაც დუმხართ, თუ ინახავთ ფოტოებს სამერმისოდ? newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Nov 9 2018, 09:22
პოსტი #533


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ჭალიმგელა
ციტატა(Chalimgela @ 9th November 2018 - 10:20) *
რაღაც დუმხართ, თუ ინახავთ ფოტოებს სამერმისოდ?


მომავალ თაობებს უნახავენ ეტყობა... newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Nov 9 2018, 11:44
პოსტი #534


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,485
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ჩელე

დაწერე მერე რამე სანადიროდ შენ დადიხარ ძაღლი კაი გყავს და სროლა კაი იცი მოყევი რამე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Nov 9 2018, 12:20
პოსტი #535


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ოთო.

არ მცალია ჯერ... მანამდე შენ დაწერე...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

36 გვერდი V  « < 34 35 36
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 00:06