ანკესი (ჯოხი) - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

9 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
ანკესი (ჯოხი)
გიორგი
პოსტი Oct 8 2009, 17:22
პოსტი #1


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ანკესი

ანკესის დაიშნულება ყველამ კარგად იცით newsmile05.gif ზოგადად მიღებულია, რომ აღნიშნული ხელსაწყო გამოიყენება თევზის დასაჭერად და მას ერთ-ერთი ყველა მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სათევზაო ინვენტარში.

ანკესი გვხდება უამრავი ტიპის, მათი ძირითადი განსხვავება გამოწვეულია თევზჭერის სხვადასხვა მეთოდების მოთხოვნელებებით (სპინინგი, ფლაიფიშინგი, კარპ-ფიშინგი, ტივტივით თევზაობა და სხვა).

ანკესები განსხვადება მათი წყობის მიხედვით:

1. ტელესკოპური - ანკესი რომელიც იკეცება ტელესკოპივით.


2. შტეკერული - ანკესი, რომლის მუხლები იწყობა ერთი-მეორეზე შეერთებით


ასევე არსებობს ყინულზე თევზჭერის და ე.წ. "მაჩტური" (დუნდუას რომ გამოუგზავნეს newsmile035.gif newsmile035.gif ) ანკესები, მაგრამ ამაზე არ შევჩედები ამჯერად.

ძირითად ორ კატეგორიას შორის, რა თქმა უნდა, არსებობს +/- სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით, მაგრამ ჩვენთვის ძირითადი პლუსი ტელესკოპური ანკესის (და შესაბამისად მინუსი - შტეკერულის) არის მისი ტრანსპორტირებადობა - რადგანაც ტელესკოპური ანკესი იკავებს ძალიან ცოტა ადგილს დაკეცილ მდგომარეობაში; ხოლო შტეკერული ანკესის ძირითადი პლუსი არის მისი სიმსუბუქე, სიმტკიცე და აწყობის სიზუსტე.

ძირითადად ყველა ანკესი არის გათვალისწინებული კოჭით თევზაობისთვის, მაგრამ ასევე გვხდება უკოჭო (და შესაბამისად ურგოლო ანკესებიც), რომლებიც ძირითადად განკუთვნილია ტივტივათი თევზაობისთვის ისეთ ადგილებში, სადაც საჭიროა სატყუარას ძალიან ზუსტი ჩაგდება კონკრეტულ ადგილას. ასეთი ანკესები არის ე.წ. "მაჩტური" და ასევე გვხდება ტელესკოპურიც (მე მაქვს მაგალითად უკანასკნელი).


ანკესის სიმტკიცე

ანკესები ასევე განსხვადება მათი "ღუნვადობის", იგივე სიმტკიცის (Жёсткость) მიხედვით. აღნიშნული მოვლენა წარმოადგენს ანკესის უნარს შეეწინააღმდეგოს დატვირთვის შდეგად წარმოქმნილ ღუნვას. ანკესები, ღუნვადობის მიხედვით, იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
1. რბილი
2. საშუალო
3. ხისტი
რაც უფრო რბილია ანკესი, მით უფრო მეტად იღუნება ეს ერთი და იგივე წონის (დატვირთვის) შედეგად. ხისტი ანკესები გამოიყენება მძიმე სატყუარების გადასაგდებათ და დიდი თევზის ამოსაყვანად. ტბილი ანკესები კი შესაბამისად უფრო მგრძნობიარე არიან და მეტი სიზუსტით გადმოსცემენ თევზის მიკარებას სატყუარაზე (განსაკუთრებით ფსკერული თევზჭერის დროს)


ანკესის სიხისტე

ანკესები ასევე განსხვადება, მათი სიხისტის (Упругость ) მიხედვით. აღნიშნული ტერმინით აღინიშნება ანკესის გასწორების სიჩქარე მასზე დატვირთვის მოხსნის შემდეგ. რაც უფრო ხისტია ანკესი, მით უფრო სწრაფად სწორდება ის, დატვირთვის მოხსნის შემდეგ. ასეთ ანკეს ასევე უწოდებენ "სწრაფ ანკეს".


ანკესის ტესტი
Casting Weight (C.W.) იგივე "ტესტი" - როგორც წესი მოცემულია გრამების დიაპაზონი, მაგალითად C.W. 4-10Gr (შეიძლება Oz).
აღნიშნული დიაპაზონი იშიფრება შემდეგნაირად: ქვედა მაჩვენებელი (მარცხნივ დეფისისგან) გვაძლევს სატყუარის მინიმალურ წონას, რომელსაც აღნიშნული ანკესი "გრძნობს", ხოლო ზედა მაჩვენებელი - სატყუარის მაქსიმალურ წონას, რომლის მოხმარებაც არ ქმნის ანკესის გატეხვის საშიშროებას.

შესაბამისად ანკესი ტესტით 5-10 გრამი, ნაკლებად გამოდგება მაგალითად, ფიდერით თევზაობისას, როდესაც სატყუარის წონა მერყეობს 50-150 გრამის ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება დააზიანოთ ანკესი. ამავდროულად ანკესი ტესტით 100-180 გრამით ვერ წახვალთ სპინინგით სათევზაოთ (ტროლინგს არ ვგულისხმობ newsmile05.gif, ვინაიდან ხელოვნური სატყუარების წონა მერყეობს 5-15 გრამის ფარგლებში და შესაბამისად, ასეთი ანკესით გაგიჭირდებათ ხელოვნური სატყუარის როგორც გადაგდება, ასევე გატარება.


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Oct 29 2009, 17:07
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



15-25 ლბს
რა გამოდის ეგეთი ჯოხი, ლაითი თუ მედიუმი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Oct 29 2009, 17:29
პოსტი #3


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



უფრო მედიუმისკენ... ან შეიძლება ითქვას გარდამავალი... წამოსულიყვაი სემინარებზე newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Oct 29 2009, 17:51
პოსტი #4


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



აბააა რა ვიცოდი რო უკვე კატუსჰკას ვიყიდდი?
და ტან რაც კაიპია მაგ ტესტის ამერიკიდან გამოგზავნილი, 2,74 სანტიმეტრიანი სპინინგიც ვიპოვნე
newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
fishing.fnatic
პოსტი Nov 18 2009, 19:05
პოსტი #5


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2
რეგისტრ.: 17-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



6' MEDIUM
7' MED
5'6" UL
5' UL
6'6" MED
6'6" M/H
7' M/H
8' MED/HVY

ესენი ყველა შტეკერულებია იასნა, და აქ რო ვიხმარო რომელი გამომადგება ყველაზე მეტად ? :|
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Nov 18 2009, 19:25
პოსტი #6


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



fishing.fnatic
არასწორედ დასმული კითხვაა, და არც შტეკერულები უნდა იყოს აუცილებლად.....
შენ ის თქვი რაზე გინდა თედვზაობა და სად
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
სტუმარი_triglit_*
პოსტი Nov 18 2009, 20:06
პოსტი #7





სტუმარი


ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(შოთა.03 @ Oct 29 2009, 18:07) *
15-25 ლბს
რა გამოდის ეგეთი ჯოხი, ლაითი თუ მედიუმი?


და არც ეგ შეკითხვაა მთლად კარგად დასმული მგონი. 15-25 LB - იგივე ლიბრი, ჩვეულებრივი კარპის შტეკერული ჯოხისთვის.... ფაქტიურად არ გამიგია. რადგანაც, კარპის ანკესები როგორც ვიცი არსებობს 2-2.5-2.75-3-3.5-4 LB, ბოლო 2 კი სპოდინგისთვისაა განკუთვნილი და ლოქოზე სათევზაოდ. ამდენად არც ლაითად ითვლება ეგ და არც მედიუმად. არსებობს კიდევ 36 LB ტესტის მქონე, რომელიც ზღვაზე სათევზაოდ გამოიყენება, ალბათ "მერლინზე" და მისდაგვარზე. 1LB შეესაბამება დაახლოებით 29გრ, რაც ნიშნავს იმას რომ ანკესის წვერზე ამ წონის სიმძიმის დაკიდებისას ანკესის წვერი მოიღუნება 90C. იქნებ გრამი გქონდა მხედველობაში და ეხებოდა სპინინგებს, ტივტივის ან ვაგლერის ჯოხებს, მაგ შემთხვევაში სხვაგვარადაა საქმე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Fuego
პოსტი Dec 1 2009, 15:13
პოსტი #8


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 78
რეგისტრ.: 1-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



2 შოთა.03

15-25 LB - ძუის ტესტია და შეესაბამება ამერიკულ H ან MH მწარმოებლების მიხედვით. 10 გრამამდე სატუარა ესეთ ძლიერ ბლანკზე.... newsmile056 (1).gif
თუმცა მე შეიძლება ვცდები კიდევაც.?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Fox
პოსტი Feb 17 2010, 15:57
პოსტი #9


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 97
რეგისტრ.: 17-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მოგესალმებით ყველას მოკლედ კოჭაზე დავსვი უკვე შეკითხვა და ეხლა ჯოხზეც დავწერ.

ანუ რა მაინტერესებს დიდი მოთევზავე არავარ მაგრამ ძალიან მომწონს პაპლავოკით თევზაობა და დონკაზეც (ეს ის ორი სახეობაა რომელიც ამ მომენტში მაინტერესებს და რაზეც მითევზავია და ძალიან მომეწონა) მაგრა მსიამოვნებს. აქედან გამომდინარე როგორ უნდა შევარჩიო შესაბამისი ჯოხი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
zura26
პოსტი Feb 19 2010, 20:15
პოსტი #10


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 15
რეგისტრ.: 18-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მაინტერესებს ნორმალურ ჯოხს ჩვენ პირობებში სად ვიყიდი და რა დაჯდება ეს სიამოვნება? (ტივტივაზე რო გამომადგეს)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
JaFaRa
პოსტი Mar 7 2010, 00:17
პოსტი #11


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 51
რეგისტრ.: 24-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



გამარჯობათ, მაქვს 3.6 მეტრიანი ტელესკოპური და 2 მეტრიანი შტეკერული (შეიძლება ცოტა გძელიცაა, სოფელშია ამჟამად და ვერ დავაზუსტებ), ხოდა რომელი რაში გამოვიყენო მითხარით რაა newsmile05.gif ხოდა მინდა ტივტივაზე სათევზაოდ 4–5 მეტრიანის შეძენა, ოღონდ ცოტა ხარისხიანის და რას მირჩევთ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Mar 10 2010, 09:50
პოსტი #12


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Fox @ Feb 17 2010, 16:57) *
მოგესალმებით ყველას მოკლედ კოჭაზე დავსვი უკვე შეკითხვა და ეხლა ჯოხზეც დავწერ.

ანუ რა მაინტერესებს დიდი მოთევზავე არავარ მაგრამ ძალიან მომწონს პაპლავოკით თევზაობა და დონკაზეც (ეს ის ორი სახეობაა რომელიც ამ მომენტში მაინტერესებს და რაზეც მითევზავია და ძალიან მომეწონა) მაგრა მსიამოვნებს. აქედან გამომდინარე როგორ უნდა შევარჩიო შესაბამისი ჯოხი?


ტივტივა და ფსკერული თევზჭერა 2 სხვადასხვა სახეობაა - შესაბამისად სხვადასხვა ჯოხებიც ჭირდება. გააჩნია იმასაც თუ სად აპირებ თევზაობას - ანუ ძირითადად ტივტივათი თევზაობისას ჯოხის სიგრძემ შეიძლება ითამაშოს!

უფრო კონკრეტულად თუ დაწერ შენს მოთხოვნებს რაიმეს გირჩევდით!

ციტატა(zura26 @ Feb 19 2010, 21:15) *
მაინტერესებს ნორმალურ ჯოხს ჩვენ პირობებში სად ვიყიდი და რა დაჯდება ეს სიამოვნება? (ტივტივაზე რო გამომადგეს)


ეგეთ ჯოხს იყიდი ძალიან ბევრ მაღაზიაში - გადახედე ჩვენს ფორუმზე მაღაზიების განყოფილებას. ამასთანავე შეგიძლია მოინახულო მაგელანიც - და გამოცდილი ლილოს ბაზრობა!

ციტატა(JaFaRa @ Mar 7 2010, 01:17) *
გამარჯობათ, მაქვს 3.6 მეტრიანი ტელესკოპური და 2 მეტრიანი შტეკერული (შეიძლება ცოტა გძელიცაა, სოფელშია ამჟამად და ვერ დავაზუსტებ), ხოდა რომელი რაში გამოვიყენო მითხარით რაა newsmile05.gif ხოდა მინდა ტივტივაზე სათევზაოდ 4–5 მეტრიანის შეძენა, ოღონდ ცოტა ხარისხიანის და რას მირჩევთ?

3.6 ტელესკოპურს რაც შეეხება - გააჩნია რა ტესტი აქვს - მაგრამ ზომით თუ ვიმსჯელებთ ალბათ უფრო კარპ-ფიშინგისთვის და ფსკერული თევზაობისთვის გამოგადგება! ასევე ძნელია პასუხის გაცემა შტეკერულზეც ვინაიდან არც ტესტები ვიცით და არც ზუსტი სიგრძე.

კარგი ჯოხის ყიდვა კი ბევრგან შეიძლება გადახედე ჩვენს ფორუმზე არსებულ მაღაზიების განყოფილებას!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
zDATOz
პოსტი Jun 3 2010, 19:37
პოსტი #13


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 15
რეგისტრ.: 8-May 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



გამარჯობათ , ჩემ ჯოხს ასე აწერია და იქნებ მითხრათ.დონკაზე თუ გამომადგება ეს ჯოხი; LENGHT-3.60M. SECTIONS:8. CASTING WEIGHT: 40-80g . კოჭა კი ესეთია: LBS/YDS 10/215 12/160 15/120. MM/M 0.30/195. 0.35/145. 0.40/110. GEAR RATIO 5.2:1 1 BALL/BEARING.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Jun 7 2010, 21:14
პოსტი #14


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(zDATOz @ Jun 3 2010, 20:37) *
გამარჯობათ , ჩემ ჯოხს ასე აწერია და იქნებ მითხრათ.დონკაზე თუ გამომადგება ეს ჯოხი; LENGHT-3.60M. SECTIONS:8. CASTING WEIGHT: 40-80g . კოჭა კი ესეთია: LBS/YDS 10/215 12/160 15/120. MM/M 0.30/195. 0.35/145. 0.40/110. GEAR RATIO 5.2:1 1 BALL/BEARING.


გამოგადგება!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
~Dima~
პოსტი Jun 11 2010, 15:24
პოსტი #15


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 10
რეგისტრ.: 3-June 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Poti



ჩემი აზრით ჯოხით ტევზაობას სპინინგიტ ტევზაობა ჯობია.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

9 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 17:19