დანის განხილვა: Boker Plus Batman - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
დანის განხილვა: Boker Plus Batman, ჩემი პირველი განხილვა :)
nihontoman
პოსტი Jan 10 2012, 02:06
პოსტი #1


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 933
რეგისტრ.: 30-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ეს განხილვა დაწერილი მაქვს ადრე, თითქმის ორი წლის წინ, მეზბელ ფორუმზე http://www.airgun.ge და პირდაპირ გადმომაქვს აქეთ. დიდი არაფერი განხილვა არაა, უფრო პირველი შთაბეჭდილებებია დანაზე, თუმცა სულ არაფერს ჯობია - რაღაც წარმოდგენას შეგიქმნით. მეტი რომ არ გავაგრძელო, ესეც განხილვა:

გაგიმარჯოთ ყველას!

ალბათ გახსოვთ, რომ ცოტა ხნის წინ თემა გავხსენი და გთხოვდით დამეხმარეთ მეთქი ამაზონიდან რაღაცის ჩამოტანის დროს რაღაც რაღაცეები მქონდა გასარკვევი, პროცესუალური ხასიათის კითხვები გამაჩნდა. ალბათ ისიც გახსოვთ, რომ რაღაცასაც შეგპირდით იმ თემაში. სწორია, შეგპირდით ჩამომივა ერთი ნივთი და იმის კარგ განხილვას გავაკეთებდი. აბა თუ მიხვდებით რა უნდა ვქნა ეხლა?- სწორია, პირობა უნდა შევასრულო, ანუ ჩამომივიდა დღეს ჩემი პატარა და განხილვაც უნდა გავაკეთო.

დავიწყოთ დასაბამიდან D.gif

რამდენიმე კვირის წინ ოჯახმა გადაწყვიტა რაღაც რაღაცეები გამოგვეწერა ამაზონიდან. ძირითადად ტანსაცმელი. ეს გადაწაყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ ყველას ყელში ამოგვივიდა თბილისის მაღაზიებში (და არა მარტო მაღაზიებში, ბაზრობებშიც) ტანსაცმლის და ფეხსაცმლის დიდი ფასები. მაღაზიის "სახელსა და გვარს" არ დავასახელებ, (თვითონაც მიხვდებით) ამერიკაში 80-100 დოლარიან ბოტასებს ფასები ადევს 500 ლარამდე. მესმის იყოს ორმაგი ფასი, ჰა, შეიძლება ორნახევარ-მაგი, მარა ამდენ მაგი რა უბედურებაა? :( D.gif მოკლედე ბევრი რო არ გავწელო ავდექით და გამოვიწერეთ რაღაც-რაღაცეები. რაკი შედარებით ბევრი რამე იქნა გამოწერილი, მოვახერხე და ამ შეკვეთაში ეს პატარაც მივაყოლე. დიდი პრობლემა არ შეუქმნიათ, მაინც 35$ დაჯდა, ასე რომ....

ველოდე ველოდე და გუშინ ინვოისი მომივიდა usa2georgia-დან რომ რაღაცეები ჩამოგივიდა და წაიღეო. ვიცოდი რომ ჩემი დანაც აქ იყო და ძალიან მიხაროდა. დავადექი დღეს 11 საათზე ზუსტად. რატომღაც მეგონა რომ განბაჟებაში უნდა მოხვედრილიყო, მარა საბედნიეროდ არ მოყვა და დიდი პროცედურები არ დამჭირვებია. :dance2:
ავიღე და მოვიტანე სახლში. ხო, მართლა, ეს სახლში მოტანის პროცესი, უფრო სწორედ ამ პროცესის დასაწყისი არ მომეწონა_ყუთები, როგორც ადრე, მომცეს პირდაპირ და არანაირი პარკი არ მოუყოლებიათ. ამ შეობელძაღლებს არ შეუძლიათ ერთი პარკი მოგცენ, ყველა მანქანით ხომ არ იქნება მოსული? მოკლედ პარკის ყიდვა იქვე მაღაზიასთან მოვაჭრე ქალისგან მოვახერხე (მგონი შეკრულები არიან ეგენი, როგრც კი დამინახა ეგრევე მომცა პარკი, არაფერი არ მქონდა ნათქვამი :mda: )
კაი, მეტი რო არ გავაგრძელო, მოვიტანე სახლში. ეს პატარა ყველაზე უფრო პატარა პაკეტში იყო მოთავსებული.




საკმაოდ პატარა პაკეტია როგორც ხედავთ, თუმცა მეტი არც სჭირდება. მეორე სურათზე ჩემი spyderco byrd crossbill-ია, ეგეც ეგეთი მონსტრია. :dirol: ხო, ეს პაკეტი ჩვეულებრივი არაა, მაგარი კაგი რამეა, ნახეთ როგორი ბუშტუკებიანი ცელოფნითაა გაკეთებული შიგნიდან:



ამ პაკეტის გახსნის შემდეგ დავინახე თვითონ ყუთი, სადაც დანა დევს. ყუთის ხედები:





ყუთიც გავხსენი და შიგ რაღაც ქაღალდი დამხვდა:




აქ წერია, რომ ბედნიერი ვყოფილვარ ასეთი კარგი დანა რომ შევიძინე და რამე. მოკლედ მამადლიან. :lol2:
ეს ქაღალდი რომ მოვაშორე დავინახე პარკში გახვეული "რაღაც".



ამოვიღე ყუთიდან და პირველ რიგში რაც ვიგრძენი იყო წონა. საკმაოდ წონიანი რამეა, ყველაზე მძიმე დანაა რაც მაქვს. ასევე საკმაოდ სასიამოვნო სიურპრიზიც დამხვდა. ამ დანას მოყვება თავისი პატარა ლამაზად დაწნული თოკი, ინგლისელები ამას lanyard-ს ეძახიან.



ვიკიპედია ამბობს, A lanyard is a rope or cord often worn around the neck or wrist to carry something. Usually it is used where there is a risk of losing the object or to ensure it is visible at all times. მოკლედ საჭირო რამაა. ჩემს დანას რომ მოყვა არის ოთხკუთხედად დაწნული და შავი ფერისაა. ამას მე რაში ვიხმარ არ ვიცი, მარა შეიძლება ჯიბიდან ამოსაღებად იყოს კარგი ან რამე.... მოკლედ რაც არ უნდა იყოს, საკმაოდ გამიხარდა, იმიტომ, რომ ასეთი შტუკები ქუჩაში არ ყრია, ფული ღირს და ხალხი ყიდულობს. მე კიდე "უფასოდ" შემხვდა. მოკლედ კმაყოფილი ვარ :i-m_so_happy:

როგორც ხედავთ, ტარი არის შავი ფერის. საიტზე ამბობენ რომ ეს მასალა არის G-10. ვადასტურებ. მართლა ეგაა, თან საკმაოდ მაღალი ხარისხისაა და კარგად დამუშავებული.

G-10-ის ტექსტურა საკმაოდ სასიამოვნოა და მოჭიდების კარგი კოეფიციენტი აქვს. ხელში კომფორტული შეგრძნება გიჩნდება. იგი უფრო კარგადაა დამუშავებული ვიდრე ჩემი სპაიდერკო ბერდი, თუმცა იგივე ფასები ღირს, მაგრამ სპაიდერკო მილიტარისა კიდევ უფრო კარგი დამუშავებულია. ალბათ იმიტომაც ღირს ძვირი. :mda:

ბერდი:



ბოკერი:



ესეც მილიტარი:



ტარი კონსტრუირებულია საკმაოდ მყარად. იგი შედგება ფოლადის ლაინერებისაგან, და გარედან ამ მასალისგან. ეს ლაინერები საკმაოდ სქელია და ამიტომაცაა, რომ ძალიან მძიმე დანაა სხვებთან შედარებით, თუმცა ახლავე უნდა გითხრათ, რომ ხელში ტანკივით ზის :moil: . უკვდავის შთაბეჭდილებას ტოვებს და ძალიან მომწონს. არანაირი თამაში, ლუფტი, ფლოხვა დანის პირს არ აქვს. ძალიან ძლიერია და რამე. ღერძი, რითაც პირი ტართანაა დამაგრებული ძალიან სქელია და საიმედოდ გამოიყურება. თუმცა ისეთი უცნაურია მისი თავი, რომ თუ დამჭირდა მოშვება ან დაჭერა რითი მოვახერხო ეს ამბავი არ ვიცი. იმედია ეგეთი რამე არ დამჭირდება :superstition:



სისქის ხარჯზე ტარი ხელს ავსებს და მართლა გრძნობ რომ საკმაოდ ძლიერი რამე გიჭირავს ხელში (ოღონდ არ იფიქროთ, რომ უფრო წვრილი დანები ხელში ნაკლებად კომფორტულად ზის).



სხვა დანებთან ერთად:




ხო, მართლა, სპეისერები, ანუ შაიბები არის თეთრი, ალბათ ტეფლონის. ნუ ეხლა ამ ფასიან დანებში საკმაოდ იშვიათია ბრინჯაოს შაიბები (ამ იშვიათობას განეკუთვნება ჩემი სპაიდერკო ბერდი). სურათი ვერ გადავუღე რატომღაც, მარა შევეცდები მერე გადავიღო და დავდებ.

ტარზე არის ჯიბეზე დასამაგრებელი რაღაც (სიტყვა დამავიწყდა ქართულად) ინგლისურად pocket clip. იგი მოთავსებულია ტარის უკანა მხარეს, ანუ დაკეცილ მდგომარეობაში, ჯიბეში დებისას დანის წვერი ზემოთ იყურება. ამას ინგლისელები ეძახიან tip up carry. თუმცა, შესაძლებელია მისი გადანაცვლება tip down carry -სთვისაც. კარგია ის, რომ კლიპის მეორე პოზიციაზე გადასანაცვლებლად ცალკე შურუპებია გამოყოფილი, ანუ პროსტო დირკები არაა. ეს მომწონს, იმიტომ, რომ ეგ დირკები ჭუჭყით მალე ივსება, ეხლა კი შიგნით არაფერი ჩავა. თან დიზაინს უხდება.....





შურუპებზე გამახსენდა, მთავარი ღერძის გარდა ტარში კიდევ ხუთი წვრილი შურუპია, ანუ ტარი ღია კონსტრუქციისაა. ანუ რომ გახედავ, ჩანს იქით რა ხდება. D.gif ეს დახურულ კონსტრუქციას პირადად მირჩევნია, რადგან უფრო ადვილი გასაწმენდი იქნება მერე. (საშინელებაა ტალახში თუ ჩაგივარდა დახურულ ტარიანი დასაკეცი დანა, იმის გაწმენდა არის კოშმარი.) თვითონ შურუპები არის ძალიან კარგი და ხარისხიანი, თავები აქვს ვარსკვლავისებური. რაც აღსანიშნავია ამ შურუპებში არის ის, რომ მისი თავები, ანუ ვარსკვლავები საკმაოდ კარგი დამუშავებულია და მოღლეტილები არაა. ჩემს სპაიდერკოს მილიტარისაც კი ერთი ასეთი ვარსკვლავი მოღლეტილი აქვს, თან გაითვალისწინეთ, რომ ის ღირს ოთხჯერ უფრო მეტი. მოკლედ ყოჩაღ ბოკერ. საამისო კლუჩები არ მაქ, მარა მალე ვიყიდი, იმიტომ რომ დამჭირდება...

ტარი რელიეფური დამუშავების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქვს საკმაოდ აგრესიული და ფუნქციონალური ჩაღრმავებებიტარის ოთხივე კუთხეში. რო დაიჭერ ხელში, ისეთი შეგრძნება გიჩნდება, რომ ამას ხელიდან ვერაფერი გამოგტაცებს. ეს ჩაღრმავებები პირს ზურგის მხარეზეც მიყვება ასე 2სმ-ით. რა ვთქვა მეტი, საკმაოდ ფუნქციური და ლამაზია ჩემი აზრით.




დაკეცილ მდგომარეობაში ჩვეულებრივი რამეა, მარა რო გახსნი უკვე სულ სხვაა :yess: როგრც ხედავთ, საკმაოდ უცნაურია. აქვს ჰოკბილის ტიპის პირი, თუმცა კლასიკურისგან იმით განსხვავდება, რომ ეს პირი საფეხურებივითაა დაყოფილი. ამ უბნებს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ სერეიტორებს. შეიძლება ვუწოდოთ გიგანტური სერეიტორები, ან რავი რაღაც ამგვარი. ეხლა მივხვდი რატომ ქვია ბეტმენი. რო შეხედავ მართალ ბეტმენია რააა. ღამურის ფრთას მაგონებს პირი. :vampire: საკმაოდ საიამოვნოა და უნიკალურიცაა. სხვა ასეთი მე არ მინახავს. ცოტა გიჟური დიზაინია, მარა მე ძალიან მომეწონა.





რაც შეეხება გიგანტურ სერეიტორებს, ფუნქციონალური მხრივ აქ ერთი ნიუანსია. ჩემი აზრით საკმაოდ გათვლილი დიზაინია მისი გიჟური შესახედაობის მიუხედავად. ძალიან მოსწონთ ასეთი დანები იმ ხალხს ვისაც ბევრი თოკი აქვს დასაჭრელი, ან ვისაც ასეთი მფატრავი დანა უნდა. მფატრავი ისე არ გაიგოთ, ჩხუბში სახმარივით. უბრალოდ პირის დიზაინი საკმაოდ გამოსადეგი იქნება ისეთ სემთხვევებში, როცა მასიურ რამეს ჭრი , რომელიც პირის სიგრძეზე მეტია და ზედმეტი წვალების გარეშე მოხერხდება პირი მთელი სიგრძის გამოყენება. დიზაინით ისეთია, რომ როცა ასეთ რაღაცას ჭრი, პირი თვითონვე მიიწევს შიგნით, სხვა დანებს კი საკმაოდ უჭირს ასეთი რამის გაკეთება და ოპერატორს მუდმივად უხდება დამატებითი ძალების დატანება დანაზე, რათა მასალის ჭრისას პირი ზემოთ არ ამოვარდეს.
თან სერეიტორების მეშვეობით მომუშავე სიგრძე იზრდება და სწორედ ამიტომაც ადვილი ხდება დიდი რამეების გაჭრა. მაგალითად თოკის ჭრის შემთხვევაში, როცა არის სერეიტორიანი დანა ამ დიზაინის პირით, თოკს შანსი არ ექნება, ხოლო თუ ჩვეულებრივ დანას აიღებ და დაჭრას დაიწყებ, რაც არ უნდა ბასრი იყოს, მეტი წვალება დაგჭირდება. ამან რომ ერთი გადასმით მოახერხოს თოკის გაჭრა, ჩვეულებრივი დანა სამ-ოთხ და შეიძლება მეტ გადასმას მოანდომებს. ეს კი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ნაკლები ენერგია იხარჯება და ამასთან ნაკლები დროც. დრო კი, ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილსა და სიცოცხლის შორის გადამწყვეტი ფაქტორია.

როგორც ხედავთ პირი რაღაცითაა დაფარული, არ ვიცი რით, მარა მგონი ტიტანის ნიტრიდი უნდა იყოს... ეს ფენა მაინც მკიდია, იყოს რაც არის.... მთავარია შეღებილი არ იყოს. პირს ერთ მხარეს აწერია ბოკერ პლიუსი, მეორე მხარეს კი ფოლადის მარკა და რაღაც ნომერი. ეს ნომერი არ ვიცი რისაა, თუ სერიული ნომერია, მაშინ გამოდის, რომ მე საკოლექციო დანის მფლობელი ვყოფილვარ, ამ ლოგიკით, ჩემი დანა გამოშვებული პირველი ათასიდან სამას ორმოცდა მეთოთხმეტე ყოფილა. მარა რაკი არ აწერია first produqtion run, ე.ი. არაა მასე და უბრალოდ ამ მოდელის ნომერია. მაგრამ ეს საკითხი გასარკვევია. ფოლადი ამ დანის არის ჩინური . ეს ანალოგიურია იაპონური aus-8-ის. ეს უკვე ჩეემი მესამე დანაა 8cr13Mov ფოლადით. კმაყოფილი ვარ, საკმაოდ მუშა ფოლადია, არ იჟანგება, მარცვლოვანი სტრუქტურაც კარგი აქვს როგორც ჩანს და რავი, მაგარი რამეა რა. პირი ძალიან სქელია, ასე 4მმ-მდე იქნება. თან ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ წვერისკენ უფრო იზრდება....






გასახსნელად პირზე არის ორი პატარა რაღაც მიმაგრებული. საკმაოდ კარგი ზომისა და ფორმისაა, თან როგორც ჩანს მოხსნაც შეიძლება.

პირი გალესილია ძალიან კარგად, პარსავს ისეთია. რამდენ ხანს შეინარჩუნებს ასეთ სიბასრეს დაახლოებით უკვე ვიცი და უკვე მიხარია :dance3:

ჩამკეტი მექანიზმი ძალიან ძლიერია. ამ ტიპის მექანიზმებს ეძახიან liner lock-ს. ეს მექანიზმი წარმოადგენს ტარის ფოლადის ჩონჩხის ნაწილს, რომელიც პირის გაღებისას გამოიწევა და ძირში ედება, რითაც ხდება ჩაკეტვა. მის გასახსნელად ეს ფირფუიტა უნდა უკან გავწიოთ. ამ შემთხვევაში, ეს ფირფიტრა საკმაოდ სქელია, გავზომე და არის მილიმეტრნახევარი. ასეთი ზომის ლაინერლოქი გიგანტად კლასიფიცირდება. მიღებულია, რომ ყველაზე სუსტი მექანიზმი სწორედ ესაა, თუმცა ამას რომ ვუყურებ მაგაში უკვე ეჭვი მეპარება. თან ყველა აღიარებს, რომ ხშირად ცდებიან ხოლმე ამ მექანიზმის სიმყარის განსაზღვრისას და ბევრჯერ ყოფილა ისე, რომ ძალიან საიმედო აღმოჩენილა. დარწმუნებული ვარ ესეც ასეთი გამოდგება.




ამ დანის გაღება საკმაოდ ადვილია, თუმცა დაკეტვაა ძნელი. მიზეზი ისაა, რომ ჩამკეტია ნამეტანი დიდი. თუმცა მე ასე მირჩევნია, გაღება ჯობია იყოს ადვილი, ვიდრე დაკეტვა. უბედური შემთხვევების შესაძლებლობა ამის ხარჯზე საკმაიოდ მცირდება.


ეხლა ფიქრობთ ვინ მოიფიქრა ეს დიზაინი, რომელ ჭკვიანს მოუვიდა თავში ამისი დახატვა და საერთოდ მერე პროდუქციის გამოშვებაო? :spiteful:
დიზაინერი ამ დანისა არიან სამხრეთ აფრიკელი kevin and heather harvey. და-ძმა არიან მგონი. მათ მოიფიქრეს ეს დიზაინი და მერე გერმანულმა კომპანიამ ბიუკერმა ან ბოკერმა გადაწყვიტა წარმოება. დანა დამზადებულია ტაივანში და არა გერმანიაში, თუმცა ხარისხის კონტროლი მართლა კაია და რა მნიშვნელობა აქვ სად იქნება გაკეთებული?


ეხლა კი მწარმოებლის საიტიდან ტექნიკური მონაცემები:
სიგრძე გახსნილ მდგომარეობაში: 8.1/4"
პირის სიგრძე: 3.3/4"
წონა: 6.2 უნცია. (ცნობისათვის, სპაიდერკო მილიტარი 4 უნციაც არაა)

ცოტაოდენი სურათებიც, თვალის გასახარებლად:







საერთო ჯამში ძალიან კმაყოფილი ვარ, მომწონს ყველაფერი. ჩამოვწერ დადებით და უარყოფით მხარეებს:
+
ძლიერი, კარგი ხარისხის, მაღალი დონის დამუშავება, გამოყენებული მასალები, უფასო თოკი.
-
მძიმე, ძნელი დასაკეცი, უცნაური ღერძის თავი.

თუ რამე კითხვა გაქვთ დასვით ნუ მოგერიდებათ, შენიშვნები მომეცით და ა.შ.
მზად ვარ :thank_you2:
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Jan 10 2012, 10:04
პოსტი #2


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



nihontoman
small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
კარგი ხარ კარგი ამომწურავი რეპორტია
გაიხარე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nihontoman
პოსტი Jan 10 2012, 11:12
პოსტი #3


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 933
რეგისტრ.: 30-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



T A M P L I E R

მადლობა, ვეცადე თავის დროზე D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Jan 10 2012, 11:15
პოსტი #4


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ეხლა ცოტა უფრო სასრგებლო დანებზე ველით რეპორტს
ისე კი ნაგლობაა მაგრამ ვიდეოც კარგი იქნება D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nihontoman
პოსტი Jan 10 2012, 14:20
პოსტი #5


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 933
რეგისტრ.: 30-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ეგ ყველაფერი სადღაც ერთ თვესი - მანამდე წვდომა არ მაქვს ფიზიკურად ცემს დანებთან, ამიტომ ვერც სურათებს გადავუღებ და ვერც ვიდეოს...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Jan 10 2012, 14:47
პოსტი #6


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



nihontoman
ოკს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th November 2024 - 21:05