Fabarm და XLR 5 - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

11 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
Fabarm და XLR 5
ბესო
პოსტი Jan 5 2010, 13:41
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მოკლედ გადავწყვიტე სტატიის გაკეთება ამ თოფზე - რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება ძირითადად განაპირობა იმან, რომ მე ვარ მფლობელი და თავგზას, რომ უბნევენ პოტენციურ მომხმარებლებს იმანაც newsmile045.gif



Fabarm spa,

ქარხანა მდებარეობს ქალაქ ტრავალიატოში (Travagliato), ხოლო დასახელება კი იშიფრება შემდეგნაირად: სს "ბრეშიას საიარაღო ქარხანა" (Fabbrica Bresciana Armi, societa per azioni).

ფაბარმი არის ერთ-ერთი იმ იშვიათი იარაღის მწარმოებელთაგანი, რომელიც ყველა დეტალს საკუთარ საწარმოში უშვებს და არ ახორციელებს გარედან შესყიდვებს - ან გარეთ შეკვეთებს!

მათი ერთ-ერთი ძირითადი პროფილი არის ნახევრადავტომატური გლუვლულიანი იარაღის წარმოება. ეს იარაღები არაფრით ჩამოუვარდება გრანდების ნაწარმს და ამასთანავე მოიცავს ბევრ ინოვაციურ "წვრილმანს", რომელთა ერთობლიობაც საკმაოდ კარგი იარაღის იმიჯს შესძენს ამ ქარხნის ნაწარმს!

XLR 5 - წონა 2.9-3.1 კგ დამოკიებულია ლულის სიგრძეზე (61-66-71-76)



ეს არის ფაბარმის უახლესი ნახევრადავტომატური გლუვლულიანი იარაღი. მისი დასახელება იშიფრება შემდეგნაირად: eXtra Long Range - "ძალზე შორი დისტანცია", ხოლო ციფრი 5 კი ნიშნავს, სტანდარტული პატრონების რაოდენობას - ანუ 4 მაღაზიაში, +1 ლულაში!

უნდა აღინიშნოს, რომ მწარმოებლის ერთ-ერთი მიმართულება არის შორს დისტანციაზე სროლა და სწორედ ამ მიზნისათვის შეიქმნა იარაღის ეს მოდელი, რომელიც გათვლილია, როგორც ტყვიის, ასევე ფოლადის საფანტზეც/პატრონებზე!

პირველი ნიშანი რაც იარაღის ამ მოდელს განასხვავებს სხვა ნებისმიერი (მსგავსი დანიშნულების) თოფისგან არის მისი ლულის ტესტი წნევაზე, რომელიც შეადგენს 1,630 ბარი ~ 1,482 ატმოსფერო. დღეს მსოფლიოში ტესტირების უმაღლეს წნევად მიჩნეულია 1,370 ბარი ~ 1245 ატმოსფერო. ნაციონალურმა სტენდმა შესაბამისად შექმნა ახალი სერტიფიკატი და ახალი მარკირება, რომელიც ადასტურებ XLR 5-ის გატესტვას უმაღლესი წნევით რომელსაც ანალოგი არ აქვს!

სერტიფიკატი:



მარკირება:


მოდელი მუშაობს დენთის მიერ გამოყოფილი გაზებით გადატენვის პრინციპზე. გადატენვის აღნიშნული პრინციპი ითვლება, ყველაზე სწრაფ პრინციპად თუ შევადარებთ ინერციული გადატენვის პრინციპს, ასევე გადატენვას ლულის მოძრაობის მეშვეობით. ბევრი პლიუსისა გაზის მეშვეობით გადატენვის პრინციპს აქვს მინუსებიც - თუ დენთი მცირეა მაშინ შეიძლება გადატენვისას იყოს ჩავარდნები, ხოლო დიდი დენთის შემთხვევაში კი დეტალების მუშაობა არის ძლიერი და შეიძლება წმოიშვას დეფორმაციები. ამ მინუსების გადაწყვეტის გავრცელებული მეთოდი არის გაზის არხების რეგულირება. ოღონდ სხვადასხვა დენთის შემთხვევაში უნდა ხდებოდეს ამის რეგულირება (ზოგ შემთხვევაში გარემოს ტემპერატურის მიხედვითაც კი).
ფაბარმს აქვს აღნიშნული მინუსების გადაწყვეტის დაპატენტებული მეთოდი - ფრიქციული მუხრუჭი!

რომელიც დიდი რაოდენობის დენთით/დატენვის შემთხვევაში ამუხრუჭებს გადატენვას და შესაბამისად ის სულ ოპტიმალური სიჩქარით მუშაობს!
ამასთანავე ეს გადაწყვეტა - რეგულირების სისტემასთან შედარებით გამოირჩევა ნაკლები წონით! და ძლიერი ან სუსტი მუხტის მქონე ვაზნების გამოყენება პრაქტიკულად არ ახდენს გავლენას უკუცემაზე!


ნაკლები დენთის შემთხვევაში:


მეტი დენთის შემთხვევაში:


ეს სისტემა გამოიყენება ფაბარმის შემდეგ მოდელებში
XLR 5
LION H35
LION H38
LION H368
S.A.T. 8

გარდა ამისა ფაბარმს აქვს ლულის გაჩარხვის დაპატენტებული სისტემაც (შექმნილია 10 წლის წინ)- ტრიბორი!
2005 წელს კი შეიქმნა ტრიბორის გაუმჯობესებული ვარიანტი!


ტრიბორი მოიცავს ლულის პირველად უფრო გაფართოებულ ცილინდრულ ნაწილს დიამეტრი - 18.8 მმ, რაც უზრუნველყოფს ნაკლებ ხახუნს და შესაბამისად მეტი საფანტის მიტანას!
შემდეგ მოსდევს 205 მმ-იანი კონუსური ნაწილი, რომელიც მცირდება 18.8 მმ-დან 18.4 მმ-მდე - რაც შესაბამისად ზრდის წნევას, ხოლო ეს უკანასკნელი კი ზრდის ტყვიის/საფანტის სიჩქარეს.
ლულა ბოლოვდება ჰიპერბოლული (დაპატენტებული) ლულის შევიწროვებებით - ჩოკებით!
ფაბარმი იყენებს 82 მმ-იან ხრომი მოლიბდენის შენადნობისგან დამზადებულ ჩოკებს, რომელთაც შიდა ზედაპირი აქვთ ჰიპერბოლური ფორმის და მათი დამზადება ძვირად ღირებულ ტექოლოგიად ითვლება. ამ ინოვაციაზე დაყრდნობით ფაბარმი არის ერთად-ერთი მწარმოებელი, რომლის 0.75 და სრული 0.9 ჩოკითაც შეიძლება ლითონის ტყვიის სროლა!


თუ დავეყრდნობით ფაბარმის ვებ გვერდზე არსებულ მონაცემებს: ტესტირებისას, - 0.9 ჩოკი, 30 მეტრი დისტანცია, 75 სმ დიამეტრის მქონე მიზანი, 12 კალიბრი, 35 გრამიანი ვაზნა, 4 ნომერი ფოლადის საფანტი - საფანტის 89 პროცენტი ხვდება მიზანს. მაშინ, როდესაც ნახევრად ჩოკით მიზანს ხვდება 76%. რაც ნიშნავს 15%-ით ნაკლებ ზიანს.


XLR 5 მოდელს დამატებული აქვს ოპტიკური სამიზნის დასამონტაჟებელი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ოპტიკის დამაგრება შეიძლება.
ასევე, ამ მოდელს აქვს დამატებული მწვანე ოპტიკური ჩანართი, რომელიც სწრაფი და ზუსტი დამიზნების კარგ საშუალებას იძლევა!


ამ მოდელს ზამბარა აქვს ლულის პარალელური - მწარმოებლის მონაცემებზე დაყრდნობით, ზამბარის ამგვარი განლაგება ამცირებს 2 მიყოლებულ გასროლას შორის აცდენას 30%-ით და წარმოადგენს ყველაზე სწრაფ სროლა-გადატენვის მექნიზმს (5 სროლაზე - 0.31 წამი)

იარაღს ასევე მოყვება კონდახის მდებარეობის სარეგულირებელი პლასტმასის ჩანართები, რომლებიც მისი რეგულირების 12 პოზიციას უზრუნველყოფენ!



ინფორმაცია ძირითადად მოპოვებულია:
Fabarm-ის ვებ-გვერდიდან;
http://gunmag.com.ua
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jul 17 2011, 08:57
პოსტი #2


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მე პირადად ამ თოფში აღმაფრთოვანა მისმა მოხვედრის ძალამ....
'მაგრად ურტყამს'
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიზოვიჩი
პოსტი Jul 17 2011, 10:42
პოსტი #3


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,630
რეგისტრ.: 6-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Fabarm Gamma 2 Sport 12ga

ბასარიონ ამ თოფზეც თქვი პატარა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შუკა
პოსტი Jul 17 2011, 10:55
პოსტი #4


.
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,130
რეგისტრ.: 29-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



Fabarm XLR 5 სიძლიერეში მაშინ დავრწმუნდი როცა ამ ზამთარს ერთნაირი ვაზნებით(RC4-36GR) ერთნაირ დისტანციაზე (60 ნაბიჯი) შტუჩინი MC-12-21-ზე უკეთესი შეღწევადობა აჩვენა(გურგენა დამემოწმება newsmile05.gif )
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Jul 17 2011, 11:34
პოსტი #5


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



ხოშიანი რამეა დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი ამ თოფს. newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dole
პოსტი Jul 18 2011, 12:21
პოსტი #6


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 99
რეგისტრ.: 19-May 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის კიდევ ის რო , იარაღს რესივერი ტიტანიუმით აქვს დაფარული, რაც უფრო მეტად იცავს ნაკაწრებისგან და ფერის გადასვლისგან . ფასის მიხედვით ნადმვილად კაი იარაღია .
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Jul 19 2011, 09:20
პოსტი #7


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(nikash4 @ 18th July 2011 - 20:15) *
მიტანას რაც შეეხება მიიტანა მც 21-12 - 1 ცალი საფანტით მეტი მაგრამ..


ნიტანა ეგრე ვერ გაიზომება. შეიძლება მეტი რომ მიიტანა არც ვარგოდეს ვინაიდან ვერ შლის და მაგიტომაც მიიტანა მეტი, ამიტომ გააჩნია მანძილს და ჩოკებს. ასე რომ შუკა ის 1 საფანტი დაიკიდე newsmile045.gif

ციტატა(niko @ 17th July 2011 - 09:57) *
მე პირადად ამ თოფში აღმაფრთოვანა მისმა მოხვედრის ძალამ....
'მაგრად ურტყამს'


ბოლო სტენდზე რასაც მოხვდა მტვრად აქცია newsmile05.gif

ციტატა(gio2515 @ 17th July 2011 - 11:42) *
ბასარიონ ამ თოფზეც თქვი პატარა

რომ მოვიცლი მერე. ეხლა გაჭედილი ვარ!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
romeo 1
პოსტი Jul 20 2011, 15:11
პოსტი #8


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,028
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თელავი



ისე ვერ გავიგე რატომაა სასირცხვილო რომ შეადარონ სროლაში გინდაც მე-19 საუკუნის თოფი დღევანდელ თოფებს? დარწმუნებული ვარ რომ 19 და 20 საუკუნეში წარმოებული კარგი თოფები არაფრიდ არ ჩამოუვარდებიან მიტანაში დღევანდელ თოფებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შუკა
პოსტი Jul 20 2011, 19:02
პოსტი #9


.
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,130
რეგისტრ.: 29-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



aba-me-ravi.gif wtfg.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
romeo 1
პოსტი Jul 21 2011, 10:23
პოსტი #10


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,028
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თელავი



თბილისის ერთ-ერთ საიარაღო მაღაზიაში ვსაუბრობდი Benelli crio comfort-ის მფლობელთან. ის ძალიან აქებდა ამ თოფს, საუკეთესო მიტანააქვსო, ბალანსი, ძალიან მოხერხებულია სახმაროთო, ერთი სიამოვნებააო ამ თოფით ნადირობაო, და სხვა... ოღონდ საუბრის ბოლოში მითხრა, იჟ-54 მაქვსო, მიტანით და ჭრით Benelli-ს ჯობნისო! newsmile01.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Jul 21 2011, 10:30
პოსტი #11


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



სულაც არაა სასაცილო! დიდი ალბათობაა რომ ეჯობნა კიდეც! გააჩნია ვაზნებს რომლებიც უნდა შეურჩიო ნებისმიერ თოფს ოპტიმალური მიტანის, საფანტის შლის და ჭრის ( შეღწევადობის) მისაღწევად. ანუ, სიტყვაზე ვთქვათ, იჟ-54 ის ლულის შიდა დიამეტრი და ლულის პროფილი ამოხვეწულობა ჩოკის ტიპი განსხვავდება ბენელის ლულისაგან და შესაბამისად რომელ ვაზნითაც იჟ-54 აჩვენებს კარგ შედეგს შეიძლება ბენელიმ ვერ აჩვენოს და პირიქით შეიძლება ვაზნების გარკვეული ტიპისათვის ბენელის ლულა იყოს ოპტიმალური და აჩვენოს იდეალური მაჩვენებლები მაგრამ იჟ-54 მა ვერა, ასე რომ წვრილმანებია მაგრამ გასათვალისწინბელი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
romeo 1
პოსტი Jul 21 2011, 10:54
პოსტი #12


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,028
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თელავი



თოფს რომ ვაზნის შერჩევა უნდა სულაც არაა წვრილმანი. ვისაც ველაპარაკებოდი აქტიური მონადირეა და მსროლელი, დარწმუნებული ვარ, რომ ორივე თოფიდან ბევრნაირი სახეობის ვაზნა ექნება ნასროლი და დასკვნას მერე გამოიტანდა. იმას რა უყოთ რომ იჟ-54 მე19 საუკუნის თოფია და Benelli კი 21-ის და სხვა და სხვა დროს წარმოებული თოფის შედარება მიტანაში სირცხვილიაო? მე ამაზე მეცინება...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jul 22 2011, 00:22
პოსტი #13


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ამთემას ნუ გააოფებთ ამ ბრაუნინგით, ცალკე გამოკითხვა მივცეთ, ვისაც სურვილი აქვს, და საერთოდ, კი მოგვეძიება ორივე ბრენდი, ავდგეთ და შევადაროთ ჩვენთვის, მაქსიმალურად ობიეკტური ტესტირებით


ახლა დავწერ და ალბათ გამგები გაიგებს ჩემს მოსაზრებას

ფაბარმმა რომ აჯობოს, მე მაინც ბრაუნინგი მირჩევნია, მაგრამ მაინც ფაბარმს ვიყიდიდი იმიტომ რომ მეტის გადახდის უკანა ნალი არ მაქვს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Jul 22 2011, 00:23
პოსტი #14


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



მჯობნის მჯობნი არ დაილევაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
romeo 1
პოსტი Jul 22 2011, 09:45
პოსტი #15


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,028
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თელავი



ჩემი აზრით შეიძლება შეცდომაში შევიდეთ, თუ ავიღებთ ერთ ფაბარმს და ერთ ბრაუნინგს და გავალთ სადმე მინდორში სასროლად. ამ საქმეს სერიოზული მომზადება და ფიქრი სჭირდება. როგორც მინიმუმ სამი ფაბარმი და სამი ბრაუნინგი უნდა იყოს წარმოდგენილი, ვინაიდან ყველა თოფს თავისი ინდივიდუალობა აქვს მიტანაში, ფაბარმი იქნება ეს თუ ბრაუნინგი, მნიშვნელობა არა აქვს. თუ კი თითო-თითო თოფს შევადრით, ეს მხოლოდ კონკრეტულად ამ თოფების შეჯიბრი იქნება და არა ფაბარმის და ბრაუნინგის. ამ ზამთარს ჩემი და ჩემი მეგობრის ანალოგიური ფაბარმი XLR-5 ვისროლედ და სხვა და სხვა ვაზნებით სხვა და სხვა შედეგი მივიღეთ, ზოგ ვაზნით ჩემმა თოფმა აჩვენა უკეთესი შედეგი, ზოგით კი მეგობრის თოფმა. აქედან გამომდინარე, ტესტირებისას არა მარტო თოფების რაოდენობა მაქსიმალურად ბევრი უნდა იყოს, არამედ რაც შეიძლება ბევრი სხვა და სხვა მწარმოებლის, სახეობის და ნომრის ვაზნით უნდა ისროლოდ. საფანტის ნომერსაც დიდი მნიშვნელობა ექნება, ვინაიდან კონკრეტული თოფი რომელიღაც ნომერ საფანტს უკეთესად ისვრის, ვიდრე სხვას. წინასწარ უნდა დამზადდეს საჭირო რაოდენობის სამიზნეები, იმ პარამეტრების შესაბამისად, რომლითაც ჩატარდება ტესტირება, აგრეთვე სუფთა, მშრალი ფიცრები, რომელშიც საფანტის შეხწევადობა გაიზომება.
ეს ყველა მოთხოვნა რომ დაკმაყოფილდეს წარმოგიდგენიად რამდენი მონდომება, დრო და ფინანსები დასჭირდება ამ საქმეს! და გინდაც ჩატარდეს ასეთნაერად ეს ტესტირება, არა ვარ დარწმუნებული რომ შესაძლო იქნება ჭეშმარიტების დადგენა ბოლო ინსტანციით, ანუ რომელს ექნება უკეთესი ჭრა და მიტანა, ვინაიდან შედეგები არაერთგვაროვანი იქნება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

11 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 09:59