ზაფხულის ტურნირი ფიდერით თევზჭერაში ''წალკა 2013'' - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

10 გვერდი V  « < 8 9 10  
Closed TopicStart new topic
ზაფხულის ტურნირი ფიდერით თევზჭერაში ''წალკა 2013''
ilariona
პოსტი Jul 29 2013, 11:04
პოსტი #136


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,239
რეგისტრ.: 25-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



დავიწყოთ აბა.

გიორგამ კი დაწერა, რომ დებედაზე ვიყავით სათევზაოთ და იქედან დავიძარით პირდაპირ შეკრების ადგილისაკენ, გზაში რაღაცეებსაც ვგეგმავდით კიდეც, ძალზედ დიდი ენთუზიაზმით მივუდექით საქმეს.

ნუ ერთი სიტყვით ჩავედით ნადარბაზევის ტბაზე, გადავხედეთ საერთო სიტუაციას და მართლაც კარგი სათევზაო ადგილი ჩანდა,

როგორც ორგანიზატორებმა აგვიხსნენ სულ იყო სამი ზონა, თითო ზონაში უნდა განაწილებულიყო გუნდიდან ერთი კაცი, ვინაიდან ოჩოპინტრედან ორი გუნდი იყო გამოსული თითო ზონაში ორი კაცი გვყვავდა.

მეორე ზონა იყო შეკრების ადგილი, სადაც მშვენიერი ნაპირი იყო, ზოგ ადგილებში მოხრეშულიც კი,

გვერძე იყო პირველი ზონა, რომელიც ბალახიანი ნაპირით გამოირჩეოდა და მესამე ზონა კი იყო მეორე ზონის მოპირდაპირე მხარეს, ნაპირი არ ჩანდა, ვინაიდან საკმაოდ შორს იყო.

ორგანიზატორებმა თქვეს, რომ მესამე ზონაში უნდა წასულიყვნენ ის ხალხი, ვისაც ორ ხიდიანი მანქანები ჰყავს, ვინაიდან მისასვლელი საკმაოდ ტალახიანი გზა იყო.

გადავწყვიტეთ, რომ მე და გენერალი გადავსულიყავით ჩემი ლენდით მეორე მხარეს, ანუ მესამე ზონაში. გუნდი ოჩოპინტრე-1 დან მე და ოჩოპინტრე-2 დან გენერალი.

პირველ ზონაში იდგნენ ოჩოპინტრე-1დან ჩუდა და ოჩოპინტრე-2დან თაზო.

მეორე ზონაში იდგნენ ოჩოპინტრე-1დან ლავრისხეველი და ოჩოპინტრე-2დან ჩელე.

დაიწყო კენჭისყრა, გაირა ყველამ რეგისტრაცია და დაიწყო მესამე ზონის კენჭისყრა, მივედით მე და გენერალი კენჭისყრაზე და ჩვენი ნომრები არ ეყარა პარკში, ჩვენ წინ ჩაყარეს ორი ნომერი და ამოიღეთო D.gif

ცოტა გამიკვირდა, რაღა კენჭისყრაა თუ ორ ნომერს ყრიან პარკში და ამოიღეთო გვავალებენ D.gif იდეაში მოეცათ ეგ ორი ნომერი და მე და გენერალი გავიყოფდით რამენაირად D.gif

ნუ მე შემხვდა 46 და გიოს 50.

წავედით, მართლაც პატარა და გემრიელი ოფროუდი მოვაწყვეთ გზაზე და მივედით ადგილამდე.



უბედურებია ისაა, რომ გენერლისთვის ქოლგა გვქონდა წამოღებული და ჩემთვლის ფანჩატური გასაშლელი საკაიფო რანცხა, რომელიც ზომაში 3-4.5 მეტრი იყო.

ნუ ვიდეო ვინც ნახეთ მიხვდით, რომ მე ჩემს ფანჩატურს ვერ გავშლიდი ვერანაირად D.gif ამასობაში აღმოვაჩინე, რომ ვალინკებიც არ მქონდა წაღებული თან. არ გენერალს newsmile05.gif
გავიხედეთ და გენერლის ზონა საერთოდ არ არსებობდა (აქ სმაილიკსაც აღარ დავურთავ). 49-ე ზონა იყო ბოლო. დალშე თავში ქვა გიხლიათ იყო, მაგრამ გენერალი მაინც დაჯდა 50-ე ზონაში, როგორ და რანაირად მან თქვას.

რა გაეწყობოდა, აღარ გავშალე არაფერი, ვიფიქრე 8 საათი კაცი კარცერში ძლებს და მეც რამენაირად გავძლებ მეთქი.

ავიღე პატარა სკამი, ანკესი, (როდ პოდიც შემეცოდა მანდ გასაშლელად) რაღაც მაიმუნობა ჩასარჭობი და დავიწყე თევზაობა.

მინდა აღვნიშნო, რომ ვიდეოში არა სწორად ვთქვი ეს ჩემი ზონაა მეთქი, მაგ ზონაში ორი კაცი ვყოფილვართ, ვიყოფდით ნახევარკუნძულს D.gif

იმასაც აღვნიშნავ, რომ ჩემს გვერძე მყოფი გახდა N1 ჩემპიონი, საერთო ჯამში 10კგ გრამებით დაიჭირა, არც მას ჰქონდა ქოლგა, როგოც მე, მაგრამ მას ბათინკები ეცვა ჩემგან განსხვავებით და კეტებით არ იყო წამოსული D.gif

თავიდან სიმინდზე ვცადე თევზაობა, მაგრამ არ ეკარებოდა, თან ცოტა დიდი ნემსკავიც მეყენა, ფიდერზე წვეტი კი ჰევი. 70 გრამიან საკვებურზე დამატებული სადღაც 30 გრამი საკვები მქონდა, 100 გრამს მაინც ვისვრიდი, თავიდან რთული იყო სროლა, ვინაიდან სულ სველი ვიყავი, ხელს ვერ ვიმშრალებდი და ძუა ხელიდან მისხლტებოდა, რამოდენიმე სროლა საშინელი მქონდა, 20 მეტრში ვარდებოდა.

დავითრიე მანქანიდან ნაჭერი, ჩავიკუჭე ჯიბეში და სროლის წინ ვამშრალებდი ანკესს, ძუასა და მარჯვენა ხელს newsmile05.gif

შედეგი გამოსწორდა და სროლის მანძილი სადღაც 50 მეტრის ფარგლებში იყო.

მაინც რაღაც ნიტო იყო, ჩემს გვერდით ,,მოცურავე'' მეთევზე უკვე მესამე თევზს მოათრევდა ნაპირისკენ, გენერალს ამურჩიკი ყავდა კარგი ზომის დაჭერილი და მე ისევ ისე ვიჯექი.

ავდექი და გადავაწყვე ანკესი, დავაყენე 50 გრამიანი საკვებური, მედიუმ ცხვირი და 8 ნომერი ნემსკავი. სატყუარა შევცვალე სიმინდიდან წითელ ნაკელის ჭიაზე.

ვტყორცნე წლისკენ და 2 წუთსი პირველი საზანჩიკიც ამოვიყვანე, სადღაც 300 გრამი იქნებოდა, ერთ საათში 3 საზანი, 1 ამური და 2 კარჩხანა მყავდა დაჭერილი (შედეგი სულ ეს იყო)

დილის წვიმიდან გამოყოლებული სისველე ნელ-ნელა მტეხავდა ტანში, თან ქარი უბერავდა, ფეხები სულ სველი და ტალახიანი, შარვალი სულ სველი, მაიკა სველი და რაც მთავარია ყველაფერი რაც მეცვა იყო გაზაფხულისთვის მორგებული თბილი ამინდისთვის.

დაცხო კიდევ ერთხელ წვიმამ, ნუ იდეაში რაღას დამასველებდა, ისედაც სულ სველი ვიყავი. მაინც ვთევზაობდი, ამ წვიმას მოყვა ძლიაერი ქარი, რომელიც სიცივეს ძვალსა და რბილში ატარებდა, მაგრამ მაინც ვთევზაობდი.

12 საათი იყო წითელი ჭია გამითავდა და წავედი ჩუდას მიმართულებით, რომ გამომერთმია წითელი ჭია, მივედი და თან ბიჭების შედეგი გავიგე, თაზოს 4 კარგი ზომის ამური ყავდა დაჭერილი, ჩუდას ერთი 2-3 კგ ყავდა დაჭერილი, შედეგები იყო, ჭია დავითრიე და ნელ-ნელა გათბა მანქანაში ფეჩისგან ძვლები, მომეწონა D.gif D.gif D.gif

მივედი უკან, ჩავუწიე ფანჯარას და სიცივე, რომ შემოვარდა ძალიან არ მომეწონა D.gif

ვერაფრით ვერღარ გადმოვდგი ფეხი მანქანიდან.

ქარი მატულობდა, ცამ უფრო მოაღო პირი და სულ გადაირია ამინდი.

ასე ვიჯექი მანქანაში 4 საათამდე.

ხო მართლა, 1 საათზე გენერალმაც ვერ გაუძლო სიცივეს, ვინაიდან არც მას ჰქონდა ვალინკები და ზედა მოსასხამი, მაიკა და ერთი ჟაკეტი ეცვა, როცა ხალხი ფაქტიურად ზამთრის ზედებზე ზევიდან საწვიმურებით იყვნენ ჩამოსულები.

ხოდა ასე ვერ გავუძელით მე და გენერლამა გამყინვარებას და ქე წავაგეთ ტურნირი.

გენერლას 1 საათამდე 3.4კგ ყავდა დაჭერილი, თაზომ 6 კგ დაიჭირა, ჩუდამ 3.6კგ ლავრისხეველმა 1.8კგ, მე 1.2კგ და ჩელემ 0.560კგ.

ჯამში ჩემი მხრიდან ყველაფერს ჩემს ზონას დავაბრალებ მაინც, მე რომ ფანჩატურის გაშლის საშუალება მქონოდა, აშკარად არ დავსველდებოდი და ნორმალურადაც ვითევზავებდი, მაგრამ 8 საათიდან სულ 2 საათიც ვერ ვითევზავე, დანარჩენი გამშრალებასა და ტალახების მოცილებას მოვანდომე.

აბა მგონი სრულად მოვყევი ყველაფერი რაც მოხდა და ვინც წაიკითხავთ ამ მოთხრობას კი მიხვდებით რაც მოხდა D.gif

პს.

პრიზი მაინც გვერგო, რა პრიზი და როგორი, პრიზის მფლობემა მოზღაპროს D.gif D.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Jul 29 2013, 11:09
პოსტი #137


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(ilariona @ 29th July 2013 - 12:04) *
დილის წვიმიდან გამოყოლებული სისველე ნელ-ნელა მტეხავდა ტანში, თან ქარი უბერავდა, ფეხები სულ სველი და ტალახიანი, შარვალი სულ სველი, მაიკა სველი და რაც მთავარია ყველაფერი რაც მეცვა იყო გაზაფხულისთვის მორგებული თბილი ამინდისთვის.

მოგიკვდეს ჩემი თავი D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
თაზო
პოსტი Jul 29 2013, 13:34
პოსტი #138


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 832
რეგისტრ.: 27-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



მე ჩემსას დავამატებ: კარგი ტურნირი იყო ახალი ადგილის სანახავად, მუხლის და ანკესების გასაშლელად, მეგობრების სანახავად. თევზაობაც კარგი გამოვიდა, ყველამ დაიჭირა თევზი, სხვადასხვა წონა, მაგრამ დაიჭირა! განსხვავებით კუმისისაგან კარგი სიტუაცია იყო,რადგან თუ მოინდომებდი დაიჭერდი კიდეც! 8 საათიდან დაახლოებით 11 საათამდე რამოდენიმე კარჩხანა და საზანჩიკი მქონდა დაჭერილი! რადგანაც ამურს იჭერდნენ ჩემი მეზობლები პო სექციი, გადავწყვიტე მესინჯა "ა ლია ლოპოტა", ანუ პურის ქერქი, რამაც მაგრად გაამართლა. newsmile027.gif 15-20 წუთი ლოდინი სჭირდებოდა, მაგრამ უეჭველი ამური "ჯდებოდა" ნემსკავზე! საკმაოდ კარგებიც! ამინდზე ისაუბრეს ბიჭებმა, საშინელება იყო... 3ჯერ ქოლგა კინაღამ წამართვა ქარმა, დავსველდი და გავიყინე სასტიკად, ამას დაურთეთ პლასტელინივით, თითქმის მუხლამდე ტალახი და... bliadzl.gif საერთო ჯამში მე კმაყოფილი დავრჩი ტურნირით და ჩემი რეზულტატით! ასეთ ექსტრემალურ პირობებში, უცნობ ტბაზე 6 კილო თევზი არ უნდა იყოდს ცუდი, მითუმეტეს ბოლო საათნახევარში, მაგარი წვიმის შემდეგ 2 ცალი ამური ამოვიყვანე მშობლიური სტიქიიდან და "კლოვი" მოკვდა! სათევზაო დროის 8 საათიდან ფაქტიურად 5 საათი გამოვიდა თებზაობა! სალობიემ გაასწორა მაგრად, გავითბეთ ბებერი და გაყინული ძვლები! ( ჩელე და ილო დაგვეჩაგრნენ xPMWh.gif ) და დაღლილები დავბრუნდით თბილისშა შინა! vot-tak.gif P.S ჩელიოს, ჩემი სერთიფიკატი და სათვალე დამიბრუნე რააა... d778bc34f693c93907196ff195628213.gif f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jul 29 2013, 13:39
პოსტი #139


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ilariona

მდაააა...

შენ და გენერალი გამძლეობაში...


რაც მოყევი ძმაო, ოსკარი გეკუთვნის, პირველი ადგილი კიარა D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jul 29 2013, 13:58
პოსტი #140


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მოკლედ მეორედ ვწერ ამას რასაც ვწერ.... ბლიაძ.... ამიტომ არის 9 საქმეს არ უნდა აკეთებდეს კაცი.

გამგზავრება ჩამოსვლაზე უკვე დაწერეს.

როგორც იცით ამინდმა არ გაამართლა, მაგრამ მიუხედავად ამისა ვინც იცის ფიდერით თევზაობა იმან დაიჭირა. ვინც არა კი მოიგო საწვიმარი newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

რატომ ვერ დავიჭირე 570 გრამის მეტი. მიზეზები მარტივია.

1. ფიდერით თევზობა ჩემთვის ახალია. არ ვიცი ბევრი არაფერი.
2. მეყენა სქელი ძუა ( მეგონა მქონდა წვრილი ძუა და აღმოჩნდა რომ 0,38 იყო. შაბათს გვიან ვნახე და მაღაზიები დაკეტილი იყო. ავდექი და ჩავახვია ეს ძუა) რომ ავაწყვე ანკესი დავაყენე 50 გრამიანი საკვებური. მესამე სროლისას ამებურდა. გამოვხსენი და ვისროლე თავიდან მაგრამ ამჯერად უკვე ჩამიწყდა. დავაყენე მეორე 50 გრამიანი საკვებური. ისიც ამებურდა და ჩამიწყდა. დავაყენე 60 გრამიანი. ისიც ჩამიწყდა და კინაღამ ანკესიც ვიმსხვერპლე. ავდექი და დავაყენე 30 გრამიანი. ამ საკვებურით დავიჭირე ეგ თევზი ისე რომ არ ამბურდვია და არც ჩამწყვეტია. ამ ყველაფერს ერთვოდა ძლიერი ქარი. ისეთი რომ ვეღარ ვგრძნობდი როდის ურტყამდა თევზი და გამოუცდელისთვის რთულია ორმაგად. ასევე მერე უკვე წვიმა, რომელმაც ყველას დაგვანებებინა თავი თევზაობას.
3. მეასმე მიზეზი კი არის წინა ორი მიზეზი ერთად.

სამაგიეროდ დამაჯილდოვეს საწვიმარით newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

რაც შეეხება ტბას: კარგი ტბაა აშკარად. თევზი არის. ახლოა რაც მთავარია და ბოლო-ბოლო რამდენი უნდა წამოიღო ეგ თევზი რომ ძვირი დაგიჯდეს. მთავარი ის არის, რომ ისიამოვნებ დიდად. საერთოდ რომ არ წამოიღო თევზი, მგონი ის სიამოვნება რაც თან ახლავს თევზაობას და თან ისეთ თევზაობას სადაც იჭერ თევზს, ნამდვილად გადაწონის თევზის წამოღების სურვილს. კარგ ამინდში კარგი იქნება.

რაც შეეხება თვითონ ტურნირს:

პირველ რიგში ვულოცავ ყველა გამარჯვებულს.

მეორე რიგში დიდი მადლობა ორგანიზატორებს იმისთვის, რომ მოგვცა საშუალება ეს ტბა გაგვეცნო. მართალია რაღაც ლაფსუსები იყო, მაგრამ შეუმცდარი არავინ არის. ყოველთვის ხდება გაუთვალისწინებელი რაღაც, რაც ვიღაცას არ მოეწონება, მაგრამ იმედი მაქვს შემდეგ ტურნირზე გამოსწორდება ყველაფერი. თუ არ გააკეთე რაღაც, ვერ ისწავლი კარგად როგორ უნდა გააკეთო. თუმცა იყო იმის შანსიც, რომ გამოსწორებულიყო ადგილზე ეგ ამბავი. უბრალოდ ჩვენმა ბიჭებმა აღარ თქვეს, მაგრამ მე რომ ვყოფილიყავი აუცილებლად ვიტყოდი. იქ გადაუჭრელი პრობლემა არაფერი იყო. დანარჩენი ყველაფერი კარგად იყო. ვინც იცის ამ მეთოდით თევზაობა კი დაიჭირა ყველამ. მოკლედ, კიდევ ერთხელ მადლობა ორგანიზატორებს.

ყველაფრის მიუხედავად მე კმაყოფილი ვარ. ამ ტურნირმა ბევრის გაგების საშუალება მომცა ამ მეთოდით თევზაობაზე. გამოცდილებაც მივიღე. შემდეგ ჯერზე იმედი მაქვს ამ გამოცდილებით გავაორმაგებ შედეგს და დავიჭრე 1,400 გრამს : newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს თავდადებული ბრძოლისთვის. საღოლა მითქვამს, საღოლა....

თუ რამე გამახსენდება დავსწერ კიდევ....

ilariona

ციტატა(ilariona @ 29th July 2013 - 12:04) *
და ჩელემ 0.560კგ.


10 გრამს რა პონტში მაკლებ ბრატ?....

თაზო
ციტატა(თაზო @ 29th July 2013 - 14:34) *
ჩელიოს, ჩემი სერთიფიკატი და სათვალე დამიბრუნე რააა...


არა და გკითხე: ხომ არაფერი გრჩება- მეთქი D.gif D.gif D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
თაზო
პოსტი Jul 29 2013, 14:19
პოსტი #141


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 832
რეგისტრ.: 27-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



საერთოდ რომ მივაგენი რამეს არ გიკვირს? D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
lavriskheveli
პოსტი Jul 29 2013, 19:32
პოსტი #142


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 244
რეგისტრ.: 30-June 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ბევრი სესხები მაქვს და სამსახურის დაკარგვა არ მინდოდა თორე ისეთი დაღლილი ვიყავი დღეს დილით ლოგინიდან ძლივს ავდექი : )
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

10 გვერდი V  « < 8 9 10
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 13:30