IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

მწყერი, მწყრის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები
ჭალიმგელა
პოსტი Nov 30 2009, 15:48
პოსტი #1


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi





მწყერი

მწყერი ერთი იმ გადამფრენ ფრინველთაგანია, რომელიჩ ჩვენში მასობრივად მოდის გაზაფხულზე, ძირითადათ აღმოსავლეთ საქართველოში რჩება, იკეთებს ბუდეს,ჩეკავს ბარტყებს და სექტემბრის დამლევს და ოქტომბრის დასაწყისში გამოსაზამთრებლად სამხრეთის თბილ ქვეყნებში მიფრინავს.

მწყერი ბუდეს მაღალ ბალახში ან მარცვლეულის ყანაში იკეთებს, დებს 8-15 კვერცხს, 18 დღის შემდეგ იჩეკებიან ბარტყები. მამალი მონაწილეობას არ ღებულობს ბარტყების აღზრდაში. როგორც ყველა ქათმისნაირნი, მწყერიც პირველ ხანებში მწერებით, შემდეგ კი ბალახის თესლითა და მარცვლეული კულთურებით იკვებება.

მწყერზე მასობრივად ნადირობენ. გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში იგი დიდი რაოდენობით ბუდობს აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში. ნადირობა ზაფხულის დასასრულს იწყება. შემოდგომის პირველ თვეებში მწყერი ემზადება გადასაფრენათ და დიდი რაოდენობით იყრის თავს გადაფრენის დიდ გზებზე, რომლებიც მოემართებიან ჩრდილოეთ კავკასიიდან მდინარეების არაგვის, მტკვრისა დაალაზნის გასწვრივ. მიჰყვება რა ამ მდინარეების დინებას, ის აღმოსავლეთით მიდის სპარსეთის გავლით სამხრეთისაკენ, ხოლო შავი ზღვის ნაპირებზე მდებარე გზებით ოსმალეთისაკენ და შემდეგ უფრო სამხრეთით.

ასეთი მიგრაციის შედეგია ის, რომ მწყერზე ნადირობა აღმოსავლეთ საქართველოში ადრე იწყება და შემოდგომის პირველ ნახევარში თითქმის მთავრდება, ხოლო დასავლეთ საქართველოში, უმთავრესად შავი ზღვის სანაპიროზე, მხოლოდ შემოდგომაზე იწყება. თუ აღმოსავლეთ საქართველოში ნადირობა ამ ფრინველზე ყოველდღე შეიძლება, დასავლეთ საქართველოში ნადირობენ მხოლოდ იმ დღეებში როდესაც გადაფრენისას მწყრების დიდი კოლონიები ცუდი ამინდის გამო ზრვის სანაპიროზე რჩებიან და უცდიან გამოამინდებას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ჭალიმგელა   მწყერი   Nov 30 2009, 15:48
- - ჭალიმგელა   ცოტა რამ მწყერზე ნ...   Nov 30 2009, 18:44
- - ვიტო   ცოტას მეც დავამატე...   Nov 30 2009, 22:19
- - ვიტო   Davitus კი ბატონო პრინ...   Dec 1 2009, 00:40
- - შალვა   ჭალიმგელა თქვენი ...   Dec 1 2009, 18:54
|- - shalva-zimin   ციტატა(შალვა @ Dec 1 20...   Dec 1 2009, 22:17
|- - იკა კაპანაძე   ციტატა(shalva-zimin @ Dec 1 ...   Dec 2 2009, 08:23
- - ვიტო   შალვა ციტატა(shalva @ ...   Dec 2 2009, 08:40
- - ბესო   კი ნამდვილად ეგრეა...   Dec 2 2009, 14:42
- - ჭალიმგელა   შალვა ციტატა(shalva @ ...   Dec 2 2009, 15:46
|- - HUNTER FREDY   ციტატა(ჭალიმგელა ...   Jun 4 2014, 12:14
- - კახაბერ   სუნის დაკარგვას რა...   Aug 8 2010, 07:23
- - strong   ციტატა(shalva @ 1st December 2009...   Aug 9 2010, 10:51
- - giga_megu   მოგესალმებით ყველ...   Jan 16 2013, 11:57
- - sabo73   giga_megu დააკონკრეტე, მ...   Jan 16 2013, 21:39
|- - giga_megu   ციტატა(sabo73 @ Jan 16 2013, 22...   Jan 17 2013, 16:19
- - Flamingo   RE: მწყერი   Dec 4 2013, 12:28
- - feroni   Flamingo ნაცნობი კადრებ...   Dec 4 2013, 13:09
|- - Flamingo   ციტატა(feroni @ Dec 4 2013, 14...   Dec 4 2013, 14:35
- - უიარაღო   ესეც ჩემი ერთი დღი...   Jun 4 2014, 11:54
- - უიარაღო   სამი ჯიშის მწყერია...   Jun 4 2014, 12:00
- - ზახარა   პოსტები გადავიდა htt...   Jun 19 2014, 08:53
- - G_cicqa28   загрузить картинку მწყრ...   Jun 24 2014, 15:59
- - ზახარა   პოსტები გადავიდა ა...   Apr 11 2015, 01:01


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th April 2024 - 10:32