თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ გამოფენები, საველეები, შეჯიბრები _ საველე შეჯიბრი მეძებარ ძაღლებს შორის (მწყერზე) - მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ „ოჩოპინტრე“-ს თასი 2018.

პოსტის ავტორი: ოთო. May 29 2018, 10:19

საველე შეჯიბრი მეძებარ ძაღლებს შორის (მწყერზე) - მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ „ოჩოპინტრე“-ს თასი 2018.

შეჯიბრი ჩატარების ადგილს გაცნობებთ პარასკევს.
შეჯიბრი ჩატარდება 2.3 ივნისს.
ზოგადი წესები:
1. შეჯიბრი იმართება მეძებარ ძაღლებს შორის. მისი მიზანია:
1.1. საუკეთესო მუშა თვისებების მქონე მეძებარი ძაღლების გამოვლენა
1.2. ჯიშიანი ძაღლების სანადიროდ გამოყენების პოპულარიზაცია;

2. თითოეულ მეძებარს ეძლევა 15 წუთი ფრინველის პირველ შეხვედრამდე. გამოცდის ხანგრძლივობა მთლიანობაში შეადგენს 30 წუთს; მეძებრების შეფასება ხდება 100 ბალიანი სისტემით, მეძებრის საველე გამოცდის 1981 წლის წესების შესაბამისად;
3.გაშვებიდან პირველი წუთის განმავლობაში ძაღლის მიერ დაშვებული ნებისმიერი შეცდომა ყურადღებაში არ მიიღება და საბოლოო შეფასებაზე გავლენას ვერ მოახდენს.
ამავე დროს,ნებისმიერი დადებითი მუშაობა რომელიც მოხდა გასვებიდან პირველივე წუთის განმავლობაში ფასდება ჩვეულებრივად.
4. შეჯიბრზე დაიშვებიან მეძებრები 10 თვის ასაკიდან 10 წლამდე, რომელთაც აქვთ მინიმუმ ერთი საველე დიპლომი მაინც;
5. შეჯიბრის სამსაჯოდ მოიწვევიან ექსპერტები სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოებიდან;
6. კენჭისყრა ჩატარდება შეჯიბრამდე 2 დღის ადრე. დრო და ადგილი დაიწერება შეჯიბრამდე 1დღით ადრე;
7. გამარჯვებული დაჯილდოვდება კლუბის „ოჩოპინტრე“ თასით;
8. გამარჯვებულსა და პრიზიორებს ასევე გადაეცემათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები;
9. ორგანიზაციებსა და კერძო პირებს უფლება აქვთ დააწესონ დამატებითი შესაბამისი პრიზები, რომლის კონკრეტული მეძებრისათვის გადაცემის პირობები უნდა გაჟღერდეს შეჯიბრის დაწყებამდე;
10. დავა ამა თუ იმ მეძებრის შეფასების შესახებ ექსპერტების მიერ განხილულ და გამოცხადებული უნდა იქნას შეჯიბრების დღესვე;
11. აღნიშნული დებულება წარმოადგენს შეჯიბრებაზე მონაწილეობის ოფიციალურ მოწვევას.





პს : მინდორი ძებნის პროცეშია და კონკრეტულ ადგილს ჯერ ვერ დავწერთ ! როგორც კი გაირკვევა მინდვრის დეტალები დაიწერება დაუყონებლივ ადგილიც და კენჭისყრის დეტალები !!

მონაწილეებს შეუძლიათ ჩაეწერონ დღეიდან !!


წინასწარ დიდი მადლობა!

პატივისცემით
„ოჩოპინტრე“-ს გამგეობა

პოსტის ავტორი: hunter88 May 30 2018, 11:15

მივესალნები გადაწყვეტილებას. კენჭის ყრას როდის და სად იქნება?



პოსტის ავტორი: hunter88 May 30 2018, 11:22

გააქტიურდით დაგვენახეთ მონაწილეები

(1) hunter88 ( იასონ აბრამაშვილი ) ინგლისური პოინტერი როკი

პოსტის ავტორი: gacho May 30 2018, 16:09

დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას საველე დიპლომი რომ მქონდეს. კავთისხევშია კარგი ადგილები და მწყერიც კარგად არის

პოსტის ავტორი: ოთო. May 30 2018, 16:55

ჩაეწერეთ ნუ გერიდებათ მერე გვიან იქნება.

პოსტის ავტორი: simona May 30 2018, 18:14

მსაჯები ვინ იქნებიან?

პოსტის ავტორი: simona May 30 2018, 18:23

რომან გოგოლაძე(კურცხაარი "ვენდი)
აკაკი გობრონიძე(კურცხაარი "ლაკი")

პოსტის ავტორი: ოთო. May 30 2018, 19:15

simona
ადიკაშვილი იქნება ერთი, და მეორეს მეტყვის სავარაუდოდ როსტიაშვილი.

პოსტის ავტორი: ოთო. May 30 2018, 19:24

1 hunter88 - ( ინგლისური პოინტერი-როკი)
2 რომან გოგოლაძე - ( კურცხაარი ვენდი)
3 აკაკი გობრონაძე - ( კურცხაარი ლაკი)

პოსტის ავტორი: simona May 30 2018, 20:02

1. hunter88 - ( ინგლისური პოინტერი-როკი)
2. რომან გოგოლაძე - ( კურცხაარი ვენდი)
3. აკაკი გობრონაძე - ( კურცხაარი ლაკი)
4. დავით ჯიღაური (კურცხაარი "ბუბუ")
5. კახა ტერმელაშვილი (კურცხაარი " ბორა")

პოსტის ავტორი: ჯოლა May 30 2018, 20:07

1. hunter88 - ( ინგლისური პოინტერი-როკი)
2. რომან გოგოლაძე - ( კურცხაარი ვენდი)
3. აკაკი გობრონაძე - ( კურცხაარი ლაკი)
4. დავით ჯიღაური (კურცხაარი "ბუბუ")
5. კახა ტერმელაშვილი (კურცხაარი " ბორა")
6. მამუკა შილაკაძე (დრათჰაარი "ბასკა" )
7. კახა ჩავლეიშვილი ( ინგლისური სეტერი "ბობო")

პოსტის ავტორი: ალექსანდრე May 30 2018, 20:14

კარგი სიახლეა,გილოცავთ დაორგანიზებას და საქმის წამოწყებას...მაყურებლის როლში დასწრება ხომ შეიძლება ?

აქვე ვიკითხავ,საველე დიპლომი რომ ავაღებინო რა პროცედურების გავლაა საჭირო?

პოსტის ავტორი: ოთო. May 30 2018, 20:28

ციტატა(Aleqsandre sidamonidze @ 30th May 2018 - 21:14) *
მაყურებლის როლში დასწრება ხომ შეიძლება ?

დასწრება რათქმაუნდა შესაძლებელია.

პოსტის ავტორი: hunter88 May 31 2018, 09:07


1. hunter88 - ( ინგლისური პოინტერი-როკი)
2. რომან გოგოლაძე - ( კურცხაარი ვენდი)
3. აკაკი გობრონაძე - ( კურცხაარი ლაკი)
4. დავით ჯიღაური (კურცხაარი "ბუბუ")
5. კახა ტერმელაშვილი (კურცხაარი " ბორა")
6. მამუკა შილაკაძე (დრათჰაარი "ბასკა" )
7. კახა ჩავლეიშვილი ( ინგლისური სეტერი "ბობო")
8.გუგა არჩვაძე.. კურცჰარი ტორი.

პოსტის ავტორი: Fishman May 31 2018, 09:45

1. hunter88 - ( ინგლისური პოინტერი - როკი )
2. რომან გოგოლაძე - ( კურცხაარი - ვენდი )
3. აკაკი გობრონაძე - ( კურცხაარი - ლაკი )
4. დავით ჯიღაური (კურცხაარი - ბუბუ )
5. კახა ტერმელაშვილი (კურცხაარი - ბორა )
6. მამუკა შილაკაძე (დრათჰაარი - ბასკა )
7. კახა ჩავლეიშვილი ( ინგლისური სეტერი - ბობო )
8. გუგა არჩვაძე ( კურცჰარი - ტორი )

პოსტის ავტორი: apxazi May 31 2018, 10:41

კენჭისყრა როდისაა >?

პოსტის ავტორი: ოთო. May 31 2018, 10:59

კენჭისყრა ჩატარდება პარასკევს საღამოს 7 საათზე ( 01,06,2018) ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე სადაც ტარდება გამოფენა.

პოსტის ავტორი: Fishman May 31 2018, 11:31

1. hunter88 - ( ინგლისური პოინტერი - როკი )
2. რომან გოგოლაძე - ( კურცხაარი - ვენდი )
3. აკაკი გობრონაძე - ( კურცხაარი - ლაკი )
4. დავით ჯიღაური (კურცხაარი - ბუბუ )
5. კახა ტერმელაშვილი (კურცხაარი - ბორა )
6. მამუკა შილაკაძე (დრათჰაარი - ბასკა )
7. კახა ჩავლეიშვილი ( ინგლისური სეტერი - ბობო )
8. გუგა არჩვაძე ( კურცჰარი - ტორი )

პოსტის ავტორი: simona May 31 2018, 15:19

ახალი არაფერია?

პოსტის ავტორი: ოთო. May 31 2018, 19:51

ახალი არის ის რომ კლუბ "ოჩოპინტრესგან" დამოუკიდებელი მიზეზების გამო გვიწევს შეჯიბრის გადადება, დღეს საღამოს გახდა ცნობილი რომ ექსპერტები ვერ ახერხებენ ორივე დღეს იმსაჯონ, ერთ დღეში კიდევ 10 და მეტი ძაღლის გამოყვანა არათანაბრ პირობებში ჩააყენებს ძაღლებსაც და პატრონებსაც.



პატივისცემით ოჩოპინტრეს გამგეობა.

პოსტის ავტორი: simona May 31 2018, 22:21

გადაიდო ანუ????

პოსტის ავტორი: ოთო. Jun 1 2018, 06:33

დიახ გადაიდო.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)