დებულება "ნადირობის" შესახებ - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

17 გვერდი V  « < 2 3 4 5 6 > »   
Reply to this topicStart new topic
დებულება "ნადირობის" შესახებ
ზახარა
პოსტი Jul 7 2013, 16:20
პოსტი #46


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(dima71 @ 17th December 2012 - 23:23) *
საქართველოს ენერგეტიკისა დაბუნებრივი რესურსების მინისტრისბრძანება №302011 წლის 10 მაისი ქ. თბილისინადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე

ეს ძველი კანონია მემგონი კორექტირებები შევიდა წელს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
@bazierashvili@
პოსტი Jul 7 2013, 16:28
პოსტი #47


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 106
რეგისტრ.: 25-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kaxeti. kardenaxi



newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jul 21 2013, 11:16
პოსტი #48


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ეს არის განახლებული კანონი, გადაავლეთ თვალი. სამწუხაროდ აქაც არის ორაზროვანი მუხლები. დანარჩენი განსაჯეთ


5


საქართველოს კანონი




საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 86-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:



„მუხლი 86. თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევა, აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა

1. თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის იარაღისა და ხერხების გამოყენებით –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარიდან 200 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარიდან 400 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.

3. თევზჭერის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

5. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–მე-4 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარიდან 400 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი წყლის ზომამცირე სატრანსპორტო საშუალების (8 მეტრამდე სიგრძის კატარღა, ნავი, ნახევარბარკასი ან სხვა) გამოყენებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარიდან 800 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმისა და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით, წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარიდან 2000 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით.

8. თევზჭერა ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით ან თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით, აგრეთვე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 4000 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით.

9. 100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის, 8 მეტრზე მეტი სიგრძის წყლის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარიდან 5000 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ.

10. 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას 30000 ლარიდან 50000 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.

11. თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზჭერის ლიცენზიის პირობებისა და მოთხოვნების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.

12. ნადირობის წესების დარღვევა ნადირობის ობიექტებისთვის მიკუთვნებულ სახეობებზე ნადირობისას –

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე, მოპოვებული ობიექტის კონფისკაციით ან უამისოდ.

13. ნადირობის წესის დარღვევა (გარდა ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 700 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ.

14. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარიდან 1000 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ.

15. ნადირობა იმ იარაღით, საშუალებით ან მეთოდით, რომლით ნადირობაც აკრძალულია (გარდა ამ მუხლის მე-12, მე-13 და მე-14 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 2000 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით.“.

2. 222-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 222. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 512, 514, 515, 52-ე, 53-ე, 531, 532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 57-ე–573, 58-ე, 581, 59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე–65-ე, 66-ე−69-ე, 694, 695, 71-ე, 721−78-ე, 791, 792, 82-ე–822, 84-ე−855, 86-ე მუხლებით (გარდა 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებისა), 89-ე–893, 1031 და 1283−1285 მუხლებით, 1461 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 1735 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“.

3. 239-ე მუხლის 41-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. ამ კოდექსის 582 მუხლითა და 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები (საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერთად). ამ კოდექსის 86-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5–მე-10 და მე-12–მე-15 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სასაზღვრო ზოლსა და ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები (საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერთად).“.

4. 249-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის 582 მუხლით, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 1141, 1282, 1551, 1552 და 157-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ჯარიმის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით შეიძლება სამართალდარღვევის საგნის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა. ჯარიმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას ჩამორთმეული საგნისა და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

5. 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის 421, 422, 45-ე და 166-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 173-ე და 1752 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება ერთი დღე-ღამის განმავლობაში, ამ კოდექსის 142-ე, 1533, 154-ე, 1741 და 1742 მუხლებით გათვალისწინებულთა – სამი დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 501, 511, 513, 533, 55-ე, 552, 553, 555, 582, 592, 61-ე, მე-80 და 81-ე მუხლებით, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 88-ე, 912, 921, 94-ე, 95-ე, 961, 962, 964, 981, 99-ე, 1001, 1002, 103-ე, 104-ე, 1051, 1071, 141-ე, 143-ე−1441, 1443−1445, 14410, 145-ე, 1461, 1462, 148-ე–1501, 1511, 152-ე, 1522−153-ე, 1541, 1542, 156-ე−1581, 159-ე, 1591, 1595–1599, 163-ე, 164-ე, 167-ე, 170-ე, 174-ე, 175-ე, 1771, 1791, 180-ე–1831, 185-ე–1852, 187-ე−1872, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1962–1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულთა – შვიდი დღის ვადაში.“.



მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი




ქუთაისი,

12 ივნისი 2013 წ.

N723-IIს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
general
პოსტი Jul 21 2013, 19:39
პოსტი #49


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,443
რეგისტრ.: 6-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



რაა ეს ვერაფერს გაიგებს კაცი, რა ცვლილებები შევიდა გარდა იმისა რომ ჯარიმის ოდენობა გაიზარდა. ან მანოკზე აკრძალვა სად არის ან მტაცებელზე ნადირობის ნების დართვა, რავიცი რავიცი xPMWh.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
DATKA
პოსტი Jul 22 2013, 21:48
პოსტი #50


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 593
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ვერფერი ვერ გავიგე გარდა ჯარიმების გაზრდისა..


წერონ და იკიტხონ - ეს აზრი გამოვიტანე ისევ - არადა ასეა ...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Jul 22 2013, 22:15
პოსტი #51


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(general @ Jul 21 2013, 20:39) *
რაა ეს ვერაფერს გაიგებს კაცი, რა ცვლილებები შევიდა გარდა იმისა რომ ჯარიმის ოდენობა გაიზარდა. ან მანოკზე აკრძალვა სად არის ან მტაცებელზე ნადირობის ნების დართვა, რავიცი რავიცი xPMWh.gif



15. ნადირობა იმ იარაღით, საშუალებით ან მეთოდით, რომლით ნადირობაც აკრძალულია (გარდა ამ მუხლის მე-12, მე-13 და მე-14 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 2000 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით.“.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
general
პოსტი Jul 22 2013, 23:21
პოსტი #52


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,443
რეგისტრ.: 6-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ეგ კი გავიგე შე კაცო მარა, newsmile045.gif აქ უმეტესი პუნქტი ბუნდოვანია. ესაა ჩემი კომენტარი..... D.gif D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუთხა
პოსტი Jul 23 2013, 07:33
პოსტი #53


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,812
რეგისტრ.: 13-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი



და ჯარიმების გაზრდას რა აზრი აქვს თუ არავინ გააკონტროლა? შარშან ხან რომელ მინდორში დავფრატუნობდი და ხან რომელში და კაციშვილს არ უკითხავს ეგ თოფი რომ გიჭირავს მოპარული ხომ არ გაქვსო, ხალხი დღისით მზისით მანოკებს რთავდა და არავინ არ ეუბნებოდა რატომ გიდგათო, ეგრე ფურცელზე წერით რომ რამე გამოდიოდეს აშენდებოდა საქართველო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
სკვითია
პოსტი Jul 23 2013, 07:55
პოსტი #54


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 283
რეგისტრ.: 26-June 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



კუთხა
ეგრეა, გაკონტროლება უნდა სერიოზული!
სადაც მანქანა მიუდგება იმ ადგილებამდე აკონტროლებდნენ ერთი პერიოდი, ფეხით სიარული ყველას ეზარებოდა...
ეხლა რამდენიმე წელია არც მანქანით დადიან და არც ფეხით...და რასაც უნდათ იმას შვებიან ბრაკები. უნდა გამოიყოს შტატი 2-ჯერ მეტი შესაბამის სამინისტროში და პარალელურად დაევალოს პოლიციას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუთხა
პოსტი Jul 23 2013, 08:35
პოსტი #55


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,812
რეგისტრ.: 13-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი



სკვითია
ფეხით სიარულზე არ არის, ფეხით არც მოუწევთ სიარული ძმა, ჯერ ერთი მაღალი გამავლობის მანქანები უკვე პრობლემა არაა, მერე კიდევ კვადროციკლები არსებობს და სადაც მანქანა ვერ შეეტევა კვადროთი თავისუფლად გაივლი, უბრალოდ მონდომება უნდა რა, მაგრამ სიმართლე ისაა რომ მაგარი ჰკიდიათ ეს შენი ბუნება და ეზარებათ რა

ციტატა(goga todua @ 23rd July 2013 - 08:55) *
პარალელურად დაევალოს პოლიციას

ეს ისედაც ეგრეა, მაგრამ არც მაგას არ აქვს აზრი, ნადირობა ძირითადად მიდის რაიონებში, რაიონის პოლიციიას კიდევ ისედაც ჰყოფნის საქმე და აღარ გაირთულებს ცხოვრებას რა, დამიჯერე, ამაში კარგად ვარ ჩახედული newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
სკვითია
პოსტი Jul 23 2013, 09:28
პოსტი #56


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 283
რეგისტრ.: 26-June 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



კუთხა
ერთი გამოსავალია მანდ-ისევ და ისევ გარემოს დაცვის წარმომადგენელთა რიცხვი უდა გაიზარდოს, თავდაუზოგავი 2 სეზონის მუშაობა უნდა, ყველა დანაშაული გამოვლინებ, დასჯა და მალევე ჩადგება ყველაფერი მწყობრში...და არა ისე თვითონ გდი რომ იყო პირველთა შორის უპირველესი ბრაკონიერი...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Jul 26 2013, 19:30
პოსტი #57


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



საერთოდ არაფერი შეცვლილა რაც იყო ის დაამტკიცეს ისევ. მივიღე ერთადერთი პირობა ამ ეტაპზე რომ ტყის ქათამზე ვადას გადახედავენ. ასევე მექნება შეხვედრა გარემოს დაცვასთან.

ა ბატონო ამ წამს გადმომიგზავნეს--

ნადირობა
 ნადირობა არის გარეულ ცხოველთა სპეციალური სარგებლობის ფორმით მოპოვება, ფიზიკური და იურიდიული პირების მატერიალური, რეკრეაციული და სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

ნადირობისათვის დაშვებული ადგილები:

 ნადირობა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ტერიტორიებზე – სამონადირეო მეურნეობებში.
 სამონადირეო მეურნეობაში ნადირობა დაიშვება სამონადირეო მეურნეობის მფლობელის თანხმობით.
 გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა შესაძლებელია სამონადირეო მეურნეობების გარეთაც.
ნადირობისათვის აკრძალული ადგილები:

 სახელმწიფო ნაკრძალები და ეროვნული პარკები და მათ გარშემო 500-მეტრიანი ზონა;
 საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრები.


გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისათვის
საჭირო დოკუმენტაცია
 „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი), რომლის ღირებულება ანუ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე მოსაკრებლის ოდენობა სეზონზე - შეადგენს 10 ლარს.
 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ნადირობის ვადები

 ნადირობის სეზონი განსაზღვრულია ყოველი წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე, ხოლო ცალკეულ სახეობებზე ვადები დგინდება მინისტრის ბრძანებით.
 2013 წელს ნადირობის სეზონი იხსნება 17 აგვისტოდან.


გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის კონკრეტული ვადები:

• მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) - აგვისტოს მესამე შაბათიდან – მომდევნო წლის 15 თებერვლამდე;
• ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე;
• წყალმცურავ ფრინველებზე: რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.



ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი დღიური ლიმიტები

 მწყერი – 20 ცალი;
 გარეული მტრედი – 10 ცალი;
 ჩიბუხა – 5 ცალი;
 ჩვეულებრივი გვრიტი – 10 ცალი;
 ქედანი – 10 ცალი;
 გვინძი (გულიო) – 10 ცალი;
 ტყის ქათამი – 7 ცალი;
 წყალმცურავები – (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, თეთრშუბლა იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – საერთო რაოდენობა 8 ცალი.


ნადირობისათვის აკრძალული ხერხები და საშუალებები

 ნებისმიერი სახის ასაფეთქებელი და სხვა საშუალებით ნადირობა, რომელიც ტანჯვას აყენებს გარეულ ცხოველს.
 მცენარეული საფარის დაწვით ნადირობა;
 გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა (გარდა ფრინველთა აღწარმოების მიზნით სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით გათვალისწინებული შემთხვევებისა);
 ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა, ან განადგურება;
 ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველების) ნადირობა;
 ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ე. წ. „მანიოკებით“ - ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
 ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;
 სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს;
 ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით;
 მსხვილი ჩლიქოსნებისა და დათვის მოპოვება მცირეკალიბრიანი სანადირო იარაღითა და საფანტით, რომლის დიამეტრიც 5 მმ-ზე ნაკლებია.




მტაცებელი ფრინველების და მონადირე ძაღლების გაწვრთნა

 ნადირობისას დაშვებულია მონადირე ძაღლებისა და სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების გამოყენება;
 მტაცებელი ფრინველების გაწვრთნა დაიშვება ნადირობისათვის დაშვებულ ვადებში და პირი, რომელიც ახორციელებს მტაცებელი ფრინველის წვრთნას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) ან/და ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტი.
 მონადირე ძაღლების წვრთნა (დაგეშვა) დაიშვება მთელი წლის განმავლობაში. პირი, რომელიც ნადირობისათვის აკრძალულ ვადებში, ახორციელებს მონადირე ძაღლის წვრთნას (დაგეშვას), ვალდებულია სანადირო იარაღში იქონიოს მხოლოდ დაუმუხტავი ვაზნები.



ნადირობისათვის დაშვებული იარაღისა და საშუალებების ჩამონათვალი:
• „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–7 მუხლით განსაზღვრულია სანადირო იარაღის ჩამონათვალი, რომლითაც ნადირობა დაშვებულია.
• სანადიროა იარაღი, თუ იგი განკუთვნილია სარეწაო, სამოყვარულო, სპორტული ან/და სამეცნიერო ნადირობისათვის. სანადირო იარაღის სახეებია:
• სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);
• სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);
• სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი);
• სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი;
• სანადირო პნევმატური იარაღი.




ნადირობის წესების დარღვევა:

o ნადირობა მოსაკრებლის გადახდის და სანადირო თოფის ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე, აგრეთვე აკრძალულ ვადებში, ადგილებში და აკრძალული მეთოდებით, მოწყობილობებით და იარაღით ითვლება ნადირობის წესების დარღვევად.
o ნადირობის წესების დარღვევაზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები.


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Jul 26 2013, 19:44
პოსტი #58


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



როგორ არ ამოგასხავს რა კაროჩე კაცს , ეს რა ხდება ამის დედა ვატირე, რა გრანტებს იღებენ იმისთანას, რომ სულ ფეხებზე ჰკიდიათ მტაცებლებისგან მიყენებული ზიანი და ისევ არ გვრთავენ ნადირობის უფლებას. მელა-ტურას-მგელს უფრო მეტ პატივს სცემენ ესენი ვიდრე მონადირესს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Sergi88
პოსტი Jul 26 2013, 20:26
პოსტი #59


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 221
რეგისტრ.: 28-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi.naxalovka



ციტატა(aleksandre @ 26th July 2013 - 20:44) *
მელა-ტურას-მგელს უფრო მეტ პატივს სცემენ ესენი ვიდრე მონადირესს

100% მართალი ხარ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Jul 26 2013, 21:02
პოსტი #60


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



შევხვდები იმ კვირას და დედას ვუტირებ. იმაში იყავით დარწმუნებული რომ მტაცებლებზე ლიცენზირებულ ნადირობას მაინც მივაღწევ, აგრეთვე კურდღელზე, დღეს უკვე ვუთხარი პირდაპირ რომ ამ დებულებას თუ დატოვებთ ბრაკონიერების რაოდენობა გაორმაგდება თქო. ღიად ვუთხარი ისიც რომ პირადა მე ვინადირებ მტაცებლებზე და ზუსტად იცოდეთ ვერ დამიჭრთ-თქო რადგან გამოუცდელი ორი ადამიანით იქ სადაც მე ვნადირობ ნაღდად ვერ მიპოვით-თქო. მერე მაზოლზე დავაჭირე ფეხი და ვუთხარი-მითხარით რით განსხვავდებით წინა რამდენიმე ხელმძღვანელობისგან? იყო სასტიკი დუმილი....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

17 გვერდი V  « < 2 3 4 5 6 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2024 - 03:23