თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ წინა წლების არქივი _ წალკაში იხვზე

პოსტის ავტორი: Davitus Nov 5 2012, 17:06

როგორც მოგეხსენებათ წყალმცურავებზე სეზონი გაიხსნა ნოემბრიდან, ჩვენც "ვიკენდების მონადირეებს" იმის გამო რომ დრო გვქონდა ამ გაგანია მუშაობის დღეს, გადავწყვიტეთ ექსპრომტად წალკაში წავსულიყავით

და უცებ შეიკრა სასტავი

ჭალიმგელა
ilariona
ზახარა
Davitus




ტრანსპორტი: LRD 2

ძაღლები: კურცჰარი და ინგლისური სეტერი




შევიკრიბესი რა გითხრათ და, ილომ გამოგვიარა ლამის ყველას, დილაადრიანად ჩავეყარენით მანქანაში, და მივადექით ცნობილ სუპერმარკეტს, გამოსვლისას ჩვენი ნადირობის თილისმად, ეს ვაჟკაცი მოვნათლეთ


http://postimage.org/



ჩავსხედით და იმის გამო რომ ძაღლი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილიდან უნდა აგვეყვანა, გადაწყდა წალკაში კოდის გადასახვევის გავლით წავსულიყავით, გზა დიდია და დილით ყველას ეძინება, ამიტომ საჭესთან ზახარას გარდა ყველას მოგვიწია ჯდომა newsmile05.gif


როგორც იქნა მივედით... გადაწყდა პატარა არხს დავყოლოდით, ადგილობრივი იხვების იმედით, საღამოს "ოერელიოტს" ჩავუჯდებოდით და წამოვიდოდით სახლისკენ



წყალზე მშრალად გადასვლის ტექნიკა, რათქმაუნდა მონადირეებს დიდი ხნის აპრობირებული გვაქვს newsmile05.gif


http://postimage.org/


http://postimage.org/



http://postimage.org/




არხზე 3 იხვის მეტი ვერ აიყვანეს ჩვენმა დესანტებმა, ამასობაში მზეც გამოვიდა, გადავწყვიტეთ სხვა ალტერნატიული ადგილები გვეძებნა, მოვიძიეთ ეს ადგილი, მაგრამ იმხელა ტერიტორიაა, ნამდვილად ვერ შეისვლებოდა შუაგულში სადაც ბლომად იყვნენ ხვიხვები newsmile05.gif


http://postimage.org/




სტანდარტული სიტუაცია იყო და მოსაყოლად არ ღირს, რომ არა ერთი სახალისო კურიოზი, მოკლედ ის იყო გულდაწყვეტილები წრეზე დავდიოდით სადამდეც შეგვეძლო,რომ უცებ აიწია ერთი იხვი და ზახარამ ძირს ჩამოაგდო, ჩავარდა წყალში და იმის გამო რომ საკმაოდ ღრმა იყო, ყველა ჩაფიქრებული ჩუმად ვიდექით თუ როგორ უნდა გამოგვეტანა ნადავლი და წყლისკენ არც არავინ დაძრულა

უცებ საიდანღაც მოვარდა ჩვეულებრივი "დვარნიაშკა" მივიდა ნაპირთან და შესვლა რომ დაიწყო მერე გავაცნობიერეთ რომ, ნადავლს უნამუსოდ გახევდა, ასე დღის სით და მზისით

შესვლით ვინ შევიდოდა, დავიწყეთ ნაპირიდან ყვირილი და ყიყინი, მე შენ გეტყვი შეაშინებ თუ... მოკლედ ტაცა პირი ამ ჩვენს ჩამოგდებულ იხვს და.... უკვე ყველა დარწმუნებული რომ გვაყაჩაღებს ეს უსინდისო, ახლა იმის ფიქრშია ყველა რომ გზა მოუჭრას გამოსვლისას და როგორმე პირიდან წაგლიჯოს სიმწრით მოპოვებული იხვი...


ამის ფიქრში ვიყავით და ძაღლმა, არც აცია არც აცხელა, პირში იხვამოჩრილმა, გამოცურა ჭალიმგელასკენ, რომელიც ყველაზე ახლო იყო ნაპირთან, ყველას ენა ჩაგვივარდა, ვერ მივხვდით რას აკეთებდა... გამოცურა, ნაპირზე გამოვიდა, მოკრძალებით მივიდა გიორგისთან და ფეხებთან მოწიწებით დაუდო ნადავლი... ერთი გაიფერთხა ბეწვი და ნელი ძუნძულით არხეინად გასწია თავისი ადგილსამყოფელისკენ


გაოგნებული ჭალიმგელა, უყურებს როგორ მიძუნძულებს თავისთან "კეთილი სამარიტელი"


http://postimage.org/



ეს ისევ გაოგნებული, მორთმეული ნადავლით ხელში

http://postimage.org/



რათქმაუნდა მივედით ძაღლის სამფლობელოში, ვიღაც იქაური მწყემსის აღმოჩნდა, როგორც ჩანს მიჩვეული იყო საწყალი, წყლიდან იხვის ამოტანას და ნაცნობი სიტუაცია რომ დაინახა შორიდანვე გამოვარდა, ცუგრიკა, დავასაჩუქრეთ სასუსნავით და საქებარი სიტყვებით : ))



სასუსნავი რომ ჩვენც გვინდოდა, მერეღა მივხვდით, ისე გემრიელად და მადიანად შეექცეოდა ძაღლი შეთავაზებულ საჭმელს, ამიტომ გადავინაცვლეთ ნაძვნარში, ილარიონას სუპერ კუხნია 2012 -ის წყალობით, სუფრის გაშლა არ გაგვჭირვებია, საველე პირობებში მშვენიერი ცხელი კერძიც გვქონდა, სახელდახელოდ გაკეთებული ოსტრის სახით


http://postimage.org/



http://postimage.org/



სამზადისის მომენტში, ზოგი საფეისბუკე ფოტოსესიებს აწყობდა

http://postimage.org/



კარგად რომ დავნაყრდით, ცოტა პოზიორობაც წავიდა ნადავლთან


http://postimage.org/



http://postimage.org/


http://postimage.org/




ზოგმა ძილიც მოასწრო, მთელი 15 წუთი, მერე ქარი და წვიმა ერთად ამოვარდა და მანდ გაჩერებას აზრი არ ქონდა

http://postimage.org/



ამის შემდეგ გადავინაცვლეთ ჩასაფრების ადგილთან ახლოს, სადაც საღამოს "ოერელიოტი" უნდა მომხდარიყო, რეისით E0349

შებინდებამდე კაი დრო იყო დარჩენილი, ზოგმა ისევ ძილი გააგრძელა მანქანაში,

http://postimage.org/



ზოგიც სნაიპერული შაშხანის ოპტიკიდან, პოზიციებს აკონტროლებდა და ჩეჩენ ბოევიკებს უთვალთვალებდა

http://postimage.org/



მოკლედ, კარგი გამოძინების მერე, რომ მივხვდით კიდევ ბევრი დრო გვქონდა შებინდებამდე, გადაწყდა ყავა ფართი მოგვეწყო, აბა მონადირე რისი მონადირეა, სანადიროდ "კოფე" თუ არ დალია და ზედ "პლიტკა" არ დააყოლა : )))


ასე დაიწყო ყავაფართისთვის მზადების ციებცხელება

http://postimage.org/


http://postimage.org/


http://postimage.org/


http://postimage.org/



http://postimage.org/



http://postimage.org/



ასე იყო და ამგვარად... ყავაც ჩავისხით, შოკოლადიც მოვისხით, და ამასობაში ქეც მოიღრუბლა... ხოდა რომ მოიღრუბლა, ლოგიკურად ჩამობნელდა, ჩვენც ავდექით და სუპერკამუფლირებული შენიღბვიზაციაც დავიწყეთ


ახლა გგონიათ აქ ვინმე დგას მანქანის გარდა?

http://postimage.org/



ან ამ მინდვრებში რომ არ დავწერო ჭალიმგელაა ჩასაფრებული თქო, მაგრა დაგეღლებათ თვალები სილუეტის ამოცნობით : ))

http://postimage.org/



აქ თვალები რომ ცას მიაპყრო, ეგრევე დაიწვა, თორემ წინაზე მაგრად ერწყმოდა გარემოს : ))

http://postimage.org/





მოკლედ, რაღა ბევრი გაწვალოთ და თვალები გატკინოთ ამდენი ტექსტების კითხვით, იმ ღამეს, როგორც ახლა თქვენ ვერ ხედავთ იხვს, ისე არ გვინახია არავის, ალბათ ისე დავიმალეთ ყველანი, საერთოდ ვერაფერს ვერ ვხედავდით : D

საღამოსკენ, ისეთმა წვიმამ დაუშვა, ვიღას აღსოვდა იხვის პერელიოტი, ყველა თავკამუფლიაჟმოგლეჯილი გარბოდა მანქანისკენ


ასე და ამგვარად, გავერთეთ, წალკაში და გავხსენით, წყალმცურავებზე ნადირობის სზეონი.







პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 5 2012, 17:18

კარქი იყო კარქი!კარქი რეპორტმახერი ხარ მე ვიყო შპროტი D.gif
მაგრამ თუ ამინდი არ აირია მარაზმი მგონია იხვზე სიარული

პოსტის ავტორი: შოთა.03 Nov 5 2012, 17:19

გენაცვალეთ!!!!!!!!
ვისიამოვნე რეპორტით.....
და 1 შეკითხვა თქვენი 2 ცუგრია რას აკეAთებდა?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 5 2012, 17:22

შოთა.03
ეხლა ეგენი იკადრებდნენ წყალში შესვლას??როგორ გეკადრება D.gif D.gif
ან იხვზე რად გინდოდათ ძღლი(მით უმეტეს რომელიც არ შედის)

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 5 2012, 17:25

ბრავო . ორგანიზებული მოწესრიგებლი კულტურული გასვლაა !



კამუფლიაჟებმა დაგლიჯა (მთხრობელმა უფრო) newsmile01.gif newsmile015.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Nov 5 2012, 17:32

T A M P L I E R

ციტატა(nika @ 5th November 2012 - 18:22) *
ეხლა ეგენი იკადრებდნენ წყალში შესვლას??როგორ გეკადრება

აი ჩემი ჩაპა ყოფილიყო მანდა და მაქედან ვერ ამოათრევდით, გამოყ**ვებულია, სადაც წყალს ნახავს მანდ გდია ბეჰემოტივით ზამთარ ზაფხულ D.gif
პ.ს. პასპორტიანი ძაღლები არიან?
D.gif

პოსტის ავტორი: nik@a Nov 5 2012, 17:35

კარგი რეპორტია ძალიან... newsmile027.gif მე ცოტა იქეთ ვიყავი კიდევ და კარგად ვისიამოვნე... საკმარისად იყო ყოლიფერი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 5 2012, 17:48

შოთა.03

ციტატა(SHOTA @ 5th November 2012 - 18:32) *
პ.ს. პასპორტიანი ძაღლები არიან?

D.gif მასხარა ხარ რა D.gif D.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso Nov 5 2012, 18:34



გილოცავთ სეზონის გახსნას წყალმცურავებზე !

Davitus

ოსტრი ფიჭვებში როგორღა მოახერხეთ ? newsmile05.gif მალადეცები თქვენ small3d018.gif small3d018.gif

ისე თუ არეული ამინდი იყო საინტერესოა რატო არ იტრიალა კვატამ ?! ალბათ ადრეა ცოტათი ?

პოსტის ავტორი: კალვერა Nov 5 2012, 18:41

ვა მალაცი!!!

პოსტის ავტორი: გიგი Nov 5 2012, 18:43

D.gif D.gif D.gif კაი რეპორტია!!! D.gif

პოსტის ავტორი: Fishman Nov 5 2012, 18:52

სასიამოვნოდ გაგიტარებიათ დრო. მეც ვისიამოვნე რეპორტის კითხვით და ბევრიც ვიცინე(განსაკუთრებით ფინალზე). D.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Nov 5 2012, 19:10

T A M P L I E R

ციტატა(nika @ 5th November 2012 - 18:48) *
მასხარა ხარ რა

newsmile087.gif

პოსტის ავტორი: KTX-100 Nov 5 2012, 19:28

კარგია ბიჭებო, საკმაოდ საინტერესო რეპორტია newsmile05.gif ჯიგრები ხართ newsmile05.gif


პოსტის ავტორი: ალთაზარ Nov 5 2012, 19:40

LeoTaso
ოოოოოოოოო ეგ , ილარიონას სუპერ კუხნია 2012 -ის წყალობით ქნეს , მართლაც მაგარი კუხნია აქვს ამ კაცს ...

პოსტის ავტორი: nik@a Nov 5 2012, 20:53

ოო მაგ კუხნა მართლა საოცარი რამეა... newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Nov 5 2012, 23:03

ვააახ კარგად ვიხალისე რააა, შენ გაგახარებს მამაზეციერი ჩემო დავით რააა. ეგ ძაღლი, ფაიზაღი ჩაქირა იქნებოდა და დროა მაგ ძაღლის ლეკვებზე იჩალიჩოთ.... D.gif D D.gif D.gif D.gif კარგი იყო....

პოსტის ავტორი: Fishman Nov 6 2012, 00:15

ხო მართლა, ის ხვლიკი მიწეპებულია მაგ მარკეტს თუ სულ მანდ როგორ ზის? D.gif

პოსტის ავტორი: ilariona Nov 6 2012, 01:11

ვაა, ესე მალე გამოაცხვე ეს გემრიელი რეპორტი? მალადეც, კარგი ღუმელი გაქვს D.gif

მეც მაქვს ვიდეო გადაღებული იმ საოცარი ცუგრიკასი, კვატა რომ გამოგვიტანა წყლიდან და ხვალ ავტვირთავ.

ისე სამი კვატა რომ გიწერია, დილით 4 ცალი მე ავიყვანე მარტო, 2 ზახარამ და 2 თუ 3 ჭალომ და რათ გვაკლებ ხიხვუნიებს? რახან შენ ვერ აიყვანე? newsmile05.gif

ეგოისტ

პოსტის ავტორი: Maverick Nov 6 2012, 07:49

მშვენიერი რეპორტია, გასვლაც კარგი გაგიკეთებიათ, ყოჩაღ თქვენ

QUOTE
და 1 შეკითხვა თქვენი 2 ცუგრია რას აკეAთებდა?



ჰაერი გამოიცვალეს D.gif

პოსტის ავტორი: Davitus Nov 6 2012, 10:16

ცუგრიებთან დაკავშირებით, არ დამიწერია, ერთი იყო ჭალოს გუფი, მეორე ილარიონასი, სახელი აღარ მახსოვს, ილარიონას კურცხარი, საკმაოდ კარგად ეძებდა ნაპირებში იხვებს, მართალია ბლომად ვირთხებიც იყვნენ და ტყუვდებოდა ძაღლი, მაგრამ გამოტანითაც პრობლემა არ ქონია ილარიონას ძაღლს

იმ მომენტში ძაღლები მანქანაში იყვნენ და ჩვენ ფეხით გავედით რომ გვენახა რა სიტუაცია იყო, მაგ დროს ამოფრინდა ის უბედურ დღეზე დაბადებული, ხოდა, მომენტის ამბავი იყო მანდ, თორემ, მაგას რომ წყალში არ დავტოვებდით რათ უნდა ბევრი ბაზარი newsmile05.gif

ilariona

ხო უცებ ამერია, მე როგორც მახსოვს სულ 6 იხვი იყო სათვალავში, 2 მოზრდილი და 4 არც ისე მოზრდილი newsmile05.gif

მერე რომ პოზიორობთ მანდ, სურათში რათ არ გამოაჩინეთ ყველა?

პოსტის ავტორი: kajuberi Nov 6 2012, 10:18

კარგი გასვლა გქონიათ newsmile05.gif ყოჩაღ ბიჭებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Nov 6 2012, 10:31

Davitus

ციტატა(Davitus @ 6th November 2012 - 11:16) *
იმ მომენტში ძაღლები მანქანაში იყვნენ და ჩვენ ფეხით გავედით რომ გვენახა რა სიტუაცია იყო, მაგ დროს ამოფრინდა ის უბედურ დღეზე დაბადებული, ხოდა, მომენტის ამბავი იყო მანდ, თორემ, მაგას რომ წყალში არ დავტოვებდით რათ უნდა ბევრი ბაზარი

მაშინ უთანხმოებაში მოდის აი ეს
ციტატა(Davitus @ 5th November 2012 - 18:06) *
ჩავარდა წყალში და იმის გამო რომ საკმაოდ ღრმა იყო, ყველა ჩაფიქრებული ჩუმად ვიდექით თუ როგორ უნდა გამოგვეტანა ნადავლი და წყლისკენ არც არავინ დაძრულა

D.gif

პოსტის ავტორი: ilariona Nov 6 2012, 10:40

სიტყვას არ შეგარჩენენ რა D.gif

ძაღლები უკვე მაბქანაში იჯდნენ და ფეხით ვიყავითო კაცოოო გასული newsmile05.gif ისვენებდნენ ცუგები, დაიღალნენ და მანქანიდან გადმოსვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებდნენ!

Davitus
რავი აბა რათა!? newsmile05.gif ეტყობა არაფოტოგენიურები იყვნენ დანარჩენები და კადრს ემალებოდნენ D.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Nov 6 2012, 10:42

ციტატა(ilariona @ 6th November 2012 - 11:40) *
ისვენებდნენ ცუგები, დაიღალნენ და მანქანიდან გადმოსვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებდნენ!

პასპორტიანები იყვნენთქო?
D.gif D.gif D.gif
სანამ არ მიმვორნავენ მემგონი არ გავჩერდები D.gif

პოსტის ავტორი: ilariona Nov 6 2012, 10:45

შოთა.03
ორივეს აქვს პასპორტი, პროსტა მე არ ვრისკავ გავიგო რამხელაა ეგ პასპორტი D.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Nov 6 2012, 10:48

ilariona
საგვარეულო უნდა დამეწერა ალბათ D.gif

ციტატა(ilariona @ 6th November 2012 - 11:45) *
პროსტა მე არ ვრისკავ გავიგო რამხელაა ეგ პასპორტი

უფ არ გინდა მაინც, რა იცი რა ხდება, ცხოველია მაინც... D.gif

პოსტის ავტორი: ilariona Nov 6 2012, 10:51

რავი მამაც ყავდა და ბაბუაც, ისტორიები დადის ბაბუა კომუნისტების დროს გააკულაკესო, რავიცი რავიცი.


პოსტის ავტორი: შოთა.03 Nov 6 2012, 10:52

ilariona
ბატონი თუ ყავს მოკლული ბატონი?
D.gif

პოსტის ავტორი: kupra Nov 6 2012, 18:18

მშვენიერია. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ilariona Nov 7 2012, 04:52

sabo73
შენც 30 კმ-თი აცდი მაგრამ უფრო ახლოს ხარ D.gif ნუ ლისუხებმა ხო საერთოდ დაგლიჯეს D.gif მოიდა ბუააა D.gif

KZU
ეს რეპორტია და აქ მხოლოდ ამ გასვლის თემები განიხილება newsmile05.gif მაგალითად:

1) ზუსტად სად იყავით.
2) ვახ რა მაგარია!
3) დავითუს, რეპორტების ბაბუ ხარ რა newsmile05.gif
4) ციოდა თუ?
5) ძაღლების პასპორტები სადაა?
6) უჩემოდ წავიდნენ ეს მაზილები (ეს მხოლოდ გულში ითქმება D.gif )
7) მეხი დაგეცათ?

ხოდა ამდაგვარი საკითხები რა newsmile05.gif

ჯანდარა ცალკეა D.gif


პოსტის ავტორი: ilariona Nov 7 2012, 11:47

ესეც ჩემი სუფრიდან newsmile05.gif

ცოტა შოკოლადი, ცოტა ყავა და კარგი განწყობა.



ეს კი ცუგრიკა, რომელმაც თავდადება გამოიჩინა და ისკუპა წყალში ჩვენი პასპორტიანების გამო.









პოსტის ავტორი: ჩელე Nov 7 2012, 13:18

ilariona

რა იყო შე კაცო, მეტი დიდი ფოტო ვერ ატვირთე>? : D.gif D.gif D.gif D.gif

გეუბნებით ჩაქირაა ეგ ძაღლი და დროა ლეკვებზე იჩალიჩოთ.....

პოსტის ავტორი: ilariona Nov 7 2012, 13:24

ჩელე
ასთე გაწყობს?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 7 2012, 13:32

ბიჯო ეხლა შევასწორე ეგ სურათები და მე შევასწორე თუ შენ ვერ მიხვდი D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ilariona Nov 7 2012, 13:32

T A M P L I E R
უკვე შენ, იმიტომ რომ მე უფრო პატარა გავაკეთე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 8 2012, 22:16

ეჰეეეეეე............. მომენატრა აქოურობაააა...

ჰო ჩაამოვედი.

დათიკუნა მართლა კარგი რეპორტი იყო. აი ზალიან გეფიცები რა. ესე მეგონა მეც მად ვიყაქვი D.gif თუ ვიყავი? newsmile05.gif

ესე ინტრიგანი 03 ის ექიმი კიდე ჩაბანეთ რა ვინმემ newsmile05.gif


Shooting.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Nov 8 2012, 23:43

დავითუს ჩემპიონი ხარ newsmile05.gif მაგრამ ფოტოგრაფი ყოველთვის იჩაგრება ამ თემას თუ დაუკვირდები newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Nov 17 2012, 00:17

დავხურავ ამ თემას თორე მშვენიერი რეპორტი სამკითხაოს დაემსგავსა.....

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)