გაზაფხულის ტურნირი ფიდერით თევზჭერაში "კუმისი 2013" - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

15 გვერდი V   1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
გაზაფხულის ტურნირი ფიდერით თევზჭერაში "კუმისი 2013", Fisher.ge გვიწვევს
ჭალიმგელა
პოსტი Mar 17 2013, 10:56
პოსტი #1


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Fisher.ge მ მოგვიწვია ფიდერით თევზჭერის ტურნირზე.

წესები მკაცრი იქნება, და სანამ სიაში ჩაეწერებით კარგად გადახედეთ


***
ტურნირის ორგანიზატორი: "საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია"

მხარდაჭერა: საქართველოს მეთევზეთა კლუბი Fisher.ge

ტურნირის სახელწოდება: "2013 წლის პირველობა ფიდერით თევზჭერაში"

ტურნირის ჩატარების თარიღი: 13 აპრილი

ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: კუმისის ტბა

ტურნირის სტატუსი: ღია სამოყვარულო შეჯიბრება ფიდერით თევზჭერაში

ტურნირის მიზანი: ფიდერით სპორტული თევზჭერის პოპულარიზაცია საქართველოში და ძლიერი სპორტსმენების გამოვლენა პროფესიონალური გუნდების ჩამოყალიბების მიზნით

შეჯიბრება სამოყვარულო ხასიათისაა, მაგრამ ჩატარდება სპორტულთან მაქსიმალურად მიახლოვებული წესებით. მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერმა ფიდერით დაინტერესებულმა პირმა.

ტურნირი ჩატარდება შემდეგი წესების დაცვით:

1. თევზაობა დაშვებულია მხოლოდ ფიდერის ანკესით, რომელიც აღჭურვილია კენკვის სიგნალიზატორით - ქვივერტიპით.
2. შეჯიბრზე თევზჭერის ზონა დაიყოფა სექტორებად მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად.
3. თითო სექტორისთვის გამოყოფილი იქნება სანაპირო ზოლის 10 მეტრი.
4. შეჯიბრი წარმოადგენს პირად პირველობას და ამიტომ სექტორში დაიშვება მხოლოდ ერთი მეთევზე. უცხო პირების შესვლა სექტორში შეჯიბრის პერიოდში კატეგორიულად აკრძალულია (მსაჯების გარდა).
5. თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ერთი ანკესით. მეთევზეს აქვს უფლება ჰქონდეს ერთი სათადარიგო ანკესი აწყობილ მდგომარეობაში, რომელიც უნდა იყოს მოთავსებული სექტორის ფარგლებში.
6. დამატებითი აღჭურვილობის და საკვების შეტანა სექტორში ტურნირის მსვლელობის დროს კატეგორიულად აკრძალულია.
7. თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ ერთი ნემსკავით.
8. თევზჭერის დროს დასაშვებია მხოლოდ საერთაშორისო ნორმებით აღიარებული სპორტული ფიდერის მონტაჟი (ამ მონტაჟის სურათს იხილავთ ამ თემაში).
9. დასაკვებად დასაშვებია ნებისმიერი დამატებითი საკვები შეუზღუდავი რაოდენობით. დაკვება უნდა წარმოებდეს მხოლოდ საკვებურით, ხელით და შურდულით დაკვება აკრძალულია.
10. დასაშვებია ნებისმიერი სატყუარა, რომლის წამოცმაც შეიძლება ნემსკავზე. თმიანი მონტაჟი აკრძალულია.
11. დაჭერილი თევზის მოსათავსებლად ნებადართულია მხოლოდ რბილი მასალისგან დამზადებული შესანახი ბადეები. ლითონის ბადეები კატეგორიულად აკრძალულია.
12. აწონვის შემდეგ დაჭერილი თევზი უნდა დაუბრუნდეს მშობლიურ წყალსაცავს.
13. კატეგორიულად აკრძალულია ტურნირში მონაწილეობა არაფხიზელ მდგომარეობაში ან ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ტურნირის მსვლელობის დროს.


ზემოაღნიშნული წესების უხეში დარღვევის შემთხვევაში მსაჯთა კოლეგიას უფლება აქვს მოახდინოს მონაწილეს დისკვალიფიკაცია ტურნირიდან და ბათილად სცნოს მისი მონაწილეობის შედეგი

ეს განცხადება დაანონსდება ყველა სათევზაო ფორუმზე და ამ ფორუმების წევრები სიაში ჩაეწერებიან საკუთარ ფორუმებზე, მაგრამ მონაწილეთა მთლიანი სია გამოქვეყნდება საქართველოს მეთევზეთა კლუბის ფორუმზე.

ინფორმაციას ტურნირში მონაწილეობის საწევრო გადასახადზე და სხვა საორგანინიზაციო საკითხებზე შეგატყობინებთ რამდენიმე დღეში ამ გვერდზე.

მონაწილეობის მიღება ოჩოპინტრეს გუნდში შეუძლია ყველა ფორუმის წევრს, რომელიც ასაკით აღემატება 18 წელს, ეთანხმება წესებს და იცის ამ მეთოდით თევზაობა

მონაწილეთა სია დააკოპირეთ

1. ილარიონა
2. ჭალიმგელა
3.ნუკრი MAX
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Mar 18 2013, 23:28
პოსტი #2


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



აბა გამოდით ფიდერის მოყვარულებო რამდენი ხართ D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Mar 18 2013, 23:52
პოსტი #3


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



წარმატებები partyFishing.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Mar 19 2013, 03:04
პოსტი #4


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



megreli

შენ მემგონი ფლუდერების ცალკე ჯგუფს გაგიხსნით და იქ გადაგიყვანთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Mar 19 2013, 08:35
პოსტი #5


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



ნუ მე ხშირად მითევზავია დაახლოებითი მოწყობილობით ,ამიტომ თვალსაჩინოებისათვის დადეთ რეალური სურათი ამ (პიდერის)ფ.ფ. ნახაზი გასაგებია თუმცა ფოტოზე ნანახი მაინც სულ სხვააა. ნიკუშ დადე ფოტო :*
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Mar 19 2013, 08:40
პოსტი #6


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi





Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ilariona
პოსტი Mar 19 2013, 08:41
პოსტი #7


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,239
რეგისტრ.: 25-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ნოსო
კარგი რა ნოსოჯან newsmile05.gif 40 წუთიანი ვიდეო დავდე მარტო ფიდერზე თევზაობაზე newsmile05.gif მეტი რაღა დავდო? newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
---გიორგი---
პოსტი Mar 19 2013, 09:20
პოსტი #8


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 55
რეგისტრ.: 14-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ფიდერით ბევრჯერ მითევზავია, მაგრამ "კენკვის სიგნალიზატორი - ქვივერტიპი" რა არის არ ვიცი newsmile019.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Mar 19 2013, 09:42
პოსტი #9


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



---გიორგი---
სპეციალური ფიდერის ანკესია, რომლის წვერსაც ქვია სიგნალიზატორი.

საღამოს ორგანიზატორი (Tengo Biniashvili) შემოვა და დაწერს დეტალებს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
fish
პოსტი Mar 19 2013, 11:24
პოსტი #10


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 12
რეგისტრ.: 3-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(---გიორგი--- @ Mar 19 2013, 10:20) *
ფიდერით ბევრჯერ მითევზავია, მაგრამ "კენკვის სიგნალიზატორი - ქვივერტიპი" რა არის არ ვიცი newsmile019.gif


გამარჯობა

აი ეს ლინკი ნახე : http://www.youtube.com/watch?v=Yz0GMOvTpDA...U5vSGULg-ydHTSj

აქ თითქმის ყველაფერია, იმედი მაქვს გამოგადგება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
---გიორგი---
პოსტი Mar 19 2013, 14:18
პოსტი #11


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 55
რეგისტრ.: 14-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(fish @ Mar 19 2013, 12:24) *
გამარჯობა

აი ეს ლინკი ნახე : http://www.youtube.com/watch?v=Yz0GMOvTpDA...U5vSGULg-ydHTSj

აქ თითქმის ყველაფერია, იმედი მაქვს გამოგადგება

გამარჯობა.
ვნახე. ჩემთვის ახალი რამოდენიმე საინტერესო დეტალიც გავიგე.
მადლობთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
---გიორგი---
პოსტი Mar 19 2013, 14:22
პოსტი #12


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 55
რეგისტრ.: 14-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(ჭალიმგელა @ Mar 19 2013, 10:42) *
---გიორგი---
სპეციალური ფიდერის ანკესია, რომლის წვერსაც ქვია სიგნალიზატორი.

საღამოს ორგანიზატორი (Tengo Biniashvili) შემოვა და დაწერს დეტალებს

მადლობთ გიორგი.
ფიდერის 2 ანკესი კი მაქვს, გამოსაცვლელი წვერების დანიშნულებაც ვიცი, მაგრამ სიგნალიზატორები რომ ერქვა, ეგ არ ვიცოდი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Mar 19 2013, 15:07
პოსტი #13


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gocha-tita
პოსტი Mar 19 2013, 16:47
პოსტი #14


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 766
რეგისტრ.: 19-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ჭალო ფიდერის ჯოხი რომ არ იყოს და სხვა ჯოხი ავაწყო ფიდერზე არ წავა?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Mar 19 2013, 17:24
პოსტი #15


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



gocha-tita
ციტატა
1. თევზაობა დაშვებულია მხოლოდ ფიდერის ანკესით, რომელიც აღჭურვილია კენკვის სიგნალიზატორით - ქვივერტიპით.


სხვა არაოოო

დღეს ვშვლიპე ბევრი ფუკები ფიდერის ანკესში newsmile05.gif 320 გელათ ვნახე ისეი რო ტირილი დავიწყე. ბიძოს აქვს 60 ლარიდან ზემოთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

15 გვერდი V   1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 10:56