თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ კლუბის შესახებ _ მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი - ოჩოპინტრეს წევრობა!

პოსტის ავტორი: ბესო Mar 31 2010, 12:40

მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე"-ს წევრობის მსურველთა საყურადღებოდ!

1) სახელწოდება: არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირი “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”

2) ააიპ “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”-ს წევრი შეიძლება იყოს:
3) საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მოქალაქე, ფიზიკური პირი;

4) საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი იურიდიული პირი. იურიდიულ პირს “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”-ში წარმოადგენს “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”-ს წევრი იურიდიული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი;

5) კლუბის წევრად მსურველის მიღება ხდება წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელსაც 2 რეკომენდატორის თანხმობა ახლავს;

6) კლუბის წევრად მიღების შემდეგ წევრი ავსებს სპეციალურ ანკეტას, რომლის მიხედვითაც წევრს გადაეცემა კლუბის წევრის მოწმობა!

7) კლუბის წევრად მიღების შესახებ განცხადებას განიხილავს კლუბის გამგეობა. გამგეობას უფლება აქვს როგორ დააკმაყოფილოს, ასევე უარი უთხრას განმცხადებელს წევრად მიღებაზე. უარის დასაბუთება სავალდებულო არ არის;

8) კლუბის წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს წევრობიდან გამგეობის წინაშე გაკეთებული განცხადების საფუძველზე;

9) კლუბის წევრის კლუბიდან გარიცხვა ხდება – კლუბის წესების, მიღების პირობების და წესდების დაუცველობის შემთხვევაში, ასევე კანონდარღვევის აღმოჩენისა და ნებისმიერი ისეთი საქმიანობის შემთხვევაში, რომელიც კლუბის მიზნებს და პრესტიჟს საფრთხეს უქმნის;

10) კლუბის უმაღლესი მმართველი ორგანოა წევრთა კრება;

11) კლუბის აღმასრულებელი ორგანოა კლუბის გამგეობა;

12) ნებისმიერ წევრს უფლება აქვს არჩეულ იქნას ან აირჩიოს გამგეობის წევრი;

13) კლუბის წევრს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა ერთობლივ ღონისძიებებში, რომელიც კლუბის სახელით იქნება მოწყობილი;

14) კლუბის წევრს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლებებით, რომელიც კლუბისთვის არის დაწესებული;

15) კლუბის წევრის მიერ წევრობისთვის შესატანი საწევრო არის თვეში 10 ლარი, ეს თანხა ხმარდება კლუბის განვითარებას, რეკლამირებას, საკლუბო ატრიბუტიკის დამზადებას, ნადირობის კულტურის განვითარებას, სანადირო მეძაღლეობის ხელშეწყობას, ფორუმისა და ვებ გვერდის განვითარებას და ა.შ;

16) კლუბის ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი ქონება გადაეცემა ერთ ან რამდენიმე არაკომერციულ – მსგავსი მიზნების მქონე იურიდიულ პირს, რომლის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო;

17) კლუბის წევრობისათვის აუცილებელია, რომ კლუბის წევრობის კანდიდატი დადიოდეს კლუბის მიერ მოწყობილ თევზაობებზე, ნადირობებზე და სხვა ღონისძიებებზე. უნდა გააცნოს კლუბის წევრებს თავი. უნდა ეთანხმებოდეს კლუბში მიღების წესებს, კლუბის მიზნებს და წესდებას;

18) კლუბის წევრთა კრება უფლებამოსილია წევრთა 2/3-ის შეკრების შემთხვევაში;

19) კლუბის წევრთა კრებაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება კრების მონაწილეთა ხმების უმრავლესობით (50%+1);

20) კლუბის მმართველი ორგანო აირჩევა 1 წლის ვადით;

21) კლუბის წევრს გადაეცემა წევრობის დამადასტურებელი მოწმობა და მაღალი ხილვადობის კები კლუბის სიმბოლიკით;





1. კლუბის ძირითად მიზანს წარმოადგენს დაიცვას და გაუფრთხილდეს ბუნებას. გააუმჯობესოს ფაუნის წარმომადგენელთა არსებობის პირობები მეცნიერულად დადასტურებული მეთოდებით, კერძოდ სანადირო აღკვეთილების შექმნის გზით.

2. მიზნის მისაღწევად კლუბი იხელმძღვანელებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და არსებული წესდებით შემდეგი ამოცანების გადასაჭრელად:

ა) ჩაატაროს საგანმანათლებლო სამუშაოები ბუნების დაცვის მიზნით;

ბ) კლუბის წევრებისათვის მოამზადოს ღონისძიებები ერთობლივი ნადირობის და თევზაობის მიმართულებით საქართვერლოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) ხელი შეუწყოს კლუბის წევრებში და გარეთ სპორტული ნადირობის და თევზაობის პროპაგანდას;

დ) ითანამშრომლოს აქტიურად მონადირე ძაღლების კლუბთან და კლუბთან ერთად აქტიურად მიიღოს მონაწილეობა მონადირე ძაღლების მოშენებასა, გამოფენებსა თუ სხვა ღონისძიებებში;

ე) მოამზადოს ტრენინგები და სემინარები სანადირო მეურნეობების მენეჯმენტის მიმართულებით, ხელი შეუწყოს ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდას;

ვ) ითანამშრომლოს უცხოურ დონორ ორგანიზაციებთან გადაშენების პირას მყოფი ნადირი ფრინველის მოშენებასას და დაცვის მიმართულებით;

ზ) ხელი შეუწყოს სახელმწიფო დაცვის ორგანოებს ბრაკონიერებთან ბრძოლაში.

- ასევე ეწევა სხვა საქმიანობას, რაც არ არის აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით!

კლუბის ყველა წევრი სარგებლობს, ააიპ "საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი - "ოჩოპინტრე"-ს წევრის ყველა პრიორიტეტით!


განაცხადი: გადმოწერა: http://forum.ochopintre.ge/sound/Ocho_A4_Col.rar



ანკეტებთან ერთად აუცილებელია, კლუბში მისაღები განმცხადებლის საპასპორტო სურათის ციფრული (ელეკტრონული) ვერსია, მინიმალური გარჩევადობით 640X480 რომელიც უნდა გამოაგზავნოთ ელ. მისამართზე: Davitus[@]msn.com

კლუბის წევრობის მსურველებმა დაპოსტეთ ამ თემაში!

სხვა, თემასთან შეუსაბამო პოსტები, წაიშლება!!!

პოსტის ავტორი: Forrest Gump Mar 31 2010, 17:46

ციტატა(Beso @ 31st March 2010 - 13:40) *
17) კლუბის წევრობისათვის აუცილებელია, რომ კლუბის წევრობის კანდიდატი დადიოდეს კლუბის მიერ მოწყობილ თევზაობებზე, ნადირობებზე და სხვა ღონისძიებებზე. უნდა გააცნოს კლუბის წევრებს თავი. უნდა ეთანხმებოდეს კლუბში მიღების წესებს, კლუბის მიზნებს და წესდებას;


აი ეს მაინტერესებს ყველაზე მეტად

უფრო კონკრეტულად თუ არის შესაძლებელი

რადგან

მე ერთ-ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრი ვარ

შაბათ-კვირაობით დაკავებული

ასევე კვირის შუა დღეებში მაქვს ხოლმე ლექციები

და მაინტერესებს რამდენად შევათავსებ ორივე საქმეს ერთდროულად

პოსტის ავტორი: robiko Mar 31 2010, 20:22

გაიხარე, სიტყვის კაცი ხარ ბესო, ერთი შეკითხვა კი მაქვს ამ პუნქტთან:
5) კლუბის წევრად მსურველის მიღება ხდება წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელსაც 2 რეკომენდატორის თანხმობა ახლავს;
მე ჯერ მხოლოდ ბონეჰილს ვიცნობ კლუბის წევრებიდან და მე-2 რეკომენდატორი როგორ ვიპოვო? (გამიწიე რეკომენდაცია - არ გიმტყუნებ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბესო Apr 1 2010, 10:27

ციტატა(Forrest Gump @ 31st March 2010 - 18:46) *
და მაინტერესებს რამდენად შევათავსებ ორივე საქმეს ერთდროულად


ყველა შეკრებაზე კი არა ალბათ ნახევარზე მეც ვერ დავდივარ newsmile05.gif ვის როგორ ცალია, მაგრამ შიგადაშიგ აუცილებელია, რომ გაგიცნოთ. ვინაიდან კლუბის 2 წევრის რეკომენდაცია არის საჭირო წევრობისთვის - მინიმუმ 2 წევრი ხომ უნდა გიცნობდეთ რომ თავის თავზე აიღონ რეკომენდაციის მოცემა newsmile05.gif

ციტატა(robiko @ 31st March 2010 - 21:22) *
მე ჯერ მხოლოდ ბონეჰილს ვიცნობ კლუბის წევრებიდან და მე-2 რეკომენდატორი როგორ ვიპოვო? (გამიწიე რეკომენდაცია - არ გიმტყუნებ


რობიკო,

თქვენ თევზაობთ ნადირობთ თუ ორივენიცა? newsmile05.gif თუ თევზაობთ - მაშინ მოვიდა სეზონი და დაიწყება ეხლა კლუბის გასვლები - შემოგვიერთდით და ცუდად თავს არ დაგამახსოვრებთ newsmile05.gif
თუ არ თევზაობთ - მაშინ იქნებ სტენდზე თეფშების სროლაში შემოგვიერთდეთ და ასე შემდეგ - გაცნობის მიზეზი ყოველთვის გამოინახება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: MIMINO Apr 1 2010, 10:58

სიამოვნებით ჩავეწერებოდი იმ კაი ხალხის სიაში ვისაც ოჩოპინტრეს კლუბის წევრი ქვია. ამისათვის კი რაც საჭიროა მზად ვარ გავაკეთო

პოსტის ავტორი: (dila)adriano Apr 1 2010, 18:11

მიგულეთ კლუბის პრეს-ატაშედ small3d018.gif

პოსტის ავტორი: Davitus Apr 1 2010, 18:21

ეს თემა მე მგონი რეკომენდაციების და მაღარიჩების თემა არ არის, კაცმა გარკვევით დაწერა, რომ აქ უნდა დაპოსტონ მსურველებმა, ვისაც კლუბში მიღების სურვილი აქვს, შეავსებენ განაცხადს და დაელოდებიან კლუბის გადაწყვეტილებას, თორემ აქ ცოტა ხანში ისეთი ამბავი აიწევა დედა შვილს არ აიყვანს...


ოფები წაიშალა!

პოსტის ავტორი: sekreta Apr 3 2010, 19:56

მე კითხვა მაქვს ძალიან მინდა გაწევრიანება და კითხვა მაქვს მე მექნება რაიმე იდეის გაჟღერების უფლება? რაც კლუბს სასიკეთოთ წაადგება?

გამიწიეთ რეკომენდაცია რა ძმურად

პოსტის ავტორი: შოთა.03 Apr 3 2010, 20:03

sekreta

ციტატა(sekreta @ 3rd April 2010 - 20:56) *
მე მექნება რაიმე იდეის გაჟღერების უფლება?


იდეის გაჟღერების უფლება რავა არ გექნება კაცო, აქ კლუბის წევრობაზე აწერს ხალხი ხელს, მონობაზე კი არა newsmile035.gif

პოსტის ავტორი: sekreta Apr 3 2010, 20:06

რაც შეიძლება მალე მინდა კლუბის წევრობა რა ძმურად დამეხმარეთ


ჩემი სკაიპია gio.sporcmenia1 შემეხმიენეთ რა ძალიან გთხოვთ ვთხოვ ადმინისტრაციას და გამგეობას რა

პოსტის ავტორი: მატო Apr 3 2010, 20:07

მეც დიდი სიამოვნებით გავწევრიანდები კლუბში.

პოსტის ავტორი: გოგა Apr 3 2010, 20:38

ბიჭებო მოგმართავთ ყველას,ვისაც კლუბში გაწევრიანება გინდათ.და განსაკუთრებით sekreta -ს

მეგობარო მესმის რო რაც შეიძლება მალე გინდა კლუბში გაწევრიანება(როგორც ამბობ იდეის გაჟღერების უფლება გინდა).მაგრამ ეს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბია და გაგვიხარდება თუ ჩვენ კლუბში გაწევრიანდება ისეთი ადამიანი ვისაც ბუნებისკენ მიუწევს გული და ზრუნავს ბუნების გადარჩენაზე.
დავიწყებ იმით რო იდეის გაჟღერებას კლუბის წევრობა არ სჭირდება.
მეორეც კლუბში ხალხის სიმრავლე არ არის ჩვენი მიზანი.კლუბის წევრი რო გახდე ამისთვის საჭიროა იარო საერთო გასვლებზე.როგორც მინიმუმ ხო უნდა გავიცნოთ ერთმანეთი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 3 2010, 20:55

sekreta
აქ მონადირეთა კლუბია და ერთმანეთს რო არ ვიცნობდეთ და არ ვიცოდეთ ვინ ვინაა არ ვივლიდით ერთობლივ ნადირობებზე .
როგორც გოგამ თქვა კლუბის მიზანი არაა ბევრი ხალხის მოგროვება,ასე რომ იარე გასვლებზე ან ლოთობებზე მაინც რო ხალხმა გაგიცნოს და მერე რეკომენდატორი სახვეწარი არ გექნება .და ესე გაუცნობლად 20-მა კაცმაც რომ მოგცეს რეკომენდაცია არ მიგიღებთ კლუბში.
ასე რომ ყველას მივმართავ ვისაც კლუბში უნდა იარეთ გასვლებზე იაქტიურეთ და ჩვენი კარი მუდამ ღია იქნება თქვენთვის

პოსტის ავტორი: ბესო Apr 6 2010, 11:44

geojorjika
შუკა
თენგო

რაც შეგეხებათ თქვენ ბატონებო!

კლუბის წევრების უმეტესეობა გიცნობთ, რეკომენდატორებიც გყავთ.
შესაბამისად ჩამოწერეთ განაცხადი, ამობეჭდეთ შეავსეთ და მოგვაწოდეთ.



Forrest Gump
robiko
MIMINO
(dila)adriano
sekreta
მატო
gurika

თქვენ ბატონებო,

ცადეთ, რომ უახლოესი გასვლები არ გამოტოვით - იწყება თევზაობის და ლუდის სეზონი - ასე, რომ პირველ პოსტში ჩამოთვლილი პირობები ყველა უნდა შესრულდეს. როგორც აქამდე აღნიშნეს ოჩოპინტრელმა ლომებმა - ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ხარისხზე და არა რაოდენობაზე!!!

ციტატა(sekreta @ 3rd April 2010 - 21:52) *
წესით ბიჭებო ბესომ უნდა მომცეს რეკომენდაცია რა


ჩვენს ფორუმელ სეკრეტას მე ვიცნობ PM-ებით.
ადამიანი მოწადინებულია, რომ კლუბისთვის იღვაწოს, მაგრამ PM-ები არ არის კლუბის წევრობის პირობებში შესული - მეგობარო - თვალ-ყური ადევნე გასვლებს და შემოგვიერთდი, კლუბმა უნდა გაგიცნოს! - ამის შემდეგ მოხდება ყველა საჭირო პროცედურის გავლა და კლუბის თანხმობის შემთხვევაში - კლუბის წევრად მიღებაც!

პოსტის ავტორი: ბესო Apr 6 2010, 15:20

ციტატა(Forrest Gump @ Apr 6 2010, 12:49) *
ლუდი კაია

აი თევზაობა ... newsmile035.gif


ნუ თუ თევზაობა თქვენი პროფილი არ არის, მაშინ ლუდზე შემოგვიერთდით - ასევე გვეგმავთ გამწვანების აქციას - მოგზაურობას საქართVელოს კუთხეებში - მოკლედ კლუბის მიერ მოწყობილ ნებისმიერ შეკრებაზე ველით ფორუმის წევრებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: sekreta Apr 6 2010, 18:04

ერთი შეგიკთხვა მაქვს ვერ ვიპოვე სად უნდა იყოს შეკრებები არაა ფაქტიურათ დაგეგმილი და ჩვენ როგორ გავიცნოთ ერთმანეთი? რომ მერე რეკომენდაციებიც იყოს და შესაბამისად მოხდეს კლუბში გაწევრიანება, მაგრამ ამაზე მაგრად მინდა თქვენი პირადად გაცნობა და თქვენთან ერთად ყოფნა რა რა ვიცი იქნება გვიპასუხოთ

პოსტის ავტორი: იკა კაპანაძე Apr 6 2010, 19:32


ძალიან სულსწრაფი ხარ სეკრეტა, მოთმინებითა შენითაო ხო გაგიგონია? ცოტა პოსტების რაოდენობას მოუმატე, ცოტაც ხალხი გაიცანი და ყველაფერი იქნება თავის დროზე.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 6 2010, 19:39

sekreta
მალე მალე. მარხვაც მორჩა და წავა ლოთობები newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bullet Apr 7 2010, 13:55

მეც მინდა
http://img41.imageshack.us/i/aceventurapetdetective7.jpg/

პოსტის ავტორი: ბესო Apr 7 2010, 16:05

მე რაც მივიხედ მოვიხედე ეგაა და თუ ვინმე არის - დაპოსტოს! და გაგვახსენოს თავი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: sekreta Apr 18 2010, 20:26

აუ ბიჭებო მე ძალიან მინდა გაწევრიანება მაგრამ მე მიმაჩნია ერთი გასვლა საკმარისი არაა ყველა მაგარი ხალხი ხართ იმენა მაგრად მომეწონა თქვენთან ყოფნა და გავარღმავოთ ურთიერთობა, მეტი რეკლამა სჭირდება კლუბს რომ მეტი ხალხი ეზიაროს ამ მაგარ საქმეს რასაც ეს კლუბი აკეთებს მე მოხარული ვარ, მე არ მეჩქარება კლუბში გაწევრიანება რადგან ისედაც თქვენს გვერდში ვარ და მე კარგად მესმის რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და ყველას ვურჩევ ვისაც გაწევრიანება გინდათ ერთ შეკრებაზე მოდით და თვითონ მიხვდებით ამას, მთავარია კლუბთან ყოფნა, მე კარგად მიმიღეს ბიჭებმა ზედ გადამყვნენ იმენა და ასეთ ხალხთან ურთიერთობას არაფერი მირჩევნია და ეს ასეც წარმომედგინა, მონადირე სხვანაერი არც უნდა იყოს მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა ბიჭებო რა "ოჩოპინტრეს" გაუმარჯოს ჩვენს განუმეორებელ კლუბს ერთ ოჯახს გაუმარჯოს ბიჭებო, და ამ ოჯახის წევრი ნელნელა უნდა გავხდეთ ყველა. ეს ისეა რა ერთხელ და ორჯერ შეხვედრილ კაცს ბავშვს ხო ვერ მოანათლინებ? ხო და ამ სიტუაციას გავს რა კლუბშიც გაწევრიანება ამ ოჯახში რომ შეხვიდე იმენა ყველაფერი უნდა გამოცადო ბიჭებთან ერთად უნდა დალიო უნდა ყველანაერად და ყველაფერში გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს, ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს!

პოსტის ავტორი: Davitus Apr 18 2010, 21:44

2 ტონა ოფი წაიშალა!

პოსტის ავტორი: ლეკი Apr 18 2010, 21:55

vava.gif ეჰ კლუბის წევრობას ვინ არ ინატრებს, მაგრამ აქტიურობა გვმართებს მეტი....

პოსტის ავტორი: kervala Apr 19 2010, 15:45

მოგესალმებით

როგორც მივხვდი, კლუბის გასვლებში რომ მივიღო მონაწილება კლუბის წევრობა არ არის ხომ აუცილებელი

ამ საიტის ახალი წევრი ვარ,და ძაან მომწონს აქაურობა


პოსტის ავტორი: ჯეკო Apr 19 2010, 15:48

kervala სწორედ გასვლებში უნდა მიიღო მონაწილეობა კლუბის წევრი რომ გახდე ჯიგარო

პოსტის ავტორი: sekreta Apr 19 2010, 16:39

რა ვიცი მემგონი კარგად განვმარტე და რაღა დავამატო სწორედ მასეა ძმა kervala შენ გასვლებში უნდა ნახო რა სიამოვნებას მიიღებ

პოსტის ავტორი: გოგა Apr 19 2010, 23:33

sekreta
პრინციპში სწორედ თქვი newsmile05.gif


ესაა ბიჭებო კლუბი.ჩვენ აზრს უნდა იზიარებდეთ(რა თქმა უნდა ბუნებას რაც შეეხება იმას ვგულისხმობ),ჩვენსავით მოწადინებული იყოთ.კლუბის წევრი მარტო ერთობლივ გასვლაზე დასწრება არ არის!!! კლუბის წევრია საერთო ლოთობებში ჩართვა,საერთო სანადირო გასვლა,იგივე თევზაობა ერთობლივი,თუნდაც გამწვანება,თუნდაც ბუნების დასუფთავება და რავიცი კიდევ ბევრი რამ,რასაც აღარ ჩამოვთვლი.
მოკლედ რომ ვთქვათ კლუბში ადამიანს რო მივიღებთ იმასთან ჭიქის აწევაც უნდა გვსიამოვნებდეს,ნადირობაც არ უნდა გვეშინოდეს და საერთოდ ადამიანს უნდა ვიცნობდეთ ცოტა მაინც newsmile05.gif
ასე რომ თუ თქვენი კლუბში შემოსვლა დაგვიანდა(თქვენი აზრით) ამაზე ნუ გაგვინაწყენდებით და ჩვენ ნუ დაგვაბრალებთ,ეს მხოლოდ თქვენი პასიურობის ბრალი იქნება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: sekreta Apr 20 2010, 08:56

საინტერესოა გამწვანება და დასუფთავების სამუშაოები ეს მნიშვნელოვანია კოუბისთვის დავგეგმოთ და გავიდეთ ძალიან მაგარი საქმეა რა და წამოვლენ ალბად ბიჭებიც ვისაც უნდა კლუბთან ურთიერტობა და თავისი ბუნებისა და ხეტყის მოვლა პატრონობა, ჩვენი ვალია ტყე შევუნახოთ შვილებსა რათა ინადიროს ჩვენმომავალ თაობამაც სუფთა და სუფთა ჰაერით გაჯერებულ ტყეში რა ვიცი ძალიან მომეწონა გოგას ნათქვამი გაგიმარჯოს დზმაო.

პოსტის ავტორი: kervala Apr 20 2010, 10:13

გაიხარეთ ბიჭებო,მადლობა ამომწურავი პასუხებისთვის

რაც შეეხება გამწვანებას და დასუფთავებას ,ჩემი აზრით ეს უპირველესი და უმთავრესია,და ყოველთვის დღის წესრიგში უნდა იდგეს







პოსტის ავტორი: NNN-504 Apr 25 2010, 23:56

კლუბის წევრობა გადავწყვიტე რადგან: 1.ამდენ ლოთს სხვაგან სად ვნახავ. 2. როცა ფორუმელაბთან ერთად ვარ "მასიდან " არ "გამოვიყოფი" (რაც სხვა საზოგადოებაში დისკომფორტს მიქმნის), ყველას ჩემსავით ცოტ-ცოტა "აკლია". 3.გიყვართ ბუნება. 4.გიყვართ თევზაობა და ნადირობა.5.არ გიყვართ ბრაკონიერები და იეღოვლები...... მოკლედ კაი ხალხი გაგიცანით....ვეძებ ორ რეკომენდატორს( დაჟე ლუდზეც არ დაგპატიჟებთ newsmile090.gif )....

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 26 2010, 00:00

NNN-504
აი უნდა დამეწერა და ხელი ავიღე .ბიჭო ის ბოლო სიტყვები რამ დაგაწერინა ტო როგორ წაგიცდა ხელი

პოსტის ავტორი: NNN-504 Apr 26 2010, 00:05

ციტატა(T A M P L I E R @ Apr 26 2010, 01:00) *
NNN-504
აი უნდა დამეწერა და ხელი ავიღე .ბიჭო ის ბოლო სიტყვები რამ დაგაწერინა ტო როგორ წაგიცდა ხელი

ვიცი მე თქვენი ლუდის დალევები , ხალხს კარგავთ მერე.... newsmile090.gif რა უნდა დაგეწერა და რაზე აიღე ხელი? lotebo.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 26 2010, 00:10

NNN-504

ციტატა(NNN-504 @ 26th April 2010 - 01:05) *
ვიცი მე თქვენი ლუდის დალევები , ხალხს კარგავთ მერე.

newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif

რეკომენდაცია უნდა მომეცა

პოსტის ავტორი: NNN-504 Apr 26 2010, 00:15

ციტატა(T A M P L I E R @ Apr 26 2010, 01:10) *
NNN-504

newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif

რეკომენდაცია უნდა მომეცა

უნდა მომეცა რას ნიშნავს? newsmile039.gif მოკლედ ბედი არ მაქვს 1989 წელს პარტიაში(კომუნისტურ) მიღებდნენ და ზ.გამსახურდიამ შემიშალა ხელი დღეს სეკრეტამ... newsmile029.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Apr 26 2010, 01:29

NNN-504
ყველაფერი შეავსე და 1 რეკომენდატორი მე ვარ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: NNN-504 Apr 26 2010, 01:40

ციტატა(ნოსო @ Apr 26 2010, 02:29) *
NNN-504
ყველაფერი შეავსე და 1 რეკომენდატორი მე ვარ newsmile05.gif

პირობას გაძლევ არ შეგარცხვენ newsmile027.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 26 2010, 07:49

NNN-504
მერე ახალი ქვისლი და სიმამრი აქ არ არიან? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ულუდოთ კიდევ შეიძლება რეკომენდაციუა, მაგრამ სიდედრს ხელზე როგორ არ აკოცე newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ისიც რა ნაგლი იყო ისე newsmile035.gif newsmile035.gif
მოკლედ +1

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 26 2010, 09:12

NNN-504

ციტატა(NNN-504 @ 26th April 2010 - 00:56) *
( დაჟე ლუდზეც არ დაგპატიჟებთ newsmile090.gif

აი ამაზე გითხარი არ უნდა დაგეწერათქო,
მაგრამ ჩემთან უკვე ნაკიუსრები გაქვს და ასე რომ +1 რეკომენდატორი(მარა კისრება კიდე მოგიწევს მეორე რეკომენდატორის ხათრით newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif newsmile035.gif newsmile035.gif )

პოსტის ავტორი: ლეკი Apr 26 2010, 09:49

მოიცა 2 რეკომენდატორი თუ გყავს შეგიძლია წევრი გახდეე???? newsmile093.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 26 2010, 09:55

და ცოტა ხშირი სიარული გასვლებზე რო ხალხმა კარგად გაგიცნოს

პოსტის ავტორი: ლეკი Apr 26 2010, 09:58

newsmile027.gif ( newsmile039.gif )

პოსტის ავტორი: sekreta Apr 26 2010, 10:24

ციტატა(NNN-504 @ Apr 26 2010, 01:15) *
უნდა მომეცა რას ნიშნავს? newsmile039.gif მოკლედ ბედი არ მაქვს 1989 წელს პარტიაში(კომუნისტურ) მიღებდნენ და ზ.გამსახურდიამ შემიშალა ხელი დღეს სეკრეტამ... newsmile029.gif


მოიცათ მე რა შუაში ვარ?

პოსტის ავტორი: NNN-504 Apr 26 2010, 11:35

ჰელპ....განაცხადს ვერ ვხსნი:((

ციტატა(sekreta @ Apr 26 2010, 11:24) *
მოიცათ მე რა შუაში ვარ?

როგორც ჩვენი "დიდი" მეზობლები ამბობენ: მენშე ნადო პიტ.... newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ბესო Apr 26 2010, 12:56

ციტატა(NNN-504 @ 26th April 2010 - 12:35) *
ჰელპ....განაცხადს ვერ ვხსნი:((


რატომ? უპრობლემოდ იხსნება... ჯერ ჩამოწერე, მერე დეზარხივაცია გაუკეთე და აკრობატი თუ გაქვს უპრობლემოდ გახსნი!

პოსტის ავტორი: NNN-504 Apr 26 2010, 13:12

ეხლა რაბოტაზე ვარ..სახლში მე -2 პაპიტკას გავაკეთებ...მადლობა

პოსტის ავტორი: ლეკი Apr 26 2010, 16:50

ციტატა(NNN-504 @ Apr 26 2010, 00:56) *
კლუბის წევრობა გადავწყვიტე

newsmile029.gif

პოსტის ავტორი: NNN-504 Apr 26 2010, 19:19

ციტატა(ლეკი @ Apr 26 2010, 17:50) *
newsmile029.gif

newsmile045.gif

პოსტის ავტორი: sekreta May 2 2010, 18:37

თქვენთან ვარ ბიჭებო თქვენთან ვარ რა newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Aragvispireli May 7 2010, 21:25

მეც მინდა კლუბის წევრობა, მზად ვარ გადავიხადო საწევრო კიდევ რა არის ამისთვის საჭირო?

პოსტის ავტორი: ბესო May 7 2010, 23:28

ციტატა(Aragvispireli @ May 7 2010, 22:25) *
მეც მინდა კლუბის წევრობა, მზად ვარ გადავიხადო საწევრო კიდევ რა არის ამისთვის საჭირო?


საწევრო არ არის კლუბის წევრობისთვის საჭირო. ეგ კლუბის წევრობის მერე ხდება newsmile05.gif

კლუბის წევრობისთვის კი საჭიროა იმპირობების დაკმაყოფილება რომელიც ამ თემის პირველ პოსტში არის აღწერილი... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: SHAMSHE May 10 2010, 20:03

მე ტქვენთან ერთად მინდა შეკრებებზე და სანადიროდ სიარული თუ თევზაობასაც მასყავლით გამიხარდება newsmile05.gif მარა იშვიათად ვარ საქართველოში ეხა 28 ივნისს ჩამოვდივარ და ივლიში იქნება შეკრებები?

პოსტის ავტორი: გოგა May 10 2010, 20:05

SHAMSHE
ნადირობის სეზონი აგვისტომდე არ გაიხსნება და სათევზაოთ თუ ივლი ჩვენთან ერთად კი ისწავლი ცოტცოტას newsmile05.gif

პოსტის ავტორი: SHAMSHE May 10 2010, 20:58

ხო რო ჩამოვალ ვიყიდი ანკესს და რაგაცეებს რაც საჭიროა და ტკვენთან ერთად ვარ, და საინდა უნდა შევიტყო ტქვენი შეკრებების შესახებ?

პოსტის ავტორი: შუკა May 10 2010, 22:10

ყურადღებით იყავი! საიტზე დაიდება ინფო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: SHAMSHE May 11 2010, 14:51

ვაა მაგარია ივნიში ერთად ვითევზავებტ ესეიგი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: CECEIRON May 16 2010, 13:31

აუფ მეც მინდა მაგრად გაძევრიანება,მარა ჟერჟერობით ფინანსი პოიუტ რომანსი,ისე ვინმე თუ მასესხებს 20 ლარს დიდი სიამოვნებით ვიზამ ამ საქმეს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus May 16 2010, 13:39

CECEIRON

ვინ გითხრა, რომ ფულის გადახდით წევრიანდები? უკვე გაწევრიანებულები იხდიან საწევროს მინიმალურ რაოდენობას, რაც ნამდვილად არ არის ბევრი...

და ის მომენტი რომ ფული თუ მაქვს წევრი გავხდებიო, არ არის სწორი

პოსტის ავტორი: Bonehill May 16 2010, 16:35

CECEIRON
საიდან ეს მცდარი ინფორმაცია? რა 20 ლარი ?

ცუდადა არ გამიგო მეგობარო მაგრამ შენი პოსტი რომ წაიკითხოს იმ კაცმა ვინც პირველად შემოიხედა ამ ფორუმზე, რას იფიქრებს, რას იტყვის მაგის წამკითხავი ?

ძალიან ცუდი რაღაცა დაწერე
newsmile055.gif

პოსტის ავტორი: შუკა May 16 2010, 20:34

ჩვენთან მხოლოდ მეგობრობა და სიყვარულია, ფული არაფერს წყვიტავს და არც გადაწყვეტს არასოდეს! ვისაც კლუბში უნდა უბრალოდ უნდა იყოს აქტიური გასვლებზე და სხვა ღონისძიებებზე! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Rniko May 16 2010, 21:05

ერთი გასვლა ვერ მოვაწყეთ რა მეც მინდა რო წამოვიდე მინდა კლუბში გაწევრიანება მარტო 2 კაცი ხო არ არის არა ცოტას ხო უნდა ვიცნობდე კიდე...

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 18 2010, 11:22

Bonehill
რა გინდა სწორედ დაწერა რაღაც მომენტში. კეპკის და საბუთის ფული ხომ ჯდება 20 ლარი newsmile045.gif

პოსტის ავტორი: sekreta May 23 2010, 19:22

ბიჭებო მე არ მაქვს პრეტენზია წევრობაზე უბრალოდ თქვენთან ვარ ჯიგრებო ნებისმიერ ამბავში ყველაფერს თავისი დრო აქვს

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 29 2010, 21:56

მინდა მოგმართოთ ორიოდე სიტყვით და გაგიზიაროთ ჩემი უდიდესი სურვილი: ამ ფორუმზე დარეგისტრირების თანავე გამიჩნდა სურვილი თქვენთან სიახლოვის, თქვენთან ერთად ყოფნის და ყოველი იმ ვალდებულების დაკისრების საკუთარ თავზე რომელიც თუნდაც ნებისმიერ ფორუმელს და ნამდვილ მონადირეს ევალება. მიხარია იმ ადამიანებთან ურთიერთობა რომლებსაც უყვართ ნადირობა და თევზაობა და ყოველთვის ასეთი ადამიანების გვერდით ვიქნები. ეხლა მთავარი რაც მინდოდა მეთქვა ის არის, რომ ჩემი დიდი სურვილია კლუბის წევრობა. მე ყველანაირად მზად ვარ პასუხისმგებლობით მოვეკიდო ამ საქმეს იმიტომ, რომ ნადირობა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად იქცა და მიზიდავს თქვენნაირ ხალხთან ურთიერთობა. მე არ ვამბობ რო ეს დღეს ან ხვალე უნდა მოხდეს, მაგრამ გთხოვთ იქნებ ჩემი კანდიდატურაც განიხილოთ. მე ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნები და ყველა ვალდებულებას ვიტვირთავ რაც საჭირო იქნება. ყველას გიცნობთ და ყველანი მართლა მაგრად მიყვარხართ ძმებო!!!

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 29 2010, 21:57

newsmile041.gif newsmile041.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 30 2010, 08:21

ციტატა(ლეკი @ Jun 29 2010, 22:56) *
მინდა მოგმართოთ ორიოდე სიტყვით და გაგიზიაროთ ჩემი უდიდესი სურვილი: ამ ფორუმზე დარეგისტრირების თანავე გამიჩნდა სურვილი თქვენთან სიახლოვის, თქვენთან ერთად ყოფნის და ყოველი იმ ვალდებულების დაკისრების საკუთარ თავზე რომელიც თუნდაც ნებისმიერ ფორუმელს და ნამდვილ მონადირეს ევალება. მიხარია იმ ადამიანებთან ურთიერთობა რომლებსაც უყვართ ნადირობა და თევზაობა და ყოველთვის ასეთი ადამიანების გვერდით ვიქნები. ეხლა მთავარი რაც მინდოდა მეთქვა ის არის, რომ ჩემი დიდი სურვილია კლუბის წევრობა. მე ყველანაირად მზად ვარ პასუხისმგებლობით მოვეკიდო ამ საქმეს იმიტომ, რომ ნადირობა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად იქცა და მიზიდავს თქვენნაირ ხალხთან ურთიერთობა. მე არ ვამბობ რო ეს დღეს ან ხვალე უნდა მოხდეს, მაგრამ გთხოვთ იქნებ ჩემი კანდიდატურაც განიხილოთ. მე ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნები და ყველა ვალდებულებას ვიტვირთავ რაც საჭირო იქნება. ყველას გიცნობთ და ყველანი მართლა მაგრად მიყვარხართ ძმებო!!!

სერიოზული განაცხადია newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Jun 30 2010, 09:05

მეც ვეთანხმები ამ კაცის მიღებას კლუბში და ვნახოთ სხვა კრიტერიუმები როგორ დაკმაყოფილდება და მივხედავთ ამ საქმეს მჯერა მე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Jun 30 2010, 10:27

ნოსო
+1

პოსტის ავტორი: ჯეკო Jun 30 2010, 10:42

+ 10000 ჩემგან ამ კაცს ლეკი მე ვთვლი რომ იმსახურებს აქტიური ბიჭია და ხედავთ კიდეც, აბა უმფროსობა რასიტყვის ვნახოთ

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 30 2010, 14:53

ჭალიმგელა
ნოსო
კუდიგორელი
ჯეკო

მადლობა დიდი!! ჯიგრები ხართ!!

შეიძლება იფიქროთ რო რატო უნდა ასე კლუბის წევრობა, ისედაც ხო შეუძლია ჩვენთან ერთად ყოფნაო და მართალიც არის, მაგრამ მინდა უფრო მეტი საბაბი მომეცეს თქვენთან ყოფნის და თქვენს გვერდში დგომის. დიდი სურვილი მაქვს თქვენთან ვიყო და თქვენს ნებისმიერ ინიციატივას დიდი სიხარულით დავუჭირო მხარი.. ჩემი დიდი სურვილია ეს..

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 30 2010, 16:27

ერთი ხმა ჩემგანაც.... newsmile041.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 30 2010, 16:31

ლევანი
გენაცვალეთ ჯიგრებო!!! მიყვარხართ ყველანი.. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის..

პოსტის ავტორი: sabo73 Jun 30 2010, 21:51

ლეკი

კაი კაცი ხარ. იცოცხლე და ინადირე 100 წელიწადს.

შენთან ერთად მინდა მივმართო, ღრმად პატივცემულ კლუბის წევრებსა და კლუბის გამგეობას.
არ ვაპირებდი საზოგადოების შეწუხებას, ჩუმად მინდოდა ჩემი წადილი ( ვყოფილიყავი ოქრო-ბაჯაღლო მონადირეების გვერდით) ახდენილიყო. მაგრამ ცდუნებას ვეღარ გავუძელი. და აი აივიღე ხელში კალამი, მოვიფხანე თავი და აწითლებული ლოყებით მინდა გკითხოთ: ჩემისთანა პაატარა (სიმაღლით და არა ასაკით) მონადირეს და მეთევზეს, თუ გამიწევთ რეკომენდაციას? ჩემი და kondolis განცხადება, უკვე მოგართვით Maverikis ხელით და იგი მშვიდად ივანებს გამგეობის თბილ უჯრაში.
ისიც ვიცი, რომ გამგეობას ამ ეტაპზე, სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები აქვს გადასაწყვეტი, ვიდრე ჩვენი კლუბში გაწევრიანება და ამიტომ, თავს არ შეგაწყენთ. უბრალოდ მინდა ვიხილო, იმ პირების კომენტარები ვინც დამდებს პატივს და გამიწევს რეკომენდაციას.
წინასწარ მადლობას გიხდით და ჯიგარში გეხუტებით.
თქვენი საბო blashe.gif

პოსტის ავტორი: ROVER Jun 30 2010, 21:54

sabo73

ორივე ხელით ზააააა! newsmile045.gif

პოსტის ავტორი: sabo73 Jun 30 2010, 22:04

სავსე ჭიქით და გულით გიხდი მადლობას ROVER.

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 30 2010, 22:10

sabo73
დავით იცოცხლე და გაიხარე.. შენც ასევე... ღმერთმა სულ თქვენნაირი ადამიანების გვერდით მამყოფოს..

პოსტის ავტორი: ჯეკო Jun 30 2010, 22:14

sabo73 საბოოოოო ფორევერ newsmile035.gif newsmile035.gif ესაა ჩემი კომენტარი

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Jul 1 2010, 00:02

sabo73
მე გაძლევ რეკომენდაციას newsmile05.gif

პოსტის ავტორი: sabo73 Jul 1 2010, 00:03

ციტატა(კუდიგორელი @ Jul 1 2010, 01:02) *
sabo73
მე გაძლევ რეკომენდაციას newsmile05.gif


გაიხარე ძმაო, მადლობა.

პოსტის ავტორი: ნოსო Jul 1 2010, 00:05

sabo73
მე კონდოლზეც და შენზეც ვთქვი, თუმცა არ გაძლევ რეკომენდაციას აგვისტოს დაწყებამდეnewsmile05.gif იმიტომ რომ ამ 1 თვეში უფრო მეტი შეხვედრა მოეწყოს ,უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი ( მე და შენ არა დავით ან მე და ნიკამ არა ,უკვევიცნობთ) კლუბის წევრებს ვგულისხმობnewsmile05.gif რა და ავისტოს დასაწყისში ჩემი თავი შემოგევლოსnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: sabo73 Jul 1 2010, 00:12

ციტატა(ნოსო @ Jul 1 2010, 01:05) *
sabo73
მე კონდოლზეც და შენზეც ვთქვი, თუმცა არ გაძლევ რეკომენდაციას აგვისტოს დაწყებამდეnewsmile05.gif იმიტომ რომ ამ 1 თვეში უფრო მეტი შეხვედრა მოეწყოს ,უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი ( მე და შენ არა დავით ან მე და ნიკამ არა ,უკვევიცნობთ) კლუბის წევრებს ვგულისხმობnewsmile05.gif რა და ავისტოს დასაწყისში ჩემი თავი შემოგევლოსnewsmile05.gif



ეხლა ლოყაზე ხელი მივირტყი და ისე გეუბნები: ეს ბიჭი მოკვდეს თუ შეგარცხვინოს ან შენ ან რომელიმე ღირსეული მონადირე და მეთევზე.

პოსტის ავტორი: Davitus Jul 1 2010, 01:31

sabo73

შენ რეკომენდაციის გაწევა არც გჭირდება, ისედაც ჩვენიანი ხარ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Jul 1 2010, 07:51

sabo73
მაგაზე არაა კაცო newsmile05.gif მე კარგი გაგებით გითხარი თორემ კი არავინ გცდისnewsmile05.gif ღმერთმა დამიფაროსnewsmile05.gif დავითუსმა თქვა ის რასაც ვფიქრობდი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: GIZOVICHI Jul 1 2010, 18:47

sabo73-ს kondol-ს და ლეკი-ს
რეკომენდაციას გიწევთ კლუბში მისაღებად,
პარტია თანახმააა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: sabo73 Jul 1 2010, 19:02

Davitus
Gizovichi
ნოსო

გენაცვალეთ ოქრო ხალხი ხართ.

ნოსო
არ გრცხვენია ბიჭო? არც მე გამიგია ცუდი გაგებით, უბრალოდ მე უფრო მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდები ამ ყველაფერს, ვიდრე გარედან ჩანს.

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 1 2010, 19:19

GIZOVICHI
გაიხარეთ ძმებო!!! შემოგევლეთ ყველას!!

პოსტის ავტორი: aragveli Jul 2 2010, 10:44

sabo73-ს, kondol-ს, და ლეკი-ს მეც ვუწევ რეკომენდაციას, newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 2 2010, 15:58

aragveli
გაიხარე ჯიგარო!!!

პოსტის ავტორი: Davitus Jul 2 2010, 16:08

ოფები ჩკა!

ეს სამი კანდიდატი: sabo73, kondoli და ლეკი უკვე გასაგებია, წინააღმდეგი არავინ არის და უახლოეს პერიოდში კლუბის წევრების გადაწყვეტილებით შემოგვიერთდებით

რეკომენდაციები მეტი აღარ არის საჭირო ხალხო, თორემ აირია მონასტერი

პოსტის ავტორი: sabo73 Jul 2 2010, 21:50

Davitus

გასაგებია, კიდევ ერთხელ მადლობა სულ ყველას და "მალჩუ".

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 2 2010, 22:42

Davitus
შესავსებ ფორმაზე რა ხდება ყველას აქვს??

პოსტის ავტორი: sabo73 Jul 4 2010, 22:38

ციტატა(T A M P L I E R @ Jul 2 2010, 23:42) *
Davitus
შესავსებ ფორმაზე რა ხდება ყველას აქვს??



ჰაი ცავატანემ, ჩუნეს როგორ არ ჩუნეს....................

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 5 2010, 07:45

ციტატა(T A M P L I E R @ Jul 2 2010, 23:42) *
Davitus
შესავსებ ფორმაზე რა ხდება ყველას აქვს??

განაცხადზეა ხო ალბათ საუბარი?? ეგ მეც შევავსე და სახლში მაქვს..

პოსტის ავტორი: (dila)adriano Jul 17 2010, 21:48

რახან კლუბის წევრობისათვის ერთობლივ გასვლაშია მონაწილეობა მისაღები
გთავაზობთ ჩემთან ერთად მოგზაურობა-თევზაობას
ადმინიდან დაწყებული როვერათი დამთავრებული
კლუბის ყველას წევრს
გპირდებით დაუვიწყარი თავგადასავალი გელით tema-wamoweulia.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 17 2010, 23:34

(dila)adriano
შეიძლება ითქვას..რომ მაპ-ს გვაძლევ??... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif და თუ კარგად მოვიქცევით შენთან გაგვაწევრიანებ??... newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: (dila)adriano Jul 18 2010, 06:52

ციტატა(ლევანი @ Jul 18 2010, 00:34) *
(dila)adriano
შეიძლება ითქვას..რომ მაპ-ს გვაძლევ??... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif და თუ კარგად მოვიქცევით შენთან გაგვაწევრიანებ??... newsmile035.gif newsmile035.gif

თქვენ მაპ-ი რად გინდათ? newsmile055.gif
რაჭის სუვერენიტეტი გაქვთ გამოცხადებული
და შაორზე მწვადმტყორცნებით შეიარაღებული ფლოტი გიდგათ newsmile01.gif

პოსტის ავტორი: gurika Jul 18 2010, 07:33

sabo73

საბო შენთან ვარ ძმის გულო, ორთავე ხელით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 18 2010, 17:42

ციტატა((dila)adriano @ 18th July 2010 - 07:52) *
შაორზე მწვადმტყორცნებით შეიარაღებული ფლოტი გიდგათ

newsmile027.gif newsmile027.gif newsmile090.gif newsmile090.gif
(მევასება ჯანსაღი იუმორი)

პოსტის ავტორი: sabo73 Jul 18 2010, 22:25

ციტატა(gurika @ Jul 18 2010, 08:33) *
sabo73

საბო შენთან ვარ ძმის გულო, ორთავე ხელით newsmile05.gif



გაიხარე გურიკ, ოქრო გული გაქვს, მადლობა ძმაო.

პოსტის ავტორი: gogita.m Jul 20 2010, 19:16

მოგესალმებით ყველას!

მართალია ბოლო დროს მოუცლელობის გამო ვერ ვაქტიურობ , თუმცა მთელი ჩემი არსებით თქვენთან ვარ მეგობრებო.

ჩემთვის დიდი პატივი იქნება კლუბის წევრობა და ღონისძიებებში მონაწილოება.

ძმებო,
თუ ფიქრობთ, რომ საჭირო კრიტერიუმებს ვაკმაყოფილებ, გთხოვთ გამიწიოთ რეკომენდაცია და განიხილოთ ჩემი კანდიდატურა აღნიშნულ პოსტზეnewsmile05.gif

პატივისცემით "gogita.m"

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Jul 20 2010, 19:40

gogita.m ამ კაცს მე ვაძლევ რეკომენდაციას! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბესო Jul 20 2010, 20:36

(dila)adriano

რეკომენდატორების ნაკლებობა არ გეყოლება დარწმუნებული ვარ, ხოდა ტექნიკურ საკითხებს როგორმე მოვაგვარებთ newsmile05.gif

1 ხმა ჩემგანაც...

პოსტის ავტორი: aragveli Jul 20 2010, 21:13

gogita.m მეც ვუწევ რეკომენდაციას,.

პოსტის ავტორი: შოთა.03 Jul 20 2010, 21:16

(dila)adriano
+1 ჩემგანაც!!!!!

პ.ს. მარაბდაზე თევზი არ მოდის!
newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: თენგო Jul 20 2010, 22:31

(dila)adriano
ორივე ხელით-ზა!!!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: Davitus Jul 20 2010, 22:35

gogita.m

მთავარია შენგან მოდიოდეს სურვილი, თორემ რეკომენდატორები უამრავი იქნებიან...

მე 100% ით ვემხრობი ამ კაცს და ყველანაირ კრიტერიუმს აკმაყოფლებს, ვისაც აინტერესებს ჩამოვუწერ PM-ში newsmile05.gif


ასევეა (dila)adriano


მოკლედ ზუსტი სია არის შესაგდენი და ერთიანად მივიღებთ კანდიდატებს

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 21 2010, 15:43

gogita.m
(dila)adriano
ორივეს ჩემი ხმა ++++++

პოსტის ავტორი: ვიტო Jul 21 2010, 16:00

ჭალიმგელა
ჩემიც

პოსტის ავტორი: დიტო Jul 21 2010, 16:13

+1 ხმა
gogita.m
(dila)adriano

პოსტის ავტორი: ჯეკო Jul 21 2010, 16:34

მე სპეციალურად აღარ დავწერე ჩემი ხმა მეთქი საკმარისიათ ქო რეკომენდატორებს რომგადავხედე თორემ გოგიტას ვენაცვალე მაგარი კაცია თავს ვდებ მე მაგ კაცზე რააა ჩემი ბანი და მეორე ხმაც შენ გიო newsmile045.gif newsmile05.gif პირველს ვეღარ ვქაჩავ newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Jul 21 2010, 18:04

ჩემი ხმაც გინდათ ბიჯო newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Jul 21 2010, 18:52

gogita.m +1

პოსტის ავტორი: gogita.m Jul 21 2010, 20:12

გმადლობთ ნდობისთვის


ციტატა(ნოსო @ Jul 21 2010, 19:04) *
ჩემი ხმაც გინდათ ბიჯო newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif


ბანი გვინდა შენი ნოსოnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: Aragvispireli Jul 21 2010, 22:02

მე არავინ მომცემს რეკომენდაციას? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Jul 21 2010, 22:44

Aragvispireli
აბა კაცი არ გიცნობს ჯერ და ეგ როგორ გამოვცა? newsmile05.gif ღონისძიებებს დაესწარიხოლმე

პოსტის ავტორი: იკო1981 Jul 21 2010, 23:13

gogita.m +1 newsmile05.gif კაი კაცი,კაი მონადირე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: sekreta Aug 9 2010, 22:35

მე არავინ მომცემს ხმას? thinking.gif

თუ ჯერ არ ვარ ღირსი?

პოსტის ავტორი: hunter87 Aug 16 2010, 11:32

ძმებო მეც მინდა კლუბის წევრობა, თუ გამიწევთ რეკომენდაციას მადლობელი ვიქნები

პოსტის ავტორი: ნოსო Aug 16 2010, 18:55

hunter87
ჯერ საერთო გასვები და ლოთობები newsmile05.gif მერე დააყენე მაქ საკითხიnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Aug 16 2010, 19:39

ძალიან კარგია,ხალხს უნდა კლუბში.

პოსტის ავტორი: ზახარა Aug 16 2010, 19:39

ციტატა(giorgixomeriki @ 16th August 2010 - 19:55) *
ჯერ საერთო გასვები და ლოთობები

ცოტა მარტივად და დედაქართულად გააგებინე კაცს ნუ შეაშინებ newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Aug 16 2010, 19:42

ზახარა,მართალი ხარ.შეაშინა ნოსომ ხალხი newsmile01.gif

პოსტის ავტორი: Davitus Aug 16 2010, 19:47

hunter87

იმის გამო რომ ფორუმზე რეალში არავინ გიცნობთ, ჯერ საჭიროა გასვლებზე და საერთო შეკრებებზე დაგვენახო, ფორუმზე აქტიურობის პრობლემა გადაჭრილი გაქვს, მეტნაკლებად აქტიური ხარ, შემდეგ ეტაპზე უნდა გადახვიდე ანუ ლაივში გაცნობა newsmile045.gif

პოსტის ავტორი: შუკა Aug 16 2010, 22:04

ძმებო!! რობიკო დევდარიანს უნდა კლუბში გაწევრიანება .. მე ვაძლევ რეკომენდაციას... განვიხილოთ რა.. tema-wamoweulia.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 16 2010, 23:04

ჩავლემ როგორც იქნა მოიფიქრა წევრობა. მაგას კი იცნობთ, ჩემი ხმა ჩავლეს. სანამ აქ არ ვიყავი მე მგონი სადღაც დაწერა და ვერ ვპოულობ

პოსტის ავტორი: Aragvispireli Aug 16 2010, 23:19

ციტატა(ნოსო @ Aug 16 2010, 19:55) *
hunter87
ჯერ საერთო გასვები და ლოთობები newsmile05.gif მერე დააყენე მაქ საკითხიnewsmile05.gif


ამ ფორუმს რომ ვაკვირდები ნოსო არის მაგარი კაცი და მაგ ადამიანთან ნადირობა მინდა ძალიან newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Aug 17 2010, 00:21

Aragvispireli
და ამ თემასთან ეგ რა კავშირშია?


ჭალიმგელა
ჩავლეს რეკომენდაცია რათ უნდა კაცო, მაგან ოღონდ გადაწყვეტილებაა მიიღოს და...

შუკა
შენ რომ სხვის მაგივრად წერ რა პონტია, ბლატები გაქვს თუ რაა? newsmile087.gif newsmile05.gif ბ-ნ რობიკოს უკვე დაფიქსირებული აქვს რომ კლუბის წევრობა უნდა, სეზონი გაიხსნანს და ერთობლივში აუცილებლად მოხვდება, შესაბამისად ეგრევე კლუბის წევრი გახდება, რეკომენდატორები არ ჭირდება მაგ კაცს, ყველამ ვიცნობთ, მაგრამ წესის ტანახმად ერთობლივზე ერთხელ მაინც უნდა წამოვიდეს....

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 17 2010, 02:37

ჭალიმგელა

გვეშველაააა???............. newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif არ უნდა მაგ კაცს რეკომენდაციები, თუ მოიფიქრა და თუ აქვს სურვილი ქე იცის რაც უნდა ქნას და თუ არ იცის, შენ ქე იცი ჩავლემ რაც უნდა ქნას და თუ შენც არ იცი....... აბა მე რა ვიცი კაცო???.......... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Aug 17 2010, 08:31

ბნ. რობიკო +1

პოსტის ავტორი: შუკა Aug 17 2010, 09:02

Davitus
მთხოვა მე დამეწერა თვითონ ვერ ახერხებს შემოსვლას, ერთობლივზე ან წამოვა ან მოგვიანებით მოვა.. newsmile05.gif ochom-dagchipos.gif

პოსტის ავტორი: Maverick Aug 17 2010, 09:29

ჩავლეს და რობიკოს +1 ხმა ჩემგან

პოსტის ავტორი: ზაზა Aug 17 2010, 10:41

ვეთანხმები ამხანაგების გაწევრიანებას small3d018.gif

პოსტის ავტორი: hunter87 Aug 17 2010, 10:57

კი ძმაო გენაცვალეთ, სამწუხაროდ სეზონის გახსნაზე ვერ მოვდივარ მარა მერე ნაღდად არ გამოგაკლდებით.

პოსტის ავტორი: MIMINO Aug 17 2010, 17:22

thinking.gif მიმიღებენ ნეტავ რამე რომ იყოს?

პოსტის ავტორი: Bonehill Aug 17 2010, 17:38

ყველა ერთი და იგივეს რატომ კითხულობთ, კაი ხალხს მივიღებთ აბა რას ვიზამთ.

მანამდე კი ღვინისძიებები , ლუდისძიებები, თავნისძიებები, ნადირობები, თევზაობები და ა.შ

პოსტის ავტორი: baxi Aug 23 2010, 23:59

გამარჯობათ. მაგრა მინდა თქვენს კლუბში გაწევრიანება.და გავიგე შეკრებები დასავლეთშიც ტარდება ხოლმეო.და სად რომელ ქალაქში ხო ვერ მეტყვით?

პოსტის ავტორი: baxi Aug 24 2010, 00:29

ჯიგრებო თქვენს კლუბში მინდა მაგრად

პოსტის ავტორი: sekreta Aug 24 2010, 11:04

ჯიგრებო მე თუ მიმიღებთ? მე რა დაგიშავეთ რატომ არ თქვით ან ცუდი ან კარგი vava.gif

პოსტის ავტორი: Maverick Aug 24 2010, 11:12

sekreta , baxi
როგორც თემის სასწყისში წერია, კლუბი განიხილავს ყვალ მსურველის აპლიკაციას და თხოვნას კლუბშI მიღებასთან დაკავშირებით, ამიტომ გთხოვთ დავიცვათ პროცედურები და იმოქმედეთ შესაბამისად

პატივისცემით

პოსტის ავტორი: ზაზა Aug 24 2010, 11:45

თქვენი სურვილი გახდეთ ჩვენი კლუბის წევრი,კარგია და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ რეალურიცაა.თქვენი პოსტები და შეხედულებები საინტერესოა და გაცნობის შემდეგ,იმედი მაქვს კლუბის გამგეობა გაიზიარებს და დააკმაყოფილებს.მანამდე კი ცოტა მოთმინება newsmile041.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 24 2010, 12:24

კაცო აპლიკაციები მაინც გადმოაგზავნეთ მერე რომ აღარ იყოს საკეთებელი

პოსტის ავტორი: sekreta Aug 24 2010, 18:03

ჩემი აპლიკაციაც გამოგზავნილია და გასაგებია თქვენ ბევრნი ხართ ყველა არ მიცნობთ მაგრამ ერთმა კაცმა მაინც დაწერეთ რომ მიცნობთ რა newsmile045.gif
ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად სიამოვნებით ვინადირებ ჩემთვის კლუბის წევრობა არაა პრიორიტეტული მთავარია თქვენგვერდით ვიქნები ბესო ძმობილო შენ მაინც დაწერე რა მე ან ჭალიმგელა რა ხდება? თქვენ გენაცვალეთ ყველას

პოსტის ავტორი: ბესო Aug 25 2010, 11:28

ციტატა(sekreta @ 24th August 2010 - 19:03) *
ჩემი აპლიკაციაც გამოგზავნილია


სად გააგზავნე?

პოსტის ავტორი: sekreta Aug 27 2010, 02:37

ებსო ბატონო მე დიდი ხნის წინ გამოგიგზავნეთ მგონი 1 წლის წინ მე 2 ჯერ ვიყავი კლუბთან ერთად გასვლაზე ერთხელ თქვენც იყავით ბიჭები ზოგი მიცნობს კარგად ჩვენც გავიცანით ერთმანეთი და კიდევ თუ გავალთ ერთად სამდე ძალიან გამიხარდება თუნდა სალოთაოდ კიდევ გამოვაგზავნი აპლიკაციას პატრულში აღარ ვმუშაობ ეხლა უკვე დროც მაქვს დანარჩენი იგივეა

პოსტის ავტორი: ბესო Aug 27 2010, 14:54

sekreta

მე არ მაქვს. შეავსე აპლიკაცია თავიდან და გამომიგზავნე მეილზე - beso@ochopintre.ge

პოსტის ავტორი: sekreta Aug 29 2010, 10:57

ჰო მართალი ხარ გამოვაგზავნინებ იმ კონიაკს მე კი ჩემით წამოვედი რა დამღალა პოლიციამ გასაკვირი რა არის? შეგიძლიათ ჩემი პირადი საქმე გადაამოწმოთ კონიაკს გამოვაგზავნინებ ჯერ ვინადიროთ ერთად ძმებო

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 30 2010, 16:03

sekreta
კონიაკს და ალკოჰოლს მაინცდამაინც ნუ მიეტანებიო, დამიჯერე უარყოფითად იმოქმედებს
შენზე, თან უკვე ვნახეთ რავარი სიმთვრალეც გაქვს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Aug 30 2010, 20:23

sekreta

სეკრეტ, ნუ აოფებ, რაც გკითხეს იმაზე გაეცი კონკრეტული პასუხი, გააგზავნე აპლიკაცია... არ უნდა ამას ბევრი ხვეწნა მუდარა newsmile045.gif

ალკოჰოლი აკრძალული გვაქვს კლუბში, ასე რომ ალკოჰოლი მეორედ არ წამოგცდეს : ) : ) : )

პატივიცემით Davitus



პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 30 2010, 21:53

ხო რა რაღათ უნდა ამდენი გაჯაზება ჩააბერე აპლიკაცია და დაელოდე შედეგს თუ კლუბი გადაწყვეტს რო მიგიღოს მიგიღებ თუ არა და ამასაც გაგებით უნდა მოეკიდო

პოსტის ავტორი: laveraki_ Sep 6 2010, 19:52

ციტატა(ბესო @ Mar 31 2010, 13:40) *
მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე"-ს წევრობის მსურველთა საყურადღებოდ!

1) სახელწოდება: არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირი “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”

2) ააიპ “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”-ს წევრი შეიძლება იყოს:
3) საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მოქალაქე, ფიზიკური პირი;

4) საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი იურიდიული პირი. იურიდიულ პირს “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”-ში წარმოადგენს “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”-ს წევრი იურიდიული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი;

5) კლუბის წევრად მსურველის მიღება ხდება წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელსაც 2 რეკომენდატორის თანხმობა ახლავს;

6) კლუბის წევრად მიღების შემდეგ წევრი ავსებს სპეციალურ ანკეტას, რომლის მიხედვითაც წევრს გადაეცემა კლუბის წევრის მოწმობა!

7) კლუბის წევრად მიღების შესახებ განცხადებას განიხილავს კლუბის გამგეობა. გამგეობას უფლება აქვს როგორ დააკმაყოფილოს, ასევე უარი უთხრას განმცხადებელს წევრად მიღებაზე. უარის დასაბუთება სავალდებულო არ არის;

8) კლუბის წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს წევრობიდან გამგეობის წინაშე გაკეთებული განცხადების საფუძველზე;

9) კლუბის წევრის კლუბიდან გარიცხვა ხდება – კლუბის წესების, მიღების პირობების და წესდების დაუცველობის შემთხვევაში, ასევე კანონდარღვევის აღმოჩენისა და ნებისმიერი ისეთი საქმიანობის შემთხვევაში, რომელიც კლუბის მიზნებს და პრესტიჟს საფრთხეს უქმნის;

10) კლუბის უმაღლესი მმართველი ორგანოა წევრთა კრება;

11) კლუბის აღმასრულებელი ორგანოა კლუბის გამგეობა;

12) ნებისმიერ წევრს უფლება აქვს არჩეულ იქნას ან აირჩიოს გამგეობის წევრი;

13) კლუბის წევრს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა ერთობლივ ღონისძიებებში, რომელიც კლუბის სახელით იქნება მოწყობილი;

14) კლუბის წევრს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლებებით, რომელიც კლუბისთვის არის დაწესებული;

15) კლუბის წევრის მიერ წევრობისთვის შესატანი საწევრო არის თვეში 5 ლარი, ეს თანხა ხმარდება კლუბის განვითარებას, რეკლამირებას, საკლუბო ატრიბუტიკის დამზადებას, ნადირობის კულტურის განვითარებას, სანადირო მეძაღლეობის ხელშეწყობას, ფორუმისა და ვებ გვერდის განვითარებას და ა.შ;

16) კლუბის ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი ქონება გადაეცემა ერთ ან რამდენიმე არაკომერციულ – მსგავსი მიზნების მქონე იურიდიულ პირს, რომლის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო;

17) კლუბის წევრობისათვის აუცილებელია, რომ კლუბის წევრობის კანდიდატი დადიოდეს კლუბის მიერ მოწყობილ თევზაობებზე, ნადირობებზე და სხვა ღონისძიებებზე. უნდა გააცნოს კლუბის წევრებს თავი. უნდა ეთანხმებოდეს კლუბში მიღების წესებს, კლუბის მიზნებს და წესდებას;

18) კლუბის წევრთა კრება უფლებამოსილია წევრთა 2/3-ის შეკრების შემთხვევაში;

19) კლუბის წევრთა კრებაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება კრების მონაწილეთა ხმების უმრავლესობით (50%+1);

20) კლუბის მმართველი ორგანო აირჩევა 1 წლის ვადით;

21) კლუბის წევრს გადაეცემა წევრობის დამადასტურებელი მოწმობა და მაღალი ხილვადობის კები კლუბის სიმბოლიკით;

22) კლუბში გაწევრიანების პირველადი შენატანი არის 20 ლარი - რომელიც მოხმარდება კლუბის წევრის ატრიბუტიკის დამზადებას (მოწმობა, კები)



1. კლუბის ძირითად მიზანს წარმოადგენს დაიცვას და გაუფრთხილდეს ბუნებას. გააუმჯობესოს ფაუნის წარმომადგენელთა არსებობის პირობები მეცნიერულად დადასტურებული მეთოდებით, კერძოდ სანადირო აღკვეთილების შექმნის გზით.

2. მიზნის მისაღწევად კლუბი იხელმძღვანელებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და არსებული წესდებით შემდეგი ამოცანების გადასაჭრელად:

ა) ჩაატაროს საგანმანათლებლო სამუშაოები ბუნების დაცვის მიზნით;

ბ) კლუბის წევრებისათვის მოამზადოს ღონისძიებები ერთობლივი ნადირობის და თევზაობის მიმართულებით საქართვერლოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) ხელი შეუწყოს კლუბის წევრებში და გარეთ სპორტული ნადირობის და თევზაობის პროპაგანდას;

დ) ითანამშრომლოს აქტიურად მონადირე ძაღლების კლუბთან და კლუბთან ერთად აქტიურად მიიღოს მონაწილეობა მონადირე ძაღლების მოშენებასა, გამოფენებსა თუ სხვა ღონისძიებებში;

ე) მოამზადოს ტრენინგები და სემინარები სანადირო მეურნეობების მენეჯმენტის მიმართულებით, ხელი შეუწყოს ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდას;

ვ) ითანამშრომლოს უცხოურ დონორ ორგანიზაციებთან გადაშენების პირას მყოფი ნადირი ფრინველის მოშენებასას და დაცვის მიმართულებით;

ზ) ხელი შეუწყოს სახელმწიფო დაცვის ორგანოებს ბრაკონიერებთან ბრძოლაში.

- ასევე ეწევა სხვა საქმიანობას, რაც არ არის აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით!

კლუბის ყველა წევრი სარგებლობს, ააიპ "საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი - "ოჩოპინტრე"-ს წევრის ყველა პრიორიტეტით!


განაცხადი: გადმოწერა: http://forum.ochopintre.ge/sound/Ocho_A4_Col.rar ონლაინ ნახვა: http://forum.ochopintre.ge/sound/Ocho_A4_Col.pdf



კლუბის წევრობის მსურველებმა დაპოსტეთ ამ თემაში!

სხვა, თემასთან შეუსაბამო პოსტები, წაიშლება!!!

[size="5"][/size][color="#000000"][/color]

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 6 2010, 19:56

laveraki_
??????????????????? newsmile040.gif newsmile040.gif newsmile040.gif newsmile040.gif

პოსტის ავტორი: sekreta Sep 6 2010, 20:10

ბიჭებო ნუ მიწყრებით რა, აპლიკაციის შევსებას უფრო სწორედ აქ განცხადება დევს ამის შევსებისას რეკომენდაცია უნდა და რომელი გამიწევთ?

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 6 2010, 22:38

ვინც გიცნობს იმან უნდა გაგიწიოს ჯიგარ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: sekreta Sep 6 2010, 23:02

ეგ ვიცი და რა აქ არავინ მიცნობს? ჭალიმგელა, ნიკა და ბიჭები ამოიღეთ ხმა მიწევთ რეკომენდაციას? რომ გამოვაგზავნო აპლიკაცია რეკომენდაციის გარეშე რა აზრი აქვს განცხადების დაწერას?

პოსტის ავტორი: sabo73 Sep 6 2010, 23:22

laveraki_
და რაო , რა მინდაო?
ეგ ხომ დიდი ხანია, ყველავ დედაენასავით ვიცით.
შენ რისი თქმა გინდოდა, პირველივე პოსტზე , ჩვენი ანა-ბანა რომ გაგვიმეორე?

პოსტის ავტორი: sekreta Sep 6 2010, 23:26

ვაიმე რა დავაშავე ასეთი გეხვეწებით ვინც მიცნობთ თქვენ მაინც მომეცით რეკომენდაცია რომ შევავსო ეს განცხადება

პოსტის ავტორი: ჩელე Sep 6 2010, 23:46

sekreta
კაცოოო, შენ შეავსე და დალშე მერე მოგხედავს ხალხი......

ალბათ ის ხალხი ვინც შენ გიცნობს არ არიან ეხლა ფორუმზე და რომ შემოვლენ შეგეხმიანებიან....

პოსტის ავტორი: sekreta Sep 7 2010, 00:14

აუ ჯიგარი ხარ რა ძლივს არ მივხვდი რა უნდა გავაკეთო? ცოტა დავიბენი ბიჭებო იმედია არ მიწყენთ რა ჯიგრები ხართ დიდი მდლობა ძმა სიტუაციიდან რომ გამომიყვანე, განცხადების ფორმა დევს ვავსებ და გავუგზავნი შეფს newsmile093.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 7 2010, 09:31

sekreta
აი მე გაძლევ რეკომენდაციას, მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ მიგიღებთ აუცილებლად,
განიხილება და შეიძლება ან უარი მიიღო ან რავი რამდენი ხანი უნდა დაელოდო,
ასე რომ...

პოსტის ავტორი: ბესო Sep 7 2010, 09:48

sekreta

მეც გაძლევ რეკომენდაციას, მაგრამ დანარჩენი როგორც ვიტომ აღნიშნა ისეა.

რეკომენდაციის მიღება კლუბში მიღებას არ ნიშნავს! მიღებას კლუბი წყვეტს!

პოსტის ავტორი: gacho Sep 7 2010, 16:03

გამარჯობათ მონადირეებო. კლუბში გაწევრიანების დიდი სურვილი მაქვს. განცხადებასასაც გამოვაგზავნი. ცნობით არ მიცნობთ. ველოდები რამე შეკრებას და იქ გავიცნოთ ერტმანეთი.

პოსტის ავტორი: Davitus Sep 7 2010, 17:20

sekreta

მეც გაძლევ რეკომენდაციას


მაგრამ 3 ადმინისტრატორის რეკომენდაცია არ ნიშნავს ავტომატურ მიღებას, ანკეტა ზედმიწევნით სწორად შეავსე და ბესოს გაუგზავნე




gacho

ძალიან კარგია რომ სურვილი გაქვს, ერთი რეკომენდატორის სახით მე მიგულე. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gacho Sep 7 2010, 21:55

გაიხარე დავით იმედი მაქვს არ შევარცხვენ კლუბს.

პოსტის ავტორი: gacho Sep 7 2010, 22:17

განცხადება უნდა ამოვბეჭდო, შევავსო, დავასკანერო და მერე უნდა გავაგზავნო? თუ როგორ მოვიქცე იქნებ ვინმემ დამეხმაროთ

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 7 2010, 22:20

gacho
შეავსე ელექტრონულად და რომელიმე გამგეობის წევრს გადაუგზავნე ან beso@ochopintre.ge

პოსტის ავტორი: gacho Sep 7 2010, 22:25

პდფ ფაილად გადმოწერა და ვერ ვწერ ვერაფერს

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 7 2010, 22:29

აუხსენით ამ კაცს

პოსტის ავტორი: Davitus Sep 7 2010, 22:45

ორივე ფაილი გადმოწერე, ამობეჭდე, ხელით შეავსე, ხელმოწერაც დაურთე... თუ შეგიძლია პირდაპირ მომაწოდე, თუარადა დასკანირება მოგიწევს...

ელეკტრონულად შევსებული არ გამოვა, ხელმოწერაც ხომ უნდა...

ამობეჭდვა და შევსება ჯობია, სადმე ქალაქში მომაწვდი და ეგ არის, მანქანაში გედოს და სადმე შევხვდებით

პოსტის ავტორი: gacho Sep 8 2010, 07:26

მასე აჯობებს. PM -ში მობილის ნომერი გამომიგზავნე და შეგეხმიანები.

მეგობრებო მეორე რეკომენდატორი მჭირდება.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Sep 8 2010, 10:50

ციტატა(gacho @ Sep 8 2010, 08:26) *
მეგობრებო მეორე რეკომენდატორი მჭირდება.

მიგულე

პოსტის ავტორი: gacho Sep 8 2010, 11:42

გაიხარე

ციტატა(T A M P L I E R @ Sep 8 2010, 11:50) *
მიგულე

გაიხარე

პოსტის ავტორი: hunter777 Sep 8 2010, 11:50

ციტატა(NNN-504 @ Apr 26 2010, 00:56) *
კლუბის წევრობა გადავწყვიტე რადგან: 1.ამდენ ლოთს სხვაგან სად ვნახავ. 2. როცა ფორუმელაბთან ერთად ვარ "მასიდან " არ "გამოვიყოფი" (რაც სხვა საზოგადოებაში დისკომფორტს მიქმნის), ყველას ჩემსავით ცოტ-ცოტა "აკლია". 3.გიყვართ ბუნება. 4.გიყვართ თევზაობა და ნადირობა.5.არ გიყვართ ბრაკონიერები და იეღოვლები...... მოკლედ კაი ხალხი გაგიცანით....ვეძებ ორ რეკომენდატორს( დაჟე ლუდზეც არ დაგპატიჟებთ newsmile090.gif )....

ვა ეს რა კაი კაცი გამოჩენილა!! ისეთი რამეები აწერე წესიტ რეკომნდატორები არ უნდა შემოგაკლდეს!
newsmile090.gif

პოსტის ავტორი: Davitus Sep 8 2010, 22:31

hunter777

თარიღს არ უურებ ხოლმე? newsmile05.gif კი არ გამოგვრჩა, მაგის მერე დაგვეკარგა და ეტყობა არ სცალიან...

პოსტის ავტორი: wudu Sep 16 2010, 12:26

მინდა გავხდე თქვენი კლუბის წევრი და მაინტერესებს, გარდა განაცხადების შევსებისა, რა არის საჭირო?

რეკომენდაციები როგორ უნდა მოვიპოვო, იმ შემტხვეაში თუ არ ვიცნობ "ოჩოპინტრეს'არცერთ წევრს პირადად?

პოსტის ავტორი: Maverick Sep 16 2010, 12:35

ციტატა(wudu @ Sep 16 2010, 13:26) *
მინდა გავხდე თქვენი კლუბის წევრი და მაინტერესებს, გარდა განაცხადების შევსებისა, რა არის საჭირო?

რეკომენდაციები როგორ უნდა მოვიპოვო, იმ შემტხვეაში თუ არ ვიცნობ "ოჩოპინტრეს'არცერთ წევრს პირადად?



უნდა გაიცნო newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 16 2010, 12:44

wudu
იაქტიურო უნდა.
გასაცნობად კი ყველაზე ხელსაყრელი ადგილი "ლოთობებზე" დასწრებაა

პოსტის ავტორი: wudu Sep 16 2010, 14:48

ციტატა(Bonehill @ Sep 16 2010, 13:44) *
wudu
იაქტიურო უნდა.
გასაცნობად კი ყველაზე ხელსაყრელი ადგილი "ლოთობებზე" დასწრებაა

ლოთობების ადგილის და დროის შესახებ როგორ შევიტყო?

პოსტის ავტორი: შალვა Sep 16 2010, 14:56

wudu

ციტატა(wudu @ 16th September 2010 - 15:48) *
ლოთობების ადგილის და დროის შესახებ როგორ შევიტყო?

ინფორმაცია შეკრების შესახებ და წამსვლელთა სია ფორუმზე იდება , თვალყური ადევნე ხოლმე ან შენ ააგდე ვარიანტი და შეიძლება მსურველებიც გამოჩნდნენ და ა. შ.

პოსტის ავტორი: LUI48 Jan 16 2011, 23:04

გამარჯობათ დიდი სიამოვნებით გავწევრიანდები ამ კლუბში სულით და გულით მინდა დაგიდგეთ გვერდში და დაგეხმაროთ .... ბავშვობიდან ვთევზაობ მამაჩემიც ძლიერი მეთევზე და მონადირე იყო მონკავშირის და მეთევზეთა კავშირის წევრი და მეც გულით მინდა გავყვე მის კვალს ,დიდი სიამოვნებით დაგიდგებით გვერდში.....

მაინტერესებს საიდან შევიტყობ რა გასვლას აპირებს კლუბი

პოსტის ავტორი: ბესო Jan 17 2011, 00:20

ციტატა(LUI1001 @ 17th January 2011 - 00:04) *
მაინტერესებს საიდან შევიტყობ რა გასვლას აპირებს კლუბი


მისასალმებელია შენი სურვილი.

კლუბის გასვლები იგეგმება კლუბში შიგნით და ამის გაგება გაგიჭირდება. ამას გარდა კლუბი სხვადასხვა შეკრებებს და გასვლებს ახორციელებს ფორუმელებთან ერთად. ამის დაგეგმა ხდება ღიად, ფორუმზე, გასვლების განყოფილებებში.

პოსტის ავტორი: ჩაკრულო Jan 19 2011, 00:51

კლუბში გაწევრიანება როგორ ხდება? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Jan 19 2011, 10:11

ჩაკრულო
ამავე თემაში , პირველ გვერდზე არის დეტალურად ახსნილი ყველაფერი და გაეცანი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩაკრულო Jan 19 2011, 15:32

ზახარა
უუუუფ, იქა ბიჯო იმდენი რამე სწერია რომაა newsmile035.gif
კაი ჩავუჯდები აბა ერთი newsmile035.gif


ისა... რეკომენდატორი არავინა მყავს და მაშ რა ვქნა? დაველოდო ვინმე შინაური გამოჩნდეს? newsmile05.gif

საწევროობა რამდენია?

პოსტის ავტორი: ბესო Jan 19 2011, 21:29

ციტატა(ჩაკრულო @ 19th January 2011 - 16:32) *
დაველოდო ვინმე შინაური გამოჩნდეს?

მიდექი, მოდექი ხალხი გაიცანი და შინაურებიც თავისით გამოჩნდებიან newsmile05.gif შეკრებებზე, ერთობლივ ნადირობა თევზაობებზე იარე, ან შენთან დაგვპატიჟე ან ლოთობებზე დაგვეწვიე და მოკლედ ყველაზე იოლი გხა რეკომენდატორების მოძიების ესენია newsmile05.gif საწევრო კი 5 ლარია თვეში!


პოსტის ავტორი: ბესო Jan 19 2011, 23:29

ციტატა(ჩაკრულო @ 20th January 2011 - 00:12) *
აბა თქვენი ღო(ვი)ნისძიებები როდის არის ხოლმე სადა სწერამთ ხოლმე აბა?
ება ხოლმე. ყველა სპორტს თავისი გასვლების გ
შესაბამის განყოფილებებში იგეგმება ხოლმე. ყველა სპორტს თავისი გასვლების განყოფილება აქვს ხოდა ღვინისზიებასაც აქვს თავისი განყოფილება ფორუმის ქვევით ნაწილში. ვალყური ადევნე მაინც რა იცი რა ხდება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Jan 20 2011, 16:37

ოფოფები რათქმაუნდა წაიშლა,კიდევ გააოფებთ და დაგჭიპავთ, დაგეგმვები PM-ში newsmile05.gif

პოსტის ავტორი: sekreta Jan 26 2011, 20:11

წევრობა მინდა თავის დროზე

პოსტის ავტორი: შუკა Jan 26 2011, 22:23

სეკრეტ
რამდენს გადაიხდი გააჩნია.. newsmile058.gif

დაჩქარებული 500 ლარია და ხვალვე ქსივა გექნება.. (რეკომენდაციას მე მოგცემ newsmile093.gif )

200 ლარი - 10 სამუშაო დღეში..(ბევრი მსურველია და ცოტა დროში ვართ შეზღუდულები newsmile05.gif )

100 ლარი- ერთი თვე დაჭირდება newsmile055.gif

თანხა ბესო მგალობლიშვილის იგივე არქიფოს.. ანგარიშზე გადარიცხე კოდი 567980008765

აბა წარმატებები!! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Jan 26 2011, 22:33

შუკა
nu-oferistobt.gif newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif ochom-dagchipos.gif ochom-dagchipos.gif

პოსტის ავტორი: თენგო Jan 28 2011, 10:01

www.ochopintre.ge-მომივიდა მეილი ადმინისტრაციის სახელით.საპასუხო წერილი გავაგზავნე იგივე მისამართზე.იმედია მიუვა .
ველი რეაგირებას ორი დღის ვადაში.

პოსტის ავტორი: ბესო Jan 28 2011, 12:45

თენგო

მე გამომიგზავნე ის საპასუხო წერილი თორემ როდემდე ველოდოთ ბატონი ოჩოს შემოსვლას newsmile05.gif

პოსტის ავტორი: თენგო Jan 28 2011, 23:30

დიდი მადლობა ბატონ ოჩოპინტრეს გამოჩენილი ყურადღებისთვის და გულისხმიერებისთვის!

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 13 2011, 09:16

აქ რა ხდება? ვის ვიღებთ სეზონისთვის?

პოსტის ავტორი: AJLTA3AP Jun 13 2011, 16:19

ეხ სიმართლე გითხრათ მეც მინდა გაწევრიანება თქვენთან თუმცა ყველა პოსტის გადაკითხვის შემდგომ თვინში ჩამიჯდა რომ ეს არც თუ ისე ადვილია როგორც მეგონა , ყველა წესი მომეწონა გარდა იმ ერთისა newsmile035.gif 2 რეკომენდატორის კვალობაზე newsmile05.gif

მაგრამ კი მიკვირს ერთი რამ არავინ არაფერს წერს არც ლოთობაზე და არც გასვლებზე :( ტენდზე გასვლა ჩემთვის საშიშია თოფი გავიფორმე მაგრამ ბახ-ბუხ არ მეხერხება აი თევზაობა კი მიყვარს newsmile05.gif newsmile029.gif

ხო ამდენი იმისთვის კი არ ვწერე რომ რეკომენდატორს ვეძებ , არამედ იმისთვის რომ თუ იქნება შანსი იმის თუ სადმე დააპირებთ მეც შემომძახოთ , newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბესო Jun 13 2011, 16:29

ციტატა(AJLTA3AP @ 13th June 2011 - 17:19) *
ხო ამდენი იმისთვის კი არ ვწერე რომ რეკომენდატორს ვეძებ , არამედ იმისთვის რომ თუ იქნება შანსი იმის თუ სადმე დააპირებთ მეც შემომძახოთ ,


newsmile05.gif სურვილს კლუბის წევრობაზე მივესალმებით. რაც შეეხება თევზაობას - საერთო გასვლები რაც იგეგმება ყველაფერი იწერება ფორუმზე და თვალი ადევნეთ. ჩვენი მხრიდან კი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ იქნება ის, რომ როდესაც რაიმე გასვლა დაიგეგმება მთელს ფორუმს დავუგზავნით PM-ებით, რომ იაქტიურონ და არ გამორჩეთ. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 17 2011, 10:08

გვერძე თემაში იყო ამაზე საუბარი და მინდა აქ დავაკონკრეტო:

ამ თემის პირველივე პოსტში მოცემულია ოფიციალურად როგორ შეიძლება გახდე კლუბის წევრი.
აქ გამოითქვა აზრი, რომ რეკომენდატორი არ გვყავს, არავინ გვიცნობს და ა.შ.

აქ ნაცნობებს არ შეგვიქმნია ეს ფორუმი, ერთმანეთს არც ვიცნობდით, ესე ნაბიჯ ნაბიჯ დავუახლოვდით ერთმანეთს, გავიცანით და დავძმაკაცდით კიდევაც.
AJLTA3AP მივესალმები რომ გინდა კლუბის წევრობა, უბრალოდ ბოლო თქვენი პოსტი იყო და იმიტომ გამოვყავი, ანუ ეხება ყველა ჩვენთან დამეგობრების მსურველს:
ჯერ ნიკი როგორ წავიკითხო იმასაც ვერ მივხვდი, ანუ რა დაგიძახო,

ამას გარდა ყველას ვისაც უნდა ჩვენთან ურთიერთობა გთხოვთ შეავსოდ სრულად თქვენი მონაცემები, რომ ვიცოდეთსახელი, ასაკი, სქესი, დადეთ სურათი რომ ვიცოდეთ ვისთან გვაქვს ურთიერთობა. ამის შემდეგ უფრო გაიოლდება ერთობლივად სადმე გასვლა, შესაბამისად დაჩქარდება გაცნობაც და რეკომენდატორის ნახვაც.
მერწმუნეთ არც თქვენ წახვიდოდით სათევზაოდ, სანადიროდ ან საქეიფოდ ისეთ ადამიანთან, ვისზეც სახელზე რომ არაფერი ვთქვათ, ისიც კი არ იცით ქალია თუ კაცი

აი ესაა ის მინიმუმი რაც ჩვენთან დასაახლოვებლად არის საჭირო.

პატივისცემით ჭალიმგელა


P.S. არის უფრო დაჩქარებული მეთოდებიც ისე newsmile045.gif გააჩნია როგორი პურმარილი იქნება newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: თენგო Jun 25 2011, 20:34

ჭალიმგელა

ციტატა(Chalimgela @ 13th June 2011 - 10:16) *
აქ რა ხდება? ვის ვიღებთ სეზონისთვის?

ხდება რამე ახალი?
ვის ვიღებთ სეზონისათვის?)newsmile05.gif:

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 25 2011, 20:44

თენგო
აქ დიდებული სიახლეებია ბატონო თენგო, newsmile027.gif

პოსტის ავტორი: თენგო Jun 25 2011, 20:48

ჭალიმგელა

ციტატა(Chalimgela @ 25th June 2011 - 21:44) *
აქ დიდებული სიახლეებია ბატონო თენგო,

small3d018.gif small3d018.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile041.gif newsmile041.gif newsmile041.gif

პოსტის ავტორი: ნიკა Jun 25 2011, 22:26

მოიცა კაცო ვითევზავოთ ჯერ და ყველაფერი მოესწრება newsmile041.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: gocha-tita Jun 27 2011, 12:38

მიმიღებთ?????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????? newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: kupra Jun 27 2011, 13:47

მეც თუ მიმიღებთ კაი იქნება არ შეგარცხვენთ. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 27 2011, 14:14

ციტატა(ბესო @ Mar 31 2010, 13:40) *
მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე"-ს წევრობის მსურველთა საყურადღებოდ!


5) კლუბის წევრად მსურველის მიღება ხდება წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელსაც 2 რეკომენდატორის თანხმობა ახლავს;



7) კლუბის წევრად მიღების შესახებ განცხადებას განიხილავს კლუბის გამგეობა. გამგეობას უფლება აქვს როგორ დააკმაყოფილოს, ასევე უარი უთხრას განმცხადებელს წევრად მიღებაზე. უარის დასაბუთება სავალდებულო არ არის;



17) კლუბის წევრობისათვის აუცილებელია, რომ კლუბის წევრობის კანდიდატი დადიოდეს კლუბის მიერ მოწყობილ თევზაობებზე, ნადირობებზე და სხვა ღონისძიებებზე. უნდა გააცნოს კლუბის წევრებს თავი. უნდა ეთანხმებოდეს კლუბში მიღების წესებს, კლუბის მიზნებს და წესდებას;

პირველ პოსტს გადახედეთ ხოლმე,

გოჩამ კი დაიწყო მაგ მხრივ მუშაობა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გურგენა Jun 27 2011, 15:20

gocha-tita

ერთი რეკომენდატორი ჩემი სახით გყავს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შალვა Jun 27 2011, 15:56

gocha-tita

ციტატა(ალეკო @ 27th June 2011 - 16:20) *
ერთი რეკომენდატორი ჩემი სახით გყავს

+1=2 newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 27 2011, 15:59

kupra
ერთი რეკომენდატორი ჩემი სახით კიდევ

პოსტის ავტორი: gocha-tita Jun 27 2011, 21:58

ვააა გაიხარეთ გავამართლებ თქვენს იმედებს მეთევზის და მონადირის სიტყვას გაძლევთ რასაც მე პირადად მაგრად ვაფასებ. აბა ჭალიმგელა 3 ვაჟკაცი საკმარისია თუ არა.

გურგენა
შალვა
ჰერცოგი997
მეგობრებს დიდი მადლობა პატივისცემით: გ.თ

რაც შეეხება სიარულს თუ რამე სერიოზული არ მოხდა ვერავინ დამიჭერს სამსახურში უფროსი მე ვარ ასე რომ მარტო თქვით.

პოსტის ავტორი: aragveli Jun 28 2011, 07:57

kupra
gocha-tita
კარგია რომ გადაწყვიტეთ, 1 რეკომენდატორი ჩემი სახით კიდევ

პოსტის ავტორი: gocha-tita Jun 28 2011, 09:47

aragveli მადლობა დიდო მონადირევ Shooting.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 28 2011, 09:55

gocha-tita
3 რეკომენდატორი საკმარისია, ახალი გამგეობა განიხილავს აუცილებლად

პოსტის ავტორი: მამუ Jun 28 2011, 11:10

ესეიგი რა ხდება :

გავეცანი და სრულიად ვეთანხმები კლუბის წესდებას და მიზნებს.

და იქნებ მიმიღოოთ და გამიწიოთ რეკომენდაცია newsmile05.gif

პატივისცემით : მამუკა მაისურაძე

f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 28 2011, 11:26

მამუ
აქამდე სად იყავი რო? მაგრამ მაისურაძე ხო რაჭველია newsmile05.gif

მოკლედ +1

პოსტის ავტორი: მამუ Jun 28 2011, 11:32

გაიხარე გიო newsmile035.gif

რა ვქნა რაა, რა ვუყო ამ რაჭველობას სად წავიღო ? newsmile035.gif

ჩვენთან რაჭაში ხო იცი როგორაა 100-ჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო ?

100-ჯერ გაზომე დაფიქრდი და მერე კიდევ გაზომეოო newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ნიკა Jun 28 2011, 12:21

მამუ
იკოს თუ ნიკს შეაცვლევინებ ერთი რეკომენდატორიც მე ვიქნებიnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: მამუ Jun 28 2011, 12:23

შეცვლილია ნიკუშ მგონი newsmile035.gif

ika999

24th June 2011 - 23:44
ფორუმის წევრი
რეგისტრაციის თარიღი: 21-June 11
პოსტები: 3
ნახვა: 0


შემეშალაოოო 999 უნდა დამეწერაო newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ნიკა Jun 28 2011, 12:34

მამუ
ოჰ აბა მაშIნ 1 ხმა ჩემგან შენ
არა რა ქრთამი რას შვება ააnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: მამუ Jun 28 2011, 12:37

გაიხარე ნიკუშ kiss.gif


პოსტის ავტორი: ჩელე Jun 28 2011, 14:04

მამუ

+1 ჩემგან ამ კაცს.... მაგრამ რომ არ დათვერი ეგ როგორ არის ჰაა??? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif: D

პოსტის ავტორი: მამუ Jun 28 2011, 14:19

გაიხარე ჩელე თენქიუ newsmile035.gif დალევით კი დავლიე მაგრამ როგორც გითხარი ესე ადვილად არ ვთვრები არაა : haied.gif

პოსტის ავტორი: ბალა Jun 28 2011, 14:34

gocha-tita
მამუ
+1

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 28 2011, 15:23

მამუ

მაინც +1 newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: gocha-tita Jun 28 2011, 16:15

ბალა
მადლობა მხეცების რისხვავ Shooting.gif Shooting.gif

მადლობა მთელ ოჩოელებს და დიდ ვეზირს ჭალიმგელას, ოოოოოოო დოდო ვეზირო d778bc34f693c93907196ff195628213.gif f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif

პოსტის ავტორი: მამუ Jun 28 2011, 16:54

ასევე , მადლობა ბალა და მადლობა ყველას სიტყვის შეწევისათვის . დალშე პმით შეგაწუხებთ ორიოდე კითხვით ნიკოლოზ ან გიო newsmile05.gif

აქ რა მოსატანია, მაგრამ პატრულმა ხელზე მაკოცაო... ამაზე გიჟივით მეცინება პატრულის მანქანის დანახვაზე newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გურგენა Jun 28 2011, 22:15

ციტატა
ციტატა(ჭალიმგელა @ Jun 28 2011, 12:26) *
მამუ
აქამდე სად იყავი რო? მაგრამ მაისურაძე ხო რაჭველია newsmile05.gif

მოკლედ +1



ჭალიმგელა

ძირს კუთხური სეპარატიზმი !!! newsmile029.gif newsmile029.gif


რათა გურგენ? რაჭველი რომ არის გვიან გაახსენდა თქო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 28 2011, 22:27

ასე რომ 3 კაც უნდა კლუბის წევრობა
kupra
მამუ
gocha-tita
ყველას აქვს რეკომენდაციები და გადასაწყვეტია გამგეობის მხრიდან და მოკიდებული ბევრი რამ მათზე მომავალში

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 28 2011, 22:30

ჰერცოგი997
კიდევ 2 კაცია, ეს კლუბისთვის სიურპრიზი იქნება newsmile045.gif

პოსტის ავტორი: შუკა Jun 28 2011, 22:43

gocha-tita

ჩემგან კაცური რეკომენდაცია!! ხაროში ჩელავეკ, ნაშ ჩელავეკ!! newsmile05.gif newsmile05.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: baxi Jun 28 2011, 22:59

ბიჯებოო რა მინდა გთხოვოთ. მეც მინდა თქვენი რეკომენდაციაა კლუბის წევრობაზე

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 29 2011, 00:33

baxi
ნაბიჯ ნაბიჯ newsmile05.gif ჯერ გაცნობაა საჭირო

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 29 2011, 00:35

მთავარი გაცნობაა და ურთიერთობა ეს აუცილებელი მეგობრებო მერწმუნეთ

პოსტის ავტორი: gocha-tita Jun 29 2011, 09:42

შუკა გაიხარე შუკა კაი კაციხარ.

პოსტის ავტორი: გოგა Jun 29 2011, 10:31

მე წინააღმდეგი ვარ gocha-tita-ს კლუბში შემოყვანაზე
ეს კაცი არ გვიმხელს თავის საიდუმლოებს იმაზე თუ როგორ იჭერს ამხელა თევზებს newsmile035.gif

პოსტის ავტორი: gocha-tita Jun 29 2011, 11:09

გოგა
საიდუმლოება რომ არის მაგიტოა ფასდაუდებელი წამობრძანდი ბატონო სათევზაოდ და ადგილზე გაგიმხელ რაც დაგაინტერესებს თან თითო ჭიქა დავლიოთ მწვადთან ერთად, არის ამაში პრობლემა. d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: ბესო Jun 29 2011, 11:28

gocha-tita
newsmile05.gif

ჩემგანაც 1 თანხმობა გოჩას კლუბის წევრობის კანდიდატეად განხილვაზე! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნიკა Jun 29 2011, 13:05

ჭალიმგელა

ციტატა(Chalimgela @ 28th June 2011 - 23:30) *
ჰერცოგი997
კიდევ 2 კაცია, ეს კლუბისთვის სიურპრიზი იქნება

მერე მაგათ რო რეკომენდატორები არ ჰყავთ newsmile035.gif newsmile029.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 29 2011, 13:07

მიშა მარეხაშვილს (ფიშერმენს) უნდა კლუბის წევრობა კიდევ. ჰოდა +1 ხმა ჩემგენ ამ კაცს.....

პოსტის ავტორი: ნიკა Jun 29 2011, 13:13

ციტატა(chele @ 29th June 2011 - 14:07) *
მიშა მარეხაშვილს (ფიშერმენს) უნდა კლუბის წევრობა კიდევ. ჰოდა +1 ხმა ჩემგენ ამ კაცს.....

+1

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 29 2011, 13:22

ეხლა მაიცათ, სანამ სიმთვრალეში არ გამოიცდებიან მანამდე არაფერი არ გამოვაააააააა vot-tak.gif lotebo.gif

პოსტის ავტორი: ნიკა Jun 29 2011, 13:32

ჭალიმგელა
ვახ მიშა საერთოდ არ სვავს და რა ვუყოთ newsmile05.gif


აი სხვებზე კი უნდა ვიმსჯელოთ მრგვალ მაგიდასთან,ოღონდ ეს მსჯელობა გრძელი უნდა იყოს საფუძვლიანი


პოსტის ავტორი: გოგა Jun 29 2011, 14:22

ციტატა(gocha-tita @ 29th June 2011 - 12:09) *
წამობრძანდი ბატონო სათევზაოდ და ადგილზე გაგიმხელ რაც დაგაინტერესებს თან თითო ჭიქა დავლიოთ მწვადთან ერთად, არის ამაში პრობლემა.

ვერც მე ვერ ვხედავ პრობლემას newsmile05.gif

ციტატა(nika @ 29th June 2011 - 14:32) *
ვახ მიშა საერთოდ არ სვავს და რა ვუყოთ

ესე იგი ვერ მივიღებთ კლუბში newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: DATKA Jun 29 2011, 16:05

ესეიგი ნახამ გამგეობის შეწუხება მოუწევს კანდიდატურების განსახილველად.
მეც გამოვთქვავ დიდ სურვილს კლუბის წევრობაზე თუ შეიძლება.

რამოდენიმე ერთობლივზე ხომ ვარ ნამყოფი პლუს ერთობლივ ჭამასმაზე - პირველი ნაბიჯისთვის და გასაცნობად.
რეკომენდატორების იმედი მაქვს და დიდი გამგეობის გადაწყვეტილების.

პ.ს. ნუ მაგიგიდის ზომის და ფორმის არჩევა თქვენთვის მომინდია newsmile090.gif

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Jun 29 2011, 19:03

რაღა დაგიმალოთ, მეც გამიჩნდა სურვილი, "ოფიციალურად გავაფორმო ურთიერთობები" ოჩოპინტრესთან, რამეთუ დიდი ხანია ყველანი ჩემიანებად მიმაჩნიხართ, და ეს საქმეც, რასაც ემსახურებით, გიყვართ და გიხარიათ, ჩემთვისაც ერთერთი მთავარი საქმეა ამ ტკბილ-მწარე წუთისოფელში. newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Maverick Jun 29 2011, 19:24

შადი შამოდი-ს +1 ხმა ჩემგან

პოსტის ავტორი: თენგო Jun 29 2011, 19:25

რათქმა უნდა ერთ ერთი რეკომენდატორი მე ვარ!
თუმცა ,აქვე მინდა დავსძინო ,რომ ბატონი შადიმან შამანაძის წევრობა,ნებისმიერი კლუბისათვის საპატიოა!

სიმართლე გითხრათ,ძალიან გახარებული ვარ შადიმანის ამ გადაწყვეტილებით.უდიდესი ძალა შემოგვემატება!!!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: გოგა Jun 29 2011, 19:55

ციტატა(qarqashadze @ 29th June 2011 - 20:25) *
უდიდესი ძალა შემოგვემატება!!!!!!!!!!!

უდიდესი ძალის რა გითხრა თენგო,მაგრამ მე უფრო ის გამიხარდება კარგი ადამიანი რო შემოგვემატება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jun 29 2011, 20:07

მოგესალმებით კიდევ ერთხელ , უფროსებო , ადმინებო და კლუბის წევრებო , ვინ დამრთავს ნებას და ვინ გაიმეტებს 1-1 რეკომენდაციას მომავალი ბუნების დამცველისთვის newsmile029.gif monkey.gif newsmile090.gif newsmile045.gif , სიამოვნებით შევუერთებოდი კლუბს და ასევე "დავემორჩილები " კლუბის შინაწესს !!

პატივისცემით : დავით საგანელიძე
(რაჭველ)




___________________________


პ.ს ნე ვტემუ მაგრამ ონკანიდან წყალი არ დალიოთ მოარიდეთ უპირველეს ყოვლისა პატარები , და თქვენც გახსოვდეთ მაგ წყალს ნუ დალევთ , ფეკალიებით არის გადაჭედილიო newsmile042.gif newsmile055.gif !!

პოსტის ავტორი: თენგო Jun 29 2011, 20:14

[b]გოგა

ციტატა(giorgevich @ 29th June 2011 - 20:55) *
უდიდესი ძალის რა გითხრა

ვერაფერს ვერ მეტყვი!
სწორედ რომ უდიდესი ცოდნის და გამოცდილების მქონე კაცმა გამოთქვა სურვილი კლუბში გაწევრიანების!
ეს ,კიდევ ერთხელ გავიმეორებ<ნებისმიერი სამონადირეო კლუბისთვის დიდი პატივია!
ციტატა(giorgevich @ 29th June 2011 - 20:55) *
მე უფრო ის გამიხარდება კარგი ადამიანი რო შემოგვემატება

კარგი ადამიანების სიმცირეს არ აქამდე ვუჩივოდით![/b]

პოსტის ავტორი: aragveli Jun 29 2011, 20:19

ციტატა(თენგო @ Jun 29 2011, 21:14) *
[b]გოგა

ვერაფერს ვერ მეტყვი!
სწორედ რომ უდიდესი ცოდნის და გამოცდილების მქონე კაცმა გამოთქვა სურვილი კლუბში გაწევრიანების!
ეს ,კიდევ ერთხელ გავიმეორებ<ნებისმიერი სამონადირეო კლუბისთვის დიდი პატივია!

კარგი ადამიანების სიმცირეს არ აქამდე ვუჩივოდით![/b]

გეთანხმები 100%, ძალიან გამიხარდა ძია შადიმანის გადაწყვეტილება.

პოსტის ავტორი: ზაზა Jun 29 2011, 20:25

ციტატა(შადი შამოდი @ Jun 29 2011, 20:03) *
რაღა დაგიმალოთ, მეც გამიჩნდა სურვილი, "ოფიციალურად გავაფორმო ურთიერთობები" ოჩოპინტრესთან, რამეთუ დიდი ხანია ყველანი ჩემიანებად მიმაჩნიხართ, და ეს საქმეც, რასაც ემსახურებით, გიყვართ და გიხარიათ, ჩემთვისაც ერთერთი მთავარი საქმეა ამ ტკბილ-მწარე წუთისოფელში. newsmile045.gif



ბავშვებს გეფიცებით,ძალიან გამიხარდა რაც ახლა წავიკითხე.
რეკომენდატორი მთელი კლუბია.



პოსტის ავტორი: ლევანი Jun 29 2011, 20:46

შადი შამოდი
ჩემგანაც 1 ხმა თქვენ. მართლაცსასიამოვნოა..ჩვენი კუბის წევრობა რომ გადაწყვიტეთ.
ისე ძალიან სასიამოვნოა..ამდენი კარგი ადამიანის სურვილი..ჩვენთან გაწევრიანებაზე. newsmile05.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ნიკა Jun 29 2011, 20:54

თენგო
სწორედ ამბობს გოგა,გამოცდილება და ცოდნა ბევრს აქვს მაგრამ ადამიანობა არ გააჩნია და ესეთი ადამიანები ჩვენთან ვერ მოხვდება

შადიმანი პიროვნებაში კი ყველაფერი კარგია გაერთიანებული და იმიტომაც :

ციტატა(zaza @ 29th June 2011 - 21:25) *
რეკომენდატორი მთელი კლუბია.

უაზრობა იქნება კიდევ მივამატო ჩემ თავი რეკომენდატორების სიაში რადგან:
ციტატა(zaza @ 29th June 2011 - 21:25) *
რეკომენდატორი მთელი კლუბია.

ხო კიდევ
აბა თუ გაიხსენებთ შადიმანთან ერთად ვის გაუწიეთ ერთხმად რეკომენდაცია???
გაიხსენეთ ტქვენ მე კიდე ამ კაცზე და მის კლუბში შემოსვლაზე ერთს ვიტყვი:
ციტატა(zaza @ 29th June 2011 - 21:25) *
რეკომენდატორი მთელი კლუბია


პოსტის ავტორი: გიორგი Jun 29 2011, 21:21

ციტატა(ჩელე @ Jun 29 2011, 14:07) *
მიშა მარეხაშვილს (ფიშერმენს) უნდა კლუბის წევრობა კიდევ. ჰოდა +1 ხმა ჩემგენ ამ კაცს.....


ჩემგან 2 ხმა newsmile05.gif



ბოლო 2-3 გვერდი გადავიკითხე და ძალიან მიხარია ასეთი დაინტერესება რომ არის ჩვენი კლუბით...


პოსტის ავტორი: gocha-tita Jun 29 2011, 21:21

ბესო
ბესო
დიდი მადლობა გაიხარე.ჭალიმგელა სადაც გნებავს როცა გინდა პატარა ჭიქებით დავიწყოთ და ნელნელა ყანწებზე გადავიდეთ, თუ დალევააა დალევა იყოს ოღონდ არიყოს დამირეკეს საქმე მაქვს აუცილებელი და მაგნაირები, არაყს და კონიაკს არ ვსვავ, ჩემთვის იკრძალება, ღვინოში კი გათენებამდე, თქვენ შემოგევლეთ. d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 29 2011, 21:26

gocha-tita
შემოგევლოს ჩემი თავი

ციტატა(შადი შამოდი @ Jun 29 2011, 20:03) *
რაღა დაგიმალოთ, მეც გამიჩნდა სურვილი, "ოფიციალურად გავაფორმო ურთიერთობები" ოჩოპინტრესთან, რამეთუ დიდი ხანია ყველანი ჩემიანებად მიმაჩნიხართ, და ეს საქმეც, რასაც ემსახურებით, გიყვართ და გიხარიათ, ჩემთვისაც ერთერთი მთავარი საქმეა ამ ტკბილ-მწარე წუთისოფელში. newsmile045.gif

აბა რაღა ვთქვა.მართლა დიდი პატივია ჩვენთვის და პირადათ ჩემთვის

პოსტის ავტორი: თენგო Jun 29 2011, 21:33

ნიკა

ციტატა(nika @ 29th June 2011 - 21:54) *
ხო კიდევ
აბა თუ გაიხსენებთ შადიმანთან ერთად ვის გაუწიეთ ერთხმად რეკომენდაცია???
გაიხსენეთ ტქვენ მე კიდე ამ კაცზე და მის კლუბში შემოსვლაზე ერთს ვიტყვი:

მაგას შვილი კომპიუტერს ახლოს არ აკარებს)newsmile05.gif: თორე ჩათვალე განცხადება გაკეთებული აქვს! newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ნიკა Jun 29 2011, 21:41

ხოდა ჩათვალოს რო რეკომენდაციაც მიღებული აქვს newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Jun 29 2011, 21:42

ციტატა(ნიკა @ Jun 29 2011, 22:41) *
ხოდა ჩათვალოს რო რეკომენდაციაც მიღებული აქვს newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif


და ვინ არის აღარ იტყვით !?!? newsmile05.gif


პოსტის ავტორი: ნიკა Jun 29 2011, 21:45

შადიმანთან ერთად ვინც იყო კაცო

პოსტის ავტორი: gocha-tita Jun 29 2011, 21:46

ჭალიმგელა
აბა მაშ ბრძანეთ როდის და სად.

პოსტის ავტორი: ნიკა Jun 29 2011, 21:50

მოთმინება მოთინება

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 29 2011, 21:52

i.gor
DATKA
ალთაზარ
gocha-tita


რათქმა უნდა ჩემი რეკომენდაციები

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jun 29 2011, 21:55

ციტატა(ჭალიმგელა @ Jun 29 2011, 22:52) *
i.gor
DATKA
ალთაზარ
gocha-tita


რათქმა უნდა ჩემი რეკომენდაციები

მადლობა უფროსო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gocha-tita Jun 29 2011, 21:58

ჭალიმგელა
გაიხარე მაგრამ დათრობას მაინც ვერ აცდები d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: gocha-tita Jun 29 2011, 22:03

ამ გასვლაზე თავს იმიტომ ვიკავებდი რომ მთელი კვირა გადაება ქორწილები ნათლობები დაბადების დღეები და თავისი პახმელიაზე გამოსვლებით ამიტომაც ვერიდებოდი არ მიყვარს გადაბმული ქეიფები ორთვეში ხან თვეში ერთხელ ვსვავ მარა იცოცხლე ისე.

პოსტის ავტორი: DATKA Jun 29 2011, 22:11

ჭალიმგელა
დიდი მადლობა,
ერთერთ საუკეთესო მეგობრად მიგულეთ კლუბ ,,ოჩოპინთრემ"

gocha-tita
გოჩა მეკი პარასკევიდან 10 დღიანი შვებულება ავიღე რომ სამსახურის მხრიდან არ შემშლიყო ხელი.

პოსტის ავტორი: gocha-tita Jun 29 2011, 22:24

ესეიგი ჩვენ თავისუფლები ვართ რა მაგარი გრძნობაა თავისუფლება.

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jun 29 2011, 22:36

ტაკს 1 რეკომენდაცია ჭალიმგელას გან newsmile05.gif გმადლობ ,
აბა ვინ გამიწევს კიდევ 1 რეკომენდაციას ნებაყოფლობით? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: თენგო Jun 29 2011, 22:38

ალთაზარ
მეორე მე ვიქნები!):

ასევე ჩემი ხმა I.GOR-ს

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jun 29 2011, 22:39

ციტატა(თენგო @ Jun 29 2011, 23:38) *
ალთაზარ
მეორე მე ვიქნები!):

მადლობა თენგო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: aragveli Jun 29 2011, 22:59

I.GOR-ს
+1

პოსტის ავტორი: ზახარა Jun 29 2011, 22:59

ციტატა(shadimani @ 29th June 2011 - 20:03) *
რაღა დაგიმალოთ, მეც გამიჩნდა სურვილი, "ოფიციალურად გავაფორმო ურთიერთობები" ოჩოპინტრესთან, რამეთუ დიდი ხანია ყველანი ჩემიანებად მიმაჩნიხართ, და ეს საქმეც, რასაც ემსახურებით, გიყვართ და გიხარიათ, ჩემთვისაც ერთერთი მთავარი საქმეა ამ ტკბილ-მწარე წუთისოფელში.

ციტატა(zaza @ 29th June 2011 - 21:25) *
რეკომენდატორი მთელი კლუბია.

+1 dastur.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 29 2011, 23:23

DATKA
+1 მგონი შენც გახსოვარ... newsmile05.gif

შადი შამოდი
მართლაც მთელი კლუბია რეკომენდატორი... +100000000000

პოსტის ავტორი: Maverick Jun 30 2011, 07:19

I.GOR-ს
+1

პოსტის ავტორი: ბესო Jun 30 2011, 11:28

ციტატა(შადი შამოდი @ Jun 29 2011, 20:03) *
რაღა დაგიმალოთ, მეც გამიჩნდა სურვილი, "ოფიციალურად გავაფორმო ურთიერთობები" ოჩოპინტრესთან, რამეთუ დიდი ხანია ყველანი ჩემიანებად მიმაჩნიხართ, და ეს საქმეც, რასაც ემსახურებით, გიყვართ და გიხარიათ, ჩემთვისაც ერთერთი მთავარი საქმეა ამ ტკბილ-მწარე წუთისოფელში. newsmile045.gif


ციტატა(aleksandre @ 29th June 2011 - 23:59) *
I.GOR-ს


მართლაც, რომ ამ ორი ადამიანის რეკომენდატორი მთელი კლუბია!

ასე, რომ საქმე წინ შეგვიძლია წავიგდოთ. თუ გნებავთ მე მოგაწვდით პირადად, თუ არა და პირველ გვერდზე არის განცხადებისა და პირადი მონაცემების შესავსები ფორმა...

ასე, რომ ყველამ, ვისაც მინიმუმ 2-2 რეკომენდატორი გყავთ, ამობეჭდეთ, (ან მე ამოგიბეჭდავთ), შეავსეთ და მოგვაწოდეთ! დანარჩენს ჩვენ მივხედავთ!!!

პოსტის ავტორი: gocha-tita Jun 30 2011, 12:43

ბესო
პრინტერი არამაქვსდა თუ ამომიბეჭდავ მადლიერი დაგრჩები.

ტელეფ. ნომერი. დამიწერე.ბესო

პოსტის ავტორი: baxi Jun 30 2011, 12:49

ციტატა(ჭალიმგელა @ Jun 29 2011, 01:33) *
baxi
ნაბიჯ ნაბიჯ newsmile05.gif ჯერ გაცნობაა საჭირო



მართალი ხარ.მაგრამ ვერასდროს ვერ გავიგე როდის გაქვთ შეკრება .

პოსტის ავტორი: ნიკა Jun 30 2011, 12:52

baxi
წალკის თემა დიდ ხანს იდო ღიად

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 30 2011, 18:11

ყველასთვის გაგიწევიათ უკვე რეკომენდატორობა.... newsmile05.gif ბატონ შადიმანის სურვილმა კი ნაკმდვილად აღმაფრთოვანა.....

პოსტის ავტორი: DATKA Jun 30 2011, 18:37

ლეკი
მადლობა გიორგი,
მასხოვხარ რას ქვია არ მახსოვხარ.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jun 30 2011, 19:10

ნეტა მე თუ მაქვს რეკომენდაციის მიცემის უფლება? thinking.gif

პოსტის ავტორი: gocha-tita Jun 30 2011, 19:14

elementarno-vatson.gif ნუკრიMax

პოსტის ავტორი: შუკა Jun 30 2011, 20:54

შადი შამოდი
იგორს
ჩემგანაც 1 რეკომენდაცია!! სხვისი არ ვიცი მაგრამ ესეთ ადამიანებთან ერთ კლუბში ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია!!

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 30 2011, 21:09

ვა მაგარია მაგარი მივესალმები ბატონ შადიმანის გადაწყვეტილებას

პოსტის ავტორი: sabo73 Jun 30 2011, 22:44

ხალხნო უკვე იმდენი რეკომენდაროტი გყავთ, რომ ხელის მოსაკიდებელი აღარ რჩება მგონია. newsmile035.gif

ამიტომ მიიღეთ ჩემი ხმაც ელექტრონულად.( აბა ახლოს არ მიშვებენ ხომ ხედავთ).

ღმერთმა გვამრავლოს და ჭეშმარიტად კარგი საქმეები გვაკეთებინოს.

პოსტის ავტორი: ბესო Jun 30 2011, 23:17

gocha-tita

PM

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jun 30 2011, 23:19

ციტატა(sabo73 @ Jun 30 2011, 23:44) *
ხალხნო უკვე იმდენი რეკომენდაროტი გყავთ, რომ ხელის მოსაკიდებელი აღარ რჩება მგონია. newsmile035.gif

ამიტომ მიიღეთ ჩემი ხმაც ელექტრონულად.( აბა ახლოს არ მიშვებენ ხომ ხედავთ).

ღმერთმა გვამრავლოს და ჭეშმარიტად კარგი საქმეები გვაკეთებინოს.



გაიხარე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jul 1 2011, 09:32

ციტატა(sabo73 @ 30th June 2011 - 23:44) *
რეკომენდაროტი

მე 3 თაობის რობოტებია ხო ეგ?

პოსტის ავტორი: ბესო Jul 1 2011, 09:57

ციტატა(Nukry @ 1st July 2011 - 10:32) *
მე 3 თაობის რობოტებია ხო ეგ?

newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 1 2011, 10:26

ახალი ქართული სიტყვაა

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Jul 1 2011, 10:28

მე შეიძლება რომ გავხდე?

პოსტის ავტორი: ბესო Jul 1 2011, 10:37

ციტატა(nikoloza_migina @ 1st July 2011 - 11:28) *
მე შეიძლება რომ გავხდე?


იავიცი, ალბათ შეიძლება გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 1 2011, 12:52

მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ წალკის გასვლით. რამდენი წესიერი და პატიოსანი ხალხი გავიცანით.
გული მწყდება პაატა71 რომ ვერ გავიცანი წესიერად. სხვები ვინც დარჩა სახეზეც ვერ დავიმახსოვრე.
ერთს ვიტყვი ვინც მდინარეზე დარჩა მათ გასაგონად: თევზის დაჭერა ყოველთვის მოესწრება, ამ გასვლის არსი ერთმანეთის გაცნობა იყო.
იქ დარჩენა ცოტა ცუდათ გამოვიდა. პირდაპირ რომ ვთქვა კიდე კარგა ცუდათაც გამოვიდა.
თან აზრი ვერ დავინახე, მაშინ რაღა ერთობლივს ელოდებოდით, გზა ხომ ისედაც იცოდით???

მოკლედ Vaina eto xuina, Glavnoe maniovri newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნიკა Jul 1 2011, 13:58

ჭალიმგელა

ციტატა(Chalimgela @ 1st July 2011 - 13:52) *
მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ წალკის გასვლით. რამდენი წესიერი და პატიოსანი ხალხი გავიცანით.
გული მწყდება პაატა71 რომ ვერ გავიცანი წესიერად. სხვები ვინც დარჩა სახეზეც ვერ დავიმახსოვრე.
ერთს ვიტყვი ვინც მდინარეზე დარჩა მათ გასაგონად: თევზის დაჭერა ყოველთვის მოესწრება, ამ გასვლის არსი ერთმანეთის გაცნობა იყო.
იქ დარჩენა ცოტა ცუდათ გამოვიდა. პირდაპირ რომ ვთქვა კიდე კარგა ცუდათაც გამოვიდა.
თან აზრი ვერ დავინახე, მაშინ რაღა ერთობლივს ელოდებოდით, გზა ხომ ისედაც იცოდით???

მოკლედ Vaina eto xuina, Glavnoe maniovri

+6

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jul 1 2011, 15:09

ტაკ რებიატა ია ოდნო ნე პონიალ , ეხლა პირველ გვერძე რომ შესავსები ანკეტაა , ეს უნდა ამოვბეჭდო და შევინახო თუ ფოსტით ვინმეს გადავუგზავნო ? newsmile029.gif newsmile035.gif


პოსტის ავტორი: gocha-tita Jul 1 2011, 15:10

ravari-misca.gif ჭალიმგელა

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jul 1 2011, 15:11

ციტატა(ჭალიმგელა @ Jul 1 2011, 13:52) *
მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ წალკის გასვლით. რამდენი წესიერი და პატიოსანი ხალხი გავიცანით.
გული მწყდება პაატა71 რომ ვერ გავიცანი წესიერად. სხვები ვინც დარჩა სახეზეც ვერ დავიმახსოვრე.
ერთს ვიტყვი ვინც მდინარეზე დარჩა მათ გასაგონად: თევზის დაჭერა ყოველთვის მოესწრება, ამ გასვლის არსი ერთმანეთის გაცნობა იყო.
იქ დარჩენა ცოტა ცუდათ გამოვიდა. პირდაპირ რომ ვთქვა კიდე კარგა ცუდათაც გამოვიდა.
თან აზრი ვერ დავინახე, მაშინ რაღა ერთობლივს ელოდებოდით, გზა ხომ ისედაც იცოდით???

მოკლედ Vaina eto xuina, Glavnoe maniovri newsmile05.gif



small3d018.gif ხარაშო სკაზანნო

პოსტის ავტორი: gocha-tita Jul 1 2011, 15:26

ალთაზარ
აქახარ შემოგევლე შე ტანად პატარა კაცო. newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile035.gif

ცივი ლუდი ვის უნდა თევზთან ერთად

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jul 1 2011, 15:33

ციტატა(gocha-tita @ Jul 1 2011, 16:26) *
ალთაზარ
აქახარ შემოგევლე შე ტანად პატარა კაცო. newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile035.gif


newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile015.gif

პოსტის ავტორი: ნიკა Jul 1 2011, 15:35

კარქით ხალხო კარქით ნუ ჰფლუდამთ ტყუილად სხვაგან ილაპარიკეთ

პოსტის ავტორი: გიორგი Jul 1 2011, 22:17

ციტატა(ნუკრიMax @ Jul 1 2011, 10:32) *
მე 3 თაობის რობოტებია ხო ეგ?


newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ნუკრა მაგარია newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif


პოსტის ავტორი: შალვა Jul 1 2011, 22:38

gocha-tita
ალთაზარ
ფრთხილად!!!!!!
აქ ნიკას გლობალ ანტიოფერისტული ნაკრძალია,
მაგ ჰფლუდებს სულ დინამიტით ამოგიყრით ნაპირზე!
ჩჩჩჩჩჩჩჩჩ გეშინოდეთ! vot-tak.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)