IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ჰარიერი, კურდღლის ინგლისური მდევარი
aragveli
პოსტი Oct 3 2010, 15:16
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti




ჰარიერი მდევრების ერთ- ერთი უძველესი ჯიშია. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში ქსენოფონტე წერდა ამ ძაღლებზე და აღნიშნავდა, რომ ისინი განსაცვიფრებლად ნადირობდნენ კურდღელზე.თუმცა საეჭვოა იმ ძველ სახელგანთქმულ მეკურდღლე ძაღლს თანამედროვე ჰარიერთან რაიმე სახის კავშირი ჰქონდეს.
უფრო მისაღებია იმ კინოლოგთა ვარაუდი, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ჰარიერი ბიგლებისა და სამხრეთ ინგლისური მდევრების ბაზაზე გამოიყვანეს. თავიაანთ მოსაზრებას ისინი იმით ასაბუთებენ ,რომ აღნიშნული ორივე ჯიში ფრანგული წარმოშობისაა და დასავლური მდევრებიდან მოდის.
არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომელიც ალბათ ყველაზე ახლოს სდგას ჭეშმარიტებასთან. ინგლიში დარწმუნებულები არიან , რომ ჰარიერი ბიგლისა და ფოქსჰაუნდის შეჯვარებით არის გამოყვანილი.. მართლაც ეს სამი ჯიშის ძაღლი ფორმით ერთმანეთს ჰგავს, ბეწვის სტრუქტურა და ფერიც ერთნაირი აქვთ. განსხვავება მხოლოდ ზომებშია. ჰარიერი ბიგლზე დიდია მაგრამ ფოქსჰაუნდზე პატარა. მაქსიმალური სიმაღლე 55 სანტიმეტრია.
ამ ჯიშის სახელწოდება ნორმანდიულ ენაზე ძაღლს ნიშნავს . ამიტომ ძველად ინგლიში ჰარიერით მრავალი ჯიშის ძაღლს მოიხსენიებდნენ, მაგალითად ირმის ჰარიერი ,მელის ჰარიერი და ასე შემდეგ .დღეს კი მხოლოდ კურდღლის ძაღლს ჰქვია და ისინი სწორედ კურდღელზე ავლენენ თავიაანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს, ისინი მელასაც დასდევენ მარა ამ საქმეში ისინი ფოქსჰაუნდს ბევრად ჩამორჩებიან.
ეს ჯიში ძირითადად ინგლიშია გავცელებული ,სხვა ქვეყნებთან შედარებით მეტია საფრანგეთში. ძალიან ცოტაა ამერიკაშიც.იმიტომ რომ აქ კურდღელი თითქმის არ არის. ჰარიერის სტანდარტი უკანასკნელად 1974 წელს დაამტკიცეს.
საერთო იერი-მოხდენილი გარეგნობის ძაღლია, აგებულების სიმძლავრით ფოქსჰაუნდს ჩამორჩება,თუმცა მასთან შედარებით ჯიშიან შთაბეჭდილებას ტოვებს.
თავი-საშუალო ზომის, წაგრძელებული დრუნჩით,რომელიც უფრო წაწვეტებულია ვიდრე ოთკუთხედი.
თვალები-საშუალო ზომის თითქმის მრგვალი, ღრმად ჩამჯდარი და აუცილებლად მუქი.
ყურები-რომაული ციფრი V მსგავსი, ოდნავ ჩახვეული. მოკლე და მაღლა დამდგარი.
ცხვირი-შავი, კარგად განვითარებული
კისერი-გრძელი, ზედა ნაწილში ოდნავ მომრგვალებული
მხრები-ირიბად დამდგარი,კარგად დაკუნთული.
წინა კიდურები- სწორი ,პარალელური, თათები უფრო წაგრძელებული ფორმის,ვიდრე მგვალი წაგრძელებული ფორმის.
მკერდი-კარგად განვითარებული, გაშლილი ,მაგრამ უფრო დაშვებული, ვიდრე ფართო.
ზურგი-სწორი და დაკუნთული.
წელი-ძლიერი ოდნავ ამობურცული.
მუცელი-ნაკლებად კომპაქტური და ატაცული.
კუდი-საშუალო სიგრძის ოდნავ ზევით აპრეხილი.
უკანა კიდურები-კარგად გამოხატული შესახსრების კუთხეებით.
ბეწვი-საშუალო სიგრძის,სწორი,ბზინვარე.
ფერი-ძირითადად ,თეთრ-შავი. ნარინჯისფერი ფოთლებით.
სიმაღლე-ხვადები480-550მმ. ძუები-2სმ დაბლები.

ჟურნალი-ნადირობა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- aragveli   ჰარიერი   Oct 3 2010, 15:16
- - Aragvispireli   რუსულ მდევარს გავს...   Oct 3 2010, 17:51
|- - ლეკი   ციტატა(Aragvispireli @ Oct 3 2010...   Oct 3 2010, 19:50
- - aragveli   რით მიამგვანე კაცუ...   Oct 3 2010, 18:13
|- - Aragvispireli   ციტატა(aragveli @ Oct 3 2010, 19...   Oct 3 2010, 18:59
|- - aragveli   ციტატა(Aragvispireli @ Oct 3 2010...   Oct 3 2010, 20:02
|- - Aragvispireli   ციტატა(aragveli @ Oct 3 2010, 21...   Oct 4 2010, 20:54
|- - aragveli   ციტატა(Aragvispireli @ Oct 4 2010...   Oct 5 2010, 09:23
- - Davitus   aragveli ალიკ, ეს თუ შენ...   Oct 3 2010, 18:49
|- - aragveli   ციტატა(Davitus @ Oct 3 2010, 19...   Oct 3 2010, 19:46
- - გიზოვიჩი   aragveli ჩვენთან გავრცე...   Oct 4 2010, 15:11
- - შუკა   ვიდზე კაი ჩანს სა...   Oct 4 2010, 16:32
- - kupra   რაგაცა საინტერესო ...   Apr 17 2011, 19:12
- - ako jangira3   ეს ჯიში წააგავს ან...   Sep 26 2011, 16:24
- - STRELOK*   თეორია იცი რა   Sep 26 2011, 16:26
- - aragveli   აკო შენ ეს ან ანგლო-...   Sep 26 2011, 19:05
- - ako jangira3   ალიკ კაი ხმები აქვ...   Apr 28 2012, 23:53
- - aragveli   რას გაიგებ აკო ,საქ...   Apr 29 2012, 08:30


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th April 2024 - 04:24