IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
BSA Ultra Multishot მცირე მიმოხილვა, პატარა ინგლისელი აირგანერის ხელში
Geoჟორჟიკა
პოსტი Sep 27 2009, 14:11
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,176
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



შემოგთვაზებთ კიდევ ერთ თარგმანს მეზობელი ფორუმიდან. ამ ბოლო ორი კვირის განმავლობაშ ვერთობოდი Benjamin Sheridan 397–ით ეს არის მულტი კომპრესული შაშხანა, რომლის დასატენად საჭიროა 6-10 ჯერ „ჩავაკაჩავოთ“ ცევიოსთან განლაგებული რიჩაგით, გააჩნია რა სიძლიერის გასროლა გვინდა მივიღოთ. ჰო ამ „მაჩაობა–კაჩაობით“ რბილად რომ ვთქვათ კარგი ბეცებსები დავიყენე newsmile05.gif , და ორი დასკვნა გამოვიტანე აქედან 1, ის რომ მულტიომპრესული პნევმატიკა გასართობად მაგარი დამღლელია, რამოდენიმე ათეული გასროლის შემდეგ ხელები ისე გიკანკალებს რომ ძნელია რაიმეს გაარტყა , სანადიროდ კიდევ არაუშავს აქ არ გიწევს ისე ხშირად სროლა , მაგრამ გასართობა ჩემი ვერდიქტია „არა“. 2 . და ის რომ გასართობად მშირდება კიდევე რთი PCP–ი შაშხანა ისეთი რომელიც იქნება იაფი, კომპაქტური და არ დამენანება მანაქნის საბარგულში რომ „მეგდოს“ სულ და შეძლებისდაგვარად ყველაგნ გამოვიყენო სადაც საშუალება მომეცემა newsmile05.gif .
დავიწყე ძებნა ამ მოთხევნების შესაფერისი შაშხანის და მეთვითონაც გამიკვირდა ისე ადვილად მივაგენი ეს იყო BSA Ultra Multishot–ი 10 ტყვიიანი ბარაბნით , კომპაქტური ზომებით და საკვირველად მისაღები ფასით სულ რაღაც 610$ . დავუკვეთე და 3 დღეშ უკვე ხელშ მეჭირა კარაბინი.
კარაბინს კომპლექტში მოყვა: რაღაც ნახევრად ინტეგრირებული მოდერატორი ( მეორე ფოტო) , ერთი 10 ტყვიიანი ბარაბანი (მჭიდი) , დასატუმბი შტუცერი , ორი სათადარიგო რეზინის რგოლი ამ შტუცერისთვის, სათადარიგო რეზინის რგოლი მიმწოდებლისთვის , რაღაც ნადულნიკის მსგავსი რგოლი იმ შემთხვევისთვის თუ ხმის მოდერატორს არ გამოვიყენებთ. ინსტუქცია, ზეთი გასაპოხად და რა მთავარია საშუალო სიმაღლის ერთ დიუმიანი , შესანიშნავი ხარისხის ოპტიკის რგოლები ( მნიშვნეოვანია ის რომ ამ შაშხანას მერცხლის კუდი აქვს 13 მმ და არა 11 როგორც ეს უმეტესობა ევროპულ და ამერიკულ შაშხანაებს აქვს, ამიტომ ამ იარაღზე ყველა რგოლები არ წავა)
ფოტო 1 . HW 100–ის ხმის მოდერატორით. ფოტო2. საკუთარი ხმის მოდერატორით . ფოტო3. FX Verminator–ის ნადულნიკით.








ძირითადი ტექნიკური მონაცემები:
შაშხანის ტიპი – მრავალდამტენიანი РСР კარაბინი
მწარმოებელი ქვეყანა –ინგლისი ( არანაირი ეჭვები newsmile05.gif )
კალიბრი - 4.5 მმ
ლულის სიგრძე- 305 მმ (12 ხრახნი , ჩოკით)
ლულის ბოლოში სტანდარტული რეზბა ხმის მოდერატორისთვის
ტყვიის საწყისი სიჩქარე პასპორტის მიხედვით 250 მ/წმ ( გაურკვეველია რა ტყვიებით)
ტყვიის საწყისი სიჩქარე ტყვიებით JSB 0.547 გ რეალურად მაქს- 275 მ/წმ
ტყვიის საწყისი სიჩქარე ტყვიებით JSB 0.67 გ რეალურად მაქს- 235 მ/წმ
პირდაპირსადენიანია რედუქტორი არ აქვს
რეზერვუარის მოცულობა - 80 კბ.სმ.
სტაბულირი სრულყოფილი გასროლების რაოდენობა პასპორტით- 35
სტაბულირი სრულყოფილი გასროლების რაოდენობა „ყუთიდან“- 25
სტაბულირი სრულყოფილი გასროლების რაოდენობა პატარა ხელის შევლების შემეგ- 37
კარაბინის მთლიანი სიგძე საკუტარი ხმის მოდერატორიტ – 825 მმ
კარაბინის მთლიანი სიგრძე HW 100-ის ხმის მოდერატორით – 925 მმ
მასა – 2,7 კგ
მწარმოებლის საიტი : www.bsaguns.co.uk
ნუ მივყვეთ ნელ–ნელა, ნაბიჯ–ნაბიჯ და დავათვალიეროთ შაშხანა მთლიანობაში. რითი არის მიმზიდველი ეს კარაბინი? .. ალბათ კომპაქტურობით , მრავალდამტენიანობით, კონსტრუქციის ორიგინალობით და დაბალი ფასით.
ერთადერთი რაც არ აქვს ამ კარაბინს არის მანომეტრი მაგრამე გეც გამოსწორებადია , საჭიროა კარგი ოსტატი და მცირე თანხები newsmile05.gif .
ლიტონის დამუშავება მშვენიერია , წუნის გარეშე თუმცა არა ისეთი იდეალური როგორც არის AA –ზე,FX–ზე ან Falcon–ზე. ნუ ჯანდაბას კედელზე დასაკიდებლად და საყურებლად მაინც არ მინდა ეს კარაბინი newsmile05.gif.
კარაბინო ჩამოვიდა საკმაოდ აკურატულად შეფუთული პარალონში და ცელოფნის პარკში. სურათებზე თითქოს ყველაფერი ჩანს , მაგრამ ზედმეი გაუგებრობის ტავიდან ასაცილებლად განვმარტავ მექანიძის მაობის პრინციპს, ეს კარაბინი სხვა ანალოგებისგან გამოირჩევა იმით რომ გადატენის და მატენითი სისტემ აქვს , ანუ როდესაც ანალოგიურ კარაბინებტან გვაქვს საქმე მათი გადატენა და დამრტყმელი ზამბარის მოჭიმვა ხდება ერთი მოძრაობით , კერძოდ ჩახმახის უკან მოწევით და დავის ადგილზე დაბრუნებით უკვე ბარაბნიდან ტყვია მიეწოდება ლულაში. ამ შემთხვევაში კი როდესაც ჩახმახს უკან მოვწევთ და დავაბრუნებთ საწყის მდგომარეობაში ხდება მხოლოდ ტყვიის მიწოდება ლულაში , დამრტყმელის ზამბარის მოსაჭიმად კი საჭიროა იმ რიჩაგს დავაწვეთ რომელიც არის ცევიოს შემდეგ, დაწოლისტანავა შაშხანა სასროლად მზადაა. იმ შემთხვევაშ როცა შაშხანა დატენილი გვაქვს და სროლას გადავიფიქრებთ საკმარისია დავაწვეთ ისევ იმ რიჩაგს , სასხლეთს გამოვკრათ და ნელ–ნელა რიჩაგი დავაბრუნოთ საწყის მდგომარეობაში. ამით დამრტყმელის სამბარას მოვხსნით საბრძლო მდგომარეობიდან. მშვენიერი გადაწყვეტილებაა ნადირობისას მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება ხოლმე, სხვა ანალოგებს იგივე არ შეუძლიათ მათი განმუხტვა მხოლოდ გასროლით შეიძლება.











კარაბინი აჭრელებულია წარწერებით თუ სად არის დამზადებული იგი newsmile05.gif , რაც შეეხება კონდახის უკანა საბჯენ რეზინს მართლაც რომ ძალიან აკურატულად და მაღალი ხარისხით არის დამზადებული და ასევე უნაკლოდ არის დამაგრებული კონდახზე.







კარაბინის დასატუმბად საჭიროა ამოიხრახნოს წინა საცობია, რომელიც სატუმბ პორტს იცავს მტვრის მოხვედრისგან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ სამწუხოაროა მანომეტრის უქონლობა ამ შაშხანაზე ,თუმცა ისიც ავღნიშნე რომ ეს „პრობლემა“ უკვე ნაცნობია და ადვილად გადაჭადია, მალე აქ გაჩნდება ახალი საცობი მანომეტრით და სატუმბი პორტით newsmile05.gif



სასხლეტი არის საკმაოდ მოხერხებულად და ჭკვიანურად გაკეთებული და იძლება საშუალებას ვარეგულიროთ როგორც სამუშაო ისე ტავისუფალი სვლა. კარაბის „კოლოფიდან“ ქონდა ძალიან დიდი თავისუფალი სვლა , ამიტომ მომიწია სასხლეტზე მყოფი ექვსკუთხა ვინტის დატრიალება დაახ 180 გრადუსით და თავისუფალისასხლეტის თავისუფალი სვლა შემცირდა 4-5 მილიმეტრამდე , გახდა მნიშვნელოვნად კომფორტული , სამუშაო სვლისთვის ხელი არ მიხლია ის ქარხანაშივე ნორმალურად დაურეგულირებიათ. სურათზე ვხედავთ ასევე არაავტომატურ მცველს , სიმართლე გითხრათ ამ კარაბინის გადატენის ორიგინალობიდან გამომდინარე სულ არ დამჭირვებია ეგ მცველი newsmile05.gif





აი მივადექით გადატენასაც, მოკლედ როგორც კი დავაჭერთ იმ პატარა რიჩაგს რომელიც მცველის ზევით არის, მიმწოდებელი ტავისით „გამოხტება“ შენსკენ. ამ დროს კი ხდება ბარაბნის დატრიალება , ნუ თუ ცარიელი არ არის იგი, ცარიელი ბარაბანი არ ტრიალებს!!!.



შემდეგ რესივერის ბოლოშ ლულის მხარეს არი სპტარა „ზაცეპკა“ ( არ ვიცი ქართულად როგორ ვთქვა newsmile05.gif ) , ვწევთ ამას პირდაპირ და ვიღებთ ბარაბანს ბუდიდან, ჰო ბარაბნის კორპუსი არის ლითონის და მისი დაძიანებ საკმაოდ ძნელია , ეს თავისთავად ძალიან კარგია.




ბარაბნის დატენა ხდება საათის ისრის საჭინააღმდეგო მიმართულებით , ტყვიების სიგრძე არ არის შეზღუდული , ნუ ჩემთვის აქამდე ნაცნობი ყველა ტყვია ჩავა ამ ბარაბანშ ( ნუ ეხლა დორტიკებს თუ არ ჩავთვლით newsmile05.gif ) როდესაც წითელი წერტილი გამოჩნდება მარცხენა ჭრილში ეს მეტყველებს იმაზე რომ ბარაბანი დაცარიელდა. ხოლო წითელი წერტილი მარჯვენა ჭრილში ნიშნავს რომ ბარაბანი სავსეა newsmile05.gif. ბარაბანი მუშაობს ზამბარის ხარჯზე, ანუ დატენის დროს ზამბარა იჭიმება რომ შმედეგ ბარაბანი დაატრიალოს ყოველი გასროლისას, ბარაბნის დაცარიელებისას შეგვიძლია დავაწვეთ ფრჩხილით პატარა რიჩაგს რომელიც მარჯვენა ჭრილშა ბარაბნის და იგი დაიწყებს უკუ მიმართულებტ ტრიალს ,ეს იმ შემთხვევისთვის თუ ბარაბნიდან ტყვიების გადმოყრა გვინდა ან უბრალოს შემოწმება არის თუ არა ყველა ნახვრეტშ ტყვია , ასეთი რაღაცეები საველე გასვლებზე ხშირად ხდება ხოლმე.









შემდეგ უკუ თანმიმდევრობით ვდებთ მჭიდს რესივერის ჭრილში , ვწევთ უკან მჭიდის დამჭერ „ზაცეპკას“ და მარჯვენა ხელი ცერა თითით ვაწვებიტ მიმწოდებელს სანამ არ ვიგრძნობთ ხელით რომ ჩაიკეთა და „ტკლაც“–ს არ დაიძახებს. ვსიო ტყვია უკვე ლულაშია.შემდეგ საკმარისი მოვაწვეთ ჩვენსკენ გადატენის რიჩაგს რომელიც ცევიოს ბოლოშია და შაშხანა სასროლად მზად არის. მეორე ტყვიის სასროლად ისევ საჭიროა მოვწიოთ უკან მიმწოდებელი, დავაბრუნოთ თავის ადგილას და მოვწევთ ჩვენსკენ გადასატენ რიჩაგს რომეილიც ცევიოს ბოლოშია და შაშხანა ისევ მზად არის სასროლად. სიმართლე გითხრათ სანამ ამ მოგმედებების თანმიმდევრობას დავამუღამები რამოდენიმეჯერ დამავიწყდა მიმწოდებლის თავის ადგილზე დაბრუნება და ამ დროს შაშხანამ უბრალოდ „გადმოაფურთხა“ newsmile05.gif , თუმცა ეხლა 500-600 ტყვია მექნება ნასროლი და შემიძია ვთქვა რომ იმდენად მივეჩვიე ავტომატურად შემიძია აღნიშნული მოქმედებების გაკეთება უკვე თვალდახუჭულს newsmile05.gif















შესანიშნავი 12 ხრახნიანი ლულა, სიმპატიური ფასკით და ჩოკით









პირველწყარო www.topguns.ru
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 11:11