თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ პიპიები _ ჩემი ტოიოტა ჰაილუქსი

პოსტის ავტორი: Zhorika Mar 10 2011, 20:45

ესე იგი სანამ მანქანას მოვიყვანდე და გადმოვიფორმებდე მანამდე რა მოითმენს. მოკლედ ახალი პიპია მყავს ტოიოტა ჰაილუქსი 1998

წლის მოდელი 2.7 ბენზინის უბრალო ძრავით. 4 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით. ამ მანქანის მოყვარული ვიყავი კაი

ხანი გამომდნარე პირადად ნანახით, მონაყოლით, წაკითხულით ისევე როგორც მისი მონაცემების გამო. უბრალოდ არ ვიცოდი მეყიდა

თუ არა (ყოველდღიური მოხმარების ამბავში უფრო მსუბუქ და კომფორტულ მანქანას ვფიქრობდი) მაგრამ ტყე ღრე და მთის სიყვარული

გაცილებით ჭარბობს ჩემში კომფორტის სიყვარულს და აი შედეგიც...

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 10 2011, 20:49

მშვიდობაში და ბედნიერებაში
ძრავი თუ ყოფნის და წვა ნორმალური ექნება დიდხანს გასიამოვნებს
მაგარი არჩევანია

მეც ისე მომწონს ეს მანქანა რო ვფიქრობ შემდეგი ჩემი რაშიც ესეთივე იქნება(თუ საშუალება იქნება)ოღონდ 3.0 დიზელი

პოსტის ავტორი: ზახარა Mar 10 2011, 20:51

გილოცავ მშვიდობაშიnewsmile05.gif სულ მწვანეზე გევლოს ძმაო newsmile041.gif

პოსტის ავტორი: troutbaiter Mar 10 2011, 20:56

გილოცავ! სულ სიხარული მოეტანოს მაგ პიპიას!!!

ციტატა(T A M P L I E R @ Mar 10 2011, 21:49) *
ოღონდ 3.0 დიზელი


ლეგენდარულ 1 KZ მოტორს გულისხმობ???

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Mar 10 2011, 20:57

გილოცავთ მწვანეზე გევლოთ

პოსტის ავტორი: Zhorika Mar 10 2011, 21:08

ალბათ უმეტესობა თქვენგანს ეცოდინება მაგრამ, ორიოდე სიტყვით შევეხები მანქანის მონაცემებს ვინმეს რომ დააინტერესოს ნახავს აქ. ძირითადად

ჩვენთვის საინტერესო დეტალებს შევეხები (კლიმატრონიკზე და სავარძლების გათბობაზე ნაკლებად newsmile05.gif )

დაკიდების სისტემა:

უკანა : ჩვენ რომ მამაპაპურ ხიდს ვეძახით აი ის. დამოკიდებული დაკიდება
წინა : დამოუკიდებელი (double fishbone) დაკიდება .

საბურავები ქარხნულად მოყვება 265/70/16
მე რაც ყველაზე მეტად მხიბლავს : 32" MT ები დგება მანქანაზე ყოველგვარი მოდიფიკაციის გარეშე დ (რასაც არც ერთ შემთხვევაში არ ვგეგმავდი იმიტო რო

სამსახურში დალიფტული მონსტრით რო მივიდე როგორც მინიმუმ გაუკვირდებათ newsmile05.gif )

და 32" იანი MT ების დაყენების შემდეგ კლირენსი, რონელიც ამ მანქანას ისედაც ჭარბად აქვს 2400 მმ დან თითქმის 2600 მიაღწევს. უფრო მეტი

დარწმუნებული ვარ (თითქმის) არასდროს დამჭირდება. newsmile05.gif

ხოო გვაგრძელოთ. ძრავი ძალიან ეკონომიურია. მე რომ არ ველოდებოდი იმდენად. ზოგადად ნელა სიარული არ მიყვარს საკმაო აჩქარება შენელებებით

დავდივარ და 13 ლიტრი დაწვა ქალაქში. ტრასაზე რა თქმა უნდა ჯერ არ მყოლია მაგრამ დარწმუნებუი ვარ რომ 10ლიტრს არ გადააჭარბებს. ზემოთ

დამავიწყდა დამეწერა ძრავი 4 ცილინდრიანია სწორედ ამაში უნდა მდგომარეობდეს მისი ეკონომიურობის საიდუმლო და ალბათ იაპონელების გამჭრიახ

ტვინებსა და მოხერხებულ ხელებშიც newsmile05.gif + წონაც საკმაოდ მსუბუქია; - 1700 კილო გრამი (რაც ორკარიან პაჯეროზეც კი ნაკლებია)

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 10 2011, 21:13

ციტატა(troutbaiter @ Mar 10 2011, 21:56) *
ლეგენდარულ 1 KZ მოტორს გულისხმობ???

კი ძია კი

Zhorika
ციტატა(Zhorika @ 10th March 2011 - 22:08) *
იაპონელების გამჭრიახ

ტვინებსა და მოხერხებულ ხელებში

ეგეთი გამჭრიახები რო იყვნენ 2.4 დიზელს არ გამოუშვებდნენ

პოსტის ავტორი: გურიკა Mar 10 2011, 21:14

გილოცავ მეგობარო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Zhorika Mar 10 2011, 21:15

აი ისიც. შესახედავადაც სიმპათიურია მგონი

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: გოგა Mar 10 2011, 21:21

ციტატა(nika @ 10th March 2011 - 22:13) *
ეგეთი გამჭრიახები რო იყვნენ 2.4 დიზელს არ გამოუშვებდნენ

ხო,სამწუხაროდ მაგდენი ვეღარ გათვალეს რო ქართველები 20 წლის მერეც ივლიდნენ მაგ მანქანებით newsmile035.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 10 2011, 21:25

ციტატა(გოგა @ Mar 10 2011, 22:21) *
ხო,სამწუხაროდ მაგდენი ვეღარ გათვალეს რო ქართველები 20 წლის მერეც ივლიდნენ მაგ მანქანებით newsmile035.gif

ეეგ რა შუაშია ყველა ფორუმებზე ეგ წერია რო ახალსაც და ძველსაც გადახურებისკენ აქვს მიდრეკილება

პოსტის ავტორი: Zhorika Mar 10 2011, 21:38

ხო დიზელი მეც მინდოდა მაგრამ იმდენად ძვირია იგივე თაობის ბენზინებზე რომ გადავიფიქრე.

მოლოცვებისთვის დიდი მადლობა ყველას!
ეხლა კიდევ ერთ ჩვენთვის საინტერესო თემას შევეხები. ე.წ რაზდატკა

არსითაც და ფუნქციონალური თვალსაზრისითაც პაჯეროს სუპერ სელექტის ანალოგიურია ტოიოტასას მულტი მოუდი ქვია უბრალოდ. 5 საფეხურიანი

რაზდატკაა. ოღონდ პაჯეროსგან განსხვავებით წინა ხიდის ხისტად მიერთება არ ხდება მექნიკურად, არამედ სახელურზე მდებარე ღილაკ 4WD ზე ხელის დაჭერით, რომელიც

შესაძლებელია 100 კმ საათ სიჩქარემდე მოძრაობისას ოღონდ აჩქარების (გაზის) პედალზე ფეხის აშვების შემდეგ. დანარჩენი უკვე გაჩერებულ

მდგომარეობაში ირთვება H4Lc da L4Lc -დაბლოკილი დიფერენციალით ჩვეულებრივი და დამადაბლებელი რეჟიმები. თვალსაჩინოებისთვის სურათსაც

დავდებ:

http://pix.ge/

http://pix.ge/

ეხლა რაც შეეხება მოდიფიცირებას. ძალიან მსუბუქი არც ითქმის. ამორტიზატორები უკვე შესაცვლელი იყო ამიტომაც გადავწყვიტე მათი შეცვლა

თავიდანვე და TLC 100 ის ამორტიზატორებით ჩავანაცვლე, რაც ცოტათი გაამონსტრებს და გამძლე იქნება უფრო.

კიდევ სავალი ნაწილების პატარა დეტალები განვაახლე მხოლოდ.

ერთიღა დამრჩა რომ მტ ები დავაყენო და სულ ესაა. ოცნების მანქანა მზადაა newsmile05.gif

ისე ხომ არ იცით ვინმემ მტ ების ყიდვა სად შეიძლება (ახლებს არ ვგულისხმობ) კარგ მდგომარეობაში რო იყოს ნორმალურ ფასად?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 10 2011, 21:42

ტოიოტას ცენტრში

პოსტის ავტორი: Zhorika Mar 10 2011, 21:48

ნახმარებიც აქვტ?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 10 2011, 21:54

Zhorika
dastur.gif

პოსტის ავტორი: Davitus Mar 10 2011, 22:02

გილოცავ, სულ მწვანეზე გევლოს


ციტატა(Zhorika @ 10th March 2011 - 22:38) *
მდგომარეობაში ირთვება H4Lc da L4Lc -დაბლოკილი დიფერენციალით ჩვეულებრივი და დამადაბლებელი რეჟიმები.


პაჯეროზე, დაბლოკილი დიფერენციალი ეგრევე ირთვება, გაჩერება არ ჭირდება, აი დამადაბლებელი ადაცემა კი გაჩერებულზე რათქმაუნდა


ამიტომ მთლად სუპერსელეკტის მუღამი ვერა აქვს ამ მანქანას და ეგ ტეხავს ცოტათი, სუპერსელეკტის მთელი მუღამი ეგააა... მე მაგრად მევასება

პოსტის ავტორი: გიორგი Mar 10 2011, 22:05

პანიჟენის გარდა ყველაფერი ირთვება ნახადუ... მე რაც მყავდა მანქანები ლუაზიდან დაწყებული ეგრე იყო და ვითომ მაგას ნამდვილად გაჩერება უნდა ???

არამგონია... ხიდის ჩართვასაც და შუა დიფერენციალის ბლოკირებას წესით მანქანის გაჩერება არ უნდა ჭირდებოდეს

პოსტის ავტორი: 919 Mar 10 2011, 22:05

გილოცავ!

პოსტის ავტორი: Zhorika Mar 10 2011, 22:10

T A M P L I E R


ეგ კარგი რამე მასწავლე. მადლობა! შევივლი აუცილებლად.

აუუ რამდენი დამიწერია. ეხლა გადავხედე.

2.4 დიზელს რაც შეეხება ეგ მართლაც იყო შეცდომა. მაგრამ შეცდომა ყველას მოსდის. თან გარდა ამისა ჩვენ (ქართველებმა) მოვლაც არ ვიცით მანქანის და

რო ვიყიდით იმ მანქანას თუ რამე უწერია მანუალში არ გვაინტერესებს. როცა ურევს მერე ვამბობთ ნაგავიაო. ეგ ფაქტორიც არის.

ისე კი გეთანხმები რომ კაპრიზნი ძრავებია და ინტენსიური დატვირთვისას ატრაკებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Mar 10 2011, 22:13

გიორგი

აბა სუპესელეკტის მუღამი რა არის newsmile035.gif მე რაც მახსოვს ლენდ როვერ დისკოზე არ ირთვება ნახადუ

პოსტის ავტორი: გიორგი Mar 10 2011, 22:17

დისკო არ ვიცი, მაგრამ

ლუაზი, ნივა, 4რანერი, პასფაინდერი, პატრული, 100, 200, პრადო, პაჯერო 2, პაჯერო 4 - ყველა ნახადუ ირთვებოდა

უიიი... მოიცა... 4 რანერზე კი არ მახსოვს ზუსტად... ხოოო აი მანდ შეიძლება ვცდები... იმიტომ, რომ ეხლა მახსენდება, რომ მაგას რაღაც კნოპკიანი გადამრთველი ჰქონდა... და შეიძლება მაგას მართლა გაჩერება ჭირდებოდა... კი აღარ მახსოვს...

მაგრამ დანარჩენი ნამდვილად ყველა ნახადუ ირთვებოდა

პოსტის ავტორი: Davitus Mar 10 2011, 22:19

გიორგი

კი, რაც ჩამოთვალე ეგენი ნახადუ ითვება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Mar 10 2011, 22:28

გილოცავ სულ მწვანეზე გევლოს!!

პოსტის ავტორი: გიორგი Mar 10 2011, 22:32

Zhorika

ამ პოლემიკაში სულ გადამავიწყდა:

მომილოცავ და სულ მწვანეზე გევლოს... სიკეთეში და ბედნიერებაში მოგეხმაროს... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბესო Mar 10 2011, 22:37

Zhorika

გილოცავ - სულ მწვანეზე გევლოს

პოსტის ავტორი: Zhorika Mar 10 2011, 22:45

Davitus
919
გიორგი
ლეკი
ბესო


დიდი მადლობა მოლოცვისთვის!

შეიძლება ვცდები და 4HLc ირთვება ნახადუ და მხოლოდ პანიჟენი ირთვება გაჩერებულზე. მაგას გავარკვევ მალე.

რაც ზუსტად ვიცი ის არის რომ სუპერ სელექტი და მულტი

მოუდი ანალოგებია.

პოსტის ავტორი: შუკა Mar 10 2011, 22:51

Zhorika

გილოცავ !! სულ მწვანეზე გევლოს!! მაგარი მანქანაა!!

პოსტის ავტორი: Zhorika Mar 10 2011, 23:03

შუკა

გაიხარე! დიდი მადლობა!

პოსტის ავტორი: sabo73 Mar 10 2011, 23:04

Zhorika

სიკეთეში და კარგ ნადირობებში მოგახმაროს ღმერთმა.

პოსტის ავტორი: გიორგი Mar 10 2011, 23:05

ციტატა
To ander 387! Всё просто! Когда нажмете на рычаге кнопку
4WD, то подключится передний мост. На табло, там где спидометр, вверху засветятся зеленым светом все 4 колеса на схеме машины. Эту операцию можно делать ( как подключать, так и отключать передний мост) на ходу на скорости до 100 км/час. При большей скорости на схеме в центре будет мигать желтая лапмочка и запищит зуммер. При снижении скорости меньше 100 км/час мигание прекратится и выполняется необходимая операция. Максимальная скорость при подключенном переднем мосту неограничена ( я по, крайней мере ездил со скоростью 170 км/час без последствий). На гребенке меньше бросает машину, идет устойчивей. Вобще трансмиссия Сурфа при таком подключении становится аналогична трансмиссии "Нивы"( без включения блокировки межосевого дифференциала). Блокировку межосевого дифференциала также можно включать на скорости до 100км/час одним движением рычага ( на котором кнопка 4ВД), в этом случае будет мигать некоторое время желтая лампочка на схеме, а потом загорится постоянно. Не рекомендуется движение на сухой дороге с твердым покрытием, так как в этом случае передний и задний мосты связаны жестко, и при разнице вращения мостов ( например, когда колеса переднего моста едут по ровному месту, а задние по яме, хотя по времени это очень мало), то перенагружаются детали редукторов или происходит пробуксовка колес. Хотя, повторяюсь, всё это происходит очень быстро на скорости и незаметно. В тяжелых условиях бездорожья можно включать "пониженные". Включение и выключение производится на остановленной машине и рычаге скоростей в положении "Нейтраль". Вот и все премудрости, ничего больше не надо, проверено практикой на моей машине - Сурф в 185 кузове выпуска 2000 года, двигатель - дизель 1КД.
Удачи на дорогах.


http://forums.drom.ru/4x4/t1151084932-p3.html#post1067106240

პოსტის ავტორი: Zhorika Mar 10 2011, 23:32

გიორგი

ეგაა ზუსტად სუპერ სელექტია რა. მე შემშლია, გაჩერება ჭირდება მხოლოდ პანიჟენი რეჟიმის ჩართვისას

sabo73

იცოცხლე, დიდი მადლობა!

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Mar 10 2011, 23:35

გალოპერი რომ გავყიდე 1 კვირის მერე მირეკავს პატრონი და მეუბნება ხიდები არ მუშაობსო.
არა და მაგრად მუშაობდა პრობლემა არ ქონია, მაგრამ იმ ტიპმა ვინც იყიდა ნახადუ ჩართო და დედა უტირა
ჩაულეწა გადამრთველში პლასმასის გადამრთველები
დაისვენე ბატონო დავითუსს ixvi.gif

პოსტის ავტორი: Davitus Mar 11 2011, 00:18

ჰერცოგი997

მოკლედ, შენი მთტხრობების კითხვა ვერ დავამუღამე რა... ნოსოს ენაცვლები თუ რაშია საქმე? newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Mar 11 2011, 01:14

გილოცავ ჯიგარო, კაი და მწვანე გზებზე გევლოს სულ. კარგი არჩევანია რათქმა უნდა. უბრალოდ მე დიზელები უფრო მომწონს, მაგრამ მე არაფერ შუაში ვარ ახლა. newsmile05.gif

შვილო გიორგი და ძმაო დავითუს, კი ირთვება როგორც თქვენ თქვით ,,ნახადუ,, მაგრამ არ არის რეკომენდებული, მერე რაა, რომ ირთვება.... მაინც არ არის კარგი. გააჩერე და მერე ჩართე, ისეთი რა დრო უნდა დაგაკარგვინოს? newsmile05.gif გაფრთხილებითა შენითაო, მანქანა დიდხან შრომავს უფრო ვიდრე ისეო.... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Mar 11 2011, 01:20

ჩელე

არ არის კი არა, ზუსტადაც რომ არის newsmile05.gif ნახადუ სწორად თუ გადართავ - უფრო ადვილად ირთვება, ვიდრე გაჩერებულზე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Mar 11 2011, 01:33

ვაიდა ვერ გადართო ზუსტად ნახადუ ხომ გაფუჯდა ყველაფერი, გააჩერე ჩააგდე იმ დალოცვილში და მიხედე საქმეს არ ჯობია

პოსტის ავტორი: gacho Mar 11 2011, 08:31

გილოცავ შენაძენს. ბედნიერებაში და კარგ ნადირობაში მოგეხმაროს

პოსტის ავტორი: Zhorika Mar 11 2011, 09:02

gacho

ჩელე

დიდი მადლობები! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გურგენა Mar 11 2011, 09:53

გილოცავ, სულ მწვანეზე გევლოს newsmile05.gif

ციტატა(Zhorika @ Mar 10 2011, 22:38) *
ისე ხომ არ იცით ვინმემ მტ ების ყიდვა სად შეიძლება (ახლებს არ ვგულისხმობ) კარგ მდგომარეობაში რო იყოს ნორმალურ ფასად?


აბა ეს ნახე : http://off-road.ge/forum/index.php?showtopic=9485

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 11 2011, 09:56

გურგენა
ამას იოკოჰამები ჯობია აჩუ(და იმიტომ არ ვურჩიე)

პოსტის ავტორი: გოგა Mar 11 2011, 10:17

ჩელე

ციტატა(chele @ 11th March 2011 - 02:14) *
შვილო გიორგი და ძმაო დავითუს, კი ირთვება როგორც თქვენ თქვით ,,ნახადუ,, მაგრამ არ არის რეკომენდებული, მერე რაა, რომ ირთვება.... მაინც არ არის კარგი. გააჩერე და მერე ჩართე,


შენა იმ ძველ დროში ხო არ ჩარჩი,საკუთარი მობილურის დამტენით სხვის ტელეფონს რომ არ ატენინებდნენ?! newsmile05.gif

ეგრედწოდებული პანიჟენის გარდა ყველაფრის ჩართვა შეიძლება(ნუ თუ ახალ მანქანებს არ ჩავთვით,რომელთაც დოფიგა პრიბამბასები აქვთ)
უფრო მეტიც!ჯერ ერთი რო ხშირად გჭირდება სწრაფი მოქმედება და ამ დროს გააჩერო და მერე ჩართო,ეგ იმას ნიშნავს რომ უკვე ჩარჩი newsmile05.gif
ხანდახან ის მომენტიც არის,როდესაც ჩართავ ხიდს და მაინც არ ირთვება.ამ დროს ცოტა წინ და უკან უნდა გაგორება მანქანას რო ჩაირთოს.

პოსტის ავტორი: otarii Mar 11 2011, 10:22

შესანიშნავია ჟორიკ, გილოცავ ძმაო newsmile05.gif

ერთადერთი მარჯვენა რული მეხამუშება რა, ისე მართლა მაგარია!

პოსტის ავტორი: Zhorika Mar 11 2011, 10:43

გურგენა

otarii

მოლოცვისთვის დიდი მადლობა!

საჭეს რაც შეეხება მაგ დღეს როცა მანქანების ასარჩევად დავდიოდი, ცხოვრებაში პირველად დავჯექი მარჯვენა საჭიან მანქანაზე და არანაირი დისკომფორტი არ მიგრძვნია.

ასე რომ გადატანაზე არც ვიფიქრებ. (ისედაც არ ღირს ჩემი გამოცდილებიდან რაც ვიცი საჭის გადატანა) თუ მარჯვენა საჭიანს იღებ უნდა

დატოვო თუ დისკოფორტს გიქმნის მაშინ არ უნდა იყიდო მარჯვენა საჭიანი საერთოდ. ია ტაკ დუმაიუ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: თენგო Mar 11 2011, 10:54

Zhorika
გილოცავ,მაგარი მანქანაა! სულ მწვანეზე გევლოს!

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 11 2011, 14:32

გილოცავ, სულ კარგ ნადირობებში, თევზაობებში და მოგზაურობებში

პოსტის ავტორი: Zhorika Mar 11 2011, 14:41

ჭალიმგელა

თენგო

დიდი მადლობა! გაიხარეთ!

პოსტის ავტორი: გიორგი Mar 11 2011, 17:29

ციტატა
უფრო მეტიც!ჯერ ერთი რო ხშირად გჭირდება სწრაფი მოქმედება და ამ დროს გააჩერო და მერე ჩართო,ეგ იმას ნიშნავს რომ უკვე ჩარჩი


+10000

დამეზარა მე წერა.... და ასეთი შემთხვევები უამრავია.... ნუ თუ ასფალტს აცდები რა თქმა უნდა newsmile05.gif მე პირადად ბევრჯერ მქონია

Zhorika
ციტატა
ცხოვრებაში პირველად დავჯექი მარჯვენა საჭიან მანქანაზე და არანაირი დისკომფორტი არ მიგრძვნია


აი ტრასაზე რომ გახვალ მერეა ცოტა ძნელი

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Mar 11 2011, 17:39

Zhorika

ციტატა(Zhorika @ 10th March 2011 - 22:08) *
დავდივარ და 13 ლიტრი დაწვა ქალაქში. ტრასაზე რა თქმა უნდა ჯერ არ მყოლია მაგრამ დარწმუნებუი ვარ რომ 10ლიტრს არ გადააჭარბებს

მაგარი მანქანაა, მაგრამ მგონია 13 ლიტრზე მეტს დაწვავს,
3.0 ტურბო-დიზელი წვავს 12-15 ლიტრს

პოსტის ავტორი: Zhorika Mar 11 2011, 19:38

გიზოვიჩი

შეიძლება,

ვნახოთ, გამოჩნდება უახლოეს მომავალში ზუსტად. და მერე "ვის რამდენს უწვავს" ში შევიტან ზუსტ მონაცემს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ტყიური Mar 11 2011, 21:06

მთელი გულით გილოცავ, ჟორიკ!

ძალიან კარგი და სანდო მანქანაა - სულ მშვიდობასა და კარგ ნადირობა-თევზაობაში გაგეცვითოს!

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 11 2011, 21:21

Zhorika
ფასი ვერ წავიკითხე და რა მიეცი თუ საიდუმლო არ არის?

პოსტის ავტორი: Zhorika Mar 12 2011, 18:12

ტყიური

დიდი მადლობა მოლოცვისთვის!

T A M P L I E R

7000 ამერიკული

პოსტის ავტორი: გურიკა Mar 12 2011, 19:41

გილოცავ აბა სულ ნადირობაში გაგეცვითოს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Zhorika Mar 12 2011, 19:46

გურიკა

გაიხარე, მადლობა! შევეცდები newsmile05.gif


მოდერატორს ვთხოვ დახუროს თემა!

პოსტის ავტორი: ჩელე Mar 13 2011, 00:31

Zhorika

კი ბატონო, დავხურავ პრობლემა არ არის, მაგრამ ჩემი აზრით იყოს, რადგან, თუ რამე დაგჭირდება კითხვა, რჩევა და მსგავსი, აქ დაპოსტე. ეს იქნება შენი თემა შენი მანქანის შესახებ..... თუ წინააღმდეგი იქნები, დავხურავ 2 წამში newsmile05.gif

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Mar 13 2011, 10:04

გილოცავ სულ მწვანეზე გევლოს small3d018.gif კარგი შენაძენია newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: Zhorika Mar 13 2011, 13:52

ჩელე

ოკ, იყოს ღიად

nikoloza_migina

მადლობა!

პოსტის ავტორი: ტყიური Mar 13 2011, 14:01

ციტატა(ჩელე @ Mar 13 2011, 01:31) *
Zhorika

კი ბატონო, დავხურავ პრობლემა არ არის, მაგრამ ჩემი აზრით იყოს, რადგან, თუ რამე დაგჭირდება კითხვა, რჩევა და მსგავსი, აქ დაპოსტე. ეს იქნება შენი თემა შენი მანქანის შესახებ..... თუ წინააღმდეგი იქნები, დავხურავ 2 წამში newsmile05.gif



ძმურად, ნუ დახურავ!

ახლო მომავალში მეც მაგნაირის ყიდვას ვაპირებ, და გვექნება ერთი გვერდი საერთო აზრებისა თუ გამოცდილების გასაზიარებლად.

პოსტის ავტორი: Zhorika Jun 17 2011, 15:08

დღეს, ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ როგორც იქნა შევიძინე მტ საბურავები. მტ მაგრამ რა მტ. თითქმის ახელბია არ გამიზომია მაგრამ რომ ვნახე კინაღამ ინფაქტმა

დამარტყა ისეთი მაგარი იყო. ესეთი მდგომარეობის ნახმარი მტ ები აქამდე გასაყიდად არსად არ შემხვედრიაnewsmile05.gif

მოკლედ ბედნიერი ვარ, მომილოცეთ ვისაც არ გეზარებათ newsmile05.gif newsmile05.gif
სურათებსაც დავდებ მოგვიანებით

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 17 2011, 15:19

ციტატა(Zhorika @ 17th June 2011 - 17:08) *
მოკლედ ბედნიერი ვარ, მომილოცეთ ვისაც არ გეზარებათ :

გილოცავ და სულ ბედნიერი გამყოფოს ღმერთმა. newsmile041.gif newsmile041.gif

პოსტის ავტორი: o.cho Jun 17 2011, 15:32

გილოცავ მრავალი კილომეტრის უპრობლემოდ გადალახვაში newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Zhorika Jun 17 2011, 15:38

ლევანი

o.cho

დიდი მადლობა გაიხარეთ!

ისე თემისთვის სახელის შეცვლა როგორ უნდა თუ იცის ვინმემ? ახალი აღარ არის უკვე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 17 2011, 20:26

მშვიდობაში ახალი ბოტები newsmile05.gif რა ფირმისაა?

გაწყობს ეს სახელი თუ რამის შეცვლა კიდევ გინდა?

პოსტის ავტორი: Zhorika Jun 17 2011, 23:53


იოკოჰამებია 265/75 ები.

გაიხარე ზუსტად ეგ წარმომედგინა სახელად newsmile035.gif რა დამთხვევაა newsmile035.gif ჩემს გულში იჯექი newsmile035.gif

მოლოცვისთვისაც მადლობა!

პოსტის ავტორი: Zhorika Jun 18 2011, 16:15

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: Zhorika Jun 18 2011, 16:30

კაცს დაემსგავსა

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)