რა სარგებლობა მოაქვს ერთობლივ ნადირობას - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

5 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
რა სარგებლობა მოაქვს ერთობლივ ნადირობას
კახაბერ
პოსტი Nov 8 2010, 14:19
პოსტი #1


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 499
რეგისტრ.: 12-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მოგესალმებით ყველას. ძვირფას ადმინისტრაციას, გამგეობისა და კლუბის და, რა თქმა უნდა, ფორუმის წევრებს.
მინდა "ოჩოპინტრეს" მიმართ უსაზღვრო პატივისცემა დავადასტურო და ერთ პატარა საკითხზე გავამახვილო ყურადღება, რაზედაც თქვენი მოსაზრებები ჩემთვის საინტერესოა და, ვფიქრობ, საერთო საქმისთვის ანგარიშგასაწევი აზრებიც არ დააყოვნებს.
არც ერთ ჩვენთაგანს ნადირობის სურვილის დაკმაყოფილების პრობლემა, რომ არ გვაქვს, ყველასთვის ცნობილია. სხვა თემაში დავწერე და აქ მინდა განვმეორდე - ჩვენი ერთობლივი გასვლა "ოჩოპინტრეს" ეგიდით მოხდა და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველას მოგიწოდებთ ამას ყურადღება მივაქციოთ და საკუთარი სიამოვნების ნახვისას, გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ერთიანი პრინციპების მატარებლები და ამ ფორუმის წევრები, რაც გარკვეულ ვალდებულებებს გვაკისრებს დამატებით...
გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ როტაცია უნდა ვაკეთოთ მუდმივი, რათა ყბადაღებული , ე.წ. "კუტოკობა" არ გამოგვივიდეს. ყველა ერთად, რა თქმა უნდა, ვერ შევიკრიბებით ბუნებაში, იაღოვას დარბაზშიც კი ძნელია ამის განხორციელება, მაგრამ მე პირადად დიდი (უფრო, ალბათ, აუხდენელი) სურვილი მაქვს ყველას გიცნობდეთ და ასევე ფიქრობს ბევრი ჩვენთაგანი, მჯერა. ეს კი ერთი ხელის მოსმით ვერ განხორციელდება და ბევრი მუშაობა გვმართებს ამ კუთხით.
მე ბედმა გამიღიმა (ტყულის არ ვიტყვი თუ აღვნიშნავ, რომ ცოტა უხეში ქმედებით მივაღწიე ამას) და რამოდენიმე ბრწყინვალე ადამიანი გაგიცანით, მაგრამ თუ შეძლებთ დამიჯერეთ, რომ საკუთარი თავისაც კი მერიდება, რომ მე სხვებს გავასწარი და იაღოვას დუქანში, რომ მოვიდე არავის გაუკვირდება. მე მერიდება მათი, ვისაც ძალიან უნდა კლუბის წევრების გაცნობა და მათ გვერდში, თუნდაც ერთი ჭიქის აწევა და ჯერ ეს ვერ მოუხერხებიათ. ამაში მათ თქვენ უნდა დაეხმაროთ. 2 000 კაცი ერთად ვერ შეიკრიბება, მაგრამ რაღაც შუალედი არის მოსაძებნი.
უკანასკნელი 2 კვირის მანძილზე ძალიან ფორსირებულ რეჟიმში ბევრი გაგიცანით, შეგხვდით და მიხარია ეს ყველაფერი, მაგრამ არის ხალხი, ვისაც ეს ძალიან უნდა და ჯერ ვერ მიიღო ეს სიამოვნება. საკუთარი მიღწევებით ტკბობა, ჩვენ სახელს ვერ მოგვიტანს და გავუზიაროთ ერთმანეთს ყველაფერი, რაც ჩვენს ძალებშია. თუ ეს ჩვენს ძალებს აღემატება, ვაჯობოთ საკუთარ თავს.

ვინადიროთ ჩვენი "ოჩოპინტრეს" ეგიდით, არ დავემალოთ ერთმანეთს, გვიყვარდეს ერთმანეთი და ხელი გავუწოდოთ ერთმანეთს.
მოდი საკუთარ თავს გამოვუტყდეთ, ასე იოლად, რამოდენიმე საათში ხალხის მიმართ ამოდენა სითბო, ბუნების გარდა სადმე გვიგრძვნია? ვიაროთ ერთად და ვიქნებით ძლიერნი. პატივი ვცეთ ერთმანეთს და ამით მხოლოდ გამარჯვებული იქნება იმ იდეის გამხმოვანებელი, რომლის მეშვეობითაც საშუალება მეძლევა ასე თამამდ მოგმართოთ.
პატივისცემით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Nov 8 2010, 14:50
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კახაბერ
აფერუმ, მშვენიერი თემაა, თემა ოღონდ მხოლოდ ჩატისთვის და ლაპარაკისტვის კი არა არამედ საქმისთვისაც
გეტანხმები რომ აუცილებელია, ერთმანეთის გაცნობა, ერთმანეთისთვის თვალებში ჩახედვა
მაგრამ, მე მაინც ჩემს მოკრძალებულ სურვილს გამოვთქვავ, მე მაინც მირჩევნია ადამიანები პირველ რიგში სუფრასთან გავიცნო
განა იმიტომ რომ ქეიფი და ა.შ. მონატრებულები ვართ ან არ ვართ, მონადირე კაცს პურის ჭამის მიზეზი სულ აქვს
არამედ იმიტომ რომ ღვინოში უფრო გამოჩნდება ადამიანის ხასიათი, მისი გული
იარაღ ასხმულ ხალხთან (უცნობებეთან) ტყეში სიარულს ვერიდები, ესეც უსაფრთხოების გამო,
ნადირობას ყოველთვის მოსდევს შემდეგ ქეიფი, ზოგი კარგად იტანს ღვინოს, ზოგი, პირიქით
აი იმის ნახვა კი თუ როგორ ჭედავს შეიარაღებული, მთვრალი, ადამიანი, როცა ცოტას მეც ვჭედავ, სურვილი არ მაქვს newsmile035.gif

ამიტომ ჯერ სუფფრაზე გავიცნოთ ერთმანეთი და მერე მინდორიც ერთობლივად დავლაშქროთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Nov 8 2010, 15:15
პოსტი #3


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კახაბერ
ნამდვილად საჭირო თემაა small3d018.gif , ბევრი სხვანაირად უყურებს იმას თუ რატომ ვერ დავდივართ სანადიროთ იმ ადამიანებთან ერთად რომლებსაც მარტო პოსტებით ვიცნობთ newsmile05.gif

ზედა პოსტში ნიკომ სრულად ჩამოაყალიბა მთელი რიგი მიზეზები ამ პრობლემისა, რომელსაც ზოგი ფორუმელი ჩვენი მხრიდან იგნორთან აიგივებს ჩვენს საქციელს newsmile05.gif
Maverick
ამიტომ ჯერ სუფფრაზე გავიცნოთ ერთმანეთი და მერე მინდორიც ერთობლივად დავლაშქროთ

elementarno-vatson.gif elementarno-vatson.gif elementarno-vatson.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ღლიღვა
პოსტი Nov 8 2010, 15:30
პოსტი #4


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 639
რეგისტრ.: 17-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Nikolo @ 8th November 2010 - 15:50) *
ამიტომ ჯერ სუფფრაზე გავიცნოთ ერთმანეთი და მერე მინდორიც ერთობლივად დავლაშქროთ

ეგრე იყოს რა პრობლემაა ! მე მხოლოდ ერტი კითხვა მაქვს. ის ხალხი ვისაც კლუბის წევრებთან ურტიერთობა უნდა (ნადირობაც და ქეფიც) როგორ უნდა მოხვდნენ იმ სუფრაზე სადაც ჯერ არსსს ))) მე ჩემზე არ ვამბობ და საერთოდ მე "ჩემობით" არ ვზომავ.
კითხვა მარტივია - როგორ მოხვდნენ ის ხალხი ვისაც ეს უნდა იმ სუფრაზე სადაც ან მწვანე ან წითელი შუქი აენთებათ ?
თუ კლუბთან ერთობლივ ნადირობას წინ ერთობლივი ქეიფი უნდა უძღვოდეს მაშინ გააცანით საიტის წევრებს ამ ქეიფზე მოხვედრის რეგლამენტი და პირობები.
ისე არც მე ვარ წინააღმდეგი კაცი ჯერ მთვრალი სუფრასთან ვნახო და მერე მინდორში. უბრალოდ არ შეიძლება უთხრა კაცს წადი იქ არ ვიცი სად და გააკეთე ის არ ვიცი რაო !
იმედია არავის ვაწყენინე ჩემი მოსაზრებით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კახაბერ
პოსტი Nov 8 2010, 15:38
პოსტი #5


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 499
რეგისტრ.: 12-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გეთანხმებით ბატონებო და გამეხარდა, რომ გამომეხმაურეთ. ჩემს შემთხვევაშიც სუფრაზე გაცნობით მოხდა ყველაფერი და თამამად შეგვიძლია ეს მოთხოვნადაც კი ჩავთვალოთ. "ჯერ სუფრა და მერე გეგმები". აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ერთმანეთის აზრებსაც ხომ ვენდობით და რეკომენდაციები გავუწიოთ იმათ, ვისი გაცნობის საშუალებაც მოგვეცა. ანუ თუ მავერიკი მეტყვის (პირობითად ვამბობ მავერიკს) ვინმეზე "კაციაო" მე ამაში დარწმუნებული უნდა ვიყო და კითხვები არ უნდა გამიჩნდეს. ურთიერთპტივისცემასა და ნდობაზე უნდა იყოს ჩვენი ურთიერთობები აგებული და ეს ასეც არის უკვე.
და კიდევ ერთი, არავინ ჩამითვალოთ, რომ ვინმეს ვმოძღვრავ, რჩევას ან შენიშვნას ვაძლევ და ა.შ. იმედი მქონდა და მაქვს, რომ ყველაფერს სწორად გამიგებთ. ერთად ყოფნა ჩემი უზომო სურვილია და მხოლოდ ამიტომ წამოვიწყე ეს საუბარი. კლუბის წევრებს რაც შეგეხებათ, მიმაჩნია, რომ თქვენი თითოეული სიტყვა ფორუმის იმ წევრებისთვის, რომლებიც შედარებით ახალგაზრდები არიან, ბევრს ნიშნავს და გამოიყენეთ ეს პრივილეგია. ბევრი თქვენზე სწორებას აკეთებს, გბაძავთ, გიჯერებთ და მათ მომავალ მონადირულ თუ მეთევზის თვისებებზე გავლენას ახდენს. რა დასამალია და მე თქვენგან ბევრი ვისწავლე და მადლობას გიხდით ამისთვის. ეს მუხტი არ მინდა დაიკარგოს, ძმებო. ხშირად, ადამიანებმა არ ვიცით რას ფიქრობენ ჩვენზე და 100 წელი შეიძლება ისე იცოცხლო, ვერ გაიგო, რომ სრულიად უცხო ადამიანის ცხოვრებაში გარკვეული კვალი შეიძლება გაქვს დატოვებული. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს არავის.
კაცები, რომ ხართ იმიტომ გვიხარია თქვენთან კონტაქტი. ადამიანები ვართ ყველანი და ანგელოზი არავინ გვირევია, ყველამ ვიცით. ისეთად მივიღოთ ერთმანეთი, როგორებიც ვართ და ყველაფერი კარგად იქნება.

ღლიღვა
ობიექტური მსჯელობაა, ბატონო ჩემო!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დათაბატონი
პოსტი Nov 8 2010, 15:53
პოსტი #6


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 391
რეგისტრ.: 8-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: დედასამშობლო




კახაბერ

ღლიღვა

არგცხვენიათ ამხნის ხალხს?

დამიტოვეთ ცოტა მეც სათქმელი...

ადგილი ვერვნახე სადმე რამე ჩავაკვეხო newsmile035.gif ochom-dagchipos.gif ashh.gif

გენაცვალეთ კარგებიხართ მიყვარხართ და კიდე გავაღრმავებდი კომლიმენტებს მარა მერე ვინცხა რაცხას იფიქრებს და ვზივარ ჩემთვის და ტაშს გიკრავთ vot-tak.gif ravari-misca.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Nov 8 2010, 15:56
პოსტი #7


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



QUOTE (ღლიღვა @ Nov 8 2010, 16:30) *
ეგრე იყოს რა პრობლემაა ! მე მხოლოდ ერტი კითხვა მაქვს. ის ხალხი ვისაც კლუბის წევრებთან ურტიერთობა უნდა (ნადირობაც და ქეფიც) როგორ უნდა მოხვდნენ იმ სუფრაზე სადაც ჯერ არსსს ))) მე ჩემზე არ ვამბობ და საერთოდ მე "ჩემობით" არ ვზომავ.
კითხვა მარტივია - როგორ მოხვდნენ ის ხალხი ვისაც ეს უნდა იმ სუფრაზე სადაც ან მწვანე ან წითელი შუქი აენთებათ ?
თუ კლუბთან ერთობლივ ნადირობას წინ ერთობლივი ქეიფი უნდა უძღვოდეს მაშინ გააცანით საიტის წევრებს ამ ქეიფზე მოხვედრის რეგლამენტი და პირობები.
ისე არც მე ვარ წინააღმდეგი კაცი ჯერ მთვრალი სუფრასთან ვნახო და მერე მინდორში. უბრალოდ არ შეიძლება უთხრა კაცს წადი იქ არ ვიცი სად და გააკეთე ის არ ვიცი რაო !
იმედია არავის ვაწყენინე ჩემი მოსაზრებით


ღლიღვა ბატონო,
როგორ გგონია, შენ შეძლებ 2000 კაცს ქეიფის რეგლამენტი გააცნო? მგონი სისულელეა, ქეიფების რეგლამენტირებაღა გვაკლია, ლოთობები, სპეციალური თემაა ფორუმზე დადებული, და ინფოც იდება, ხან ლუდუსძიების , ხან ლობიოს ძიების, და ხან კიდევ რისი ძიების newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
მერე მეორეც, იმაში გეთანხმები რომ კაცს გაურკვეველი არაფერი არ უნდა უთხრა, მითუმეტეს მაშინაც კი როცა ის კაცი იმასაც არ ამბობს რა უნდა, შეიძლება მხოლოდ რჩევა მისცე ფა ეგაა, მერე უნდა ჩემს ნარჩევზე წავიდეს, და უნდა თავისით იაროს როგორც აქამდე
კაცია და ბუნება, ჩემი ინიციატივით, მე უცხო კაცს ვერ დავპატიჟებ სანადიროდ, უცხომ რომ დამპატიჟოს, ჯერ გავიგებ ვინ მეპატიჟება, კახასი არ იყოს , რეკომენდაციებს ავიღებდი საერთო ნაცნობებისაგან და მერე წავიდოდი

მე შეიძლება სხვაზე ცუდი მონადირე ვიყო, მაგრამ მე მაინც, როგორც ყველას, ჩემი წესები მაქვს

ხო ის დამავიწყდა, ის ხალხი ვისაც კლუბის წევრებთან ქეიფი და ნადირობა უნდა, კლუბის წევრი უნდა გახდეს


და თუ როგორ უნდა გახდეს რიგირტი ფორუმელი კლუბის წევრი იხ. http://forum.ochopintre.ge/index.php?showt...t=0&start=0

რაღაც კომკავშირული გამოვიდა ჩემი ბოლოთქმა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დათაბატონი
პოსტი Nov 8 2010, 15:57
პოსტი #8


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 391
რეგისტრ.: 8-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: დედასამშობლო




ციტატა
ხო ის დამავიწყდა, ის ხალხი ვისაც კლუბის წევრებთან ქეიფი და ნადირობა უნდა, კლუბის წევრი უნდა გახდეს


აქ გააფუჭე ყველაფერი newsmile035.gif

არადა რაკარგად მიდიოდი newsmile035.gif

როგორ გახდეს? აი სადმარხია ძაღლის თავი aba-me-ravi.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კალვერა
პოსტი Nov 8 2010, 15:57
პოსტი #9


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,386
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



აბანოსავითაა newsmile05.gifnewsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კახაბერ
პოსტი Nov 8 2010, 16:00
პოსტი #10


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 499
რეგისტრ.: 12-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ოოო, გამგეობის წევრთან ქეიფი და ნადირობა, რომ მოახერხო, ალბათ, მინისტრის მოადგილე მაინც უნდა იყო. ეგ არის, ეგ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Nov 8 2010, 16:05
პოსტი #11


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



QUOTE (კახაბერ @ Nov 8 2010, 17:00) *
ოოო, გამგეობის წევრთან ქეიფი და ნადირობა, რომ მოახერხო, ალბათ, მინისტრის მოადგილე მაინც უნდა იყო. ეგ არის, ეგ.



ამას ალბათ ხუმრობით ამბობ ხომ? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

არაა საჭირო მინისტრის მოადგილეობა, გდი-ის ვიზაც საკმარისია newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Nov 8 2010, 16:10
პოსტი #12


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



დათაბატონი
არავითარი ძაღლის მოკვლა და მერე თავის მოჭრა არ არის აუცილებელი(ჯერ მაგ რიტუალამდე არ მივსულვართ)

უბრალოდ სურვილი უნდა გამოთქვას იმ ადამიანმა რომელსაც კლუბის გარკვეული ნაწილი იცნობს, რომ რეკომენდაცია გაუწიონ მას, ესე უცბათ და ნაჩქარევათ ეგ საქმე არ გამოვა newsmile05.gif ხომ ხვდებით რატომაც newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კახაბერ
პოსტი Nov 8 2010, 16:11
პოსტი #13


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 499
რეგისტრ.: 12-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Maverick
მოხარული ვარ შენი გაცნობის.
ციტატა
არაა საჭირო მინისტრის მოადგილეობა, გდი-ის ვიზაც საკმარისია

ეგენი ვიზებსაც იძლევიან?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Nov 8 2010, 16:15
პოსტი #14


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



QUOTE (კახაბერ @ Nov 8 2010, 17:11) *
Maverick
მოხარული ვარ შენი გაცნობის.

ეგენი ვიზებსაც იძლევიან?



ჩაგიწყობ newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კახაბერ
პოსტი Nov 8 2010, 16:23
პოსტი #15


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 499
რეგისტრ.: 12-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ზახარა
არაფრის დაჩქარებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს, მითუმეტეს მოთხოვნა. ჩვენ ერთ შეხვედრაზე გავარკვიეთ არსებული და დაუწერელი წესის შესახებ ყველაფერი, მაგრამ პანაცეა არ შეიძლება ეგ იყოს. სიახლეები თუ არ იქნა, "ბუქსაობას" დავიწყებთ. ხომ არ დავკმაყოფილდებით მიღწეულით? მუდმივი მოძრაობაა საჭირო, სიახლეები, ძიება და ა.შ.
ძალიან მარტივია აპელირება იმაზე, რომ შეიარაღებულ ხალხთან თუ არ დაგილევია, არ უნდა წახვიდე და ა.შ.
მე მინდა თქვენ უფრო ახლოს იყოთ ახალ თაობასთან, რათა მათ თავის დროზე არ აწიონ თავი (ცხვირი) მაღლა და სხვებს არ უთხრან, ჩემთან რომ ინადირო ან იქეიფო 3 დათვი უნდა გყავდეს მოკლული, 2 შველი, 400 იხვი და ა.შ.
მაგალითი, ბატონებო, მაგალითი...

Maverick
არა მგონია ჩაწყობა დამჭირდეს. მაინც გმადლობ, რომ მზად ხარ დამეხმარო. ეს შენს ჰუმანურობაზე და კაცთმოყვარეობაზე მეტყველებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

5 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 02:04